Print

გაზ. № 37 (830)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი25 აგვისტოს

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 წლის 25 აგვისტოს სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, რეზო კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე განიხილეს:

- 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული არჩევნებში „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სავარაუდო მონაწილეობის უფლების მისაღებად „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილ მხარდამჭერთა ხელმოწერებთან დაკავშირებული საკითხები.  სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

„... მალე გაცხადდება“

სიზმარში - მაგიდასთან ვზივარ და კარნახით მომდინარე ასეთ ტექსტს ვიწერ:

„ის დრო იყო, როცა უფალი დედამიწაზე მისიონერებს გზავნიდა...

დღეს ის დროა, როცა ზეციური იერარქია, დედამიწაზე ორეულს იძენს...

ეს იყო ღვთისგან დაშვება - საქართველოში, რაც - მალე გაცხადდება“.

24 აგვისტო 2012 წ.

დინა (დიანა) ჯიქია

 

„ორი გზა“, ანუ მისტერია ნორმით სრულდება

მოდით, შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

როგორც დაინტერესებულ მკითხველს მოეხსენება, ბიბლიისეული მინიშნების - „... ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს (იერ. 23,6), ასრულებისეული ეტაპი - 2011 წლის ნოემბრის მიწურულს, ე.წ. „განახლებისეული“ მიჯნის თანხვედრილ დროში დაიწყო.

მეორეს მხრივ, კოდირებული ეტაპი - „... კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“ (მათე 23,39), თავის აცხადებას 2012 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან „შეუდგა“.

„... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელდებითი ცვლილება - 2011 წლის 23 დეკემბერს დაარეგისტრირა იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა;

 ხოლო, სავარაუდო საარჩევნო სუბიექტის სახელი: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“, 2012 წ. 18 ივლისს დაფიქსირდა, ცესკოს შესაბამისი სამსახურისადმი მიწერილი ჩვენი მიმართვის შემდეგ.

სწორედ ამ სახელდებიანი ბლანკის აღების შემდეგ შევუდექით, 2012 წ. ოქტომბრის თვეში ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობის ნებართვის მისაღებად საჭირო, მინიმუმ 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერითი სიის გამზადებას.

მეორედ მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვის, ანუ მისი უფალ იესუ ქრისტედ გაცხადების მოლოდინისეულ გზაზე, საარჩევნო პროცესებში ჩვენი ჩართვა, როგორც ითქვა, ერთგვარი „იძულებითი“ ნაბიჯი გახლავთ; რომლითაც, კიდევ ერთი მინიშნების აცხადება ხდება - „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ იყავ ახალგაზრდა სარტყელს შემოირტყავდი (კოდია) და მიდიოდი, სადაც გინდოდა (აქ მითითებაა - 1990 წ. 28 ოქტომბრის, 1991 წ. 31 მარტისა და 26 მაისის, 1992 წ. 11 ოქტომბრის და 1995 წ. 5 ნოემბრის არჩევნებში - ნებაყოფლობით მონაწილეობაზე).

  ხოლო როდესაც დაბერდები [იხ. - „... საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება. სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო (აქ - ბერული) ცხოვრება სიბერის ასაკია“ - სიბრძ. სოლ. 4,8-9] და წაგიყვანს, სადაც არ გინდა [აქ - 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები]“ (იოანე 21,18).

[საუბრის გაგრძელებამდე ვიტყვით, რომ აქ მოცემული მისამართი - „21,18“, იგავურად, 21-ის [აქ - ჩვენი საარჩევნო ნომერი] „ჟამზე“ [18 - ჟ], ანუ მისი მოქმედების დროზე უთითებს].

ბოლო ჟამის ამ მონაკვეთზე ჩვენი გზასავალი - ბიბლიაში დაფიქსირებულის (ნაუწყების) ასრულებისეული ნიშნებით უნდა გამოკვეთილიყო.

