Print

გაზ. # 1(794)

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე
"აჰა, ილაპარაკე ჩემი ხალხის გასაგონად წინასწარმეტყველური სიტყვები,
რომლებსაც ჩავდებ შენს ბაგეებში, ამბობს უფალი.
და დააწერინე ისინი ქაღალდზე, რადგან სარწმუნოა და ჭეშმარიტი.
ნუ შეგაშინებს შეთქმულებები შენს წინააღმდეგ,
ნურც ნათქვამისადმი ხალხის ურწმუნოება ნუ შეგაშფოთებს.
რადგან ყოველი ურწმუნო თავისსავე ურწმუნოებაში მოკვდება"

(III ეზრა 15,1-4)

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

წინამდებარე წერილი _ სახელცვლილი პოლიტიკური გაერთიანების ერთგვარ ბიბლიურ წარდგინებად გვაქვს მოაზრებული.

ბოლო ჟამად სახელდებულ მონაკვეთში, 'გზების მოსწორებისეული~ ეტაპის დადგომის მიმანიშნებელი დროითი ათვლა, როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან დაიწყო _ '...ამასთანავე, წმიდა წერილი არაერთი კუთხით გვიფიქსირებს, რომ _ გზების მოსწორებისეული ეტაპის დაწყებიდან, მაცხოვრის გაცხადებამდელ დროში, ე.წ. _ მხილებისეული მიჯნაა გასავლელი...~ (გაზ. # 15(792), გვ.3).

საუბრის გაგრძელებამდე, მოდით სწორედ ამ ე.წ. 'მხილებისეული მიჯნის~ არსში გარკვევა ვცადოთ.

ბიბლიაში ვკითხულობთ _ 'გავიგონე ხმა, რომელიც მეუბნებოდა: გაიხედე შენს წინ და გაიაზრე, რასაც ხედავ. ვიხილე: რაღაც ლომის მსგავსი ბრდღვინვით გამოქანდა ტყიდან; ვიხილე, რომ ადამიანის ხმით მიმართა არწივს, უთხრა: ისმინე, რასაც გეტყვი, რასაც გეუბნება უზენაესი~ (III ეზრა 11,36-38).

აღნიშნულიდან გვეუწყება, რომ 'ადამიანის ხმით~ მოლაპარაკე 'ლომის მსგავსი~, თურმე იმ აზრის გადმოცემას იწყებს _ 'რასაც გ[ვ]ეუბნება უზენაესი~, ანუ იგი _ უზენაესი ძალის: ღმერთის ნების გამხმოვანებელია.

ამ სიზმრისეული ინფორმაციის განმარტებას, ბიბლიური ტექსტი ასეთი სახით წარმოგვიდგენს _ 'ლომი რომ იხილე ტყიდან ბრდღვინვით გამოვარდნილი, არწივს რომ ელაპარაკებოდა და ამხილებდა მას უსამართლობაში და სიტყვებისათვის, რაც მოისმინე, ეს არის ცხებული, რომელიც შემოინახა უზენაესმა ჟამის დასასრულისთვის, რომელიც აღდგება დავითის მოდგმაში და მოვა, რომ ელაპარაკოს მათ; ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს. ცოცხალთ დააყენებს მათ სამსჯავროში, და როცა ამხელს, გაანადგურებს მათ. მოწყალებით დაიხსნის ჩემი ხალხის ნატამალს, ვინც ჩემს საზღვრებში გადარჩება და გაახარებს მათ, როცა მოვა დასასრული, განკითხვის დღე, რაზედაც თავდაპირველად გელაპარაკებოდი. ასეთია სიზმარი, რომელიც იხილე და მისი წინასწარმეტყველებანი~ (III ეზრა 12,31-35).

მაშასადამე, უზენაესი ძალის ნების გამხმოვანებელი 'ტყიდან ბრდღვინვით გამოვარდნილი~ 'ლომი~, თურმე _ 'არის ცხებული~. ბიბლია, ფრაზით _ 'რომელიც შემოინახა უზენაესმა ჟამის დასასრულისთვის~, გვიმხელს, რომ ამ 'ლომის~, რომელიც 'არის ცხებული~, გამოჩენა _ 'ჟამის დასასრულისათვის~ მოხდებაო. ეს 'ჟამი~ კი, უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებისწინა _ ბოლო ჟამია.

