Print

გაზეთი N 14 [1084]

N43„ზვიადის გზის...“ მიმართ

გამოვლენილი გაყალბების მორიგი მაგალითი

 

საქართველოში - 3846 საუბნო საარჩევნო კომისია კომისია არსებობს. ამჯერად, მკითხველს გვინდა გავაცნოთ 2020 წ. 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში N13 მარნეულის - 22. 67-ე ოლქში შემაჯამებული ოქმის შედეგი.

 

ცესკოს ელ. გვერდზე გამოქვეყნებულ ოქმში წარმოდგენილი სურათი გაყალბების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. კერძოდ:

 

ოქმში, სხვა პარტიების შედეგებისაგან განსხვავებით, მხოლოდ ჩვენი პარტიის მონაცემში ფიქსირდება ჩასწორება, რომლის თანახმადაც ჩვენს მიერ მოპოვებული ხმების თავდაპირველი ოდენობა - 63 შეცვლილია [იხ. დან. 1], და ციფრი - „6”-ის წაშლის შემდეგ, ვითომცდა ჩვენ მიღებული გვაქვს არა - „63“, არამედ - „3“ ხმა [იხ. დან. 2].

 

იქვე თანდართულ ე.წ. „ახსნა განმარტება“-ში ვკითხულობთ:

 

„N22 მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ქალბატონ ანა ილურიძეს

27-ე საუბნო საარჩევნო საარჩევნო კომისიის მდივნის ქეთევან აბაშიძის

„ახსნა განმარტება“:

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 დეკემბრის კენჭისყრის დღეს უბნის დახურვის შემდგომ მთვლელებმა გამოავლინეს კანდიდატთა მიერ მიღებული ხმათა რაოდენობები, ასევე გადათვლილ იქნა არჩევნებში მონაწილე საერთო რაოდენობა. აღნიშნულის შესაბამისად პროპორციული სისტემით კენჭისყრის ოქმის 4 გრაფაში მივიღეთ რიცხვი - 538, ხოლო ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მიღებული ხმების გრაფაში - 162...

აღნიშნულის შემდეგ, მე და კომისიის თავმჯდომარემ დავიწყეთ ინვენტარის შეგროვება და საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვა, რა დროსაც შესაბამისი ოქმები სარეგისტრაციო ჟურნალთან ერთად იდო მაგიდაზე. უბანზე იყო ხალხმრავლობა და არეულობა, რა დროსაც, სავარაუდოდ, შეცვლილ იქნა მონაცემები ოქმებში. ვინ და რა ვითარებაში შეცვალა ოქმის მონაცემები ჩემთვის უცნობია. მითითებული ცვლილება არ შემიმჩნევია.

13. 11. 2020 წ.“.

 

როგორც ხედავთ, ჩვენს გაყალბებულ მონაცემებთან დაკავშირებით, წარმოდგენილ „ახსნა განმარტებაში“ საერთოდ არანაირი ინფორმაცია არაა მოცემული [იხ. დან. 3].

 

ანალოგიური მდგომარეობაა მოცემული კომისიის მიერ 3 ნოემბერს მიღებულ N55/2020 განკარგულებაში - „...შემაჯამებელი ოქმის მონაცემების შეცვლის შესახებ“. რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

 

„... მარნეულის 22 საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. შეიცვალოს N13 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის N13. 22. 67 საუბნო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების პროპორციული და მაჟორიტარული შემაჯამებელო ოქმის მონაცემები, კერძოდ:

საუბნო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში შეტანილია შემდეგი შესწორებები, გრაფაში:

N4 - ნაცვლად რიცხვისა 828, უნდა ეწეროს - 528’

მოცემულ ხმათა რაოდენობა პარტიის/საარჩევნო ბლოკის:

ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო გასწვრივ, ნაცვლად რიცხვისა - 462, უნდა ეწეროს - 162...“.

 

ზემოთქმულის მსგავსად, ჩვენთან მიმართებით გაყალბებულ მონაცემებთან დაკავშირებით, წარმოდგენილ „განკარგულებაში“, საერთოდ არანაირი ინფორმაცია არაა წარმოდგენილი [იხ. დან. 4].

 

ამდაგვარად, გაყალბების შედეგად, მხოლოდ ერთ უბანზე ჩვენს მიერ დაკარგული იქნა მინიმუმ - 60 ხმა.

 

როგორც ითქვა დღეისათვის საქართველოში 3846 საარჩევნო უბანია...

ჩვენს მიერ დაკარგული ხმების სავარაუდო ოდენობის თაობაზე დასკვნის გაკეთება მკითხველისათვის მოგვინდია.

 

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური საკითხისათვის

 

2020 წ. 31 ოქტომბრის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული გაყალბების შედეგების გამო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისული მდგომარეობა შეიქმნა.

 

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ოთხი წლით ვადით არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე შემდეგი რეგულაციაა მოცემული:

დღეს მოქმედ - „...საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 38-ე მუხლში [„პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა“], ვკითხულობთ:

 

...პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის [150 ადგილიდან] უმრავლესობა [ანუ - 76 დეპუტატი].

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის [100 მანდატის] უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს".

 

პარლამენტის რეგლამენტში ვკითხულობთ:

„7. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს“ [მუხლი 86,7].

 

ამდენად, ახალარჩეული პარლამენტის მინიმუმ 100 წევრის მიერ თავისივე უფლებამოსილების ცნობამდე, წინა მოწვევის [აქ - 2016 წ.] პარლამენტი ინარჩუნებს თავის უფლებამოსილებას.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩვენს მიერ, ა.წ. 6 ნოემბერს პარლამენტს წარედგინა მორიგი საკანონმდებლო წინადადება წერ. ჩაბ. N 1-15109/20; 06.11.2020], რომელშიც დეტალურადაა წარმოდგენილი პოლიტიკური კრიზისული მდგომარეობის დასარეგულირებლად საჭირო გეგმა.

 

 

ა.წ. 7 ნოემბერს გამართულ „ლასკარის“ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ანტიკრიზისული გეგმის ცალკეული დეტალები მიგვეწოდებინა ქვეყნის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისათვის.

მოდით თვალი გადავავლოთ გასული დროიდან ათვლით შემდგარი შეხვედრების თანამიმდევრობას.

 

მინაწერი:

შეხვედრების სათანადო დონეზე წარმართვის მიზნით ჩვენს მიერ შემუშავებული იქნა ორნაწილიანი კრებული. ამათგან პირველში აისახა დღევანდელი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები;

ხოლო მე-2 წაწილი დაეთმო ჩვენს მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისული გეგმის საკითხებს.

 

შეხვედრათა პირობითი თანამიმდევრობა კი ასეთია:

9 ნოემბერს, სასტუმრო მარიოტში შეხვედრა გავმართე, ამჯერად უკვე - „ლელოს” წარმომადგენელ - დავით უსუფაშვილთან.

 

10 ნოემბერს, „ლასკარში” გამართულ შეხვედრაზე ვესაუბრე ახალი ქრისტიან დემოკრატების თავმჯდომარე - კობა მახაურს.

 

10 ნოემბერსვე, ლეიბოლისტური პარტიის ოფისში შევხვდი ლეიბოლისტური პარ-ტიის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი გუგავას.

 

11 ნოემბერს, „ლასკარში” შევხვდი პარტია „საქართველოს” თავმჯომარეს გიორგი ლილუაშვილს

 

11 ნოემბერსვე, პ/გ “გირჩის” ოფისში შევხვდი პარტიის თავმჯდომარეს - იაგო ხვიჩიას და მათ ლიდერს: ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს.

 

12 ნოემბერს, სატელეფონო საუბარი შედგა ქ-ნ ნინო ბურჯანაძესთან.

 

-თითოეულ ამ წარმომადგენელს გადავეცი ჩვენს მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის ამსახველი ბროშურები.

თითოეულმა მათთაგანმა მოიწონა რა შეთავაზებული გეგმა, მითხრა, რომ შეეცდებოდნენ ამ გეგმის დეტალების ხელისუფლებასთან გასამართ შეხვედრაზე გამოყენებას..

 

მინაწერი

12 ნოემბერს, ჩვენს მიერ შეხვედრათა ამ ციკლის დამთავრებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ძალისხმევით ორ პირობით ჯგუფს შორის პირველი საკონსულტავიო შეხვედრა გაიმართა.

 

ვუძღვნი ჩემს სულიერ დას მანანა სოსებაშვილს!

 

ჩემო ღვთივსათნო და საყვარელო სულიერო დაო მანანა.

... მტკივა უშენობა!..

სამწუხაროდ, ჩემი სიტყვები დღეს შენს სულს ვერ გაათბობს. შენი თვალების მზერა სიყვარულის სხივი იყო ჩაუქრობელი, ვაგლახ რომ ჩაქრა. ძალიან ბევრს იტანდი, მძიმე იყო შენი ჯვარი.

ძნელია, წლების განმავლობაში იცხოვრო ნათესაობასა და მეგობრებს შეკედლებულმა, და არ გქონდეს შენი პირადი ცხოვრება.

მრავალტანჯულო და მრავლის ამტანო დაო - შენ გაუძელი ამ ცხოვრებას და აიტანე შენი მძიმე ჯვარი გოლგოთაზე.

ყოველთვის მინდოდა შენი მოფერება... გეფერები, გელოდები „ლასკარში“ - |ზეციური ფერისცვალებით.

შენი სული გზას მიიკვლევს საღვთო კიბეზე სასუფევლისაკენ, სადაც - მარადისობა არს მომავალი..

შენ, მუდამ ემახსოვრები იმ საკრებულოს, საითკენაც მიიჩქაროდი ყოველ შაბათს, გულანთებული, რომელსაც „ლასკარი“ ჰქვია.

შენ უზომოდ გიყვარდა შენი ხალხი და შენი ქვეყანა, რისთვისაც ბოლომდე იხარჯებოდი - იწვოდა შენი სული ვითარცა სანთელი!..

დინა [დიანა] ჯიქია

18. 09. 2020 წ.

 

აქაც კარგი კაცი იყო...

საქართველოს სულ9ერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტი“ მწუხარებით იუწყება, რომ - .ა.წ. 26 ოქტომბერს გარდაიცვალა - ქართული ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთგული უხუცესი წევრი:

ანგი [კაკო] გოგლიძე

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

დე მსუბუქი იყოს მის სხეულზე დაყრილი ქართული მიწა!..