Print

გაზ. # 2(795)

„სრულ იქმნა წმიდა სახლი“,

ანუ „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითას“

არსისმიერი საკითხები

ბიბლიური სიბრძნე ადამიანთა გონებისათვის ბოლომდე ამოუწურავია. მასში შეფარულ მისტერიულ მინიშნებათა თაობაზე, პავლე მოციქულის პირით ასე გვეუწყება - „... ყველაფერი, რაც დაიწერა, ჩვენდა სამოძღვრებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს“-ო (რომ. 15,4).

მაშასადამე, ბიბლიაში გადმოცემული თხრობა, დიახაც რომ უკვე მომხდარ ამბავს ეხება, მაგრამ - „ყოველივე ეს ნიმუშად მოიწია მათზე; ხოლო დაიწერა ჩვენდა დასამოძღვრად, რომელთაც მოვაღწიეთ ჟამთა აღსასრულს“-ო (I კორ. 10,11) ბრძანებს პავლე მოციქული.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელდებასთან დაკავშირებული იურიდიული პროცესების თაობაზე დეტალური საუბრის შემდეგ (იხ. გაზეთის წინა ნომრები), აი რა გვინდა მოგახსენოთ.

ჩვენს მიერ, ღვთის შეწევნით, დაწყებული გზასავალის პირველივე ნაბიჯი - საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასთან მიახლება გახლდათ. წინამდებარე წერილში ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის თაობაზე გვინდა მოგითხროთ.

 

2011 წლის 23 დეკემბერი

პოლიტიკურ ასპარეზზე სახელცვლილი ფორმით გამოსული „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის წევრთა ერთსულოვანი სურვილი გახლდათ, ჩვენი საქმიანობის აქტიურ ფაზაში გადასვლამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაგან აგვეღო კურთხევა.

ღვთის შეწევნით, უწმიდესსა და უნეტარეს - ილია მეორეს, 2011 წლის 23 დეკემბერს, საპატრიარქოში ვესტუმრეთ - ლასკარის თავმჯდომარე: მიხეილ (გელა) სალუაშვილი და ლასკარის თანათავმჯდომარე (საერთაშორისო მდივანი) რევაზ კობიაშვილი.

შეხვედრის პირველივე წუთებში უწმიდესმა, საპატრიარქოს მეორე სართულზე დაბრძანებული, ახლადშექმნილი ხატის - „საქართველოს იმედი“-ს სანახავად მიგვიპატიჟა.

ოთახში შესულებს გასაოცარი გრძნობა დაგვეუფლა: კედლთან, მთელი თავისი დიდებულებით, ამაყად იდგა თითქმის უკვე დამთავრებული, მაშტაბითა და შესრულების თვალსაზრისით მართლაც რომ გამორჩეული ხატი.

ირგვლივ მოფუსფუსე ხატმწერებმა, ხატის საბოლოოდ დასრულებისათვის განკუთვნილი, უწმიდესის რამოდენიმე რჩევა დიდის მოწიწებით მოისმინეს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მორჩილებს შანდალი და კანდელი მოატანინა. თავისივე ხელით ანთებული კანდელი საშანდლეში ჩაამაგრებინა და მისი, ხატის წინ დაბრძანების წინ ბრძანა - „ხატის აქედან გადაბრძანებამდე მის წინ ჩაუქრობლად ენთოს სანთელიო“.

უწმიდესმა მორჩილს სთხოვა ხმამაღლა წაერითხა ხატისთვის განკუთვნილი ტროპარი, და რამოდენიმე რედაქციული ხასიათის შენიშვნის შემდეგ, ახლადდაწერილი ლოცვის ტექსტის მიმართ თავისი კმაყოფილება დააფიქსირა.

