Print

გაზ. № 16(809)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი31 მარტის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 31 მარტის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: პოლიტიკური პარტიებისათვის შესათავაზებელი „შეთანხმების“ თაობაზე, რომელიც ეხება უკვე განხილილ საპროგრამო თემას: „ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვის საკითხისათვის“.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული: ლასკარის საორგანისაციო მდივნის - ეთერ ჩხეტიასა და საზოგადოებრივი მდივნის - ჯემალ ჯიქიას ინფორმაციები.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 31 მარტის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 . 31 მარტის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ(გელა) სალუაშვილის მოხსენება: - პოლიტიკური პარტიებისათვის შესათავაზებელი „შეთანხმება“ საპროგრამო თემაზე: „ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვის საკითხისათვის“.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად: დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები-ს ნუსხით გათვალისწინებული„შეთანხმება“ საპროგრამო თემაზე: „ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვის საკითხისათვის“.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 19 მარტის

მიმართვა

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე განსახილველად წარმოგიდგენთ: აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების ზოგადი პრინციპები- თაობაზე მომზადებულ წინადადებათა პაკეტს.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ სასურველია თუკი, აღნიშნულ საკითხზე თქვენს მიერ გამოთქმული თვალსაზრისის მოწოდება - 2012 წლის 31 მარტამდე მოხერხდება [წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით - info@ufali.ge], რათა მიღებული განხილვის პირველადი შედეგები ერთგვარად შეჯამდეს - 2012 წლის 5 აპრილისთვის ჩვენს მიერ დაგეგმილ შეკრებაზე.

წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.

 

დანართი: აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების ზოგადი პრინციპები [16 გვერდი]

 

სამართლიანობის აღდგენის

კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

 

აღნიშნული მიმართვა გადაეცათ:

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ გიორგი გვაზავას

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს

საზოგადოებრივი მოძრაობა `ქართული ოცნების~ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს

პოლიტიკური ორგანიზაცია `განახლებული საქართველოსთვის~ თავმჯდომარეს  ნანა გულუას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს  თამარ ჩუგოშვილს;

თავისუფალი სიტყვის სახლს - გივი თალაკვაძეს;

პ/ო "მთლიანი საქართველოს" ვლადიმერ ვახანიას;

პ/ო "მრეწველებს" - ზურაბ ტყემალაძეს.


 

  

2012 წლის 15 მარტი, ანუ

მესამე პრესკონფერენცია

2012 წლის 1 და 8 მარტის კვალდაკვალ, მომდევნო ხუთშაბათს, ანუ 15 მარტს - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მესამე პრესკონფერენცია გაიმართა.

ძე კაცისას მისტერიული როლის მატარებელი „...უფალია ჩვენი სიმართლე“-სთვის, პირველი ორის მსგავსად, მესამე საჯარო თავყრილობაც ასევე მხოლოდ კარგად ნაცნობ გარემოცვაში ჩატარდა.

სახარებისეული სწავლების მიხედვით, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის მოწაფეებთან გამოცხადების მხოლოდ სამ შეხვედრაზე მიგვეთითება. ამათგან, პირველი - აღდგომის დღეს (აქ - 1 მარტის მისტერია), მეორე კი „რვა დღის შემდეგ“ (აქ - 8 მარტის მისტერია) ფიქსირდება (იხ. იოანე 20,19; 26). იქვეა მოცემული მესამე შეხვედრის აღმწერი მინიშნება - „ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესუ თავის მოწაფეებს მკვდრეთით აღდგომის (აქ - 1 მარტის მისტერია) შემდეგ“ (იოანე 21,14).

თუ ჩავთვლით, რომ ბოლო ჟამისმიერ დასკვნით ეტაპზე - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ე.წ. „სამარხის“ მისტერიულ ადგილად - „რუსთაველის 34“-ი მიგვენიშნება, მაშინ არც ის იქნება ძნელი მისახვედრი, რომ ზემოთქმულისა გამო, ამ ადგილთან მიმართებაში, მხოლოდ - სამი თავყრილობის, ანუ „გამოცხადების“ მისტერიის გათამაშებაა სავარაუდებელი.

მკითხველმა იცის, თუ რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა გახდა საჭირო ძე კაცისას მისტერიული როლის მატარებელი - „აღსრულებული“ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „სამარხში“, ანუ „რუსთაველის 34“-ში ე.წ. „გადასვენებისათვის“.

აღნიშნული ფართის მეპატრონისაგან - ნესტან ჩხეტიას მხრიდან - დაფიქსირებული უარის შემდეგ, იმჟამინდელმა დამქირავებლებმა - ირანელმა ბიზნესმენებმა - ფარჰადმა და მაჰმუდმა, განსაკუთრებით კი მაჰმუდ დავარის მეუღლემ - რუსუდან კელაპტრიშვილმა, გასაოცარი გულისხმიერება გამოიჩინეს.

ჩვენი მხრიდან მიწვდილი ბიბლიური მინიშნებების მოსმენა-გააზრების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა უშურველად დაგვითმეს არა მარტო ბინის ერთი ოთახი, არამედ, საპრესკონფერენციო ადგილად შეგულებულ - შესასვლელში, ქრისტიანული სიმბოლიკით გაჯერებული ატრიბუტიკის განთავსებაზეც დაგვთანხმდნენ (იხ. გაზეთის წინა ნომრები).

მიზეზთა გამო, ირანელების მხრიდან რუსთაველის 34-ში ყოფნის ვადა 2012 წლის 7 მარტს იწურებოდა; თუმცა, მათი ახალ ადგილზე გადასვლა ეტაპობრივად ხდებოდა და საბოლოოდ მხოლოდ 17 მარტს დატოვეს შენობა.

ბინის მეპატრონეების - ნესტან ჩხეტიასა და კონსტანტინე სალიას მხრიდან (ადმიანური კუთხით გაუგებარ-აუხსნელი) პოზიციის დაფიქსირების გამო, ბუნებრივია რომ, ზემოთმითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ, რუსთაველის 34-ში ჩვენი ყოფნა უკვე შეუძლებელი იქნებოდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რუსთაველის 34-ში - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წინასწარვე განსაზღვრული - ყოველ ხუთშაბათ დღესთან ასოცირებული პრესკონფერენციის გამართვა, მხოლოდ - 1, 8 და 15 მარტის დღეებში გახდა შესაძლებელი; რითაც ზუსტად ასრულდა, უკვე ნახსენები - მაცხოვრის მიერ მოწაფეებთან მხოლოდ სამი გამოცხადების თაობაზე არსებული სახარებისეული მინიშნება.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

15 მარტის „ შეთანხმება“

2012 წ. 15 მარტს გამართულ მესამე პრესკონფერენციაზე „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ გამოტანილი იქნა „მემორანდუმი - საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპების თაობაზე“.

დოკუმენტის თაობაზე დეტალური საუბრის შემდეგ, წარმოდგენილი იქნა აღნიშნულ მემორანდუმზე დაყრდნობით მომზადებული „შეთანხმების“ დოკუმენტი, სადაც ვკითხულობთ: „ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერი ორგანიზაციები, ვიზიარებთ რა მემორანდუმის შინაარსს, ჩვენის მხრიდან ვთანხმდებით, რომ: საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მონიჭებული უფლება-მოსილების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ წინამდებარე მემორანდუმით განსაზღვრული პრინციპების საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში განხორციელებისათვის“.

პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ, „უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ  მომზადებულ და ხელმოწერილ „შეთანხმება“-ს შემოუერთდა: ეროვნულ-საზოგადოებრივი მოძრაობა „წმიდა გიორგის სადროშო“ (თავჯდომარე გია(გიორგი) სუბელიანი).

დასასრულს აღინიშნა, რომ „შეთანხმები“-ს დოკუმენტი ღიაა მასში ასახული პრინციპების გამზიარებელი ყველა გაერთიანებისათვის.

  

2012 წლის 16 მარტის „წმიდა გიორგის“-ს

მირონმდინარე ხატის გადმოსვენების მისტერია

15 მარტს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩვენის მხრიდან წარმოდგენილი „შეთანხმების“ ტექსტზე „წმიდა გიორგის სადროშოს“ თავმჯდომარის გიორგი სუბელიანის მხრიდან ხელმოწერის დაფიქსირების შემდეგ, ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა, მეორე დღისათვის, მათი კუთვნილი „წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატის რუსთაველის 34-ში გადმოსვენება.

მართლაც, 16 მარტის დილის ათ საათზე, ვაჟა-ფშაველას 8-ში, „წმიდა გიორგის სადროშოს“ წევრის ოჯახში დაბრძანებული „წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატი, სადროშოს თავმჯდომარემ გიორგი სუბელიანმა ჩამოაბრძანა.

„წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატის ფეხით გადმოსვენებაში მონაწილეობდნენ - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ლასკარის თავმჯდომარის მოადგილეები რევაზ კობიაშვილი და მევლუდ მამადაშვილი, ლასკარის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ჯიქია და ლასკარის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ჩოხელი.

გმირთა მოედანზე მდებარე - საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალთან, აფხაზეთში,  1993 წლის 15-16 მარტს ტამიშთან გამართული ბრძოლის მორიგ წლისთავზე თავშეყრილთ ჩვენც შევუერთდით. „წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატის მარადიული ცეცხლის წინ დაბრძანების შემდეგ, მუხლმოყრილებმა, საქართველოსთვის თავდადებული ყველა ღირსეული მამულიშვილის სულის მოსახსენიებელი ლოცვა წავიკითხეთ, და კვლავ რუსთაველისაკენ დავიძარით.

რუსთაველის 34-თან შეკრებილი ლასკარის წევრები შესაფერისად მიეგებნენ „წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატს, რომელიც მეორე სართულზე მდებარე საპრესკონფერენციო დარბაზში, სპეციალურად მისთვის მომზადებულ ადგილზე დავაბრძანეთ.

ამ დროს 12 საათიც შესრულდა და შესაბამისი ლოცვის წაკითხვის შემდეგ, თითოეული ჩვენთაგანი ცალ-ცალკე მიეახლა მირონმდინარე ხატს და გულიდან მომდინარე ლოცვა აღუვლინა მას.

მამა ელიზბარმა (დიაკონიძე) ხატის ისტორია მოკლედ გააცნო ირგვლივმყოფთ, შემდეგ კი „წმიდა გიორგის სადროშოს“ ორ წევრთან ერთად „შენ ხარ ვენახის“ საგალობელი, მთელ დანარჩენ დამსწრეებთან ერთად ვიგალობეთ.

ბიბლიური ახალი წლის ათვლით, ამ დღესთან მიმართებაში, წმიდა წერილში დაფიქსირებული წინასწარნაუწყები, ასეთი შინაარსისა გახლავთ - „პირველი (ანუ მარტის) თვის პირველ დღეს (1 მარტის მისტერია) დაიწყეს განწმენდა (აქ - პირველი პრესკონფერენცია). თვის მერვე დღეს (8 მარტის მისტერია) კი უფლის კარიბჭეს მიადგნენ (ამ დღის თაობაზე იხ. გაზეთის წინა ნომრები). რვა დღე წმენდნენ უფლის სახლს (ამ დროში მომხდარი იხილეთ წინამდებარე ნომერში) და პირველი თვის მეთექვსმეტე დღეს (16 მარტს აღსრულებული „წმიდა გიორგის“ მირონმდინარე ხატის გადმოსვენებით) მოათავეს (აქ - „უფლის სახლის“ მისტერიული მისიის დასასრულზეა მინიშნება)“ (II ნეშტთა 29,17).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

17 მარტის მისტერია სახელდებით „დროშა“

2010 წლის 17 მარტს ლასკარის ღია სხდომაზე მოკლე გაცნობითი ხასიათის ანგარიშით წარდგა, დღემდე ჩვენთვის უცნობი: საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშეს“ პრეზიდენტი - ევგენი ღვინიაშვილი.

გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოს ჩამოყალიბებული საზოგადოების თაობაზე საუბრისას, ბატონმა ევგენიმ ლასკარის ღია სხდომაზე გამოფინა „მშვიდობის მედროშის“ ის დროშა, რომელიც, მისი თქმით „გაერო“-ს 50-ე წლისთავისადმი მიძღვნით (დაკავშირებით), კოსმოში გასულ ხომალდის ეკიპაჟს ჰქონდა თან.

ე.წ. „მშვიდობის დროშის“ ჩვენამდე მოღწევის ფაქტმა, თავისებური კუთხით გამოკვეთა ბოლო ჟამის გასრულებისეული ეტაპის მიმდინარეობის ფაქტი. აი, რას ვკითხულობთ ბიბლიაში - დროშის აღმართვასთან დაკავშირებით:

„ხმელ გორაზე აღმართეთ დროშა (აქ- 17 მარტს „მშვიდობის დროშის“ მისტერია), ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შემოვიდნენ მთავართა კარიბჭით (2) ... მთებზე გუგუნია, თითქოს მრავალი ხალხისაგან ერთად თავშეყრილი ხალხების სამეფოთა ჟრიამული; ცაბაოთ უფალი თავად ათვალიერებს საომრად გამზადებულ ლაშქარს(4). შორი ქვეყნეიდან, ცის კიდიდან მოდიან, უფალი და მისი რისხვის იარაღი მთელი ქვეყნის დასაქცევად(5). მოთქვამდეთ, რადგან ახლოვდება უფლის დღე (აქ- განკითხვა), მოდის როგორც რბევა ყოვლადძლიერისაგან“ (ესაია 13, 2; 4-6).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

20 მარტი, ანუ „დიაკონი ოლარითა“

2012 წლის 13 მარტს ინტერნეტ ტელევიზიის - „ITEtv.ge” პირდაპირ ეთერში, გადაცემა „მართლმადიდებლობა“-ს წამყვანმა, წმ. სამების დიაკონმა მამა ელიზბარმა (დიაკონიძე) დააანონსა, მომდევნო გადაცემაში, „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ეგიდით ჩვენი მოწვევის საკითხი.

და მართლაც, კვირის თავზე, ანუ 20 მარტის პირდაპირ ტრანსლაციაში, „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს  ლასკარის თავჯდომარემ მიხეილ( გელა) სალუაშვილმა მამა ელიზბართან ერთად ისაუბრა ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ იმ ნიშნების პირველი პირობითი ნაწილის თაობაზე, რომელიც - ედ. შევარდნაძის ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნების დრომდეა მომხდარი.

ბოლო ჟამში დიაკონ ელიზბართან (დიაკონიძე) ერთად აღსრულებული მისტერიული პროცესის ანარეკლი-მინიშნება „მოქცევაი ქართლისაი“-სეულ ტექსტში ასეთი სახითაა წარმოდგენილი:

ახ. წ. მეოთხე საუკუნის ოციან წლებში ეფესოდან გამოქცეული წმ. ნინო, სასწაულებრივად გადაურჩება სომხეთის წარმართი მეფის თრდატ III-ის  რისხვას. უსჯულო მეფის მიერ წმ. ნინოს თანმხლები - რიფსიმე, გაიანე და სხვათა წამებით მოკვდინების თვითმხილველი ნინო, ასეთ ხილვას ხედავს - „...და ოდეს იგი აღმოჰვიდოდეს სულნი წმიდათა მათ, ვიხილე ზეცით სამოსლის მსგავსად ჩამომავალი დიაკონი ოლარითა ნათლისაითა. და ხელთა მისთა აქუნდა სასაკუმევლეი, რომელისაგან გამოვიდოდა კუამლი სულნელოვანი, რომელი ცათა დაჰფარვიდა...“ (მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი, „მოქცევაი ქართლისაის“ რედაქციათა პარალელური ტექსტები“, თბ. 2010 წ. გვ. 61).

წმ. ნინოს მიერ ქართლის სამეფოს მოქცევა, ანუ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, ბოლო ჟამში მოსახდენი იმ უდიდესი მოვლენის მისტერიული წინარესახეა, რასაც მეორედ შობით უკვე მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვა, ანუ უფალ იესუ ქრისტეს გაცხადება ქვია.

„ქართლის სამეფოს“ მოქცევამდე მომხდარი ზემოთაღნიშნული პროცესის ბოლო ჟამისეული ანარეკლი, ანუ ხსენებული - „დიაკონი ოლარითა“-ს პარალელი - დიაკონ ელიზბართან (დიაკონიძე), ვისაც ყური აქვს სასმენლად პრინციპზე დაყრდნობით, ნათლად გამოკვეთავს ბოლო ჟამისეულ გზასავალის შესაბამისი ეტაპის მიმდინარეობის ფაქტს.

 

21 მარტი და გადაცემა „ჯვრისმტვირთველი“

2012 წლის 14 მარტის ტელეეთერში ჩვენი გასვლიდან კვირის თავზე, ანუ  21 მარტს ინტერნეტ ტელევიზიიის „ITEtv.ge” ეთერში, გადაცემა „ჯვრისმტვირთველის“ წამყვანთან, „წმიდა გიორგის სადროშოს“ თავჯდომარესთან გია (გიორგი) სუბელიანთან ერთად „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს  ლასკარის თავჯდომარემ მიხეილ (გელა) სალუაშვილმა გააშუქა ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების მიერ მომზადებული თემატიკა - „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის“.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიიის აღდგენის 95 წლისთავის კარიბჭესთან, აღნიშნული თემატიკის გაჟღერებამ თავისი განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა.

  

23 მარტის შეხვედრა მეუფე იაკობთან (იაკობიშვილი)

2012 წლის 6 და 9  მარტს შემდგარი ორი შეხვედრისას მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2012 წლის 23 მარტს 11.00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოში, „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თვმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე, საერთაშორისო მდივანი რევაზ კობიაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია, ვეწვიეთ - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსს, გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის მმართველს მეუფე იაკობს (იაკობიშვილი).

საუბარმა უაღრესად კეთილგანწყობის ფონზე ჩაიარა. ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ბიბლიური ნიშნების მეუფე იაკობისთვის გაცნობის შემდეგ გადაწყდა, რომ მორიგი შეხვედრა, თუ ღმერთი ინებებდა, 2012 წლის 28 მარტს გაგვემართა.

ქართული მართლმადიდებლური კალენდრით ახალი წლის სექტემბრიდან ათვლით მე-7, ანუ მარტის თვეში შემდგარი ამ შეხვედრის მისტერიული ბიბლიური მინიშნება ასეთია - „მეშვიდე (აქ - მარტის) თვის ოცდამესამე დღეს გაისტუმრა ხალხი თავ-თავიანთ კარვებში მხიარულნი, გულსავსენი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო...“ (II ნეშტთა 7,11). ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

23 მარტის შეხვედრა ალექსანდრე ივანიშვილთან

წინასწარი შეთანხმების შემდეგ „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თვმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე, საერთაშორისო მდივანი რევაზ კობიაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია შევხვდით „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ძმას ბატონ ალექსანდრე ივანიშვილს.

შეხვედრისას მას გადავეცით ჩვენი გაზეთის ის ნომერი, რომელშიც - ბოლო ჟამში იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების - ბიძინა ივანიშვილის თაობაზე გვქონდა საუბარი.

მოკლე საუბრის დასასრულს ღმერთს მადლობა შევწირეთ ჩვენი ვალის ამ ფორმით მოხდის შესაძლებლობისათვის, და ბატონ ალექსანდრესთან გამოვთქვით სურვილი, მის მიერ თავისი ძმისთვის აღნიშნული საგაზეთო მასალის მიწოდების შემდეგ, მასთან სავარაუდო შეხვედრის თაობაზე, სადაც ბიბლიაში დაცულ იმ თემატიკაზე გვექნებოდა საუბარი, რასაც ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში, ჩვენს თვალწინ მიმდინარე აცხადებულ-ასაცხადებელი ნიშნები ჰქვია.

 

28 მარტის შეხვედრა მეუფე იაკობთან (იაკობიშვილი)

2012 წლის 28 მარტს საქართველოს საპატრიარქოში, „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თვმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია, უკვე მეოთხედ ვეწვიეთ - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსს, გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის მმართველს მეუფე იაკობს (იაკობიშვილი).

შეხვედრისას მეუფე იაკობს დეტალურად განემარტა ბოლო ჟამის გასრულებისეული ნიშნები და „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პოლიტიკური პრიორიტეტებით განსაზღვრული რამოდენიმე ძირითადი საკითხი. მიღებული იქნა გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში მ,ომდევნო შეხვედრის გამართვის თაობაზე.

  

„აღთქმა“-„ხარება“ „ლაზარეს აღდინებისა“

2012 წელი მრავალმხრივ გამორჩეული დროითი მიჯნების მატარებელია. როგორც მოგეხსენებათ 2012 წ. 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 73 წლის შესრულების თარიღია, რომელიც, ამავდროულად, არის ზვიად გამსახურდიას ამქვეყნიდან წასვლიდან, ანუ 1993 წლის 31 დეკემბრიდან აღებული - 6 666-ე დღე.

თავის მხრივ, 2012 წ. 31 მარტიდან, ანუ ხსენებული - 6 666-ე დღიდან ათვლით, 2012 წლის 7 აპრილის ხარების დღესასწაულის თარიღი, რომელიც წელს - „ლაზარეს აღდგინების შაბათს“ ემთხვევა, არის 1993 წ. 31 დეკემბრიდან ათვლილი - 6 673-ე დღე.

როგორც ვიცით ორმოცნიშნიანი ქართული ანბანის ასო-ნიშნების რიგითი ნომრების გათვალისწინებით, კოდური სიტყვა: „ა(1) + ღ(25) + თ(9) + ქ(24) + მ(13) + ა(1)“, ჯამში  73-ის ტოლია.

მაშასადამე, 2012 წლის 7 აპრილი:

- ხსენებული 1993 წ. 31 დეკემბრიდან აღებული ექვსი ათას ექვსას 73-ე დღეა და მისტერიული შინა-არსით „აღთქმა“-ზე გვითითებს;

- ხარების ბრწყინვალე  დღესასწაულია; და

- „ლაზარეს აღდგინების შაბათია“.

ყოველივეს მთლიანობაში გააზრებით, ლასკარისეული ცნობიერებიდან გამომდინარე, გვეუწყება - იმ „აღთქმის“ ასრულებისეული ჟამის მოახლოების „ხარებაზე“, რასაც - „ლაზარეს (აქ - შობით უკვე მოსული ძე კაცისას) აღდგინება (აქ - ძალმოსილებით აღჭურვა, ანუ უფალ იესუ ქრისტედ მისი გაცხადება)“  ჰქვია.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.