Print

გაზ. № 27 (820)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი16ივნისის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 წლის 16 ივნისის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე მოისმინეს: 

_ ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია: პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მთავარი მრჩეველისათვის საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში, ბატონ მინდია გულუასადმი გაგზავნილი  მიმართვა-ღია წერილის  თაობაზე;

- ლასკარის წევრთა მიერ  ე.წ. წინასწარი გამოკითხვის მიმდინარე-ობის შესახებ.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 16 ივნისის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 . 16 ივნისის სხდომაზე:

 მოისმინეს:

 

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

პარტია „განახლებული საქართველოსთვის" მთავარი მრჩეველისათვის საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში, ბატონ მინდია გულუასადმი გაგზავნილი  მიმართვა-ღია წერილის  თაობაზე;

 დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს

პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მთავარი მრჩეველისათვის საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში, ბატონ მინდია გულუასადმი გაგზავნილი  მიმართვა-ღია წერილი.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

კომენტარის  გარეშე,  ანუ

„სრულდება წინასწარმეტყველება:

ვატიკანმა ბიბლიის  "განახლება"  გადაწყვიტა“

 

„და ვმოწმობ ყველას მიმართ, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რასმე დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც სწერია ამ წიგნში. და თუ ვინმე რასმე მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მის წილს სიცოცხლის ხისას და წმიდა ქალაქისას და იმისაც, რაც სწერია ამ წიგნში“ (გამოცხ. 22,18-19)

 ინტერნეტ სივრცეში, გავრცელდა - 2012 წლის 16 აპრილს ვატიკანის სწავლულ-ღვთისმეტყველთა მიერ გაკეთებული განცხადება. გამოცხადების ტექსტში დაფიქსირებული, ვფიქრობთ საუკეთესო კომენტარია, მათი ასეთი „განაცხადის“ საპასუხოდ. აი, თავად „განაცხადის“ თაობაზე გამოქვეყნებული ტექსტი:   

„ვატიკანის სწავლულმა-ღვთისმეტყველებმა გადაწყვიტეს ამ წელიწადს განაახლონ და შეავსონ ბიბლია.  რას შეცვლიან კონკრეტულად და რის გადაწერას აპირებენ ძველ დ აახალ აღთქმაში ცნობილი გახდება სექტემბრი სბოლოს, იტალიურ ქალაქ მოდენაში გამართულ ოფიციალურ პრეს-კონფერენციაზე.

ჯერ-ჯერობით მეცნიერები თავიანთ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ბიბლიის შევსების თაობაზე იმით ამართლებენ, რომ მაგალითად,  ახალ აღთქმაში სახარებები დღევანდელი სახით შედგენილ იქნენ ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომიდან ათი წლის შემდეგ [არასწორი ვადებია მოცემული - სახარებები, სულიწმიდის კარნახით,  დაიწერა ახ.წ. 60-80 -იან წლებში - გ.ს.] , ხოლო კუმრანის ხელნაწერები წარმოადგენენ ამ საკვირველი ამბების თვითმხილველთა მოწმობებს დაშედეგად,  უფრო სანდოდ უნდა იქნენ აღიარებულნი

ვარაუდი იმის შესახებ,  რომ სადღაც შესაძლოა არსებობდეს სახარებათა უფრო ადრინდელი სიები,  ადრეც გამოუთქვამთ

1947  წელს კუმრანის შორიახლოს მდებარე გამოქვაბულებში აღმოაჩინეს ძველი და ახალი აღთქმის წმიდა წერილის ადრინდელი ხელნაწერები.  

შეგროვილი მასალების კვლევას ხელი მიჰყვეს მეცნიერმა როლან დევომ და იერუსალიმის ბიბლიურ-არქეოლოგიურმა სკოლამ.  

