Print

გაზ. № 30 (823)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი7ივლისის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 წლის 7ივლისის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე განიხილეს:

- მომავალი საპარლამენტო არჩევნების ვადები, და მასში: ... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სავარაუდო მონაწილეობის საკითხი;

- ლასკარის წევრთა მიერ  ე.წ. წინასწარი გამოკითხვის მიმდინარეობის შესახებ.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

რა არის ქართველთა ოცნება !?

საუკუნეთა სიღრმიდან მომდინარე ქართულგენგამოვლილი არაერთი თაობის მიერ  ხელი-ხელ საგოგმანები ქართული სულისმიერი ოცნება - იოანე-ზოსიმეს მიერ ჩამოგვირისტინებულ ტექსტშია განივთებული: ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი"რომ ჰქვია, და ასე იწყება:

დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად,
რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამითა ენითა..."

ქართველთა [ანუ ქართული] ოცნებაც ესაა - მეორედ მოსვლის ჟამს, ქართულმა ენამ, ღმერთისაგან დაკისრებული მისიის შესრულება შეიძლოს, რათა ბოლო ჟამში მაცხოვრებელთ ხმამაღლა შეუძახოს:

მოინანიეთ!

მოახლოებული არს ცათა სასუფეველი!!!

მოინანიეთ ჩადენილი ცოდვები!!!

ეშურეთ სიკეთის ქმნას!!!

მიუტევეთ ერთმანეთს უნებლიე თუ ნებსითი ცოდვები!!! რათა [შედარებით]  განწმენდილი შევხვდეთ მეორედ ღმერთად მომავალი უფალი იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადების ასე ნანატრ წამს

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს - "ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის" [1 კორ. 14,38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

სარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საკითხისათვის

ბოლო ჟამის დროთა მდინარებას თავისი, მკაცრად განსაზღვრული, კალაპოტი გააჩნია, რომელიც, უზენაესის წინასწარგანსაზღვრულობის უნარზე დაფუძნებული ნებისა გამო, ბიბლიასა და სხვა წმიდა წერილებშია აღწერილ-გადმოცემული.

ლასკარულ ცნობიერება ზიარებული მკითხველისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ამა თუ იმ ეტაპის შესაბამისი მინიშნებები, ზოგადობაში განივთებულ დროით მონაკვეთებადაა გაფანტული; რომელთა საბოლოო სახის გამოკვეთა, მხოლოდ მათი ჩვენს თვალწინ ასრულების პარალელურად ხდება შესაძლებელი.

ბიბლიური სწავლებით - „მიპასუხა და თქვა: შენ თავად გაზომე [ბოლო ჟამში შესაცნობი ასაცხადებელი მოვლენის] დრო და, როცა დაინახავ, რომ ჩავლილია წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი, მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი“ (3 ეზრა 9,1-2).

ყოველივე ზემოთქმული ეხება იმ მონაკვეთსაც, რასაც საქართველოში მოსალოდნელი არჩევნები ჰქვია. იგი, სამ პირობით: 1. წინასაარჩევნო, 2. არჩევნების და 3. არჩევნების შემდგომ ეტაპს მოიცავს.

ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდში, ანუ ამ დროის მიმანიშნებელი მოვლენების თანდათანობითი აცხადებით, იკვეთება, არამარტო - ამ, არამედ შემდგომი ორი ეტაპის სამოქმედო გეგმის ზოგადი კონტურები.

საქართველოში დღეს მომქმედი „საარჩევნო კოდექსიდან“ გამომდინარე, თავად წინასაარჩევნო ეტაპი ორი მონაკვეთისაგან შედგება, რომლებშიც საბოლოოდ უნდა გაირკვეს - არჩევნებში მონაწილე სუბიექტები. მოდით გავეცნოთ „კოდექსით“ განსაზღვრულ ზოგიერთ მოთხოვნას.

 

 

არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებებთან

დაკავშირებული დროითი მიჯნები

 

„საარჩევნო კოდექსის“ მე-13 თავის 113 მუხლი, არეგულირებს რა პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის საკითხებს, გვამცნობს:

„მუხლი 113. პარტიების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს:

ბ) საპარლამენტო არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე, თუ მას არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში ან არ იღებს დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“.

ამავე მუხლის მე-9 პუნქტში ვკითხულობთ - „...9. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის სია...“.

ცსკ-ოს საქმიანობა უკვე მე-10 პუნქტითაა განსაზღვრული - „10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება, თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა“.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონკრეტული დროითი მიჯნები ასეთი სახისაა - იმ პოლიტიკური გაერთიანებებისათვის, რომელთაც პარლამენტში არ ჰყავთ თავისი წარმომადგენელი:

- არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად ცსკ-ში განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა, საარჩევნო წლის - 1 აგვისტო;

- კანონით განსაზღვრული საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა 25 000 სიის ჩაბარების ბოლო მიჯნაა - 15 აგვისტო;

ცსკ-ის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო 10 დღიანი ვადა - 25 აგვისტოს მთავრდება.

არჩევნების დანიშვნის საკითხისათვის

„საარჩევნო კოდექსის“ 108-ე მუხლში ვკითხულობთ:

„მუხლი 108. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნა

1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში.

2. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“.

„კოდექსის“ მე-6 მუხლის თანახმად - „მორიგი არჩევნები-რეფერენდუმი-პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა“.

როგორც ზემოთ ვნახეთ, არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის მოპოვების ზედა მაქსიმალური ვადა, საარჩევნო წლის - 25 აგვისტოს იწურება.

ამდენად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების თარიღი, 25 აგვისტოდან ათვლით 60 დღის გათვალისწინებით, შეიძლება იყოს 2012 წლის ოქტომბრის თვის 24-31 რიცხვებიდან ერთ-ერთი კონკრეტული დღე.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება საპარლამენტო არჩევნების თარიღის თაობაზე შეიძლება გამოქვეყნდეს, არაუგვიანეს - 2012 წლის აგვისტოს 26-დან (თუ არჩევნები დაინიშნა 24 ოქტომბერს), ვიდრე 31 რიცხვამდე (თუ არჩევნები დაინიშნა 31 ოქტომბერს).


არჩევნებში მონაწილეობის უფლების მომპოვებელი

 „მეორე ძალა“

 „კოდექსი“ არეგულირებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველი იმ პ/გ უფლება-მოვალეობებს, რომლებსაც არ სჭირდება 25 000-იანი ხელმომწერთა სიის მოგროვება. კერძოდ, 113-ე მუხლში ვკითხულობთ - „1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს:

ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში“.

მაშასადამე, აღნიშნული განცხადების 3 დღიანი ვადა მოქცეულია - 2012 წლის არა უადრეს 26 აგვისტოდან, ვიდრე 4 სექტემბრამდე დროის მონაკვეთში.

„კოდექსის“ თანახმად, ხსენებულ - „3. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:

ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში;

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები“


დასკვნის მაგიერ

ყოველივე ზემოთქმულის შეჯამების თანახმად, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებისათვის - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის, კანონით განსაზღვრული დროითი მიჯნებია:

- 2012 წლის 31 ივლისი (ხელმოწერების შეგროვების უფლების ასაღებად); ან

- 2012 წლის 26 აგვისტოდან, ვიდრე 4 სექტემბერი.

შესაბამისად, უახლოეს დროის მონაკვეთში ჩვენი სამოქმედო გეგმაც სწორედ ამ ვადებითაა განპირობებული.


9-10 ივლისის მისტერია

თავისი შინა-არსით, სიტყვა „მისტერია“ - საიდუმლოს ნიშნავს - „მისტერია [ბერძ.]... 1. ანტიკურ ქვეყნებში (საბერძნეთში, რომში და სხვა) საიდუმლო რელიგიური წესების შესრულება. 2. შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში: დრამა, რომელსაც ჰქონდა საიდუმლო ბიბლიური სიუჟეტი“ [იზ. მ ჭაბაშვილი, „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“, თბ. 1989 წ., გვ.318].

დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ ყოველი ქრისტიანული საეკლესიო თარიღი, თავისი რიტუალური წესით შესრულებისას - მისტერიული შინაარსის მატარებელია. ყოველწლიურად გასამართი - შობის, მირქმისა თუ აღდგომის დღესასწაული, მისტერიული ფორმით ეხმიანება საუკუნეების წინათ მომხდარს, და ამდაგვარად თანაგვაზიარებს მათთან.

ბოლო ჟამში მოსახდენი მოვლენებიდან, თავისი განსაკუთრებული ადგილი უკავია - წინასწარნაუწყები მოვლენების ჩვენს თვალწინ მისტერიულად ასრულების პროცესებს.

ამჟამად შემოთავაზებული საკითხი, ერთგვარი გაგრძელებაა, ჩვენს მიერ 24 ივნისთან დაკავშირებით განხილული თემისა, რომელთან მიმართებაშიც ბიბლიაში - „... მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს...“ -თან კავშირში მიგვენიშნება [იხ. გაზ. №28(821), 30/06-2012 წ., გვ. 5-8: „24 ივნისი - მისტერიის დასაწყისი“].

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მოღვაწე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა - ემიგრანტების თავმჯდომარის, ბატონ ვლადიმერ ხმელიძის ინიციატივით, 24 ივნისის ვიდეო კონფერენციაზე, მორიგი თავყრილობის მოწყობა დაიგეგმა.

გარკვეული - ობიექტური, თუ - სუბიექტური წინააღმდეგობის გამო, ამგვარი გასაუბრების ჩატარების თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია. მიზეზთა გამო, ვიდეო კონფერენცია, საბოლოოდ - 2012 წლის 9 ივლისს დაიგეგმა... თუმცა დათქმულის ნაცვლად, მხოლოდ 22.00 სთ-ზე გაიხსნა, და, ტექნიკური ხარვეზების გამო, ცუდი სმენადობის ფონზე მიმდინარეობდა. ამან, მუშა პროცესის დროში გაწელვა გამოიწვია და ნაშუაღამევს, იძულებულნი გავხდით, შეხვედრა, მეორე დღისათვის გადაგვედო.

ვიდეო კონფერენცია - 10 ივლისის 22.00 სთ-ზე განახლდა. სამწუხაროდ, მცირე გამონაკლისის გარდა, პირადად მე, ამ შეხვედრის წარმმართველის ბატონ ვლადიმერ ხმელიძის გამოსვლის გარდა, პრაქტიკულად, არც ერთი მონაწილის ხმა არ მესმოდა.

ჩემთვის საკმაოდ უხერხული სიტუაცია შეიქმნა, და თითქმის 5 საათის ხანგრძლივობის შეხვედრას, მხოლოდ იმის გამო არ გამოვეთიშე, რომ ჩემი პატივისცემა დამეფიქსირებინა განსახილველი თემატიკისადმი, რომელთა თაობაზეც, მხოლოდ ვლადიმერ ხმელიძის ცალკეული კომენტარის მეშვეობით „ვიქმნიდი შეხედულებას“.

ამ ფონზე ჩემი რამოდენიმე ჩართვა, მონაწილეთა მსჯელობის მდინარებაში - „ბუნებრივად“ იწვევდა მათში გარკვეულ გაუგებრობას; არადა, მათი მხრიდან დასმული არც ერთი შეკითხვა ჩემამდე არ აღწევდა - მე მათი ხმა, პრაქტიკულად არ მესმოდა.

საბოლოოდ, ვიდეო კონფერენციის დასასრულს, ბოლო ჟამთან მიმართებაში ჩემი პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირების შემდეგ, მონაწილეებს ბოდიში მოვუხადე და შენდობა-პატიება ვთხოვე, ჩემი ე.წ. „ჩართვების“ დროს შექმნილი უხერხული მდგომარეობისა გამო.

ყოველივე ზემოთქმული, შედარებით დაწვრილებით იმისათვის გადმოგეცით, რათა დაინტერესებული მკითხველისათვის უფრო გასაგები გახდეს ის, რაც ამ დღეებთან მიმართებაში, ბიბლიური მინიშნებებით გვეუწყება.

ბიბლიაში, კოდირებულად გვეუწყება - „... მეშვიდე თვის მეათე [აქ - 10 ივლისის] დღეს შენდობის [აქ - პატიების, ბოდიშის მოხდის] დღეა. წმიდა შეკრებულობა [აქ - ვიდეო კონფერენცია] გქონდეთ. დაიმდაბლეთ თავი [ცუდი სმენადობისა გამო შექმნილი თითქმის აუტანელი ე.წ. „მონაწილეობა“] და საცეცხლო მსხვერპლი [კოდია] შესწირეთ უფალს... რათა მოგეტევოთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე“-ო (ლევ. 23,27-28).

იქვე მოცემულია, რომ ეს ყველაფერი წინა საღამოს ერთგვარი გაგრძელება რომაა - „... დაიმდაბლეთ თავი [ცუდი სმენადობა]. თვის მეცხრე [აქ - 9 ივლისის] დღის საღამოდან [აქ - 22.00 სთ-ი] საღამომდე...“ -ო (ლევ. 23,32).

ბიბლიური ახალი წლის ათვლით, ანუ მარტის თვიდან მეხუთე - ივლისის თვის 10 რიცხვში მოსახდენ-მომხდარზე კი, წმიდა წერილში ვკითხულობთ - „... მეხუთე [აქ - ივლისის] თვის ათში, მოვიდნენ კაცები ისრაელის უხუცესთაგან, რომ შეკითხვოდნენ უფალს [კოდია], და დასხდენენ ჩემს წინაშე. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

ადამის ძევ! ელაპარაკე ისრაელის უხუცესებს და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ჩემს შესაკითხად არ მოხვედით? ვფიცავ, თუ შეგეკითხვინებით [აკი არც ერთი მათი კითხვა არ ისმოდა], ამბობს უფალი ღმერთი“ (ეზეკ. 20,1-3).

9-10 ივლისს მისტერიულად აღსრულებულის თაობაზე საუბარი, სწორედ ამით გვინდა დავასრულოთ.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!