Print

გაზ. № 15(808)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლის 24 მარტის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 24 მარტის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: პოლიტიკური პარტიებისათვის შესათავაზებელი „შეთანხმების“ თაობაზე, რომელიც ეხება უკვე განხილილ საპროგრამო თემას: „მემორანდუმი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის“.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული: ლასკარის საზოგადოებრივი  მდივნის - ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების ზოგადი პრინციპები“-ს საპროგრამო პაკეტის სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის მიწოდების შესახებ.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 24 მარტის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 . 24 მარტის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ(გელა) სალუაშვილის მოხსენება: - პოლიტიკური პარტიებისათვის შესათავაზებელიშეთანხმება“ საპროგრამო თემაზე:მემორანდუმი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის“.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად: დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები-ს ნუსხით გათვალისწინებული„შეთანხმება“ საპროგრამო თემაზე: „მემორანდუმი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის“.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

გამოცხადების ტოლფასი - „აღთქმა“, ანუ -  ზვიად გამსახურდია - 73

2012 წლის 31 მარტს, ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის უპირველეს სულისჩამდგმელსა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველ (და ერთადერთ კანონიერ) პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 73 წელი შეუსრულდებოდა.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული დროითი მიჯნები, დიდწილად, ბოლო ჟამში მიმდინარე მოვლენათა ერთგვარი გზამკვლევია. მოდით ერთად გავიხსენოთ რამოდენიმე მათგანი.

- ზვიად გამსახურდია უნდა „გამოჩენილიყო“ ჩრდილოეთის მეფის (რუსეთის იმპერიის) ტყვეობაში (1921-1991 წ.წ.) ყოფნის 70 წლიანი მონაკვეთის მიწურულს;

- ზვიად გამსახურდია, პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანებას: „მრგვალი მაგიდა“ აყალიბებს 1990 წ. 11 მაისს (წესდების მიღება), საიდანაც ათვლით, თანახმად დაწერილისა 666 დღის შემდეგ, ანუ 1992 წლის 7 მარტს საქართველოში ჩამოდის, ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძე;

- ზვიად გამსახურდია საარჩევნო კანონის მიღებისათვის ბრძოლას იწყებს 1990 წლის 20 ივლისიდან (როცა დაიგეგმა სამტრედიის რკინიგზის ბლოკადა), საიდანაც ათვლით, თანახმად დაწერილისა - 1260-ე დღეს, ანუ 1993 წლის 31 დეკემბერს, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი (აქ - ედ. შევარდნაძე) კლავს მას (იხ. გამოცხ. 11,3; 7);

- ზვიად გამსახურდია 1990 წლის 10 სექტემბერს აყალიბებს საარჩევნო ბლოკს: „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“. ამ თარიღიდან ათვლით, თანახმად დაწერილისა, „შვიდი შვიდეული“ შემდეგ (იხ. დან. 9,25), ანუ 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ხდება;

- ზვიად გამსახურდია 1990 წლის 26 მაისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, თანახმად დაწერილისა (იხ. დან 8,21-22), საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ხდება;

- ზვიად გამსახურდია, თანახმად დაწერილისა, ხელისუფლებაში ყოფნის 434 დღის, ანუ „სამოცდაორი შვიდეულის“ (იხ. დან. 9,26) შემდეგ, ანუ 1992 წლის 6 იანვარს ტოვებს თბილისს;

- ზვიად გამსახურდია თანახმად დაწერილისა, მხოლოდ ორწლიანი (1992-1993 წ.წ.) დევნილობის შემდეგ (იხ. იერ. 28,3) ბრუნდება საქართველოში; სადაც ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის მიერ - „...შეიმუსრება. ასევე აღთქმის მეუფეც“ (დან. 11,22)“;

- ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წლის 31 მარტს - პარასკევ დღეს;

- ზვიად გამსახურდია ამქვეყნიდან წავიდა 1993 წლის 31 დეკემბერს - პარასკევ დღეს;