ამან გამოიწვია კათოლიკეები სმძაფრი კრიტიკა სხვაკონფესიების მხრიდან. ხოლო იუდაიზმის ღვთისმეტყველებმა კათოლიკე ღვთისმეტყველები იმაშიც კი დაადანაშაულეს, რომ ისინ მალავე ნადრინდელი ქრისტეანობი სსაიდუმლოებებს.

სავარაუდოდ, ამ ბრალდებათა გამო გადაწყდ ავატიკანში დაეჩქარებინათ მუშაობა მკვდარი ზღვის ხელნაწერებზე. მეტიც, სპეციალურ სამეცნიერო კონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ მიმდინარეობს მზადება ახალი ბიბლიის გამოსაცემად. რისთვის არის ეს საჭირო და რატომ არ შეიძლება შემოიფარგლონ ახალი წყაროების უბრალო პუბლიკაციით,  ჯერჯერობით გაურკვეველია.

არსებობს მცხოვანთა წინასწარმეტყველება, რომ - „... ბიბლია, რომელთაც დაბეჭდავენ არასწორი იქნება. ფარისეველი იუდეველები (და მათი ფარული მომხრეები) გამოაგდებენ იქიდან ყოველივეს, რაც მათ ეხება და მათ უსჯულოებას ამხელს. მზადდება სარწმუნოების შეცვლა... ყოველი ეპისკოპოსი, რომელიც დაუშვებს ამ უმსგავსოებას, ღმრთის ნათელს ვერ იხილავს...“.

 სხვა წინასწარმეტყველებით, ეკლესიაში ყველაფერი გალათინდება (ანუ "გაკათოლიკდება" - რედ.), ტაძრებში შეცვლიან სარწმუნოების სიმბოლოს ისე, რომ იქ შესვლა შეუძლებელი იქნება. შემდეგ კი ყველა ტაძარი დაიხურება...“.

წარმოდგენილი მასალის თაობაზე, როგორც შეგპირდით გამოცხადებისეული მინიშნების [გამოცხ. 22,18-19] მოყვანის გარდა, კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ, რამეთუ - ბოლო ჟამად სახელდებული დრო თავისი დასასრულისაკენ მიემართება.

 

 

სტუმრად მოსული კვიციანი,

ანუ „ამბობენ იერუსალიმში, ქრისტე შესულა კვიცითა“

[დ. გურამიშვილი]

2012 წლის 20 ივნისს, ნაშუადღევს, „ლასკარის“ კარებზე კაკუნი გაისმა. კარებში მდგომი ჩვენთვის უცნობი მამაკაცი შემოსვლის ნებართვას ითხოვდა.

ოთახში შემოვიპატიჟე... სტუმარმა თავი - დავით კვიციანად გაგვაცნო, და მორიდებით დასძინა - ეზოში, აქ მაცხოვრებლებმა თქვენსკენ მომასწავლეს: „შენნაირი შეხედულების, ანუ ზვიადის იდეების მიმდევარი ხალხიაო“, და თქვენს გასაცნობად მოვედიო...

დავით კვიციანმა საუბარი ოცი წლის წინანდელი ამბების გახსენებით დაიწყო. იგი, პარლამენტის შენობის სასადილოში, ანუ როგორც შემდეგ უწოდებდნენ ე.წ. „ბუნკერში“ ყოფილა, საიდანაც, ნაახალწლევს, მაღალი სიცხის გამო რამოდენიმე ხნით გამოსულა. მესამე დღეს, ლოგინში მწოლიარე ავადმყოფს, მეზობლისაგან შეუტყვია თავზარდამცემი ამბავი - „ზვიადმა თბილისი დატოვაო“.

მის თავზე დამტყდარი 20 წლიანი ისტორიის მოსმენის შემდეგ, ბატონ დავითს მოკლედ მოვუყევი ჩვენი საქმიანობის არსის შესახებ, და ბოლოს საჩუქრად ის კრებული გადავეცი, სადაც - ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვის მოთხოვნაა დაბეჭდილი. უზომოდ გაეხარდა.

