Print

გაზეთი N12 [1082]

ბოლო ჟამის მიმდინარე ეტაპზე

„ზვიადის გზის...“ მიერ გაწეული საქმიანობის

მოკლე ქრონიკა

 

მინიშნება 1-ლი

როგორც დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული გახლდათ - 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ცესკოში წარსადგენ დოკუმენტაციაში დეპუტატობის კანდიდატების მიერ ნარკოლოგიური ცნობის ჩაბარება.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ, ა/წ 12 სექტემბერს, ჯერ ცესკოს, ხოლო შემდგომად უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს სპეციალური განცხადებით მივმართეთ, გაეთვალისწინებინათ, საარჩევნო პარტიული სიისათვის თანდასართველი აღნიშნული ნარკოლოგიური ცნობის შინაარსის თავისებურება.

ვფიქრობთ, რომ ჩვენი ეს აქტიურობა ერთგვარი ხელშემწყობი გახდა, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილებისა რომლითაც ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ახალი რეგულაცია დაწესდა,

 

მინიშნება მე-2

2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დარეგისტრირებული სუბიექტებისათვის, საარჩევნო რიგითი ნომრის განსაზღვრისათვის, 2020 წ. 19 სექტემბერს ცესკოში კენჭისყრა მოეწყო.

კენჭისყრის შედეგად, არჩევნებში „ზვიადის გზის...“ სახელდებით მონაწილე ჩვენი პარტია - 43-ე ნომრით იქნება წარმოდგენილი.

 

მინიშნება მე-3

მკითხველებმა იციან, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ჩვენი პარტიის სარეგისტრაციო მონაცემებში შეტანილი ცვლილების გამო, ჩვენს მიერ რამოდენიმე განცხადება იქნა გაგზავნილი, როგორც - საჯარო რეესტრში ასევე უწყებათაშორისი კიმისიის სამდივნოსადმი.

ა/წ 23 სეტემბერს, უწყებათაშორისი კიმისიისადმი, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, შემდეგი ხასიათის, კიდევ ერთი წერილი გავაგზავნეთ:

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

უწყებათაშორისი კომისიის

სამდივნოს

 

საქართველოს ორგანული კანის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად:

„კომისია იკრიბება კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლის [ჩვენს შემთხვევაში ეს ვადა აითვლება - 2020 წ. 6 სექტემბრიდან - გ.ს.] შემდეგ − კვირაში ერთხელ მაინც.

6. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები პოლიტიკური პარტიები, აგრეთვე ერთჯერადად − სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც უწყებათაშორის კომისიას აწვდიან საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ინფორმაციას იმ სხდომაზე, რომელზედაც შესაბამისი საკითხი განიხილება.

7. უწყებათაშორისიუწყებათაშორისი კომისია იხილავს საკითხებს, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე დარღვევის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უწყებათაშორის კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები), ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მუხლი 48,5-7]

 

როგორც ვხედავთ, მოქმედი კანონით:

„...უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ... პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც უწყებათაშორის კომისიას აწვდიან საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ინფორმაციას იმ სხდომაზე, რომელზედაც შესაბამისი საკითხი განიხილება“.

 

ჩვენთვის გაუგებარი მიზეზისა გამო, 2020 წ. 22 სექტემბერს ჩატარებულ კომისიის სხდომაზე ვერ მოხერხდა, ჩვენს მიერ 2020 წ. 11 სექტემბერს გამოგზავნილი იმ საკითხის განხილვა, რომელიც ეხება - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩვენი პარტიის მიმართ [კანონდარღვევით] მიღებული გადაწყვეტილების განხილვას.

[გაცნობებთ, რომ - ხსენებული გადაწყვეტილება P20000048/0-1 [25/08/2020] ე.წ. „რეგისტრაციის შესახებ“ [იხ. დან. N2], წინააღმდეგობაში მოდის:

როგორც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან; ასევე

2019 წ. დეკემბერში, დღეს მოქმედი კანონმდებლობის სრული მოთხოვნებით ჩატარებული ჩვენი კავშირის სათათბიროს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან].

 

ვინაიდან - საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახურის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, ერთგვარ ხელშემშლელ ფაქტორად გვექცა - ჩვენი საარჩევნო გაერთიანების მიერ 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დაგეგმილი ღონისძიებების ნორმალურად წარმართვასთან მიმართებაში,

საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა...“ განმეორებით მოგმართავთ წინადადებით, რათა - ჩემი მონაწილეობით გამართულ უწყებათაშორისო კომისიის უახლოეს სხდომაზე, მსჯელობის საგნად ვაქციოთ ჩვენს მიერ, თქვენდა მიმართ წარმოდგენილი თემატიკა...

 

მინაწერი:

გაცნობებთ, რომ ზემოთაღნიშნული საკითხის თაობაზე კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, 2020 წ. 9 სექტემბერს სპეციალური განცხადებით მივმართეთ:

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ნათია ჩირიკაშვილს (345242/17; 11. 09. 2020)]; სადაც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მივმართავთ წინადადებით, რომ

გაითვალისწინოს დღეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, და მიიღოს გადაწყვეტილება, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების [პარტიების] რეესტრში, - ჩვენს პარტიასთან მიმართებაში 2020 წლის 25 აგვისტომდე არსებული პოზიციის კვლავ აღდგენის თაობაზე.

 

პატივისცემით

 

საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა

ღმერთის, სიმარლისა და ქვეყნისათვის]“

თავმჯდომარე,

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

23 სექტემბერი 2020 წ.

 

 

პარალელურად მომზადებული გვაქვს, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე აღნიშნული საკითხის უკეთ გაცნობისადმი გამიზნული შემდეგი შინაარსის მასალა“

 

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე წარსადგენი მასალა

 

საქართველოს საჯარო რეესტრის მიერ, ჩვენს პარტიასთან მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

1992 წ. იანვარში დაფუძნებული ჩვენი პარტიის სახელდება ასეთი გახლდათ: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“ [სარეგიტრაციო N24];

1998 წ. პოლიტიკური პარტიების შესახებ ახალი კანონის ამოქმედების გამო, ყველა პარტიამ, და მათ შორის ჩვენც გავიარეთ ხელახალი რეგისტრაცია - სარეგისტრაციო N52;

2011 წ, ჩვენი პარტიის ყრილობის მიერ, პარტიის დასახელებაში შევიდა ცვლილება და სახელდება ასე განისაზღვრა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“ [2011 წ. 23 დეკემბრის N22-რ ბრძანება სარეგიტრაციო N24]

კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნიდან გამომდინარე, 2011 წლიდან ათვლით, პარტიის უმაღლესი ორგანოს - „სათათბიროს“ ყრილობები ჩატარდა - 2015 წ. დეკემბერსა და 2019 წ. დეკემბერში.

2016 წ. აგვისტოში, მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი მოთხოვნების გამო, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების [პარტიების] რეესტრში“, მოხდა ჩვენი პარტიის თაობაზე კანონით განსაზღვრული მონაცემების ასახავა, კერძოდ დაფიქსირდა:

პარტიის სახელდება, იურიდიული მისამართი და პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

[იხ.„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი (მუხლი 24) და

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2016 წ. 9 აგვისტოს გამოცემული N161-ე ბრძანება მუხლი - მუხლი 3,5].

 

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის თანახმად:

„1. პარტია ვალდებულია წესდებაში ან/და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში 10 დღის ვადაში აცნობოს ამის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტი (დოკუმენტები).

2. თუ ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით ან პარტიის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია პარტიის ყრილობის მიერ სათანადო წესით მიღებული გადაწყვეტილება. ამ მიზნით ჩატარებულ ყრილობას ესწრება და მის ოქმს ამოწმებს ნოტარიუსი“.

 

„ნოტარიუსის დასწრება არ არის სავალდებულო ყრილობის იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება წესდებაში ან/და ამ მუხლის მე-2 პუნქტის“–„ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანას“.

 

[იხ.„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი - მუხლი 24]და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2016 წ. 9 აგვისტოს გამოცემული N161-ე ბრძანება - მუხლი 3,5].

 

ჩანართი:

აღნიშნულ კანონმდებლობაში მითითებული - მე-2 პუნქტის“–„ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში კერძოდ ვკითხულობთ:

 

„ე) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ;

ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;

ზ) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება - გ. ს.]

 

2019 წლის დეკემბერს გამართული პარტიის სათათბიროს მონაწილეთა მიერ დამტკიცებული დღის წესრიგის თანახმად, კავშირის წესდების მოთხოვნათა მიხედვით, ერთხმად იქნა მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

უცვლელად იქნა დატოვებული -

კავშირის სახელწოდება;

იურიდიული მისამართი;

სათათბიროს დელეგატებმა განიხილეს რა კენჭისყრაზე გამოტანილი საკითხი პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ანუ პარტიის ლასკარის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, ერთხმად დაადგინეს:

პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად, ანუ პარტიასამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“- ლასკარის თავჯდომარედ მორიგი 4 წლიანი ვადით კვლავ არჩეულ იქნეს დღეისათვის მოქმედი ლასკარის თავმჯდომარე - მიხეილ სალუაშვილი.

 

დასკვნის მაგიერ

ზემოთქმულიდან გამომდინარე უნდა განვაცხადოთ, რომ:

ვინაიდან, პარტიის უმაღლესი ორგანოს -„სათათბიროს“ ყრილობის მონაწილეთა მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით უცვლელად იქნა დატოვებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების [პარტიების] რეესტრში პარტიის თაობაზე არსებული ყველა ძირითადი მონაცემი, კერძოდ:

(პარტიის სახელდება,

იურიდიული მისამართი,

პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად, ანუ პარტიის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ლასკარის თავმჯდომარედ კვლავ იგივე პირის არჩევა].

 

შესაბამისად,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22-, 23- და 24- მუხლებისა,

და

იუსტიციის მინისტრის 2016 . 9 აგვისტოს N161 ბრძანების საფუძველზე,

ჩვენს პარტიასთან მიმართებაში არ შეიძლება განსახილველად დადგეს - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში ცვლილებების შეტანის საკითხი,

ანუ:

2020 წ. აგვისტოში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩვენი კავშირის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება P20000048/0-1 [25/08/2020] .. „რეგისტრაციის შესახებ [იხ. დან. N2], წინააღმდეგობაში მოდის:

როგორც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან;

ასევე

2019 . დეკემბერში, დღეს მოქმედი კანონმდებლობის სრული მოთხოვნებით ჩატარებული ჩვენი კავშირის სათათბიროს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან.

 

მინაწერი:

გაცნობებთ, რომ ზემოთაღნიშნული საკითხის თაობაზე კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, 2020 წ. 9 სექტემბერს სპეციალური განცხადებით მივმართეთ:

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ნათია ჩირიკაშვილს (345242/17; 11. 09. 2020)]; სადაც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მივმართავთ წინადადებით, რომ

გაითვალისწინოს დღეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, და მიიღოს გადაწყვეტილება, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების [პარტიების] რეესტრში, - ჩვენს პარტიასთან მიმართებაში 2020 წლის 25 აგვისტომდე არსებული პოზიციის კვლავ აღდგენის თაობაზე.

 

პატივისცემით

 

საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა

ღმერთის, სიმარლისა და ქვეყნისათვის]“

თავმჯდომარე,

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

მინიშნება მე-4

2019 . დეკემბერში დაწყებული ჩვენი საკითხის გარკვევის პროცესი, 2020 წ. ოქტომბრის თვეში გადაწყდა. კერძოდ,

საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან გამართული სატელეფონო და პირადი ურთიერთ კონსულტაციის შედეგად, 2020 წ. 1 ოქტომბერს ჩვენს მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე, 2 ოქტომბერს მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ნაწილში კვლავ აღდგა 2020 წ. 25 აგვისტომდე არსებული მდგომარეობა.

მიღებულ გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა შემდეგი - „შეჩერებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს NP20000048/01 [25. 08. 2020 წ.] გადაწყვეტილების მოქმედება და აღდგენილია „შეჩერებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს NP20000048/01 [25. 08. 2020 წ.] გადაწყვეტილების გამოცემამდე არსებული რეგისტრირებული მონაცემები, თავმჯდომარის ნაწილში N345242/17 [11. 09. 2020 წ.] ადმინისტრაციული საჩივრის დასრულებამდე...“.

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ საკითხზე პრინციპული შეთანხმება 2020 წ. მე-10 თვის 1-ველ რიცხვში იქნა მიღებული.

ბოლო ჟამის ნიშნების შეცველი ბიბლიურ ჩანაწერში ვკითხულობთ - „თანდათან იკლებდა წყალი მეათე [აქ - ოქტომრის] თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს [აქ - 1 ოქტომბერს] გამოჩნდა მთათა მწვერვალები“-ო [დაბ. 8,5].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

მინიშნება მე-5

43-ე ნომრის მქონე საარჩევნო სუბიექტის „ზვიადის გზის,,,“ 133 კანდიდატისაგან შემდგარი პარტიული სია, ცესკოს წარედგინა 31 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე - 33 დღით ადრე, ანუ - 2020 წ. 28 სექტემბერს.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში წარმართული პროცესების თაობაზე, თუ ღმერთი ინებებს, შესაბამის დროს მოგახსენებთ.

 

მინიშნება მე-6

2020 წ. 28 ოქტომბერს საზოგადოებრივი ტელევიზიის შენობაში გაიმართა წილისყრა 31 ოქტომბრის საპარლამენტო სუბიექტებისათვის საეთერო დროის დათმობის რიგითობასთან დაკავშირებით.

43-ე ნომრის მქონე ს/გ „ზვიადის გზა...“ საარჩევნო დებატებში მონაწილეობას უფლება მიეცა - 2020 წლის 6 ოქტომბერს;

ხოლო საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ფარგლებში 5 წუთიანი გამოსვლის შესაძლებლობად 2020 წ. 19 ოქტომბერი იქნა დადგენილი.

 

ბოლო ჟამის დღეთა მოსალოდნელი ქრონოლოგიის თაობაზე, თუ ღმერთი ინებებს უახლოეს ხანებში გვექნება საუბარი.

 

N43- საარჩევნო სუბიექტის "ზვიადის გზა" [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის] საარჩევნო პროგრამის პოლიტიკური ნაწილი

http://www.ufali.ge/images/pdf/2020%20.%20%20.pdf