Print

გაზ. N3 [1087]

თბილისის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

ჩვენს მიერ 2021 წ. 4 თებერვალს სასამართლოში შეტანილ სასამართლოს სარჩელში ვკითხულობთ:

„... ვინაიდან ამოიწურა წესდებით განსაზღვრული თავმჯდომარის ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა, როგორც გვწერს ადმინისტრაციული ორგანო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის სამსახურმა 2020 წლის 25 აგვისტოს მიიღო რეგისტრაციის შესახებ NP20000048/0-1 გადაწყვეტილება, რომლითაც დარეგისტრირდა ცვლილება, კერძოდ, გაუქმდა პარტიის თავმჯდომარის შესახებ ჩანაწერი.

აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც უკანონო ზემოთ მოყვანილი სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით გასაჩივრებული იქნა ჩვენს მიერ, რაზეც ადმინისტრაციულმა ორგანომ 2020 წლის 14 დეკემბერს არ გაითვალისწინა კანონი მიიღო გადწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2020 წლის 18 დეკემბერს, მოსარჩელე მხარემ კვლავ მიმართა საჩივრით ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის სამსახურის უფროს, და მოითხოვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანა. ასევე 2021 წლის 15 იანვარს წარდგენილი იქნა საჩივარი საჯარო რეესტრის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის სამსახურის NP2000004848/0-1 [25. 08. 2020 წ,], და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ NP20000061/0-1 [16.12. 2020 წ.] გადაწყვეტილებათა გაუქმების მოთხოვნის მიზნით.

რაზეც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნა ერთიანი გადაწყვეტილება კერძოდ 2021 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით არ იქნა დაკმაყოფილებული ადმინისტრაციული ადმინისტრაციული საჩივრები ნომრებით: 547903/17 (21.12.2020 წ.),   558777/17 (25.12.2020 წ.), 9717/17 (15.01.2021 წ.). შესაბამისად ვინაიდან არაერთი შეხვედრის თუ პრეზენტაციის, განცხადების თუ საჩივრის მიუხედავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა მიღებული კანონშესაბამისი გადაწყვეტილება იძულებული გავხდით მოგვემართა სასამართლოსათვის სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, რადგან არ შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სურვილისამებრ იცვლებოდეს კანონით იმპერატიულად გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ და ადასტურებენ ჩვენი პოზიციის სამართლიანობასა და კანონთან შესაბამისობას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით გთხოვთ მიიღოთ კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოთ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა.

გთხოვთ ბათილად ცნოთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 აგვისტოს რეგისტრაციის შესახებ NP20000048/0-1 გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და 2020 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება და აღადგინოთ 2020 წლის 25 აგვისტომდე არსებული მდგომარეობა, კერძოდ პარტიის თავმჯდომარედ კვლავ მიეთითოს მიხეილ სალუაშვილი...“.

მინაწერი:

2021 წ. 24 თებერვალს მიღებული ქ. თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებით გვაუწყეს, რომ სასამართლოს სხდომა 2021 წ, 23 მარტის 14:00 სთ-ზე გაიმართება.              

 

N43-ე ს/გ „ზვიადის გზის“ მიერ შემუშავებული

საქართველოში მოქმედი პოლიტიკური სპექტრისადმი განკუთვნილი

ღია მიმართვა

„კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის საკითხისათვის“

 

2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით ჩატარების გამო ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის მექანიზმად, პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტურ უმრავლესობას, პარლამენტის დათხოვნა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიაჩნია.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სხვადასხვა მიზეზის გამო, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პრეროგატივა [იხ. საქართველოს კონსტიტუცის 56,2-5 მუხლი]:

ერთის მხრივ საქართველოს პრეზიდენტის;

ხოლო

მეორეს მხრივ [იხ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 85-ე და 86-ე მუხლები] ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებითაა განსაზღვრული.

 

ამჟამად შემოგთავაზებთ, N43-ე ს/გ „ზვიადის გზის...“ მიერ შემუშავებული სამი ნაწილისაგან შემდგარი, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმს.

 

ნაწილი პირველი:

1.1 საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით:

ქვეყნის ძირითადი კანონის - „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით:

„2. პარლამენტი, მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას....

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

 

3. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს [მუხლი 56,2-3].

 

ნაწილი მეორე

1.2 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით

ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მექანიზმი დეტალურადაა ჩამოყალიბებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“; სადაც კერძოდ ვკითხულობთ:

 

„ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის აპარატი.

სხდომაზე დასწრებას პარლამენტის წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ“ [მუხლი 85,1];

და კიდევ:

„1... პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა [აქ - 30+1=31], აირჩევა:

ა) პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ...

ბ) პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია ...

3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ).

 

4. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით [პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა: 50+1=51], ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

 

7. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის [100 პირის] უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს“ [მუხლი 86, 1; 3; 4; 7].

 

არჩეული წევრების პირველ სხდომაზე, მიზეზთა გამო, 100 პირის არ დასწრებით შექმნილი მდგომარეობის მოგვარების თაობაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ვკითხულობთ:

„8. თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება.

ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

9. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ...“ [მუხლი 86,8-9].

 

ნაწილი მესამე

დასკვნის მაგიერ

3.1 - ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ, რომ:

- მოქმედი საქართველოს პრეზიდენტი, ისევე როგორც

- საქართველოს პარლამენტი და

- მთავრობა,

ერთი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელია, ძნელი არ იქნება დავრწმუნდეთ, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ისინი, მათი საერთო შემადგენლობის სავარაუდო შემცვლელი, ახალი არჩევნების ჩატარებას;

 

3.2 - ამასთან, თუ იმასაც გავიაზრებთ, რამდენად შეიცვალა პოლიტიკური სურათი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური ასპარეზიდან განრიდების თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდგომად, ვფიქრობთ ძნელი არ იქნება წარმოვიდგინოთ, თუ რამდენად მცირდება ახალ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებისათვის“ სასურველი შედეგის მიღწევის შანსები.

 

3.3 - აღნიშნულისაგან განსხვავებით, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცალსახადაა გამოკვეთილი შესაძლო პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მექანიზმი.

კერძოდ, როგორც ითქვა - „პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან...“ [მუხლი 85,7];

 

მიზეზთა გამო, კანონისმიერი ამ მოთხოვნის დარღვევით შექმნილი მდგომარეობის მოგვარების მიზნით, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ ცალსახად ითვალისწინებს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას, რომელიც ასეა ფორმულირებული:

8. თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება.

ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად.

ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით“ [მუხლი 86,8].

 

მეორე ნაწილი

2.1 „ქართულ ოცნებასა“ და

საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკების შედეგების

საკანონმდებლო წინადადების:

საქართველოს ორგანული კანონში: საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

1. ჩვენს მიერ, ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით შემუშავებული წინამდებარე გეგმა-წინადადება ითვალისწინებს, მოლაპარაკების მხარეთა მიერ მიღებული შეთანხმების, მათ შორის, ცესკოს დაკომპლექტების ახლებული წესის მიღებას, რომლის საბოლოო შედეგების ამსახველი ცვლილებათა პაკეტი უნდა დაფიქსირდეს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“;

 

2. კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის ჩვენეული მექანიზმი ითვალისწინებს - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 196-ე და 203-ე მუხლებში შემდეგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.

 

3. კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის ჩვენეული მექანიზმი ითვალისწინებს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 196-ე მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებში, თერთმეტი ქვეპუნქტისაგან შემდგარი ახალი - 203-ე მუხლის დაფიქსირებას.

მათში კერძოდ ვკითხულობთ:

 

2.2 მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 196-ე მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 196,17. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება ამ მუხლითა და 2032 მუხლით დადგენილი წესით. 2024 წელს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში ბოლო რიგგარეშე არჩევნების მომდევნო მორიგი არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ბოლო რიგგარეშე არჩევნებში არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან“;

 

2. 196-ე მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 196,18. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით გასამართი არჩევნების დანიშვნის დღემდე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონისა და 2032 მუხლით განსაზღვრული რედაქციით“;

 

3. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032-ე მუხლი.

 

„მუხლი 2032-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,1 მუხლი:

„მუხლი 2032,1 პარლამენტის ახალი არჩევნები ჩატარდეს 2021 წელს“

 

4. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,2 მუხლი:

„მუხლი 2032.2 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს, 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 0,5%-ის ტოლფასი ხმების ოდენობის მომპოვებელი საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელთაგან.

 

5. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,3 მუხლი:

„მუხლი 2032,3 ყველა დონის საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს, არჩევნებში მოპოვებული ხმების ოდენობის მიხედვით, 1-11 ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთაგან.

 

6. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,4 მუხლი:

„მუხლი 2036,4 ამ კანონის 2032,4 და 2032,5 ქვეპუნქტით დადგენილი წესის მიხედვით დაკომპლექტებული ცესკოს მიერ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩეს - 2020 წ. 31 საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესი შედეგის მქონე 1-ლი ხუთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი თითო კანდიდატიდან ერთ-ერთი.

 

7. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,5 მუხლი:

„მუხლი 2032,7 ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს არჩევით თანამდებობაზე გამიზნულ პირთა არჩევა მოხდეს 11 წევრისაგან დაკომპლექტებული კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ;

 

8. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,6 მუხლი:

„მუხლი 2032,6 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 2032,3 მუხლში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთაგან“;

 

9. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,7 მუხლი:

„მუხლი 2032,7 2021 წლის ახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 2020 წ. 31 ოქტომბრის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიასა თუ საარჩევნო ბლოკს. ამასთან, 2021 წ. ახალ არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელად უნდა დარჩეს, და მათში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით“.

 

10. 203-ე დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,8 მუხლი:

„მუხლი 2032,8 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი [საუბნო და საოლქო] საარჩევნო კომისიების ყველა არჩევითი თანამდებობა დაკომპლექტდეს, ამ მიზნით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე, ამ კანონის 2032,7 მუხლში გაწერილი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთაგან, კომისიის წევრთა ურავლესობის მიერ“;  

 

11. 203-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე 2032,9 მუხლი:

„მუხლი 2032,9 2021 წლის ახალი არჩევნების გზით არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 2024 წელს გასამართი არჩევნების დანიშვნის დღემდე პარლამენტის ახალი არჩევნები ჩატარდეს პარლამენტის 2021 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონის რედაქციით.

 

2.3 დასკვნის მაგიერ

როგორც ვნახეთ, კოდექსის 196-ე მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს, მასში 11 პუქტის მქონე ახალი - 203-ე მუხლის დაფიქსირებას.

ცვლილების არსი ითვალისწინებს: კოდექსში შემდეგი გარდამავალი დებულების ასახვას:

1. ცვლილების თანახმად - 2021 წლის ახალი არჩევნების გასამართად განკუთვნილი სამივე დონის [საუბნო, საოლქო და ცენტრალური] საარჩევნო კომისიები უნდა დაკომპლექტდეს, 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 0,5%-ის ტოლფასი ხმების ოდენობის მომპოვებელი საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელთაგან.

 

2. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე საარჩევნო კომისიები, კოდექში დღეს არსებულის მსგავსად, 11 წევრისაგან იქნება დაკომპლექტებული..

შემოთავაზებული მექანიზმის მიხედვით იცვლება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი, კერძოდ,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩევა, კომისიაში - 2020 წ. 31 საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესი შედეგის მქონე 1-ლი ხუთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი ერთი კანდიდატთაგანი.

 

3. ვფიქრობთ ძნელი არა გავიაზროთ, რომ - “ქართული ოცნების” მიერ ცესკოს წევრად კვლავ თამარ ჟვანიას წარდგენის შემთხვევაში, შესაძლებლობა გვექნება გამოვარკვიოთ რამდენად სჯერა თავად „ქართსულ ოცნებას“ 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაუყალბებლად ჩატარებისა.

 

ჩვენი აზრით,საკანონმდებლო წინადადებაში ასახული ცვლილებების გაზიარება სათანადო წინაპირობას შექმნის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში.

 

მესამე ნაწილი

დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხისათვის

2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულად მიჩნევის შედეგად, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, 2021 წ 19 თებერვალს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბ-მა გიორგი გახარიამ, დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის განცხადება გააკეთა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა პრემიერ მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა.

პოლიტიკური პროცესების ამდაგვარი განვითარება, ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობისათვის მიუღებელი აღმოჩნდა.

 

ამ ფონზე, N43-ე ს/გ „ზვიადი გზის“ მიერ შემუშავებული იქნა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის შემდეგი მექანიზმი:

1. ჩვენი აზრით პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დადგეს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესების მიერ შემოთავაზებული წევრებისაგან შემდგარი ე.წ. „დროებითი მთავრობის“ ფორმირების საკითხი;

 

2. აღნიშნული მმართველობის რგოლის სტრუქტურული აგებულება უნდა დაეფუძნოს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით“ განსაზღვრული საპარლამენტო კომიტეტის ჩამოყალიბების წესს, რომლის მიხედვითაც, „დროებით მთავრობაში“ შემავალი ერთეულების მთავარ ხელმძღვანელ პირად - კომიტეტის თავმჯდომარე [აქ - მინისტრი] და მისი [აქ - მინისტრის] მოადგილეა მოაზრებული;

 

3. ამასთანავე, „დროებითი მთავრობის“ თავმჯდომარე წარმოადგენს, დღევანდელი პრემიერ მინისტრის უფლებამოსილების მქონე თანამდებობრივ პირს;

 

4. საერთო შეთანხმების თანახმად, „დროებით მთავრობაში“ შემავალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელად, „ქართული ოცნების“ მიერ შერჩეული, დღევანდელი მინისტრის უფლებამოსილების შესაბამისი კანდიდატი ინიშნება;

ამასთან:

5. „დროებით მთავრობაში“ შემავალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის მოადგილედ, არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შერჩეული, დღევანდელი მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების შესაბამისი კანდიდატის დანიშვნა ხდება;

 

6. ამდენად. მოქმედი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, ქვეყნის მმართველ რგოლის ფუნქციის მქონე - „დროებითი მთავრობა“ შედგება:

- „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული [დღევანდელი - პრემიერ მინისტრის უფლებამოსილების მქონე] მთავრობის თავმჯდომარისაგან;

- „დროებითი მთავრობის“ თავმჯდომარისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ შერჩეული [დღევანდელი - მინისტრის უფლებამოსილების მქონე] „დროებით მთავრობაში“ შემავალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებისაგან; და

- არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შერჩეული, „დროებით მთავრობაში“ შემავალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის მოადგილის [აქ - დღევანდელი - მინისტრის მოადგილის] უფლებამოსილების მქონე პირებისაგან.

 

საპარლამენტო უმრავლეობისა და უმცირესობის მოლაპარაკების შედეგად ჩამოყალიბებული „დროებითი მთავრობის“ ერთ-ერთ ფუნქციად უნდა განისაზღვროს, მათ შორის გამართული მოლაპარაკების შედეგების - „საარჩევნო კოდექსში“, ასახვა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

 

მთლიანობაში, „დროებითი მთავრობის“ ფუნქციას წარმოადგენს გაუძღვეს ქვეყანას მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, რომლის შემდეგაც მოხდება მისი თვითლიკვიდაცია.

 

პატივისცემით

 

N43 ს/გ „ზვიადი გზის...“ თავმჯდომარე

მიხელ [გელა] სალუაშვილი