- ზვიად გამსახურდიამ ამქვეყნად (31.03 1939 – 31.12 1993) იცოცხლა - 19 999 დღე;

- ზვიად გამსახურდია ორწლიანი დევნის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა 1993 წლის 24 სექტემბერს, ანუ მოკვდინებამდე - 99 დღით ადრე;

- ზვიად გამსახურდია თავისი ამქვეყნიდან წასვლის დღეს, ანუ - 1993 წლის 31 დეკემბრისათვის იყო ზუსტად - 54 (5+4=9) წლისა და 9 თვის;

- ზვიად გამსახურდიას სახელისა და გვარის ჯამური მაჩვენებელი, მათში შემავალი ასო-ნიშნების (თანამედროვე ქართული ანბანში მათი) რიგითი ნომრების მიხედვით, ტოლია - ზვიად [27 = 2 + 7], და - გამსახურდია [117 = 1 + 1 + 7] 9-ის; ისევე როგორც მათი ჯამური სიდიდე: ზვიად [27] + გამსახურდია [117] = 144 = 1 + 4 + 4 =9.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მოდით ვნახოთ თუ რა მისტერიული დატვირთვის მატარებელია 2012 წლის 31 მარტი.

 

„აღთქმა“, ანუ 73

სახარებაში, საიდუმლო სერობისას, მაცხოვრის მიერ წარმოთქმული შემდეგი კოდირებული მინიშნებაა დაცული - „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად“ (მათე 26,28); „და უთხრა მათ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული“ (მარკ. 14,24); „... და თქვა: ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემის სისხლის მიერ, რომელიც დაითხევა თქვენთვის“ (ლუკა 22,20).

ჩვენის აზრით, აქ დაცული სიტყვა - „აღთქმა“, მისტერიული ფორმით, ბოლო ჟამის იმ კონკრეტულ დროით მიჯნაზე უნდა გვითითებდეს, როდესაც წინასწარნაუწყები მოვლენის აღსრულება უნდა დაიწყოს. და აი როგორ.

მოდით გავიხსენოთ, თუ - „... რა არის „აღთქმა“? ებრაული სიტყვა „ბერით“, რომელსაც თარგმნის ქართული სიტყვა, ნიშნავს - კავშირს, შეთანხმებას. ამრიგად, ღმერთი კრავს კავშირს ადამიანთან, როგორც ისეთ არსებასთან, რომელიც ატარებს ღვთის ხატებას და მოწოდებულია ღვთის მსგავსების მისაღებად (განღმრთობა, თეოზისი). კავშირი ღმერთსა და კაცს შორის, ღმერთსა და ხალხს შორის, ღმერთსა და კაცობრიობას შორის...

კავშირი ყოველთვის ორმხრივია და აქედანაც კარგად ჩანს, თუ რა ღირსება აქვს ადამიანს ღვთის თვალში. აღთქმა აქ გამოცხადების ტოლფასია და, ამგვარად, ადამიანი, კაცობრიობა, აღთქმათა მეოხებით ატარებს ღვთის გამოცხადების საიდუმლოს...“ („ბიბლია“, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, წინასიტყვაობა, თბ. 1989 წ.).

დიახ, მისტერიული შინა-არსით: „...აღთქმა აქ გამოცხადების ტოლფასია“. თავად ამ ჟამის მოახლოებაზე კი ასე მიგვენიშნება - ორმოცნიშნიანი ქართული ანბანის ასო-ნიშნების რიგითი ნომრების გათვალისწინებით, კოდური სიტყვა: „ა(1) + ღ(25) + თ(9) + ქ(24) + მ(13) + ა(1)“ ჯამში ტოლია 73-ის, ანუ სწორედ იმდენის რამდენისაც გახდებოდა ზვიად გამსახურდია 2012 წლის 31 მარტს.

ამდენად, 2012 წლის 12 მარტი უნდა იყოს „აღთქმა“ რომ  „გამოცხადების ტოლფასია“ იმ დროის მოახლოების ქვედა მიჯნა.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

„6666“, ანუ 7 (შვი-დი)-ს დასაწყისი

დაინტერესებულ მკითხველს კარგად მოგეხსენებათ ციფრი 7-ის კოდირებული არსი. ქართული ცნობიერებით - „შვიდი“ გვკარნახობს: „შვი“ [ანუ - დაბადე] „დი“ {აქ - დიოს, ანუ ზევსი, ანუ ღმერთი].

როგორც აღინიშნა - 1939 წლის 31 მარტს დაბადებული ზვიად გამსახურდიასათვის, ამქვეყნიდან წასვლის თარიღი - 1993 წლის 31 დეკემბერი გახლდათ 19 999-ე დღე;

თავის მხრივ, 1993 წლის 31 დეკემბრიდან ათვლით [31, 1, 2 ... 29, 30, 31] ზვიად გამსახურდიას  დაბადებიდან 73-ე წლისთავის დამაფიქსირებელი 2012 წლის 31 მარტი არის - 6 666-ე დღე.

ამდენად, კოდირებული 73-ის დროით მიჯნაზე, ანუ 2012 წლის 31 მარტს მთავრდება - 6 666, და ათვლას იწყებს:  „შვი-დი“-ს, იგივე „აღთქმის“, ანუ „გაცხადების“ მოახლოების მაუწყებელი ეტაპი.

მაშ, გილოცავთ - 2012 წლის 31 მარტის დადგომას.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

ბოლო ჟამის 22 დღის ისტორია, ანუ „რუსთაველის 34“-ის

მისტერიული ეტაპის დასასრული

 მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ბოლო ჟამის „ოცდაორდღიანი“ მონაკვეთის ისტორია, მხოლოდ მათთვის იქნება გასაგები, ვისაც - ყური სასმენლად და თვალი სახილველად აქვს მიცემული.

საშობაო მარხვიდან ათვლით აღებული ოცდაორდღიანი ეტაპის გააზრებამდე, მოდით მოკლედ გავიხსენოთ ყველაფერი ის, რაც მის დაწყებას უძღოდა წინ:

- ოცდაორდღიანი ეტაპის დაწყებამდე გავიდა: ჩრდილოეთის (რუსეთის) მეფის ტყვეობაში ყოფნის 70 [1921-1991 წ.წ.] წელი;

- ოცდაორდღიანი ეტაპის დაწყებამდე გავიდა: ცხებული მეფის (ზვიად გამსახურდია) მოსვლისწინა „შვიდი შვიდეული“ (1990 წ. 10/09 – 28/10), და ხელისუფლებაში მისი ყოფნის „სამოცდაორი შვიდეული“ [1990 წ. 28/10 – 1992 წ. 6/01];

- ოცდაორდღიანი ეტაპის დაწყებამდე გავიდა: ცხებული მეფის, იგივე „პირველი მეფის“ (პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას) „მოკვეთის“, ანუ ხელისუფლებიდან სამხედრო გადატრიალების გზით ჩამოგდების შემდგომად - ოთხი მხეცის, ოთხი რქის, იგივე ოთხი მეფის (იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, შევარდნაძე) მოსვლისეული ეტაპი [1992 წ. 2/01 – 7/03];

- ოცდაორდღიანი ეტაპის დაწყებამდე გავიდა: წინა სამი რქის (მხეცის, მეფის) დამმარცხებელი მეოთხე მხეცის (რქის, მეფის - ედ. შევარდნაძის), ბიბლიის მიხედვით ქვეყნის სათავეში უკანონოდ ყოფნის 10,5 წელი [1992 წ. 11/10 – 2003 წ. 11/04], და 2003 წ. 2-22/23 ნოემბრისეული „ერთი საათით“ ძალაუფლების მიღების ეტაპი;

- ოცდაორდღიანი ეტაპის დაწყებამდე გავიდა: ანტიქრისტეს არსის მატარებელი მეოთხე მხეცის (რქის, მეფის - ედ. შევარდნაძის) ჩამომგდები და მისი გზის გამგრძელებელი, ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი პირის (მ სააკაშვილის) ხელისუფლებაში  ორ თანმხლებ „მეფესთან“ (ზ. ჟვანია და ნ. ბურჯანაძე) ერთად მოსვლის ეტაპი;

- ოცდაორდღიანი ეტაპის დაწყებამდე გავიდა: ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი პირის (მ. სააკაშვილი) მიერ „სამი მეფიდან“ „შუა თავის“ (ზ. ჟვანიას) წამებით აღსრულებისეული გზით გაუჩინარების ეტაპი [2005 წ. 2-3 თებერვალი];

- ოცდაორდღიანი ეტაპის დაწყებამდე გავიდა: ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი პირის (მ. სააკაშვილი) მიერ „მარცხენა თავის“ (ნ. ბურჯანაძის) გზიდან ჩამოცილების ეტაპი [2008 წ. აპრილი - 21 მაისი - 7 ივნისი];

- ოცდაორდღიანი ეტაპის დაწყებამდე გავიდა: ანტიქრისტეს არსის მატარებელი მეოთხე მხეცის (რქის, მეფის - ედ. შევარდნაძის) დროს - და მის მიერ [1992 წ. 14/08 – 1993 წ. 27-30 სექტემბერი] დაწყებული და ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი პირის (მ. სააკაშვილი) დროს - და მის მიერ დამთავრებული - ოთხად დაყოფილი ქვეყნის ნაწილის (აფხაზეთი და სამაჩაბლო) სხვათა ხელში გადასვლის ეტაპი [2008 წ. 7/8-25/26 აგვისტო];

- ოცდაორდღიანი ეტაპის დაწყებამდე გავიდა: ბიბლიური რვა მეფის (ე.წ. „რვიანი“) ექვსამდე შემცირებითა (ე.წ. „ექვსიანი“) და შემდგომად ოთხამდე დასვლით გამოკვეთილი [2010 წ. 27/09 – 2011 წ. 5-7 ოქტომბერი] „შუა ხანის მოახლოების“ მანიშნებელი ეტაპი;

- ოცდაორდღიანი ეტაპის დაწყებამდე გავიდა: შუა ხანის დადგომისას იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების (ბ. ივანიშვილი) პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის [2011 წ. 7/10 – 1/11-დან მოყოლებული} ეტაპი;

- ოცდაორდღიანი ეტაპის დაწყებამდე გავიდა: ბიბლიური იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნების (მ. გულუა) გამოკვეთისა და „გრაალის თასის“ მისტერიულად წამოღების ეტაპი [2011 წ. ივნისი - დეკემბერი];

- ოცდაორდღიანი ეტაპის დაწყებამდე გავიდა: ბიბლიური განახლებისეული დღესასწაულით გამოკვეთილი დროითი მონაკვეთი [2011 წ. 25/11 – 2/12];

- ოცდაორდღიანი ეტაპის დაწყებამდე გავიდა: ბიბლიური „სრულ იქმნა სახლის“ მისტერიული პროცესისა და „სამოთხისეული“: 3-ისა და 4-ის, ანუ 34-ის დროითი მონაკვეთის დადგომის დამაფიქსირებელი ეტაპი [1977 წ. 23/12 – 2011 წ. 23/12];

- ოცდაორდღიანი ეტაპის დაწყებამდე გავიდა: ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი პირისთვის (მ. სააკაშვილი) გამოყოფილი 3,5 წლით შემოფარგლული დროითი მონაკვეთი [2011 წ. ოქტომბერი - 21 ნოემბერი - 7 დეკემბერი; და 2012 წ. 7/8-25/26 თებერვალი].

აი, ამდაგვარი, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენებით გამყარებული ე.წ. დროითი ჯაჭვის რგოლებით გამოკვეთილი ეტაპის გავლის შემდგომად, ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში დადგა - სააღდგომო მარხვის დაწყების დღე - 2012 წლის 27 თებერვალი.

  ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

„ოცდაორდღიანი“ დროითი ეტაპის 16 პირობითი რგოლი

რგოლი პირველი

2012 წლის 27 თებერვლამდე მომხდარი მოვლენებისაგან შემდგარი ჯაჭვის რგოლების გახსენების მსგავსად, ინფორმირებულ მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ 27 თებერვალი, ანუ „რუსთაველის 34“-ში გადასვლის დღე  - ერთდროულად გახლავთ: „ნოეს კიდობნიდან“ გადმოსვლისა, და „ზღვიდან ამომავალი კაცის“ თემატიკით გამოკვეთილი ეტაპის დამაფიქსირებელი დროითი მიჯნა;

რგოლი მეორე

2012 წლის 28 თებერვალს „რუსთაველის 34“-ის კურთხევის დღე, მისტერიული კუთხით ძე კაცისას არსის მატარებელი გაერთიანების: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „შობის“ თარიღის არსის მატარებელი დღე იყო;

რგოლი მესამე

2012 წლის 29 თებერვალი, ანუ ნაკიანი წლის დამადასტურებელი დღე, ქრისტესმიერი წამლობისა (მეუფე ქრისტეფორე წამალაიძე) და ქრისტეს მეორედ მოსვლისეული (ქ-ორი-ძე) დროის მოახლოების დამაფიქსირებელი მოვლენების აცხადების დღე გახლდათ;

რგოლი მეოთხე

2012 წლის 1 მარტს, ანუ ბიბლიური ახალი წლის დაწყების პირველ დღეს, რუსთაველის 34-ში ჩატარებული პირველი პრესკონფერენცია, ძე კაცისას არსის მატარებელი გაერთიანების: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს შობა-აღდგომის ეტაპების პარალელურად მიმდინარეობისა გამო, მისტერიული „აღდგომის“ტოლფასი დღე გახლდათ;

რგოლი მეხუთე

2012 წლის 5 მარტი, გადასახდელ (მოსალოდნელ) „დიდგორის ომში“ წმიდა გიორგის მონაწილეობის მისტერიულად მოსახდენი პროცესის წინმსწრები დროის დადგომის დასტურად, „წმიდა გიორგის სადროშოს“ გამოჩინებისა, და ამ ეტაპზე საჭირო, იობისეული მოთმინებით ნიშანდებული გზასავალის დასტურად, მეუფე იობის (აქიაშვილი) „რუსთაველის 34“-ში სტუმრობის დღე გახლდათ;

რგოლი მეექვსე

2012 წლის 6 მარტი, საქართველოს საპატრიარქოს ქორეპისკოპოსთან მეუფე იაკობთან (იაკობიშვილი) ლასკარის წევრთა სტუმრობის დღე გახლდათ;

რგოლი მეშვიდე

2012 წლის 8 მარტს, „რუსთაველის 34“-ში გამართულ მეორე პრესკონფერენციაზე გაჟღერებული თემატიკა (მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის), ბიბლიური „უფლის კარიბჭესთან“ მიახლების მისტერიული აცხადების დამადასტურებელი დღე გახლდათ;

რგოლი მერვე

2012 წლის 9 მარტს, საქართველოს საპატრიარქოში მეუფე იაკობთან მეორედ მისვლით, ძველი აღთქმისეული მინიშნებით გადმოცემული - „ესავისეული ეტაპის“ დასასრულისა და „იაკობი - მომდევნოს დასაბამის“ გამომკვეთი დროითი მიჯნის დაწყება დაგვიფიქსირდა;

რგოლი მეცხრე

2012 წლის 11 მარტს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე „წმიდა ნიკოლოზის“ სახელობის ეკლესიის წინამძღვართან დეკანოზ ბესარიონთან (ბულაშვილი) ტაძარში მისვლით, დაწყებული საქმის უცილობელი გამარჯვებით დასრულების მისტერიული მინიშნების აცხადება დაგვიფიქსირდა [„ბულა - ...შუა საუკუნეებში - შეკიდული ბეჭედი, რომლითაც მოწმდებოდა სახელმწიფო და საეკლესიო ხასიათის სიგელები, აქტები და სხვა საბუთები...“ - ქ.ს.ე., ტ. 2, გვ.557];

რგოლი მეათე

2012 წლის 12 მარტს, „წმიდა გიორგის“ შეწევნისა, და გაზეთით უკვე გაჟღერებული - „ნიკოდიმოსისა“ და „კაენის“ ეტაპების პარალელურად მიმდინარეობის დამადასტურებელი, შესაბამისი - შეხვედრა, და - სატელეფონო საუბარი დაგვიფიქსირდა;

რგოლი მეთერთმეტე

2012 წლის 13 მარტი, ჩვენს წინ გადაშლილი უამრავი გზიდან ერთადერთი ჭეშმარიტი გზის მოძებნისათვის, აუცილებელი მოლოდინის [ნ(ახე)-უ(ფლის)-გზა-რ მოლოდინ(ი)ა-შვილი] გამართლების მისტერიული დასტურის დღე გახლდათ;

რგოლი მეთორმეტე

2012 წლის 14 მარტს, ინტერნეტ ტელევიზიით „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პირველი საეთერო გასვლა, „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მისტერიული აღდგომის [„იტეტვ“ = 63 = „აღდგომა“] ეტაპის მიმდინარეობის დამადასტურებელი დღე გახლდათ;

რგოლი მეცამეტე

2012 წლის 15 მარტს, „რუსთაველის 34“-ში, „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მესამე პრესკონფერენციის გამართვის დღეს, სახარებისეული - „უკვე მესამედ გამოეცხადა“-ს მისტერიული აღსრულება დაფიქსირდა;

რგოლი მეთოთხმეტე

2012 წლის 16 მარტს, ბიბლიური მინიშნებით - „წმიდათაწმიდაში“ „უფლის კიდობნის“ (წმ. გიორგის მირონმდინარე ხატის) გადმოსვენების მისტერიულად აცხადების დღეს, წმიდა წერილით მინიშნებული - „უფლის სახლის განწმენდისეული“ ეტაპის დასრულება დაგვიფიქსირდა;

რგოლი მეთხუთმეტე

2012 წლის 17 მარტს, წმიდა წერილით მინიშნებული „დროშის აღმართვის“ მისტერიულად ასრულებით („მშვიდობის მედროშეს“ თავმჯდომარის - ევგენი ღვინიაშვილის ლასკარში სტუმრობა), ბიბლიური მინიშნებითი „უფლის დღის“ მოახლოება დაგვიფიქსირდა;

რგოლი მეთექვსმეტე

2012 წლის  19მარტს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს რუსთაველის 34-იდან იძულებითი წამოსვლით, „უფლის სახლის აშენებისეული“ ეტაპის დასასრულის პარალელურად - „კაენის მიერ აბელის მოკვლის“ ეტაპისა და „წმიდა ოჯახის ეგვიპტეში გაქცევის“ მისტერიული პროცესების დაწყება-მიმდინარეობა მიგვენიშნა.

 ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

პირველი ნაწილის დასკვნის მაგიერ

2012 წლის 27 თებერვლიდან - 19 მარტამდე, ანუ 22დღეში მომხდარის გაცნობის შემდეგ, მკითხველებს ვთხოვთ განმეორებით წაიკითხეთ გაზეთის წინა ნომერში დაბეჭდილი - „უფლის სახლის“ არსის თაობაზე ბიბლიაში არსებული მინიშნებები, რათა მთლიანობაში გაიაზროთ ის, რასაც - „რუსთაველის 34“-ის მისტერიული ეტაპის დასასრული ჰქვია.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი,  დაილოცოს შენი ძალა და სამართალი სახელი და დიდება, უკუნითი უკუნისამდე. ამენ!