Print

გაზ. № 12(805)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის2012 წლის 3 მარტის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 წლის 3 მარტის სხდომას ესწრებოდნენ -მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილისმოხსენება:

 საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია მშვიდობის სახლის [“კავმშვისა”]-ს თაობაზე.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ლასკარის საორგანიზაციო მდივნის ეთერ ჩხეტიას ინფორმაცია ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრის“საქმიანობის შესახებ.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ლასკარის საორგანიზაციო მდივნის ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია 2012 წლის 8 მარტს დაგეგმილი პრესკონფერენციისათვის მზადების თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

სამართლიანობისაღდგენისკავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე“-

ლასკარის2012 წლის 3 მარტის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 . 3 მარტის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ(გელა) სალუაშვილის მოხსენება: საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია მშვიდობის სახლის [“კავმშვისა”]“-ს თაობაზე.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად: დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები-ს ნუსხით გათვალისწინებული, საპროგრამო პაკეტში შემავალი -  საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია მშვიდობის სახლი [“კავმშვისა”]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი


 

ბიბლიური „დაჯდება სამსჯავროს“

 

საწყისი ეტაპის მინიშნებანი

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ. 

საუბარს, გაზეთის წინა ნომერში გადმოცემულის გახსენებით დავიწყებთ - „...ისინი ხელში მიეცემიან მას ვიდრე არ გავა დრო (ერთი წელი) - ორი დრო (ორი წელი) და ნახევარი დრო (ექვსი თვე). შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“ (დან. 7,25-26). 

როგორც უკვე ვიცით, ბიბლიური 3,5 წლის ათვლა - 2012 წლის 26 თებერვლის მიჯნას გამოკვეთავს. სწორედ ეს თარიღი - 2012 წლის 26 თებერვალი, გახლავთ ბიბლიური „დაჯდება სამსჯავროს“ ეტაპის დაწყების წინარე დღე, ანუ - ქვედა მიჯნა. 

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

ჟამი კიდობნიდან გადმოსვლისა 

ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ „ლაზარეს ინსტიტუტის“ განთავსების ადგილი, ბიბლიური „ნოეს კიდობნის“ მისტერიული სახებაა. წმიდა წერილში ვკითხულობთ - „მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი შვილები და მათი ცოლები. ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი, და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, გამოიყვანე შენთან ერთად; მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად“ (დაბ. 8,14-17). 

2012 წლის „მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს“, ანუ 27 თებერვალს, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრი“, თავის ახალ მისამართზე, ჩვენი მკითხველისათვის კარგად ნაცნობ - რუსთაველის 34-ში გადავიდა. 

ქართული ანბანის მიხედვით 27-ე ასო-ნიშნის სახელდება - „შინ“, ერთგვარად ადგილსამყოფელზე მიგვანიშნებს. ჩვენის აზრით, 27 თებერვალს რუსთაველის 34-ში „...უფალია ჩვენი სიმართლეს“ სტრუქტურული ერთეულის ფუძის დადება, დიახაც რომ „შინ“ დაბრუნებაზე უნდა მიგვანიშნებდეს. 

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. 


ჟამი „გამოჩინებისა“ 

2012 წლის 27 თებერვალს რუსთაველის 34-ში საპრესკონფერენციოდ საჭირო ატრიბუტიკის გადატანასთან ერთად (ბანერი, ტრიბუნა, დროშები და სხვა), ლასკარში დაბრძანებული ხატების ნაწილის გადასვენებაც მოხდა. 

აღნიშნულ მისამართზე მყოფ „ირან-საქართველოს ურთიერთობის ცენტრს“ იურიდიულად აქ ყოფნის ვადა 2012 წლის 7 მარტამდე ჰქონდა. ამ ცენტრის სამივე ხელმძღვანელი პირის - ფარჰადის, მაჰმუდისა და რუსუდანის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ნება დაგვრთეს, რათა სააღდგომო მარხვისა და „ნოეს კიდობნიდან“ გადმოსვლის თანხვედრილ დღეს - 27 თებერვალს, ჯერ კიდევ მათ კუთვნილ ფართში ერთი ოთახი დაგვეკავებინა. 

საპრესკონფერენციო კუთხის მოწყობისა და ხატების ხსენებულ ოთახში დაბრძანების მეორე დღეს - 28 თებერვალს, რუსთაველის 34-ის კურთხევა, ქ. თბილისში პატარა გლდანში მდებარე ლომისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს დეკანოზ თადეოზს (გაბუნია) ვთხოვეთ. 

ოფისის კურთხევის დასრულების შემდეგ, მამა თადეოზმა ქადაგებისას გაგვიმხილა, რომ თურმე მას ამ დღეს  60 წელი უსრულდებოდა. 

როგორც მკითხველმა უკვე იცის 1996-1997 წლების გასაყარზე დაარსებულ საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელ „ლაზარეს ინსტიტუტს“, სამებაში ასაცხადებელი ათვლით, 15 წელი - 2011 წლის 15 დეკემბერს, 2012 წლის 4-7 იანვარსა და 8 თებერვალს შეუსრულდა. 

ქართული ანბანის მე-15 ასო-ნიშან იოტა“-ს რიცხვითი სიდიდე 60 გახლავთ. ჩვენის აზრით, 2012 წლის თებერვლის თვეში „ლასკარის“ 15 წლისა და ოფისის საკურთხებლად მობრძანებული მოძღვრის მამა თადეოზის 60 წელმა, მისტერიულად გამოკვეთა მე-16 ასო-ნიშან „ონი“-ს, ანუ ქარაგმით „უფალო“-ს (საბა, ტ. 1, გვ. 599) დაწყებისეული დროითი მიჯნა. 

მამა თადეოზის დაბადების დღის ლასკართან მიმართებითმა ასეთმა თანხვედრამ იმაზეც მიგვანიშნა, რომ - ძე კაცისას როლის მატარებელი „ლასკარის“ თავის „სამარხში“ გადასვენების დღე, იმავდროულად, რაღაც ახლის დაბადების ფარულ არსსაც მოიცავდა. 

მე-16 წელში გადასვლამ და „ონი“-ს, ანუ ქარაგმით „უფალო“-ს არსის გააზრებით, აშკარად მიგვენიშნა, რომ 2012 წლის 28 თებერვალი, ერთდროულად იყო „ძე კაცისას“ [ლასკარის] „სიკვდილისა“ და „დაბადების“ დღე. 

სახარებაში მინიშნებულის თანახმად ბაგაში დაბადებულ იესუს, აღმოსავლეთიდან მოსული სამი მოგვი მიეახლება (იხ. მათე 2,1-12). აღნიშნული, თავისებური კუთხით დაუკავშირდა რუსთაველის 34-ის ერთ ოთახში („ბაგაში“) ჩვენს განთავსებასა და იქ მყოფი - ფარჰადის, მაჰმუდისა და რუსუდანის მხრიდან გამოჩენილ საოცარ ყურადღებას. 

ქართული ანბანის მიხედვით 28-ე ასო-ნიშანი „ჩინ“-ი, სწორედაც რომ 28 თებერვალს აღსრულებული კურთხევით მინიშნებულ „გამოჩინების“ მისტერიულ არსზე უნდა გვანიშნებდეს. 

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

ორი შეხვედრის თაობაზე, ანუ ნაკიანი წელიწადი 

რუსთაველი, ავთანდილის ანდერძის გადმოცემისას, იმ წლის იგავურ მინიშნებასაც იძლევა, რომელ წელსაც - ქაჯეთის ციხის აღება ხდება: „ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა-ო (806,2), - ბრძანებს იგი. 

ნაკიანი 2012 წლის 29 თებერვალს, ლასკარის წევრებმა თავმჯდომარემ მიხეილ(გელა) სალუაშვილმა, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ჯიქიამ და საზოგადოებრივმა მდივანმა ჯემალ ჯიქიამ უმასპინძლეს მეუფე ქრისტეფორეს (წამალაიძე) და მამა ავთანდილს (გიორგობიანი). 

თითქმის ორსაათიანი საუბრის მანძილზე, სტუმრებს დეტალურად ავუხსენით ბოლო ჟამის მიმდინარე ეტაპის უმნიშვნელოვანესი მინიშნებანი. შეხვედრის ბოლოს მეუფე ქრისტეფორემ სრული მხარდაჭერა დაგვიფიქსირა, და თავისი მადლიანი ლოცვა-კურთხევით პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსულ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს გზასავალი დაულოცა. 

ნაკიანი წლის დამაფიქსირებელ თებერვლის 29-ე დღეს ლასკარის თავმჯდომარემ მიხეილ(გელა) სალუაშვილმა და ლასკარის თავმჯდომარის მოადგილემ, საერთაშორისო მდივანმა რევაზ კობიაშვილმა უმასპინძლეს - 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრს, განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარეს თეიმურაზ ქორიძეს. 

ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების მოკლედ გაცნობის შემდეგ, ბატონ თეიმურაზს დეტალურად გავაცანით საქართველოში 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების ჩვენეული მექანიზმი. 

ერთსაათიანი შეხვედრის დასასრულს, ორივე მხარე შევთანხმდით, რომ ურთიერთ თანამშრომლობის საფუძველზე, ჩვენ-ჩვენ წილს გავიღებდით - ქვეყანაში გამეფებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საქმეში. 

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

1 მარტი, ანუ „აღდგომის“ მისტერია 

28 თებერვლიდან, ანუ „უფლის“ საფლავად დადებიდან მე-3 დღეს, 2012 წლის 1 მარტს „... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პირველი პრესკონფერენცია, მისტერიულად - „აღდგომის“ არსის მატარებელი გახლდათ. 

სახარებისეული მინიშნების თანახმად მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი მხოლოდ მისი მოწაფეების გარკვეულმა ნაწილმა იხილა. რაღაც ამდაგვარი აღსრულდა გაზაფხულისა და ბიბლიური ახალი წლის დაწყების ამ დღესაც: წარმოდგენილი თემატიკის განხილვას, მეტ-ნაკლებად ზიარებული ჯგუფის გარდა, მიუხედავად წინასწარი გაფრთხილებისა, ჟურნალისტთა არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია. 

ბიბლია, ახალი წლის ათვლის სამივე მიჯნიდან მოყოლებული, ერთხმად გამოყოფს 1 მარტს, რომელიც იანვრიდან ათვლით მე-3, მარტიდან - პირველი და სექტემბრიდან - მეშვიდე თვეა (იხ. №4 საყვირ(ალ)ი, „ბოლო ჟამის ბიბლიური კალენდარი“, 2005 წ.). 

2012 წლის 1 მარტს, კარგად ნაცნობ წრეში შემდგარ საპრესკონფერენციო მოხსენების მისტერიულ არსზე, ბიბლია, სექტემბრიდან ათვლით აღებულ მე-7 თვის პირველში მომხდარის თაობაზე ასეთ მინიშნებას იძლევა - „ეზრა მღვდელმა (სექტემბრიდან ათვლით) მეშვიდე თვის პირველ დღეს (აქ - 1 მარტს) გამოიტანა რჯული (აქ - მოხსენება) კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა კაცებისაგან, ქალებისაგან (აქ - მინიშნება უნდა იყოს უშუალოდ ლასკარის წევრებზე) და ყველა იმათგან (აქ უკვე არალასკარის წევრებია ხაზგასმით გამოყოფილი) ვისაც გაგების უნარი შესწევდა“ (ნეემია 8,2). 

 

„წმიდა გიორგის სადროშო“, ანუ 2012 წლის 5 მარტი 

წინასწარი შეთანხმებისამებრ 5 მარტს ლასკარის თავმჯდომარემ მიხეილ (გელა) სალუაშვილმა და ლასკარის თავმჯდომარის მოადგილემ (თბილისის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ) ბეჟან შერგელაშვილმა უმასპინძლეს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის დიაკვანს ელიზბარს (დიაკონიძე) და 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატს, „წმიდა გიორგის სადროშოს“ თავმჯდომარეს  გია სუბელიანს. 

ბიბლიურ მინიშნებათა თაობაზე საუბრის პარალელურად განხილულ იქნა ნაყოფიერი ურთიერთ თანამშრომლობის საკითხები. დაისახა კონკრეტული საქმიანობისათვის საჭირო ქმედითი ნაბიჯები.

 

მეუფე იობის (აქიაშვილი) სტუმრობა 

2012 წლის 5 მარტს გაიმართა შეხვედრა ლასკარის წევრებსა და ლასკარში სტუმრად მობრძანებულ ურბნისისა და რუისის ეპისკოპოსთან მეუფე იობთან (აქიაშვილი). 

ერთ-ერთი უდიდესი მადლის მატარებელ მეუფე იობთან ყოველი შეხვედრა თავისთავადაა გამორჩეული. ასე გახლდათ ამჟამადაც. 

მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით გასამართი კონფერენციის თაობაზე საუბრის პარალელურად, მეუფე იობს გავაცანით ჩვენი უახლოესი სამოქმედო გეგმის ზოგადი კონტურები. 

გამომშვიდობების წინ მეუფემ დალოცა ჩვენი შეხვედრის ადგილი და ყოველ კეთილ საქმეში ღმერთის შეწევნა გვისურვა.

 

 ღია წერილი

დღევანდელი რეჟიმის მიერ დევნილ, და გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრისათვის იძულებით გადახვეწილ ჩემს დას - ნესტან ჩხეტიას და სიძეს - კონსტანტინე სალიას!

გამარჯობათ!

 


 

იმედია ყველანი კარგად ხართ. ღმერთს შევთხოვ ყველას მოგვცეს გამძლეობა, რომ ღირსეულად გამოვსულიყავით იმ მეტად რთული სიტუაციიდან, რაშიც აღმოვჩნდით საერთოდ, და არა მხოლოდ ამ მომენტისათვის.

 

სამწუხაროდ, ტელეფონით ვერ ვახერხებთ ჩვენს გარშემო მომხდარის მშვიდად გაანალიზებას...  (ვგულისხმობ როგორც ზოგად პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში, ასევე კონკრეტულ შემთხვევას).  ამიტომაც გადავწყვიტე წერილობითი ფორმით აგიხსნა ის, თუ რისი თქმა მსურდა.

 

მე კარგად მესმის, თუ რამდენად მოქმედებს ჩვენზე ის სიტუაცია, რამაც თქვენ საქართველოდან იძულებით გაცლა გაიძულათ. მაგრამ იმედს ვიტოვებ, ღმერთის შეწევნით, შევძლებთ ეშმაკის მიერ დაბურდული გზიდან თავის დაღწევას.

 

ბევრის წერით შენი თავის შეწყენას არ ვაპირებ, თუმცა იმას მაინც გეტყვი, რომ იმას, რაც ეხლა ხდება ჩვენს ოჯახში, ძალიან განვიცდი - ეს არის ძალიან ცუდი რამ, საშინელება თუ არა, რასაც უმოკლეს დროში, ღმერთის შეწევნით,  წერტილი უნდა დაესვას. უფრო გახსნილად უკეთესი დროისათვის გადავდებ, თუ ღმერთმა ინება რასაკვირველია.

 

ნებისმიერი პიროვნების ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როდესაც მან გადამწყვეტი არჩევანი უნდა გააკეთოს - ან მარჯვნივ, ან მარცხნივ. თავისთავად, თითოეული პიროვნებისთვის, თავისი დონის შესაფერისად, ორივე გზა სახიფათოა... ამათგან ერთ-ერთი არჩევანი, მიუხედავად ხიფათებისა, გამარჯვებით მთავრდება. ამ არჩევანში ღმერთი არ ერევა, არც ღმერთი გვაყენებს ასეთი არჩევანის წინაშე: თითოეული ჩვენგანი, ჩვენი სიტყვებისა და საქმეებიდან გამომდინარე, ვირჩევთ გზასაყარიდან მიმდინარე ჩვენთვის სასურველ გზას.

 

„რუსთაველის 34-თან დაკავშირებით ერთ-ერთ ნიშანს გავიმეორებ, რამეთუ ეს ნიშანი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი არჩევანთაგანია. ეს ეხება ნიკოდემოსის (ნიკოდემოსცას) ფენომენს.

 

ვინაიდან შენ სახარება არ გქონია მოვიყვან ციტატას:

 

_ „და მოვიდა ნიკოდემეც („ნიკოდემოსცა“), რომელიც წინათ ღამით მივიდა იესოსთან, და მოიტანა მურისა და ალოეს ნაზავი, ასიოდ ლიტრა [იოანე 19,39].

 

აქ ყურადსაღებია მინიშნება - ასიოდ ლიტრა, და აი როგორ:

 

სახარებისეული სიბრძნის ერთ-ერთი გამხსნელია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი ქართული“, და ის ამბობს:

 

ლიტრა (19.39 იოანე) [ლიტრა ბევრგან არის ნახსენები ბიბლიაში, მაგრამ სულხან-საბა ხაზს უსვამს სწორედ იოანე 19.39-ზე - დაუკვირდი კარგად]... 4 გრამა ერთი დრაჰკანია ... 72 დრაჰკანი ერთი ლიტრაა... (საბა, . I, გვ. 417).

 

აღნიშნულში, რიცხობრივი ნიშანია შეფარული. კერძოდ: დრაჰკანი = 4 გრ.;  72 დრაჰკანი = 4 X 72 = 288 გრ.;  100 ლიტრა = 100 X 288 = 28 800 გრ. [დაწვრილებით შეგიძლია ნახო ჩვენი გაზეთის №15(792), გვ.6-7].

 

 გამოდის, რომ  100 ლიტრა თურმე - 7200 დრაკანია, ანუ 28 800 გრამია.

 

დაუკვირდი - ბინის ქირას: თვეში 2400 დოლარს, თუ მთელ წელზე გადავიანგარიშებთ, მივიღებთ 2400 X 12 = 28 800, ანუ სწორედ იმდენს რამდენსაც უდრის ზემოთ ნახსენები, სახარებისეული - „ასიოდ ლიტრა“. [აქ დოლარი არაფერ შუაში არ არის, აქ ციფრია მთავარი, თუმცა გრამი მნიშვნელოვანი კოდია. ეს სხვა თემაა].

 

ბინა რომ 2400 დოლარისაგან განსხვავებული ოდენობით  გაქირავებულიყო, ამ ციფრს (ანუ ერთი წლის სავარაუდო საფასურს - 28 800) ვერ მივიღებდით, თუმცა რუსთაველის 34-ის მისტერიულ მნიშვნელობას ამით თითქოსდა არაფერი დააკლდებოდა, ეს ჩვენთვისაა მინიშნება, სწორად რომ გავიაზროთ.

 

სახელში:  ნიკოდემე („ნიკოდემოსცა“),  აშკარად სახელებია ჩადებული: „ნი-კო-დ-ე-მოსცა“, რომელიც ასე უნდა იშიფრებოდეს:  „ნ[ესტან]-კო[ნსტანტინე]-[ა]-[თერი]-მოსცა“. მთლიანობაში, გვენიშნება, რომ - [ესტან]“ და კო[ნსტანტინე]“, თავის „[ა]-[თერი]“-ს რაღაცას თავის ნებით აძლევენ - მოსცა“.

 

 ასე, რომ:  ნინ[ესტან]ი და კო - კო[ნსტანტინე], ეს გამარჯვების გზაა, იცოდეთ !

 

ეხლა კი არჩევანის, ანუ იმ მეორე მხარის შესახებ, რომელმაც ასე ამამაღლებინა ხმა და გიყვირეთ ორივეს: ეს ნიშანი უკვე - ველთან არის დაკავშირებული, რომელსაც ასევე ორი მხარე აქვს: დადებითი და უარყოფითი. ბოდიშს ვიხდი თქვენს წინაშე, მაგრამ ვხედავ ეშმაკი ცდილობს უარყოფითი გზისკენ გიბიძგოT ორივეს და ის ჩემი აყვირება განწირულის ყვირილად მიიღეთ.

 

თავისთავად - „ველი“, კერძოდ რუსთა-ველი“ და „ველი“, საბრძოლველი ადგილია. ამათგან პირველი: „რუსთა-ველი“, კოდით - „რუსთა“, სავარაუდო ბრძოლის დროს [რუსეთთან დაპირისპირებაზე] გვანიშნებს; მეორეს მხრივ „ველი“ ბოროტისა და კეთილის დაპირისპირების ადგილსაც გამოყოფს.

 

 მომყავს ციტატა ბიბლიიდან და თავად იფიქრეთ და გაანალიზეთ ყველაფერი, ბრმა და ყრუ არავინ არ არის -  უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა (8)...  უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომბღავის (10). ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან (11). დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შიქმნები ამ ქვეყანაზე (12)“ (დაბადება 4.8; 10-12).

 

მიხვდები ალბათ კაენში- [„კ-ა-ე-ნი] ზის სახელების კოდები:

 

[ონსტანტინე]-[დ]-[თერი]-[ესტან]], ანუ აქაც ჩანს: 1. „კ[ონსტანტინე]“; 2. „ნ[ესტან]ი“ და 3. „[დ[ა ე[თერი]“.

 

ამდენად, წინ გვიდევს ორი გზა: ერთი ნიკოდემოსის, ანუ ძველქართულით - „ნიკოდემოსცა“-სი; და მეორე - კაენის. ღმერთმა დაგიფაროთ ამ უკანასკნელის არჩევანისაგან. ჩემი საქმე ყოველთვის ჩუმი ლოცვა იყო. მიუხედავად თქვენი ქილიკისა, მე მაინც ჩუმად ვლოცულობდი (და ვილოცებ)  თქვენთვის.

 

გული მიკვდება და ვშიშობ, რომ გიორგის მდგომარეობა: სულიერი თუ ფსიქოლოგიური, ირგვლივ მყოფებისაგან მასზედ თავსმოხვეული ახირებისა და ზღვარგადასული ამბიციების შედეგი არ იყოს, რაზეც ყველა აგებს პასუხს - მისი, და - ღმერთის წინაშე.

 

ისედაც გაღიზიანებული, კიდევ უფრო რომ არ გაღიზიანებულიყავი, ამიტომ გთხოვდი [თითქოს] ჩემთვის [ანუ „ლაზარეს ინსტიტუტისათვის“ და პარტიისათვის] დროებით დაგეთმო ის ბინა - სანამ გაქირავდებოდა, თორემ, მეორეს მხრივ,  გიორგისა და შენი სულის გადარჩენისთვის, შენი ოჯახის გადარჩენისათვის გთხოვდი უპირველესად. მე ახლაც ძალაში ვტოვებ ჩემს თხოვნას: ისევ შენი, და შენი ოჯახის გადარჩენისათვის; თუმცა, ჩემის მხრიდან, ვითვალისწინებ რა შენს სურვილს, საკითხს უკვე სხვა კუთხით ვაყენებ [იმედია სწორ არჩევანს გააკეთებ!], კერძოდ:

 

მე, აღარ გთხოვ ნებართვას, რომ რუსთაველის 34-ში „ლაზარეს ინსტიტუტი“ და ჩვენი პარტია განთავსდეს. საერთო გადაწყვეტილებით ეს ორივე ერთეული თავის ადგილზევე დარჩება.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წინასაარჩევნო დროის მანძილზე სამოქმედოდ ჩამოყალიბდა არაიურიდიული სტრუქტურული ქვედანაყოფი ლასკარის: „საკოორდინაციო ცენტრი“, რომლის კურატორიც მე ვარ (შეგიძლია ნახო  ჩვენს ელექტრონულ გვერდზე). ამ ცენტრის მიზანია -  წინასაარჩევნო და საარჩევნო მონაკვეთში დროულად მოხდეს საჭირო ინფორმაციის - შეგროვება, დამუშავება და გავრცელება.

 

ორივე ცოლ-ქმარს უმორჩილესად გთხოვთ - მომეცით ნება, რომ რუსთაველის 34-ში დროებით, ანუ არჩევნების ჩატარებამდე, განთავსდეს ჩემი ხელმძღვანელობით მოქმედი „საკოორდინაციო ცენტრი“, რომელშიც კვირაში ერთხელ გაიმართება პრესკონფერენცია.

 

იმედს ვიტოვებ, რომ, ღმერთის შეწევნით, როგორმე დავამარცხებთ ეშმაკს და სწორ არჩევანს გავაკეთებთ ყველანი. 

 

უფლისმიერი სიყვარულით გემშვიდობებით. ღმერთს შევთხოვ მშვიდობამ დაისადგუროს  თქვენს სულებში.

 

ეთერი

 

4 მარტი, 2012 წელი

 

P.S.

 

მიმდინარე დრო-ჟამის ნიშნებთან დაკავშირებული მასალები შეგიძლია იხილო ჩვენი გაზეთის ბოლო ნომერში 11 (804).

 

თუ სურვილი გაგიჩნდეს პასუხის მოწერისა, მომწერე ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე; ან დამირეკე.