Print

გაზ. №36 (829)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი18 აგვისტოს

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 წლის 18 აგვისტოს სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, რეზო კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე განიხილეს:

- ჩვენს მიერ 12 აგვისტოს ცესკოში წარდგენილ, 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული არჩევნებში „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სავარაუდო მონაწილეობის უფლების მისაღებად „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილ მხარდამჭერთა ხელმოწერებში ე.წ. დაწუნებული ნაწილის შესავსებად, გამზადებული ხელმომწერთა სიის საბოლოო კომპლექტაციის საკითხი. სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ

2 და 3 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებათა საპასუხო ქმედების ქრონიკები

2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის  არჩევნების კანონიერებასთან დაკავშირებით 2012 წლის 2 და 3 აგვისტოს, ჩვენს მიერ, ცესკოსადმი გაკეთებულ განცხადებებში ვასაბუთებდით, და გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებულ ცესკოს იურიდიული სამსახურის პასუხებიდანაც ნათლად გამოჩნდა, რომ რომ ცესკოს იურიდიულ სამსახურს - არ აქვს, და არც შეიძლება ჰქონდეს, კანონზე დაყრდნობით მოცემული რაიმე არგუნენტი [გარდა ძალადობრივისა - ასეა და არაფერი შეიცვლება], იმის საპირისპიროდ, რომ თუ „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად არ შეიცვლებოდა [და არც შეცვლილა] საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, მაშინ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობის გამო არის და მუდამ იქნება - უკანონო!

ამის შემდგომად, ცესკოსა და მათი „ზემდგომი“ სახელისუფლო ძალების მხრიდან, ჩვენი პ/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-სადმი დამოკიდებულება, სწორედ ხსენებული განცხადების სულისკვეთებიდან გამომდინარე წარიმართა. მოდით მივყვეთ ე.წ. „საპასუხო ქმედებათა ქრონიკებს“.

ჩვენს მიერ 2012 წლის 12 აგვისტოს ცესკოში წარდგენილი 2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის  არჩევნებში რეგისტრაციაში გატარებისათვის საჭირო მხარდამჭერთა სიების შემოწმებასთან დაკავშირებით, შესაბამისმა სამსახურმა გვთხოვა ცესკოში 16 აგვისტოს მივსულიყავით.

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილისა და ლასკარის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ჯიქიას თანდასწრებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს არჩევნებში რეგისტრაციაში გატარებისათვის საჭირო მხარდამჭერთა სიების შემოწმება, ისეთი ჩაკირკიტებით დაიწყეს, რომ ცხადი გახდა მათი საბოლოო მიზანი - ყველა მიზეზი მოენახათ, „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“- სთვის რეგისტრაციის უფლების არმიცემისათვის.

 „საარჩევნო კოდექსის“ 37- მუხლის თანახმად - „მუხლი 37. მხარდამჭერთა სიები... 4. მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით“;

ხოლო 38- მუხლში ვკითხულობთ - „მუხლი 38. მხარდამჭერთა სიების შემოწმება. ... 3. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ: ... 4. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ამ კანონის 37- მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები“.

თითოეულ ბლანკზე, მხოლოდ  - 30 ხელმოწერის დატანის საშუალება იყო. ამ ბლანკებზე, ცესკოს შესაბამისმა სამსახურმააღმოაჩინა“, რომ ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, საკუთარი მისამართი არასწორად იყო მითითებული. მაგალითად, ეწერა, რომ ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი ესა თუ ის პირი ცხოვრობს - გლდანის, თემქის, მესამე მასივის, ვარკეთილის, ნაზისუბნის და .. დასახლებაში, და შემდეგ კონკრეტული კვარტალი, კორპუსი თუ ბინა ჰქონდათ დატანილი. მაგრამ მისამართის აღნიშვნისას არ ეწერათ - თბილისი. ამნკლოვანებისდაფიქსირების შემდეგ ამ ბლანკზე დატანილი 30-ივე ხელმოწერა დაგვიწუნეს, ანუ - გაგვიბათილეს.

