Print

გაზ. № 25 (818)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი2 ივნისის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 2ივნისის  სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე მოისმინეს:

- ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია: „პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები“-ს ნუსხით გათვალისწინებული თემატიკის ბაზაზე საქართველოს პარლამენტის წევრებისადმი ღია წერილის გაგზავნის თაობაზე;

- ლასკარის წევრთა მიერ  .. წინასწარი გამოკითხვის მიმდინარეობის შესახებ მოძიებულ-დაგროვილი ინფორმაცია.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 2 ივნისის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 . 2 ივნისის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

„პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები-ს ნუსხით გათვალისწინებული თემატიკის ბაზაზე საქართველოს პარლამენტის წევრებისადმი ღია წერილის გაგზავნის თაობაზე.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად: დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის „პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები-ს ნუსხით გათვალისწინებული თემატიკის ბაზაზე მომზადებული- საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრებისადმი გასაგზავნი ღია წერილი.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

4 ივნისის

ღია წერილი

საქართველოს პარლამენტის წევრებს

 

ქართველი ერის ისტორია განუყოფელადაა დაკავშირებული განკაცებული ღმერთის - უფალ იესუ ქრისტეს მიერ ფუძეჩაყრილ იმ ღვთიურ სწავლებასთან, რასაც - ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესია ჰქვია.

ქრისტე კვართის მფლობელ და ღვთისმშობლის წილხვედრ ქართულ მიწაზე საუკუნეების მანძილზე არსებული - საქართველოს სახელმწიფო, მხოლოდ საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთობლივ უღელში თანასაქმიანობის დროს აღწევდა სულიერი და ფიზიკური განვითარების უმაღლეს საფეხურს.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი, სრულად ვიზიარებთ რა ზვიად გამსახურდიას მიერ გამოთქმულ თვალსაზრისს, რომ - „... სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს...“ [7 ივნისი, 1991 წ.], საქართველოში - მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი, ჩვენი საპროგრამო დებულების პირველ პუნქტად გვაქვს განსაზღვრული.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად - საკანონმდებლო ინიციატივი სუფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მთავრობას, პარლამენტის წევრსსაპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30000 ამომრჩეველს [მუხლი 67-1];

შესაბამისად, მოგმართავთ წინადადებით, რათა, თუკი თქვენეული მოქალაქეობრივი პოზიცია თანხვედრილია ზემოთქმულთან, იქნებ ისარგებლოთ საქართველოს კონსტიტუციით თქვენთვის მონიჭებული უფლებით, და - საქართველოს პარლამენტის  წინაშე დააყენოთ, საქართველოში - მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი, იმედს იტოვებს, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ ჩვენეულ შემოთავაზებას, რაც, თავის მხრივ, დღის წესრიგიდან მოხსნის, - აღნიშნული წინადადების პარლამენტის წინაშე დასაყენებლად, - საქართველოს მოსახლეობის ამომრჩეველთა უფლების მქონე პირთა 30 000 ხელმოწერის შეგროვების აუცილებლობას.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ - ჩვენის მხრივ, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ამ საკითხის მოგვარებისათვის საჭირო, თქვენს მიერ განსაზღვრულ ფორმატში ჩასატარებელ ნებისმიერ შეხვედრაში.

წინასწარ მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

აღნიშნული ღია წერილი გადაეცათ საქართველოს პარლამენტის წევრებს:

თამაზ დიასამიძეს

ნუგზარ ერგემლიძეს

ბეჟან ხურციძეს

 

 

   

19 და 23 აპრილის ორი შეხვედრა თამაზ დიასამიძესთან

ქართულ ენაში ჩადებული კოდირებული მინიშნებანი, ერთგვარი გასაღებია ბოლო ჟამში გასავლელი გზის ეტაპების გარკვევის საქმეში. ამ კუთხით, ქართული გვარ-სახელები მნიშვნელოვან ორიენტირს წარმოადგენს.

ბიბლიური შეგონების თანახმად - „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლ. 3,1). სწორედ ამ „ჟამით“ ნაკარნახევის მიხედვით, გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით კოდირებული გვარ-სახელის მატარებელ იმ პიროვნებას, რომელსაც - თამაზ დიასამიძე ჰქვია.

წინასწარი მოძიების შემდეგ, სატელეფონო საუბარში გაირკვა, რომ საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელ წევრს - თამაზ დიასამიძეს 18 აპრილის საღამოს 5 საათისთვის ჰქონდა თავისუფალი დრო. ქართული ანბანის მე-18 ასო-ნიშნის მქონე „ჟ“-ანით ნაკარნახევი შეხვედრის თარიღი, ჩვენი პარლამენტში მისვლის გადაწყვეტილების მართებულობის დამადასტურებელი კიდევ ერთი არგუმენტი შეიქმნა. პარლამენტართან №327 ოთახში შესვლა №54-ე საშვით მომიწია.

ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების გაცნობის შემდეგ, ბატონ თამაზს გავაცანი - „... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სამოქმედო გეგმის ზოგადი კონტურები, და სავარაუდო ერთობლივ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ საკითხთა დეტალები, რომელთა საწყისი, სწორედ მისი გვარისა და სახელის კოდირებული არსიდან მომდინარეობდა.

და კიდევ. თამაზ დიასამიძის ინიციატივით 2000 წლის 20 იანვარს თბილისში დაფუძნდა და იმავე წლის 17 თებერვალს რეგისტრირებულ იქნა კავშირი - „რეგიონალიზმის კვლევის ცენტრი“, როგორც არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია [კავშირის გამგეობის თავმჯდომარეები: თამაზ დიასამიძე (2000 – 2004); აბესალომ ასლანიძე (2004 – 2005); ლელა სარალიძე2006 წლიდან].

კავშირის მიერ შექმნილია ორგანიზაციის სრულფასოვანი სამენოვანი ვებგვერდი - „საქართველო რეგიონალური კონფლიქტები (სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი) დოკუმენტებში. წინაისტორია და თანამედროვეობა 1917 – 2011“, აღჭურვილი საძიებო სისტემით და მასზე (ინტერნეტში) განთავსებულია სამ ენაზე თემატურად და ქრონოლოგიურად დალაგებული 3000-მდე დოკუმენტი.

მიზეზთა გამო, აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის ასახული 1992-1993 წლებში საქართველოდან დევნილი კანონიერი ხელისუფლების (საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისა და უზენაესი საბჭოს) მიერ მიღებული სამართლებრივი დოკუმენტები.

ამ ნაკლის აღმოფხვრის მიზნით ბატონ თამაზს, მორიგ  23 აპრილის შეხვედრაზე, გადავეცი, ჩვენს მიერ 1995 წელს გამოცემული ორტომეულის - „საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“ მეორე ტომში დაცული დოკუმენტების სრული პაკეტი (144 დოკუმენტი).

„უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სამოქმედო გეგმის თაობაზე საუბრის დასასრულს ბატონ თამაზს გადავეცი აგრეთვე, ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტების ნუსხის გათვალისწინებით მომზადებული საკითხების ამსახველი მონოგრაფიები.

საუბრის დასასრულს შევთანხმდით, რომ მორიგი შეხვედრის თარიღს - მაის-ივნისის თვის დასაწყისში გავარკვევდით.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მოდით ერთად გავეცნოთ, რამოდენიმე კოდირებული მინიშნების შინა-არსს.

ქართული საისტორიო წყაროებიდან ცნობილია სვეტიცხოვლის მიერ აღვლენილ სასწაულთა უამრავი შემთხვევა. მათ შორის ერთ-ერთი, „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით, ეხება ღმერთის ნებით, წმ. ნინოს ლოცვისა და ცხოველმყოფელი სვეტის ძალით განკურნებულ რვა წლის სეფეწულს.

„ქართლის ცხოვრებასა“ და ნიკოლოზ I კათალიკოზისეული რედაქცია ამ სეფეწულის სახელსაც გვაუწყებს - „...სეფე-წული მოვიდა ყრმა, ამაზასპანი, იდვა რვა წლისა“ (იხ. ს. სალუაშვილი, „ქართლის მოქცევის თარიღთან დაკავშირებული საისტორიო ძიებები“, თბ. 2010 წ., გვ.96).

სახელი-კოდი: „თამაზი“, ანუ: „თ-ამაზი“, ერთგვარად განიმარტება ზემოთქმულით. კერძოდ: ასო-ნიშანი „თ“, ქართულ ანბანში მე-9 რიგითი ნომრის მატარებელია; ხოლო კოდი: „ამაზი“, გვიხსნის „ამაზ[ასპ]“-თ მინიშნებულის მისტერიულ არსს.

როგორც ვიცით, ბიბლიურმა ცრუწინასწარმეტყველმა, რომელიც მ. სააკაშვილის კოდირებული „სახელია“, მრავალი უნდა აცდუნოს, ანუ „დააავადოს“. ერთ-ერთი ასეთი დაავადებულთაგანი  გახლავთ - თამაზ დიასამიძეც, რომელიც 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალების“ სიით პარლამენტში შესვლიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ მ. სააკაშვილის პოლიტიკურ კურსს ღიად ჩამოსცილდა.

ე.წ. „ვარდების რევოლუციიდან“ 8 წლის (2012 წ. 4 იანვარი) შემდეგ, ანუ მე-9 წლის დასაწყისში (2012 წ. 18 აპრილი) შემდგარი ჩვენი შეხვედრა, ერთგვარად განიმარტება, ხსენებული „რვა წლისა“-სა და მე-9 რიგითი ნომრის მქონე სახელის პირველი ასო-ნიშნის: „თ“-ს კავშირით იმასთან, რასაც „დაავადებული“ – „ამაზ[ასპ]ი“-ს, აქ: „თ-ამაზი“-ს „საბოლოო განკურნების“ მიზნით მისვლის სავარაუდო თემატიკა ჰქვია.

კოდი-გვარი: „დიასამიძე“, სამი პირობითი ნაწილისაგან შედგება: „დია - სამი - ძე“.

მითოსიდან ვიცით, რომ სახელი: „დია“, შეესატყვისება - ბერძნულ ზევსს, არაბულ მუშთარს, ანუ უზენაესი ღმერთის არსს (იხ. აკ. გელოვანი, „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბ. 1983 წ., გვ.137).

თავის მხრივ - „სამი“, ერთარსი ღმერთის სამებისმიერ მხარეზე, ხოლო - „ძე“, ზოგადად „შვილი“-ს გარდა კონკრეტულად - განკაცებულ ძე ღმერთის არსზე გვანიშნებს.

ამდენად, მთლიანობაში კოდირებული გვარ-სახელი: „თამაზ დიასამიძე“, თავისი მისტერიული არსით - უზენაესი ღმერთის („დია“), იგივე - ყოვლადწმიდა სამების („სამი“) მხოლოდშობილი ძის („ძე“) გაცხადებამდე გასავლელ - იმ დროით მონაკვეთში მომხდარს გვიკონკრეტებს, რომლის ფარულ არსში გარკვევაც, „რვა წლიანი“ მიჯნის შემდგომ მე-9 („თ“) წელში „გამოსაჩენი“ – „ამაზ[ასპ]ი“-ს („თ-ამაზი“) მისტერიული როლის გააზრების შემდგომად გახდება შესაძლებელი.

ჩვენი მასთან შეხვედრის გადაწყვეტილებაც, სწორედ ამ დროის დადგომით იქნა მიღებული.