ოთახში ფეხზე მყოფნი გასაოცარ შინაგან მღელვარებას განვიცდიდით. კათოლიკოს-პატრიარქა ოთახში შუქი ჩააქრობინა, და როდესაც ერთ-ერთმა ხატმწერმა ხატს ფანრიდან მომდინარე სინათლის ნაკადი მიანათა - „საქართველოს იმედი“ მთელი თავისი ბრწყინვალებით აკიაფდა:

ხატზე დამაგრებული უამრავი ძვირფასი ქვიდან ასხლეტილი ათინათი, თითქოს თითოეული ჩვენთაგანის სულის სიღრმემდე აღწევდა. ოთახში გამეფებული მდუმარების ფონზე მიმდინარე ეს გასაოცარი სურათი ხუთიოდე წუთი გაგრძელდა.

შინაგან ფიქრებში ჩაფლულნი აშკარად ვგრძნობდით ჩვენ თვალწინ მიმდინარე მისტერიული პროცესის არსობრივ მხარეს: „... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საქართველოს საპატრიარქოში პირველივე მისვლა, ხატის - „საქართველოს იმედი“-ს საბოლოო დასრულებისწინარე დროში თანხვედრილად მოხდა.

და აი, გონებაში დაწყვილდა - „... უფალია ჩვენი სიმართლე“ და „საქართველოს იმედი“.

ჭეშმარიტად ასეა!

დღეს, ჩვენს ქვეყანაზე თავსდამტყდარი რეალობიდან გამოსავლის მაძიებელი „საქართველოს იმედი“, მხოლოდ უფლისმიერი სამართალია, ანუ დიახაც რომ - „უფალია ჩვენი სიმართლე“.

ფიქრებიდან, კათოლიკოს-პატრიარქის კითხვამ გამოგვაფხიზლა - „ხომ დიდებულია ხატი?“, და ჩვენი უსიტყვო თანხმობის შემდეგ, დაამატა - „ჭეშმარიტად ხელთუქმნელი ხატია იგი“.

დიდებულ ხატთან მიახლების შემდეგ, ჩვენი შეხვედრა საპატრიარქოს მესამე სართულზე მდებარე მთავარ დარბაზში გაგრძელდა. საუბრის დაწყებისას,   კიდევ ერთხელ მივულოცეთ მის უწმიდესობას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრების 34 წელი, რომლითაც „სამოთხისეული“ [3 და 4] ჟამის მოახლოების მისტერიულ მინიშნებაზე უნდა გვეუწყებოდეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოკლედ მოვახსენეთ: 1991-1992 წლების მიჯნაზე დაარსებული - „სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა“-ს, და 1996-1997 წლების გასაყარზე დაფუძნებული - „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ ერთ ორგანიზმად გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული _ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმაე რისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სამოქმედო გეგმის ზოგადი მონახაზი.

მისი უწმიდესობის მხატვრის თვალით დანახულმა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საფირნიშე მასალისადმი დამოკიდებულებამ სულით-ხორცამდე შეგვძრა - კათოლიკოს-პატრიარქმა ფურცელზე გადატანილის მისთვის დატოვება გვთხოვა. რა თქმა უნდა სიხარულით დავთანხმდით.

ჩვეული გულისყურით მომზირალ კათოლიკოს-პატრიარქს მოვახსენეთ, რომ ქართველთა არაერთი თაობის მიერ ნაოცნებარი - „ივერიის გაბრწყინების“ ერთ-ერთ წინაპირობად, საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება გვესახებოდა.

ჩვენს მიერ ნათქვამის მთლიანობაში აღქმის შემდეგ, გასაოცრად გულწრფელი იყო მისი უწმიდესობის მიერ წარმოთქმული - „დაწერეთ ეს ყველაფერი, ქაღალდზე დაწერეთ, რათა სხვებსაც გააგებინოთ“-ო.

შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ კურთხევა მოგვცა, და, ჩვენს სავალ გზაზე, ღმერთის თანადგომა გვისურვა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და ხატ - „საქართველოს იმედთან“ მიახლებული „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის წევრთა საქართველოს საპატრიარქოში სტუმრობის დღის თაობაზე, ბიბლიაში დაცული მინიშნების გაცნობამდე, ერთიც გვინდა შეგახსენოთ.