[აღნიშნულის გარდა იყო სხვა ხარვეზიც - არ იყო მითითებული ბარათის ნომერი, ზოგან თარიღი იყო გამორჩენილი... მხოლოდ ასეთი მიზეზით გაბათილებული ხელმოწერების რაოდენობა - ათასამდე მოგროვდა].

და აი, საბოლოოდ, ამდაგვარი ე.წ. „შემოწმების“ შედეგად გაირკვა, რომ მათი მხრიდან გაბათილდა 11 322 (თერთმეტი ათას სამას ოცდაორი) ხელმოწერა და დარჩა 15 574 (თხუთმეტი ათას ხუთას სამოცდა თოთხმეტი) ხელმოწერა.

„საარჩევნო კოდექსის“ თანახმად - „მუხლი 38. მხარდამჭერთა სიების შემოწმება:

1. პარტიისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ცესკო, ხოლო სხვა კანდიდატთა მხარდამჭერთა სიებს – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო კომისია თანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნული წესით. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე...“.

შესაბამისად ხელმომწერთა სიის მინიმუმ 25 ათასამდე შევსებისათვის, „საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული - ორდღიანი ვადა გამოგვიყვეს.

ჩვენთვის გადმოცემულ ამ ე.წ. „შემოწმების“ აქტში ვკითხულობთ:

„აქტი. თბილისი, 2012 წლის 16 აგვისტო

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ელისაბედ ველიძე, საქმისწარმოების განყოფილების უფროსი ლალი კიკნაძე, შტატგარეშე მოსამსახურე ქეთევან თავხელიძე და პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი ამ აქტს ვადგენთ შემდეგზე:

2012 წლის 12 აგვისტოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ მიერ წარმოდგენილი იყო მხარდამჭერთა სიები - 904 ფურცელზე 26 896 (ოცდაექვსი ათას რვაას ოთხმოცდა თექვსმეტი) ხელმოწერა 2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის  არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარების მიზნით.

თანამიმდევრულად სულ შემოწმდა 26 896 (ოცდაექვსი ათას რვაას ოთხმოცდა თექვსმეტი) ხელმოწერა; შემოწმების შედეგად გაბათილდა 11 322 (თერთმეტი ათას სამას ოცდაორი) ხელმოწერა და დარჩა 15 574 (თხუთმეტი ათას ხუთას სამოცდა თოთხმეტი) ხელმოწერა...“.

აღნიშნული აქტის საფუძველზე შედგენილი წერილი კი გვამცნობდა:  

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე”-

ლასკარის თავმჯდომარეს

მიხეილ (გელა)  სალუაშვილს

ბატონო მიხეილ!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გიბრუნებთ თქვენს მიერ წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიის გაბათილებულ ნაწილს - 11 322 (თერთმეტი ათას სამას ოცდაორი) ხელმოწერას ხაევეზის შესავსებად.

გთხოვთ კანონით დადგენილ 2 დღის ვადაში შეავსოთ აღნიშნული ხარვეზი.

დანართი: 537 ფურცელი.

პატივისცემით,

ზურაბ ხარატიშვილი

კომისიის თავმჯდომარე

[შემსრულებელი - ადმინისტრაციული დეპარტამენტი

25100511777], №01-04/1067

16. 08. 2012 წ.“.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წევრთა და სხვა მხარდამჭერთა დიდი ძალისხმევის შედეგად, 2012 წლის 18 აგვისტოსთვის, ღმერთის შეწევნით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის  არჩევნებში „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს რეგისტრაციაში გატარებისათვის საჭირო  412 ფურცელზე დატანილი 12 339 (თორმეტი ათას სამას ოცდაცხრამეტი) ხელმოწერიანი სიის გამზადება მოხერხდა.

ცესკოსთვის განკუთვნილ წერილში ჩვენ ვწერდით:

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

 

ბატონო ზურაბ!

2012 წლის 12 აგვისტოს, „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად წარმოგიდგინეთ - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, საერთო რაოდენობით:  26 896 [ოცდაექვსი ათას რვაას ოთხმოცდათექვსმეტი] ხელმოწერა.

2012 წლის 16 აგვისტოს ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ აღნიშნული სიის შემოწმების შედეგად, მიზეზთა გამო, გაბათილებულ იქნა 11 322 (თერთმეტი ათას სამასოცდაორი) ხელმოწერა და დარჩა 15 574 (თხუთმეტი ათას ხუთას სამოცდათოთხმეტი) ხელმოწერა.

დაფიქსირებული ხარვეზის შესავსებად განკუთვნილი დროის ვადაში, „საარჩევნო კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჩვენს მიერ შეგროვილი და თქვენდამი წარმოდგენილი -  „უფლის სახელით - უფალია  ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიის საერთო რაოდენობა გახლავთ: 12 339 [თორმეტი ათას სამასოცდაცხრამეტი].

დანართი:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, სულ: 412 [ოთხასთორმეტი] ფურცელი.

პატივისცემით

 

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ხელმძღვანელი

„სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

 

აღნიშნული წერილისა და შესაბამის ხელმოწერიანი ბლანკების ცესკოში ჩაბარება 2012 წლის 18 აგვისტოს 17.00 სთ-ზე შევძელით. ცესკოს შესაბამისი სამსახური, ჩვენი იქ მისვლის დროისათვის უკვე ასრულებდა ერთ-ერთი პარტიის ხელმოწერების შემოწმების პროცედურას. ჩვენი მისვლით აშკარად შეცბუნებულები [ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ ისინი აღარ ელოდნენ, თუ ჩვენ ისევ მოვახერხებდით ახალი ხელმოწერების მიტანას...], შეგვპირდნენ რომ მიმდინარე შემოწმების დასრულებიდან რამოდენიმე წუთში ჩვენი ხელმოწერების შემოწმებას დაიწყებდნენ.

მიმდინარე შემოწმების დასრულების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესაბამისი წევრები უჩვეულო და ჩვენთვის გაუგებარ მისვლა-მოსვლას შეუდგნენ. აშკარა შეიქმნა, რომ ისინი კონსულტაციის მიღების მიზნით არბოდ-ჩამორბოდნენ სხვადასხვა სართულებზე... ასეთ ყოფაში, ფეხზე მდგომარებმა მოლოდინის - საათნახევარი გავატარეთ.

19.00 საათისთვის როგორც იქნა „შემოწმება“ დაიწყეს. „ლასკარის“ თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილისა და „ლაკარის“ შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის ლევან ჩოხელის თანდასწრებით მიმდინარე პროცესი დროსა და ქმედებაში გამაღიზიანებლად გაიწელა.

თითქოსდა წინასწარგანზრახული მიზნისათვის დამაშვრალებმა, ბოლო იმედად ბლანკზე დატანილი პირების სატელეფონო შემოწმება გადაწყვიტეს. გარკვეული დროის შემდეგ, მათი ტელეფონები დაადგინეს, და „მეტი გამჭვირვალობის“ მიზნით - ჩვენს თვალწინ დაიწყეს ტელეფონზე გადარეკვა. ტელეფონში, ისეთი ინტონაციით ეკითხებოდნენ - „მართ;ლა მოუწერეთ თუ არა ამ პარტიას ბლანკზე ხელიო“, რომ, ირგვლივ გამეფებული ტოტალური შიშის ფონზე, თავიდანვე ცხადი იყო თუ რა პასუხს მიიღებდნენ - სამივე აბონენტმა უარყო მათ მიერ რაიმე ბლანკზე ხელის მოწერა; თუმცა, არცერთი არ დაეთანხმა მისი ხელმოწერის ბათილად ცნობისათვის ნოტარიულად დასამოწმებელი პროცედურის ნებაყოფლობით ჩატარებას.

ოთახში, აშკარად მძიმე გარემო შეიქმნა. მაშინ, ჩვენ ვუთხარით, რომ როგორმე დამშვიდებულიყვნენ, ზედმეტად აღარ ენერვიულათ მიღებული დავალების შესრულებაზე, და მიეღოთ ის გადაწყვეტილება რასაც გული კარნახობდათ.

ერთ-ერთი მათგანის პასუხმა - გული კი გვკარნახობს, მაგრამ რა ვქნათ ჩვენც ხომ გვამოწმებენო, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა ეჭვი, რომ - „რაღაც ისე ვერ იყო საქმე“.  

ბიბლიაში, აგვისტო - ელულის თვედაც იწოდება. ელულის, ანუ 18 აგვისტოს, რაღაც წერილის დაწერის მისტერიულ ასრულებაზე, წმიდა წერილი ასე გვამცნობს - „აი, ამ წერილის ასლი ელულის თვამეტში...“ [1 მაკ. 14,27].

ეხლა კი, ზემოთქმული „შემოწმების“ შედეგად შესრულებულ საბოლოო აქტს გავეცნოთ:

„აქტი. თბილისი, 2012 წლის 18 აგვისტო

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ელისაბედ ველიძე, საქმისწარმოების განყოფილების უფროსი ლალი კიკნაძე, საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტი (მე-2 კატეგორია) სოფიკო ჭკადუა  და პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი ამ აქტს ვადგენთ შემდეგზე:

2012 წლის 18 აგვისტოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „უფლის სახელით -  უფალია ჩვენი სიმართლე“ მიერ ხარვეზის შესავსებად, კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენილი იყო მხარდამჭერთა სიები - 412 ფურცელზე 12 339 (თორმეტი ათას სამას ოცდაცხრამეტი) ხელმოწერა 2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის  არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარების მიზნით.

შემოწმების შედეგად ეჭვი გამოიწვია ხელმოწერების სინამდვილემ, რის გამოც განხორციელდა სატელეფონო დაკავშირება 3 ავტორთან (ნუგზარ ტალახაძე, კვინტრაძე ნინო, თეონა ომიაძე). საუბრის შედეგად სამივე პიროვნებამ უარყო მათ მიერ პარტიის მხარდამჭერთა ბლანკზე ხელმოწერა“.

შეგვპირდნენ, რომ საბოლოო პასუხს ორ დრეში მოგვცემდნენ.

20 აგვისტოს სატელეფონო საუბრისას, ცესკოს საქმისწარმოების განყოფილების უფროსმა ლალი კიკნაძემ მკითხა თუ როდისთვის შემეძლო პასუხის მისარებად ცესკოში მისვლა. მე პირიქით მათ შევთავაზე აერჩიათ დრო და მე იმ დროს მივიდოდი მათთან. მაშინ ქ-მა ლალიმ მითხრა: იქნებ 15.00-16.00 საათის ფარგლებში მობრძანდეთო... მეც დავეთანხმე.

15.20 სთ-ზე ცესკოში მისულები, მე და ბატონი ლევან ჩოხელი, კიდევ ერთ საათამდე გვალოდინეს. გაუგებარი გახდა - დრო თავად შემოგვთავაზეს და პასუხი რატომღა აღარ უნდა ჰქონოდათ მზად?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ქ-ნ ელისაბედ ველიძის ოთახში შესვლისას გაირკვა, რომ ჩვენი ხელმოწერების შემოწმება, ამ დღეს, კიდევ ერთხელ ჩაუტარებიათ - „ჩვენ აღარ გვენდნენ, და იურიდიულმა დეპარტამენტმა თავიდან გადაამოწმა თქვენი ხელმოწერიანი ბლანკებიო“, - განგვიცხადა, მომხდარით აშკარად შეწუხებულმა ქ-ნმა ელისაბედმა.

მე, რამოდენიმეჯერ კიდევ შევთავაზე - რაც შეიძლება დამშვიდებულიყო, და ჩვენთვის განკუთვნილი პასუხი ემოციის გარეშე გადმოეცა.

ქ-ნმა ელისაბედმა, შინაგანი მღელვარების ფონზე განმიცხადა - იურიდიულმა დეპარტამენტმა, უარი განაცხადა [საკმარისად არ მიიჩნია] 18 აგვისტოს განხორციელებული სამი სატელეფონო ზარის საფუძველზე ჩვენთვის რეგისტრაციის არმიცემაზე; ამიტომ თავიდან შეამოწმეს ყველა ბლანკი და „აღმოაჩინეს“, რომ ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელ პირთა მიერ, მათი ხელმოწერის თარიღი არასრულად იყო მითითებული, რამეთუ, მაგ. წერია - „17.08.12 წ.“, რაც არაასრულია, და უნდა ეწეროს - „17.08.2012 წ.“-იო.

ამის გაგონებაზე ჩემი გაღიმების მიუხედავად, ქ-ნი ელისაბედის სახეზე დიდი მწუხარების კვალი კვლავ რჩებოდა. მე იგი, კიდევ ერთხელ დავამშვიდე და ვუთხარი - „ჩვენთვის ამ აჩევნებში მონაწილეობა თვითმიზანი არ არის, მაგრამ ასეთი უსუსური მიზეზის დასახელება, უდავოდ სასაცილოა. ეს, დაახლოებით იმას ჰგავს - ქრისტე ჯვარზე იმისათვისაც ხომ გააკრეს: შაბათობით რატომ კურნავდი ხალხსო. ასე იქცევა თქვენი იურიდიული დეპარტამენტიც, განა - „17.08.12 წ.“, და - „17.08.2012 წ.“ ერთი და იგივე თარიღზე არ გვითითებს?

მაგრამ, ვგრძნობ რომ მათთვის ჩვენთვის რეგისტრაციაზე უარის თქმაა მიზანი, და რა გზით მიაღწევენ ამას მათ ეს არ აწუხებთ. ამიტომ, მათ მაგივრად თქვენ ნუ დაიდანაშაულებთ თავს...

ერთიცაა, ჩვენგან, ანუ: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წევრებისაგან განსხვავებით - თქვენ, არცერთმა არ იცით რას ჩადიხართ, ამიტომ ღმერთს ვთხოვ მოგიტევოთ ეს თქვენი არასწორი საქციელი... გახსოვდეთ,  და - მათაც გადაეცით: წინ განკითქხის დღე გველის ყველას, და იქნებ, რაიმეს გამოსწორება [მონანიება] მოასწროთ“-მეთქი.

აღნიშნულის პარალელურად, მოკლედ გადმოვეცი ბიბლიაში დაფიქსირებული ბოლო ჟამისა, და მისი გასრულების თაობაზე.

მიუხედევად იმისა, რომ - „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა საპირისპიროდ [„მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს...(მუხლი 38,6)] - 20 აგვისტოს ე.წ. შემოწმებას, ჩვენ არ დაგვასწრეს;

მიუხედავად იმისა, რომ „საარჩევნო კოდექსი“, თარიღთან მიმართებაში მკვეთრ განმარტებას იძლევა  - „მუხლი 38. მხარდამჭერთა სიების შემოწმება... 3. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ: დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას“, ანუ კანონი არვითარ არასრულ თარიღს არ ითვალისწინებს; და

მიუხედავად იმისა, რომ მე  {ჩვენ} არ დაგვათვლევინეს რამდენ ფურცელზე [ბლანკზე] იყო „არასწორი თარიღი“ დატანილი,

მე, წაუკითხავად მოვაწერე ხელი მათ მიერ შედგენილ აქტს, რომელშიც ვკითხულობთ:

„აქტი. თბილისი, 2012 წლის 18 აგვისტო

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ელისაბედ ველიძე, საქმისწარმოების განყოფილების უფროსი ლალი კიკნაძე, საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტი (მე-2 კატეგორია) სოფიკო ჭკადუა  და პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი ამ აქტს ვადგენთ შემდეგზე:

2012 წლის 18 აგვისტოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „უფლის სახელით -  უფალია ჩვენი სიმართლე“ მიერ ხარვეზის შესავსებად, კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენილი იყო მხარდამჭერთა სიები - 412 ფურცელზე 12 339 (თორმეტი ათას სამას ოცდაცხრამეტი) ხელმოწერა 2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის  არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარების მიზნით.

თანამიმდევრობით სულ შემოწმდა 412 ფურცელზე 12 339 (თორმეტი ათას სამას ოცდაცხრამეტი) ხელმოწერა; შემოწმების შედეგად გაბათილდა 113 ფურცელზე 3390 {სამი ათას სამას ოთხმოცდაათი) ხელმოწერა და დარჩა 8 949 (რვა ათას ცხრაას ორმოცდაცხრა) ხელმოწერა“.

მაშასადამე, გამოდიოდა, რომ მათ მიერ ჩვენთვის ჩათვლილ   - 15 574 (თხუთმეტი ათას ხუთას სამოცდათოთხმეტი) ხელმოწერას, ემატებოდა, „მხოლოდ“ - 8 949 (რვა ათას ცხრაას ორმოცდაცხრა) ხელმოწერა, რაც ჯამში გვაძლევს - 24 523 (ოცდაოთხი ათას ხუთას ოცდასამი) ხელმოწერას, და მათი ასეთი „ოპერაციის“ შედეგად, „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრულ 25 000 ხელმოწერას, „აკლდებოდა“ – 477 ხელმოწერა, ანუ ჩვენ აღარ გვეძლეოდა - საარჩევნო სუბიექტად ყოფნის უფლება.

18 აგვისტოდან მესამე დღეს [18-19-20] შედგენილი აქტი - 20-ის ნაცვლად, 18 აგვისტოს რიცხვით გააფორმეს, რითაც თითქოსდა გააბათილეს 18 აგვისტოს შედგენილი ზემოთხსენებული აქტი.

არნიშნულ პროცესს, ჩემს გარდა, ცესკოს წარმომადგენელი ოთხიოდ ქალბატონი ესწრებოდა, რომლებისთვისაც სამწუხაროდ ბოლომდე გაუგებარი დარჩა, ამ უკანონობაზე, ჩემი ასეთი მშვიდი რეაქცია. ცესკოს საბოლოო პასუხის გამოგზავნას ფოსტით შეგვპირდნენ.

18.00 საათისთვის ლასკარში დაბრუნებულთათვის, მისტერიულ პროცესის არსში ჩაწვდომილი ჩვენი მოლოდინი, ერთადერთი ნიშნის ასრულებასღა ელოდა - ამ დღეს, ძლიერი წვიმა უნდა მოსულიყო. და აი რატომ.

ბიბლიაში, პრინციპით: მათთვის - ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს, ვკითხულობთ - „სამ [აქ: 18-19-20 აგვისტო] დღეში თავი მოიყარეს იერუსალიმში [აქ - თბილისი], იუდასა და ბენიამინის ხალხმა [კოდია]. ეს იყო მერვე [აქ - აგვისტოს] თვის მეოცე [ე.ი. 20 აგვისტოს] დღეს. იჯდა ერი ღვთის სახლის მოედანზე [ჩვენი ოფისის ფანჯრები სწორედ მოედანს გადაჰყურებს] და კანკალებდა [აქ - მოლოდინზეა მინიშნება] ამ ამბის გამო და წვიმისაგან (9).

ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ კოდია]: დანაშაული გაქვთ ჩადენილი: უცხოელი ქალები [ცესკოში მომხდარის მისტერიული მინიშნება] გყავთ... (10).

ოღონდ ბევრია ხალხი [კოდია] და ავდარია [მართლაც ძლიერი წვიმა მოდიოდა], შეუძლებელია გარეთ დგომა. თანაც ეს [კოდია] ერთი და ორი დღის ამბავი არ არის [კოდია]... (13).

დასხდნენ [კოდია] მეათე თვის პირველ დღეს [აქ - 1 ოქტომბერზე, ანუ არჩევნების თარიღზეა მინიშნება] ამ ამბის გასარკვევად“-ო [1 ეზრა 10,9-10; 13; 16].

2012 წლის 20 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ, ზოგიერთ რეგიონში მოსულ სეტყვასთან ერთად, წინასწარი მონაცემებით, მინიმუმ რამოდენიმე მილიონის ზარალი მიაყენა, როგორც თბილისის მიმდებარე რაიონებს, ასევე კახეთის რეგიონს.

ამჟამად, ზემოთქმულით შემოვიფარგლებით. 20 აგვისტოს მომხდარისა და, საერთოდ, აგვისტოს დასაწყისიდან მოყოლებული პროცესების თაობაზე საუბარი, თუ ღმერთი ინებებს, გაზეთის მომდევნო ნომერში გვინდა განვაგრძოთ