ამდენად, თავად ამ 'ლომის~, ანუ 'ცხებულის~ გამოჩენით _ 'რომელიც აღდგება დავითის მოდგმაში და მოვა, რომ ელაპარაკოს მათ~, უნდა მივხვდეთ, რომ უკვე ბოლო 'ჟამის დასასრულისთვის~ მიგვიღწევია.

საუბრის გაგრძელებამდე, უნდა გავიხსენოთ, რომ მაცხოვრის პირველი მოსვლისაგან განსხვავებით, როდესაც განკაცებული უფალი, ნათლისღებიდან ათვლით ვიდრე ჯვარცმა-აღდგომამდე, საღვთო სწავლებას გადასცემდა კაცობრიობას, უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადება, განკითხვის დღის დადგომასთან ასოცირდება. თავის მხრივ _ 'განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება. მაშინ კი ვეღარავინ შეძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება...~ (III ეზრა 7,49).

როგორც ვნახეთ, ბიბლიური ტექსტი ამ 'ლომის~, რომელიც 'არის ცხებული~, საქმიანობას, იმ დროში მოსახდენად წარმოგვიჩენს, ვიდრე _ 'მოვა დასასრული, განკითხვის დღე~.

აქ შეფარული მინიშნების არსის გასაგებად, მაცხოვრის შემდეგი ნათქვამი უნდა გავიხსენოთ _ '... გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით~ (მათე 23,39).

ბოლო ჟამის ცნობიერებიდან გამომდინარე, აქ მოცემულია ის კოდირებული დროითი მონაკვეთი, რომელიც წინ უსწრებს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებას, ანუ განკითხვის დღის დადგომას; და რომელშიც უნდა გამოჩნდეს უფლის სახელით მომავალი, ღმერთისაგან კურთხეული რაღაც ძალა.

სახარებაში მაცხოვარი კოდირებულად, თუმცა ღიად ამბობს _ 'ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ~ არ დადგება ის დრო, რომელ დროშიც მოღვაწეთა თაობაზე, ბოლო ჟამში მაცხოვრებლები _ 'არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით~-ო.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თითქოსდა, ერთგვარი წინააღმდეგობა ფიქსირდება: განკითხვის დღე, უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებასთან თუ კავშირდება (და ეს ასეა), მაშინ ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ბიბლიაში ხსენებულ 'ტყიდან ბრდღვინვით გამოვარდნილ~ 'ლომში~? ანდა, სადღაა (რაა) ის დროითი მონაკვეთი, რომელიც ხსენებული 'ლომის~, ანუ 'ცხებულის~ საქმიანობაში უნდა გაილიოს?

სახარებისეული ტექსტისა და III ეზრაში დაფიქსირებულ მინიშნებათა ურთიერთმიმართებითი ანალიზი, უკვე ნათელს ფენს იმ ბურუსით მოცულ, და დრომდე დაფარულ საკვლევ პროცესებს, რომელთაც პირობითად 'მხილებისეული ეტაპი~ ჰქვიათ.

განკითხვის დღის დადგომამდე გამოჩენილი 'ტყიდან გამოვარდნილი~ 'ლომი~, რომელიც 'არის ცხებული~, ანუ 'კურთხეული~, 'უფლის სახელით მომავალი~ ის ძალა უნდა იყოს, რომლის თაობაზეც მაცხოვრის კოდირებულას ნათქვამი მიგვანიშნებს.

'უფლის სახელით მომავალი~ ჯგუფის არსობრივი მხარე ბიბლიაში ასეა მოცემული _ 'აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მორჩს ['აღუდგინო დავითს აღმოსავალი მართალი~]... ბრძნულად მოიქცევა; გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში... ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე~ (იერ. 23,5-6).

ტექსტიდან გვეუწყება, რომ ეს 'მორჩი~, იგივე 'აღმოსავალი მართალი~, თურმე მოდის, რათა _ 'გააჩინოს~ (განაწესოს) ის, რაც ამ დროისათვის არ არის დამყარებული, ანუ _ 'აღადგინოს სამართალი~. ეს უკანასკნელი კი, მხოლოდ 'ხმა ღვთისა და ხმა ერისა~-ს ურთიერთანხვედრის თუ შემთხვევაში მიიღწევა.