თავიდანვე ვიტყვით, რომ ერთ-ერთი სავარაუდო გზა - იონას წინასწარმეტყველებაში გადმოცემული ტექსტით იკვეთებოდა. მაცხოვარი მიგვანიშნებს - „... უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს [ აქ მინიშნებაა „ცრუწინასწარმეტყველის“ (მ. სააკაშვილის) მიერ „მხეცის“ (ედ. შევარდნაძის) „სასწაულებრივ“ ჩანაცვლებაზე - „და შეპყრობილ იქმნა მხეცი და ცრუწინასწარმეტყველიც, რომელმაც ქმნა მის წინაშე სასწაულნი...“ - გამოცხ. 19,20];

მაგრამ სასწაული [ანუ ამდაგვარივე გზით ე.წ. ჩანაცვლება] არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა“-ო (მათე 12,39).

[აქ მოცემული მისამართი: „12,39“, ასევე კოდირებულია, და - 39 ნომერში (გ. ჩიტაიას 39) მყოფი „21“-ს ამოქმედების წელზე: 20“12“ -ზე უთითებს].

აღნიშნული (და არა მარტო ამ ) ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ, აქტიურ მოქმედებაზე გადავედით.

იონას წინასწარმეტყველებაში - 40 დღიანი მონაკვეთია მოცემული - „იარა იონამ ერთი დღე ქალაქში, ქადაგებდა და ამბობდა: კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე“-ო (იონა 3,4).

ერთ-ერთი რთული ამოსაცნობი კოდი სწორედ ეს - 40 გახლდათ. როგორც მომქმედი კანონმდებლობითაა განსაზღვრული - „არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“ [იხ. „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 108,1].

გაურკვევლობას სწორედ ეს 20 დღიანი სხვაობა იწვევდა - თუ ჩვენ საარჩევნო პროცესში უნდა ჩავრთულიყავით, მაშინ მითითებული 60 დღე, წინააღმდეგობაში მოდიოდა, ბიბლიისეულ - 40 დღესთან.  

ამ მოლოდინში, სრულიად გაუაზრებელი ფაქტის მომსწრენი შევიქენით. მ. სააკაშვილმა  2012 წლის 1 აგვისტოს განკარგულებით (№ 01/08/01), არჩევნების თარიღად 1 ოქტომბერი გამოაცხადა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა მიხედვით კი, არჩევნების თარიღი მხოლოდ 24-31 ოქტომბრის შუალედში შეიძლება მოექცეს. სწორედ ამის გარკვევის მიზნით „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ2012 წ. 2 და 3 აგვისტოს, ცესკოს ორი სპეციალური განცხადებით მივმართეთ, სადაც კერძოდ ვწერდით - „...თუკი, „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად არ შეიცვლება საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, მაშინ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობის გამო იქნება - უკანონო!“ (იხ. გაზ. № 34(827), გვ. 6).

ამ განკარგულების მიზეზით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის 1-ბ და 9-10 პუნქტებით განსაზღვრულ პ/გ-ებს საარჩევნო პროცესებში სრულად ჩართვის უფლება, მხოლოდ - 25 აგვისტოს [ზედა მაქსიმალური ზღვარის] შემდეგღა თუ გვეძლეოდა.

2012 წ. 25 აგვისტოდან ათვლით, არჩევნების თარიღი - 1 ოქტომბერი, მხოლოდ 37-ე დღე გახლდათ; რაც - იონას წინასწარმეტყველებისეული ტექსტით განსაზღვრულ 40 დღეზე ნაკლები გახლდათ. ამდენად, „საჭირო“ ხდებოდა ამ „ნაკლული“ – „სამი დღის“ შევსება.

საუბრი გაგრძელებამდე, მოდით გავიხსენოთ მაცხოვრისეული მინიშნება - „ვინაიდან როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში სამი დრე და სამი ღამე, ასევე დაყოფს ძეც კაცისა ქვეყნის გულში სამ დრესა და სამ ღამეს“-ო (მათე 12,40).

სწორედ ამ „სამი დღის“ არსიდან გამომდინარე, „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების გამზადებული სია, კანონით გამსაზღვრულ 15 აგვისტოს ნაცვლად, სამი დღით ადრე, ანუ - 12 აგვისტოს შევიტანეთ.

     ვიდრე დაწყებულ საუბარს გავაგრძელებდეთ, იონას ტექსტში გადმოცემული გავიხსენოთ:

„იყო მეორედ უფლის სიტყვა იონაზე. ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში (აქ - თბილისი), და იქადაგე საქადაგებელი, რასაც გეტყვი. ადგა იონა და წავიდა ნინევეში, როგორც უბრძანა უფალმა. დიდი ქალაქი იყო ღვთის წინასე ნინევე: სამი დღის სავალი [აქაც სამ დღეზეა მინიშნება].

