Print

გაზ. № 34 (827)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი4 აგვისტოს

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 წლის 4 აგვისტოს სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე განიხილეს:

- 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების კანონიერებისა და ნასში: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სავარაუდო მონაწილეობის უფლების მისაღებად „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების მიმდინარეობის საკითხი.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები - უკანონოა!

ბიბლიისეული „გაპარტახების სიბილწის ჟამი“ (მათე 24,15) რომ - 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრიდან იღებს სათავეს, ამის თაობაზე არაერთგზის გვისაუბრია...

კანონიერად არჩეული ეროვნული ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობის შემდეგ, საქართველოში დღემდე არსებული ყველა სახელისუფლებო შტო, სამართლებრივი თვალსაზრისით - უკანონოა, რამეთუ - იარაღის ძალით მოსული კრიმინალური ხელისუფლების სამართალმემკვიდრეა.

მეორეს მხრივ, 4 წლის ვადით არჩეულ 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტს, ხელისუფლებაში ყოფნის „კანონიერი ვადა“ 2012 წლის 21 მაისს [7 ივნისს] ამოეწურა. ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - უკანონო სახელისუფლებო სტრუქტურაა, რომელიც ძალაუფლების უზურპაციას ახდენს.

და აი, 2012 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური განკარგულებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების თარიღად 2012 წლის 1 ოქტომბრის გამოცხადებამ, უკანონობის ფაქტი ერთგვარად გაასამა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს მომქმედი „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მასში გაწერილი საპროცედურო თარიღებისათვის განკუთვნილი ვადების დაცვის მოთხოვნათა შესაბამისად, მომქმედი კონსტიტუციის მოთხოვნით, ოქტომბრის თვეში გასამართი საპარლამენტო არჩევნები არ შეიძლება დაინიშნოს - 24 ოქტომბერზე ადრე.

აღნიშნულის გაუთვალისწინებლად, საპარლამენტო არჩევნების 1 ოქტომბერს დანიშვნის თარიღი, ერთის მხრივ არღვევს „საარჩევნი კოდექსით“ განსაზღვრულ დროთა განრიგს, და მეორეს მხრივ ყველა იურიდიულ წინაპირობას ქმნის იმისათვის, რათა არჩევნებში მონაწილე სუბიექტები - არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ...

ბოლო ჟამის გასრულებისეული ეტაპის მიმდინარეობის გზაზე მდგომთა გასაგონად, ბიბლიური მარტის თვის ათვლით - მეექვსე თვის პირველ რიცხვში, ანუ 2012 წლის 1 აგვისტოს მიღებული განკარგულებით დაფიქსირებული რეალობის თაობაზე, ბიბლიიდან ასე გვეუწყება:

- „... მეექვსე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის მიმართ... ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ეს ხალხი [კოდია] ამბობს: ჯერ არ დამდგარაო ჟამი, უფლის სახლის [კოდია] აშენების ჟამი. იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?“ (ანგია 1,1-4).

კოდირებული ფორმით, „უფლის სახლის აშენების“ ერთ-ერთი მისტერიული სახება - მეორედ მოსული უფალ იესუ ქრისტეს ძალმოსილებით გაცხადებაა. ეს პროცესი კი, თავისებურადაა დაკავშირებული იმასთან რასაც მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჰქვია.

1 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში გამოცხადებულ საარჩევნო თარიღთან დაკავშირებით წარმოშობილი „უკანონობის“ დაფიქსირება-აღმოფხვრის მიზნით, მეორე დღესვე, სპეციალური განხცადებით მივმართეთ ცსკ-ს, რომელშიც ვკითხულობთ:

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე”-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

ბატონო ზურაბ!

2012 წლის 18 ივლისს ჩვენი პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით წარმოდგენილ განცხადებაში, ვეყრდნობოდით რა „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც:

„მუხლი 113. პარტიების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს:

ბ) საპარლამენტო არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე, თუ მას არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში ან არ იღებს დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“.

