Print

გაზეთი N 9 [1079]

დოკუმენტური ფილმის - „ზვიადის გზა“ს სცენარი

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ჩვენი პარტიის წევრთა სამოქმედო არეალის პირველი ნაწილის მიხედვით, ღმერთის ნებით, 2018 2019 წლებში მოხერხდა „საქართველოს სულიერი მისიის“ კვლევისას გამოვლენილი; წმინდა წერილებში გაბნეულ, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების გამაერთიანებელი დოკუმენტური ფილმის: „სახარებაი ესე სასუფეველისაის გადაღება.

აღნიშნული კვლევის მასალები ორ ფილმადაა წარმოდგენილი. ესენია:

ფილმის სრული ვერსია, ხანგრძლივობით 2 საათი და 44 წუთისაა; ხოლო

მის ბაზაზე მომზადებული ე.წ. მოკლე ვერსია - 1 სთ. და 40 წთ-ის ხანგრძლივობისაა.

 

ჩვენი პარტიის წევრთა მიერ წარმოებული კვლევის პოლიტიკური საკითხების შემსწავლელი თემატიკა, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის შედგენილ, პარტიის „საარჩევო პროგრამას“, სახელდებით: „ზვიადის გზა [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“ - დაედო საფუძვლად.

აღნიშნულის ბაზაზე მომზადებულ იქნა ორი ფილმი, რომელთაგან ერთში საკითხების სრული სპექტრია მოცემული. „ზვიადის გზა“-ს სახელდების მქონე პირველი ფილმი - 1 საათისა და 40 წუთის ხანგრძლივობისაა;

ამ ფილმის ბაზაზე მომზადებული ე.წ. „მოკლე ვერსია“: 7 წუთსა და 42 წამს გრძელდება.

ამჯერად წაემოგიდგენთ ამ „მოკლე ვერსიის“ სცენარის მასალას.

მიხეილ გელა

სლუაშვილი

 

 

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზის

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“

სახელით მომავალი გუნდის

საარჩევნო პროგრამის ბაზაზე გადაღებული

დოკუმენტური ფილმის - „ზვიადის გზა“ს სცენარი

წარმოგიდგენთ, პარტია - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ საარჩევნო გაერთიანება: „ზვიადის გზა [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის“ მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მომზადებული პროგრამის ბაზაზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს.

 

მოგესალმებით ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მოქალაქენო, რომელთაც გწამთ - ღმერთის მიერ საქართველოსათვის დაკისრებული სულიერი მისიისა.

 

საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზის“ სახელით გვინდა მოგახსენოთ, რომ

პოლიტიკურ სპექტრში სხვათაგან გამორჩეული ჩვენი პარტიისა და მისი წევრების სამოქმედო არეალი, ორი უმნიშვნელოვანი თემატიკითაა გამოკვეთილი. ამათგან:

პირველი

- საქართველოს სულიერი მისიის კვლევას; ხოლო

- მეორე - უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებამდე, ქვეყნის სამართლებრივი სფეროს დარეგულირების მექანიზმის, ამომრჩეველთათვის შეთავაზებას ითვალისწინებს.

 

1-ლი ნაწილი

წმიდა მამათა სწავლების მიხედვით: ბიბლიისეულ ტექსტებში, უფლის გაცხადების წინარე - ბოლო ჟამად სახელდებული ეტაპის დადგომის შესაცნობი მოვლენები - დაშიფრული სახითაა მოცემული.

 

ღმერთის ნებით, „ზვიადის გზით“ მავალი გუნდის წევრთა სახელით, გვინდა მოგახსენოთ შემდეგი:

მიმდინარე ბოლო ჟამის შესაცნობი, ბიბლიაში მოცემული ყველა ნიშანი, მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებით საქართველოში მომხდარი თუ მოსახდენი მოვლენების თაობაზე იუწყება.

 

ზემოთქმულზე დაყრდნობით, „ზვიადის გზით“ მავალი გუნდის წევრების ძალისხმევითა და ღმერთის ნებით, მოხერხდა ხსენებული წინასწარმეტყველებების გამაერთიანებელი ფილმის - „...სახარებაი ესე სასუფეველისაი“-ს გადაღება, და ინტერნეტ სივრცეში მისი განთავსება.

 

მე-2 ნაწილი

მსოფლიოში არსებულ ქვეყანათა შორის საქართველოს განსაკუთრებული როლის შინაარსიდან გამომდინარე:

 

პარტია „ზვიადის გზის“ სამოქმედო არეალის მეორე ნაწილი, მიზნად ისახავს, უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებამდე, ქვეყნის სამართლებრივი სფეროს დარეგულირების მექანიზმის, ამომრჩეველთათვის შეთავაზებას.

 

გააზრებული გვაქვს რა - ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის უფლისმიერი სიმართლით მოქმედების მნიშვნელობა, ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამა - ბიბლიური სიბრძნის ბაზაზე მომზადებულ კონკრეტულ საკანონმდებლო წინადადებათა ერთობაზე გვაქვს აგებული.

 

შესაბამისად, „ზვიადის გზა...“, მასზე მავალი გუნდის ის გზასავალია, რომლის მთავარი სამოქმედო მიზანია:

 

1. ქვეყნის საერო საქმიანობის - საუკუნეების მანძილზე გამოკვეთილ ღვთაებრივ ფასეულობებზე დამყარებული პრინციპებით წარმართვა;

2. ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრება;

3. ღვთაებრივ სამართალზე ორიენტირებული, კეთილმეზობლურ პრინციპებზე დაფუძნებული - სულიერად და ეკონომიურად ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნა...

 

პარტია „ზვიადის გზი“-ს მიერ მომზადებულ საარჩევნო პროგრამაში ასახული საკითხების თაობაზე მოკლედ შეიძლება ითქვას შემდეგი, მაგალითად:

- ბიბლიაში დაფიქსირებული: ჩანადენის მხილებისაკენ მოწოდების შესაბამისად, საარჩევნო პროგრამაში მოცემულია სრულ სამართლებრივ კონდიციამდე დამუშავებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს - საქართველოს ნორმალური სხელმწიფოებრივი განვითარების გზის გამამრუდებელი: „1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი პროცესების შეფასებას“;

 

ბიბლიაში დაფიქსირებულ : მონანიებისა და მიტევებისაკენ მოწოდების პრინციპზეა აგებილი, სრულ სამართლებრივ კონდიციამდე დამუშავებული კანონპროექტი - კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმების შეფასების თაობაზე;

 

მშვიდობისაკენ სწრაფვის ბიბლიურ შეგონებას ითვალისწინებს საარჩევნო პროგრამაში მოცემული სრულ სამართლებრივ კონდიციამდე დამუშავებული რამოდენიმე კანონპროექტი.

კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი - ქვეყნის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისაკენ ორიენტირებული: საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებას გულისხმობს;

 

ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის დარეგულირებისათვის შემოთავაზებული გვაქვს - საპარლამენტო საქმიანობაში - „ეროვნული თანხმობის დარბაზისა“ და „საარჩევნო კოდექსის“ დახვეწაზე მომუშავე კომიტეტის შექმნის იდეა;

 

კანონპროექტთა ნაწილი - კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მიზანს ეფუძნება; და

რეგიონალური თუ საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნისათვის საჭირო საკანონმდებლო რეგულაციაზეა ორიენტირებული;

 

ბიბლიურ შეგონებათაგან ხაზგასასმელია - ღმერთის მიერ, ჩვენთვის, ანუ ადამის მოდგმისათვის განკუთვნილი მიწისადმი სათანადო დამოკიდებულების საკითხი.

შესაბამისად, პარტია „ზვიადის გზი“-ს მიერ მომზადებულ საარჩევნო პროგრამაში მოცემულია სრულ სამართლებრივ კონდიციამდე დამუშავებული „ქართული მიწის დაცვისა“ დაკ „მთაში განსახლების ფონდის“ შექმნის კანონპროექტი,.

 

ბიბლიაში დაცულ ზნეობრივი ფასეულობების პრაქტიკულად რეალიზებას ისახავს მიზნად, ჩვენს მიერ მომზადებული:

ე.წ. „ანტიდისკრიმინაციულ კანინში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი,

„მოსწავლისა და მშობლის“ კანონი და სხვა;

 

აქვე დავსძენთ, რომ ჩვენი აზრით პოლიტიკური გარემოს დარეგულირება, ქვეყნის მაცხოვრებელთა ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისაკენ გადასადგმელი ძირითადი საფუძველია.

