Print

გაზეთი N6 [1088]

ლასკარული ცნობიერების თანამოზიარეებს,

ანუ... „შენი და შენს მსგავსებთან ერთად“

უფლის მეორედ მოსვლის საკითხით დაინტერესებული, ბოლო ჟამში მაცხოვრებელ, არა მარტო ცალკეულ პირთა, არამედ საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელ ჯგუფში შემავალი პირების მხრიდან, ხშირად ისმება კითხვა, ჩვენს მიერ გაწეული კვლევის სისწორესთნ მიმართებაში.

როგორც არაერთგზის გვითქვამს, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ ნიშანთა უმრავლესობა, ქვეყანაში მიმდირე ამა თუ იმ პოლიტიკური პროცესების ასრულების ვადაზეა დამოკიდებული.

ზოგადად, ამ საკითხთან მიმართების არსის შემცველი ბიბლიური კითხვა-პასუხი, ასეა ფორმირებული:

„...როდის იქნებაო ამ საკვირველი ამბების ბოლო? [6].

...როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ აღსრულდებაო. გავიგე, მაგრამ ვერ მივხვდი, ვუთხარი: უფალო ჩემო ეს რიღათი დამთავრდება-მეთქი?

მითხრა: წადი დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე“ [დან. 12,6; 8-9].

აი, სწორედ ამ საიდულოს გაგების სულსწრაფი სურვილი ამოძრავებს ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა ზემოთხსენებულ პირთა წრეს. დასმული კითხვა ასე ჟღერს:

„აჰა, გამიმჟღავნე ახლა უფალი, იმის ნიშები, რის ქმნასაც აპირებ უკანასკნელ ჟამს, ოღონდ არ გამიმჟღავნო როდის“ [8.63.].

იქვე მოცემული კოდირებული პასუხი ასეთია:

„ხოლო მესამე დღეს [კოდია], როცა მუხის ქვეშ ვიჯექი [კოდია] აჰა, მომესმა ხმა მაყვლის ბუჩქიდან...“ 3 ეზრა 12,1-2].

„მიპასუხა და თქვა: შენ თავად გაზომე დრო და როცა დაინახავ, რომ ჩავლილია წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი, მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი“ [3 ეზრა 9,1-2“].

ბოლო ჟამში მცხოვრებელ ეჭვით შეპყრობილთა გასაგონად კი, იქვე ასეთი მინიშნებაა მოცემული:

„მოვავლინე იგი [კოდია] და... ვაუწყე მას მრავალი საოცრება და გავუმხილე მას დრო-ჟამის საიდუმლოებანი და დასასრული, დავმოძღვრე იგი და ვუთხარი: ზოგს გაცხადებულად იტყვი, ზოგს კი საიდუმლოდ შეინახავ.

ახლა კი გეუბნები: ნიშნები, რომლებიც გაჩვენე და სიზმრები, რომლებიც იხილე და რომელთა განმარტებებიც იხილე, გულში ჩაინერგე. შენ გამორჩეული ხარ ყველასგან და ჩემი მცნებებისკენ იქნები მიქცეული შენს მსგავსებთან ერთად დრო-ჟამის დასასრულამდე“ [3 ეზრა 14,4-8].

წარმოდგენილი ბიბლიური საიდუმლოს თემატიკისადმი, ამჯერად მეტს აღარაფრის თქმას არ ვაპირებთ. მხოლოდ ერთს დავძენთ ჩემი მიწიური ვალის მოხდის მიზნით, ყველას გაფრთხილებთ: როდესაც ჩანადენის თაობაზე, პასუხისგების დრო ჩამოკრავს მე ნუღარაფერს დამაბრალებთ, და იცოდეთ:

- „... ხოლო იესუმ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც. და როცა დაასრულა იესუმ ეს იგავი წავიდა იქიდან“ [მათე 13,52-53].

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - ვისაც თავის გადარჩენა გსურთ, თქვენ თავსაც მოუფრთხილდით, და თქვენს ირგვლივ მყოფებზეც იფიქრეთ.

ყველას მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი.

მიხელ [გელა] სალუაშვილი

 

 

ბოლო ჟამის ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის

ამჟამად წარმოგიდგენთ 2020 წლის დეკემბრის თვეში N43-ე ს/გ „ზვიადის გზის“ მიერ, ქვეყანაში განვითარებული პროცესების განეიტრალების საქმეში შეტანილი წვლილის მოკლე ქრონოლოგიას.

 

2020 წ. 15 დეკემბრის ღია მიმართვა

„არასაპალამენტო ოპოზიციაში“ ჩვენი პარტიის: N43-ე ს/გ „ზვიადის გზის“ ყოფნისეული დროის მოკლე ქრონიკა

2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან რამოდენიმე დღის მანძილზე N43- ს/გ „ზვიადის... გზის“ ინიციატივით შემუშავდა, გაყალბებული არჩევნების გამო ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა; რომელიც 2020 წ. 6 ნოემბერს საკანონმდებლო წინადადების სახით წარედგინა საქართველოს პარლამენტს.

მეორეს მხრივ გადაწყდა, რომ აღნიშნული „ანტიკრიზისული გეგმა“ გაგვეცნო საქართველოს პოლიტიკური სპექტრისათვის,

 

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისათვის წარდგენის მიზნით შემუშავებული აღნიშნული გეგმის განმახორციელებელი შეხვედრების თაობაზე მკითხველს შეუძლია იხილოს ჩვენს გაზეთში - „დედანი ენის სასწაული“ [N14 (1084), გვ. 11].

 

სხვადასხვა არასაპარლამენტო პარტიებთან ამავე მიზნით, ჩვენს ოფისში შეხვედრის გამართვისათვის მოწვეულ პარტიათა შორის გახლდათ N34-ე ს/გ „სოციალური სამართლიანობის“ თავმჯდომარე ბატონი მამუკა ტუსკაძეც.

სამწუხაროდ, კორონა ვირუსის აღმოჩენის გამო ბ-მა მამუკამ 11 ნოემბრისათვის დაგეგმილ შეხვედრაზე მოსვლა ვერ მოახერხა.

გარკვეული დროის შემდგომად ამ პარტიის პოლიტიკური მდივნის ბ-ნი გიორგი შერვაშიძის ინიციატივით მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა პარტიაათა შეკრებაში.

ჩვენი მხრიდან, მათ შევთავაზეთ თემატური მსჯელობის საგნად ექციათ ჩვენს მიერ დამუშავებული ხსენებული საკანონმდებლო წინადადება.

ჩემი შემოთავაზება გახლდათ აგრეთე ისიც, რომ პარტია „სოციალური სამართლიანობისათვის“ ოფისი გამოგვეყენებინა პარტიათა სხვადასხვა მიზნით დაგეგმილი შეხვედრებისათის.

 

მიუხედავად ბ-ნი მამუკა ტუსკაძის გამოჯანმრთელებისა, მათ ოფისთნ დაკავშირებული ტექნიკური პრობლემის გამო, მომდევნო შეკრება, პარტია „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში გავმართეთ.

 

სხდომაზე მისულმა შევიტყვე, რომ ხსენებული „ანტიკრიზისული გეგმის“ განხილვის გაანალიზების მაგივრად, მათ მიერ შემუშავებული წინადადებით, დაგეგმილი გახლდათ, ახალი გაერთიანების: „არასაპარლამენტო ოპოზიცია: ახალი პოლიტიკურ ძალთა პლატფორმას“. ჩამოყალიბებული საკითხის განხილვა.

მიზეზთა გამო, გადავწყვიტე მეც ჩავრთულიყავი ამ გაერთიანობის საქმიანობაში.

 

სამწუხაროთ, „ანტიკრიზისული გეგმის“ თაობაზე ბ-ნი მამუკა ტუსკაძის მხრიდან არასათანადო დამოკიდებულება გამოვლინდა - მან ნაკლებ აქტუალურად ჩათვალა ჩემს მიერ წარმოდგენილი გეგმის შემდგომი განხილვა და ხსენებული გაერთიანების ჩამოყალიბებაზე ყურადღების გამახვილება შემოგვთავაზა.

საბოლოოდ, 2020 წ.. 9 დეკემბერს გაიმართა ამ გაერთიანების წარდგენა.

ჩავთვალე რა რომ ამის შემდგომ გაერთიანება სათანადო დამოკიდებულებას გამოვლინდა ანტიკრიზისული გეგმის მიმართ, 2020 წ. 11 დეკემბრის სხდომის მონაწილეებს შევთავაზე საქართველოში მოქმედი აშშ საელჩოსთვის გაგვეგზავნა ჩვენი გეგმა, და მოლაპარაკების პროცესში ჩვენი ჩასმა გვეთხოვა.

 

ყველა პარტიის თანხმობის მიუხედავად, მეორე დღეს შევიტყვე, რომ გზავნილებზე პასუხისმგებლად დადგენილ, ს/გ „სოციალური სამართლიანობის“ გენერალურ მდივანს, ქ-ნ შორენა ახალაიას, ბ-ნ მამუკა ტუსკაძის მითითებით, ჩვენთან გასამართი კონსულტაცის გარეშე, ერთპიროვნულად მიუღია გადაყვეტილება მათთვის დატოვებული ჩვენი ღია მიმართვის ტექსტის - არ გადაგზავნასთან დაკავშირებით.

 

„ანტიკრიზისული გეგმისადმი“ ამდაგვარი დამოკიდებულება ნათლად აჩვენებდა ბ-ნი მამუკა ტუსკაძის პიროვნულ დამოკიდებულებას საკითხისადმი.

ნათელი გახლდათ, რომ ამ გაერთიანებაში ჩვენი პარტიის შემდგომმა თანამშრომლობამ, ამ ეტაპისათვის მთელი რესურსი ამოწურა.

 

საკითხის ამდაგვარი პოზიციის დასაფიქსირებლად მათ პარტიულ ოფისში გამართულ 10 წუთიან შეხვედრას ვესწრებოდით - ბ-ნი მამუკა, მათი პარტიის პოლიტიკური მდივანი ბ-ნი გიორგო შერვაშიძე და მე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბ-მა მამუკამ ბოდიში მოიხადა საკითხისადმი მის მიერ გამოჩენილი არაკორექტული დამოკიდებულების გამო.

ჩემის მხრიდან წარმატება ვუსურვე მომავალი საქმიანობის შემდგომ გზაზე, და დავემშვიდობე.

წინამდებარე ქრონიკებზე საუბრის ბოლოს „ზვიადის გზის“ სახელით მინდა მადლობა გადავუხადო „არასაპარლამენტო გაერთიანებაში მონაწილე პარტიებს თანამშრომლობისათვის, და წარმაება ვუსურვოთ მათ.

 

2020 წ.. 21 დეკემბრის ღია მიმართვა

2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არ ჩევნებში მონაწილე,

საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად

საჭირო ხმების გარეშე დარჩენილ

არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს!

 

ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით

საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით,, გადავწყვიტეთ, არასაპარლამენტო პარტიებიც ჩაგვერთო ჩვენს მიერ მუშავებული საკითხვის განხილვაში.

 

წარმოდგენილი თემატიკის ზოგადი შინაარსის მცოდრე არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიებმა იციან, რომ ჩვენს მიერ შემუშავებულია ორნაწილიანი „ანტიკრიზისული გეგმა“ რომლის

პირველი ნაწილში განხილულია:

- „შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის კანონით განსაზღვრული საკითხები“ [შედგება - 6 პუნქტისაგან]; ხოლო

მეორე ნაწილში წარმოდგენილია:

- საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ახლებული მექანიზმი, რომელშიც ასახულია„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების საკითხები“ [შედგება - 11 ნაწილისაგან].

 

აღნიშნული შემოთავაზების წარმოდგენით გთავაზობთ გაეცნოთ მას და მოგვაწოდოთ თქვენეული წინადადებები, რათა შევძლოთ მისი საბოლოო გამართული ვარიანტის მიწოდება პოლიტიკურ მოლაპარაკებათა პროცესში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს...

 

2021 წ.. 25 იანვრის

ღია მიმართვა ე. წ. პარტიებს

 

ან თავად გაერკვიეთ, ანდა სხვას მოუსმინეთ

N43-ე პ/გ „ზვიადის გზის“ სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ საკუთარი პოლიტიკური უმწიფრობისა და იურიდიული თემატიკისადმი სრული უცოდინრობის დამაფიქსირებელი პარტიების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა -

„ვადამდელი არჩევნების თემა სამწუხაროდ დასრულდა“; და

დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს რჩევასაც კი აძლევენ:

„,,, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაიწყოთ საპარლამენტო საქმიანობა და თქვენ პარლამენტის ტრიბუნიდან, ჩვენ კი, კონსტრუქციულ არასაპარლამენტო ოპოზიციის ხედვებიდან, მონაწილება მივიღოთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ განვითარებაზე და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებაზე...:

 

ამის საპასუხოდ მხოლოდ ერთი რამის თქმით გვინდა შემოვიფარგლოთ:

თქვენდამი ჩვენი ადრინდელი, პიროვნული კეთილგანწყობილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, გირჩევთ:

თუ ნამდვილად გსურთ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, ჯერ კარგათ გაერკვიეთ მის ნიუანსებში...

ჩვენის მხრივ, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ თემის დეტალებში თქვენი გარკვევის საკითხში.

ღმერთმა მოგცეთ უნარი მართებული არჩევანის მიღებაში

 

 

2020 წ.. 26 დეკემბრის ღია მიმართვა

2020 წ. 31 ოქტომბერს ჩატარებულ

საპარლამენტო არჩევნებში

მონაწილე ამომრჩევლებს!

 

N43-ე საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზის...“

მიერ მომზადებული

 

ღია მიმართვა

ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით

 

2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომად, ქვეყანა ორ პირობით ბანაკად დაყოფილი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“- 90-ის, ხოლო დანარჩენმა 8 პოლიტიკურმა ძალამ - 60-ი საპარლამენტო მანდატის მოგროვება შეძლო.

 

კანონისმიერი მოთხოვნიდან გამომდინარე - ცესკოს, ხელისუფლებისათვის, უნდა წარედგინა ახალარჩეული წევრების პირველი სხდომის ჩასატარებლად საჭირო მინიმუმ 76 პირის საბუთი.

 

ქვეყანაში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, არჩევნების გაყალბებაზე ორიენტირებულმა „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა. რომ 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში:

ერთის მხრივ შეძლებდა, გარეგნულად - მრავალპარტიული, რეალურად კი პოლიტიკური გავლენის არმქონე, პარლამენტის არჩევას;

და

მეორეს მხრივ - უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო ოდენობის სადეპუტატო მანდატის მოგროვებას, სხვა პარტიათა მეშვეობით მოახდენდა...

 

საპარლამენტო ოპოზიციის გადაწყვეტილებამ - უარი ეთქვა გაყალბებული გზით ფორმირებულ პარლამენტში შესვლაზე, მთლიანად შეცვალა „ქართული ოცნების“ გეგმები.

 

როგორც ცნობილია, ე.წ. საპარლამენტო ბოიკოტს, განვითარების ორი ეტაპი აქვს. კერძოდ:

ახალარჩეული 100 წევრის სხდომაზე დასწრების პირობებში, პარლამენტისათვის უფლებამოსილების ცნობის საკითხის გადაწყვეტის შემდგომად, მმართველ ძალას, ქვეყნის მართვისათვის, მინიმუმ - 76 ხმა ესაჭიროება; და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი დეპუტატი დაადგება ბოიკოტის გზას;

 

ასეთ პირობებში, მმართველი ძალა ცდილობს რა მოაგვაროს საკუთარი ლეგიტიმაციის, ანუ უფლებამოსილების ცნობის საკითხი, ყველაფერს აკეთებს რათა, სადეპუატო მანდატების აღებაზე საპარლამენტო ოპოზიციის მინიმუმ 10 წევრი მაინც დაითანხმოს.

 

მიუხედავად დიდი მცდელობისა, ბოიკოტის საკითხის მოგვარების მიზნით პოლიტიკურ ვაჭრობაში ჩართულმა „ქართულმა ოცნებამ“ დღემდე ვერ შეძლო მათთვის საჭირო შედეგის მიღწევა.

კერძოდ, 2020 წ. 11 დეკემბერს გამართულ საპარლამენტო სხდომაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ - 88 ახლადარჩეულმა წევრმა, ანუ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობის პროცედურა, ნაცვლად მინიმუმ 100 წევრისა, ჩატარდა - 88 წევრის პირობებში;

შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მიერ, საკუთარი უფლებამოსილების ამდაგვარი წესით ცნობა, წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან და იგი - გაუქმებულად უნდა გამოცხადებულიყო.

 

მეორეს მხრივ, 2020 წლის 24 დეკემბერს, კანონისმიერი უფლებამოსილების არმქონე ახალარჩეულმა დეპუტატებმა - ახალი მთავრობა დაამტკიცეს.

 

მაშასადამე, დღეს ქვეყანას ორი უკანონო სტრუქტურა მართავს. ესაა:

2020 წ. 11 დეკემბრის პირველ სხდომაზე უფლებამოსილების უკანონოდ მომპოვებელი - საქართველოს პარლამენტი; და

2020 წ. 24 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე შესაბამისი ლეგიტიმაციის არმქონე პარლამენტის მიერ - დამტკიცებული მთავრობა.

 

ასეთ პირობებში, პარლამენტის რეგლამენტში, ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გადაჭრის ასეთი მექანიზმია მოცემული:

 

1] „თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება...“ [იხ. 86,8 მუხლი];

ხოლო

2] „ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე, პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის მინიმუმ ორ მესამედამდე შესავსებად...“ [იხ.86,9 მუხლი]

 

3] ეს უკანასკნელი კი, მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაშია შესაძლებელი.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მიზნით - საპარლამენტო მანდატების მომპოვებელ პოლიტიკურ სპექტრს შორის მიმდინარე მოლაპარაკება, უნდა წარიმართოს, მხოლოდ, პარლამენტის რეგლამენტის 85-ე და 86-ე მუხლებში გაწერილ პირობებს;

და არა -

საპარლამენტო მანდატების მომპოვებელი პოლიტიკური პარტიების მიერ შემუშავებულ სხვადასხვა შემოთავაზებებზე დაყრდნობით...

26 დეკემბერი, 2020 წ.

 

მინაწერი:

მმართველი ძალა ცდილობს რა მოაგვაროს საკუთარი ლეგიტიმაციის, ანუ კანონისმიერი უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო 100 ახლადარჩეული პირის სხდომაზე დასწრების საკითხი, ყველაფერს აკეთებს რათა: 2020 წლის 31 ოქტომბრის შედეგებიდან გამომდინარე, სადეპუატო მანდატების აღებაზე საპარლამენტო ოპოზიციის მინიმუმ 10 წევრი მაინც დაითანხმოს.

ახალარჩეული 100 წევრის სხდომაზე დასწრების პირობებში, პარლამენტისათვის უფლებამოსილების ცნობის საკითხის გადაწყვეტის შემდგომად, 90-ი სადეპუტატო მანდატით აღჭურვილი ქართული ოცნების ხელმძღვანელობისათვის, რომელსაც, ქვეყნის მართვისათვის, მინიმუმ - 76 ხმა ესაჭიროება, უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება - რამდენი ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატი დაადგება ბოიკოტის გზას...

 

მინაწერი:

დღეისათვის, მკითხველისათვის წარმოდგენილი მიმართვების გაცნობით შემოვიფარგლებით. დანარჩენი მიმართვების შინაარსს, თუ ღმერთი ინებებს, უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.

 

N43-ე ს/გ „ზვიადის გზის...“ თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი