Print

გაზ. №17(810)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი7 აპრილის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 7 აპრილის  სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: პოლიტიკური პარტიებისათვის შესათავაზებელი „შეთანხმების“ თაობაზე, რომელიც ეხება უკვე განხილილ საპროგრამო თემას:  „საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხისათვის“.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული: საზოგადოებრივი მდივნის _ ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია, სხვადასხვა მიმართვათა დაგზავნის ორგანიზების თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის 2012 წლის 7 აპრილის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 . 7 აპრილის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ(გელა) სალუაშვილის მოხსენება: - პოლიტიკური პარტიებისათვის შესათავაზებელი „შეთანხმება“ საპროგრამო თემაზე: „საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხისათვის“.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად: დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის „პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები“-ს ნუსხით გათვალისწინებული „შეთანხმება“ – „მემორანდუმი საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხისათვის“.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლის 9 აპრილის

მიმართვა

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ განსახილველად წარმოგიდგენთ: „საქართველოს სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული საკითხისათვის“ თაობაზე მომზადებულ წინადადებათა პაკეტს.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ სასურველია თუკი, აღნიშნულ საკითხზე თქვენს მიერ გამოთქმული თვალსაზრისის მოწოდება - 2012 წლის 25 აპრილამდე მოხერხდება [წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით - info@ufali.ge], რათა მიღებული განხილვის პირველადი შედეგები ერთგვარად შეჯამდეს - 2012 წლის 28 აპრილისთვის ჩვენს მიერ დაგეგმილ შეკრებაზე.

წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.

დანართი:

„საქართველოს სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების [20 გვერდი]

 

 

სამართლიანობის აღდგენის

კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

 

აღნიშნული მიმართვა გადაეცათ:

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურს

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს

საზოგადოებრივი მოძრაობა `ქართული ოცნების~ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს

პოლიტიკური ორგანიზაცია `განახლებული საქართველოსთვის~ თავმჯდომარეს  ნანა გულუას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს  თამარ ჩუგოშვილს;

 

 

„ახალი სიტყვა“, ანუ 22 მარტის შეხვედრა

დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ ბატონმა აკაკი ჯორჯაძემ, მასთან 1994 წლის ხარება დღეს კარნახით მისული ინფორმაციის თაობაზე, საჯაროდ, მხოლოდ მიღებული ტექსტის ქაღალდზე სრულად გადატანის შემდეგ, ანუ 1995 წლის 9 იანვარს განაცხადა.

1995 წ. 19 იანვარს შემდგარი ჩვენი პირველი შეხვედრიდან მოყოლებული, შესაძლებლობა მქონდა ხელნაწერში გავცნობოდი აღნიშნულ ინფორმაციას, საერთო სათაურით - „ახალი სიტყვა“.

აკაკი ჯორჯაძემ და მის ირგვლივ გაერთიანებულმა თანამოაზრეთა ჯგუფმა, წლების მანძილზე გაწეული თავდაუზოგავი შრომის ფასად, დიდი წვლილი შეიტანა ბოლო ჟამისეული დროის მონაკვეთის თაობაზე საზოგადოების ინფორმირების საქმეში.

ბიბლიურ მინიშნებათა გათვალისწინებით, ერთის მხრივ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-ს რეგიტრაციიდან 20 წლის თავზე, და მეორეს მხრივ - „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ დაარსებიდან მე-16 წლის მიმდინარეობის ფონზე, და ჩვენი აკაკი ჯორჯაძესთან პირველი შეხვედრიდან მე-18 წლის დროითი მიჯნის დაწყების შემდგომად, წინასწარი შეთანხმების შემდეგ 2012 წლის 22 მარტს, „ახალი სიტყვის“ ოფისში, გაიმართა შეხვედრა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თვმჯდომარეს მიხეილ (გელა) სალუაშვილსა და პოლიტიკური გაერთიანება „ახალი სიტყვა“-სა და „სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის“ ხელმძღვანელობასთან - აკაკი ჯორჯაძესა და ლაშა (გიორგი) ლომიძესთან.

ქართული ანბანის მე-16 და მე-18 ასო-ნიშან „ო“ [ანუ „უფალო“ - საბა] და „ჟ“, ანუ „უფლის ჟამის“ დადგომისეული შინა-არსის მატარებელ წელს შემდგარ ამ შეხვედრაზე - აკაკი ჯორჯაძესა და ლაშა (გიორგი) ლომიძეს მოკლედ მოვახსენეთ ბოლო ჟამის დადგომისა და „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენასთან დაკავშირებით, წმიდა წერილებში დაცული ნიშნების თაობაზე.

ბიბლიური ახალი წლის ათვლით - პირველი (მარტის) თვის ოცდამეორე დღეს შემდგარი შეხვედრის დასასრულს „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პოლიტიკური პრიორიტეტების ნუსხით გათვალისწინებული საპროგრამო გეგმის სრული პაკეტის გადაცემის შემდეგ შევთანხმდით - ორმხრივი დიალოგის მომდევნო ეტაპის: 18 დღის შემდეგ, ანუ 2012 წლის 9 აპრილს გამართვის თაობაზე.

აღნიშნული შეხვედრის თაობაზე, ბიბლიაში დაცული ტექსტის იგავური მინიშნება შემდეგი სახისაა - „მეთვრამეტე (1995-2012) წელს კი, პირველი თვის ოცდაორს (აქ - 22 მარტი), აშურელთა მეფის ნაბუქოდონოსორის სახლში (კოდია) იყო სიტყვა (კოდია) მთელ ქვეყანაზე შურისძიების შესახებ (კოდია), როგორც ნათქვამი ჰქონდა მას (კოდია)“ (ივდითი 2,1).

    მეორეს მხრივ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ახალი წლის სექტემბრიდან ათვლით, განსახილველი 22 მარტი, მეშვიდე თვის 22-ე დღე გახლავთ. აღნიშნულის თაობაზე ბიბლია ასე იუწყება - „ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: ამ მეშვიდე (აქ - მარტის) თვის მეთხუთმეტე დღიდან კარვობის დღესასწაულია - შვიდი საუფლო დღე... შვიდი დღის მანძილზე (15-21) შესწირავდეთ საცეცხლო მსხვერპლს უფალს; მერვე დღეს (აქ - 22 მარტს) წმიდა შეკრებულობა გქონდეთ (იხილე ზემოთ აღწერილი შეხვედრა). საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს. ეს წმიდა შეკრებულობაა...“ (ლევ. 23,34; 36).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

 

 

 

საქართველოს სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული ბიბლიური საფუძვლები

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ მომზადებული - „საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“-ს შედგენისას, ჩვენი სამოქმედო გეგმის ამოსავალი ბიბლია გახლდათ.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის ბიბლიური - „ისრაელით“, კოდირებულად - ბოლო ჟამის საქართველოზე მიგვენიშნება.

თავის მხრივ, ტერმინი ისრაელი, ბიბლიური აბრაამის შვილიშვილის - იაკობიდან მომდინარეობს, რამეთუ - „... გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა ღმერთმა იგი. უთხრა ღმერთმა: იაკობია შენი სახელი; აღარ გერქმევა ამიერიდან სახელად იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი. და უწოდა სახელად ისრაელი“ (დაბ. 35,9-10).

კოდირებული - „იაკობი“, თავის ტყუპისცალ - „ესავთან“ ერთად, ერთგვარი წყალგამყოფია - ამ, ანუ - ხრწნადში ყოფნისა და - მომავლის, ანუ - უკვდავებისეული ეტაპის დასაწყისს შორის. ბიბლიაში, უზენაესის სიტყვები ასეა გადმოცემული - „მითხრა: დედამიწის დასაბამიდან, ვიდრე აღიმართებოდა სამყაროს კარიბჭენი... ვიდრე დაიბეჭდებოდნენ რწმენის დამცველნი, მაშინ ჩავიფიქრე და შეიქმნენ ჩემს მიერ, არა სხვის მიერ და ბოლოც ჩემს მიერ, არა სხვის მიერ.

ვიკითხე და ვთქვი (აქ - ეზრამ): რა იქნება დროთა გამიჯვნა? ან როდის დადგება წინანდელის (აქ - ხრწნადის) ბოლო და მომდევნოს (აქ - უკვდავების) დასაბამი? მითხრა (აქ - ღმერთმა): აბრაამიდან ისაკამდე, როცა იშვნენ მისგან იაკობი და ესავი, დასაბამითვე იაკობის ხელს ეჭირა ესავის ქუსლი. ამიტომ ამ წუთისოფლის ბოლოა ესავი („ეს-ავი“, იგივე: „ავი“-ს, ანუ - ხრწნადის დასასრული), ხოლო იაკობი - მომდევნოს დასაბამი“ (3 ეზრა 6,1; 5-9).

წინამდებარე წერილის თემატიკიდან გამომდინარე, აქ მოცემული რამოდენიმე მინიშნებიდან, მხოლოდ ერთზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

კოდი - „იაკობი - მომდევნოს დასაბამი“, მისტერიულ კავშირშია იმასთან, რასაც ზოგადად „ლასკარი“-სა და საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოს მეუფე იაკობის (იაკობიშვილი), მკითხველისთვის კარგად ნაცნობი, ურთიერთთანამშრომლობა ჰქვია;

და კავშირშია იმასთან, რასაც უკვე ნახსენები: „საქართველოს სამხარეო დაყოფის“ თემატიკა მოიცავს. ძველი აღთქმის მიხედვით - იაკობი, ანუ - ისრაელი, თავის 12 შთამომავალს გაუნაწილებს მამისეულ კურთხევას; რასაც, მოგვიანებით, მოსესა და იესო ნავეს ძის მიერ, ღმერთის ნებით, ისრაელიანთა სამკვიდრებლის, იაკობის შვილებიდან მომდინარე შტოთა შორის დაყოფა მოსდევს.

როგორც ვიცით, იაკობი შვილებისთვის განკუთვნილ კურთხევას, იოსების ორ ვაჟს - მენაშესა და ეფრემსაც გაუნაწილებს, ანუ სულ - ცამეტი კურთხევა გვიფიქსირდება, რომელიც მიიღეს: 1. რეუბენმა, 2. სიმონმა, 3. ლევიმ, 4. იუდამ, 5. ზებულონმა, 6. ისაქარმა, 7. დანიმ, 8. გადიმ, 9. აშერმა, 10. ნაფთალმა, 11. ბენიამინმა, და იოსების ვაჟებმა: 12. ეფრემმა და 13. მენაშემ.

ბიბლიაში დეტალურადაა აღწერილი ისრაელის მოდგმის მიერ, უზენაესისაგან მათთვის აღთქმულ მიწაზე დამკვიდრების ისტორია და მათი შტოების საცხოვრებელი საზღვრები - „ასე გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს: აჰა, ქვეყანა, რომელიც უნდა დაინაწილოთ წილისყრით, რომელზეც ბრძანა უფალმა, რომ მისცემოდა ცხრა შტოს და ნახევარს (კოდია), რადგან მიიღეს რეუბენიანთა შტომ მამისსახლების მიხედვით და გადიანელთა შტომ მათი გვარეულობის მიხედვით და მენაშეს ნახევარმა შტომ (კოდია). მათ მიიღეს თავიანთი წილი იორდანეს გაღმა (კოდია), იერიხონის მახლობლად, აღმოსავლეთით“ (რიცხვ. 34,13-15).

იქვე მოცემულია ამ შტოთა ჩამონათვალი, და მათი საზღვრები: 1) რეუბენიანთა შტო (რიცხვ. 34,14; იესო 13,15-23); 2) გადიანელთა შტო (რიცხვ. 34,14; იესო 13,24-28); 3) იოსების უფროსი ვაჟის  მენაშეს შტოს ერთი ნახევარი (რიცხვ. 34,14;23;  იესო 13,29); მენაშეს შტოს მეორე ნახევარი (რიცხვ. 34,23; იესო 17,1); 4) იუდას შტო (რიცხვ. 34,19; იესო 15,1); 5) სიმონიანთა შტო (რიცხვ. 34,20; იესო 19,1); 6) ბენიამინის შტო (რიცხვ. 34,21; იესო 18,11);  7) დანიანთა შტო (რიცხვ. 34,22; იესო 19,40); 8) იოსების უმცროსი ვაჟის ეფრემის შტო (რიცხვ. 34,24; იესო 16,5); 9) ზებულონიანთა შტო (რიცხვ. 34,25; იესო 19,10); 10) ისაქარიანთა შტო (რიცხვ. 34,26; იესო 19,17); 11) აშერიანთა შტო (რიცხვ. 34,27; იესო 19,24) და 12) ნაფთალიანთა შტო (რიცხვ. 34,28; იესო 19,32).

როგორც ვხედავთ, ამ ჩამონათვალში არ ფიგურირებს იაკობის ვაჟის - ლევის შტო. წმიდა წერილში, ზემოხსენებული თორმეტი შტოსთვის განკუთვნილი თორმეტი მხარის საზღვრების პარალელურად, ხაზგასმით გვეუწყება, რომ - ლევიანების სამკვიდრებელ ადგილად - ქალაქია გამოყოფილი: „ქალაქგარე სანახები, რომლებიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ქალაქის კედლებს იქით ათას წყრთაზე უნდა გადიოდეს ირგვლივ. გადაზომე ორი ათასი წყრთა ქალაქგარეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა სამხრეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა დასავლეთის მიართულებით და ორი ათასი წყრთა ჩრდილოეთის მიმართულებით; შუაში ქალაქი. ეს ჰქონდეს მათ ქალაქგარე სანახებად“-ო (რიცხვ. 35,4-5).

მაშასადამე, ძველი აღთქმის მიხედვით, გვეკარნახება „ისრაელიანთა“ (აქ - საქართველოს) ტერიტორიის თორმეტი შტოსთვის, ანუ - თორმეტ „მხარედ“, და მეცამეტე - „ქალაქად“ დაყოფის თაობაზე.

თხრობის გაგრძელებამდე, მოდით გავერკვეთ თუ რა „ქალაქზეა“ მინიშნება.

როგორც ვხედავთ ბიბლიაში - ოთხკუთხა ფორმის ქალაქის შემოგარენია აღწერილი. აქ მოცემული კოდირებული მინიშნების ახსნა, უკვე - გამოცხადებაშია დაფიქსირებული: „და წამიყვანა მე სულით დიდსა და მაღალ მთაზე, და მიჩვენა მე დიდი ქალაქი, წმიდა იერუსალემი, ღმრთისაგან ჩამომავალი ზეცით...  ქალაქი ოთხკუთხედად ძევს, და სიგრძე მისი, როგორც სიგანე...“ (გამოცხ. 21,10; 16).

ჩვენის აზრით, ძნელი აღარ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ ძველი აღთქმისეული - ისარაელის „მეცამეტე“ პირობითი მხარე, ანუ ლევიანთათვის განკუთვნილი „ქალაქი“ (რიცხვ. 35,4), მისტერიული ანარეკლია - ზეციდან ჩამომავალი „წმიდა“, ანუ - „ახალი იერუსალიმისა“ (გამოცხ. 21,2; 10).

როგორც დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, ბოლო ჟამისეული კუთხით, ბიბლიური - „ახალი იერუსალიმი“, ეს - თბილისის კოდირებული სახელდებაა.

ყოველივე ზემოთქმულის მთლიანობაში გააზრების შემდეგ, ვგონებთ უკვე გასაგები უნდა იყოს, რომ ბოლო ჟამის გასრულების მოახლოების ნიშნად, კოდირებული „იაკობი“ [რომელიც „მომდევნო (ყოფის) დასაბამია“ – 3 ეზრა 6,9], ანუ საქართველო - სამხარეო პრინციპზე უნდა იქნეს აგებული, რომელთაგან - თორმეტი მხარე, ხოლო მეცამეტე - მხარის სტატუსთან გათანაბრებული: ქალაქი უნდა იყოს.

და კიდევ. მოდით ვცადოთ გარკვევა იმისა, თუ რაზე უნდა გვანიშნებდეს ტერიტორიის განაწილების ე.წ. ორი ეტაპი. როგორც ვნახეთ, ჯერ ნაწილდება - „ორი შტო და ნახევარი შტო“, მდინარე „იორდანეს გაღმა“; და მხოლოდ შემდგომად დაიყოფა „იორდანეს გამოღმა“ მხარე - „ცხრა შტოდ და ნახევარ შტოდ“ (იხ. იესო 14,2-3).

ჩვენის აზრით, აქ მოცემული კოდით - „გაღმა“, ბოლო ჟამისმიერი თვალთახედვით, საქართველოს - დამოუკიდებლობის გამოცხადებამდელი ტერიტორიული მოწყობის ნიუანსები უნდა გვენიშნებოდეს. კერძოდ, რუსეთის იმპერიაში (სსრკ) ყოფნის 70 წლიანი დროის მანძილზე, საქართველო თავის შემადგენლობაში მიითვლიდა - ორ ავტონომიას (აფხაზეთი და აჭარა), და ერთ - ოლქს („სამხრეთ ოსეთი“).

მისტერიული ფორმით ძველი აღთქმისეული - „ორი შტო“-თი, ბოლო ჟამის _ ორი ავტონომია (აფხაზეთი და აჭარა), ხოლო - „ნახევარი შტო“-თი, ავტონომიაზე უფრო დაბალი სტატუსის მატარებელი, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ოლქი“ უნდა მიგვენიშნებოდეს.

ამასთანავე, როგორც ვიცით 1990-1991 წლებში, „სამხრეთ ოსეთის ოლქი“ გაუქმებული იქნა. 1995 წლიდან კი საქართველოში, ახალი ათი ადმინისტრაციული ერთეული ჩამოყალიბდა. კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე აგებული სამხარეო დაყოფიდან გამომდინარე, ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ოლქის“ ტერიტორია - „შიდა ქართლის რეგიონის“ შემადგენლობაში მოექცა. მოგვიანებით (2006 წ.), საქართველოს პრეზიდნტის მ. სააკაშვილის სპეციალური ბრძანებულებით, თავის ძველ საზღვრებში აღდგენილად გამოცხადდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“.

ამდენად, დღევანდელი რეალობიდან გამიმდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული რუკა შედგება - ორი ავტონომიის, ერთი - „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“, ცხრა სამხარეო სტრუქტურისა და ცალკე რგოლად დაფიქსირებული - თბილისის, ანუ ჯამში - 13 ერთეულისაგან.

გარდა ზემოთქმულისა, ბიბლიაში ორჯერ მითითებული კოდირებული - „მენაშეს“: „ნახევარი შტო“, მისტერიული ანარეკლი უნდა იყოს იმისა, რასაც ჩვენს რეალობაში ძალით თავსმოხვეული ე.წ. „სამხრეთ“ (აქ - „გამოღმა“) და „ჩრდილოეთ“ („გაღმა“) ოსეთის დაფიქსირება ჰქვია.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ მომზადებული საქართველოს (იგივე „ისრაელი“ = “იაკობი“) სამხარეო დაყოფაში, ქ. თბილისის გარდა, მე-12 მხარედ „ცხინვალის ოლქის“ სახელდებაა შემოთავაზებული, ანუ „ძველი აღთქმისეული“ მინიშნებით - 12 მხარე და ერთი „ქალაქი“, ე.ი. სულ - 13 ადმინისტრაციული ერთეული გვიფიქსირდება. აღნიშნულის მისტერიული ანარეკლი ახალ აღთქმაში, მაცხოვრის შემდეგ სიტყვებშია დაფიქსირებული - „...იესუმ მიუგო მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ: რომელნიც გამომყევით მე, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე (აქ - კოდირებული „ქალაქი“), ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე (აქ - 12 მხარე), ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად“-ო (მათე 19,28).

ამდენად, ბიბლიის ორივე ნაწილი - ძველი და ახალი აღთქმა, ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს პრინციპით, მისტერიული ფორმით აღგვიწერს ბოლო ჟამის მიწურულს საქართველოს ტერიტორიის - ცამეტ ადმინისტრაციულ ერთეულად დაყოფას, რომელთაგან თორმეტი - მხარე, ხოლო მეცამეტე, ახალი იერუსალიმის კოდირებული სახება - თბილისია.

 

დანართი.

ძველი აღთქმისეული მინიშნებით, ლევიანთათვის განკუთვნილი - „შუაში ქალაქის“ მითითების პარალელურად, იქვე ასეთი დაკონკრეტება გვიფიქსირდება - „... შუა ქალაქი. ეს ჰქონდეთ მათ ქალაქგარე სანახებად. იმ ქალაქებიდან რომლებიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ექვსი ქალაქი (კოდია) თავშესაფარი იყოს, სადაც დაანებებთ მკვლელს გაქცევას (კოდია). ამის ზემოთ ორმოცდაორი ქალაქი მიეცით. სულ ორმოცდარვა ქალაქი უნდა მისცეთ ლევიანებს სანახებითურთ“-ო (რიცხვ. 25,5-7).

აქ მოცემული - „ექვსი ქალაქი“, ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ ექვს ნაწილად დაყოფილი თბილისის რეალობის (1. გლდანი-ნაძალადევი, 2. დიდუბე-ჩუღურეთი, 3. ისანი-სამგორი, 4. ვაკე-საბურთალო, 5. კრწანისი-მთაწმინდა, 6. ძველი თბილისი)  მისტერიული ფორმით ასახვა უნდა იყოს.

ბიბლიისეული მინიშნება, სულ - „ორმოცდარვა ქალაქის“ შესახებ, ჩვენის აზრით, ქ. თბილისის სხვადასხვა უბნების თაობაზე არსებულ ტოპონომიკურ სახელდებაში განივთებულ მისტერიულ მხარეს უნდა აფიქსირებდეს, რომელთა სრული ჩამონათვალი ასეთია:

1. ავლაბარი, 2. ავჭალა, 3. ბოშის უბანი, 4. გარეთუბანი, 5. გლდანი, 6. დელისი, 7. დიდუბე, 8. დირსიჭალა, 9. დიღომი, 10. ელია, 11. ვაკე, 12. ვაშლიჯვარა, 13. ვაზისუბანი, 14. ვანქისუბანი, 15. ვარკეთილი, 16. ვერე, 17. ვეძისი, 18. თათრის მოედანი, 19. ისანი, 20. კალა, 21. კოჯორი, 22. კრწანისი, 23. კუკია, 24. ლილო, 25. მუხიანი, 26. მუხრანთუბანი, 27. მთაწმინდა, 28. ნავთლუღი, 29. ნაძალადევი, 30. ორბელიანთ უბანი, 31. ოქროყანა, 32. ორთაჭალა, 33. ორხევი, 34. რიყე, 35. საბურთალო, 36. სეიდაბადი, 37. სიონი, 38. სოლოლაკი, 39. სოღანლუღი, 40. ღრმაღელე, 41. შინდისი, 42. ჩუღურეთი, 43. ციხის უბანი, 44. წავკისი, 45. წყნეთი, 46. ხარფუხი, 47. ხევძმარი, 48. ხიდის უბანი (იხ. „თბილისის ისტორია“, ტ. 1, თბ. 1990 წ., გვ. 483-485).

ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

გილოცავთ 2012 წლის 15 აპრილის აღდგომა დღის მისტერიას

„15“ = 1 + 5 = 6;

„ა[1] + პ[17] + რ[19] + ი[10] + ლ[12] + ი[10]“ = 69

კოდი: ა[1] + ღ[25] + დ[4] + გ[3] + ო[16] + მ[13] + ა[1] = 63-ს; კოდი: 63 = 6 + 3 = 9, რაც გვკარნახობს:

მე-6 დღეს ქმნილი ღმერთის (სამები) ხატისა და მსგავსი: კ[11]+ა[1]+ც[29]+ი[10]= 51 = 5 + 1 = 6-ის,

3-ის, ანუ სამების (ღმერთის) ძალით განღმრთობას, თეოზისს.

მაშასადამე, I და II მოსვლისეული: აღდგომა = 63-ის მისტერია, ბოლო ჟამის დასასრულს, სამების [3]-ის მიერ კაცის [6]-ის განღმრთობით {ღ[25] + მ[13] + ე[5] = რ[19] + თ[9] + ი[10] = 81 = 8 + 1 =9}, ანუ 36 = 3 + 6 = 9 -ში (ღმერთში) გადასვლით დასრულდება.

კოდი: 36, დასასრულზე გვანიშნებს, რამეთუ ქართულ ანბანში 36-ე ასო-ნიშანია ჰაე, ხოლო ბიბლია კი გვაუწყებს - მე ვარ ანი [1] და ჰაე [36], დასაბამი [1] და დასასრული [36], პირველი [1] და უკანასკნელი [36] (გამოცხ. 22,13). ამდენად:

I მოსვლა: აღდგომა - 63

II მოსვლა: აღდგომა - 63

დასასრული, ანუ ჰაე – 36

ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.