 

დასკვნის მაგიერ

დასასრულს, გვინდა შეგახსენოთ შემდეგი:

მეორედ მოსვლის დრომდე, ანუ ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, „საქართველოს სულიერი მისიის“ კვლევაზე ორიენტირებული „ზვიადის გზით“ მავალი გუნდისათვის მთავარია

- თითოეულ თქვენთაგანს დავეხმაროთ საკუთარი სულის ხსნისათვის მართებული არჩევანის გაკეთებაში.

 

ამიტომ, გთხოვთ - შესაბამისად გაიაზრეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული საარჩევნო პროგრამის თითოეული საკითხი,

და

თუ გნებავთ წილი დაიდოთ ზემოთქმულის ასრულებაში - მხარი დაუჭირეთ მას.

 

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს:

- ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

 

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

დე, ღმერთი ყოფილიყოს ჩვენი შემწე, ზემოთქმული მიზნის მიღწევის გზაზე.

 

 

დისტანცია და ხელთათმანები,

ეს უსახური სახის ნიღაბი,,,

შენ უხილავო მტერო მსახვრალო,

ბოლომდე ვეღარ შეინიღბები...

შენ ვერ ჩამკეტავ ამ სიბნელეში,

ქრისტეს ნათელი ჩამოგგლეჯს ნიღაბს...

მე მაინც მოვალ მეუფის სახლში,

სადაც აწრთობენ სიმართლის დუღაბს!...

 

 

„ვხედავ მტერს ამარცხებს უჩინარი ღვაწლი“

„უჩინარი ღვაწლი“ მხოლოდ

ღვთივრჩეულთა ხვედრია!

უხილავ მტრის დამარცხებას

უფალს რომ შეჰვედრიან...

ღმერთი ისმენს ალალ ლოცვას,

რწფელს და დაუდუმებელს,

მოგვცეს თმენა, გამძლეობა -

შევთხოვთ დედა ღვთისმშობელს...

უჩინარი ღვაწლის ძალას

ღმერთი აძლევს ღვთის მსახურთ,

შემოსილთა ჩუმი ღვაწლი

განაქარვებს უსახურთ...

ქრისტეს მიერ სიყვარულით

კლდესა ზედ აშენებულს,

ვერ დაანგრევ უხილავო,

მტრისგან მრავალგზის ვნებულს.

იცით რატომ? - თვით ჩვენშია,

ქრისტე მკვდრეთით აღმდგარი!

წმიდა დედა საფარველით

ჩვენდა მცველად დამდგარი!

ქრისტეს ტაძარს - ეკლესიას,

ჯოჯოხეთის ბჭენიც კი

ვეღარ მოერევიან,

გვიცავს ჩვენი გამჩენი!...

ღვთის წყალობით საქართველო -

ვითარც ქრისტე აღსდგება!

ძეო ღვთისავ, გელოდებით

ეს ნანატრი დღე დგება!!!

ამენ!

 

მხევალი ღვთისა

თინათინ კოლხი

[გაგუა]

 

 

მეფე და პაიკი

[მინიატურა]

ავტორი: ერთხელ იყო - აუხირდა მონა მეფეს,

სულით აღარ დაემონა,

უსამართლოდ განსაჯა და განერიდა...

 

პაიკი (მონა): შემოუთვალა მონამ მეფეს

აიხსენი ახლა რიდე,

უნდა გამხილო უსამართლობაში.

გახსოვს? როდესაც გვიჭირდა და

გასამრჯელო აღარ გვქონდა

[ფული არ იყო],

რამდენს ვითმენდით მეფეო

შენი სიყვარულისთვის...

შემდეგ კი, როგორც იქნა გზები გაიხსნა,

ყველა მონას გასამრჯელო დაურიგე,

მე კი, თვალი ამარიდე,

გასამრჯელო განმარიდე,

ერთგულებისთვის დამსაჯე...

უტყვი ვიყავ, არა ურჩი, მოსიყვარულე...

შორსმჭვრეტელი ვიყავი, და

ამიტომაც - მიუხედავად ორპირობისა,

მონა შენი, სულმთლად დაგემონა...

შენ კი მეფეო, შენს ერთგულს

მკაცრი განსასჯელი რად მოუვლინე?

იქნებ არ გახსოვს? უნდა შეგახსენო:

მწარე იყო მეფეო, შენი განაჩენი...

და მე უნდა მოვყვე სხვაც დანარჩენი:

სხვა პაიკებივით რადგან არ ვიხმაურე,

შანსი ხელიდან აღარ გაუშვი,

მეფის ლაგამი სულ მთლად აუშვი,

უსამართლოდ - პაიკი გაწირე...

ძნელია მეფეო პაიკის როლი,

ისიც ადამიანია,

უსამართლობას არვის პატიობს ღმერთი...

 

ავტორი: მომჩივანმა პაიკმა ბევრი იჩივლა, ბევრი იყივლა, მაგრამ ამაოდ.

ბოლოს კი, როდესაც მეფემ გაიგო მონა ჩიოდა, მოურავის ხელით საკანონმდებლო წიგნი გაუგზავნა, რათა კანონებს გასცნობოდა.

ახლა, მკითხველო, შენ გაინტერესებს რა ეწერა „მეფე და პაიკების“ საკანონმდებლო წიგნში? - ახლავე მოგახსენებთ:

ამონარიდი კანონმდებლობიდან - კოდექსის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი:

„როდესაც მეფე განსაცდელშია და ძლიერ უჭირს, ჯერ პაიკები იწირებიან, მერე, რიგითობა არ ირღვევა, შემდეგ - მხედრები. მეფეს უფლება აქვს გამოიყენოს პაიკებისა და მხედრების გაწირვის ძალადობრივი გზები“.

როდესაც სხვა პაიკებმა და მხედრებმა გაიგეს არსებული კანონის არაკომპეტენტურობის შესახებ, აუმხედრდნენ მეფეს, და წერილი მისწერეს:

„მეფეო, კანონები გადასახედია. პაიკებისა და მხედრების გაწირვა არ დავამსგავსოთ „მსხვერპლ შეწირვის“ კანონმდებლობას, ეს უნდა ხდებოდეს მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში...

ჩაემატოს კოდექსის 33- მუხლის მე-3 პუნქტს შემდეგი სიტყვები:

„ყოველივე ზემოთ აღნიშნულის განხორციელება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში“.

არავინ იცის რა შედეგი მოჰყვა პაიკებისა და მხედრების მეფესთან გაგზავნილ წერილს.

ერთი რამ ცხადია მკითხველო, თურმე - იმ ერთ პაიკსაც რა ძალა ჰქონია. ეს იყო - სიმართლის ძალა...

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

...

საქართველოს დებო და ძმებო:

ქრისტე ჩვენშია,

ჩვენი სიცოცხლე - ქრისტეს ხელშია...

ანტიქრისტეც კი თითქმის ჩვენშია,

და ვეღარ ვარჩევთ:

წვიმს თუ თქეშია...

ვისაც უნდა მოვუსმინოთ

ის დღეს ერშია...

[მას აღარავინ აღარ უსმენს]

არჩევანიც ჩვენშია...

ლექსი ასე მეუბნება:

„ანტიქრისტე“ გზაშია,

ვინც გაუძლებს ამ ცდუნებას

აღივსება მადლითა...

უთვალავი წამითა

არ მთავრდება ამითა...

თან იქნება დევნითა,

ამ დროს - შიში გაჩნდება,

განშორდება მადლიცა.

ამ დროს ბევრი თაყვანსა სცემს

„ანტიქრისტეს“ - წამითა...

არ იქნება ადვილი

ქალს რომ შერჩეს მანდილი,

„ანტიქრისტეს“ ასე უნდა

ყველა იყოს გასვრილი...

ამიტომაც მიგვანიშნებს,

ჩვენი ღმერთი ნამდვილი,

არჩევანი გავაკეთოთ,

აღარ დავრჩეთ ნაკლული,

ამის შემდეგ ჩვენ ცხოვრება

გველოდება ზღაპრული,

აქაცა ვთქვათ, იმ ქვეყნითაც

ეს ხომ გადამალული...

რასაც ვხედავთ ჯერ მაგაზე

ყველამ გავცეთ პასუხი,

ეს ხომ ქრისტეს შექმნილია

[დედამიწა ზღაპრული],

თვისი ხელით ჩვენ გვიბოძა

სითბოთ გადაფარული,

ალბათ ენით ვეღარ აღვწერთ

იქ რაც გველის ზღაპრული,

უკვე დროა ავირჩიოთ

ქრისტე მარადიული!...

 

გელა გვილავა