Print

გაზ. № 14(807)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის2012 წლის 17 მარტის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 17 მარტის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების ზოგადი პრინციპები“.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული:

1. ლასკარის საორგანიზაციო მდივნის ეთერ ჩხეტიას ინფორმაცია ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრის“  რუსთაველის 34-ში ფუნქციონირების შესახებ;

2. ლასკარის საორგანიზაციო მდივნის ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია საპატრიარქოს ქორეპისკოპოსთან მეუფე იაკობთან მომავალი შეხვედრის ორგანიზების თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის 2012 წლის 17 მარტის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 . 17 მარტის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ(გელა) სალუაშვილის მოხსენება: - „აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების ზოგადი პრინციპები“.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად: დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები-ს ნუსხით გათვალისწინებული, საპროგრამო პაკეტში შემავალი „აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების ზოგადი პრინციპები“.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი 

 

ბოლო ჟამის მისტერიათა ნიუანსები

წარმოდგენილი მასალა, მთლიანი თემის მეორე ნაწილად გვქონდა მოაზრებული. თუმცა, მიზეზთა გამო, გადავწყვიტეთ, პირველი ნაწილის გაცნობამდე, ჯერ იგი გაგვეცნო მკითხველებისათვის.

 

„უფლის სახლთან“ დაკავშირებული მინიშნებანი

2011 წლის 23 დეკემბერს სახელდებაში ცვლილების დარეგისტრირების შემდგომად - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, სრული დასახელების გარდა, მოკლედ - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-დაც მოვიხსენიებთ. უფრო მეტიც, ელექტრონული გვერდის დასახელების ოპტიმალური სპეციფიკის (ადვილად დამახსოვრება) მისაღწევად, ჩვენი გაერთიანება - „უფალი.გე“-ს სახელითაა დარეგისტრირებული.

ამდენად, იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების (ბ. ივანიშვილი) გამოჩენის შემდგომად, აქტიურ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული ძე კაცისას არსის მატარებელი ჩვენი გაერთიანების სახელდება ერთი სიტყვით - „უფალი.გე“-თი განისაზღვრა.

შესაბამისად, „უფალი“-ს დასავანებელი ადგილი - რუსთაველის 34, მისტერიული ფორმით - „უფლის სახლის“ არსობრივი დატვირთვის ბუნებრივი მატარებელი შეიქმნა.

ამ მცირე შესავლის შემდეგ, მოდით ერთად გადავხედოთ ბიბლიაში - „უფლის სახლთან“ მიმართებაში დაცულ იმ მინიშნებებს, რომლებიც წმიდა წერილის III მეფ. 6,1-8,10 და II ნეშტთა 3,1-8,2 ნაწილშია წარმოდგენილი.

 

დროითი ნიშანი - 20 წელი

დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ - სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - 1992 წლის 10 იანვარს დაფუძნდა, მისი წესდება 11 თებერვალს გამოქვეყნდა (იხ. გაზ. „თბილისი“), ხოლო იუსტიციის სამინისტროს მიერ 1992 წლის 2 აპრილს დარეგისტრირდა.

ამ კუთხით, 2012 წელი ჩვენი გაერთიანებისათვის საიუბილეო მე-20 წელია. „...უფალია ჩვენი სიმართლე“-სთან დაკავშირებული მოვლენების სწორედ ამ დროში განვითარებაზე უნდა მიგვანიშნებდეს ბიბლია, სოლომონის მიერ „უფლის სახლის აშენებასთან“ დაკავშირებული ამბის თხრობაში _ „ოცი წლის თავზე (1992-2012 წ.წ.) დაასრულა სოლომონმა უფლის სახლს და თავისი სახლის შენება“ (II ნეშტთა 8,1; იხ. III მეფ. 9,10).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. 


დროითი ნიშნი - მეოთხე წელი

გაზეთის წინა ნომრებიდან ვიცით, რომ ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელ მ. სააკაშვილთან მიმართებაში დაფიქსირებული 3,5 წელი, თავის ათვლას - 2008 წლის აპრილ (ქვედა მიჯნა) - აგვისტოდან (ზედა მიჯნა) იღებს სათავეს, საიდანაც აღებული 3,5 წლის ზედა დროითი ზღვარი 2012 წლის 25/26 თებერვალზე მოდის. ამდენად, მიმდინარე - 2012 წ. მეოთხე წლის მისტერიული არსის მატარებელია.

აღნიშნულის მიმანიშნებელი ბიბლიური ტექსტი იუწყება - „... სოლომონის (კოდია) მეფობის მეოთხე (აქ - 2012) წელს, ზივის თვეში, ანუ მეორე (აქ - თებერვლის) თვეში (2012 წლის 26 თებერვლის შემდეგ) შეუდგა იგი (კოდია) უფლის სახლის შენებას“ (III მეფ. 6,1).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

„34“-ისა და (20)12-ის არსობრივი კავშირი

როგორც ითქვა „სამოთხისეული“ ცნების „3“-ი და „4“-ი, ანუ „34“-ი, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ილია II-ის აღსაყდრების დღიდან, ანუ 1977 წლის 23 დეკემბრიდან ათვლით აღებული 34-ე წლის დამაფიქსირებელი - 2011 წლის 23 დეკემბერი, ჩვენი კავშირის სახელდებაში ცვლილების დარეგისტრირების დღეა. მოგეხსენებათ ისიც, რომ „უფლის სახლთან“ მიმართებაში განვითარებული მოვლენები, სწორედ 2011 წლის 23 დეკემბრიდან ათვლით აღებულ დროში  დაიწყო.

