Print

გაზეთი N 2 [1086]

30 წლიანი დროის მისტერია

ამჟამად გვინდა შემოგთავაზოთ, ჩვენს თვალწინ მიმდინარე ბოლო ჟამში ასახდენი მოვლენებისეული ისტორიიის დაშიფრული ტექსტის მოკლე ანალიზი, რომელიც მე-3 ეზრას წინასწარმეტყველების მე-9 და მე-10 თავებშია ასახული.

საქმე ეხება 1990 წ. 28 ოქტომბრის არჩევნებიდან, როდესაც ხელისუფლების სათავეში ზვიად გამსახურდია მოვიდა, 30-ე წელს, ანუ - 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულ შედეგებს.

ვფიქრობთ რომ, ლასკარული ცნობიერების მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს ხსენებულ წინასწარმეტყველებაში მოცემულის სათანადო გააზრება.

 

„38. როცა ამას ვამბობდი გულში, თვალი ავახილე და დავინახე ქალი [აქ - ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო] მარჯვენა მხარეს, ტიროდა იგი და ხმამაღლა მოთქვამდა, ძლიერ სწუხდა სულით, ტანისამოსი შემოგლეჯილი ჰქონდა და ნაცარი ეყარა თავზე.

39. მოვეშვი ჩემს საფიქრალს და დავუწყე მას ლაპარაკი, და ვუთხარი:

40. რატომ სტირი? რა დარდი გაწუხებს-მეთქი? მითხრა:

41.დამანებე, ბატონო, რომ ვიტირო და დარდს მივცე თავი, რადგან მეტისმეტად გამწარებული მაქვს სული, დამდაბლებული ვარ მეტისმეტად.

42. ვუთხარი: რა შეგემთხვა? მითხარი-მეთქი. მითხრა:

43. უშვილო ვარ, შენი მონა-მორჩილი; ქმარი მყავს, მაგრამ, ოცდაათი წელია, ვერ გავაჩინე შვილი [აქ - 1990 წლს 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებიდან - 2020 წ. 31 ოქტომბრის არჩევნებამდე ათვლილი „უნაყოფო“ 30 წელი].

44. ყოველ ჟამს და ყოველ დღეს, მთელი ეს ოცდაათი წელი, დღითა და ღამით უზენაესს ვევედრებოდი [კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის ბრძოლა],

45. და აჰა, აღსრულდა: ოცდაათი წლის შემდეგ [აქ - 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები], შეიწყნარა ღმერთმა შენი მონა-მორჩილის ვედრება, იხილა ჩემი დამდაბლება, მოხედა ჩემს ტანჯვას და მაჩუქა ვაჟი [[აქ - 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები]; დიდად გავიხარეთ ამით მე და ჩემმა ქმარმა და ჩემმა მეზობლებმაც, და დიდ პატივს მივაგებდით ყოვლადძლიერს.

46. დიდი გაჭირვებით გავზარდე შვილი.

47. და როცა გაიზარდა იგი და წავიდა ცოლის მოსაყვანად, მეც დავნიშნე ქორწილის დღე“ [მე-3 ეზრა 9,38-47].

 

„1. თავის სანთიობოში რომ შევიდა ჩემი შვილი, დაეცა და მოკვდა [აქ - 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება].

23. და, რაც ყველაზე უარესია, გაუქმდა სიონის დიდება, რადგან ბეჭედი მისი ჩვენს მოძულეთ ჩაუვარდა ხელში.

[იქვე . მოცემულ ხილვის განმარტებაში ვკითხულობთ:]

38. მისმინე და გასწავლი, იმაზეც გეტყვი, რამაც შეგაშინა; რადგან უზენაესმა გაგიმჟღავნა ბევრი საიდუმლო.

44. ეს ქალი, რომელიც იხილე, და აღმართული ქალაქი, რომელსაც ახლა ხედავ, არის სიონი.

45. რომ გითხარი ოცდაათ წელიწადს უნაყოფო იქნება-მეთქი, ეს ნიშნავს რომ ოცდაათი წელიწადია [1990 – 2020 წ.წ.], რაც სიონში შესაწირავი არ ყოფილა მიტანილი.

46. ოცდაათი წლის შემდეგ მოხდა, რომ ააშენა სოლომონმა ქალაქი და მიიტანა შესაწირავი. მაშინ მოხდა, რომ უნაყოფომ ვაჟი გააჩინა.

47. ქალმა რომ გითხრა: წვალებით გამოვზარდეო, ეს იყო იერუსალიმში დამკვიდრება.

48. რომ გითხრა: თავის სანთიობოში მიმავალი ჩემი შვილი მოკვდაო, უბედურება შეემთხვაო, ეს იერუსალიმის დანგრევას ნიშნავს“ [მე-3 ეზრა, 10,1; 23; 38; 44-45-46-47-48].

უახლოს მომავალში განვითარებული მოვლენების თაობაზე, თუ ღმერთი ინებებს მოგვიანებით გაგესაუბრებით.

 

მხილებისეული ეტაპის მოკლე ქრონოლოგია

დღევანდელ სათქმელში - ბოლო ჟამში, 30-ე წლის დროის მონაკვეთში განვითარებული ე.წ. მხილებისეული ქრონოლოგიის რამოდენიმე ნიშანი გვინდა შემოგთავაზოთ..

ამჟამად, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების სიმძაფრიდან გამომდინარე, წარმოგიგენთ ე.წ. ნარკოლოგიურ თემატიკასთნა დაკავშირებულ თემატიკას..

N43 საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზის...“ სახელით, 2020 წ. 29 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში განმარტებული გვაქვს მოქმედი კანონით გათვალისწინებული ნარკოსაკითხის ცალკეული დეტალი:

N43 საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზის...“ თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა შ ი - „კანონის დაცვა აუცილებელია, ანუ ახალარჩეული პარლამენტის წევრებისათვის ნარკოლოგიური შემოწმების საკითხისათვის“, რომელიც - საქართველოს ამომრჩევლის, „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად საარჩევნო ბარიერის გადამლახავ ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციისადმია მიმართული, ვკითხულობთ:

„გვინდა გაუწყოთ, რომ 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში, შედეგების გაყალბების გარდა, დღის წესრიგში დგას სადეპუტატო მანდატების მომპოვებელ პირთა ნარკოლოგიური შემოწმების ვადებთან დაკავშირებული საკითხის გარკვევა. კერძოდ:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 117,4-ე მუხლის მიხედვით, პარტიული და მაჟორიტარული სიების რეგისტრაციისათვის საჭირო იყო ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობის, საპარლამენტო არჩევნებამდე წარდგენა. იქვე მითითებული გახლდათ, რომ ამ ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი კანდიდატი რეგისტრაციას ვერ გაივლიდა.

2020 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის მიერ, საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ახლებულად განისაზღვრა ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვადებთან დაკავშირებული წესი. კერძოდ, კოდექსის 2031 მუხლში ასახული ცვლილების მიხედვით დადგინდა:

„2. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირი ვალდებულია შესაბამისი კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება... და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა იმავე ვადაში წარუდგინოს იმ საარჩევნო კომისიას, სადაც იგი პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდა.

3. ცესკო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას და საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარუდგენლობის თაობაზე ინფორმაციას აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 2 დღეში აქვეყნებს თავის ვებგვერდზე“ [2031,2-3 მუხლი];

 

„პარლამენტის რეგლამენტის“ თანახმად:

„1. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე, პარლამენტში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, ცესკოს თავმჯდომარის წარდგინებით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, აირჩევა: ბ) პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია...“ [იხ. მუხლი 86,1-ბ];

 

იქვე მოცემულ - 86,3-4 მუხლში ვკითხულობთ:

„3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ)“.

4. „პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით“ [მუხლი 86,3-4].

 

„საარჩევნო კოდექსში“ ხაზგასმულია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მიერ დროებითი სამანდატო კომისიისათვის გადასაცემ სხვა საბუთებს შორის უნდა იყოს ინფორმაცია - „...პარლამენტის წევრად არჩეული პირების ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე“, კერძოდ:

„ცესკოს თავმჯდომარე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიისთვის გადაცემისას ახალარჩეულ პარლამენტს წარუდგენს აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირების ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე ინფორმაციას [მუხლი 2031,4];

 

ზემოთ მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში, „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით - „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

ა) არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

ზ) საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატმა არ წარმოადგინა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა“ [მუხლი 117,5 –„ა“; „ზ“] .

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ 2020 წ. 18 სექტემბერს შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებით:

ახლადარჩეული პარლამენტარი ვალდებული გახდა, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა აიღოს, არაუგვიანეს არჩევნებიდან [განსახილველ შემთხვევაში - 31 ოქტომბრის არჩევნებიდან] არაუმეტეს 7 დღის ვადაში, ანუ - 2020 წლის 7 ნოემბრამდე;

და

„...ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა იმავე ვადაში [7+7, ანუ - 2020 წ. 14 ნოემბრამდე] წარუდგინოს იმ საარჩევნო კომისიას, სადაც იგი პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდა...“ [იხ. მუხლი 2031,2];

 

ამასთან, ცესკო ვალდებული გახდა: ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენისა თუ წარმოუდგენლობის თაობაზე ინფორმაცია, „თავის ვებგვერდზე“ განათავსოს, ამ ვადის „...გასვლიდან 2 დღეში“ [(7+7)+2, ანუ - 16 ნოემბრამდე]“ [იხ. მუხლი 2031,3];

 

„პარლამენტის რეგლამენტის“ -- 86,3 მუხლში კი, როგორც ითქვა, ვკითხულობთ:

„3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას...“;

 

ზემოთ მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში, „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით:

- „ცესკოს თავმჯდომარე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიისთვის გადაცემისას ახალარჩეულ პარლამენტს წარუდგენს აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირების ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე ინფორმაციას [მუხლი 2031,4];

 

- „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

ა) არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

ზ) საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატმა არ წარმოადგინა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა“ [მუხლი 117,5 –„ა“; „ზ“] .

 

მაშასადამე, დღეს მოქმედი კანონმდებლობით ახლადარჩეული პარლამენტის თითოეული წევრი ვალდებულია - არჩევნებიდან არაუგვიანეს 7 დღეში აიღოს ნარკოლოგიური ცნობა, და მომდევნო 7 დღეში -„ წარუდგინოს იმ საარჩევნო კომისიას, სადაც იგი პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდა...“ [იხ. მუხლი 2031,2];

 

ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში - „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება...“ [მუხლი 117,5 –„ა“ ] 

 

ამის შემდგომად, 2020 წ. 30 დეკემბერს, სპეციალური წერილით მივმართეთ საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბ-ნ გიორგი გახარიას, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„ბატონო გიორგი! 2020 წ. 31 ოქტომბრის შედეგებიდან გამომდინარე, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისული მდგომარეობა, თქვენ, როგორც პრემიერ მინისტრს გავალდებულებთ თქვენი წვლილი შეიტანოთ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების ასრულებაში.

ეს მით უფრო დიდ აქტუალობას იძენს იმის გათვალისწინებაში, რომ საქმე ეხება, უშუალოდ თქვენს პირად პასუხისმგებლობას, და გამოკვეთავს სადეპუტატო მანდატების მომპოვებელ პირთა ნარკოლოგიური შემოწმების ვადებთან დაკავშირებული საკითხების გარკვევას...

საქმე ეხება, 2020 წ. 18 სექტემბერს საქართველოს პერლამენტის მიერ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ 2031 მუხლის სახით შეტანილ საკანონმდებლო ცვლილებებს [18 სექტემბერი 2020 წ. N7163-Iს], რომელშიც კანონი არეგულირებს - ახლადარჩეული პარლამენტის წევრების მიერ ნარკოლოგიური ცნობის აღების ვადებთან დაკავშირებულ საკითხებს...

 

2020 წ. 3 დეკემბერს მიღებული - ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის 2020 წ. 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრებად - ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მხრიდან - 90; ხოლო ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის 8 პარტიიდან - 60 დეპუტატია დასახელებული.

ცესკოს ელ. გვერდზე მოცემულია:

- „ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში წინასწარი შედეგებით პარლამენტის წევრად არჩეული პირების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარუდგენლობის თაობაზე“, საიდანაც გვეუწყება, რომ სადეპუტატო მანდატების მომპოვებელი საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან არჩეულ - 60 წევრიდან არცერთს - ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა წარმოდგენილი არ აქვს.

შესაბამისად, ვინაიდან, ასეთ შეთხვევაში დღეს მოქმედი „საარჩევნო კოდექსისმიერი“ ჩანაწერის თანახმად - „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება...“ [მუხლი 117,5 – „ა“; „ზ“],

ამიტომ, 60-ივე ასეთი დეპუტატის „საარჩევნო რეგისტრაცია“ - უნდა „გაუქმდეს“.

 

- ცესკოს იმავე მისამართზე მოცემულია ინფორმაცია: „საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში წინასწარი შედეგებით პარლამენტის წევრად არჩეული პირების მიერ წარმოდგენილი ცნობები ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ“.

მასში დაფიქსირებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩეულად მიჩნეული 90-დან 89 წევრის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა. კერძოდ:

„ქართული ოცნების“ პარტიული სიით არჩეულ - ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა დღემდე არ აქვს წარმოდგენილი;

დანარჩენ 89 წევრთან მიმართებით, იქვე წარმოდგენილი მონაცემები ასეთია:

როგორც ითქვა, „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის აღება საპარლამენტო არჩევნებიდან 7 დღის, ანუ - 7 ნოემბრის ჩათვლით შემოსაზღვრულ ვადაში ევალებათ [იხ. მუხლი 2031,2].

მიზეზთა გამო, ხსენებული - 89 წევრიდან ექვსს, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხსენებული 7 დღიანი ვადის დარღვევით, ანუ 7 ნოემბრის შემდგომად აქვს აღებული. ესენია:

1. პარტიული სიით არჩეული ბატონი გიორგი გახარია, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა 12 ნოემბერს აქვს აღებული];

2. პარტიული სიით არჩეული ბატონი ქალბატონი ანა ბუჩუკური, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა 16 ნოემბერს აქვს აღებული;

3. პარტიული სიით არჩეული ბატონი გოდერძი ჩანქსელიანი, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა 18 ნოემბერს აქვს აღებული;

4. მაჟორიტარული წესით არჩეული ბატონი სამუელ მანუკიანი, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა 18 ნოემბერს აქვს აღებული;

5. მაჟორიტარული წესით არჩეული ბატონი გივი ჭიჭინაძე, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა 19 ნოემბერს აქვა აღებული;

6. პარტიული სიით არჩეული ქალბატონი მარიამ ლაშხი, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა 30 ნოემბერს აქვა აღებული;

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა მიხედვით, საარჩევნო რეისტრაცია უნდა გაუუქმდეს:

ერთის მხრივ - „ქართული ოცნება დემოკრატიული საპართველოს“ სახელით ახლადარჩეულ 7 წევრს. ესენია:

1. გიორგი გახარია, 2. ანა ბუჩუკური, 3. გოდექრძი ჩანქსელიანი, 4. სამუელ მანუკიანი, 5. გივი ჭიჭინაძე, 6. მარიამ ლაშხი და 7. ვლადიმერ ჩაჩიბაია; ხოლო

მეორეს მხრივ - დანარჩენი 8 ოპოზიციური პარტიის სახელით, 60-ივე საპარლამენტო მანდატის მომპოვებელ ყველა წევრს.

წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსისა“ და „პარლამენტის რეგლამენტის“ მოთხოვნათა თანახმად, დღეის მდგომარეობით - ახლადარჩეულ პარლამენტში მხოლოდ 85 წევრია დარეგისტრირებული.

ბატონო გიორგი!

როგორც ვხედავთ, მიზეზთა გამო, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 2031 და 117,5 – „ა“; „ზ“ მუხლების მოთხოვნათა დარღვევიდან გამომდინარე, 2020 წ. 11 დეკემბრის ახალარჩეულ დეპუტატთა შეკრებაზე - თქვენს და სტატიაში მითითებული "ქართული ოცნების" კიდევ 6 ახალარჩეული წევრის მიმართ მიღებული სადეპუტატო რეგისტრაცია ექვემდებარება სავალდებულო გაუქმებას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ წარმოდგენილი მასალის სათანადო იურიდიული ანალიზი, საშუალებას მოგცემთ მიიღოთ კანონიდან გამომდინარე მართებული გადაწყვეტილება.

ჩვენის მხრივ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ აღნიშნული საკითხის მოგვარებისათვის დაგეგმილ, თქვენთვის ხელმისაწვდომ დროსა და ადგილზე გამართულ შეხვედრაში.

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

პატივისცემით

N43 საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა [ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“ თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2020 წლის 30 დეკემბერი

 

სასამართლო სარჩელის საკითხისათვის

სახარებისეული სწავლებით - მაცხოვრის ჯვარზე გაკვრას წინ უძღვის ე.წ. სასამართლო პროცესი. წინამდებარე თხრობაში გვინდა წარმოგიდგინოთ - ბოლო ჟამში სასამართლო პროცესის მისტერიულა ასრულების მოკლე ისტორია.

 

ბოლო ჟამში ასასრულებელ მისტერიულ პროცესთა შორის გახლავთ - ჩენი პარტიის, ვითარცა, თავად ბოლო ჟამის ნიშნების გამასაჯაროებელი ჯგუფის ე.წ. დევნისეული პროცესების მკითხველისათვის მიწოდება.

კერძოდ, საქმე ეხება საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 აგვისტოს NP20000048/0-1 გადაწყვეტილებით, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

საქმის მიმდინარეობის მოკლე ქრონოლოგია ასეთია:

 

2021 წლის 4 თებერვალს, სარჩელით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოვითხოვეთ შემდეგი:

„... ვინაიდან ამოიწურა წესდებით განსაზღვრული თავმჯდომარის ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა, როგორც გვწერს ადმინისტრაციული ორგანო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის სამსახურმა 2020 წლის 25 აგვისტოს მიიღო რეგისტრაციის შესახებ NP20000048/0-1 გადაწყვეტილება, რომლითაც დარეგისტრირდა ცვლილება, კერძოდ, გაუქმდა პარტიის თავმჯდომარის შესახებ ჩანაწერი.

აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც უკანონო, ზემოთ მოყვანილი სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, გასაჩივრებული იქნა ჩვენს მიერ, რაზეც ადმინისტრაციულმა ორგანომ 2020 წლის 14 დეკემბერს არ გაითვალისწინა კანონი მიიღო გადწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2020 წლის 18 დეკემბერს, მოსარჩელე მხარემ კვლავ მიმართა საჩივრით ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის სამსახურის უფროს, და მოითხოვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანა. ასევე 2021 წლის 15 იანვარს წარდგენილი იქნა საჩივარი საჯარო რეესტრის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის სამსახურის NP2000004848/0-1 [25.08. 2020 წ,], და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ NP20000061/0-1 [16.12. 2020 წ.] გადაწყვეტილებათა გაუქმების მოთხოვნის მიზნით.

რაზეც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნა ერთიანი გადაწყვეტილება კერძოდ 2021 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით არ იქნა დაკმაყოფილებული ადმინისტრაციული ადმინისტრაციული საჩივრები ნომრებით: 547903/17 (21.12.2020 წ.),   558777/17 (25.12.2020 წ.), 9717/17 (15.01.2021 წ.). შესაბამისად ვინაიდან არაერთი შეხვედრის თუ პრეზენტაციის, განცხადების თუ საჩივრის მიუხედვად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა მიღებული კანონ-შესაბამისი გადაწყვეტილება იძულებული გავხდით მოგვემართა სასამართლოსათვის სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, რადგან არ შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სურვილისამებრ იცვლებოდეს კანონით იმპერატიულად გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ და ადასტურებენ ჩვენი პოზიციის სამართლიანობასა და კანონთან შესაბამისობას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით გთხოვთ მიიღოთ კანონ-შესაბამისი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოთ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა.

გთხოვთ ბათილად ცნოთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 აგვისტოს რეგისტრაციის შესახებ NP20000048/0-1 გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და 2020 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება და აღადგინოთ 2020 წლის 25 აგვისტომდე არსებული მდგომარეობა, კერძოდ პარტიის თავმჯდომარედ კვლავ მიეთითოს მიხეილ სალუაშვილი...“

2021 წ. 12 თებერვალს, საფოსტო გზავნილის მეშვეობით ავიღეთ, მოსამართლის თანაშემწის - ქ-ნ გვანცა მარჯანიშვილი ხელმოწერით გამოგზავნილი „განჩინება საქართველოს სახელით ხარვეზის დადგენის შესახებ“ [საქმე N3/511-21; 05. 02. 2021] წელი, რომელშიც კერძოდ ვკთხულობთ:

 

„...თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის მოსამართლე დიანა ფარქოსაძე; მოსარჩელე - მიხეილ სალუაშვილი; მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სარჩელის წარმოებაში მიღების და დასაშვებად ცნობის საკითხი და გამოარკვია:

2021 წლის 4 თებერვალს, მიხეილ სალუაშვილმა სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 აგვისტოს NP20000048/0-1 გადაწყვეტილება; 2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება; 3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება; 4. აღდგეს 2020 წლის 25 აგვისტომდე არსებული მდგომარეობა, კერძოდ, პარტიის თავმჯდომარედ კვლავ მიეთითოს მიხეილ სალუაშვილი.

სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 445-447-ე მუხლების თანახმად, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი და გამოარკვია, რომ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია ხარვეზით, კერძოდ:

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის თანახმად, თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილში ან/და 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკცებულებათა წარუდგინლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არის წარდგენილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა, ან/და წარმომადგენლის ულფებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების შესახებ. რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს მოსარჩელის მოთხოვნა, ვინაიდან სასამართლო მსჯელობს სწორედ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

ამასთან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით განსაზღვრულია სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელის აღძვრის წესი, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაცციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს: 1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსს 2020 წლის 25 აგვისტოს NP20000048/0-1 გადაწყვეტილება; 2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება; 3. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა დააზუსტოს გასაჩივრების აქტის რეკვიზიტები - აქტის ნომრები და გამოცემის თარიღი (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 14 დეკემბრის N502213 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 18 იანვრის N19374 გადაწყვეტილება). გარდა ამისა, მოსარჩელე მოითხოვს აღდგეს 2020 წლის 25 აგვისტომდე არსებული მდგომარეობა, კერძოდ, პარტიის თავმჯდომარედ კვლავ მიეთითოს მიხეილ სალუაშვილი. სასმართლო მიუთითებს, რომ სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი საქართველოს ადმინისტრაციული საპოცესო კოდექსის 23-ე მუხლთან.

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-21 ნაწილის თანახმად, სარჩელს უნდა ერთვოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასსტურებელი დოკუმენტი (დედანი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავებზე შეადგენს 100 ლარს.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - ქვითარი. ამდენად, ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - ქვითარი.

მოსარჩელეს სარჩელში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით უნდა მიეცეს ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადა.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 445-ე, 447-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მიხეილ სალუაშვილის სარჩელზე დადგენილ იქნეს ხარვეზი და მითითებული ხარვეზი შესავსებად განისაზღვროს საპროცესო ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღე; განჩინება ჩაბარებულად ითვლება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან;

2. განემარტოს მოსარჩელეს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასმართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და უკან დაბრუნების შესახებ

3. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე

 

2021 წ. 15 თებერვალს, სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის გამოსწორებისა და დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთი დედანი ჩავაბარეთ სასამართლოს, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს ქალბატონ დიანა ფარქოსაძეს; მიხეილ სალუაშვილის, განცხადება

ხარვეზის შევსების მიზნით საქმეზე N3/511-21 წარმოგიდგენთ ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს, ასევე ვაზუსტებთ სასარჩელო მოთხოვნას და გთხოვთ:

1. ბათილად ცნოთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 აგვისტოს NP20000048/0-1 გადაწყვეტილება; 2020 წლის 14 დეკემბრის N502213 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და 2020 წლის 18 იანვრის N19374 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ;

2. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად გთხოვთ დაავალოთ მოპასუხეს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მპგ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარედ მიეთითოს მიხეილ სალუაშვილი.

დანართი: ბაჟის გადახდის ქვითარი - 1 ფურცლად.

პატივისცემით,

მიხეილ სალუაშვილი

 

მოსამართლის თანაშემწესთან გამართული სატელეფონო საუბრის შედეგად შევიტყვეთ, რომ, მოსამართლი გადაწყვეტილებით, სავარაუდოდ, ჩვენს საქმეზე სასამართლო სხდომა - უახლოესი ერთი თვის ვადაში ჩაინიშნებოდა.

 

დღეს ამ მასალით შემოვიფარგლოთ. თუ ღმერთი ინებებს საქმის მსვლელობისდა მიხედვით მოგაწვდით ინფორმაციას.