Print

გაზ. № 29 (822)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი30 ივნისის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 30 ივნისის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე განიხილეს:

- მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სავარაუდო მონაწილეობის საკითხი;

- ლასკარის წევრთა მიერ  ე.წ. წინასწარი გამოკითხვის მიმდინარეობის შესახებ.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

2004 და 2012 წლების „ვენერასეული“

კავშირის არსობრივი გააზრებისათვის

2003 წლის 22-23 ნოემბრის მოვლენების გამო, საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან, ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის გადადგომის მიუხედავად, მისი „იურიდიული უფლებამოსილება“, ახლად „არჩეული“ პრეზიდენტის ინაუგურაციამდე გრძელდებოდა.

2004 წლის 4 იანვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეს, საპრეზიდენტო „არჩევნებში“ გამარჯვებული ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ. სააკაშვილის ინაუგურაცია - 2004 წლის 25 იანვარს, ანუ ანტიქრისტე-ედ. შევარდნაძის დაბადების დღეს გაიმართა.

როგორც ჩვენი გაზეთის მკითხველმა იცის: ცრუწინასწარმეტყველ-მ. სააკაშვილს ე.წ. „ხელშეუხებლობის“ ვადა - 2011 წლის ოქტომბრიდან ათვლით, 2012 წლის 26 თებერვალს ამოეწურა.

აღნიშნულის გარდა, 2004 და 2012 წლებს, ერთმანეთთან, ასეთი იშვიათი ასტრონომიული მოვლენაც აკავშირებს  .

აი, რას ვკითხულობთ 2012 წლის მე-6 თვის მე-6 დღეს მომხდარის თაობაზე, ასტრონომ გიორგი რამიშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარში - „... მზის დისკოზე ვენერა 105 ან 122 წელიწადში ერთხელ მოძრაობს. ვენერა დედამიწასა და მზეს შორის ყოველწლიურად გადის, თუმცა მისი მოძრაობა ზუსტად დისკოს რომ დაემთხვეს, იშვიათობაა. როცა ეს მოვლენა ზედიზედ სწრაფად ხდება, შუალედი 8 წლიანია. აქამდე ეს მოხდა 2004 წელს და ახლა იყო 2012-ში. ამის შემდეგ კი მსგავსი რამ ერთი საუკუნე არ იქნება. ამიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი წლევანდელი მოვლენა", - მისივე განმარტებით, ამ მოვლენაზე დაკვირვება 25 საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობს და მასზე ძველ დროში გარკვეულ ეპოქებსაც კი აგებდნენ...“ (იხ. საინფ. სააგ. „ინტერპრესნიუსი“, 08-06-2012).

მაშასადამე, ზოგადად „105 და 122 წელიწადში ერთხელ“ მოსახდენი მოვლენა, უიშვიათეს გამონაკლისის შემთხვევაში, თურმე - 8 წლიანი შუალედითაც შეიძლება მოხდეს, და ეს ყოველივე, ჩვენს თვალწინ მიმდინარე - 2004 და 2012 წლებს „დაემთხვა“.

ის, თუ ვენერას ამდაგვარმა „მოქმედებამ“, 2012 წლის რა განსაკუთრებულად  გამორჩეულ როლზე მიგვანიშნა, ამაზე, ამჟამად, მკითხველის ყურადღება აღარ შევაჩერებთ (რამეთუ - წინასწარმეტყველება ჩვენი საქმე არ არის). უბრალოდ შეგახსენებთ, მაიას ტომის კალენდართან დაკავშირებით, ჩვენს მიერ გაკეთებულ იმ კომენტარს, რომელიც სწორედ „ვენერას“ ეხება.

ჩვენ ვწერდით - „...მაიას ტომის სამი კალენდრიდან ერთ-ერთი: „...ცოლკინი, იგივე 260 დღიანი - ღვთიური კალენდარი, ძირითადად ვენერას მოძრაობაზეა ორიენტირებული... როგორც ცნობილია - „ვენერა მზის სისტემის მეორე პლანეტა(ა) მზიდან დაშორების მიხედვით... ძველქართულად ეწოდება ასპიროზ და მთიები... ქართული ხალხური სახელწოდებანი(ა) - ხარიპარია და ცისკარი... ჩვენი ცის ყველაზე ბრწყინვალე მნათობია - მზისა და მთვარის შემდეგ“ (ქ.ს.ე., ტ. 4, გვ. 354).

სულხან-საბას სწავლებით - „ასპიროზ ესე არს აფროდიტი და მთიები. ასპიროზ ცისკრის ვარსკვლავს ეწოდების...“ (ტ. 1, გვ. 70).

ბიბლიისეული მინიშნებით, უფალი თავის თავს - „ცისკრის ვარსკვლავს“ ადარებს - „მე, იესუმ, მოვავლინე ანგელოზი ჩემი, რათა გიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ ფესვი და მოდგმა დავითისა, კაშკაშა ვარსკვლავი ცისკრის“-ო (გამოცხ. 22,16)...“ (იხ. გაზ. № 24(817), გვ.3).

ზემოთქმულის მთლიანობაში გააზრების შემდეგ, აღნიშნულის თაობაზე საერთო კომენტარის გაკეთება უშუალოდ მკითხველისათვის მიგვინდვია.

 

„7 ივლისიდან იწყება მოქმედება“ !?

2012 წლის მაისის დასაწყისში, ინტერნეტ სივრცეში, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქ-ნ გიული კანდელაკის მიერ [ინიციატივით], შეიქმნა ინტერნეტ გვერდი, სახელდებით - „ბოლო ჟამი“.

ინტერნეტ საუბარში ქალბატონმა გიულიმ ამ ჯგუფში გაერთიანება, ანუ მასალების მიწოდება შემომთავაზა. თავად ასეთი ჯგუფის შექმნა, კარგად მენიშნა, ამიტომაც დავთანხმდი მათთან „თანამშრომლობას“.

ბიბლიურ თემატიკასთან დაკავშირებული მასალების განთავსების ორიოდე კვირის თავზე, ქალბატონი გიულისა, და ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრის - ლაშა ჩხენკელის მხრიდან, წმიდა წერილთან მიმართებაში მათი არასწორი პოზიციების დაფიქსირებას, ინტერნეტ გვერდზე, ჩვენს შორის რამოდენიმედღიანი კამათი მოჰყვა. კერძოდ, მათი „აზრით“ - ბიბლია, თურმე - არასწორ ინფორმაციებს შეიცავს, და რომ მისადმი აბსოლუტური ნდობითი დამოკიდებულება, ერთგვარ გაკერპების ელემენტებს შეიცავსო...

ამჯერად, შემოგთავაზებთ ბატონ ლაშასთან ჩვენი ბოლო ე.წ. საუბრის ფრაგმენტს:

კითხვის საპასუხოდ ვწერდი - ტერმინ წმიდა წერილი"- თქვენეული განმარტება მართებული არ არის, რამეთუ აქ - იმ ქაღალდზე, ან მასალაზე კი არ რის საუბარი, რომელზეც ღმერთისაგან მომდინარე ცნებებია დაფიქსირებული, არამედ ეს ტერმინი აერთიანებს იმას, რასაც უზენაესი ძალისაგან ჩვენთვის ნაუწყების ერთობა ჰქვია.

წმიდა წერილი, რომელიც სულიწმიდისაგან მომდინარე კარნახით მიღებული ცნებების შემცველია, ისეთივე წმიდა და აბსოლუტური ჭეშმარიტების შემცველია, როგორც მისი გამომგზავნი - ღმერთი. რაც შეეხება ამა თუ იმ ხელნაწერში, მიზეზთა გამო დაშვებულ სხვაობებს, ეს სულაც ვერ აკნინებს თავად წმიდა წერილის მნიშვნელობას.

- ლაშა ჩხენკელი:

„პირდაპირ გეტყვით: თქვენი თეორიებისადმი ფეტიშისტური ნდობა და რწმუნებულება სექტანტურ კანონზომიერებებში ჯდება...

რაც შეეხება წმინდა წერილის ჩემეულ განმარტებას", წმინდა წერილი წმინდად იმიტომ იხსენიება, რომ წმინდა სულის კარნახით დაწერა ადამიანის ხელმა, ხოლო რადგან ადამიანის ხელი მაინც ურევია ქრისტეს მეორედ მოსვლამდე ნაწერში, შეუძლებელია, წმინდა წერილიც კი სრულყოფილი იყოს...

კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ გელაპარაკებით არა ჩემი პოზიციებიდან [იგი გულისხმობს მის სულიერ კავშირს მათთან, რომლებისგანაც ინფორმაციას ღებულობს - გ.ს.], არამედ ოპტიმალური ობიექტური პოზიციებიდან, რაც როგორც ლოგიკის, ასევე ფხიზლადყოფნის მდგომარეობაშია შესაძლებელი, რადგან მაცხოვარი ჩვენ გვმოძღვრავს, რომ მუდამ ვფხიზლობდეთ...

რადგან მე, თქვენ პირადად, ფხიზელი თვალით გიყურებთ და კონკრეტულ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ თქვენ საუბრობთ, ზვიად გამსახურდია მკვდარიაო, იმ წუთშივე მიგანიშნეთ, რომ - ცდებით, ცოცხალია-თქო...

რადგან თქვენ მუდამ სწავლობთ, აღიარებთ ღმერთს, მაგრამ მის ძალას უარჰყობთ (უარჰყობთ გამოცხადებას, რომელიც ცხადლივ იხილა სულმა, რომელზეც მოგახსენეთ) [აქ - საუბარია იმაზე, რომ ბატონ ლაშას სიტყვებით, მას თურმე სულით აჩვენეს ცოცხალი ზვიად გამსახურდია - გ.ს.], რადგან სწავლობთ, მაგრამ ჭეშმარიტებამდე ვერ მიდიხართ (რადგანაც სულიერი მხედველობა და სმენა არ გაგაჩნიათ), ამიტომ თქვენი თეორიები შეცდომისთვის მრავალმხრივაა განწირული, რაც უკვე დაშვებული გაქვთ...

უმჯობესი იქნება, ბატონო გელა, ინფორმაცია ინფორმაციის პირველწყაროდან მიიღოთ, იქიდან, საიდანაც ბიბლის ტექსტების დამწერებმა მიიღეს...

არ არსებობს დედამიწის ზედაპირზე აბსოლუტური ჭეშმარიტება [კერძოდ იგი - ბიბლიას გულისხმობს - გ.ს.]. თქვენ წმინდა წერილში დაწერილ ტექსტებს ეწინააღმდეგებით მაგით [სადაც მისი აზრით, თურმე არის მითითება, რომ ბიბლია არასწორ ცნებებს შეიცავს - გ.ს.]...

ბატონო გელა, თქვენ ჯიქურ დგახართ თქვენს ეგოცენტრულ პოზიციებზე, მე ჩემი ქრისტეანული ვალი მოვიხადე და მიგანიშნეთ, შეგაგონეთ, რომ არ გაგეფეტიშებინათ ნივთი [აქ - ბიბლია - გ.ს.], რომელშიც სულიწმიდის კარნახით ნაწერი დამახინჯებულადაა ჩვენამდე შემორჩენილი და მიგანიშნეთ, რომ სულიწმიდის მადლით თუ არ გაქვთ გაგებულ-დანახულ-გაცნობიერებული, სულიერი ხედვით და სმენით, თქვენ ღმრთის თვალში არ გაქვთ უფლება, თქვენს თეორიებს [ანუ იმას, რომ ჩვენ მხოლოდ ბიბლიაზე დაყრდნობით წარმოებული კვლევა მიგვაჩნია ამოსავალ წერტილად - გ.ს.] უშეცდომო და აბსოლუტურად ჭეშმარიტი უწოდოთ...

თქვენ პირდაპირ ბრძანდებით ერესში, ბატონო გელა და მე იძულებული ვარ, უკვე თქვენთან კონტაქტი საფუძვლიანად გავწყვიტო, რადგან შეგაგონეთ და ვერ შეიგონეთ, ახლა უნდა განგერიდოთ...“.

ამის შემდეგ, ჯერ ბატონმა ლაშა ჩხენკელმა, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ - ქალბატონმა გიული კანდელაკმა [რომელმაც თითქმის ანალოგიური პოზიცია დამიფიქსირა], ჩემი მათთან ინტერნეტ საუბრის მთელი ტექსტი ისე წაშალეს, რომ მე, მხოლოდ შემოთავაზებული ფრაგმენტის დამახსოვრებაღა მოვასწარი.

მე ისღა დამჩენოდა, ღია წერილი დამედო „ბოლო ჟამი“-ს გვერდზე, რომლის წევრობიდანაც ჩემი „ამოშლა“ მათ არ მოუხდენიათ. აი, ეს მიმართვა - ღია წერილები:

1. „ფეისბუქის" მეშვეობით დამეგობრების მცირე დროის მონაკვეთში ერთობლივად წარმართულ დიალოგში მონაწილეობისათვის - მადლობას მოვახსენებ ქალბატონ გიული კანდელაკს, რომლის შემოთავაზებითაც გავხდი კიდეც ჯგუფ - ბოლო ჟამი"- წევრი. მინდა ვუსურვო წარმატება პირად ცხოვრებაში...

ქალბატონო გიული! 

დე, ღმერთმა მოგცეთ ძალა ბოლომდე დაიხარჯოთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო საქმეთა კეთებისას.

ბოლო ჟამი - თავისი მდინარების ბოლო მონაკვეთს ითვლის, თუმცა - "... ის დღე და საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ" (მათე 24,36). ამ დიადი წამის დადგომის მოლოდინის სურვილით გემშვიდობებით. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველა კეთილ საქმეში.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით.

2012 . 13 ივნისი, პეტრე-პავლობის მარხვა

 

2. მადლობას ვუხდი ბატონ ლაშა ჩხენკელს! ფეისბუქის" მეშვეობით დამეგობრების მცირე დროის მონაკვეთში ერთობლივად წარმართულ დიალოგში მონაწილეობისათვის.

ბატონო ლაშა!

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველა კეთილ საქმეში.

ამ წერილს კი მოციქულის სიტყვებით დავასრულებ - ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დე, სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უშურველად მიაგებს მას, და მიეცემა. მაგრამ დე სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ვინაიდან მეჭველი ზღვის ტალღებსა ჰგავს, ქარით ღელვისა და მიმოტაცებულს. ნუ ეგონება ამნაირ კაცს, თითქოს რაიმეს მიიღებს ღმრთისაგან.  ამნაირი კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე" (იაკ. 1,5-8).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

2012 . 13 ივნისი, პეტრე-პავლობის მარხვა.

ამ თემაზე საუბარი, ქალბატონ გიული კანდელაკის მიერ აღნიშნულ გვერდზე განთავსებული იმ  მასალის შემოთავაზებით გვინდა დავასრულოთ, რომელშიც სულით მიღებული შემდეგი ინფორმაციაა გადმოცემული:

„... ვაჯაკ გურუს, ხილვებში, თავისი მასწავლებელი კოლხურ-ჭანურ ენაზე ესაუბრება, ხან - მეხრულ ენაზე, ანუ - ძველ მეგრულად.

ამჯერად ამ ხილვაში კოლხურად ესაუბრა მასწავლებელი ვაჟაკ-გურუს, მან ჯერ კოლხურად ჩამაწერინა ინფორმაცია, მერე კი - გადამითარგმნა, მე ქართულ თარგმანს მოგაწვდით...

ხილვა - ქალი ვენერა(პლანეტა) და მზე, თვალსაჩინო მოსვლა, მოსვლის ჟამი. ეს მოხდა უკვე გუშინწინ [აქ - 7 ივნისს - გ.ს.] - ვენერამ გაუარა მზეს.

იაპონიამ უნდა მიიღოს აბაზანა, დაიშლება და ჩაიძირება წყალში! ზევით ცაში ამას საუბრობენ, რომ მოხდება გამთენიისას, ხალხი ძილში იქნება, რომ ჩაიძირება... ნაწილი გადარჩება, ვინც გადარჩებიან გადავლენ რუსეთის ტერიტორიაზე ძველ რასიაში - ძველ ლაზიაში, ანუ პირველი სიტყვის ქვეყანაში (სახემ ანა - ბანა - ლაზა -რასია).

როცა 12  მოციქულს უფალი მოევლინა, თავზე - ცეცხლის ლი აუფრიალდათ... 12 მოციქულზე მოხდა სულიწმინდის გადმოსვლა, რაც ნიშნავს - სანთელს ანთებულს.

ტერიტორიები, რომლებიც ომის შედეგად ააქვს მიტაცებული ამერიკას გადაირეცხებიან სუყველა... ჭიანჭველებს დიდი ჭავლით წყალი რომ შეასხა და გადარეცხო ისე.

ასევე, რომელ ქვეყნებსაც ააქვს მიტაცებული ტერიტორიები ომის შედეგად, ყველა გადაირეცხებიან, ანუ - ჩაიძირებიან!

ვაშინგტონს დაეშინება ციდან ტონიანი ცეცხლოვანი ქვები!

იტალიაში კიდევ ორი დიდი მიწის ძვრა მოხდება, რასაც მსხვერპლი მოჰყვება. თქეში, წვიმები და სეტყვის გორები წამოვა, რაც კოლხურად ნიშნავს "ნერეხას" - მესამედ მოსვლას.

ხვთისო-ბერი, ანუ დათვის ბელი - დიდი დათვის თანავარსკვლავედიდან, გაყვება დინოზავრის ნაკვალევს (ეს საქართველოშია).

მარსინ დოურ - ჭანა, ანუ მარსიდან ჩამოვა ხომალდი, რომელსაც ინდაურის ფორმა ექნება და მოუხმობს თავის შვილებს... მოდიან ცის წიწილები, თავისი ძმებისა და დების წასაყვანად.

შემოდის არწივის თავიანი ხომალდები, ზედ წარწერით, რომელსაც ქვემოდან გული ყვითელი ექნება და ხელგაშლილი იესო იქნება დახატული ყვითელ ფონზე, როგორც ცოცხალი.

7 ივლისიდან იწყება მოქმედება!

გამრიგე მედა თურა - შემოვლენ კოლხეთში, მედეას ტომში.

გურუნ ჩიტ - ტატურა... ანუ ხომალდს რომელიც იქნება არწივის ფორმის. ზედ ექნება დახატული ის პლანეტა. საიდანაც არის წამოსული; და ასევე, გულზე - ხელებგაშლილი იესო ექნება დახატული... როგორც ცოცხალი ისეთი შეხედულება ქნება“.

გიული კანდელაკი

ვაჟაკ-გურუს ხილვა!

9 ივნისი, 2012 წ.

 

მარკირებისა და „აიდი“ ბარათების თაობაზე,

ანუ დღეს ჩვენ ბოლო ჟამში ვცხოვრობთ!

ბოლო ჟამის დადგომა-მიმდინარეობის დამადასტურებელ ნიშანთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი  ე.წ. მარკირების თემას ენიჭება.

როგორც დაინტერესებულ მკითხველს მოეხსენება, ბოლო ჟამისათვის ჩვენს ხელთ არსებული ნიშნების აბსოლუტური უმრავლესობით, ხაზს ვუსვამთ - აბსოლუტური უმრავლესობით:

 - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ძირითადი ნიშნების აცხადების ადგილი არის - საქართველო;

 - ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელი პიროვნება გახლავთ - ედ. შევარდნაძე;

- ხოლო მისი „დროებით“ შემცვლელი, ანუ მისი გზის გამგრძელებელი არის ბიბლიური ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი - მ სააკაშვილი.

თავისი ეზოთერული არსით - ე.წ. მარკირება: უდიდესი ცვლილების მოახლოების მაუწყებელი ნიშანთაგანი გახლავთ .

საქართველოში პირველად 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების დროს განხორციელდა ე.წ. მარკირება, რასაც - ანტიქრისტეს არსის მატარებელი - ედ. შევარდნაძის ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი - მ. სააკაშვილით ჩანაცვლება მოჰყვა...

{თუ გახსოვთ, 2003 წელს შემოღებულ ე.წ. მარკირების პროცესს - დიდი ხმაური [მცირე გამონაკლისის გარდა] არ მოჰყოლია, რამეთუ ეს ცვლილება მაინც, ასე ვთქვათ - „ლოკალური „ხასიათისა გახლდათ}

საქართველოს სინამდვილეში ე.წ. „აიდი“ ბარათების შემოღება 2011 წლის 1 აგვისტოდან დაიწყეს.  ამისათვის მზადებისა, თუ მისი შემოღებისეული ეტაპები თავისთავადაა უდიდესი ცვლილებების მოახლოებისეული ერთ-ერთი უდიდესი ნიშანთაგანი.

თავად, ამ საკითხის ირგვლივ ატეხილი „ხმაური“ და საზოგადოების უდიდესი დაინტერესება - მიმანიშნებელია, რომ  უდიდესი ცვლილებების ეტაპი გვიახლოვდება.

ამიტომ, ვისაც ყური აქვს სასმენლად მათ გასაგონად ვაცხადებთ:

მოინანიეთ, რამეთუ მოახლოებული არს ცათა სასუფეველი - მეორედ ღმერთად მომავალი უფალი იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადების წამი გვიახლოვდება [რომლის დღე და საათი არავინ არ იცის მამის გარდა].

გავიხსენოთ ყველამ - წინ განკითხვის დღე გველის; ვეშუროთ სიკეთის კეთებასა და ჩადენილი ცოდვების მონანიებას. შევთხოვოთ ღმერთს მოგვცეს ძალა ღირსეულად შევხვდეთ ამ უდიდესი გარდატეხის წამს.

დაილოცოს ღმერთო შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!