ამავე მუხლის მე-9 პუნქტში ვკითხულობთ - „...9. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის სია...“,

კერძოდ გაცნობებდით, რომ - „...ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“... ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილება - 2012 წ. ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, ჩვენს მიერ მონაწილეობის მისაღებად საჭირო პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით. გიგზავნითკანონითგანსაზღვრულდოკუმენტაციას...“.

„საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად, თქვენის მხრიდან იმავე დღეს გადმოგვეცა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისათვის განკუთვნილი ბლანკი.

2012 წლის 18 ივლისიდან დავიწყეთ რა  შესაბამისი საქმიანობა - „საარჩევნო კოდექსით“ 15 აგვისტომდე დადგენილ ვადაში ჩვენ ვაპირებდით წარმოგვედგინა კიდეც საჭირო ოდენობის მხარდამჭერთა სიები.

„საარჩევნო კოდექსის“ 38-ე მუხლის შესაბამისად - „მუხლი 38. მხარდამჭერთა სიების შემოწმება: 1. პარტიისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ცესკო... 5. პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში...“.

ამდენად, კანონით, ჩვენს მიერ არა უგვიანეს 15 აგვისტომდე წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისათვის განკუთვნილი 10 დღიანი ვადა, არაუგვიანეს 25 აგვისტომდე დროის მონაკვეთს მოიცავს.

„საარჩევნო კოდექსის“ ამ და სხვა მოთხოვნათა შესაბამისად რადგანაც საქართველოში საპარლამენტო - „...არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 108,2], ამ თარიღის გამოცხადების ქვედა მიჯნა კი სწორედ ზემოთ მოცემული - 25 აგვისტო გახლდათ.

ბატონო ზურაბ!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2012 წლის 1 აგვისტოს გამოცხადებული საპარლამენტო არჩევნების - 1 ოქტომბერს დანიშვნა, „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა სრული დარღვევით განხორციელებული ქმედებაა.

შექმნილი იურიდიული გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენის აზრით ერთადერთი გამოსავალი არსებობს:

 - ცსკ-მ თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე მოუწოდოს საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან შეცვალოს საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, და „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნაზე დაყრდნობით დანიშნოს იგი, ზემოთ გაჟღერებული 25 აგვისტოს მომდევნო დღიდან ათვლით ნებისმიერ მისთვის სასურველ იურიდიულად გამართულ დროს.

როგორც მოგეხსენებათ „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად

- „ 10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება, თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა“ [მუხლი 113,10].

აქედან გამომდინარე თუკი, „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად არ შეიცვლება საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, მაშინ „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის შინაარსის შექმნილ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გთხოვთ:

- საარჩევნო რეგისტრაციაში გაატაროთ ჩვენი პ/გ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო სახელდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ [იხ. 2012 წლის 18 ივლისის განცხადებასთან ერთად  წარმოდგენილი საჭირო დოკუმენტები:

1. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა № 052- 2 ფურცელი;

2. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წესდება (ახალი რედაქცია)- 4ფურცელი;

3. კავშირის ხელმძღვანელი პირის ლასკარის თავმჯდომარის ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში - 1 ფურცელი.].

მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი ჩვენთვის, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვეული, ყველა ხელშემშლელი დროითი ფაქტორის ხარვეზის აღმოფხვრა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა სრული დაცვით წარვმართოთ არჩევნებამდე 60 დღის ვადაში გაწერილი საქმიანობა.

კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის შესაბამისად:

- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“;

- „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ხელმძღვანელი პირია: ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი [საცხ. მისამართი: ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, 1 მ/რ, 2 კორპ., 95 ბინა. ტელ.: მობ. 5(91) 63-63-36; სახლ. 263-63-36];

- „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წარმომადგენელი ცსკ-ში გახლავთ: ნათელა მელქაძე, [საცხ. მისამართი: ქ. თბილისი, თემქის დასახლება, 11 მ/რ, 3 კვარტ., 57-ა კორპ., 7 ბინა. ტელ.: 264-93-50], რომელიც სარგებლობს „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე საარჩევნო სუბიექტის მიერ, საარჩევნო კომისიაში მივლენილი წარმომადგენლისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებით.

პატივისცემით:

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი

ცსკ-ში მისულებს, შესაძლებლობა მოგვეცა ცსკ-ს მდივნის კაბინეტში შეკრებილი კომისიის წევრებისა და იურიდიული სამსახურის წარმომადგენელთათვის განგვემარტა შექმნილი რეალობით გამოწვეული უკანონობის ფაქტი. თუმცა უშედეგოდ...

მიუხედავად ჩვენი პოზიციის მართებულობისა, მათ გვაგრძნობიეს თუ რაოდენ უძლურნი არიან ისინი, რაიმეს უკეთესობისაკენ გამოსწორების თვალსაზრისით...

ღმერთის შეწევნით, 2 აგვისტოს საღამოს ცხრის ნახევრიდან ერთი საათის მანძილზე, საშუალება გვქონდა ინტერნეტ/ტელევიზია „ობიექტივის“ მეშვეობით, მსმენელთათვის აგვეხსნა შექმნილი რეალობით გამოწვეული უკანონობის დაფიქსირების არსი.

2012 წლის 2 აგვისტოს, ცსკ-ს სპეციალურ სხდომაზე დამტკიცებული საარჩევნო გრაფიკის ხარვეზებით მიღების ფაქტმა, გვაიძულა განმეორებით მიგვემართა ცსკ-სათვის:

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

 

ბატონო ზურაბ!

„საარევნო კოდექსის“ მე-14 მუხლის შესაბამისად - „მუხლი 14. ცესკოს უფლებამოსილება - 1. ცესკო; ... ) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს... [მუხლი 14, 1-], 

- „საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 აგვისტოს სხდომაზესაქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნოღო ნისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა“ [იხ. ცსკ-ს ვებ-გვერდი],

რომელშიც არაფერია ნათქვამი იმ პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირების ვადის თაობაზე, რომელთაცსაარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუსლის: 1-; და მე-9 პუნქტის შესაბამისად ევალებათ - „...არაუგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის სია“.

ამავე მუხლის მე-10 პუნქტი, ზუსტად განსაზღვრავს ასეთ /-ათა რეგისტრაციის ვადას - „...ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს...“ [მუსლი 113,10].

ზემოთქმულიდან გამომდინარე გთხოვთ განგვიმარტოთ

 რამ გამოიწვია ცსკ- 2 აგვისტოს სხდომაზე დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში, „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის: 1-ბ; და 9 პუნქტებით განსაზღვრული პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირების ვადების მიუთითებლობა.

 

საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ № 01/08/01 განკარგულების შესაბამისად 2012 წლის არჩევნები 1 ოქტომბერსაა დანიშნული.

შესაბამისად „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია უნდა დამთავრდეს - „...არაუგვიანე სარჩევნების დღემდე 59-ე დღისა“, ანუ არა უგვიანეს - 2012 წლის 3 აგვისტოსი.

ამავე დროს დამტკიცებული საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად:

- არა უგვიანეს 47-ე დღისა 15 აგვისტო ოთხშაბათი:

1. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ცესკოს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000(ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 %) ამომრჩევლის სიას, ხოლო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ცესკოს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სიას (113-ე მუხლის მე-9პუნქტი)

პარტიის მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილება, მისი წარდგენიდან 10 დღეში საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით (113-ე მუხლის მე-9 პუნქტი);

- არაუგვიანეს37-ე დღისა25 აგვისტოშაბათი

1. მთავრდება საარჩევნო ბლოკების საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა (114-ე მუხლის მე-7 პუნქტი) (ბოლოვადა)

2. საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პარტიების მხარდამჭერთა სიას (მისიწარდგენიდან 10 დღეში) ამოწმებს ცესკოს შესაბამისი სამსახური საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით (113-ე მუხლის მე-9 პუნქტი)

3. საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ცესკოში იმართება წილისყრა საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა მონაწილეობით იმ საარჩევნო ბლოკებისათვის (გარდა იმ ბლოკებისა, რომლებიც  შექმნილია 2008 წლის 21 მაისის პარლამენტის არჩევნების მონაწილე პარტიების მიერ) რიგითი ნომრების მინიჭების მიზნით. (ცესკოს დადგენილება №25/2012)“.

 ზემოთქმულიდანგამომდინარეგთხოვთგანგვიმარტოთ:

თუკი 25 აგვისტოს ბლოკებად რეგისტრაცია მთავრდება, როგორ უნდა მოესწროს ამავე დღეს შემოწმებული მხარდამჭერთა სიების წარმომდგენ პ/გ-ათა:

1. საარჩევნო სუბიექტებად რეგისტრაცია;

2. ბლოკში სავარაუდო გაერთიანება; და

3. მათთვის რიგითობის განმსაზღვრელ კენჭისყრაში მონაწილეობა ?

 

ბატონო ზურაბ!

2012 წლის 2 აგვისტოს ჩვენს მიერ ცსკ-ში წარმოდგენილ განცხადებაში უკვე მოგახსენეთ, რომ:

„... 2012 წლის 1 აგვისტოს გამოცხადებული საპარლამენტო არჩევნების - 1 ოქტომბერს დანიშვნა, „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა სრული დარღვევით განხორციელებული ქმედებაა.

შექმნილი იურიდიული გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენის აზრით ერთადერთი გამოსავალი არსებობს:

 - ცსკ-მ თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე მოუწოდოს საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან შეცვალოს საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, და „საარჩევნო კიდექსის“ მოთხოვნაზე დაყრდნობით დანიშნოს იგი, ზემოთ გაჟღერებული 25 აგვისტოს მომდევნო დღიდან ათვლით ნებისმიერ მისთვის სასურველ იურიდიულად გამართულ დროს...“.

დიახ - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების 1  ოქტომბერს დანიშვნის ფაქტი, წინააღმდეგობაში მოდის „საარჩევნო კოდქსის“ მოთხოვნებთან, რომლის თანახმადაც არჩევნები არ შეიძლება დაინიშნოს 2012 წლის 24 ოქტომბრამდე.

ბატონო ზურაბ!

„საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადის გათვალისწინებით 113-ე მუხლის: 1-ბ, და მე-9 პუნქტებით გამოკვეთილი პ/გ საარჩევნო სუბიექტებად რეგისტრაცია არ შეიძლება მოხდეს 2012 წლის 3 აგვისტოს შემდგომ დროში.

ამით, ასეთ პ/გ აღარ ეძლევათ კანონიერი გზით საარჩევნო პროცესში ჩართვის საშუალება, ანუ ისინი ხელოვნურად რჩებიან არჩევნების პროცესს მიღმა.

აქედან გამომდინარე თუკი, „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად არ შეიცვლება საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, მაშინ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობის გამო იქნება - უკანონო!

იმედი გვაქვს თქვენგან მოვიღებთ ზემოთ წამოჭრილ კითხვების პასუხს.

პატივისცემით:

 

"სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე"-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი

აღნიშნული განცხადების ჩაბარების ფაქტის დაფიქსირება, ტ/კ „კავკასიის“ 17.00 სთ-იანი საინფორმაციო გადაცემაშიც აისახა.

3 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთ ასოციაციაში გამართულ კონსულტაციაზე გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ფაქტის გასაჩივრება, მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტანციაში შეიძლება, და თანაც იმ შემთხვევაში, თუკი ამას, ჩვენს ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს სახალხო დამცველი გააკეთებს.

2012 წლ;ის 3 ოქტომბრის 18:00 საათის შემდეგ, ანუ არჩევნებამდე 59-ე დღის ამოწურვის დროიდან. 2012 წლის 1 ოტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები, მისი კანონით განსაზღვრულ დროს არდანიშვნისა გამო, დღეს მოქმედი „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, გახლავთ - უკანონო!


„21“-ის არსი, ანუ „მეორედ“ მოდის ის,

ვინც „პირველად“ განკაცდა

ცსკ-ის მიერ დამტკიცებული „საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის“ მიხედვით - 2012 წ. 7 აგვისტო, არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რიგითობის განსაზღვრის დღედაა ჩანიშნული. 6 აგვისტოს დილით ცსკ-ს ცხელ ხაზზე დაკავშირებისას, ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგად, ცსკ-მ მიიღო გადაწყვეტილება - წილისყრა ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტებისათვის გამართულიყო, რომელთაც 31 ივლისამდე ცსკ-ში ჰქონდათ განაცხადი შეტანილი.

2012 წ. 7 აგვისტოს შემდგარ წილისყრაზე, ჩვენი პ/გ: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს არჩევნებში სავარაუდო მონაწილეობის რიგით ნომრად - 21 განისაზღვრა.

პავლე მოციქული ბრძანებს - „... ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი, და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი გვყავს უფალი იესუ ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი, და ვის მიერაც ვართ ჩვენ“-ო [1 კორ. 8,6].

ქართულ ანბანში მე-16 ასო-ნიშან „ო“-ს, ანუ ქარაგმით „უფალო“-ს [საბა] არსის გათვალისწინებით, ციფრთა ქართულ სახელდებაში - „21“, ერთადერთია, რომელიც: „ოცი“ და „ერთი“-ს შერწყმით გვაუწყებს - „ცი“[სიერი] უფალი[„ო“] „ერთი“[ა].

თავის მხრივ „მეორედ მოსვლა“, შინა-არსით გვითითებს - მის განმეორებით [ე.ი. „მეორედ“] გაცხადებაზე, ვინც ერთხელ უკვე იყო მოსული. ამდენად - 21, ანუ: „2“ და „1“ გვექარაგმება: „მეორედ“ [2] მოდიდ ის, ვინაც „პირველად“ [1] განკაცდაო.

ორმოცნიშნიან ქართულ ანბანში 21-ე ასო-ნიშან „ტარ“-ის რიცსვითი სიდიდე: 300-ია. ბიბლიის მიხედვით, უფალი გედეონს 300 მეომრით პირდება ურიცხვი მტრის დამარცხებას - „უთხრა უფალმა გედეონს: სამასი მსვლეპელით გიხსნით და ხელში ჩაგაგდებინებთ მიდიანს [კოდია], დანარჩენი ხალხი შინ წავიდეს. გამოართვეს ხალხს საგზალი და ბუკები. ყველა ისრაელიანი თავ-თავის კარავში გაისტუმრა გედეონმა, მხოლოდ სამასი კაცი დაიტოვა... [მსაჯ. 7,7-8].

კოდირებული: „გ[3] + ე[5] + დ[4] + ე[5] + ო[16] + ნ[14] + ი[10]“, ჯამში იმავე სიდიდისაა, როგორც: „ი[10] + ე[5] + ს[20] + უ[22]“, ანუ: 57-ის.

მეორეს მხრივ,: „გ-ედეონი“-ს პირველი ასო-ნიშან „გ“-ს რიგითი და რიცხვითი სიდიდე - „3“-ია, ანუ სწორედ იმდენის რამდენისაც - „21“ = 2 + 1 + 3.

შ. რუსთაველი, ეყრდნობა რა წმიდა წერილისეულ სიბრძნეს, ქაჯეთის ციხეს, ტარიელსა და მის თანამოაზრეეებს, სწორედ ბიბლიური დატვირთვის მატარებელი - „სამასი კაცით“ დააპყრობინებს.

ამ კუთხით - 21, „ტარ[21]-ი-ელი“-ს, იგივე „გ[3]-ედე-ონი“-ს, ანუ მისტერიულად „იესუ“-ს  გამოჩინებისეული დროის მოახლოებასაც უნდა გვამცნობდეს.

ამიტომ, 21-ე საუკუნის დასაწყისში მაცხოვრებელ ბოლო ჟამის გასრულების მომლოდინეთ გილოცავთ - მისტერიული 21-ის რეალობაში განივთებას, ანუ დაფარულის გამოჩინების ჟამის მოახლოებას.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!