ქართული ანბანის 34-ე ასო-ნიშან „ხარ“-ის სახელდება, მიმდინარე ორი ათას მე-12 წელთან ურთიერთკავშირში, „უფლის სახლის“ ატრიბუტიკის აღმწერ ბიბლიურ თხრობაში, ასეთი ფორმითაა მოცემული:

- „იგი თორმეტ [აქ - (20)12] ხარზე [„ხარ“ – 34] იდგა“ (II ნეშტთა 4,4);

- „მის ქვეშ ერთი ზღვა [აქ:  „ზღვა“ = 39-ის არსზეა მინიშნება] და თორმეტი [აქ - (20)12] ხარი [„ხარ“ – 34]“ (II ნეშტთა 4,15);

- „თორმეტ [აქ - (20)12] ხარზე [„ხარ“ – 34] იყო შედგმული “ (III მეფ. 7,25);

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

„მეშვიდე თვეში“ დასრულების მისტერია

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ახალი წლის ათვლას - სექტემბრიდან იწყებს, საიდანაც მარტი - მეშვიდე თვეა.

2012 წლის 27 თებერვალს „რუსთაველის 34“-ში ფუძედადებული „...უფალია ჩვენი სიმართლე“-სთვის 16 მარტისთვის დასრულებული პროცესის ბიბლიური მინიშნება ასეთია - „მოათავა ყველა საქმე, რასაც უფლის სახლისათვის აკეთებდა სოლომონი (კოდია)... მაშინ შეყარა სოლომონმა იერუსალიმში (თბილისი) ისრაელის (საქართველოს) უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი (კოდია)... შეიყარნენ მეფე სოლომონთან სადღესასწაულოდ (აქ - „უფლის სახლის“ არსთან კავშირია მინიშნებული) მეშვიდე (ანუ - მარტის) თვეში“-ო (II ნეშტთა 5,1-3).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

დასკვნის მაგიერ

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, გამოიკვეთა რომ - ბიბლიური „უფლის სახლთან“ მიმართებაში დაცული მინიშნებით, გვიფიქსირდება შემდეგი დროითი მიჯნები:

- 34-ე წელი, ანუ დრო: 1977 წ. 23/12 – 2011 წ. 23/12;

- მე-20-ე წელი, ანუ დრო 10/01-4/04 1992 წ. – 10/01-4/04 2012 წ.;

- მე-4-ე წელი, ანუ 2008 წლის აპრილ-აგვისტოდან ათვლით აღებული მე-4: 2012 წ.;

- „მეორე“ ანუ თებერვლის, და „მეშვიდე“ ანუ მარტის თვეები.

მთლიანობაში, წარმოდგენილი მინიშნებებით, გამოკვეთილია „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ამოქმედებიდან, ანუ 2011-2012 წლების გასაყარიდან ვიდრე 16 მარტის ჩათვლით მოსახდენ-მიმდინარე პროცესები.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

„უფლის სახლის“ აღწერილობა

„...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, ანუ „უფლის“ - სახლის, იგივე ძე კაცისას არსის მატარებელი გაერთიანების დასავანებელი ადგილის თაობაზე, ბიბლია ასეთ მინიშნებას იძლევა:

„...სოლომონმა სახლი აუგო მას. მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდის მკვიდრობს, როგორც იტყვის წინასწარმეტყველი: ცა ჩემი ტახტი და მიწა ფეხია ჩემი კვარცხლბეკი. როგორ სახლს ამიგებთ, ამბობს უფალი, ანდა რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად? განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ის?“ (საქ. 7,47-50).

თავად ბიბლიური კითხვა ასეთი სახითაა ფორმირებული - „ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცათანი, როგორღა დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი?“-ო (II ნეშტთა 6,18).

ბიბლიური მინიშნებით - ისრაელის პირველი სახელოვანი მეფე დავითი, ზვიად გამსახურდიას მისტერიული წინარესახეა; ხოლო დავითის ძე სოლომონი - უშუალოდ ლასკართან უნდა კავშირდებოდეს.

ჩვენის აზრით, წმიდა წერილში გადმოცემული „უფლის სახლის“ „აშენებასთან“ დაკავშირებული მისტერიული პროცესი, სწორედ ლასკარის საქმიანობასთანაა დაკავშირებული - „მაშინ თქვა სოლომონმა... სახლი აგიშენე სავანედ შენდა, სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებლად... თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელიას, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს (აქ - ზვიად გამსახურდიას), მამაჩემს (კოდია)...

გულში ჰქონდა მამაჩემს, დავითს (აქ - ზვიად გამსახურდიას) სახლის აშენება, უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე. უთხრა უფალმა მამაჩემს, დავითს (აქ - ზვიად გამსახურდიას): გულში გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე. ოღონდ შენ არ ააშენებ სახლს, არამედ შენი შვილი (კოდია)...“ (III მეფ. 8,12-13; 15-19).

ამ მცირე შესავლის შემდეგ, მოდით  მივყვეთ თავად „უფლის სახლის“ ბიბლიური აღწერილობით გამოკვეთილ ნიშნებს.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

ეზოში შესასვლელი რკინის კარი

„...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, ანუ „უფლის“ დასავანებელ ადგილს რუსთაველის 34-ს ე.წ. შიდა ეზოც გააჩნია, რომელსაც რკინის ალაყაფის კარები აქვს შებმული.

აღნიშნულის არსის გადმომცემი ბიბლიური მინიშნება ასეთია - „გააკეთა მღვდელთა ეზო... ეზოს კარები და სპილენძით მოჭედა (აქ - რკინის კარზეა მინიშნება) მათი კარები“-ო (II ნეშტთა. 4,9).

 

„უფლის სახლის“ გარეგანი ზომები

ბიბლიური დანართის მიხედვით, საზომი ერთეული „წყრთა“ – 43 სმ-ის, ხოლო „დიდი წყრთა“ – 52 სმ-ის ტოლია (იხ. „ბიბლია“, თბ. 1989 წ., გვ.1216).

 „რუსთაველის 34“-ში მდებარე „...უფალია ჩვენი სიმართლეს“ („უფლის“) დასავანებელი შენობა - სამსართულიანია, რომლის: სიგრძე, სიგანე და სიმაღლე, შესაბამისად: 25-30; 9-10 და 14-15 მეტრამდე იქნება.

ბიბლიაში, აღნიშნულ ზომებთან მიმართებაში, ასეთი მინიშნებაა მოცემული - „სახლი, რომელიც სოლომონმა აუშენა უფალს, სიგრძით სამოცი წყრთა იყო [60 x 0,43 (0,520 = 25,8 (31,2)], სიგანით - ოცი წყრთა [20 x 0,43 (0,52) = 8,6(10,4)], სიმაღლით - ოცდაათი წყრთა 30 x 0,43 (0,52) = 12,9 (15,6)]“ (III მეფ. 6,2).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

ხაზგასმა - „სარკმელები“

„რუსთაველის 34“-ში  ყოფნის მთელი დროის მანძილზე, ჩვენ, თავდაპირველად (27 თებერვლიდან - 7 მარტამდე), ერთი ოთახი გვეკავა, და მხოლოდ შემდგომად გაგვინთავისუფლეს მომიჯნავე კიდევ ერთი ოთახი. ბინის მთელი დანარჩენი ფართი ირანელ ბიზნესმენებს ეკავათ.

ბინაში ჩვენთვის მიუჩვეველი (მიუღებელი) სითბოს გამო, მთელი იქ ყოფნის მანძილზე, ოთახის მომიჯნავე მცირე დერეფნის რუსთაველზე გამავალ ფანჯრებს, საკმაო ხშირი პერიოდულობით ვაღებდით ხოლმე.

ჩვენის აზრით, სწორედ ამ ნიუანსზე უნდა გვითითებდეს ბიბლიური ტექსტიც - „გაუკეთა სახლს სარკმელები, რომლებიც იღებოდა და იკეტებოდა“-ო (III მეფ. 6,2).

 

ხაზგასმა - „დახვეული კიბე“

„რუსთაველის 34“-ში მდებარე სამსართულიანი შენობის პირველი სართული არასაცხოვრებელ ფართს უკავია. შენობის მეორე სართულზე მოსახვედრად სადარბაზოს ორმარშიანი დახვეული კიბე უნდა აიაროთ.

მეორე, ანუ შენობის შუა სართულიდან ბინის მესამე სართულზე ასასვლელად, ბინაშივე ჩაშენებული ასევე დახვეული კიბით ვსარგებლობდით.

ყოველივე აღნიშნული ბიბლიაში ასეა გადმოცემული - „შუა (აქ - მეორე) სართულზე ასასვლელი სახლს მარჯვენა ფრთაზე ჰქონდა (აქ იმაზეა მინიშნება, რომ განსახილველი ბინა მეორე სართულზე განთავსებული ორი ბინიდან, ბაქნის მარჯვენა მხარეს მდებარეობს). დახვეული კიბით ადიოდნენ (აქ - სადარბაზოდან) შუა სართულზე, და შუა სართულიდან - მესამეზე“-ო (III მეფ. 6,8).

 

შენობის - სხვადასხვა სიმაღლის ხაზგასმა

მიზეზთა გამო, შენობის მესამე სართულს, წინა ფასადისაგან განსხვავებით, შუა ნაწილში რამოდენიმე მეტრით აწეული სიმაღლე აქვს.

სიმაღლეთა აღნიშნული სხვაობის თაობაზე, ბიბლია ასე გვაუწყებს:

- ჯერ გვითითებს, რომ სახლი: „...სიმაღლით - ოცდაათი წყრთა“ (III მეფ. 6,8) იყოო, რაც, როგორც ითქვა: 30 x 0,43 (0,52) = 12,9 (15,6)] მეტრის ტოლია;

- შენობის შუა კეხის აწევის გამო, წინა ფასადის მხრიდან აღსაქმელი მეორე სიმაღლის თაობაზე კი ვკითხულობთ - „ორმოცი წყრთა [40 x 0,43 (0,52) = 17,2(20,8)] იყო წინიდან სახლი, ანუ ტაძარი“-ო (III მეფ. 6,17).

 

საპრესკონფერენციო ადგილი

შენობის მეორე სართული, იგივე - ბინის პირველი სართულის შესასვლელი, ირანელი ბიზნესმენების მხრიდან გამოჩენილი კეთილი ნებით, საპრესკონფერენციო ადგილად განისაზღვრა. მათი საქმიანობისათვის ხელი რომ არ შეგვეშალა, მაქსიმალურად შეზღუდულად ვმოქმედებდით.

პარტიის ბანერი შესასვლელ კედელზე დავამაგრეთ. მარცხენა მხარს ორი დროშა დავდგით. ბანერის გარშემო - რევაზ კობიაშვილის მიერ სპეციალურად  ამ მიზნით შეძენილი ყოვლადწმიდა სამების ხატი; ეთერ ჩხეტიას მიერ მოქარგული მთავარანგელოზ გაბრიელის ხატი; ანჩისხატისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლები და წმიდა გიორგის ხატი განვათავსეთ. კედელზე, რევაზ კობიაშვილის მიერ სპეციალურად ნაყიდი ოქროსფერი კანდელი დავამაგრეთ; ხოლო ბანერის წინ მევლუდ მამადაშვილის მიერ დამზადებული, პარტიის სიმბოლიკის მატარებელი ტრიბუნა დავდგით.

შეიძლება ითქვას, რომ შენობის მეორე სართული „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს (ანუ „უფლის“) მხრიდან გარე სამყაროსთან საურთიერთო ადგილი შეიქმნა. პარტიის ჯვრის ფონის მატარებელი ოქროსფერი ბანერი, „...უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს სულისკვეთების გადმომცემი კედლის დომინანტი გახლდათ.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ვფიქრობთ ადვილი აღსაქმელი უნდა იყოს ბიბლიაში დაფიქსირებული ასეთი მინიშნება - „შუა სახლში (აქ - მეორე სართულზე) მოაწყო დაბირი („ბანერი“ - საპრესკონფერენციო ადგილი), რომ იქ უფლის აღთქმის კიდობანი (კოდია) დაედგა“-ო (III მეფ. 6,19);

და კიდევ - „გააკეთა სოლომონმა ყველა ის ჭურჭელი, რაც კი ღვთის სახლშია... მთლიანი ოქროს სასანთლეები და მისი ლამპრები (აქ - ოქროსფერი კანდელი), რათა აენთოთ ისინი დაბირის (აქ - ბანერის) წინ, წესისამებრ“-ო (II ნეშტთა. 4,19-20).

 

ხაზგასმა - „ხის კარედი“

სადარბაზოდან, ანუ მეორე სართულის ბაქნიდან ბინაში - სამიოდე მეტრის სიმაღლის ხის კარებით შევდიოდით. ზემოთაღნიშნული ბანერი, სწორედ ამ ხის კარების მომიჯნავე კედელზე გვქონდა დამაგრებული.

ბიბლიაში ვკითხულობთ - „დაბირში (აქ - შუა სართულზე ბანერის განთავსების ადგილზე) შესასვლელად გააკეთა ზეთისხილის ხის კარედი (აქ - ხის კარი), რომლის ჩარჩო და წყრთილები კედლის სიმაღლის მეხუთედი [30 x 0,43 (0,52) = 12,9 (15,6) : 5 = 2,52 (3,12)] იყო“-ო (III მეფ. 6,31).

 

კოდირებული - „უცხოელი“

როგორც მოგეხსენებათ 2012 წ. 28 თებერვალს, რუსთაველის 34-ში მდებარე ბინა მამა თადეოზმა აკურთხა.

ჩვენდა გასახარად, ბინის კურთხევის მთელი დროის მანძილზე, ირანელი ბიზნესმენების მთელი ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე მისტერიულ პროცესში. განსაკუთრებით აქტიურობდა რუსუდან კელაპტრიშვილის ირანელი მეუღლე მაჰმუდ დავარი. ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციით, ეს უკანასკნელი  შინაგანად ემზადება ქრისტეს რჯულის მისაღებად, ანუ უახლოეს პერიოდში ქრისტიანად მონათვლას აპირებს.

ჩვენის აზრით, ზემოთქმულის ანარეკლი უნდა იყოს ბიბლიაში, უზენაესისადმი აღვლენილ სოლომონის ლოცვაში გადმოცემული შემდეგი მინიშნება - „ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან და მიუტევე, მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ, შენ, რომელმაც უწყი მათი გულები - რადგან მხოლოდ შენ უწყი ადამიანთა გული... იმ უცხოელსაც (აქ - ზემოთხსენებულ ირანელზეა მინიშნება) უსმინე, რომელიც არ არის შენი ერისაგანი (აქ - ქართველი), მაგრამ შორეული ქვეყნიდან (აქ - ირანიდან) მოვა შენი სახელის გამო (აქ - „უფალია ჩვენი სიმართლე“-ს არსობრივი მხარე)“ (II ნეშტთა. 6,30-32).

 

კოდირებული - „აღთქმის კიდობანი“

2012 წლის 16 მარტს, წინასწარი შეთანხმების შემდეგ, „წმიდა გიორგის სადროშოს“ ერთ-ერთი წევრის სახლში დავანებული „წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატის რუსთაველის 34-ში გადმოსვენება მოხდა.

დილის 10 სთ-ზე ფეხითმსვლელობა ვაჟა-ფშაველას პროსპექტიდან დაიწყო და გმირთა მოედნის გავლით რუსთაველზე დასრულდა.

 „წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატი, ბინის პირველ სართულზე, საპრესკონფერენციოდ განკუთვნილ ადგილზე, ბანერის მოპირდაპირე კედელთან დავასვენეთ.

16 მარტის მეორე ნახევარში გამართულ შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ბინის მეპატრონეთა თანხმობის გარეშე რუსთაველის 34-ში დარჩენას არ ვაპირებდით.

მოლაპარაკებაზე, ნათლად ისიც განვმარტეთ, რომ - 2012 წლის 27 თებერვლიდან დღემდე, რუსთაველის 34-ში არა ქართველი ბინის მეპატრონის ნესტან ჩხეტიასა და კონსტანტინე სალიას ნებით, არამედ ირანელი მექირავნეების კეთილი ნებით ვიმყოფებოდით. პოზიციათა შეუჯერებლობის შემთხვევაში, აღნიშნული მისამართიდან ჩვენი გადასვლის საბოლოო თარიღად 19 მარტის ორშაბათი დღე დასახელდა. ამ დღემდე კი „წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატი ამ ბინაში დარჩებოდა.

ბიბლიის მიხედვით, სოლომონის მიერ „აღთქმის კიდობნის“ გადმოსვენება - „უფლის სახლის“ მშენებლობის დასრულების შემდეგ ხდება. ჩვენის აზრით, ბიბლიური „აღთქმის კიდობანი“-ს ბოლო ჟამისმიერი მისტერიული სახება, ხსენებული „წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატი უნდა იყოს.

ბიბლიაში ვკითხულობთ - „მოათავა ყველა საქმე (აქ - „პირველი თვის მეთექვსმეტე დღეს“, ანუ 16 მარტს), რასაც უფლის სახლისათვის აკეთებდა სოლომონი. მაშინ შეყარა სოლომონმა იერუსალიმში ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი, ისრაელიანთა მამისსახლის უფროსები, რომ გადმოესვეებინათ უფლის აღთქმის კიდობანი ( აქ - „წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატი)... შეიყარნენ მეფე სოლომონთან სადღესასწაულოდ (სექტემბრიდან ათვლით) მეშვიდე (აქ - მარტის) თვეში. წაასვენეს კიდობანი...

დაასვენეს მღვდლებმა (ფეხითმსვლელობაში მხოლოდ მამაკაცები ვიღებდით მონაწილეობას) აღთქმის კიდობანი („წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატი) მისთვის განკუთვნილ ადგილზე, ტაძრის დაბირში (ბანერის) პირდაპირ...

როცა გამოვიდნენ მღვდლები წმიდადან, რადგან ყველა იქ მყოფი მღვდელი განიწმიდა, განურჩევლად დასებისა, ასევე ყველა მგალობელი ლევიანი - ასაფი, ჰემანი, იედუთუნი (ლოცვის აღვლენის შემდეგ „წმიდა გიორგის სადროშოს“ სამმა წევრმა „შენ ხარ ვენახის“ საგალობელი შეასრულა), მათი ვაჟები და მათი მოძმენი... ხმაშეწყობილნი იყვნენ მესაყვირენი და მგალობელნი (ყველა იქ მყოფი აჰყვა გალობას), რათა ერთხმად ეგალობათ უფლისათვის და ედიდებინათ...

მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბლებით აივსო. და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა იქ დგომა და სამსახურის გაწევა, ღრუბლების გამო, რადგან უფლის დიდებამ აღავსო ღვთის სახლი (16 მარტი პარასკევი დღე იყო, მომდევნო დღეებში, ანუ შაბათ-კვირას რუსთაველის 34-ში აღარავინ ყოფილა)“ (II ნეშტთა. 5,1-14).

 

2012 წლის 19 მარტი, ანუ რუსთველის 34-ში ჩვენი ყოფნი ბოლო დღე

2012 წლის 17 მარტს, ლასკარის სხდომის მიმდინარეობისას, გერმანიაში მყოფი ნესტან ჩხეტიას სატელეფონო ზარი გაისმა. მობილურიდან მომდინარე ნერვიული და ყინულივით ცივი ხმა კატეგორიულად მოითხოვდა - დაუყოვნებლივ დაგვეცალა რუსთაველის 34.

19 მარტს დილის 11 სთ-ზე, რუსთაველის 34-იდან, ჩვენი ხატების კედლებიდან ჩამოხსნის პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. „წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატთან ერთად, საბოლოოდ დავტოვეთ „უფლის სახლის“ მისტერიული არსის მატარებელი რუსთაველის 34.

საუბარი, სახარებაში დაცული შეგონებით გვინდა განვაგრძოთ - „რომელ ქალაქში ან დაბაშიც უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ ვინ არის აქ ღირსეული, და მისას დადექით, ვიდრე გამოსვლამდე.

ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს. და თუ სახლი (აქ - რუსთაველის 34) ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას, თუ არა და, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ.

და თუ არავინ მიგიღებთ და არც შეისმენს თქვენს სიტყვებს (12 მარტს შემდგარი სატელეფონო საუბრისაგან განსხვავებით, 17 მარტს ნესტან ჩხეტიამ ჩემი ხმის გაგონებაც აღარ ისურვა, ამიტომ ტელეფონი მე თავადვე გავუთიშე), ამ სახლიდან (რუსთაველის 34) და ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი (სწორედ ასეც მოვიქეცით). ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორის მხარისათვის უფრო ადვილი იქნება, ვიდრე იმ (სახლისა თუ) ქალაქისათვის“ (მათე 10,11-15).

წინამდებარე მონაკვეთი, „უფლის სახლთან“ მიმართებაში არამართებული დამოკიდებულების გამოჩენის საპასუხოდ ბიბლიაში დაფიქსირებული შემდეგი ტექსტით გვინდა დავასრულოთ - „ღამით გამოეცხადა უფალი სოლომონს და უთხრა: შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირავ სახლად.

მაგრამ თუ გამიდგებით და მიატოვებთ ჩემს მცნებებს და ბრძანებებს, მე რომ მოგეცით (ბინის მეპატრონეთა მხრიდან გამოჩენილი პოზიცია)... ამ სახლს (რუსთაველის 34), რომელიც გავნათლე ჩემი სახელით (აქ - „უფალია ჩვენი სიმართლე“), მოვიშორებ ჩემი პირიდან. საარაკოდ და სათრეველად გავხდი ყველა ხალხებს შორის.

ყველა ვინც კი ჩაუვლის ამ სახლს (რუსთაველის 34), ერთ დროს აღზევებულს, გაოგნდება და იტყვის: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს?“ (II ნეშტთა. 7,12; 19-21).      

 ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

„ველი“, ანუ კაენისა და აბელის მისტერია

გაზეთის წინა ნომერში, ქალბატონ ეთერ ჩხეტიას წერილის მეშვეობით, რუსთაველის 34-ის ბინის მფლობელები წინასწარ იქნენ ინფორმირებულნი მათ წინაშე არსებული ორი მისტერიული გზასავალის თაობაზე, სახელდებით: „ნიკოდემოსცა“ და „კაენი“ (იხ. გაზ. №12(805), გვ.2-4).

2012 წ. 17 მარტს, ლასკარის ღია სხდომის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონით დაკავშირების შემდეგ ქ-ნმა ნესტან ჩხეტიამ, მისი ოჯახის მიერ (მეუღლე კონსტანტინე და შვილი გიორგი სალიები) მიღებული გადაწყვეტილება, უკიდურესად ნერვულ ტონალობაში გვაუწყა - „თქვენს მიერ დაწყებულ ბრძოლაში ჩვენ არავითარ ხელისშეწყობას არ ვაპირებთ. ამიტომ სასწრაფოდ დატოვეთ რუსთაველის 34 და რაც გინდათ ის ქენითო“. სამწუხაროდ მე არ მომეცა მასთან საუბრის საშუალება, და მისი სიტყვების შემდეგ  - „მე თქვენი ხმის გაგონებაც არ მინდაო“ , ისე რომ საუბრის დასრულებას არ დავლოდებივარ - ტელეფონი გავუთიშე.

როგორც მკითხველმა იცის, აღნიშნულ მისამართზე კონსტანტინე სალიას კუთვნილი ფირმა „ველი“ გახლავთ დარეგისტრირებული. მაშასადამე, ფირმა „ველის“ ხელმძღვანელი კონსტანტინე სალია ( თავისი მეუღლისა და ვაჟიშვილთან თანხლებით, რამეთუ ისინი ერთად ცხოვრობენ გერმანიაში), უარს ეუბნებოდა „უფალია ჩვენი სიმართლეს“, ანუ „უფალს“, და მის ხელმძღვანელს მიხეილ (გელა) სალუაშვილს, ბიბლიის მიერ გამოკვეთილ ეტაპზე მხილებისეული მიისიის აღსრულებაში - ყოველგვარ ხელშეწყობაზე.

ერთის მხრივ „ველი“ და „უფალი“, ხოლო მეორეს მხრივ ამ ორგანიზაციათა ხელმძღვანელების გვარის ფუძეთა ერთობა „სალ-ია“ და „სალ-უაშვილი“, თავისებური კუთხით გვაუწყებდა ბიბლიური კაენისა და აბელის მისტერიის მიმდინარეობაზე.

ბიბლიაში ვკითხულობთ - „უთხრა კაენმა [ერთი „სალ“] თავის ძმას აბელს [მეორე „სალ“]: გავიდეთ ველად [რუსთა-ველის 34-ში დარეგისტრირებული ფირმა „ველი“]. და როცა ველად [ანუ ორივე ორგანიზაცია „ველი“ და „უფალი“ რუსთა-ველის 34-ში] იყვნენ, დაეცა კაენი [ერთი „სალ“, თავისი „ველი“-თ] აბელს [მეორე „სალ“, თავისი „უფალი“-თ] და მოკლა [აქ - გამოაძევა რუსთაველის 34-დან]. უთხრა უფალმა კაენს [ერთი „სალ“]: სად არის შენი ძმა აბელი [მეორე „სალ“]? მიუგო: არ ვიცი, ჩემი ძმის [აქ ფუძეთა ერთობა: „სალ“] დარაჯი [აქ - ხელშემწყობი, მფარველი, გულშემატკივარი] ხომ არ ვარ.

უთხრა უფალმა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის [აქ - „სალ“] სისხლი [„რუსთაველის 34“-დან გამოძევებული] მიწიდან შემომღაღადებს. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ მიწას, მაგრამ არ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი იქნები ამ ქვეყანაზე“-ო (დაბ. 4, 8-12).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

მინაწერის მაგიერ

ბიბლიური თხრობა ასე გვაკვალიანებს - „კვლავ შეიცნო ადამმა ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა კაენმა რომ მოკლა“ (დაბ. 4, 25).

ქართული ანბანის ასო-ნიშანთა რიგის მიხედვით სიტყვა - „ა(1) + ბ(2) + ე(5) + ლ(12) + ი(10)“, ჯამში უდრის: 30-ს, და 30-ე ასო-ნიშანი „“-ს არსობრივი მხარის გააზრებით გვითითებს - „ძეზე“;

აბელის მაგიერი „შეთი“-ს სახელდება: „შ(27) + ე(5) + თ(9) + ი(10)“ = 51. ამავე სიდიდის ტოლია კოდირებული სიტყვა: „ი(10) + ე(5) + ს(20) + ო(16)“.

ყოველივ თქმულით, ანუ „კაენისა“ და „აბელის“ მისტერიის მეორე არსობრივი მხარის გააზრებით, გვეუწყება იმ ეტაპის დასაწყისზე, რასაც „30“ წლის ასაკში ნათელღებული „ძ“-ის მიერ თვისობრივად ახალ გზაზე (იესო =51) სიარული ჰქვია.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

ჰეროდესეული ეტაპის მინიშნებანი

მკითხველმა უკვე იცის, რომ კოდირებული „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, ანუ „უფლის“ - რუსთაველის 34-ში მყოფი ირანელი ბიზნესმენების (ფარჰადი, მაჰმუდი, რუსუდანი) მხრიდან დათმობილ ერთ ოთახში ფუძისდადება, მისტერიული ფორმით „უფლის დაბადებისა“ და აღმოსავლეთიდან მოსული სპარსელი მოგვების თაყვანისცემასთან  ასოცირდება (იხ. გაზეთის წინა ნომრები).

2012 წლის 14 მარტს, „უფალი“-ს ეგიდით ინტერნეტ სივრცეში პირველი გასვლის დღეს (იხ. გაზ. №13(806), გვ.7-8), ირანელი  მაჰმუდ დავარის მეუღლემ - რუსუდან კელაპტრიშვილმა, დანარჩენი ორის სახელით, „უფალს“ - ოქროს კულონი, მური და გუნდრუკი მოართვა.

ამავე დღეს, კიდევ ორი, პარალელურად მიმდინარე, მისტერიული პროცესის მომსწრენი შევიქენით. კერძოდ:

1. დღის პირველ ნახევარში, რუსთაველის 34-ში, საკმაოდ აგრესიულად განწყობილი, ვინმე - ალექსანდრე ეჯიბ(ი)აძე გვესტუმრა. იგი კონსტანტინე სალიას მეგობარი აღმოჩნდა, რომელსაც, მინდობილობის ძალით, რუსთაველის 34-ში მდებარე ბინის განკარგვის უფლებამოსილება ჰქონია.

ამ - ალექსანდრე ეჯიბ(ი)აძის პირით, რუსთაველის 34-იდან ჩვენი აბარგების თაობაზე გამოთქმული, კონსტანტინე სალიას ნება დაგვიფიქსირდა.

აღნიშნულის, სულხან-საბასეული მინიშნებით გააზრების შემდეგ, ცხდი გახდა, თუ რასთან გვქონდა საქმე. კოდირებული - „ეჯიბი (აქ: ეჯიბ(ი)ა-ძე) მეფის (აქ - კონსტანტინე სალიას) მაგიერ მოლაპარაკე“-აო, გვაუწყებს „ლექსიკონი ქართული“ (1991 წ., ტ. 1, გვ.251).

მისტერიული არსის მატარებელი „მეფის“ ცნების გაჟღერებამ გვიკარნახა, რომ საქმე გვქონდა: მაცხოვრის შობის შემდეგ - საპარსელი მოგვების თაყვანისცემისა და ძღვენის მიცემის შემდგომად - ჰეროდე მეფის მხრიდან მომდინარე იმ მოსალოდნელ საშიშროებასთან, რასაც ბავშვების ამოწყვეტა ჰქვია;

2. და აი, იმავე დღის საღამოს საინფორმაციო პროგრამებიდან ცნობილი გახდა შვეიცარიაში დატრიალებული საშინელი ტრაგედიის დეტალები - დასასვენებელი ადგილებიდან შინ მიმავალი ბელგიელი მოქალაქეებით ავსებული ავტობუსის ავარიის შედეგად, დაღუპული 28 მგზავრიდან - ოცდაორი, მცირეწლოვანი ბავშვი გახლდათ.

სახარებისეული ტექსტი კი ასე გვაუწყებს - „მაშინ, რა იხილა ჰეროდემ, რომ მოტყუებულ იქნა მოგვების მიერ (სპარსელებმა ბინის მესაკუთრისაგან „ფარულად“ შეგვიშვეს რუსთაველის 34-ში), ძალზე განრისხდა (ალ. ეჯიბ(ი)აძის მიერ გამოვლენილი  აგრესია), წარგზავნა ხალხი და ამოაწყვეტინა ყოველი ყრმა ბეთლემსა („ბე-ლგია“) და მთელ მის ემოგარენში („შ-ვეიცარია“), ორ-ორი წლისა (აქ - „ორ-ორი“ ანუ 22) და უმრწემესნი...“ (მათე 2,16).

აღნიშნული მონაკვეთი, წმიდა წერილებში დაცული იმ ორი ინფორმაციის გახსენებით გვინდა დავასრულოთ, რომელიც ჰეროდეს (და მისი მაგიერის) საქმიანობასა და მის შემდგომ ბედზე მოგვითხრობს - „...ბოროტმოქმედმა 14 ათასი (აქ - თარიღი, ანუ 14 მარტი) ბავშვი იმსხვერპლა...

ყრმათა მოწყვეტიდან (14 მარტი) მცირე ხნის შემდეგ (კოდია), აღესრულა ჰეროდე... მის საშინელ სიკვდილში თანამედროვეებმა ზეციური მართლმსაჯულება შეიცნეს: გაურკვველი სნეულება - აუტანელი შინაგანი მხურვალება სტანჯავდა, მთელი სხეული წყლულებით დაეფარა, სახსრები სამარის მატლებმა დაუღრნეს, გაჭირვებით სუნთქავდა და ამონასუნთქის სიმყრალის გამო, ახლოს ვერავინ ეკარებოდა. ამასთან სტანჯავდა საშინელი შიმშილი, რომელსაც ვერანაირად ვერ იკმაყოფილებდა. მატლისაგან შეჭმულმა ამოანთხია მან სტომაქიდან თავისი უბედური სული“ (იხ. „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბ. 2001 წ., გვ.48; 52).      

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

დასკვნის მაგიერ

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმაში გარკვევა, თუ ბოლო ჟამის რა ეტაპზე ვიმყოფებით ამჟამად.

როგორც ვიცით, პირველი მოსვლისეული - შობისა და ჯვარცმა-აღდგომისეული მინიშნებანი, მეორედ მოსვლისას - პარალელურად მიმდინარე მისტერიული პროცესების წინარესახეზე მიგვანიშნებს.

დიახ, ბოლო ჟამის „შობა“ და „ჯვარცმა-აღდგომა“, მთლიანობაში - მეორედ შობით უკვე მოსული ძე კაცისას საბოლოო გამოჩინების, ანუ ძალმოსილებით აღჭურვილი უფალი იესუ ქრისტეს გაცხადების ტოლფასია.

ამ დიადი წამის დადგომამდე, ბოლო ჟამის მხილებისეული მისიის მატარებელი „...უფალია ჩვენი სიმართლე“, ძე კაცისას  მისტერიული არსის მატარებელია. ამ კუთხით, რუსთაველის 34-თან დაკავშირებულმა პროცესებმა დაგვანახა, რომ: ერთის მხრივ „კაენისა“ და „აბელის“, ხოლო მეორეს მხრივ „ჰეროდესეული“ მისტერიული მინიშნებების აცხადებით (რაც - „უფლის სახლთან“, ანუ რუსთაველის 34-თან დაკავშირებით მომხდართან ასოცირდება), საქმე გვაქვს იმ ეტაპთან, რასაც - წმიდა ოჯახის (აქ - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს) „ეგვიპტეში გაქცევა“ ჰქვია.

ამდენად, „კაენის“ მიერ „აბელის“ მოკვდინება - „ეგვიპტეში გაქცევამდე“ მოსახდენ ყრმა ბავშვების ამოხოცვასთან დაკავშირდა; რასაც „აბელის მაგიერი შეთის“ (შეთი = 51 = იესო) დაბადება (გაცხადება) უნდა მოჰყვეს - „...რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, თქმული წინასწარმეტყველის მიერ: ეგვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს“ (მათე 2,15).

გვახსოვდეს - დაწერილი უცილობლად აღსრულდება  - „და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის; მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია სულაც არ შობილიყო ის კაცი“ (მათე 26,24).

ყველას გასაგონად გვინდა განვაცხადოთ - ვიფიქროთ საკუთარი სულების გადარჩენაზე, რამეთუ ცოტაღა დარჩა დრო - „ამბობს, ვინც მოწმობს ამას: ჰო, მოვალ მალე! ამენ! ჰო მოდი უფალო იესუ! მადლი უფლის ჩვენის იესუ ქრისტესი ყველა თქვენგანთან. ამენ“ (გამოცხ. 22,20-21).   

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი,  დაილოცოს შენი ძალა და სამართალი სახელი და დიდება, უკუნითი უკუნისამდე. ამენ!