როგორც მოგეხსენებათ, 2006 წლის 15 ივლისს, საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ დაწყებული გზასავალის მე-6 წელს, ანუ 2011 წლის ნოემბრის თვეში, „განახლების დღესასწაულისმიერ“ ბიბლიურ მინიშნებათა თანხვედრილად, ჩვენი კავშირის „განახლება“ მოხდა (იხ. გაზ.  N 16(793), გვ.1-8). და კიდევ, როგორც ვიცით, ბიბლიაში, დეკემბრის თვე - „ადარის“ სახელით მოიხსენიება.

ყოველივე თქმულის შემდეგ, ვფიქრობთ ძნელი აღარ იქნება გავიაზროთ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საქართველოს საპატრიარქოში მისვლის, ანუ - 2006 წლის 16 ივლისიდან ათვლილ მე-6 წელს: 2011 წლის   დეკემბრის (ადარი) თვის 23-ე დღეს მომხდარის, ბიბლიაში დაფიქსირებული კოდირებული ტექსტი - „და აღასრულეს ეს (აქ - საქართველოს საპატრიარქოში კურთხევისათვის მისვლა) უფლის, ისრაელის ღმერთის განგებით... სრულ იქმნა წმიდა სახლი (აქ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“) ადარის (აქ - დეკემბრის) თვის ოცდამესამე დღეს, დარიოსის მეფობის მეექვსე წელს“ (II ეზრა 7,4-5).

23 დეკემბერს, ჩვენთან საუბარში მისი უწმიდესობის მიერ წარმოთქმული - „დაწერეთ ეს ყველაფერი, ქაღალდზე დაწერეთ...“, გასაოცრად ესადაგებოდა, იმავე დღისათვის, ამ შეხვედრამდე გამოსული ჩვენი გაზეთის ფურცლებზე უკვე დაბეჭდილ ბიბლიაში დაფიქსირებულ შემდეგ ტექსტს - `აჰა, ილაპარაკე ჩემი ხალხის გასაგონად წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებსაც ჩავდებ შენს ბაგეებში, ამბობს უფალი. დადააწერინე ისინი ქაღალდზე, რადგან სარწმუნოა და ჭეშმარიტინუ შეგაშინებს შეთქმულებები შენს წინააღმდეგ, ნურც ნათქვამისადმი ხალხის ურწმუნოება ნუ შეგაშფოთებს. რადგან ყოველი ურწმუნო თავისსავე ურწმუნოებაშიმოკვდება~ (III ეზრა 15,1-4) [იხ. გაზ. N 1(794), გვ.2].

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

2011 წლის 24 დეკემბერი

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ 23 დეკემბერს დაწყებული გზასავალი 24 დეკემბერს - ურბნისისა და რუსის მიტროპოლიტთან, მეუფე იობთან სტუმრობით გაგრძელდა.

თბილისში, წმიდა სამების საკათედრო ტაძარში „ყოველთა წმიდათა საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა“ ხსენების დღისადმი 17.00 სთ-იდან დაწყებული აღვლენილი წირვის შემდეგ, წინასწარ შეთანხმებისამებრ, მეუფეს - ეკალაძის ქ. N 3-ში, საღამოს ცხრა საათისათვის ვესტუმრეთ - მიხეილ-გელა სალუაშვილი, რეზო კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი და საბა სალუაშვილი.

ურბნისისა და რუისის ეპარქია, არა მარტო თავისი გავრცელების მაშტაბით, არამედ სხვა ეპარქიებისაგან იმითაცაა გამორჩეული, რომ საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში მდებარე ამ ეპარქიასთან საქართველოს ისტორიის ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა დაკავშირებული.

ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, ქართლის სამეფში შემოსული წმიდა ნინო - ურბნისში, ერთი თვე გაჩერებულა. ამ დროის შემდეგ მცხეთაში ჩასული წმიდა ნინოს მიერ აღვლენილი ლოცვითა და ღვთის განგებულებით - არმაზის კერპების მსხვრევა მოხდა.

მეორე მოვლენა - წმ. მეფე დავით აღმაშენებლის მიერ რუის-ურბნისში ცნობილი საეკლესიო კრების ჩატარებას უკავშირდება

და აი, ბოლო ჟამის დროის მიწურულს ამ ეპარქიას, ღვთის განგებულობით, უძღვება გასაოცარი ფიზიკური ძალისა და დიდი სულიერი სიმტკიცით გამორჩეული, ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი მოჭირნახულე და მამულიშვილი - მეუფე იობი (აქიაშვილი).

2011 წლის გაზაფხულზე ურბნისისა და რუისის ეპარქიაში მასთან სტუმრობისას მონათხრობის გახსენების შემდეგ, 24 დეკემბრის შეხვედრისას შემდგარი საუბარი - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ამოქმედების მოკლე ისტორიის გადმოცემით განვაგრძეთ.

მეუფეს დაწვრილებით მოვუყევით „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ძირითადი სამოქმედო გეგმის თაობაზე. საუბრის დასასრულს მეუფისგან კურთხევა მივიღეთ, რომ საქართელოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისათვის საჭირო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადების შემდეგ, მეუფეს წარვუდგენდით, ჩვენი ხედვით დანახული საკითხის გადაჭრის თვალსაზრისს.

სტუმრობის დასასრულს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა დაგვილოცა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ დაწყებული გზასავალი და ღმერთის თანადგომა გვისურვა.

დასკვნის მაგიერ

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს 2011 წლის ნოემბერში განახლების მისტერიის აღსრულების შემდეგ [იხ. გაზ. N 16(793), გვ.1-8] ახლად დაწყებულ ისტორიაში 2011 წლის 23-24 დეკემბერი უმნიშვნელოვანეს ათვლის წერტილად გვესახება.

ჩვენ ვწერდით _ „... აქ შეფარული მინიშნების არსის გასაგებად, მაცხოვრის შემდეგი ნათქვამი უნდა გავიხსენოთ _ „... გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“ (მათე 23,39). ბოლო ჟამის ცნობიერებიდან გამომდინარე, აქ მოცემულია ის კოდირებული დროითი მონაკვეთი, რომელიც წინ უსწრებს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებას, ანუ განკითხვის დღის დადგომას; და რომელშიც უნდა გამოჩნდეს უფლის სახელით მომავალი, ღმერთისაგან კურთხეული რაღაც ძალა“ [გაზ. N 1(794), გვ.1-8].

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს იერარქიულ საფეხურზე მყოფთა:  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-სა და ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის მიერ 2011 წლის 23-24 დეკემბერს - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, ანუ უფლის სახელით მომავალი პოლიტიკური ძალის კურთხევით, ჩვენის აზრით, სახარებაში, მაცხოვრის მიერ მინიშნებულის აცხადების მისტერია გათამაშდა.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) 

სალუაშვილი

   

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2011 წლის 24 დეკემბრის სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2011 წლის 24 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე და ლევან ჩოხელი.

ლასკარის თავმჯდომარემ მიხეილ (გელა) სალუაშვილმა ლასკარის წევრებს შესთავაზა, რომ სახელცვლილი კავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - ლასკარის ამ პირველ სხდომაზე, პირველივე საკითხად განეხილათ მიმართვა - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს რესპუბლიკის პირველი (და უკანასკნელი კანონიერი) პრეზიდენტის, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ზვარაკად შეწირული ღირსეული მამულიშვილის, მთაწმინდის პანთეონში სამუდამო განსასვენებელში მყოფი - ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვის თაობაზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წინაშე საკითხის დაყენების შესახებ.

ლასკარის წევრთა მიერ ერთხმად მიღებული დადგენილებით გადაწყდა - მომზადებული მიმართვის ტექსტის უახლოეს დღეებში საქართველოს საპატრიარქოში წარდგენა.

ლასკარის საერთაშორისო მდივანმა რევაზ კობიაშვილმა სხდომის წევრებს მოკლედ მოახსენა 2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში შემდგარი ლასკარის წევრთა სტუმრობის თაობაზე. სხდომაზე განიხილეს მის მიერვე მომზადებული, 24 დეკემბრისათვის ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტთან, მეუფე იობთან დაგეგმილი შეხვედრის საკითხი.

ლასკარის გადაწყვეტილებით ლასკარის საორგანიზაციო მდივანს ეთერ ჩხეტიას დაევალა, კავშირის სახელდების ცვლილების გამომდინარე, წესდების ახალი რედაქციის მოთხოვნათა შესაბამისად, კავშირში გაწევრიანების საკითხის მექანიზმის სრულყოფა.

ლასკარმა ცნობად მიიღო ლასკარის სარევიზიო კომისიის თავჯდომარის თენგიზ ჯიქიას მიერ გაკეთებული ინფორმაცია - კავშირის, როგორც იურიდიული პირის ატრიბუტიკაში (ბეჭედი, შტამპი და სხვა), სახელდების ცვლილებიდან გამომდინარე საკითხის მოგვარების მექსნიზმის თაობაზე.

ლასკარის რეგიონებთან ურთიერთობის მდივნის მევლუდ მამადაშვილისა და ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის წარდგინებით, ლასკარმა - კავშირის შიდა ქართლის სამხარეო რეგიონის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ერთხმად დაამტკიცა  - ლევან ჩოხელის კანდიდატურა.

ლასკარის სხდომაზე, სხვა მიმდინარე საკითხების პარალელურად, ცნობად მიიღეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მიერ გაკეთებული ინფორმაცია, რომელიც - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, სავარაუდო ბლოკში გაერთიანების საკითხს შეეხებოდა.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

 

 

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს,

სინოდის თავმჯდომარეს:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,

უწმიდესსა და უნეტარეს

ილია II-ს

 

თქვენო უწმიდესობავ!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ გამოხატავს რა თქვენს წინაშე უდიდეს პატივისცემას, მოგახსენებთ შემდეგს:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2011 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ მიერ 2004 წლის ივნისის თვეში, თქვენდამი წარდგენილ ორ მიმართვაში [I. 9 ივნისი, 2004 წ., ჩაბარების N  302/9; და II. 24 ივნისი,2004 წ., ჩაბარების N  366], საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წინაშე - „ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვასთან დაკავშირებით“ წამოჭრილ მოთხოვნებს.

სამართლიანობიაღდგენიკავშირხმერისა: უფალიჩვენსიმართლე იმედს იტოვებს, რომ თქვენი უწმიდესობის მეთაურობით მოქმედი საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი, საკითხის გამოწვლილვითი შესწავლის შემდეგ, სრულად გაიზიარებს რა იმ ნიშნებს, რომლებიც წმიდათაწმიდა წიგნ - ბიბლიაშია მოცემული, და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების იმ მონაკვეთს ასახავს, რომელსაც - ზვიად გამსახურდიას საქმიანობა ჰქვია, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

სამართლიანობიაღდგენიკავშირხმერისა: უფალიჩვენსიმართლე“, ზემოთქმულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უერთდება აღნიშნულ მიმართვაში გადმოცემულ მოთხოვნებს და თქვენს წინაშე კიდევ ერთხელ აყენებს საკითხს, რათა:

ერისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისა გამო - ზვიად გამსახურდია, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ, შერაცხულ იქნეს წმიდანად, ეწოდოს მას სახელი - „წმიდა ზვიად ღვთით ცხებული“, და მის მოსახსენიებელ დღედ დადგენილ იქნეს - 31 დეკემბერი (13 იანვარი).

სამართლიანობიაღდგენიკავშირხმერისა: უფალიჩვენსიმართლე, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს თქვენთან, აღნიშნული საკითხის დადებითად გადაჭრის საქმეში.

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

თბილისი, 2011 წლის 25 დეკემბერი

საკონტაქტო ტელ.: 5 (91) 63-63-36