Print

გაზ. №21 (814)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი5 მაისის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 5 მაისის  სხდომას ესწრებოდნენ - იხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია: საქართველოს პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული, ე.წ. „შეთანხმების“ მიღების თაობაზე.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

სხდომაზე მოისმინეს:

- ლასკარის საზოგადოებრივი მდივნის - ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია კავშირის მიმართვათა, სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის დარიგების თაობაზე;

- ლასკარის საარჩევნო კომისიის მდივნის - ნათელა მელქაძის ინფორმაცია ე.წ. წინასწარი გამოკითხვის მიმდინარეობის შესახებ.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 5 მაისის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 . 5 მაისის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

საქართველოს პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში საპარლამენტო კომიტეტის „ეროვნული თანხმობის დარბაზი“-ს [„ერთადა“] შექმნასთან დაკავშირებული ე.წ. „შეთანხმების“ მიღების თაობაზე;

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად:

დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის „პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები“-ს ნუსხით გათვალისწინებული „შეთანხმება“ – საქართველოს პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების საკითხისათვის: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ [„ერთადა“].

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

8 მაისის მიმართვა

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ განსახილველად წარმოგიდგენთ: საქართველოს პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში საპარლამენტო კომიტეტის „ეროვნული თანხმობის დარბაზი“-ს [„ერთადა“] შექმნასთან დაკავშირებით მომზადებულ წინადადებათა პაკეტს.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ სასურველია თუკი, აღნიშნულ საკითხზე თქვენს მიერ გამოთქმული თვალსაზრისის მოწოდება - 2012 წლის 22 მაისამდე მოხერხდება [წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ], რათა მიღებული განხილვის პირველადი შედეგები ერთგვარად შეჯამდეს - 2012 წლის 26 მაისისთვის ჩვენს მიერ დაგეგმილ შეკრებაზე.

წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.

 დანართი:

საქართველოს პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების საკითხისათვის: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ [„ერთადა“] - [8 გვერდი].

 აღნიშნული მიმართვა გადაეცათ:

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურს

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს

პოლიტიკური ორგანიზაცია „განახლებული საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს  ნანა გულუას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს  თამარ ჩუგოშვილს.

 

 ავტობიოგრაფიული შტრიხები

მე - ნარგიზა  იგორის ასული ხალვაში, დავიბადე გალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიაში 1953 წლის 28 ივლისს. დედაჩემი: ვარო პილას ასული ბიგვავა-პაპანდოპულო, დაბადებული გახლდათ ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელში;

სოფლის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე ქ. სოხუმის: საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში;

სწავლის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი სოფ. ოტობაიასა და ფიჩორის საშუალო სკოლებში, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად;

ჩემი შვილის - ნანა შონიას დაბადების დღიდან [1978 წლის 25 ნოემბერი], რვა თვე ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული...

1985 წლიდან საცხოვრებლად გადავედით ქ. სოხუმში, სადაც - დევნილობამდე ვმუშაობდი - ქალაქის გამწვანებაში, აგრონომ-დეკორატორად;

ეროვნული მოძრაობის აქტიური ეტაპის დაწყებიდანვე ჩავები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე ბრძოლაში. აფხაზეთიდან მოყოლებული დღემდე ვარ, საქართველოს პირველი და უკანასკნელი კანონიერი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი;

2004 წლიდან ვარ საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ წევრი;

2005 წელს გავხდი ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის ლაურეატი.

2012 წლიდან ვარ სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წევრი; აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის მდივნი;

მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, უფლის წყალობითა და შეწევნით - „მე ჩემს გულისთქმას ბოლომდე მივდევ, არ მომასვენა სულის კვნესამა“; რადგან - აფხაზეთის დაკარგვასთან ერთად მოკვდა ჩემი გული, დიდი მონდომება და სურვილი მაქვს ჩემი წვლილი შევიტანო, დღევანდელი - გასხვისებული, გადაგვარებული, დაცემული ქართველი ერისა და საქართველოს მოქცევა-აღდგენაში...

 

  

ქართული ანბანის მინიშნებანი,

ანუ პარლამენტის პალატებში წევრთა ოდენობის საკითხისათვის

 საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხის ჩვენეული ინიციატივა ითვალისწინებს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - ორპალატიანი სისტემის ბაზაზე მოწყობას. აღნიშნული პროექტის თანახმად - „საქართველოს პარლამენტი შედგება წარმომადგენელთა და მხარეთა პალატებისგან“, რომლებიც, შესაბამისად - 80 და 70 პარლამენტარითაა წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოთქმულის საბოლოოდ ჩამოყალიბებისას, გარკვეულწილად, ქართული ანბანის ასო-ნიშანთა რიგითობის მაჩვენებელთა გათვალისწინებითაც ვმოქმედებდით, რომლის მთავარი არსიც შემდეგში მდგომარეობს.

სულხან-საბა, ორმოცნიშნიანი ქართული ანბანის მიხედვით დალაგებულ თავის ლექსიკონში, ასო-ნიშან „ო“-ს განმარტებისას ბრძანებს - „ო~ ქარაგმით ითქმის: უფალო“ (ტ. 1, გვ. 599).

ჩვენი შემოთავაზების თანახმად, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, უფლისმიერი ნების გამომხატველი ეკლესიის ნების გათვალისწინება, პარლამენტის - მხარეთა პალატაში, წმიდა სინოდის წარმომადგენელთა დელეგირებითაა უზრუნველყოფილი.

ზემოთქმულის მისტერიული კუთხით გააზრებისას, ქართულ ანბანში ქარაგმით „უფალო“-ს არსის გადმომცემი  მე-16 ასო-ნიშან „ონი“-ს რიცხვითი სიდიდე - 70, გარკვეულწილად, გახდა კიდეც ამოსავალი წერტილი - „მხარეთა პალატაში“ პარლამენტართა რიცხვის გარკვევის საქმეში.

ბიბლიური სწავლების თანახმად - „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“ (დაბ. 2,7). დიახ, ცოცხალი ადამიანი ორი არსის - ხორცისა და სულის ერთობისაგან შედგება.

აღნიშნულის მისტერიული კუთხით გააზრებით, შესაძლებელი გახდა მხარეთა პალატის ზოგადი შინაგანი სტრუქტურის განსაზღვრა. „სულისა“ და „ხორცის“ თანაფარდობის მინამგვანად, მხარეთა პალატის 70 ადგილიდან, ნახევარი, ანუ - 35, გამოიყო - „სულისმიერი“ არსის მატარებელი ეკლესიის წარმომადგენელთათვის, ხოლო დარჩენილი მეორე ნახევარი - 35, დაეთმო „ხორცისმიერი“ არსის მატარებელ სრულიად საქართველოს მხარეებიდან მაჟოტიტარული პრინციპით არჩეულ დეპუტაციას.

ქართულ ანბანში გვერდი-გვერდ მდგომი მე-16 და მე-17 ასო-ნიშან „ო“-სა და „პ“-ს რიცხვით სიდიდეთა ოდენობა 70 და 80-ია. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში, 70 პარლამენტარისაგან დაკომპლექტებული „მხარეთა პალატის“ გვერდით დაფიქსირებული „წარმომადგენელთა პალატის“ წევრთა ოდენობად, ქართულ ანბანში, უფლის არსის გადმომცემი „ონი“-ს მომდევნო ასო-ნიშან „პარ“-ის რიცხვითი სიდიდე - 80 განისაზღვრა.

ყოველივე ზემოთქმულის შემდგომად, ვგონებთ უკვე გასაგები უნდა იყოს, თუ რითი იქნა განპირობებული, ჩვენს მიერ შემოთავაზებულ საკანონმდებლო ინიციატივაში, როგორც პარლამენტართა საერთო ოდენობა - 150, ასევე საქართველოს ორპალატიანი პარლამენტის პალატათა შემადგენლობის რიცხობრივი შემადგენლობა.

ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

პოლიტიკურ ძალთა

ურთიერთთანამშრომლობის საკითხისათვის

 ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების _ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ შემუშავებული წინადადებათა პაკეტი - „საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების საკითხისათვის: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ („ერთადა“)“, ითვალისწინებს, საპარლამენტო და პარლამენტს გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავების მიზნით, საპარლამენტო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნას.

თავისთავად, საარჩევნო მექანიზმი ითვალისწინებს, ქვეყნის მართვის სათავეში იმ ძალის მოსვლას, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის ნდობის მანდატით იქნება აღჭურვილი.

მიზეზთა გამო ამა თუ იმ არჩევნებში მოსახლეობის არა - სრული, არამედ გაცილებით ნაკლები რაოდენობა მონაწილეობს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლეს ქვეყნებში არჩევნები ჩატარებულდ მხოლოდ მაში ითვლება, თუკი მასში საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიღებს მონაწილეობას, ქვეყნის სათავეში მოსული ძალა, ხშირად, სულაც არ სარგებლობს ქვეყნის საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა უმრავლესობის მხარდაჭერით.

ყოველივე ზემოთქმულს თუკი დავუმატებთ იმასაც, რომ დაწესებული საარჩევნო ბარიერი, არჩევნებში მონაწილე სუბიექტთა ნაწილისათვის, ხშირ შემთხვევებში, დაუძლეველი ხდება, მაშინ კიდევ უფრო მცირდება მოსახლეობის ის პროცენტული მაჩვენებელი, რომელთა სახელითაც ქვეყნის მმართველი გუნდი საქმიანობს.

მოდით გავიხსენოთ, საქართველოში ჩატარებული უკანასკნელი არჩევნების ოფიციალური მონაცემები, რათა, ზემოთქმულის ფონზე, ჩვენი სათქმელის არსის საბოლოო გამოკვეთა შევძლოთ. (ამ შემთხვევაში, განსჯის საგნად არ გვინდა ვაქციოთ ცსკ-ოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები, რამეთუ მათი სანდოობის ხარისხის თაობაზე ისედაც არაერთხელ გამოთქმულა სავსებით საფუძვლიანი ეჭვი).

ცსკ-ოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში - 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისათვის, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენდა - 3 465 735. მიზეზთა გამო, არჩევნებში მონაწილეთა რიცხვი ყოფილა - 1 850 407, ანუ საერთო ამომრჩეველთა - 53,39 %.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა - 56 077 გახლდათ, მაშინ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ეყრდნობა - 1 794 330 ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას, რაც ამომრჩეველთა საეთო რაოდენობის - 51,77 %-ია.

ცსკ-ოს საბოლოო ოქმის თანახმად 7%-იანი საარჩევნო ბარიერი მხოლოდ 4-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ესენია: 1. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა...“ ( 1 050 237 ხმა, ანუ - 59,18 %), 2. „გაერთიანებული ოპოზიცია...“ (314 668 ხმა, ანუ - 17,73 %), 3. „...ქრისტიან-დემოკრატები“ (153 092 ხმა, ანუ - 8,66 %) და 4. „...საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (132 092 ხმა, ანუ 7,44 %) .

არჩევნებში მონაწილე იმ 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელმაც 7%-იანი სააჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, მთლიანობაში მოაგროვა არჩევნებში მონაწილეთა 124 016 მოქალაქის ხმა (6,99 %). (იხ. გაზ. „კვირის ქრონიკა“, №14 (536), 2-8 აპრილი, 2012 წ., გვ.45).

საერთო ჯამში, პარლამენტში მოხვედრილი პოლიტიკური ძალები გამოხატავენ არჩევნებში მონაწილე - 1 650 631 მოქალაქის ნებას (93,01 %), რაც საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის საერთო რიცხვის მხოლოდ - 47,63 %-ის ტოლია. შესაბამისად, ქვეყნის საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის - 52,33 %-ის ნება, ანუ ქვეყნის მართვაში მათი ჩართულობის მაჩვენებელი, ნულის დონემდეა დაყვანილი.

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ შემუშავებული წინადადებათა პაკეტის მთავარი მიზანი გახლავთ, მაქსიმალურად გაზარდოს ქვეყნის მართვაში ჩართული, საქართველოში მცხოვრები ამომრჩევლის უფლების მქონე მოქალაქეთა ოდენობა.

წინამდებარე წერილი, სწორედ, ჩვენს მიერ უკვე გამოთქმული შეხედულების გახსენებით გვინდა დავასრულოთ - „...ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღების მიზნით „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ უფლებამოსილია განაცხადოს:

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დარეგისტრირებული ყველა პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს საქართველოში - ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ ყველა პოლიტიკური გაერთიანების მიზანია - არჩევნების გზით მოიპოვოს უფლება შესაბამისი წილობრივი მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საპარლამენტო არჩევნებში დაწესებული ბარიერის ვერ გადამლახავი პოლიტიკური გაერთიანებებისათვის აუცილებელია მოიძებნოს,  ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის ეფექტური მექანიზმი,

გამოვდივართ საკანონმდებლო ინიციატივით რათა, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, შეიქმნას: საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“, რომელშიც თავს მოიყრიან საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც ვერ გადალახავენ დაწესებულ საარჩევნო ბარიერს.

 საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“, თავს მოუყრის რა განსხვავებული შეხედულების მქონე პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მოწოდებული იქნება, რათა პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ძალებმა, საპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად გაინაწილონ პასუხისმგებლობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ იქნება ის ადგილი, სადაც მშვიდობიანი ხერხებითა და მეთოდებით უნდა გადაწყდეს პოლიტიკურ ორგანიზაციათა შორის მოსალოდნელი ყოველგვარი უთანხმოებანი...“.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

ლანდი - გაკრთა, სხეულიც მალე გამოჩნდება

ქართული ანბანის ასო-ნიშანი: „ფარ“, ერთ-ერთი კუთხით, „ფარ“-ულ არსში მყოფადობაზე გვანიშნებს.

სულხან-საბასეული სწავლებით - „ო~ ქარაგმით ითქმის უფალო“ (ტ. 1, გვ. 599); ხოლო : „ლანდი - მოლანდების ჩენა“-ა (ტ. 1, გვ. 405).

მეორეს მხრივ, ქართულ ანბანში ასო-ნიშანთა რიგითი ნომრების მიხედვით, სიტყვა: „ი[10] + ე[5] + ს[20] + ო[16]“, ჯამში - 51-ის ტოლია.

სახარებაში, იოანე ნათლისმცემელი ასე მიგვანიშნებს - „მაღლით მომავალი ყველაფერზე უმაღლესია, მიწისმიერი მიწიერია და მიწისას იტყვის, ხოლო ზეცით მომავალი ყველაზე უზენაესია“-ო (იოანე 3,31).

აღნიშნული არსის მატარებელი ციფრი - 13, ქართულ ენაზე ასე გამოითქმის: „ცამეტი“, რომლითაც: „ცა“ [რომ] „მეტია“, ანუ „ზეცით მომავალი [რომ] ყველაზე უზენაესია“, ის ცნება გვიფიქსირდება.

ყოველივე თქმულის შემდეგ, მოდით ვცადოთ გავერკვეთ თუ რა კავშირში შეიძლება იყოს მითითებული: „ფარ“[ული], „ო“ [უფალო], „ლანდი“, „51“ [იესო], „13“ [„ცა მეტი“-ა], ყოველივე იმასთან, რაზეც ევროპის ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოში, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის არსით მიგვენიშნება:

- „... საფრანგეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სოციალისტმა ფრანსუა ოლანდმა გაიმარჯვა... ოლანდმა ამომრჩეველთა ხმების 51,13 პროცენტი მიიღო, საფრანგეთის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ კი ხმების 48,87 პროცენტი... ფრანსუა ოლანდის ინაუგურაცია 15 მაისს გაიმართება...“ (გაზ. „ახალი თაობა“, 8/05-2012 წ., გვ.11).

უკვე აღნიშნულს, თუ იმასაც დავამატებთ, რომ „მეორე ტური“, მისტერიულად „მეორედ მოსვლასთან“ შეიძლება დაპარალელდეს, მაშინ ძნელი აღარ იქნება იმაში გარკვევა, თუ რაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს: ფრანსუა ოლანდის, საფრანგეთის პირველ პირად, მეორე ტურში 51,13%-ით გამარჯვების ფაქტი.

დიახ, რადგანაც - „„მაღლით მომავალი ყველაფერზე უმაღლესია, მიწისმიერი მიწიერია და მიწისას იტყვის, ხოლო ზეცით მომავალი ყველაზე უზენაესია“-ო (იოანე 3,31), მაშინ - „მიწისმიერი“ ფრანსუა ოლანდის გამოჩენა, „ზეცით მომავალი“ (აქ - „13“) იესოს (აქ - „51“) მეორედ გამოცხადების წინმსწრებ იმ „ლანდის“ გაკრთომას შეიძლება შევადაროთ, რასაც უფლის („ო“) სხეულებრივი გამოჩინება უნდა მოჰყვეს - „ხოლო ის დღე და ის საათი არავინ იცის; არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ (მათე 24,36).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

  

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

განცხადების მაგივრად

ჩვენს თვალწინ მიმდინარე ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში, ადამიანური (აქ - პოლიტიკური) ვალის მოხდის მიზნით - 2012 წ. 20 იანვრიდან მოყოლებული 2012 წ. 8 მაისის ჩათვლით - საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს ეტაპობრივად დაეგზავნათ, 2011 წლის 31 დეკემბრის ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის „პოლიტიკური პრიორიტეტები“-ს ამსახველ საკითხთა სრული პაკეტი (იხ. ჩვენი გაზეთის წინა ნომრები).

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრული უფლება გვაქვს განვაცხადოთ, რომ ქვეყნის სამი სახელისუფრო ვერტიკალისა და მათი ხელმძღვანელების წინაშე, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან „თანამშრომლობის“ რესურსი - პრაქტიკულად ამოწურულია.

ყველანი, თავის წილ პასუხისმგებლობის ტვირთს ვატარებთ, რამეთუ დაწერილია - „თუ მფარველმა (კოდია) დაინახა წამოსული მახვილი და ბუკი არ დასცა და ხალხი არ გააფრთხილა, მოვიდა მახვილი და წაიყვანა ვინმე მათგანი, ეს თავისი ცოდვის გამო წაიყვანება, მაგრამ მის სისხლს მფარველს მოვკითხავ.

აჰა, ადამის ძევ, ისრაელის სახლის მფარველად დამიდგენიხარ, ისმინე სიტყვა ჩემი ბაგიდან და ჩემგნით გააფრთხილე ისინი.

როცა ბოროტეულს ვეტყვი: ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.

თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენს სულს“ (ეზეკ. 33,6-9).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი