Print

გაზ. №11(804)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის 2012 წლის 25თებერვლის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 25თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ _ მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძედა ლევან ჩოხელი.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ორი მოხსენება:

1. „საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები“-ს თაობაზე გაკეთებული ღია წერილის შესახებ;

2. „საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხისათვის“. 

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ლასკარის საორგანიზაციო მდივნის ეთერ ჩხეტიას ინფორმაცია ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრის“ საქმიანობის დაწყებისათვის საჭირო  წინასაორგანიზაციო სამუშაოს შესახებ.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის 2012 წლის 25 თებერვლის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ლასკარის  2012 . 25 თებერვლის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ(გელა) სალუაშვილის მოხსენება: „საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხისათვის“.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად: დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები-ს ნუსხით გათვალისწინებული, საპროგრამო პაკეტში შემავალი - „საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხისათვის“.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

მოგვმადლენ უფალო ერთა შორის სიყვარული და სათნოება,

მოგვფინე ნათელი გულთა და გონებათა შინა!

 

ძალითა და სიმართლითა შენითა ქრისტე ღმერთო

აღადგინე უსამართლოდ დაცემულნი.

აღადგინე სამართალი ერთა შორის, კაცთა შორის და

უსამართლოდ მჩაგვრელებს მიუჩინე ადგილი თვისი;

ხოლო ერსა ჩვენსა და ქვეყანასა ჩვენსა მიაკუთნე ღირსეული ადგილი თვისი.

 

ყოვლისშემძლეო, ყოვლისმპყრობელო ღმერთო მაღალო,

გადაარჩინე დედამიწა, გადაარჩინე ხალხი ჩემი, გადაარჩინე!

დინა (დიანა) ჯიქია

 

ავტობიოგრაფია

მე - ლევან არტაშის ძე ჩოხელი, დავიბადე გორის რაიონის სოფელ კარბში 1956 წ. 20 მაისს.

1973 წელს დავამთავრე გორის რაიონის სოფელ მერეთის ა. ფურცელაძის სახელობის საშუალო სკოლა.

1974-1976 წლებში მოვიხადე სამხედრო-სავალდებულო სამსახური, ქ. გორკში.

1976-1980 წლებში ვსწავლობდი ქ. გორკის უმაღლესი პოლიციის აკადემიაში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

1980-1983 წლებში განაწილებით ვმუშაობდი ყალმუხეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შს სამინისტროს აპარატში.

1983-1991 წლამდე ვმუშაობდი საქართველოს შსს-ს სამხრეთ ოსეთის შს სამმართველოში, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

1991-2003 წ.წ. ვმუშაობდი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის შს სამმართველოში, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

2003 წლის ნოემბრიდან ვარ გადამდგარი პოლიციის პოლკოვნიკი, პენსიონერი. 

2006 წლიდან ვარ საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ წევრი.

2011 წლის 23 დეკემბრიდან ვარ _ `სამართლიანო-ბის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~-ს ლასკარის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე. 

მყავს მეუღლე, სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი.

 

ბოლო ჟამის დროითი ეტაპის გამომკვეთი

რამოდენიმე ბიბლიური ნიშანსვეტი

ღვთის სიტყვის გადმომცემი ბიბლია, მასში დაფიქსირებული უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი სიბრძნის პარალელურად, ბოლო ჟამში მოსახდენ მოვლენათა აღმწერი იგავთ-კრებულია. ლასკარული ცნობიერებიდან გამომდინარე, ბიბლია - ბოლო ჟამის სცენარია, რომელშიც უზენაესი ძალის მიერ წინასწარ განჭვრეტილი მომხდარ-მოსახდენი ამბავია გადმოცემული.

ესა თუ ის მოვლენა, თავისი კონკრეტული დროითი მახასიათებლის შემცველია, ანუ გააჩნია თავისი - დასაწყისი, ხანგრძლივობა და დასასრული; დიახ, ამ კუთხით - „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლ. 3,1).

ჩვენი წინამდებარე თხრობა, ბოლო ჟამის მიმდინარე მოვლენების ერთგვარი დროითი ჯაჭვის სახით გვინდა გადმოვცეთ. ამიტომ, ჯაჭვის ბოლო რგოლის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, ჯერ, მისი წინარე მოვლენების დროითი ნიშანსვეტი გვინდა გამოვკვეთოთ.

ცხებული მეფის გამოჩენა-მოკვეთა,

ანუ რგოლი პირველი: 1921-1992 წ.წ.

ზემოთქმული ჯაჭვის პირველი პირობითი რგოლი - ორი დროითი მონაკვეთის თანხვედრია. კერძოდ:

1. სამოცდაათწლიანი მონაკვეთი, ანუ 1921-1991 წ.წ.

აღნიშნული დროითი მინიშნება, ჩვენი მკითხველისათვის კარგადაა ცნობილი, ამიტომ მასზე ვრცელი საუბრის საჭიროება, ამჟამად არცაა - „... ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: რაკი არ გესმოდათ ჩემი სიტყვები (ვერ შევინარჩუნეთ 1918-1921 წ.წ. დამოუკიდებლობა), აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის (აქ - რუსეთის) ყველა ტომს, ამბობს უფალი, და ავამხედრებ ამ ქვეყანაზე (საქართველოზე), მის მაცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხზე (მთლიანად კავკასია). გავწირავ გასაოხრებლად, შემზარავ და სამარცხვინო სანახავს გავხდი (ქრისტეს კვართის დაფვლის ტერიტორია და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა - ათეისტური სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მოექცა)...“ (იერ. 25,8-9);

„გაოხრდება და გაუკაცურდება (ათეისტური სახელმწიფოს დამყარება) მთელი ეს ქვეყანა (საქართველო), ბაბილონის (რუსეთის იმპერიის კოდირებული სახელი) მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს (1921-1992 წ.წ.) ეს ხალხები. შესრულდება სამოცდაათი წელი (1921-1991) და მე დავსჯი ბაბილონის მეფეს (სსრკ-ს დაშლა)“ (იერ. 25,11-12).

2. „სამოცდაორი შვიდეული“, ანუ 28/10-1990 წ. – 6/01-1992 წ.

პირველი პირობითი რგოლის მეორე მონაკვეთი, ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას ყოფნის საზღვრებს შეეხება: „სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ (61x7=434 დღე, დრო 28/10-1990 წ-დან, ვიდრე 6/01-1992 წ-მდე) მოიკვეთება ცხებული (ზვიად გამსახურდია), მაგრამ ბრალი არ ექნება (1991-1992 წ.წ. მიჯნაზე საქართველოში მომხდარ ტრაგედიაში ზვიად გამსახურდიას უდანაშაულობაზე მითითება). ქალაქსა (თბილისი) და საწმიდარს (საქართველოს) დაანგრევს მომავალი (ანუ ჯერ კიდევ ღია ასპარეზზე არ გამოსული) მთავრის (შევარდნაძის) ხალხი (დეკემბერ-იანვრის შეიარაღებული ამბოხის უშუალო ჩამდენნი)“ (დან. 9,26).

ამდენად, განსახილველი დროითი ჯაჭვის პირველი პირობითი რგოლი: 1921 წლიდან, ვიდრე 1992 წლის დასაწყისამდე არსებულ მონაკვეთს აერთიანებს.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.


ანტიქრისტეს არსის მატარებელი პიროვნების საქმიანობის დროითი საზღვარი,

ანუ რგოლი მეორე: 1992-2003 წ.წ.

ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის, ჩვენს თვალწინ წარმართული, საქმიანობა, ბიბლიურ სცენართან მიმართებაში ასეთი სახისაა.

ზვიად გამსახურდიას ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, რუსული და ქართული კრიმინალური აზროვნების ძალების მიერ, 1992 წლის 2 იანვარს, ჩამოყალიბებული იქნა „სამხედრო საბჭო“ (იოსელიანი, კიტოვანი) და „დროებითი მთავრობა“ (სიგუა). მათი მოღალატეობრივი საქმიანობა, წმიდა წერილისეული შეფასებით, ანტიქრისტესთვის გზის მოსწორებას ემსახურებოდა. და მართლაც, 1992 წლის 2 იანვრიდან 66-ე დღეს, ანუ 7 მარტს, პოლიტიკურ სცენაზე ღიად გამოჩნდა, აქამდე ჩრდილში მყოფი ედ. შევარდნაძე.

პავლე მოციქული გვაუწყებს - „იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც თითქოს ჩვენგან (აქ - ბიბლიიდან) მოწერილი წერილის გამო, ვითომც უკვე მოიწია დღე ქრისტესი. ნურც ნურავინ ნურასგზით გაცდუნებთ თქვენ, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება (სსრკ-ს დაშლა, 1991-1992 წლების მოვლენები), და არ გაცხადდება ცოდვის კაცი, ძე წარწყმედისა (აქ - ანტიქრისტე-ედ. შევარდნაძე)“ (II თესალ. 2,2-3).

დანიელის წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ - „... თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა (საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია). ეს რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი (იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, შევარდნაძე) ამოვიდა... მისი (ზვიად გამსახურდიას) მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ (დეკემბერ-იანვრის მოვლენების ბიბლიური შეფასება), დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე (ედ. შევარდნაძე)...“ (დან. 8,21-23).

ედ. შევარდნაძე 1992 წ. 11 ოქტომბრის ე.წ. „არჩევნებით“, „საქართველოს სახელმწიფო მეთაური-პარლამენტის თავმჯდომარის“ სტატუსით აღიჭურვა, და შეუდგა საქმიანობას - „განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი საკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წარმატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს. გარდა ჭკუა-გონებისა და წარმატებისა, მზაკვრობაც მის ხელში იქნება. განდიდდება იგი და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს...“ (დამ. 8,24-25).

წმიდა წერილი იქვე იუწყება ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის საქმიანობის ზოგადი დროითი მიჯნის თაობაზეც. როგორც ვიცით, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის აქტიური მზადება ედ. შევარდნაძემ, თავისი გუნდის მიერ 2003 წლის 5 აპრილს, საარჩევნო ბლოკის - „ახალი საქართველოსთვის“ ჩამოყალიბებით დაიწყო. 2003 წლის 22-23 ნოემბერს მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ედ. შევადნაძემ ქვეყნის მართვა, თავისივე გამოზრდილი გუნდის ახალგაზრდულ ფრთას დაუთმო.

ბიბლიაში ვკითხულობთ - იგი (ედ. შევარდნაძე) მრავალთაგან განამტკიცებს აღთქმას (1992 . ოქტომბერიდან) ერთ შვიდეულში (1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999 ოქტომბერი),  შვიდეული სნახევარში შეცვლის მსხვერპლსა და ძღვენს (2000, 2001, 2002 და ნოემბერი, დეკემბერი; 2003 წლის: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი. 2003 წლის აპრილში ედ. შევარდნაძის მიერ დაარსდა საარჩევნო ბლოკი: ახალი საქართველოსთვის, რომელმაც 2003 წლის 22-23 ნოემბერს დაასრულა თავისი საქმენი-საგმირონი). სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი (ედ. შევარდნაძის საქმიანობის ბიბლიური შეფასება) ვიდრე (2003 წელს) განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს [დან. 9,27];

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ. სააკაშვილის „მეფობის“ დასასრულის დასაწყისი,

ანუ მესამე რგოლი: 2004-2012 წ.წ.

ბოლო ჟამის შემდეგი ჯაჭვის რგოლი, პირველის მსგავსად, ორი პირობითი მონაკვეთისაგან შედგება.

ზოგადად, წმიდა წერილისეული მინიშნების თანახმად, ცრუწინასწარმეტყველი - ანტიქრისტეს საქმეთა გამგრძელებელია, და მასთან დაკავშირებით ნაწინასწარმეტყველები მინიშნებების ერთგვარი თანაზიარია. კერძოდ:

- ცრუწინასწარმეტყველი (მ. სააკაშვილი), ანტიქრისტეს (ედ. შევარდნაძე) მსგავსად, ასევე დიდი არეულობისა და განდგომილების ფონზე მოდის (იხ. II  თესალ. 2.2-3);

- ისიც, თავიდან ე.წ. კოლექტიური მმართველია (ზ. ჟვანია და ნ. ბურჯანაძესთან ერთად); რომლებსაც, ანტიქრისტეს მსგავსად, გზიდან ჩამოიცილებს (2005 წ. თებერვალი - ზ. ჟვანის; 2008 წ. ივნისი - ნ. ბურჯანაძე), და ერთპიროვნულად გააგრძელებს, გატიალების სიბილწისეულ ჟამზე, ნაწინასწარმეტყველების აღსრულებას (იხ. 3 ეზრა 12,22-28);

- ანტიქრისტეს დროს დაწყებული ქვეყნის დაშლის პროცესი, ცრუწინასწარმეტყველის მმართველობისას იურიდიულად ფორმდება - „... რადგან დაქუცმაცდება მისი სამეფო, და ამას გარდა (აფხაზეთი და ცხინვალის ოლქი), სხვათა (აქ - რუსეთისა და მისი მარიონეტების) ხელში გადავა“ (დან. 11,4).

როგორც ცნობილია ბიბლიური „ჩრდილოეთის მეფის“ ვერაგობისა, და - „სამხრეთის მეფის“, ანუ ცრუწინასწარმეტყველი-მ. სააკაშვილის პირად ამბიციებზე აგებულ, უპრინციპო და გაუაზრებელ ქმედებათა გამო, - 2008 წ. 7/8-12 აგვისტოს სამაჩაბლოში მიმდინარე საომარი დაპირისპირების შედეგებიდან გამომდინარე, - 2008 წლის 25(26) აგვისტოს, რუსეთმა, საქართველოს ძირძველი მიწის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ცნო.

კოდირებული - „სხვათა ხელში გადავა“-ს საბოლოო დასრულება - 2008 წლის 25(26) აგვისტოს მოხდა - „გუშინ (აქ - 25/08-2008 წ.) რუსეთის დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას“ (გაზ. „ახალი თაობა“, 26/08-2008 წ., გვ.3); ხოლო 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დ. მედვედევმა ოფიციალურად დაადასტურა „დუმის“ გადაწყვეტილება.

საქართველოს პარლამენტმა - ქვეყნის საერთო იურიდიქციიდან ფაქტობრივად და იურიდიულად „ჩამოცილებული“ ეს ორი რეგიონი - რუსეთის მიერ ოკუპირებულად გამოაცხადა, რითაც საბოლოოდ „დაადასტურა“ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველების ასრულება - დაქუცმაცებული ქართული მიწის ნაწილი - „სხვათა ხელში“ გადავიდა.

ამდენად, ბიბლიური მინიშნებით, ცრუწინასწარმეტყველი-მ. სააკაშვილის ღია ერთპიროვნული მმართველობის დაწყება, ერთის მხრივ, და საქართველოს დაქუცმაცებული „სამეფოს“ ნაწილის სხვათა ხელში გადასვლა, მეორეს მხრივ, თანხვედრი პროცესია, რომელიც, მთლიანობაში, 2008 წლის ივნისის პირველი რიცხვებიდან იწყება (როდესაც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 7 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარედ, ნ. ბურჯანაძის მაგივრად, დ. ბაქრაძე აირჩიეს), და 2008 წლის აგვისტოს მიწურულს მთავრდება.

ანტიქრისტეს არსის მატარებელი პიროვნების (ედ. შევარდნაძე) მსგავსად, მისივე საქმეთა გამგრძელებელი ცრუწინასწარმეტყველის (მ. სააკაშვილის) საქმიანობის დასასრულის დასაწყისის ბიბლიური მინიშნება, სწორედ ზემოთგადმოცემული დროითი მინიშნებითაა გამოკვეთილი. კერძოდ, ბიბლიაში ვკითხულობთ:

„უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროებს, განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას (კოდია). ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო (ერთი წელი) - ორი დრო (ორი წელი) და ნახევარი დრო (ექვსი თვე). შემდეგ (ანუ 3,5 წლის დამთავრებიდან ათვლით) დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“ (დან. 7,25-26).

ბიბლიაში მითითებული 3,5 წლის ათვლა, ზემოთ უკვე მიღებული დროიდან, შემდეგ ორ მიჯნას გამოკვეთავს:

1. 2008 წ. 21 მაისი-7 ივნისიდან ათვლილი 3,5 წელი, ესაა 2011 წლის 21 ნოემბერი - 7 დეკემბერი, ანუ ყურადსაღებია, ერთის მხრივ - 2011 წლის 21 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე, ხოლო  მეორეს მხრივ - 2011 წლის 7 დეკემბრიდან ათვლილ დროში მომხდარი;

2. 2008 წ. 7/8-26 აგვისტოდან ათვლილი 3,5 წელი ესაა: 2012 წლის 7/8-26 თებერვლის დროითი მონაკვეთი.

ამდენად, ბოლო ჟამისეული კუთხით, ზემოთ მითითებული დროითი მჯნები გამოკვეთენ იმას, რასაც ცრუწინასწარმეტყველი-მ. სააკაშვილის მმართველობითი დროის დასასრულის დასაწყისი ჰქვია, ანუ ეს ყველაფერი - 2011 წლის 21 ნოემბრიდან, ვიდრე 26 თებერვლის „შემდგომ“ იწყება.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

ბიბლიისეული „სამსჯავრო“-ს დროითი ნიშნები

წინამდებარე თხრობა, მხოლოდ იმათთვის იქნება ადვილად აღსაქმელი, ვინაც დეტალურად იცნობს, ჩვენი გაზეთის 2011-2012 წლების ნომრებში გადმოცემულ მასალას

როგორც ვიცით, იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების (ბ. ივანიშვილის) გამოჩენიდან (2011 წლის 7 ოქტომბერი, 1-14 ნოემბერი), ერთის მხრივ და მეორეს მხრივ,  ბოლო ჟამში, იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნების (მ. გულუას) გამოკვეთის შემდგომად, ანუ 2011 წლის 24-25 ნოემბრიდან ათვლა დაიწყო, ბიბლიისეული - „... დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლეს“-თან (იერ. 23, 6) დაკავშირებულმა მოვლენებმა; რომელიც, წმიდა წერილში დაფიქსირებული - „განახლების დღესასწაულის“ რვადღიანი მონაკვეთის დასრულების შემდეგ - 2011 წ. 23 დეკემბერს, იუსტიციის სამინისტროში სახელდებაში შეტანილი ცვლილების რეგისტრაციით დასრულდა.

რუსთაველის მიერ ქაჯების დამარცხებაზე მითითებულისა, და „სამოთხისეული“ (ანუ 3 და 4) კოდირებული ნიშნების თანხვედრამ, ერთის მხრივ საძიებელი „სამსჯავროს“ დროითი მონაკვეთი გამიგვიყო, ესაა - საქართველოს პატრიარქის აღსაყდრების 34-ე წლისთავი - 2011 წლის 23-25 დეკემბერი;

მეორეს მხრივ კი, მიგვენიშნა ის, რასაც, ბიბლიურ „სამსჯავროსთან“ დაკავშირებული, სამოქმედო ასპარეზის დაწყების ადგილი, ანუ „რუსთაველის 34“ ჰქვია.

როგორც გაზეთის წინა ნომრებიდან ვიცით, აღნიშნულ მისამართზე ირანელი ბიზნესმენები საქმიანობდნენ. მსოფლიოში ირანთან მიმართებაში მიმდინარე პროცესებისა გამო (და არა მარტო ამიტომ), 2011 წლის 7 ნოემბრიდან, რუსთაველის 34-ში ფუძედადებული ორგანიზაციის, ამ ადგილზე საქმიანობის დასასრულისეული ნიშნებით - 2012 წლის 7/8-26 თებერვალი გამოიკვეთა.

ჩვენის აზრით, ბიბლიური „სამსჯავროს“ ეტაპის დაწყება, რაც თავის მხრივ, ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ. სააკაშვილის მმართველობითი დროის დასასრულის ათვლის წერტილია, სწორედ, ზემოთქმულით უკვე გამოკვეთილი 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერსა და 2012 წლის 26 თებერვლიდან უნდა იღებდეს სათავეს.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

 

საქართველოს პრეზიდენტს

მიხეილ სააკაშვილს!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

დავით ბაქრაძეს!

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ნიკოლოზ გილაურს!

საქართველოს იუსტიციის მინისტრს

ზურაბ ადეიშვილს!

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: 

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

მიმართვა

 

ვხელმძღვანელობთ რა ჩვენს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების სურვილით, წარმოგიდგენთსამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე- ღია წერილს - საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენადამკვიდრების თაობაზე.

იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი მხრიდან გამოჩენილი პოზიტიური პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საბოლოოდ გადაიჭრება, ქართული სახელმწიფოებრივი ისტორიის მიმდინარე ეტაპზე, ჩვენს წინაშე არსებული ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ სასურველია თუკი, აღნიშნულ საკითხზე თქვენს მიერ გამოთქმული თვალსაზრისის მოწოდება - 2012 წლის 10 მარტამდე მოხერხდება [წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ], რათა მიღებული პირველადი შედეგები ერთგვარად შეჯამდეს 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი შეიარაღებული ამბოხის გამო საქართველოდან იძულებით წასული ქვეყნის კანონიერი სახელისუფლო სტრუქტურის - დევნილობაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1992 წლის 13 მარტს, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში პირველი სესიის გამართვის ოცი წლისთავისადმი მიძღვნილ - 2012 წლის 15 მარტისთვის დაგეგმილ შეკრებაზე.

წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.

დანართი: 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე- ღია წერილი - საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების თაობაზე.

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი 

თბილისი, 2012 წლის 28 თებერვალი,

 ტელ.: 5 (91) 63-63-36