Print

გაზ. № 13 (806)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის2012 წლის 10 მარტის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 10მარტის სხდომას ესწრებოდნენ -მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილისმოხსენება:

„მემორანდუმი - საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპების თაობაზე“.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული:

1. ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ(გელა) სალუაშვილის ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოში, ქორეპისკოპოსთან მეუფე იაკობთან გამართული შეხვედრის თაობაზე;   

2. ლასკარის საორგანიზაციო მდივნის ეთერ ჩხეტიას ინფორმაცია ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრის“საქმიანობის შესახებ;

3. საორგანიზაციო მდივნის ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია 2012 წლის 15 მარტს დაგეგმილი პრესკონფერენციისათვის მზადების თაობაზე;

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

სამართლიანობისაღდგენისკავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე“-

ლასკარის2012 წლის 10მარტის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 . 10 მარტის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ(გელა) სალუაშვილის მოხსენება: „მემორანდუმი - საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპების თაობაზე“.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად: დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები-ს ნუსხით გათვალისწინებული, საპროგრამო პაკეტში შემავალი „მემორანდუმი - საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპების თაობაზე“.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი 

 

 8 მარტი, ანუ - უფლის სახლის კარიბჭესთან

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

რუსეთის იმპერიამ მე-19 საუკუნის დასაწყისში არა მარტო ქართული სახელმწიფოებრიობა გააუქმა, და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სამეფოები თავის დიდ იმპერიაში შემავალ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად გამოაცხადა, არამედ ქართული სულიერების უმნიშვნელოვანეს თვითმყოფად ფასეულობასაც შეუტია, და მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული ავტოკეფალიის მქონებელი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია თავის ერთ-ერთ საეგზარქოსოდ გადააქცია.

ღვთის შეწევნით, დიდ ქართველ საეკლესიო მამულიშვილთა ძალისხმევამ 1917 წლის 12 მარტს, უდიდესი თვითორგანიზების ხარჯზე, შედეგი გამოიღო და იგი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში განივთდა.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოო დადასტურება 1990 წლის 4 მარტს მოხდა. ამ დღეს - კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს გადასცა:

- საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი; და

- საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტულის ცნობისა და ბოძების საპატრიარქო და სინოდური განჩინება.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის გადაწყვეტილების შესაბამისად 2012 წლის 8 მარტს, ზემოთაღნიშნული თარიღებიდან ათვლით 95-ე და 22-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ პრესკონფერენციაზე, ლასკარის თავმჯდომარის - მიხეილ(გელა) სალუაშვილის მიერ წაკითხული იქნა მოხსენება - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის“.

აღნიშნული თემატიკის შემცველი მასალის სრული პაკეტი, 2012 წლის 20 იანვრიდან მოყოლებული, დაეგზავნათ:

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას, „ფაზისის“ აკადემიას, აკადემია „ქალდეას“, „ქართულ აკადემიას“, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტს, საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას „განახლებული საქართველოსთვის“, პარტიას „მრეწველები“, „წინააღმდეგობის მოძრაობას“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, კავკასიის ჰელსინკის კავშირს, „თავისუფალი აზრის სახლს“, „ქართული ოცნება“-ს ლიდერს, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს, საგვარეულო კავშირს „ბერიძეები“, „ხაჭაპურიძე და იურიდიულ კომპანიას“...

აღნიშნული მასალა (შეძლებისდაგვარად) დაეგზავნათ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებსა და საზღვარგარეთ არსებულ ქართულ სამრევლოებს.

წარმოდგენილი მოხსენების მოსმენის შემდეგ, კითხვა-პასუხის ფორმატში მონაწილეობა მიიღეს - ვაჟა მანგოშვილმა, საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან პაატა ჯიბლაძემ, გაზეთ „ალია“-დან დიტო ჩუბინიძემ, გაზ. „საერთო გაზეთი“-დან ირანდა კალანდაძემ, მამა ელიზბარმა (დიაკონიძე), გელა ჯიღაურმა, ჯემალ ჯიქიამ...

შეხვედრის დასასრულს ნათლად გამოიკვეთა ერთსულოვანი აზრი, როგორც განხილული საკითხის დროულობის, ასევე თითოეული მათგანის მხრიდან თავისი წილის გაღების თაობაზე, იმ - ერისათვის საჭირო მნიშვნელოვან საკითხში, რასაც - საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ჰქვია.

როგორც ვიცით, ლასკარის საერთო გადაწყვეტილებით, ყოველი კვირის ხუთშაბათი საპრესკონფერენციო დღედაა განსაზღვრული. ბიბლიური ახალი წლის ათვლით, პირველი, ანუ მარტის თვის 8 რიცხვზე, წმიდა წერილში, ასეთი მუნიშნებაა მოცემული - „პირველი თვის პირველ დღეს (აქ - 1 მარტი) დაიწყეს განწმენდა (ამ დღეს ჩატარებული პირველი პრესკონფერენცია). თვის მერვე დღეს (აქ - 8 მარტს) კი უფლის კარიბჭეს მიადგნენ...“(II ნეშტთა 29,17).

ჩვენის აზრით, კოდირებული - „უფლის კარიბჭეს მიადგნენ“, ერთის მხრივ, 2012 წლის 8 მარტის საპრესკონფერენციო თემაზე - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხზე“ უნდა მიგვანიშნებდეს.

1 და 8 მარტს შორის დროის მანძილზე მიმდინარე პროცესების ბიბლიური ანარეკლი, უკვე ქართული საეკლესიო ახალი წლის სექტებმრიდან ათვლით მე-7 (მარტის) თვეში მოსახდენ-მომხდარზე მიგვანიშნებს - „ეზრა მღვდელმა მეშვიდე თვის პირველ დღეს (აქ - 1 მარტი) გამოიტანა რჯული კრებულის წინაშე (1 მარტის პრესკონფერენცია)... ყოველდღე კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნებს, პირველიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდ დღეს იზეიმეს და მერვე დღეს (აქ - 8 მარტს) საზეიმო თავყრილობა (პრესკონფერენცია) ჰქონდათ წესისამებრ (ყოველი ხუთშაბათის საპრესკონფერენციო დღედ დადგინება)“ (ნეემია 8,2; 18).

  ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

6 და 9 მარტი, ანუ ორი შეხვედრა მეუფე იაკობთან (იაკობიშვილი)

2011 წლის23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებისათვის აქტიური ქმედების  დაწყებამდე კურთხევის აღების მიზნით მისულებს - ლასკარის თავმჯდომარეს მიხეილ(გელა) სალუაშვილსა და ლასკარის თავმჯდომარის მოადგილეს-საერთაშორისო მდივანს რევაზ კობიაშვილს, გვქონდა ბედნიერება შევხვედროდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

მის უწმიდესობას მოკლედ გავაცანით ჩვენი თვალსაზრისი, აქტიურ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის იმ ერთ-ერთი მიზეზის თაობაზე, რასაც „3 და 4“-ის ერთობა ჰქვია. კერძოდ:

- სამოთხიდან გამოძევებული ადამის მოდგმა, განკითხვისეული ეტაპის გავლის შემდეგ, კვლავ სამოთხეში დაბრუნების იმედით ელოდება უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადების უმნიშვნელოვანესი ჟამის დადგომას.

ქართული ცნობიერებიდან გამომდინარე „სამოთხე“, კოდირებული მინიშნებით 3 (სამისა) და 4 (ითხის), ანუ 34-ის არსის მატარებელია;

- ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენს თვალწინ მიმდინარე ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების გვერდით, უმნიშვნელოვანესი დროითი მიჯნის მოახლოების (დაწყების) ნიშნად გვესახება 2011 წლის 23 დეკემბერი; დღე, როდესაც, მის უწმიდესობას კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის 34 წელი შეუსრულდა.

შეხვედრისას, ამ საკითხის მოკლედ გაშუქების შემდგომად, მის უწმიდესობას ჩვენი იმ ინიციატივის თაობაზე ვესაუბრეთ, რასაც - საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ჰქვია.

კათოლიკოს-პატრიარქისაგან მომდინარე კურთხევა: „დაწერეთ ყოველივე ეს ქაღალდზე და გაავრცელეთ“-ო, ჩვენი შემდგომი საქმიანობის ერთგვარ გზამკვლევად იქცა.

პატრიარქთან გამართული შეხვედრის სულისკვეთებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდსა და  თავმჯდომარეს, მის უწმიდესობას, 2012 წლის 20 იანვარს, წარვუდგინეთ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2011 წ. 31 დეკემბრისა და 2012 წლის 7 იანვრის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დამტკიცებული - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული „საქართველოს კონსტიტუციაში“ შესატანი ცვლილებები“-ს ამსახველი სრული პაკეტი (ჩაბარების №10-8-1/10, 20.01.2012 წ.).

მოგვიანებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანცელარიის უფროსის იოანე გოგუას პირით გვეუწყა, რომ აღნიშნული საკითხი, მის უწმიდესობას გასაცნობად გადაუცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსის მეუფე იაკობისათვის (იაკობიშვილი).

წინასწარი შეთანხმების შემდეგ 2012 წლის 6 მარტს, დილის 11 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოში, მეუფე იაკობს ვესტუმრეთ - ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ(გელა) სალუაშვილი, ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე-საერთაშორისო მდივანი რევაზ კობიაშვილი და  ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია.

ჩვენს მიერ ინიცირებული საკითხის თაობაზე ზოგადი საუბრის შემდეგ, მეუფე იაკობს ვესაუბრეთ, ჩვენს მიერ - 2012 წ. 8 მარტს დაგეგმილი იმ (პრეს)კონფერენციის თაობაზე, რომელიც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 1917 წ. 12 მარტს გამოცხადებული ავტოკეფალიის აღდგენის 95-ე წლისთავს მიეძღვნებოდა.

ერთობლივი გადაწყვეტილებით, მომდევნო შეხვედრის თარიღად 9 მარტი განისაზღვრა.

2012 წ. 9 მარტს, დილის 10 სთ-ზე მეუფე იაკობმა, იმავე შემადგენლობით სტუმრად მისულებს, გაგვაცნო, ჩვენს მიერ ინიცირებული საკითხისადმი თავისი დადებითი დამოკიდებულება, და მასთან დაკავშირებული თემატიკის, დროსთან მიმართებაში გადაჭრის გზები.

მეუფე იაკობს გადავეცით ჩვენი მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ - 1811-1815 წ.წ. რუსეთის იმპერიის მხიდან ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის იძულების გზით გაუქმების შემდგომად, საქართველოს დედა ეკლესიის მიერ - 1917 წლის 12 მარტს გამოცხადებული ავტოკეფალიის აღდგენის 95-ე წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებაში.

მარტის 6 და 9 რიცხვებში გამართული ორი შეხვედრის დასასრულს მეუფეს, მესამე ეზრას 6,9-ში დაფიქსირებული ღვთის სიტყვის იმ მისტერიული მინიშნების თაობაზე ვესაუბრეთ, რომელიც გვაუწყებს - „... ამ წუთისოფლის ბოლოა ესავი, ხოლო იაკობი - მომდევნოს დასაბამი“ (III ეზრა 6,9).

მეუფე იაკობისაგან კურთხევის მიღების შემდგომად, მომდევნო კვირაში შეხვედრის თაობაზე შევთანხმდით.

 ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

11 მარტის შეხვედრა მამა ბესარიონთან

2012 წლის 11 მარტს წინასწარი  შეთანხმებისამებრ გაიმართა შეხვედრა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე  მიხეილ (გელა) სალუაშვილსა და ნაძალადევის რაიონში, მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე - „წმიდა ნიკოლოზის სახელობის“ ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ მამა ბესარიონს (ბულაშვილი) შორის.

შეხვედრის ერთი საათის მანძილზე მამა ბესარიონს შედარებით დეტალურად წარედგინა ლასკარის მიერ მომზადებული კრებულის - „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის“ ძირითადი ასპექტები.

მამა ბესარიონის მხრიდან გაჟღერებულმა რამოდენიმე უაღრესად საინტერესო მოსაზრებამ, ბიუჯეტიდან გამოსაყოფი 10%-ის ხარჯვის ცალკეულ დეტალებთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა წარმოჩენილი საკითხის აქტუალობა.

დამშვიდობებისას მამა ბესარიონმა ყველა კეთილ საქმეში ღმერთის შეწევნა გვისურვა.

 

12 მარტის შეხვედრა

წმიდ გიორგის სადროშო-ს წევრებთან

2012 წლის 12 მარტს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის წევრები - თავმჯდომარე მიხეილ(გელა) სალუაშვილი, ლასკარის თავმჯდომარის მოდგილე, რეგიონალური მდივანი მევლუდ მამადაშვილი და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ჯიქია შეხვდნენ ყოვლადწმიდა სამების დიაკვანს მამა ელიზბარს (დიაკონიძე), წმიდა გიორგის სადროშო”-ს თავმჯდომარეს, 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის დეპუტატს გიორგი სუბელიანსა და სადროშოს სხვა წევრებს.

საუბარი შეეხო საქართველოში არსებული რეჟიმის შესაცვლელად საჭირო მოქმედებათა მეთოდებს, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ ნიშნებსა და სხვადასხვა პიროვნებათა მიერ სატვირთი ჯვრის მნიშვნელობას.

დაისახა პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლის გზაზე გადასადგმელი ერთობლივი ნაბიჯების გზები. 

 

12მარტის სატელეფონო საუბარი ქ-ნ ნესტან ჩხეტიასთან

„დავიძარით მდინარე აჰავადან (კოდია)

პირველი თვის მეთორმეტე დღეს იერუსალიმში წასასვლელად და

ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე. გ

ვიცავდა მტრის ხელისაგან და

გზაში ჩასაფრებული მზირებისაგან“

(I ეზრა 8,31)

2012 წლის 12 მარტს, საქართველოში არსებული რეჟიმისაგან დევნილი და გერმანიაში იძულებით გადახვეწილი ღირსეული მამულიშვილის კონსტანტინე სალიას მეუღლის ქალბატონ ნესტან ჩხეტიას ინიციატივით, მასსა და „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ(გელა) სალუაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„რუსთაველის 34“-ის არსის თაობაზე მსჯელობის პარალელურად, ქალბატონ ნესტანს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა ბოლო ჟამის იმ მონაკვეთის თაობაზე, რომელიც 2011-2012 წლების გასაყარიდან იღებს სათავეს, და ზოგადად - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს თემატიკას მოიცავს.

ბიბლიური ათვლით ახალი წლის პირველი, ანუ მარტის თვის მეთორმეტე დღეს გამართული ორმოცწუთიანი საუბრის დასასრულს, ჩვენის მხრიდან, გამოითქვა სურვილი ღმერთის ნებით დაწყებული ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე.

 

13 მარტის შეხვედრა

ნუგზარ მოლოდინაშვილთან

„შეიყარნენ მეფის მწერლები

პირველი თვის მეცამეტე დღეს და

ყველაფერი ისე დაიწერა

როგორც ჰამასმა უბრძანა“ (ესთერი 3,12).

2012 წლის 13 მარტს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ(გელა) სალუაშვილი შეხვდა 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრს ნუგზარ მოლოდინაშვილს.

ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების გაცნობის ფონზე საუბარი შეეხო საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპებს.

ბიბლიური ათვლით ახალი წლის პირველი, ანუ მარტის თვის მეცამეტე დღეს გამართული ერთსაათიანი შეხვედრის დასასრულს, გამოითქვა ორმხრივი სურვილი, ამ მიმართულებით, ინტენსიური ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე.

 

ITEtv” . ge ანუ 14 მარტის მისტერია

1991-1992 წლების მოვლენების გამო საქართველოდან იძულებით გადახვეწილი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ, დევნილობაში გამართული პირველი სესია - 1992 წლის 13-14 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქში, ქ.გროზნოში გამართა. სესიაზე შეკრებილმა დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს დოკუმენტთა ის პაკეტი, რომელიც, სამხედრო გზით მოსული კრიმინალების მიერ, ხელისუფლების უზურპაციის მამხილებელი დატვირთვის გახლდათ.

ამ მოვლენიდან 20 წლის თავზე, სახელდებაში ცვლილების დაფიქსირების შემდგომი პირველი საეთერო გასვლა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ეგიდით სწორედ 2012 წლის 14 მარტს, 18.00 სთ-ზე განხორციელდა.

ინტერნეთ ტელევიზია - „ITEtv”.ge-ს ეთერში, 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკი უზენაესი საბჭოს დეპუტატის, „წმიდა გიორგის სადროშოს“ თავმჯდომარის საავტორო გადაცემაში „ჯვართმტვირთველი“, მონაწილეობა მიიღო ლასკარის თავმჯდომარემ მიხეილ(გელა) სალუაშვილმა.

ორმოცი წუთის მანძილზე ტელემაყურებელს წარედგინა „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ მომზადებული მემორანდუმი „საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპების თაობაზე“.

„...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პირველი საეთერო გასვლის თარიღი, ბიბლიური ახალი წლის (მარტის) ათვლით აღებული პირველი თვის მეთოთხმეტე დღე, ერთ-ერთი გამორჩეულია წმიდა წერილებში. კერძოდ, ბიბლიაში ვკითხულობთ - „პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე ღეს საღამოხანს უფლის პასექია: (ლევ. 23,5) [იხ. აგრეთვე რიცხ. 9,1-5; 28,16; იესო 5,10; II ნეშტთა 35,1; I ეზრა 1,1; 6,19;  II ეზრა 7,10; გამ. 12,5-6; 12,18; ეზეკ 45,21; რიცხ. 28,16-17 და სხვა].

მისტერიულად, 2012 წლის 14 მარტი - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ერთგვარი აღდგომის დღედაც შეგვიძლია მოვიაზროთ. ქართული ანბანის ასო-ნიშანთა რიგითი ნომრების მიხედვით სიტყვა „ა[1 ]+ ღ[25] + დ[4] + გ{3} + ო[16] + მ[13] + ა[1]“ = 63-ს. სწორედ ასევე, ხსენებული ტელევიზიის სახელდება: „I[10] + T[21] + E[5] + t[21] + v[6]” = 63-ს.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი,  დაილოცოს შენი ძალა და სამართალი სახელი და დიდება, უკუნითი უკუნისამდე. ამენ!