Print

გაზ. №10(803)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის 2012 წლის 18 თებერვლის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 18 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ _ მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

1. „საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების საკითხისათვის“ [საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ეფექტური ურთიერთ  თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს პარლამენტის მუდ-მივმოქმედი კომიტეტის - „ეროვნული თანხმობის დარბაზი-ს შექმნის თაობაზე];

2. წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების სათანადო დონეზე წარმართვის მიზნით, ლასკარის სპეციალური სტრუქტურული ქვედანაყოფის - საკოორდინაციო ცენტრის შექმნისა და მისი დებულების თაობაზე.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ლასკარის საზოგადოებრივი მდივნის ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია: 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის „პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები“-ს ნუსხით გათვალისწინებული თემატიკის სხვადასხვა სტრუქტურებისათვის მიწოდების თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლის 18 თებერვლის

გადაწყვეტილება

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წ. 18 თებერვლის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია: წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების სათანადო დონეზე წარმართვის მიზნით, ლასკარის სპეციალური სტრუქტურული ქვედანაყოფის - საკოორდინაციო ცენტრის შექმნისა და მისი დებულების თაობაზე.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად:

1. შეიქმნას ლასკარის - „საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც თავის საქმიანობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელებს;

2. დამტკიცდეს ლასკარის - „საკოორდინაციო ცენტრის“ დებულება;

3. ლასკარის - „საკოორდინაციო ცენტრის“ კურატორობა დაევალოს „სამარ-თლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საორგანიზაციო მდივანს - ეთერ ჩხეტიას;

4. ლასკარის - „საკოორდინაციო ცენტრი“-ს კურატორის დანიშვნა-განთავისუფლება განისაზღვროს ლასკარის თავმჯდომარის კომპეტენციად,  შესაბამისი ინფორმაციის ლასკარის უახლოეს სხდომაზე ცნობად წარდგინების ვალდებულებით.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)  სალუაშვილი  

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლის 18 თებერვლის

გადაწყვეტილება

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წ. 18 თებერვლის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების საკითხისათვის [საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ეფექტური ურთიერთ  თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“-ს შექმნის თაობაზე].

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად: დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები-ს ნუსხით გათვალისწინებული, საპროგრამო პაკეტში შემავალი _ საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების საკითხისათვის.

„სამართლიანობის აღდგენის

კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) 

სალუაშვილი

საქართველოს იუსტიციის

სამინიტროს

„სამართლიანობის აღდგენისკავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე”-ს

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ(გელა) სალუაშვილის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლისა და ჩვენი კავშირის წესდების 6.5 მუხლის შესაბამისად „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით შეიქმნა: კავშირის სტრუქტურული ქვედანაყოფი, ლასკარის - „საკოორდინაციო ცენტრი“, რომლის საქმიანობის არეალადაც საქართველოს მთელი ტერიტორია განისაზღვრა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე გიგზავნით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერ-თიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.

დანართი:

1. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 18 თებერვლის გადაწყვეტილება _ 1 გვ.

2. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის _ „საკოორდინაციო ცენტრი“-ს დებულება _ 1 გვ.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ლასკარის _ „საკოორდინაციო ცენტრი“-ს კურატორის ეთერ ჩხეტიას ხელმოწერის ნოტარიულად დამოწმებული ნიმუში - 1 გვ.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)  სალუაშვილი

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

„საკოორდინაციო ცენტრი“-ს

დებულება

1. ზოგადი ინფორმაცია

1.1 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრი“ წარმოადგენს  ლასკარის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის საქმიანობაც ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

1.2 ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრი“ არ სარგებლობს იურიდიული პირის უფლებით.

1.3 ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრი“-ს მიზანია ხელი შეუწყოს წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში ლასკარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დროულ და ეფექტურ გავრცელებას.

1.4 ლასკარის საკოორდინაციო ცენტრი“ დროებით განთავსებულია კავშირის იურიდიულ მისამართზე.

 

2. საქმიანობა და ხელმძღვანელი ორგანო

2.1 ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრი“ თავის საქმიანობას წარმართავს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საერთო ხელმძღვანელობით;

2.2 ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრს“  ხელმძღვანელობს - კურატორი;

2.3  ლასკარის - „საკოორდინაციო ცენტრი“-ს კურატორის დანიშვნა-განთა-ვისუფლება წარმოადგენს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარის კომპეტენციას,  შესაბამისი ინფორმაციის ლასკარის უახლოეს სხდომაზე ცნობად წარდგინების ვალდებულებით.

 

3. ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრი“-ს

შექმნა და ლიკვიდაცია

ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრი“-ს შექმნა და ლიკვიდაცია ხდება „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის გადაწყვეტილებით. 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი  

 

ავტობიოგრაფია

მე - ნანული ილიას ასული ერქვანიძე დავიბადე 1940 წლის 20 აპრილს, . თბილისში;

_ 1957 წელს დავამთავრე . თბილისის  45-ე ქალთა საშუალო სკოლა;

_ 1959 წელს დავამთავრე თბილისის ორ წლიანი საბუღალტრო სასწავლებელი;

_ 1959 წლიდან 1970 წლამდე ვმუშაობდი: მე-3 ღვინის ქარხანაში ბუღალტრად, მთავარ ბუღალტრად;

_ 1971 წლიდან 1992 წლამდე ვმუშაობდი საკავშირო დაქვემდებარების სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარ ბუღალტრად;

_ 1992 წლიდან 2002 წლამდე ვმუშაობდი ქართულ-თურქულ სამშენებლო სამმართველოს მთავარ ბუღალტრად;

_ 1992 წლის აპრილიდან 2011  წლის 23 დეკემბრამდე ვიყავი: `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა"-ს მთავარი ბუღალტერი;

_ 2011 წლის 23 დეკემბრიდან ვარ: "სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე"-ს მთავარი ბუღალტერი.

მყავს ერთი შვილი და ორი შვილიშვილი.

 

ავტობიოგრაფია

მე -  ლეილა აბრამის ასული მეფარიძე, დავიბადე 1939 წ. 27 ნოემბერს, გლეხის ოჯახში. მამა - აბრამ სანდროს ძე მეფარიძე კოლმეურნე იყო; დედა - ნინო მეფარიძე დიასახლისი გახლდათ.

1955 წ. დავამთავრე სოფ. ნინოწმინდის რვაწლიანი, ხოლო 1958 წ. - საგარეჯოს №1 საშუალო სკოლა.

1959-1960 წლებში ვმუშაობდი კოლმეურნეობაში, აბრეშუმის ჭიის გამოკვებაზე; ვიყავი ახალგაზრდული ჯგუფის ბრიგადირი.

1961 წ. შევედი - თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში, „საქსოვი წარმოების მოწყობილობა და ტექნოლოგიის“ სპეციალობით, რომელიც 1964 წ. დავამთავრე.

1964 წ. წელს მუშაობა დავიწყე თბილისის ბამბის სართავ ფაბრიკაში, ნახევარ-ფაბრიკატების მიმღებ-დამხარისხებლად.

1967 -1973 წ.წ. ვსწავლობდი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე - „საქონელმცოდნეობა და საქონლით ვაჭრობის ორგანიზატორის“ სპეციალობით.

1974-1976 წ.წ. ვმუშაობდი თბილისის ბამბის სართავ ფაბრიკაში, საამქროს ცვლის უფროს ოსტატად.

1976 წ. მუშაობა გავაგრძელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგარეჯოს სამკურნალო შრომით პროფილაქტორიაში, მთავარ ეკონომისტად.

1990 წ. გადამიყვანეს საქართველოს შსს სასჯელ-აღსრულების უ.ი. 123/11-ის წარმოების მთავარ ეკონომისტად.

1997-2006 წ.წ. შრომითი საქმიანობა განვაგრძე საქართველოს შსს ს/ა დ-ის საწარმოო-სამეურნეო სამსახურის საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილების მთავარ სპეციალისტად. ამჟამად ვარ პენსიონერი.

1996 წელს ვიყავი ეზოთერიკ - გივი ალაზნისპირელისა და გიორგი მაზიაშვილის  ღია ლექციების მსმენელი.

1997 წელს გავხდი - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ წევრი.

2011 წლის 23 დეკემბრიდან ვარ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირიხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის მთავარი ეკონომისტი.

საქართველოს პრეზიდენტს

მიხეილ სააკაშვილს!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

დავით ბაქრაძეს!

„სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ღ ი ა   წ ე რ ი ლ ი

საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპების თაობაზე

მძიმე ჟამი უდგას საქართველოს...

ბოლო ოცი წლის მანძილზე მიმდინარე ქართული ცნობიერების რღვევის პროცესი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მოშლის წინმსწრებ, და ერთგვარ - გამომწვევ მიზეზადაც იქცა.

პოლიტიკური ცხოვრების ამგვარი სტილით გაგრძელება ქვეყნის საყოველთაო კატასტროფის მომტანი იქნება. შექმნილი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალის ძიება უნდა იქცეს ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილის ყოველწამიერი ფიქრის საგნად... თითოეული ჩვენგანის მიერ, დღეს გადადგმულმა, არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საქართველოს მომავალს.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი გზის შესახებ საუბრის დაწყებამდე, გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:

 

1. წარსულის გაკვეთილები, ანუ

უკანონო კომუნისტური რეჟიმის შეცვლის გზა

1921 წლიდან მოყოლებული, ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად არასოდეს არ შეწყვეტილა. ყველაზე მძლავრი აზვირთება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა 1988 წლის ბოლოდან იწყება. 1990 წელი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც კომუნისტური მმართველობის უსისხლოდ შეცვლისა და ქვეყნის სათავეში ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების მოსვლის წლად.

 

ა. იურიდიული ბაზისის შემზადება

ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მოქმედი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ძალების ერთ-ერთი პირველი გამარჯვება იყო 1990 წლის 9 მარტს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება [რომელმაც შექმნა  მსოფლიო პრეცენდენტი, როდესაც - მმართველი რეჟიმი, თავისივე არსებული კანონების დაცვით, თავის თავს ფაქტობრივად უკანონოდ აცხადებს], საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ:

„...საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო: ადასტურებს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს კომისიის დასკვნას და აღიარებს, რომ 1921 წელს თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება, სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით _ ფაქტობრივ ანექსიას;

გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს და ესწრაფვის საქართველოსთვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებასა და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღიარებული საქართველოს უფლებების აღდგენას.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად:

1924 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხურ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის;

1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულებას ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა ფედერალური კავშირის შექმნის შესახებ“.

არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილმა „მრგვალმა მაგიდამ“ გადაწყვიტა, რომ „შეექმნა პირობები“ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ეროვნული ძალების მოსვლისათვის, ასეთი პირობების შექმნა კი, მხოლოდ ოფიციალურ ხელისუფლებაზე მშვიდობიანი ფორმებით ზეწოლის შედეგად იყო შესაძლებელი, რათა ისინი იძულებულნი გამხდარიყვნენ, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, თვითონვე მოეხდინათ თავისი თავის უკანონოდ გამოცხადება - რაც უნდა გამხდარიყო სამართლებრივი საფუძველი ახალი არჩევნებისათვის „კანონიერი“ სტატუსის მისანიჭებლად.

და აი, ბატონ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ფუნქციის შემსრულებელი „მრგვალი მაგიდის“ ძალისხმევის პრაქტიკული შედეგი - 1990 წლის 20 ივნისის  „საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილება: საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტირების შესახებ საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 9 მარტის დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ:

1. დადგენილებას, მეათე აბზაცის შემდეგ, დაემატოს შემდეგი აბზაცი:

„აღნიშნავს რა, რომ ინტერვენციისა და ოკუპაციის შედეგად საქართველოში დამყარებული ხელისუფლება (რევოლუციური კომიტეტი), ხოლო შემდგომ შეზღუდული, ვიწრო კლასობრივ საწყისებზე აგებული საბჭოები... არ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ, თავისუფალ ნება-სურვილს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს:

უკანონოდ და ბათილად ყველა აქტს, რომელიც აუქმებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ და სხვა ინსტიტუტებს და ცვლიდა მათ გარეშე ძალაზე დამყარებული პოლიტიკური და სხვა სამართლებრივი დაწესებულებებით (ე.წ. საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 და 26 თებერვალს, 24 მარტის გადაწყვეტილებანი და სხვა)...“.

 

ბ. საარჩევნო კანონი

ფაქტობრივი ხელისუფალის მიერ ზემოთაღნიშნული იურიდიული ბაზისის შექმნიდან, დაიწყო მშვიდობიანი ბრძოლის მეორე ეტაპი - საარჩევნო კანონი უნდა შექმნილიყო ისეთი, რომ მასზე დაყრდნობით არჩეული ხელისუფლება არ გამხდარიყო იურიდიულ-ფორმალური გამგრძელებელი საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოსი.

მიუხედავად არსებული ხელისუფლების წინააღმდეგობისა, ბატონ ზვიად გამსახურდიასა და „მრგვალი მაგიდის“ მეთაურობით მოქმედი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, უდიდესი ძალისხმევის შედეგად, მაინც აღწევს სასურველი საარჩევნო კანონის მიღებას... კანონისა, რომელიც აკმაყოფილებდა რამდენიმე ძირითად მოთხოვნას, კერძოდ:

_ საქართველოში უნდა ჩატარდეს საყოველთაო, მრავალპარტიული, შეუზღუდავი, დემოკრატიული არჩევნები;

_ იმისათვის, რომ არჩევნები იყოს საყოველთაო, იგი ჩატარებულად უნდა ჩაითვალოს თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კანონიერი მოსახლეობის მინიმუმ 51%;

_ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, არ ცნობენ რა არსებული საბჭოთა ხელისუფლების კანონიერებას, რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ საარჩევნო კომისიაში, რომელიც, თავის მხრივ, დაკომპლექტებული იქნება არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პოლიტიკური პარტიების თითო წარმომადგენლისაგან.

ამდენად, ბატონ ზვიად გამსაურდიასა და „მრგვალი მაგიდის“ სხვა წევრების ზემოთ აღნიშნული ძალისხმევის შედეგად, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს შეექმნა ისეთი პირობები, რომლებიც ქმნიდნენ კანონიერი არჩევნებისათვის საჭირო, ყველა სამართლებრივ ბაზისს; ეს უკანასკნელი კი იურიდიულად იმდენად უნაკლო გახლდათ, რომ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული ნებისმიერი ძალა იურიდიულად დაკანონდებოდა არა როგორც - საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს ფორმალური გამგრძელებელი, არამედ, ერთგვარად, 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე - კანონიერი ხელისუფლება.

და მართლაც, ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდა: ქართველმა ხალხმა და სრულიად საქართველოს მოსახლეობამ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ხმა მისცა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფლაგმანს, საარჩევნო ბლოკს „მრგვალი მაგიდა - თავისუფალ საქართველოს“, რითაც პირველად, 70-წლიანი კომუნისტური მმართველობის ისტორიაში, ქვეყნის სათავეში მოვიდა - კანონიერი, ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით არჩეული, ეროვნული ხელისუფლება.

 

 

გ. დამოუკიდებლობის გზაზე გადადგმული

სამი მნიშვნელოვანი ნაბიჯის თაობაზე

1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად, სამართლიანობის ყველა ნორმის დაცვითა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გათვალისწინებით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ, ქართველ ხალხთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის საჭირო არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. ამჟამად მხოლოდ სამ მათგანზე შევაჩერებთ ყურადრებას, კერძოდ:

1. 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს რესპულიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამო-უკიდებლობის აღდგენის აქტი“; აგრეთვე

2. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 15 სექტემბერს მიღებულ იქნა დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“, რომელშიც ნათქვამია:

„ვინაიდან 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს ოკუპაცია და ანექსია განხორციელდა წითელი არმიის - შეიარაღებული აგრესიის მთავარი ძალის -მეოხებით, რომელიც დღემდე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და ემორჩილება მხოლოდ სსრ კავშირის ხელმძღვანელობას, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესმა ორგანომ ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანი ნების საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა,

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

- საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები გამოცხადდეს საოკუპაციო შეიარაღებულ ძალად;

-  საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ დაიწყოს მოლაპარაკება სსრ კავშირთან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების გაყვანის თაობაზე;

- საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სრულ გაყვანამდე, სსრ კავშირის წინაშე დაისვას საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან საბჭოთა არმიის ნაწილების დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ, რადგანაც მათი ყოფნა და მოქმედება ხელს უშლის მდგომარეობის სტაბილიზაციას ამ რეგიონში“.

3. საქართველმ უარი განაცხადა 1991 წლის 21 დეკემბერს, ალმა-ათაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებულ, ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა“-ში გაწევრიანებაზე.

კრემლის იმპერიული ძალებისა და საქართველოში მომქმედი რეაქციულ-კრიმინალური ელემენტებისათვის ნათელი გახდა, რომ რეალური დამოუკიდებლობისაკენ მიმავალი საქართველოს შეჩერება მხოლოდ სამხედრო აგრესიის გზითღა შეიძლებოდა; და აი, საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა - 1991 წლის 22 დეკემბერს თბილისში შეიარაღებული ამბოხი დაიწყო.

 

2. კანონიერი ხელისუფლების დამხობა

1991-1992 წლების გასაყარზე მძიმე ჟამი დაუდგა საქართველოს... დღეს, არ გვეგულება საქართველოში მცხოვრები არცერთი პიროვნება, რომელიც ვერ გრძნობდეს ჩვენი ქვეყნის თავზე დატრიალებული უბედურების სიმძიმეს; უბედურებისა, რომელიც სათავეს დეკემბერ-იანვრის ცნობილი ტრაგიკული დღეებიდან იღებს, როდესაც, გარეშე და შიდა ძალების ერთობლივი მოქმდების შედეგად, მოხდა უდიდესი ბოროტება:

- სათავე მოეშალა კანონიერებასა და სამართლიანობას, იარაღის გამოყენებით განდევნილ იქნა ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლება;

- უკანონოდ იქნა გაუქმებული ქვეყანაში მოქმედი ძირითადი კანონი: კონსტიტუცია;

1991-1992 წლების მიჯნაზე მომხდარი მოვლენებითა და მის შემდგომად საქართველოსი დამკვიდრებული უკანონო რეჟიმი გახდა:

ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის,

ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის,

ქვეყნის ეკონომიკის განადგურებისა და, საერთოდ, საქართველოში უკანონობისა და ანარქიის გამეფების მიზეზი.

3. კანონიერების აღდგენისათვის საჭირო

იურიდიული საფუძვლები

1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი შეიარაღებული ამბოხის გამო საქართველოდან იძულებით წასულმა ქვეყნის კანონიერმა სახელისუფლო სტრუქტურამ - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დევნილობაში, თავის პირველსავე შეკრებაზე, 1992 წლის 13 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გამართულ სესიაზე,  სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, მიიღო ორი უმნიშვნელოვანესი დადგენილება, სადაც კერძოდ ვკითხულობთ:

1. „... იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უთქვამს ხელისუფლებაზე უარი, ხოლო პარლამენტს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება თვითდაშლაზე და არც ახალი არჩევნების დანიშვნაზე, პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რესპუბლიკაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს: 

1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების („სამხედრო საბჭო“, „დროებითი მთავრობა“, „სახელმწიფო საბჭო“ და ა.შ.) შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორც სამშობლოს ღალატი...“; და მეორე

2. „... აქტების თაობაზე, რომლებიც მიიღო ე.წ. სამხედრო საბჭომ, დროებითმა მთავრობამ და სახელმწიფო საბჭომ:

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკაში, ხუნტის ე.წ. სამხედრო საბჭოს მიერ შექმნილი არაკანონიერი ორგანოები... უხეში ძალისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ მართონ სახელმწიფო. ამასთანავე, ისინი იღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მათი აზრით, სახელმწიფო კანონიერი ხელისუფლების აქტებისა და მართვის იურიდიული და ფაქტობრივი ძალის იგივეობას წარმოადგენს.

ხუნტის ასეთი ქმედება არაკანონიერი და მიუღებელია როგორც საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის აქტების თვალსაზრისით...

ხუნტა მიზნად ისახავს მისცეს ლეგიტიმური ხასიათი სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაციას. ამისათვის ხუნტა ცდილობს შეიმუშაოს კანონი არჩევნების შესახებ... და დანიშნოს პარლამენტის არჩევნები. მომქმედი კანონმდებლობის... და მსოფლიო პრაქტიკის თვალსაზრისით, არჩევნების შესახებ კანონის (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კანონის) მიღების და არჩევნების თარიღის დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს, ანუ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, რომელიც არჩეულია 1990 წლის 28 ოქტომბრის საყოველთაო, მრავალპარტიული არჩევნებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. ე.წ. სამხედრო საბჭოს, დროებითი მთავრობის, სახელმწიფო საბჭოსა და მისი სამართალმემკვიდრე უკანონო სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიღებული აქტები ანულირებულია, ანუ ჩათვლილია გაუქმებულად და საქართველოს მოქალაქეებისათვის არ გააჩნიათ აუცილებელი იურიდიული ძალა.

2. საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებს - საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს რესპუბლიკის კანონები და სახელმწიფო ხელისუფლების და მართვის კანონიერი ორგანოს ის აქტები, რომლებიც დემოკრატიული წესითაა მიღებული, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის და კანონების მოთხოვნების შესაბამისად (იხ. „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, მეორე ნაწილი, გვ. 471-472; და479-480, თბ. 1996 წ.).

მოგვიანებით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი იღებს სპეციალურ დადგენილებას - „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო  სტრუქტურების მიერ დანიშნული სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების  არჩევნების შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

„ვინაიდან სამხედრო ხუნტა, რომელიც თავის თავს „სახელმწიფო საბჭოს“ უწოდებს და რომელმაც შეიარაღებული ძალადობის გზით მოახდინა სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია, ცდილობს დანაშაულებრივი რეჟიმის დაკანონებას არჩევნების ჩატარების გზით;

ვინაიდან არავის აქვს უფლება დანიშნოს არჩევნები ქვეყნის სახელმიწფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს -_ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გარდა;

ვინაიდან, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, პირველი სესიის 13 მარტის სხდომაზე მიღებულ მიმართვაში მოუწოდა საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობას სამხედრო ხუნტის გადაწყვეტილებათა ბოიკოტისა და სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ,

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკაში ხელისუფლების უკანონო სტრუქტურების მიერ მიღებული საარჩევნო კანონი და ნებისმიერი აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ იურიდიული ძალის არმქონედ, არჩევნები - უკანონოდ, არჩევნების შედეგები - ბათილად...“ (იხ. იქვე, გვ. 481-482).

ამდენად, საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ შექმნა ის სამართლებრივი ბაზისი, რომლის ძალითაც კანონიერი არსებობის საფუძველი მოუშალა არა მარტო ქვეყნის სათავეში სისხლიანი სამხედრო გადატრიალების გზით მოსულ ჯერ სამხედრო (1992 წ. 2 იანვარი) და სახელმწიფო (1992 წ. 10 მარტი) საბჭოებს, არამედ  ამ არალეგიტიმური ორგანოს მიერ დანიშნულ (1992 წ. 11 ოქტომბრის) უკანონო „არჩევნებით“ მოსულ და მის სამართალმემკვიდრე ხელისუფალს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, 1991-1992 წლების მოვლენების შემდგომად  ხელისუფლებაში უკანონოდ მოსვლის სამართალმემკვიდრეობითი ჯაჭვი, მთლიანობაში: 1992, 1995, 1999, 2000, 2003, 2004 და 2008 წლებში ჩატარებული „არჩევნების“ გზით შექმნილ ასევე უკანონო სტრუქტურულ რგოლებს აერთიანებს.

 

4. კანონიერი სახელისუფლო შტოს უწყვეტობის

იურიდიული საფუძვლები

1991-1992 წლების მოვლენების შემდგომად, უმძიმესი ისტორიული მისია დაეკისრა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს და მთლიანად კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის მომხრე მის თითოეულ დეპუტატს, საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს...

იურიდიულად, 1990 წლის 28 ოქტომბერს ხუთი წლის ვადით არჩეულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს უფლება-მოსილების ვადა 1995 წლის 28 ოქტომბერს ამოეწურა.

1921 წლის მოვლენების მსგავსად, სამხედრო ძალით კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, სახელისუფლებო შტოს ლეგიტიმაციის საკითხის გასარკვევად, მოძალადე ხელისუფლების მიერ 1992 წელს უკანონოდ გაუქმებული, იურიდიული თვალსაზრისით კი მოქმედი _ „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის~ 112-ე მუხლი დაგვეხმარება - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს საქართველოს რესპუბლიკის კანონებით გათვალისწინებულ ფარგლებში...“;

აქვეა განმარტებული უზენაესი საბჭოს უფლებამოსილებათა ვადებთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ - „... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე“.

ამდენად, - „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 112-ე მუხლის თანახმად, - კანონიერების უწყვეტობა შენარჩუნებულია, და რამდენი არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს საქართველოში, თუ იგი არ იქნა იურიდიულად სანქცირებული ძალით დამხობილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ, ამ გზით არჩეული ნებისმიერი ხელისუფალი, წმიდა იურიდიული თვალსაზრისით, იქნება უკანონო... ხოლო მათი ფაქტიური არსებობა ძალადობრივი იქნება და არა კანონიერი, მსოფლიოს რამდენმა ქვეყანამაც არ უნდა ცნოს იგი.

1991-1992 წლებისა და კერძოდ 1995 წლის შემდგომად, დღემდე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მხრიდან კონსტიტუციურ მოთხოვნათა სრული დაცვის პარალელურად, ყოველი მორიგი უკანონო არჩევნების მიმართ ხდებოდა  ბოიკოტის მოთხოვნის დაფიქსირება.

უნდა აღინიშნოს, რომ - ბოიკოტი მარტო არჩევნების ჩასაშლელად არ ცხადდება. არჩევნებისადმი - იურიდიული ბოიკოტი ნიშნავს იმასაც, რომ კანონიერად არჩეული, მაგრამ ძალით დამხობილი ხელისუფლება, არ ცნობს სისხლიანი გადატრიალების გზით მოსული რეჟიმის კანონიერებას. ასეთ მდგომარეობაში ბოიკოტის გამოცხადება არის მოვალეობის მოხდა ისტორიისა და შთამომავლობისათვის, რითაც მომავალ თაობებს ექმნებათ იურიდიული საფუძველი იბრძოლონ კანონიერების აღდეგნისათვის.

 

5. 1991-1992 წლების შემდგომად ქვეყნის სათავეში მოსული უკანონო ხელისუფლების სამართალმემკვიდრე -

2008 წლის მოწვევის უკანონო, დე-ფაქტო პარლამენტი

2011 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით მიღებული „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 108-ე მუხლი, ეყრდნობა რა, ქვეყანაში დე-ფაქტოდ მომქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ 50-ე მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას, გვამცნობს

- „1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში.

2. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“.

ხსენებული საარჩევნო კოდექსის სხვადასხვა მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში [იხ. მაგ. მუხლი 113-ის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი; 9 პუნქტი; მუხლი 184-ის მე-10-11 პუნქტები და სხვა], 60 დღიანი შუალედის გათვალისწინებით, დღეს მომქმედი დე-ფაქტო პარლამენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის ქვედა ზღვარი 2012 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებზე გადის.

2008 წლის 21 მაისის უკანონო საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის სათავეში ოთხი წლის ვადით მოსული პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, 2008 წლის 7 ივნისს გამართული პირველი სხდომის დღიდან ათვლით, 2012 წლის 7 ივნისს იწურება. მაშასადამე, 2008 წლის მოწვევის პარლამენტი, დღეს მომქმედი კანონიდან გამომდინარე, 2012 წლის 7 ივნისიდან მოყოლებული იქნება - უკანონო ხელისუფალი.

6. დასკვნის მაგიერ

დღეისათვის საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში ორი სახელისუფლო შტო ფიქსირდება:

1.. 1990 წლის 28 ოქტომბერს კანონიერად ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო,  რომლის უფლებამოსილებასაც - „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 112-ე მუხლის შესაბამისად (იხ. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 26 ნოემბერი, 1991 წ.), დე-იურედ ახორციელებს - საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი; და

2. 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში უკანონოდ დამკვიდრებული „სამხედრო საბჭოსა“ და „სახელმწიფო საბჭოს“ სამართალმემკვიდრე - 1992, 1995, 1999, 2003-204 და 2008 წლების არჩევნების გზით ფორმირებული, სამართლებრივი თვალსაზრისით უკანონო, მაგრამ დე-ფაქტოდ არსებული პარლამენტი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აცნობიერებს რა შექმნილი მდგომარეობის სიმძიმეს, თავს ვალდებულად თვლის ერისა და ბერის სამსჯავროზე გამოიტანოს, ქვეყანაში არსებული უკანონო პოლიტიკური სისტემის შეცვლის სამოქმედო გეგმა. კერძოდ

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“

უფლებამოსილია განაცხადოს შემდეგი:

 

1. საქართველოში კანონიერი არჩვნების დანიშვნისათვის ერთ-ერთ უმთავრეს პირობად გვესახება საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფალის, საქართველოს პარლამენტის მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

- 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები, რომელიც ადგილობრივ შეიარაღებულ კრიმინალურ ფორმირებებზე დაყრდნობით რუსეთის იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, და მიზნად ისახავდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას, უნდა შეფასდეს, როგორც - საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

- საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოხატოს პოლიტიკური ნება, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ ვინც იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

- გაითვალისწინებს რა, რომ საქართველოში 1991-1992 წ.წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად ჩამოყალიბებული, როგორც აშკარად უკანონო ხელისუფლება (სამხედრო საბჭო, სახელმწიფო საბჭო), ასევე მათ მიერ შექმნილი, უკანონო სამართლებრივ ბაზაზე დამყარებული _ 1992, 1995, 1999, 2000, 2003-2004, 2008 წლებში ჩატარებული უკანონო და გაყალბებული არჩევნების ბაზაზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო ორგანოები - არ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ თავისუფალ ნება-სურვილს,

საქართველოს პარლამენტმა - უკანონოდ და ბათილად უნდა გამოაცხადოს ყველა ის აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ ნებას და 1991 წლის 9 აპრილს მიღებული „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“-ს სულისკვეთებას;

- საქართველოს პარლამენტმა დე-იურედ უნდა ცნოს იარაღის ძალით გაუქმებული, მაგრამ იურიდიული თვალსაზრისით მოქმედი - „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 112-ე მუხლის შინაარსი, რომ - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლება-მოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე“.

 

2. საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ უნდა გაცხადდეს, რომ:

- საქართველოში მომხდარი დეკემბერ-იანვრის მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, უნდა განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;

- ეყრდნობა რა „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ დაფიქსირებულ დბულებებს, კერძოდ:

 - „მუხლი 86 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს... არჩევნები ინიშნება არა უგვიანეს ითხი თვისა, შესაბამისი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილების ვადის გასვლამდე...

მუხლი 97. დეპუტატთა არჩევნები მზადდება ღიად და საჯაროდ. არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფენ საარჩევნო კომისიები, რომლებიც იქმნება საქართველოს რესპუბლოკის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების... წარმომადგენელთაგან...

მუხლი 104. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო... 27) ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნებს და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობას...

მუხლი 106. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინა შემადგენლობის პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის ახლად არჩეულ უზენაეს საბჭოს იწვევს არჩევნებიდან არა უგვიანეს ორი თვისა...“,

მზადაა ითანამშრომლოს საქართველოში დე-ფაქტოდ მომქმედ პარლამენტთან - საქართველოში კანონიერი არჩევნების დანიშვნისათვის, „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით“ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. 

 

3. 1990 წლი 28 ოქტომბრის მოწვევის - საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოში ფაქტობრივად მოქმედი 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტის ერთობლივი გადაწყვეტილებით:

1. საქართველოს პარლამენტის მომავალი არჩევნებისათვის, საბაზისო დოკუმენტად აღებული უნდა იქნეს ის საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვითავ ჩატარდა - 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები, ანუ გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა, კერძოდ:

- საქართველოში უნდა ჩატარდეს საყოველთაო, მრავალპარტიული, შეუზღუდავი, დემოკრატიული არჩევნები;

- იმისათვის, რომ არჩევნები იყოს საყოველთაო, იგი ჩატარებულად უნდა ჩაითვალოს თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კანონიერი მოსახლეობის მინიმუმ 51%;

- საარჩევნო კომისია დაკომპლექტებული იქნება არჩევნებში მონაწილეობის მსურველი (უფლებამოსილი) პოლიტიკური პარტიების თითო წარმომადგენლისაგან.

2. საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად: საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოში ფაქტობრივად მოქმედი საქართველოს პარლამენტის ერთობლივი კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადებული საარჩევნო კანონი, საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობის შემდეგ, უნდა დაამტკიცოს - საქართველოს პარლამენტმა; 

3. საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობით საქართველოს პარლამენტმა უნდა დანიშნოს არჩევნები;

4. ზემოთქმულ პრინციპებზე დაყრდნობით არჩეული საქართველოს პარლამენტი გახდება - 1990 წლი 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს სამართალმემკვიდრე, ანუ საქართველოს კანონიერი ხელისუფალი.

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი