Print

გაზ. № 31 (824)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი14 ივლისის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 წლის 14 ივლისის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე განიხილეს:

- მომავალი საპარლამენტო არჩევნების ვადები, და მასში: „... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სავარაუდო მონაწილეობის საკითხი;

- 2012 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

- ლასკარის წევრთა მიერ  ე.წ. წინასწარი გამოკითხვის მიმდინარეობის შესახებ.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 14 ივლისის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 . 14 ივლისის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

- 2012 წლის ოქტომბერში გასამართ  საპარლამენტო არჩევნებში კავშირის მონაწილეობის თაობაზე;

- 2012 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად ერთხმად დაადგინეს:

1. სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე 2012 წლის ოქტომბერში გასამართ  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს სახელდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

ბატონო ზურაბ!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - „ლასკარის“ 2012 წლის 14 ივლისის სხდომაზე, კავშირის წესდების 6,5 მუხლის თანახმად, მიღებულ იქნა ერთსულოვანი გადაწყვეტილება - 2012 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღებამდე და მის შემდგომად, ცსკ-ში ჩვენს წარმომადგენლად ნათელა მელქაძის დანიშვნასთან დაკავშირებით.

საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი-ს 42-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ:

- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“;

- „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წარმომადგენელი ცსკ-ში გახლავთ: ნათელა მელქაძე, დაბადებული 1937 წ. 26 ივლისს, საცხ. მისამართი: ქ. თბილისი, თემქის დასახლება, 11 მ/რ, 3 კვარტ., 57-ა კორპ., 7 ბინა. ტელ.: 264-93-50.

პატივისცემით:

„სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

18 ივლისი 2012 წ.

 

საქართველოს  ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს  ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

ბატონო ზურაბ!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - „ლასკარის“ 2012 წლის 14 ივლისის სხდომაზე, კავშირის წესდების 6,5 მუხლის თანახმად, მიღებულ იქნა ერთსულოვანი გადაწყვეტილება - 2012 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ:

- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“;

- „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ხელმძღვანელი პირია: ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი [საცხ. მისამართი: ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, 1 მ/რ, 2 კორპ., 95 ბინა. ტელ.: მობ. 5(91) 63-63-36; სახლ. 263-63-36];

- „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წარმომადგენელი ცსკ-ში გახლავთ: ნათელა მელქაძე, [საცხ. მისამართი: ქ. თბილისი, თემქის დასახლება, 11 მ/რ, 3 კვარტ., 57-ა კორპ., 7 ბინა. ტელ.: 264-93-50], რომელიც სარგებლობს „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე საარჩევნო სუბიექტის მიერ, საარჩევნო კომისიაში მივლენილი წარმომადგენლისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებით.

ბატონო ზურაბ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილება - 2012 წ. ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, ჩვენს მიერ მონაწილეობის მისაღებად საჭირო პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით.

გიგზავნით კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.

დანართი:

1. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა №052 - 2 ფურცელი;

2. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წესდება (ახალი რედაქცია) - 4 ფურცელი;

3. კავშირის ხელმძღვანელი პირის ლასკარის თავმჯდომარის ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში - 1 ფურცელი.

პატივისცემით:

 

„სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

18 ივლისი 2012 წ.

 

ერთი მედლის ორი მხარე, ანუ

უფლის სახელთ - უფალია ჩვენი სიმართლე

 

ბოლო ჟამის დროთა მდინარება თავისი კალაპოტით მიემართება - „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“-ო (ეკლ. 3,1) - გვმოძღვრავს ბიბლია, და - ჩვენც, მისი მინიშნებებით მოქმედნი, გვინდა შევეხოთ დღეისათვის გაკეთებულ-გასაკეთებელი ერთი ასეთი თემატიკის გაშუქებას.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ბიბლიურ მინიშნებათა თანახმად - დადგენილ დროში, კერძოდ 2011 წლის ოქტომბერ-დეკემბრის მოვლენებიდან გამომდინარე, აღსრულება ჰპოვა წმიდა წერილში დაფიქსირებულმა - „... რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე“(იერ. 23,6) ჰქვია.

2011 წლის დეკემრიდან მოყოლებული, ე.წ. წინარე ეტაპი, ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ. სააკაშვილის საქმიანობის „გარდამტეხი“ თარიღიდან, 2012 წლის თებერვლიდან იღებს სათავეს [იხ. გაზ. № 11 (803), 3/03-2012 წ., გვ. 5-6].

ბიბლიური მინიშნების თანახმად, წმიდა წერილი განსაკუთრებულად გამოყოფს ივლისის თვის შუა რიცხვებს - „... ამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან კარვობის დღესასწაულია - შვიდი საუფლო დღე“-ო (ლევ. 23,34).

მეორეს მხრივ, ბიბლიისეული წარღვნის აღმწერ მონაკვეთში, მისი „დაწყება“, უკვე ხსენებულ თებერვლის თვეზე მოდის [იხ. დაბ. 7,10-11], საიდანაც აღებული ერთ-ერთი საყურადღებო მიჯნა, მითითებულ - „საუფლო დღეებში“ ფიქსირდება - „მეშვიდე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი“ (დაბ. 8,4). 

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებისათვის, ახალი სამოქმედო არეალი, სწორედ ამ - 17 ივლისით გახლდათ შემოფარგლული. ამასთანავე, ქართული ანბანის მიხედვით - „ჟამის“ პირობითი აღმნიშვნელი ასო-ნიშანი „ჟ“, რიგით მე-18-ეა.

და აი,  ხსენებული 17 ივლისის მეორე დღეს, იგივე „საუფლო დღეების“ [ლევ. 23,34] ათვლაში: მე-4, ანუ - 18 ივლისს, ჩვენი გზასავალის ახალი ეტაპი დაიწყო, რომლის თაობაზე საუბრის გაგრძელებამდე, უნდა ითქვას შემდეგი.

 

კოდირებული - „უფლის სახელით“

წმიდა წერილი, სხვადასხვა კუთხით გვაწვდის ბოლო ჟამში შესაცნობ ნიშანთა ჩამონათვალს. მათ შორის ერთ-ერთი ასე იკითხება - „გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო გაგვიმარჯვე! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი; გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან“ (ფსალმ. 117,25-26).

„უფლის სახელით“ მომავალზე ნათქვამის ასრულება უფალ იესუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლისას მოხდა - „დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე; სხვები კი ხის ტოტებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ.  და ხალხი, რომელიც წინ უძღოდა [კოდია] და უკანაც მისდევდა [კოდია] მას, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალთა შინა!“ (მათე 21,8-9).

და აი, ამ მოვლენის შემდეგ, უკვე იერუსალიმში მყოფი მაცხოვარი თავის მოწაფეებს, ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა გასაგონად, ასეთ სიტყვებს ეუბნება - „რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!“-ო (მათე 23,39).

აღნიშნულის თაობაზე ჩვენ უკვე ვწერდით, რომ - „ბოლო ჟამის ცნობიერებიდან გამომდინარე, აქ მოცემულია ის კოდირებული დროითი მონაკვეთი, რომელიც წინ უსწრებს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებას, ანუ განკითხვის დღის დადგომას; და რომელშიც უნდა გამოჩნდეს უფლის სახელით მომავალი, ღმერთისაგან კურთხეული რაღაც ძალა. სახარებაში მაცხოვარი კოდირებულად, თუმცა ღიად ამბობს - „ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ“ არ დადგება ის დრო, რომელ დროშიც მოღვაწეთა თაობაზე, ბოლო ჟამში მაცხოვრებლები - „არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“-ო...“ [იხ. გაზ. №1 (794), 24/12-2011 წ., გვ. 3].

იქვე ვკითხულობთ - „... „უფლის სახელით მომავალი“ ჯგუფის არსობრივი მხარე ბიბლიაში ასეა მოცემული - „აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მორჩს [„აღუდგინო დავითს აღმოსავალი მართალი]... ბრძნულად მოიქცევა; გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში... ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე~ (იერ. 23,5-6)...“ [იქვე, გვ. 4].

ეს უკანასკნელი, როგორც ვიცით, სწორედ ხსენებულ - 2011 წლისდეკემბერში, კერძოდ - 23 რიცხვში ასრულდა, როდესაც იუსტიციის სამინისტროში, სახელდეაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ჩვენი პ/გ-ის სრული დასახელება ასე განისაზღვრა - „„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

2012 წლის 14 ივლისს გამართულ „ლასკარის“ სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ჩვენი პ/გ, 2012 წ. ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნებში, ასეთი დასახელებით აპირებს მონაწილეობის მიღებას: „უფლის სახელით -  უფალია ჩვენი სიმართლე“.

ამდენად, ბოლო ჟამში ასაცხადებელ ნშანთა შორის, ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშანსვეტი, ერთი პირობითი მედლის ორ მხარედ იქცა... აქედან, ერთ მხარეს - „უფალია ჩვენი სიმართლე“ აწერია, და 2011 წლის 23 დეკემბერს უკავშირდება; ხოლო მეორე მხარის „წარწერა“ – „უფლის სახელით“, სწორედ ზემოთხსენებულ 2012 წლის 18 ივლისთან განივთდა. და აი, როგორ.

 

2012 წლის 18 ივლისი

ბიბლიური „საუფლო დღეების“ რიგით მე-4 დღეს, ანუ - 18 ივლისს, ცსკ-ში გახლდით:

- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე - მიხეილ (გელა) სალუაშვილი [შესვლის რიგითი № 16];

- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი - ჯემალ ჯიქია [შესვლის რიგითი № 10], და

- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საარჩევნო კომისიის მდივანი ნათელა მელქაძე [შესვლის რიგითი № 30].

ცსკ-ში ჩვენს მიერ წარდგენილი განცხადების თანახმად [იხ. ამავე გაზეთში განთავსებული ტექსტი] გადმოგვეცა ცსკ-ში საარჩევნო რეგისტრაციის უფლების მოსაპოვებლად საჭირო  ხელმოწერების შეგროვებისათვის განკუთვნილი სპეციალური ბლანკი.

ცსკ-ში ჩვენი შესვლის რიგითი ნომრებისეული მინიშნება ასე გვეხმიანება:

„უფალო [16] იესუ [10], ნათლისღებისეული დრო [30]“ დგება.

ამდენად, 2012 წლის 18 ივლისს, პირველად, სწორედ ამ ბლანკზე დაფიქსირდა ჩვენი საარჩევნო სახელდება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“.

გარდა ამისა, 18 ივლისს „ლასკარში“ მობრძანდნენ, ინტერნეტ ჟურნალ - „ლიბერალი“-ს სამი კორესპონდენტი, ფოტოგრაფთან ერთად. ერთსაათიანი საუბრის შედეგი - ზურაბ ვარდიაშვილისა და თათია ხალიანის ხელმოწერით,  ჟურნალის იმავე დღის ნომერში, სათაურით - „ბოლო ჟამის პარტია“ დაიბეჭდა, სადაც კერძოდ ვკითხულობთ:

- „... პარტია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, მიხეილ სალუაშვილმა შესაბამისი განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს წარადგინა... მთავარი, რაც ამ პარტიის მიზნებს სხვათა მიზნებისგან განასხვავებს, ისაა, რომ არჩევნებში გასამარჯვებლად არ მონაწილეობენ. სალუაშვილის თქმით, უბრალოდ, მათი გააქტიურების ჟამი დადგა, და ეს ჟამი მათ ბიბლიიდან ეუწყათ....

კავშირის მესვეურნი მიიჩნევენ, რომღია თეოკრატიული მმართველობის დამყარებამდე, პოლიტიკურ ასპარეზზე მოქმედმასამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე"-, ღმერთის ნებითა და შეწევნით, მხილებისეული მისიის უმძიმესი ტვირთის ტარება უნდა შეიძლოს"... პარტიის მთავარი დანიშნულებაა, რომმეორედ მოსვლამდე" არსებულგარდამავალ ეტაპზე" სულიერი ტვირთი იკისროს...“ [ინტერნეტ მის. http://liberali.ge/statia/zurab-vardiashvili/bolo].

რამოდენიმე საათის შემდეგ იმავე გვერდზე, რომელიღაც მკითხველის მიერ გაკეთებული ასეთი კომენტარი განთავსდა - „ქალბატონი ლეილა - 18 ივლისი, 2012 - 22:54

 მიხეილ გელა სალუაშვილი ერის სიწმინდეა. ამ სტატიის შემდეგ, მე ხმას აუცილებლად მივცემ პარტია „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე"-ს. იმ იმედით, რომ ეს ძალა მოაშთობს მხეცის ნიშნიანთა თარეშს და აღადგენს სამართიანობას. ზვიად გამსახურდია კი დიდი ხანია შეირაცხა წმინდადნად ჩვენს გულებში. თქვენნაირი შვილები უმრავლოს ერს, ბატონო გელა!“.

ამ მცირე ჩანართის, შემდეგ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ 2012 წლის 18 ივლისი იქცა იმ დღედ, როდესაც ღიად დარეგისტრირდა ჩვენი განაცხადი, რომ ჩვენ - „უფლის სახელით“ მავალი ის ძალა ვართ, რომელიც უფლისმიერი სიმართლით აპირებს თავისი მოქმედების წარმართვას.

მაშ, ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს, ჩვენი ღაღადისი უზენაესისადმი:

- ღმერთო, მოგვეცი ძალა, შევიძლოთ ვაკეთოთ ისე, როგორც ეს შენივე სიმართლით იქნება განპირობებული!

- ღმერთო, მოგვეცი უნარი შევასრულოთ ის, რაც სათნოა შენთვის!

- ღმერთო, მოგვეცი ამტანობა, გავუძლოთ მაცდურის შემოტევას, რათა პირნათელნი შევხვდეთ მოსალოდნელ განკითხვის დღეს!

ღმერთო!

ჩვენი ყოველი დაფარული ფიქრი და საქმე ისედაც ნათელია შენთვის, ხოლო ადამიანთა ყურის გასაგონად ვაცხადებთ:

ჩვენ - „უფლის სახელით“ მოვდივართ, და სწორედაც რომ - „უფალია ჩვენი სიმართლე“.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!