მაშასადამე, გამოიკვეთა რომ _ წმიდა წერილისეული კოდირებული ტექსტი, პრინციპით _ 'ვისაც ყური აქვს სასმენლად, ისმინოს~, განკითხვის დღის დადგომის წინარე დროში, იმ ძალის (ჯგუფის) გამოჩენაზე გვანიშნებს, რომელიც, ერის ხმაზე დაყრდნობით, 'გააჩენს (აქ – აღადგენს იმ) სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში~, ღვთის ნებასთან, ანუ უფლისმიერ სიმართლესთან რომ იქნება თანხვედრილი.

ყოველივე ზემოთქმულში, ვგონებთ ძნელი აღარაა ამოვიკითხოთ, ჩვენს თვალწინ მიმდინარე ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში, სამოქმედო ასპარეზზე, უკვე ღიად, გამოჩენისათვის მზად მყოფი, ბიბლიური მინიშნების მატარებელი ჯგუფის (გაერთიანების) სახელდება _ 'სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~.

1991-1992 წლების მიჯნაზე, ქ. თბილისში, მუხიანის დასახლებაში დაფუძნებული და 1992 წლის 4 აპრილს 24-ე ნომრად დარეგისტრირებული (# 0024) პოლიტიკური გაერთიანება, მეორედ, როგორც ვიცით, _ 1998 წლის 'მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს~ (დაბ. 8,14), ანუ 27 თებერვალს, 52-ე ნომრად (# 0052) დარეგისტრირდა (იხ. გაზ. # 16(793), გვ.2).

როგორც ითქვა 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერში _ '... შექმნილი მდგომარეობის ანალიზის შედეგად გადაწყდა _ ახალ მისამართად, ძველი, ანუ თავდაპირველი დაფუძ-ნებისეული ადგილი შერჩეულიყო. და აი, თითქოს წრე შეიკრაო _ 1991-1992 წ.წ. მიჯნაზე მუხიანის I მ/რ, II კ., ბ. 95 -ში ფუძეჩაყრილი პოლიტიკური გაერთიანების, სავარაუდო, სახელცვლილი გზასავალი, კვლავ აღნიშნული მისამართიდან იწყებდა ათვლას...~ (გაზ. # 16(793), გვ.4).

როგორც ვნახეთ, ბოლო ჟამის მიწურულს ასპარეზზე გამომავალი ძალა, ბიბლიაში, კოდირებულად, იმ 'ლომის~ სახითაა მინიშნებული, რომელიც 'ბრდღვინვით გამოქანდა ტყიდან~ (III ეზრა 11,37; III ეზრა 12,31).

აქ მოცემული _ 'ტყე~, ორი კოდირებული მინიშნების მატარებელია. ერთ-ერთი კუთხით _ 'ტყე~, საძიებელი ძალის დაფუძნება-ამოქმედების ადგილზე _ 'მუხიანი~ მიგვანიშნებს.

მეორეს მხრივ, სიტყვა _ 'ტყე~, მის რიცხვით სიდიდეზე დაყრდნობით, შემდეგ კოდირებულ მინშნებასაც შეიცავს. კოდი _ 'ტ[21] + ყ[26] + ე[5]~, ჯამში 52-ის ტოლია, რომლითაც, უკვე თქმული, საძიებელი ძალის დღეისათვის არსებული რეგისტრაციის ნომერი _ 52-ი უნდა იყოს გამოკვეთილი.

საძიებელი ჯგუფის არსობრივი მხარის გამომკვეთი კიდევ ერთი მინიშნება ასეთი სახისაა _ '... ვიხილე: აჰა, იკრიბება კაცთა ურიცხვი სიმრავლე ცის ოთხი ქარიდან, რათა შეებრძოლონ ზღვიდან ამოსულ კაცს~ (III ეზრა 13,5).

როგორც ადრეც გვითქვამს (იხ. გაზეთის წინა ნომრები), ბიბლიური _ 'კაცი ზღვიდან ამომავალი~ (III ეზრა 13,32), ეს იგივე _ 'ტყიდან ბრდღვინვით გამოვარდნილი~ (III ეზრა 12,31) _ 'ლომია~.

სიტყვა _ 'ტყე~-ს მსგავსად, აქ მოცემული სიტყვა _ 'ზღვა~, ანუ: 'ზ[7] + ღ[25] + ვ[6] + ა[1] = 39, ასევე კოდირებული რიცხვითი სიდიდის არსის მატარებელია, და _ მუხიანში ხელმეორედ დამკვიდრებული, საძიებელი ძალის (ჯგუფის) შტაბბინის ძველი განთავსების ნომერზე 39 -ი გვანიშნებს.

ჩანართის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიურ ფარულ მინიშნებას იძლევა მაცხოვრის მიერ უფლის სახელით მომავალთა თაობაზე ნათქვამის ბიბლიური მისამართი _ 'მათე 23,39~. სადაც:

_ 'მათე~, მეგრული კოდით: დამთავრებაზე უთითებს;

_ '23~-ი, ქართული ანბანის 23-ე ასო-ნიშან 'ფარ~-ზე დაყრდნობით: 'ფარ[ულად]~ მიმდინარე პროცესს გამოკვეთავს, ხოლო

_ '39~-ი, უკვე განხილულ 'ზღვა~-ზე დაყრდნობით, კავშირის შტაბბინის ძველი განთავსების ნომერ 39-ს აფიქსირებს.

მაშასადამე, ბოლო ჟამის გასრულებამდელ დროში სამოქმედო ასპარეზზე ღიად გამომავალი ძალა, არის 'ზღვიდან~, ანუ 39-დან 'ამომავალი~ ის ჯგუფი ('ლომი~), რომელიც _ 'ტყე~-ს, ანუ 52-ის არსის მატარებელია, და რომლის სახელდებაც, აღნიშნული დროითი მიჯნისათვის ასეთია _ 'სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~.

ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

„ორი ხის ნაჭერი"-ს არსის

ერთი მხარის გაგებისათვის

ბოლო ჟამისეული ცნობიერებით ვიცით, რომ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებამდელ დროში მოსახდენი, სამებისეულ ათვლაზე დაყრდნობით, რამოდენიმე კუთხით უნდა ასრულდეს.

ამჟამად, გვინდა ბიბლიაში დაფიქსირებული მინიშნების ერთ-ერთი კუთხე წარმოვაჩინოთ.

როგორც ითქვა, საძიებელი ჯგუფი _ 'სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~, ორი სტრუქტურული ერთეულის გაერთიანება-შერწყმის შედეგადაა ფორმირებული. ესენია:

_ 1991-1992 წლების გასაყარზე დაფუძნებული: 'სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა~, რომლის საქმიანობის მიზანი ასეა ფორმირებული _ '... პარტიის და ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს თეოკრატიის პრინცეპების დამკვიდრებას, რაც ითვალისწინებს ღმერთის მიერ მმართველობას, ანუ მეორედ მოსვლის შემდეგ უფალ იესუ ქრისტეს მეუფების დამყარებას~ (ცნობარი 'საქართველოს პოლიტიკური პარტიები~, თბ. 1999 წ., გვ. 92); და

_ 1996-1997 წლების მიჯნაზე ჩამოყალიბებული: საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი 'ლაზარეს ინსტიტუტი~. ამ უკანასკნელის ძეგლისდებაში ვკითხულობთ _

'მუხლი 2. 'ლაზარეს ინსტიტუტის~ მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ ენაში კოდირებული საიდუმლოს გახსნას. ვინაიდან ჭეშმარიტად _ 'დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად~ (იოანე-ზოსიმე). და რამეთუ _ 'ერთპირი იყო ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი~ (დაბ. 11,1);

მუხლი 3. 'ლაზარეს ინსტიტუტი~ ზრუნავს რათა თავის ირგვლივ შემოიკრიბოს ყველა ის პიროვნება, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ _ 'წერილის არც ერთი წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ წარმოთქვამდნენ მას ღმერთის წმიდა კაცნი~ (II პეტრესი 1,20-21);

მუხლი 4. 'ლაზარეს ინსტიტუტის~ თითოეულ წევრს გააზრებული აქვს, რომ ქართულ ენაში ჩადებული საიდუმლოს ამოხსნის მისია ეკუთვნის _ ზოგადად ქართველ ერს, კონკრეტულად კი _ გარკვეულ პიროვნებათა ჯგუფს; და რომ _ 'როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული წაგიძღვებათ თქვენ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ, ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს იტყვის და მომავალს გაუწყებთ თქვენ~ (იოანე 16,13)...~ [იხ. ჩვენი გაზეთი #1(8), თბ. 1997 წ., გვ.11-12].

აღნიშნული მიზნების თავის თავში მატარებელი ამ ორი დამოუკიდებელი ერთეულის გაერთიანება-შერწყმის გადაწყვეტილება, როგორც ითქვა _ 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განვითარებული მოვლენების (ლიბიის ამბები, 'შუა ხანის~-ს დადგომა, 'ოთხეულის~ დაფიქსირება, 'გზის მოსწორებისეული~ ეტაპის დადგომა, იოსებ არიმათიელის პერსონაჟის გამკვეთის დრო – იზ. გაზეთის წინა ნომრები), ანალიზის შედეგად იქნა მიღებული.

ყოველივე თქმულის ფონზე, ვფიქრობთ არც ისე ძნელი უნდა იყოს ბიბლიაში დაფიქსირებული კოდირებული ტექსტის არსის გაგება. აი, რას ვკითხულობთ ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში _ 'იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: შენ, ადამის ძევ! (კოდია). აიღე ხის ერთი ნაჭერი და ზედ წააწერე: იუდასთვის და ისრაელიანთათვის, მათ თანამდგომთათვის (აქ - 'სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა~). აიღე ხის მეორე ნაჭერი და ზედ წააწერე: იოსებისთვის (ეფრემის შტო) [აქ – იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნების არსისმიერი მხარის გამომკვეთ დროში მოსახდენზეა მინიშნება] და მთელი ისრაელის სახლისათვის, მის თანამდგომთათვის (აქ - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი 'ლაზარეს ინსტიტუტი~). ერთმანეთს მიადგი შენთვის (კოდია) ხის ნაჭრები და იყოს, როგორც ერთი (აქ - 'სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~), შენს ხელში~ (ეზეკ. 37,15-17).

ბიბლიური ტექსტი, ამ ორი ხის ნაჭრის ერთმანეთთან შერწყმის, ანუ მათ ერთ მთლიან ერთეულად გაერთიანების შემდგომად მოსახდენზე, ასე აგრძელებს საუბარს _ 'როცა შეგეკითხებიან შენი ერის შვილები, ხომ არ გვეტყვი, ეს რა გაქვსო? უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ავიღებ იოსების ხეს (ერთი სტრუქტურული ერთეული), რომელიც ეფრემის და ისრაელის შტოთა, მის თანამდგომთა, ხელშია და მივუდგამ მას იუდას ხეს (მეორე სტრუქტურული ერთეული), გადავაქცევ ერთ ხედ ('სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~), და ერთი იქნება ჩემს ხელში. როცა ეს ხეები, რომლებზეც წააწერე ('სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~), შენს ხელში იქნება შენს თვალწინ, უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი...~ (ეზეკ. 37,18-21).

ბიბლიური ტექსტის გაგრძელებაში გადმოცემულის არსობრივი მხარის ანალიზი, თუ ღმერთი ინებებს შემდეგი დროისათვის გადავდოთ.

ამჯერად კი, მხოლოდ ამ ჯგუფის ფორმირების ერთი ასპექტის ზემოთ წარმოჩენილი განხილვით შემოვიფარგლოთ; და მისი, სამებისეულ არსში აცხადების, დასრულებისეული მინიშნებების გამოვლენას დაველოდოთ.

წინამდებარე წერილი, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის _ ზვიად გამსახურდიას მიერ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინაშე 1991 წლის 7 ივნისს წარმოთქმული სიტყვის ფრაგმენტის გახსენებით გვინდა დავასრულოთ _ '... ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან. დღევანდელი მოძრაობა თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას, ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით... ~ ['საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია~, რედაქტორი მიხეილ(გელა) სალუაშვილი, ტ. I, თბ., 1995 წ., გვ. 119-120].

ამ სიტყვებში ჩვენს მიერ წარმოდგენილი პოლიტიკური გაერთიანების _ 'სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~-ს მოკლე სამოქმედო გეგმის _ არსი და მიზანია გადმოცემული.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ

'სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი