Print

გაზ. № 35 (828)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი11 აგვისტოს

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 წლის 11აგვისტოს სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე განიხილეს:

- 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებში „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სავარაუდო მონაწილეობის უფლების მისაღებად „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების პროცესის დასრულების საკითხი. შესაბამისი გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

ბიბლიის „წაკითხვის“ დრო ახლოვდება ?!

2012 წლის 11 აგვისტოს გამართულ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 12 აგვისტოს - დიდგორობა დღეს, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად ცესკოს ჩაბარდა - საქართველოს პარლამენტის არჩევნებში: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მონაწილეობის მხარდამჭერთა სია. შესაბამის განხცადებაში ვკითხულობთ:

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

 

სამართლიანობისაღდგენისკავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე”-

ლასკარისთავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

ბატონო ზურაბ!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ ცსკ-ში წარმოდგენილ 2012 წლის 18 ივლისის განცხადებაში, საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის შესაბამისად გაცნობეთ, რომ:

- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“;

„საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად, თქვენის მხრიდან იმავე დღეს გადმოგვეცა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისათვის განკუთვნილი ბლანკი.

2012 წლის 18 ივლისიდან დავიწყეთ რა  შესაბამისი საქმიანობა, „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად წარმოგიდგენთ - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიას, საერთო რაოდენობით:

- 26 896 [ოცდაექვსი ათას რვაას ოთხმოცდათექვსმეტი] ხელმოწერა.

დანართი:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, სულ:

904 [ცხრაას ოთხი] ფურცელი, მათ შორის:

 

30 ხელმოწერით - 808 ფ.;

29 ხელმოწერით - 76 ფ.;

28 ხელმოწერით - 4 ფ.;

26 ხელმოწერით - 2 ფ.;

25 ხელმოწერით - 1 ფ.;

24 ხელმოწერით - 2 ფ.;

23 ხელმოწერით - 5 ფ.;

22 ხელმოწერით - 1 ფ.;

20 ხელმოწერით - 1 ფ.;

18 ხელმოწერით - 1 ფ.;

16 ხელმოწერით - 1 ფ.;

15 ხელმოწერით - 1 ფ.;

9 ხელმოწერით - 1 ფ..

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ხელმძღვანელი

„სამართლიანობისაღდგენის კავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე“-ს

ლასკარისთავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

თხრობია გაგრძელებამდე ორი მისტერიული მომენტი გვინდა გამოვყოთ.

როგორც აღმოჩნდა, ხელმომწერთა საერთო რაოდენობა - 26 896-ით განისაზღვრა, რომელმაც - 904 ფურცელი შეადგინა. ამ რიცხვების ჯამი, ერთის მხრივ - „904“=9+0+4=13, ხოლო მეორეს მხრივ: 26 896“=2+6+8+9+6=31. ამდენად, მისტერიული შინა-არსით ხსენებული: „904“ – „26 896“, გვაძლევს: „13 – 31“, რაც კოდირებულად - „ცა მეტია-ს არსის დამტევი უფლის, 31-თთან, იგივე „3+1“-თთან „წილ“-ობრივ კავშირს უსვამს ხაზს.

როგორც ითქვა, მოსალოდნელ არჩევნებში ჩვენი სავარაუდო მონაწილეობა, შემდეგი სახელდებით შეიძლება შედგეს: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“. ამ სახელდებაში კი - 21 ასო-ნიშანია. როგორც ვიცით [იხ. გაზ. №34(827), გვ. 7-8], 2012 წლის 7 აგვისტოს ცესკოში გამართულ წილისყრისას ჩვენს პ/გ-ას სწორედ 21-ე ნომერი გვერგო წილად. მაშ, ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

მოდით მივყვეთ ზემოთ დაწყებულ თხრობას. 

როგორც არაერთგზის გაგვიცხადებია, ჩვენთვის არჩევნებში მონაწილეობის მთავარ მიზანს, არა სადეპუტატო მანდატების მოპოვება, არამედ ბიბლიური - „შემდეგ დაჯდება სამსჯავრო“-ს [იხ. დან. 7,26] მისტერიული პროცესის აღსრულებაში, ღმერთის ნებით, - წილის დადება შეადგენს.

აღნიშნული პროცესის მთავარი არსი ბიბლიაში დაფიქსირებული იმ ნიშნების გასაჯარისებაა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ - დღეს, ბოლო ჟამი, თავისი დროითი ათვლის დასასრულს უახლოვდება.

არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტისათვის წინასაარჩევნოდ გამოყოფილი დროის მანძილზე, თუ ღმერთი ინებებს - ბიბლიური ტექსტების წაკითხვით, მათში დაფიქსირებულის ჩვენს რეალობაში ახდენის ფაქტებზე გვექნება საუბარი... ანუ, ფაქტიურად, ბოლო ჟამის თვალთახედვით - ბიბლიის წაკითხვის, რაც შეიძლება ფართო და ღია პროცესის დაწყებას ვაპირებთ.

ზემოხსენებული განცხადების ცესკოში წარდგენის დღესვე, საკვირაო ქადაგებაში - საქართველოს პატრიარქმა მრევლს წიგნების წაკითხვისაკენ მოუწოდა. ამ - „... ახალი ტრადიციის დამკვიდრების შესახებ ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში განაცხადა და მრევლს პირველი დავალებაც მისცა... ამიერიდან კვირაობით მოგცემთ დავალებას, რომ წაიკითხოთ რომელიმე კონკრეტული წიგნი. ხუთშაბათობით 19.00 საათზე შევიკრიბებით სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში და განვიხილავთ იმ აზრსა და შინაარსს, რაც ამ წიგნშია ჩადებული. ერთი ადამიანი გააკეთებს მოხსენებას და შემდეგ იქნება განხილვა. მეც დაგესწრებით ხოლმე; ასე, რომ გინდათ თუ არა, წიგნი უნდა წაიკითხოთ - ბრძანა უწმიდესმა და პირველ წიგნად, რომელიც მრევლმა უნდა წაიკითხოს, ბიბლია დაასახელა...“ (გაზ. „ახალი თაობა“, 13/08-2012 წ., გვ. 5).

მაშ, ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს - ბიბლიის „წაკითხვის“ დრო ახლოვდება.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!  


ჩვენს მიერ - 2012 წლის 2 და 3 აგვისტოს

გაკეთებულ განცხადებაზე მიღებული "პასუხები"

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე”-

ლასკარის თავმჯდომარეს

მიხეილ (გელა)  სალუაშვილს

ბატონო მიხეილ!

თქვენი 2012 წლის 2 აგვისტოს (ცესკოში რეგისტრაციის №1/2026) წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მხარდაჭერაც დადასტურებულია ამომრჩეველთა ხელმოწერებით ორგანული კანონით დადგენილი წესით, ან რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისათვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, პარტიას რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური სუბიექტი, ვალდებულია მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 აგვისტოსი ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.

თქვენს მიერ 2012 წლის 18 ივლისს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოში წარმოდგენისთანავე, სათანადო სამსახურმა გადმოგცათ მხარდამჭერთა სიის ნიმუში.

იმისათვის, რომ თქვენი მოთხოვნა რეგისტრაციის თაობაზე დაკმაყოფილდეს, თქვენ ვალდებული ხართ 2012 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინოთ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.

პატივისცემით,

ზურაბ ხარატიშვილი

კომისიის თავმჯდომარე

[შემსრულებელი - იურიდიული დეპარტამენტი

კახაბერ ნარეკლიშვილი

2510051/77]

№01-03/925

03. 08. 2012 წ.

 

მკითხველი, რომელიც გაცნობილია ჩვენი გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებულ განცხადებას, ადვილად მიხვდება, რომ ეს არის - „პასუხი-პასუხისათვის“...

2012 წლის 2 აგვისტოს ცესკოსადმი მიწერილ განცხადებაში ჩვენ, კერძოდ ვითხოვდით - „...ბატონო ზურაბ!.. 2012 წლის 1 აგვისტოს გამოცხადებული საპარლამენტო არჩევნების - 1 ოქტომბერს დანიშვნა, „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა სრული დარღვევით განხორციელებული ქმედებაა.

შექმნილი იურიდიული გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენის აზრით ერთადერთი გამოსავალი არსებობს:

 - ცსკ-მ თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე მოუწოდოს საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან შეცვალოს საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, და „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნაზე დაყრდნობით დანიშნოს იგი, ზემოთ გაჟღერებული 25 აგვისტოს მომდევნო დღიდან ათვლით ნებისმიერ მისთვის სასურველ იურიდიულად გამართულ დროს....

როგორც მოგეხსენებათ „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად

- „ 10. ... ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს...“,

აქ დაფიქსირებული 59-ე დღე კი, სწორედ იმ დღეს, ანუ 2012 წლის 3 აგვისტოს ამოიწურა, რომელი რიცხვითაცაა ცესკოსაგან მიღებული ე.წ. პასუხი დათარიღებული. ამ ე.წ. პასუხის აბსურდულობაც სწორედ ამაშია.  

მოდით ეხლა, ცესკოდან მიღებულ მეორე პასუხს გავეცნოთ:

„...ბატონო მიხეილ!

თქვენი 2012 წლის 3 აგვისტოს (ცესკოში რეგისტრაციის №2058) წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ცესკოს მიერ თქვენ უკვე განგემარტათ იმის თაობაზე, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, პარტიას რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური სუბიექტი, ვალდებულია მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 აგვისტოსი ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.

თქვენ, ცესკოს სათანადო სამსახურის მიერ, უკვე გადმოგეცათ მხარდამჭერთა სიის ნიმუში, რომელთა წარდგენის ვალდებულება 15 აგვისტოს იწურება.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, თუ თქვენს მიერ წარმოდგენილი განცხადება, საბუთები და მხარდამჭერთა სია წარმოდგენილი იქნება კანონით დადგენილ ვადაში და დააკმაყოფილებს აღნიშნული კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე, სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი რეგისტრაციაში გატარების თაობაზე არ დაკმაყოფილდება.

აქვე გაცნობებთ, რომ ცესკოს 2012 წლის 2 აგვისტოს №112/2012 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის გრაფაში - არაუგვიანეს 47-ე დღისა (15 აგვისტო) აღნიშნულია, რომ პარტიას რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური სუბიექტი, ცესკოს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.

რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება თქვენი პარტიის საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირება, ბლოკში სავარაუდო გაერთიანება და შესაბამისი რიგითი ნომრის მინიჭება, ზემოაღნიშნული ცესკოს პრეროგატივაა და ყველა პროცედურა ჩატარდება კანონმდებლობის შესაბამისად.

პატივისცემით,

ზურაბ ხარატიშვილი

კომისიის თავმჯდომარე

[შემსრულებელი - იურიდიული დეპარტამენტი

ნანა ოძელაშვილი

2510051/77]

№01-03/982

07. 08. 2012 წ.

როგორც ხედავთ, ეს ე.წ. პასუხი იმაზე მეტ უაზრო სიტყვებს შეიცავს, ვიდრე წინანდელი. აქაც -„პასუხი-პასუხისათვის“ პრინციპია გამოყენებული: მოტანილია კანონის მუხლიდან ამონაწერები, რომლებიც ცალკე აღებული, რათქმაუნდა სწორედ ისეა მოტანილი როგორც კანონში წერია, მაგრამ ჩვენი განცხადების მოთხოვნებთან მიმართებაში არავითარ კავშირში არაა.

ყოველივე ზემოთქმული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცესკოს იურიდიულ სამსახურს - არ აქვს, და არც შეიძლება ჰქონდეს, კანონზე დაყრდნობით მოცემული რაიმე არგუნენტი [გარდა ძალადობრივისა - ასეა და არაფერი შეიცვლება], იმის საპირისპიროდ, რომ თუ „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად არ შეიცვლება საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, მაშინ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობის გამო არის და მუდამ იქნება - უკანონო!


„დიდ წვეულებაზე“ მოპატიჟენი და წვეულნი

ლუკას სახარებაში დაცული ამ მინიშნების თაობაზე, გაზეთის წინა ნომრებში, არაერთხელ გვისაუბრია - „ერთმა თანამეინახემ უთხრა მას: ნეტარია ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში! ხოლო იესუმ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა [კოდია] და მრავალნი დაპატიჟა. და როცა პურობის დრომ მოაწია, გაგზავნა თავისი მონა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო [კოდია]“ (ლუკა 14,15-17).

აღნიშნულის მისტერიული აღსრულების ერთ-ერთი კუთხე, ჩვენის აზრით, „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-სთან დაკავშირებულ იმ თემატიკას უკავშირდება, არჩევნებში რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურისათვის  ხელმოწერების შეგროვება რომ ჰქვია. როგორც ითქვა ეს პროცესი - 2012 წლის 12 აგვისტოს ცსკ-ში ჩვენს მიერ შეტანილი განცხადებით დასრულდა.

წარმოგიდგენთ იმ თითოეულ „მონა“-თაგანს, რომელთა ძალისხმევითაც ზემოთქმულის, ჩვენს რეალობაში, განივთება მოხერხდა:

მედეა ბალანჩივაძე, ლალი ბეგაშვილი, გოჩა ბიჭაშვილი, ეთერ ბუიძე, ომარ ბუიძე, ქეთევან გიგაური, კაკო გოგლიძე, ზურაბ გოშაძე, ელიზბარ დიაკონიძე, გიორგი  ერქვანიძე,

ილია ერქვანიძე, ნანული ერქვანიძე, ლიდა ვეშაგური, მანანა ზანაძე, იამზე თანიაშვილი, მანანა თანიაშვილი, მარგალიტა თანიაშვილი, შორენა კვირიკაშვილი, რევაზ კობიაშვილი, ლეილა კობახიძე,

მარიამ მამადაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ნელი მაძღარაშვილი, ნათელა მელქაძე, თინათინ მეფარიძე, ლეილა მეფარიძე, ნათია მეფარიძე, ლავრენტი ნაჭყებია, შაზი რაზმაძე, ვენერა როსტომაშვილი,

საბა სალუაშვილი, მანანა სვიანაშვილი, ლენა სისაური, მანანა სოსებაშვილი, ფელიქს ფოჩხუა, ლია ქამხაძე, ლელა ქერაშვილი, ანონა ქუთათელაძე, ზაზა ყენია, მალხაზ ყენია,

ბეჟან შერგელაშვილი, ლევან ჩოხელი, ეთერ ჩხეტია, ანა ციმინტია, გიორგი ჯიქია,  დარეჯან ჯიქია, დინა ჯიქია, თენგიზ ჯიქია, მანონ ჯიქია, ჯემალ ჯიქია...