თავისებური აღფრთოვანებით მოისმინა ჩვენი სახელდების - „ლასკარის“ თაობაზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. თავადაც გაიხსენა, სვანეთში წესად ქცეული „ლასკრობის“ რიტუალის რამოდენიმე დამახასიათებელი დეტალი.

ერთსაათიანი საუბრის მანძილზე, ბატონ დავითს, მისი გვარისმიერი მინიშნების თაობაზეც ვესაუბრე.

მისი გვარი - კვიციანი, სვანეთის - ბეჩოს ხეობის, სოფელ - მაზერიდან ყოფილა. „ბეჩო“, სვანურად - „დათვის ბუნაგს“ ნიშნავს; ხოლო „მაზერი“, რაღაცით „ლამზირთან“ (ლოცვა) უნდა იყოს კავშირშიო, - ბრძანა სტუმარმა.

სულხან-საბას მიხედვით - „კიცჳ (კიცვი) (+ 21,2 მათე) კვიცი“ -ა (ტ. 1, გვ.376). სახარების მითითებულ ადგილას ვკითხულობთ - „და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოვოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე“-ო (მათე 21,2).

იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლის თაობაზე, სახარებაში ვკითხულობთ - „და მოჰგუარეს ვირი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჯდა მას ზედა“ (მათე 21,7).

მეორედ ღმერთად მომავალი უფალ იესუ ქრისტეს გაცხადების ჟამის მომლოდინეთ, კარგად გვენიშნა - კვიციანის გვარის მქონე პიროვნების ოც რიცხვში [„ო-ცი“, ანუ „ცი(სიერო) უფალო“] სტუმრობა.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

    

 

ორი მინიშნების არსობრივი საკითხისათვის

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ბოლო ჟამის მდინარება, დაწერილისდა მიხედვით, აქამდე დაფარულში „მყოფი“ ყველა მინიშნების აცხადების დროითი მონაკვეთია.

წინამდებარე წერილში - ორი ასეთი მინიშნების თაობაზე გვინდა ვისაუბროთ, რომელთაც პირობითად, ერთის მხრივ - „ავაზაკთა“, ხოლო მეორეს მხრივ - „ზებედეს ძეთა“ სახელდება შეიძლება მიესადაგოს.

ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ ბოლო ჟამში შობით მოსული ძე კაცისას - უფალ იესუ ქრისტედ გაცხადებამდე, „ძე კაცისას“ როლის მისტერიულად მატარებელთა შორის ერთ-ერთი: საქართველოა (ისევე როგორც - „ლასკარი“, და თავად, ინდივიდუალურ ჯვარცმის გზაზე მავალი - ძე კაცისა). ჩვენს მიერ ქვემოთ გადმოცემული თხრობა, სწორედ ამ თვალთახედვაზე იქნება აგებული.

 

„მარჯვენა და მარცხენა“ ავაზაკი

სახარებისეულ  სწავლებაში, ბოლო ჟამის მდინარების საბოლოო მონაკვეთი - „გაპარტახების სიბილწის“ სახელითაა მინიშნებული (იხ. მათე 24,15), რომლის დადგომის დროითი ათვლა - ბიბლიური 70 წლიანი ეტაპის მიწურულს, ანუ საქართველოში 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი მოვლენებიდან იწყება.

საბჭოთა იმპერიაში 70 წლის მანძილზე მყოფი საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობა, დარაიონების პარალელურად, ორ ავტონომიურ რესპუბლიკად და ერთ ავტონომიურ ოლქად იყო წარმოდგენილი.

1990-1991 წლების გასაყარზე, ცნობილი მოვლენებისა გამო, ეროვნულმა ხელისუფლებამ ძალით თავსმოხვეული ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ - გააუქმა. ამიტომ, ხსენებული - „გაპარტახების სიბილწის“ დადგომისას, საქართველოში, დე-იურედ, მხოლოდ ორი - აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური ერთეული ფუნქციონირებდა.

მკითხველისათვის კარგად ცნობილ სურათზე - „ჯვარცმული საქართველო“, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები, „ქრისტე-საქართველოს“ - მხარმარჯვნივ და მხარმარცხნივ „მდებარეობენ“.

აღნიშნულის მისტერიული მინიშნება - იოანესა და მარკოზის სახარებებში ასეთი სახითაა წარმოდგენილი - „და იქ (ბოლო ჟამში) ჯვარს აცვეს იგი, და მასთან ერთად ორი სხვაც, აქეთ და იქით, ხოლო შუაში იესუ“ (იოანე 19,18); და კიდევ - „... მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ (აქ - აჭარა) და მეორე მარცხნივ (აქ - აფხაზეთი)“ (მარკ. 15,27). 

ბოლო ჟამის მაცხოვრებელთ კარგად გვახსოვს თუ, მიზეზთა გამო, როგორი დამოკიდებულება დამყარდა - ამ, ორი ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ამის ანარეკლი მათეს სახარებაში შემდეგნაირადაა ასახული - „... მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკნი (აფხაზეთი და აჭარა) აგინებდნენ მას“ (მათე 27,44).

მიზეზთა გამო, აფხაზეთის ავტონომიური ერთეული, აჭარისაგან განსხვავებით, საომარი მოქმედებების ფონზე მიმდინარე პროცესების შედეგად, ბოლომდე დაპირისპირებულ და დაუმორჩილებელ მხარედ დარჩა.

ჩვენის აზრით, ბოლო ჟამის ნიუანსებში გარკვეულ მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს საქართველოს რეალობის ამსახველი იმ ანარეკლის დანახვა, რომელიც ლუკას სახარებაშია წარმოდგენილი:

- „და როცა მიაღწიეს (ბოლო ჟამის) იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია თხემისა (აქ - „გაპარტახების სიბილწის“) ადგილს, ჯვარს აცვეს (ანტიქრისტეს არსის მატარებელმა და მისმა გუნდმა) იქ ისიცა (აქ - მთლიანი საქართველო) და ბოროტმოქმედნიც, ერთი (აჭარა) მის მარჯვნივ და მეორე (აფხაზეთი) მარცხნივ (33)...

ერთი ჯვარცმული ბოროტმოქმედი (აქ - აფხაზეთი) აგინებდა (დანარჩენ საქართველოს) და ამბობდა: თუ შენ ხარ ქრისტე (აქ - „ძე კაცისას“ როლის მატარებელი), იხსენი შენი თავი და ჩვენც (39).

ხოლო მეორე (აჭარა) რისხავდა მას და ეუბნებოდა: ღმერთის მაინც არ გეშინია, რადგანაც მისებრ დასჯილი ხარ? (40). ჩვენზე ახია, რაც დავთესეთ (აქ - ავტონომიურ ერთეულად დაფიქსირება) იმასვე ვიმკით; ხოლო მას არაფერი ცუდი არ უქნია (41).

და უთხრა (აქ - მარჯვენა ავზაკმა) იესუს: მომიხსენე უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში (42). ხოლო იესუმ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23,33; 39-43).

 ამდენად, მისტერიული ფორმით - „ძე კაცისას“ როლის მატარებელ საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ერთიან სხეულთან (მიზეზთა გამო) დაპირისპირებული აფზახეთის მმართველი ძალა, ე.წ. მარცხენა ავაზაკის როლშია; ხოლო დედასაქართველოსთან ერთად ჯვარცმული აჭარა, მარჯვენა ავაზაკის წილხვდომილი ელის მაცხოვრისაგან აღთქმულის ასრულებას.

 

ზებედეს ძეთა სახელდებითი მინიშნებანი

ბოლო ჟამში მისტერიულად ასაცხადებელ ნიშანთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დროითი ნიშნის მატარებელია სახარებისეული ინფორმაცია - ზებედეს ძეთა შესახებ.

ქრისტიანული ტრადიციის თანახმად ზებედეს ძეთა - იონესა და იაკობის დედა გახლდათ, იოსებ დამწიდველის ერთ-ერთი ასული პირველი მეუღლისაგან. ამ კუთხით იოანე და იაკობი მაცხოვრის ნათესავები გამოდიან.

ჩვენის აზრით, ბოლო ჟამში, საქართველოს მიერ - „ძე კაცისას“ მისტერიული როლის შესრულებისეულ ეტაპზე, აფხაზეთი - „იაკობის“, ხოლო აჭარა - „იოანეს“ მისტერიული სახების მატარებელნი არიან.

უკვე განხილული - „მარჯვენა და მარცხენა“ ავაზაკის მსგავსად, სახარებაში რაღაც ამდაგვარი ინფორმაციაა დაცული იოანესა და იაკობთან მიმართებაშიც.

ბოლო ჟამისეულ ეტაპზე აჭარა და აფხაზეთი, საქართველოს სხვა მხარეთაგან განსხვავებული სტატუსით არიან აღჭურვილი. თუ ჩავუკვირდებით ვნახავთ, რომ სახარებაში - იოანეცა და იაკობიც, ერთგვარად - სხვათაგან გამორჩეული როლის მატარებელნი არიან. კერძოდ:

- „მაშინ მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი - იაკობი (აქ - „აფხაზეთი“) და იოანე („აჭარა“) და უთხრეს: მოძღვარო, გვსურს შეგვისრულო რასაც გთხოვთ.

იესუმ (აქ - „საქართველო“) ჰკითხა მათ: მაინც რის შესრულებას მთხოვთ? და მათ მიუგეს: მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში (აქ -ბოლო ჟამის დასასრულს), ერთი (აქ - აჭარა) შენს მარჯვნივ და მეორე (აქ - აფხაზეთი) შენს მარცხნივ დავსხდეთ“-ო (მარკ. 10,35-37).

„ავაზაკთაგან“ განსხვავებით, რომლებიც ჯვარცმული მაცხოვრის სხვადასხვა მხარეს გააკრეს ჯვარს, ზებედეს ძენი - დიდების ჟამის დადგომისას ითხოვენ მაცხოვრის მარჯვნივ და მარცხნივ დასხდომის ნებას.

მაცხოვრისეული პასუხი ასეთია - „მაგრამ იესუმ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომლითაც მე ვსვამ, და ნათლობა, რომლითაც მე ვინათლები მოინათლოთ? მათ თქვეს: შეგვიძლია. ხოლო იესუმ მიუგო მათ: სასმისს, რომლითაც (ბოლო ჟამში) მე ვსვამ, შესვამთ, და ნათლობა, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით. მაგრამ (ძე კაცისას რანგში ყოფნისას) მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ, და ვინ - მარცხნივ, არამედ ვისთვისაც გამზადებულია ეს“ (მარკ. 10,38-40).

„ლასკარისეულ“ ცნობიერებას ზიარებული მკითხველისათვის გასაგები უნდა იყოს, რომ აქ - რამოდენიმე მინიშნებაა მოცემული:

- იოანესა და იაკობის ძმობა და მათი (ზემოთ აღწერილი) განსხვავებული როლი, იგავურად გვანიშნებს - აჭარისა და აფხაზეთის საერთო ნიშანზე - ავტონომიურ სტატუსზე, და ბოლო ჟამში ამ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებზე;

- მაცხოვრის მიერ ძმებისადმი მიცემული შეპირება, გვკარნახობს რომ ისინი (იოანე და იაკობი), ბოლო ჟამში, ძე კაცისას რანგისმიერი [სამივე პირობითი] ეტაპის მიმდინარეობისას, მის გვერდით იქნებიან („სასმისს, რომლითაც (ბოლო ჟამში) მე ვსვამ, შესვამთ, და ნათლობა, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით“), მაგრამ ის, თუ ვინ იქნება უფალ იესუ ქრისტედ გაცხადებული „ძე კაცისას“ მარჯვნივ და მარცხნივ, ეს მხოლოდ უზენაესი ძალის მიერაა წინასწარგანსაზღვრული. დიახ, ეს ადგილი ეკუთვნით მხოლოდ მათ - „... ვისთვისაც ეს გამზადებულია მამის ჩემის მიერ“ (მათე 20,23).

საინტერესო მინიშნებას ვხვდებით - ჯვარცმისეული ინფორმაციის გადმოცემისას. ჯვარზე გაკრულ მაცხოვართან, მისი მოწაფეებიდან, მხოლოდ იოანე დგას - „ხოლო იესუმ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე! მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედა შენი!..“ (იოანე 19,26-27).

მაშასადამე, სახარებაში ხაზგასმულია, რომ ჯვარზე აღსრულების წინ (აქ ბოლო ჟამის მიწურულს) , მაცხოვართან მხოლოდ - დედამისი და, ორი ძმიდან ერთ-ერთი, კერძოდ -  იოანე რჩებიან.

აღნიშნულის მისტერიული სახება იმაშია, რასაც ჩვენი სინამდვილე ჰქვია - ბოლო ჟამში შობით მოსულ ძე კაცისასთან (აქ - „საქართველო“), ავტონომიის სტატუსის მქონე ორი ერთეულიდან, ღვთისმშობლის წილხვედრილობის მისიის მატარებელ საქართველოსთან ერთად (აქ - უკვე, როგორც იესუს დედა) მხოლოდ - აჭარა (აქ - „იოანე“) დგას.

სულხან-საბასეული განმარტებით - „იაკობი“, ნიშნავს (იგივეა რაც) – „მორკინალი, გინა მხსნელი, გინა მზაკვარი, გინა მომასრულებელი, ღირსად მბრძოლი“ (ტ. 2, გვ. 615). ჩვენის აზრით, ძნელი არ უნდა იყოს ამ შინაარსში, იმ ნიშნის დანახვა, რასაც - აფხაზეთთან [აქ - იაკობი], როგორც ასეთთან, მიმართებაში განივთებული სინამდვილე ჰქვია.

მაშასადამე, ღმერთთან მორკინალი იაკობის მსგავსად, ბოლო ჟამის გარკვეულ ეტაპზე, მანამდე, მაცხოვრის გვერდით მყოფი ორი ძმიდან ერთ-ერთი - იაკობ ძებედეს ძე, უკვე აღარ არის ჯვარზე გაკრული მაცხოვრის გვერდით.

ამ კუთხით, აფხაზეთის (აქ - იაკობის) [და არა მარტო მისი] ე.წ. განდგომილება, ერთ-ერთი ნიშანთაგანია იმისა, რომ - ბოლო ჟამი, თავისი მდინარების, დასკვნით ეტაპზე იმყოფება.

 

დასკვნის მაგიერ

„ავაზაკთა“ და „ზებედეს ძეთა“ თემატიკის წარმოდგენილი ანალიზი, ბოლო ჟამში მიმდინარე ორი გზის განვითარების ალბათობაზე მიგვანიშნებს. კერძოდ, აფხაზეთი ან - მარცხენა ავაზაკის ხვედრის მქონებელი გახდება, ანდა - ღმერთთან მორკინალობის, ანუ იაკობ ზებედეს ძისეული ეტაპის გავლით, კვლავ დედასამშობლოს წიაღს დაუბრუნდება, და უზენაესი ძალის მიერ მისთვის მიჩენილ ადგილს დაიკავებს.

თითოეული ჩვენთაგანის გულში მყარად დამკვიდრებული იმედი, რომ - აფხაზეთი, აუცილებლად დაბრუნდება საქართველოს საერთო იურისდიქციაში, ზემოთ გამოკვეთილი ორი პირობითი გზიდან, აშკარად ერთ-ერთის სასარგებლოდ მეტყველებს.