Print

გაზ. № 33 (826)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი28ივლისის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 28ივლისის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია,ლევან ჩოხელი და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე განიხილეს:

- მომავალ საპარლამენტო არჩევნებში: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მონაწილეობის უფლების მისაღებად „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების მიმდინარეობის საკითხი.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

მიმართვა ქართველ ერს!

უფლის რჩეულ ერს - გზა ღვთისა გიხმობთ!

ქართველებს - სულიერი მისიის აღსასრულებლად!

დღეს ქართველ ერს, თავისი არსებობის დროიდან მოყოლებული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დრო-ჟამი უდგას - ჟამი, უფლისგან გამოცდისა რწმენის გზაზე.

დღეს - ქართველ ერს ისე სჭირდება ერთიანობა, რწმენა და სიახლის აღქმის უნარი, როგორც არასდროს.

ჩვენ, არ გვახარებს მოყვასის ტკივილი,

ჩვენ, აღარ გვინდა ძლევა მტრობითა!

უფალო!

შენ მომოქციე გადაგვარების გზაზე დამდგარი ერი ჩემი, მოსაქცეველი, ქრისტეს რჯულზედა...

უფალო!

შენ შემირიგე სულიერად მრავალგზის გახლეჩილი, გაუკუღმართებული ცხოვრებისაგან დასახსნელი ერი ჩემი... შენ აუხილე გონების თვალი - თვალხილულ ბრმებს, და დაანახე ცრუ და ჭეშმარიტი...

უფალო!

შენ შემოკრიბე ოთხივ კუთხიდან, მთელი დედამიწის ზურგზე გაბნეული ქართველი ერი! შეჰკარ ერთ მუშტად, საქართველოს სულიერი მისიის აღსასრულებლად!

დღეს, ქართველი ერის ისტორიაში, ახალი ეპოქა იწყება... ეპოქა - ქრისტიანული მრწამსის სულიერი აღზევებისა!

ყველაფერს თავისი დრო-ჟამი აქვს უფლისაგან.

დღეს, ჟამი არის - წინასწარმეტყველების ახდენისა, საქართველოს სულიერი მისიის აღსრულებისა!

მივმართავ ქართველ ერს - ამჯერად აღარ არის მთავარი, თუ ჩვენ რა გვინდა... მთავარია - უფალს რა უნდა! უფალს რაც უნდა ქართველებისგან, ეს -  საქართველოს სულიერი მისიის აღსრულებაა!!!

ყველანი უდიდესი არჩევანის წინაშე ვდგავართ!

დღეს ქართველ ერს „არჩევნები“ არ სჭირდება... სჭირდება - არჩევანი, „არჩევნების“ გარეშე...

ქართველებო! ამჯერად - „გზა ხსნისა საქართველოისა“ არს ერთადერთი, გზა უფლისმიერ ნაკარნახევი - გზა დავუთმოთ „საქართველოს სულიერ მისიას“, წმიდა წერილით სახელდებულს: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს.

მოგიწოდებთ - „უფლის სახელით...“:

- გავერთიანდეთ ღვთისმიერ გზაზე!

- ვესწრაფოთ საქართველოს სულიერი მისიის აღსრულებას, რამეთუ ამ მისიის აღსრულება უფლის წინაშე, გადაწყვეტს საქართველოსა და ქართველი ერის მომავალს!

- გვჯეროდეს: ამ გზის დამგმობნი ღვთისმიერი დაცემით დაეცემიან!

- ამ გზიდან განდგომით გამოწვეული უფლის რისხვის შედეგების გააზრება სულში მზარავს  - ქვა ქვაზე აღარ დარჩება საქართველოში...

ჯერ კიდევ დრო გვაქვს - არჩევანისა... თუ [და ვინც] მართებულად მოვიქცევით, ჩვენს წილს შევიტანთ „ივერიის გაბრწყინებაში“!

ღმერთმა ინებოს და ქართველმა ერმა შეძლოს კეთილგონივრული არჩევანის გაკეთება!

დინა (დიანა) ჯიქია

27 ივლისი, 2012 წ.

 

სარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საკითხისათვის

მეორე ნაწილი

[დასაწყისი იხ. გაზ. № 30(823),

14 ივლისი, 2012 წ., გვ.3-5]


საარჩევნო სუბიექტის განსაზღვრა

საპარლამენტო არჩევნების თარიღამდე 57 დღით ადრე, ცსკ-ში საარჩევნო რეგისტრაციაგავლილ პოლიტიკურ ძალებს ორკვირიანი ვადა აქვთ გამოყოფილი, რათა მათ მიერ საბოლოოდ გამოიკვეთოს არჩევნებში მონაწილე სუბიექტები.

„საარჩევნო კოდექსის“ 114-ე მუხლის თანახმად:

- „... 1. ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ, შექმნან საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკის შემადგენლობიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის მორიგი არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს უნდა წარედგინოს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.

2. განცხადებაში უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბლოკის:

ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, და ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები...“ (მუხლი 114,1-2).

ამდენად, საარჩევნო სუბიექტების საბოლოო განსაზღვრა უნდა მოხდეს არჩევნებამდე არა უადრეს 57-ე, და არა უგვიანეს 43-ე დღისა.


საარჩევნო პარტიული სიები

„საარჩევნო კოდექსის“ თანახმად:

- „...1. საქართველოს პარლამენტის 77 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

2. საქართველოს პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით“ (მუხლი 109,1-2).

„კოდექსით“, განსაზღვრულია თუ ვინ შეიძლება იყვნენ საარჩევნო სიებში:

- „...  1. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელმაც იცის ქართული ენა.

2. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.

3. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ არჩეულად გამოაცხადა, საქართველოს პარლამენტს უფლება არა აქვს, ცნოს მისი უფლებამოსილება.

4. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას, საარჩევნო ბლოკს და მაჟორიტარ კანდიდატს“ (მუხლი 111,1-4).

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ:

- „... 3. წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.

4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში...“ (მუხლი 115,3-4).

„კოდექსის“ მიხედვით, საარჩევნო სიების ფორმირებისათვის - ორკვირიანი ვადაა გამოყოფილი. კერძოდ, ეს უნდა მოხდეს - არჩევნებამდე, არაუადრეს 43-ე, და არაუგვიანეს 30-ე დღისა.

თავად ამ სიაში წარსადგენ პირთა თაობაზე „კოდექსი“ ასეთ მოთხოვნებს შეიცავს:

- „...7. პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი და მისი ფოტოსურათი.

8. თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათთან და ფოტოსურათთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს 2 ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

9. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ე) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება);

ვ) თანამდებობა (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

ზ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);

თ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება და ნომერი.

10. სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) სქესი;

დ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება);

ზ) თანამდებობა (თუ უმუშევარია, აღინიშნება „უმუშევარი“);

თ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება „უპარტიო“);

ი) არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების ან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი;

კ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება და ნომერი;

ლ) თანხმობა, კენჭი იყაროს მოცემული პარტიული სიით ან/და კენჭი იყაროს ამ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში;

მ) ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი;

ნ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი...“ (მუხლი 115,7-10).

საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარტიული სიის შემოწმება და რეგისტრაციაში გატარება, უნდა დასრულდეს - არჩევნებამდე, არაუგვიანეს მე-20 დღისა. აი, რას ვკითხულობთ „კოდექსში“:

- „...1. პარტიული სია საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, ხოლო საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი − შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.

2. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური და სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 26-ე დღისა, დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 25-ე დღისა:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 3 დღე ეძლევა სიისა და საბუთების სრულყოფისთვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა...“ (მუხლი 117,1-3).


რიგითი ნომრების განსაზღვრა

„კოდექსის“ თანახმად - „...1. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, არჩევნებამდე 30 დღით ადრე. რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი პროცედურები ტარდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით...

7. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული...

10. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 25 დღისა...“ (მუხლი 119,1; 7; 10).


არჩევნების შედეგების შეჯამება

„საარჩევნო კოდექსი“ ასე არეგულირებს არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამების საკითხს - „...1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა, თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს...

4. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა...

19. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცესკო პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს“ (მუხლი 125,1; 4; 19).


დასკვნის მაგიერ

„საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული ვადებიდან გამომდინარე, როგორც ვნახეთ 2012 წლის ოქტომბრის თვეში, საპარლამენტო არჩევნები შეიძლება დაინიშნოს: 24-31 რიცხვების ფარგლებში.

თუ გავითვალისწინებთ კვირა დღის ფაქტორს, დიდის ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები შეიძლება ჩატარდეს - 2012 წლის 28 ოქტომბერს.

ამ თარიღიდან გამომდინარე, „კოდექსის“ მოთხოვნების ბაზაზე, საარჩევნო პროცესების დაწყება-დამთავრების ვადები ასეთ სახეს მიიღებს:

- არჩევნები ინიშნება 60 დღით ადრე, ანუ ეს უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2012 წლის 29 აგვისტოსი;

- არჩევნებში მონაწილეობის სურვილის მქონე სუბიექტებისათვის ცსკ-ში განცხადების წარდგენის ვადაა 2012 წლის 30 აგვისტოდან, ვიდრე - 2 სექტემბერი;

- საარჩევნო ბლოკების შექმნისათვის გამოყოფილი ორკვირიანი ვადა გრძელდება - 2012 წლის 2-15 სექტემბრამდე;

- საარჩევნო პარტიული სიების ცსკ-ს შეიძლება წარედგინოს 2012 წლის 15-29 სექტემბრამდე;

- საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრები საბოლოოდ უნდა გაირკვეს 2012 წლის 3 ოქტომბრამდე;

- საქართველოს პარტიული სიების საბოლოო რეგისტრაცია უნდა დამთავრდეს 2012 წლის 8 ოქტომბრამდე’

- 2012 წლის 28 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამება უნდა დასრულდეს, არა უგვიანეს 2012 წლის 16 ნოემბრისა;

- საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების მაქსიმალური ვადაა - 2012 წლის 21 ნოემბერი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 ნოემბერს აღნიშნავს - მთავარსნგელოზობას, ანუ - კრებას წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცის ძალთა გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა,. იერომიელისა და ტახნილისა.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!