Print

გაზ. # 3(796)

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისაუფალია ჩვენი სიმართლე“-ს მნიშვნელოვანი ეტაპები, ანუ მედლის ერთი მხარე...

 

წინამდებარე წერილში, გვინდა მოკლედ გადმოვცეთ ის, რაც - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ასამოქმედებლად საჭირო რამოდენიმე მითოსურ-იურიდიული ეტაპის გავლას უკავშირდება.

„...უფალია ჩვენი სიმართლეს“ ე.წ. „დაბადებისეული ეტაპი, როგორც ვიცით - 2011 წლის 5-7 ოქტომბრიდან, ანუ ბიბლიაში მითითებული „შუა ხანის“ დადგომისეული მიჯნიდან იწყება [იხ. გაზ. N 13(790), გვ. 1-8];

2011 წლის 7 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, აცხადება დაიწყო - იოანე ნათლისმცემელისეულმა ეტაპმა [იხ. გაზ. N 14(791), გვ. 4-12];

2011 წლის 3 ნოემბერს, ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში, ჩამოჰკრა - იოსებ არიმათიელისეულმა ეტაპმა [იხ. გაზ. N 15(792), გვ. 2-8], რომელიც, თავის მხრივ, რამოდენიმე პირობითი მონაკვეთისაგან შედგება.

„...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ამოქმედებასთან დაკავშირებული ეტაპების ჩამონათვალი, სწორედ იოსებ არიმათიელის არსის მატარებელ პიროვნებასთან დაკავშირებით იღებს სათავეს.

აქვე ვიტყვით, რომ ბოლო ჟამის იოსებ არიმათიელის არსის მატარებელ პიროვნებად: რუსეთში მოღვაწე, სოხუმიდან იძულებით გადაადგილებული და შემდგომად, ღმერთის შეწევნით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მყოფი ქართველი ბიზნესმენი, ბატონი - მინდია გულუა გვესახება [იხ. გაზ. N 15(792), გვ. 1-8].

საერთო წინასწარი მონახაზის გაკეთების შემდეგ გადაწყდა, რომ მინდია გულუას მიერ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების სურვილის რეალიზებაში, სხვადასხვა ფორმით ჩართულიყო ბატონი - ბეჟან შერგელაშვილი.

2011 წლის 3 ნოემბერს, ქ. თბილისში, ფილარმონიაში გამართულმა დამფუძნებელმა ყრილობამ, ახალი პოლიტიკური გაერთიანების „განახლებული საქართველოს“ თავმჯდომარედ, მინდია გულუას და  ქალბატონი - ნანა გულუა აირჩია.

აღნიშნული ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოსკოვში მცხოვრებ ბატონ მინდიას, ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში, შეხვედრა ვთხოვეთ, რათა პირადად აგვეხსნა მისთვის, ბიბლიაში დაცული ნიშნების მისტერიულად აცხადების საკითხები.

საპასუხო რეალური შემოთავაზება - 2011 წლის 22 ნოემბერს მივიღეთ [იხ. გაზ. N 16(793), გვ.4], რაც მოქმედების აქტიური ფაზის დაწყებად გვენიშნა.

გადაწყდა, მოსალოდნელი გამგზავრებისათვის საჭირო საბუთები გაგვემზადებინა. როგორც მკითხველმა უკვე იცის: პირადობის მოწმობა - 24 ნოემბერს, ხოლო პასპორტი - 25 ნოემბრის დათარიღებით გამზადდა [იხ. გაზ. N1 6(793), გვ. 4].

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისას“ და „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ გაერთიანებით შექმნილი - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-სთან დაკავშირებული იურიდიული მხარის პირველი ეტაპი, ბიბლიაში დაფიქსირებული „განახლების დღესასწაულად“ სახელდებული მიჯნისათვის საჭირო რვა დღის მანძილზე, ანუ 25 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა [იხ. გაზ. N 16(793), გვ. 4-6].

2011 წლის 2 დეკემბრის საღამოს, ტელეფონით გვეცნობა, რომ მინდია გულუასთან დაგეგმილი შეხვედრა - 3 დეკემბერს, ქ. მინსკში შედგებოდა.

თბილისიდან, შვიდკაციანი დელეგაციის წევრებთან ერთად, მინსკში 3 დეკემბრის გამთენიას გავფრინდით. იქვე, მოგვიანებით გაირკვა, რომ შეხვედრა, მინსკში სპეციალურად ამ მიზნით ჩასული - ნანა გულუას თანდასწრებით გაიმართებოდა.

წერილობით წყაროებში დაფიქსირებული ნიშნების მისტერიის ასრულება სწორედ შეხვედრის თარიღს უკავშირდება.

საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის მოქმედების ვადის ამოწურვიდან, ანუ 2006 წლის 16 ივლისიდან ათვლით, მე-6 წელს, ანუ 2011 წლის 3 დეკემბერს „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საკითხზე გამართული შეხვედრა, პირობითად „უფლისმიერი სახლის“ იურიდიულად დაფუძნების წინარე ეტაპის დასრულებად გვესახება.

აი, რა გვეუწყება ბიბლიიდან - „დამთავრდა ეს სახლი ადარის (აქ - დეკემბრის) თვის მესამე დღეს, მეფე დარიოსის მეექვსე წელს (აქ - 2011 წლის 3 დეკემბერი)“ ( I ეზრა 6,15).

მოდით გავეცნოთ, როგორი მინიშნებაა მოცემული, ამ დღეს გამართული შეხვედრის რეალობად ქცევაში - ბეჟან შერგელაშვილის როლთან მიმართებაში.

წინასწარვე აღვნიშნავთ, რომ ქვემოთ წარმოდგენილ მონაკვეთში, სულხან-საბასეული კოდირებული მინიშნება - „კაცი გ“, ორი, ანუ - მინდია და ნანა გულუებიდან, „კაც გ(ულუას)“ გამოყოფს.; კოდი „კ“ და „დ“თავისი რიგითი ნომრით 11-სა და 4-ზე, ანუ განხილული  შეხვედრის წელზე - 2011, და - თვეზე ანუ სექტემბრის თვიდან ათვლით აღებულ მე-4 თვე: დეკემბერზე მიგვანიშნებს.

ზემოხსენებულ ასო-ნიშან: „გ“-ს, მე-3 რიგითი ნომრის გათვალისწინებით, სულხან-საბასეული მინიშნებით, აი რა გვეკარნახება - „მხნედ არს მიუწევნელ მოსავთა მისთა მწედ ერთა. კაცი გ [აქ - I. გ(ულუა); II. თარიღი - სამი], კენჭი (აქ - ქვა, ქრისტესთან კავშირდება; ხოლო კენჭით - იოსებ არიმათიელის არსზე მიგვენიშნება) კდ (ანუ მე-11 და მე-4, ე.ი.[20]11 წლის მე-4 თვე დეკემბერი) ადექ ბეჟან (აქ - შერგელაშვილი), შავი ცხენი ქიტას (კოდია) მიეც“ (ტ. II,  თბ. 1993 წ., გვ. 654).

3 დეკემბერს ბიბლიურ თემატიკაზე უშუალო საუბრის დაწყებამდე,  ბატონ მინდია გულუასთან ჩვენი პირველი კონტაქტი - რესტორანში გამართულ სადილზე შედგა. მისტერიული მინიშნების შემდეგი აცხადებაც, სწორედ ამ დროს დაფიქსირდა.

ჩვენი მაგიდა გეგმაში ჯვრის ფორმისა გახლდათ, ჯვრის მკლავების დაბოლოებაზე ორ-ორი დასაჯდომი ადგილით. ბატონი მინდია მაგიდის თავში, ჯვრის ერთ-ერთი ფრთის მარჯვენა კუთხეში დაჯდა; მის მარცხნივ, ანუ უშუალო მომიჯნავე ადგილზე, ჩვენი დელეგაციის წევრი აღმოჩნდა.

მოხდა ისე, რომ მე, მინდია გულუას მხარმარჯვნივ მდებარე „ჯვრის“ კიდეზე მომიჩინეს ადგილი. ჩემს უშუალი მეზობლად კი, ბეჟან შერგeლაშვილი დაბრძანდა.

ასე რომ, ჩემსა და ბატონ მინდიას შორის, მაგიდის შეწეული კუთხეებით შექმნილი ოთხი სიცარიელიდან ერთ-ერთი მომიჯნავე მხარე მოხვდა.

სასადილო მაგიდის შუა ადგილი, ჩვენი იქ ყოფნის მთელი დროის მანძილზე - ცარიელი იყო. საშობაო მარხვის მიმდინარეობისა გამო, ბატონი მინდიას შემოთავაზების საპასუხოდ, ჩემი ინიციატივით - თევზის შეკვეთა გადაწყდა.

აქვე ვიტყვით, რომ თბილისიდან წასული დელეგაციის 7 წევრიდან - ოთხი, ბიბლიურ თემატიკასთან მათი არამართებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ჩემი, მათთან ერთად, მინსკში გამგზავრების მოწინააღმდეგე გახლდათ.

ზემოთქმულის მისტერიულად აცხადების ნიშნების შემცველი მითოსური ტექსტი ასეთი სახის გახლავთ - „...იოსები [აქ - მინდია გულუა] შეხვდება თავის დას, ენიგუსს [აქ - ნანა გულუა]. არიმათიელი დასთან, სიძესთან [კოდია] და სხვა ქრისტიანებთან ერთად უცხო მხარეში [აქ - ბელორუსია, ქ. მინსკი] მიემართება... იოსები აღმოაჩენს, რომ მის თანამიმყოლთა შორის  უღირსი ხალხიც [აქ - თბილისიდან წამოსული ე.წ. „მოწინააღმდეგენი“] მრავლად [აქ - შვიდიდან ოთხი] ურევია. როდესაც შეწუხებული იოსები გრაალის თასის წინ დაემხობა და მხურვალედ ლოცულობს [აქ - მისი ჭეშმარიტი რელიგიისადმი მართებული დამოკიდებულებაა ხაზგასმული], სულიწმიდა შთააგონებს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მომავალში და არიმათიელიც განუხრელად აღასრულებს ღვთაებრივ რჩევას. ქრისტეს ზიარების მაგიდის მაგალითით იოსებ არიმათიელი დააფუძნებს გრაალის მაგიდას [კოდია]. აღნიშნული [აქ - სასადილო] მაგიდის შუაში დაასვენებენ გრაალის თასს [სწორედ ამიტომ იყო სადილობის მთელი დროის განმავლობაში მაგიდის შუა ადგილი ცარიელი, იქ - მისტერიულად, გრაალის თასი იყო დაბრძანებული], რომელსაც თხელი ნაქსოვი ნაჭერი [აქ - მაგიდის გადასაფარებელი] აქვს გადაფარებული. იოსების სიძის [აქ - ჩემს] მიერ დაჭერილ პირველ თევზს [სამარხო სუფრაზე საკვებად თევზის შემოტანის შეთავაზება. მეორეს მხრივ: „ლასი“ = თევზი] გრაალის თასიდან [აქ - მაგიდის ცენტრიდან] ცოტა მოშორებით დადებენ სუფრაზე. გრაალის [აქ - „სასადილო“] მაგიდის თავში იოსებ არიმათიელი [აქ -მინდია გულუა} ჯდება [ასეც მოხდა]. იოსების მარჯვნივ ზის ბრონი [აქ - მე]. მათ შორის ერთი ადგილი თავისუფალია [აქ - მაგიდის შეწეული კუთხეების გამო წარმოქმნილი სიცარიელე]. ცარიელი ადგილი თურმე იუდა ისკარიოტელზე მიგვანიშნებს...

გრაალის მაგიდასთან ადგილის დაკავება ოდენ წმინდა ადამიანებს ძალუძთ. ამდენად, იოსებ არიმათიელის გუნდში [კოდია] გარეული ცოდვილები [აქ - მომავალში] სუფრასთან დაჯდომას ვერ მოახერხებენ...

საბოლოოდ იოსებ არიმათიელი იუდეაში [აქ - მოსკოვში, 5 დეკემბერს] ბრუნდება. მანამდე [აქ - 3-4 დეკემბერს] იოსები [მინდია გულუა] გრაალის თასს გადასცემს [მისტერიული პროცესი] ბრონს [აქ - მიხეილ (გელა) სალუაშვილს], რომელსაც ამ დროიდან მდიდარი მეთევზე [კოდია] ეწოდება...“ (იხ. ალექსანდრე თვარაძე, „გრაალის პრობლემა ვოლფრამ ფონ ეშენბახის „პარციფალის“ მიხედვით“, თბ. 2000 წ., გვ. 34).

ჩანართის სახით, წარმოგიდგენთ იქვე დაფიქსირებულ ერთ  მეტად ყურადსაღებ მინიშნებას - „... გრაალის მეორე რომანი აგრეთვე ფრანგ მწერალს, რობერ დე ბორონს ეკუთვნის... „წმინდა გრაალის ისტორიას“ ათარიღებენ 1190-1200 წლებით. რობერი „წმინდა გრაალის ისტორიის“ წერისას აპოკრიფულ სახარებებს ემყარება... რობერი „წმინდა გრაალის ისტორიის“ მოქმედებასაც იოახიტური მოძღვრების შესაბამისად შლის. იოსებ არიმათიელი ღმერთის [აქ - ვითარცა გამარჯვების სიმბოლოს: „გრაალის თასის“ მფლობელის] მონაცვლეა ამქვეყნად. იოსების სიძე, მდიდარი მეთევზე [აქ - „ლასი“ = თევზი] ჰებრონი ქრისტეს შეესატყვისება [აქ უკვე - „... უფალია ჩვენი სიმართლეს“ სახელის მატარებელი ჯგუფის მისტერიული არსია ხაზგასმული]...“ ( ალ. თვარაძე, იქვე, გვ.32).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ეხლა დავუბრუნდეთ დაწყებულ თხრობას. სადილობის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც - მინდია და ნანა გულუები, ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი და ბეჟან შერგელაშვილი ესწრებოდნენ, ბატონმა მინდიამ მე და ბეჟანს იმ დღეს მინსკში დარჩენა და საუბრის მეორე დილით გაგრძელება შემოგვთავაზა. ჩვენც დავეთანხმეთ, და იმავე დღეს თბილისისაკენ წასასვლელ დელეგაციის დანარჩენ წევრებს დავემშვიდობეთ.

დეკემბრის 3 და 4 რიცხვში შემდგარი საუბრებისას მინდია და ნანა გულუებს დეტალურად ავუხსენით ბოლო ჟამის მიმდინარეობის ზოგადი ჩარჩო-მონახაზი, და მასში მათი შესაძლო როლი-მონაწილის ნიუანსები. დასასრულს, ახლო მომავალში შეხვედრის იმედით დავემშვიდობეთ.

მინსკში შემდგარი ამ შეხვედრის ნიუანსების გაანალიზების შემდეგ, აშკარა გახდა, რომ - 2011 წლის 3 დეკემბრის დღეს, ჩვენს მიერ მინსკიდან - გრაალის თასის [ანუ - გამარჯვების სიმბოლოს]  წამოღების მისტერიული პროცესის ასრულება მოხდა.

2011 წლის 18 დეკემბერს ტელეფონით მიღწეული შეთანხმებისამებრ, თბილისში, ბუდაპეშტის I შესახვევის 4-ში მდებარე ოფისში, 19 დეკემბრის 20:30 სთ-ზე ქალბატონ ნანა გულუას შევხვდით. მე და ბეჟანმა მას, ბიბლიური ნიშნების ის ნაწილი გავაცანით, რომლის გასაჯარისების დროც იმ მომენტისთვის უკვე გვენიშნებოდა, და მის ძმასთან განმეორებითი შეხვედრის სურვილი გამოვთქვით.

მითოსური თხრობა, გრაალის თასთან მიმართებაში, გრაალის თასის მფლობელთა რიცხვში ასახელებს მეფე - ანფორტასის [აქ იოსებ არიმათიელის მითოსური სახების] დასაც - „... ეს გახლდათ ანფორტასის და, დედოფალი რეპანს დე შოიე [აქ - ნანა გულუას სახება]. დედოფლის სახიდან ნათელი იღვრებოდა. რეპანს დე შოიეს ამკობდა არაბული აბრეშუმის ტანისამოსი [კოდია]. დედოფალს მოჰქონდა მწვანე აბრეშუმზე დასვენებული გრაალის ქვა [იგივე - თასი]...“ ( ალ. თვარაძე, იქვე, გვ.37).

გამოკვლევაში იქვე დაფიქსირებულია, რომ პარციფალი, გრაალის საბოლოო მფლობელი, მხოლოდ მეორე მისტერიული შეხვედრის შემდეგ ხდება - „...სწორედ ამ დროს მუნსალვეშეს სასახლეში პარციფალი მივიდა მეორედ. პარციფალმა სამჯერ დაიჩოქა გრაალის წინაშე და მხურვალედ ილოცა ვნებული მეფისათვის. შემდეგ პარციფალმა დასვა აუცილებელი შეკითხვა და თვითონ ეკურთხა გრაალის მეფედ...“ ( ალ. თვარაძე, იქვე, გვ.43).

ჩვენის აზრით, აქ, ერთ-ერთი კუთხით მინსკსა და თბილისში შემდგარი ორი შეხვედრის მისტერიულ არსზე უნდა იყოს მინიშნება. აქ მოცემული - „გრაალის მეფე“, ბიბლიისეულ „...უფალია ჩვენი სიმართლეს“ არსობრივი მხარის მითოსური გამოვლინებაა.

აღნიშნულის მისტერიული არსი კიდევ უფრო ნათელი გახდება თუკი მთლიანობაში გავიაზრებთ იმას, რასაც 2011 წლის დეკემბრის თვეში, და განსაკუთრებით 23-24 დეკემბერს მომხდარი ჰქვია.

2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი იერარქიული პირის მიერ - „...უფალია ჩვენი სიმართლეს“ კურთხევას [იხ. გაზ. N2(795), გვ. 2-3; 6-8], და იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელდების ცვლილების დარეგისტრირებას, 27 დეკემბერს - „...უფალია ჩვენი სიმართლეს“ სახელდების ამსახველი ბეჭდისა და შტამპის დამზადება მოჰყვა, რაც, ჩვენი აზრით, კავშირის ე.წ. „უმოქმედობის საპყრობილეში“ ყოფნის ერთგვარი მიჯნის დასრულებად გვესახება.

ბიბლიური ხედვის მისტერიული შინა-არსი სწორედ აღნიშნულზე უნდა მიგვანიშნებდეს - „...მეთორმეტე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს (აქ - 27 დეკემბერი) ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს საპყრობილედან იპატივა იეჰოაქინი, იუდეის მეფე“-ო (IV მეფ. 25,27).

თხრობის გაგრძელებამდე, ბიბლიური - „ზღვიდან ამომავალი კაცის“ თემა გვინდა გავიხსენოთ. ჩვენის აზრით, აღნიშნულით ქ. თბილისში, გ. ჩიტაიას ქ. 39 ნომერში [„ზღვა“ = 39] ჩვენი ყოფნის დასასრულზე უნდა გვენიშნებოდეს [იხ. გაზ. N 1(794), გვ. 4-5].

„...უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს იურიდიული მისამართის პარალელურად, მისი ფაქტობრივი განთავსების ახალ  ადგილად, კოდირებული „რუსთაველისა“ [აქ - ქაჯეთის ციხის აღების არსობრივი მხარე] და „სამოთხის“ (3 და 4) [აქ - სამოთხიდან გამოძევებიდან, სამოთხეში დაბრუნების არსობრივი მხარე] ერთმანეთთან კავშირში გააზრების შემდეგ, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირის 34 ნომეში მდებარე შენობა გვესახება.

დღეისათვის, ამ მისამართზე, შენობის პირველი სართულის არასაცხოვრებელი ფართის თავზე, ანუ მეორე სართულზე - ორი ორგანიზაციაა განთავსებული: 1. ბრიტანეთის საკონსულო (კიბიდან მარცხნივ),  და - 2. ირან-საქართველოს ბიზნეს-განვითარების ცენტრი (კიბიდან მარჯვნივ).

როგორც ცნობილია, წმ. იოსებ არიმათიელი ინგლისის გამაქრისტიანებლად ითვლება [იხ. გაზ. N 15(792), გვ.8]. რუსთაველის 34-ში, კიბის მხარმარცხნივ მდებარე ბრიტანეთის (ინგლისის) საკონსულოს განთავსების თანხვედრა, ჩვენის აზრით, სწორედ აღნიშნულის მისტერიულ არსზე მიგვანიშნებს.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს - კიბის მხარმარჯვნივ („გამარჯვების“ მიმანიშნებელი) განთავსებული ბინა. ამ ფართის მოიჯარე: „ირან-საქართველოს ბიზნეს-განვითარების ცენტრის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის გვარია - „დავარი“, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ნათელს ხდის - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ფაქტობრივი განთავსების ახალი ადგილის ორიენტაციის საკითხს. ამ ბინის გამქირავებელი ქართველი მფლობელის გვარი - „სალია“, კიდევ უფრო ღრმა შინა-არსს ანიჭებს - „რუსთაველის 34“-ს.

საკითხის („მედლის“) მეორე მხარე კი ასეთია - ჩვენი დღევანდელი ეკონომიური მდგომარეობა ძალზედ მცირე შანსს გვიტოვებს იმისათვის, რომ ბიბლიაში მინიშნებული - მხილებისეული მისიის მატარებელი (შემსრულებელი) გაერთიანების: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ფაქტობრივ შტაბ-ბინად, რუსთაველის 34-ში მდებარე, კოდირებული - „სალია“-სა და „დავარი“-ს სახელ-შინაარსთან, ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული ბინა შევარჩიოთ. მაგრამ...

ისევე როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, ჩვენი მთავარი ორიენტირი - ბიბლიაა.

წინამდებარე საუბარიც სწორედ წმიდა წერილში დაფიქსირებული მინიშნებით გვინდა დავასრულოთ - „უთხარი ზერუბაბელ შალათიელის (ძველქართულით - „სალათიელის“) ძეს, იუდას განმგებელს, იესო იეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს და მთელ დანარჩენ ხალხს, ვინ არის დარჩენილი თქვენს შორის, ვინც მოსწრებია ამ სახლის პირვანდელ დიდებას? (კოდია). რას ხედავთ ახლა? ხომ არარაობად ჩანს თქვენს თვალში!

ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ! ამბობს უფალი. გამაგრდი იესო იეჰოცადაკის ძევ, მღვდელმთავარო! გამაგრდი, მთელი ქვეყნის ერო! ამბობს უფალი, და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ, ამბობს ცაბაოთ უფალი. სიტყვა, ეგვიპტიდან გამოსვლისას რომ დაგიდევით (კოდია), და ჩემი სული (კოდია) იმყოფება თქვენს შორის. ნუ გეშინიათ“ (ანგ. 2,2-5).

და ბოლოს. დანიელის წინასწარმეტყველების მიხედვით კოდირებული - ლოდი, თავისით იძვრება ადგილიდან - „შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს და შემუსრა იგი“ (დან. 2,34). აქ მითითებული მისამართი - „2,34“, თავის მხრივ, მეორედ მოსვლისა [2] და სამოთხისეული {34] მინიშნების შემცველია.

ბიბლიური წინასწარმეტყველება კი ასე გრძელდება - „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დან. 2,44), თუმცა ამ მინიშნების არსობრივ მხარეზე, თუ ღმერთი ინებებს შემდგომში ვისაუბრებთ.