იარა იონამ ერთი დღე ქალაქში, ქადაგებდა [ცესკოში ზემოთხსენებული განცხადების ჩაბარების დღეს, ანუ 2 აგვისტოს, ინტერნეტ ტელევიზია „ობიექტივის“ ეთერში ერთი საათი ვუხსნიდით მაყურებელს ამ უკანონობის არსს; იმავე საღამოს ტ/კ „კავკასია“-ზე გვქონდა 10 წუთიანი ჩართვა; მანამდე არაერთ ორგანიზაციასა თუ პირს ვესაუბრეთ აღნიშნულზე და ა.შ.)...“ [იონა 3,1-4].

იქვე გვეუწყება, რომ იონას ქადაგება მეფის ყურამდეც აღწევს - „შეიტყო ეს ამბავი ნინევეს მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი, ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა. გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტის გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული. ვინძლო კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!“-ო [იონა 3,6-9].

აქ მოცემულის ასრულებას, თავისებური წინააღმდეგობა ახლდა თან, რომლის მოსაგვარებლადაც - უნდა გამოჩენილიყვნენ კონკრეტული პირები, რათა ჩვენი ეს განზრახვა „მეფისა და მისი კარისკაცების“ ყურამდე მისულიყო. და თანაც, ეს ყოველივე - 2012 წ. 3-25 აგვისტომდე უნდა მომხდარიყო.

ამ მოლოდინით გამსჭვალულს, კარგად მენიშნა 2012 წლის 6 აგვისტოს მომხდარი.

„ლასკარში“ მყოფთ: მე და მამა ელიზბარ დიაკონიძეს, ტელეფონით შეხმიანების შემდეგ, „გვესტუმრა“, ჩემთვის თითქმის 10-12 წლის „უნახავი“ - კობა გიგიაშვილი. მისი განმარტებით - იყო პიროვნება, რომელიც მზად იყო, შეთანხმების შემთხვევაში, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დადგომოდა გვერდში, რათა არჩევნებისათვის ასე თანმდევი ფინანსური პრობლემები იოლად გადაჭრილიყო.

იმაში გასარკვევად, ეს - წინასწარნაუწყების ასრულებას ეხებოდა თუ არა, კობას ვთხოვე აღნიშნული პიროვნება „ლასკარში“ მოეწვია.

მართლაც, ერთ საათში „ლასკარში“ გვეწვია ვინმე - გიორგი გოგლიძე. ჩვენ ოთხს შორის გამართულ საუბარში მას, მოკლედ ავუხსენი ბიბლიაში ნაუწყები „ბოლო ჟამის“ მიმდინარეობის ზოგადი შტრიხები, და ვუთხარი :

- ჩვენი მიზანი არა საპარლამენტო მანდატის მოპოვება, არამედ ამ პროცესში ღმერთის ნების აღსრულებაში წილის დადება გახლდათ... და რომ ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი -  საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალისა და მათი მხარდამჭერებისათვის, ბოლო ჟამის მიმდინარეობის არსის გადაცემა გახლდათ, რათა მათ, მონანიების შესაძლებლობა მისცემოდათ. ბატონი გიორგისათვის ჩემი ნათქვამი მისაღები შეიქმნა. მე მაინც, მოსაფიქრებლად დრო მივეცი.

მეორე დღეს, 7 აგვისტოს, ცესკოში პარტიების წილისყრის გამართვამდე, სატელეფონო შემოთავაზების შემდეგ, ბატონი გიორგის თხოვნით, დ. აღმაშენებლის 124-ში განთავსებულ ოფისში შევხვდი - გიორგი გოგლიძეს, მზია და ნინო თოდუებს, კობა გიგიაშვილს და სხვებს. მათაც, მოკლედ ავუხსენი ბიბლიიეული მინიშნებების არსი, და კვლავ, მოსაფიქრებელი დროის გამოყენება შევთავაზე. იმ დღეს გამართული წილისყრით - 21-ე ნომერი გვერგო.

2012 წ. 10 აგვისტოს, „ლასკარში“ მოსულ გიორგი გოგლიძესა და მზია თოდუასთან გამართულ საუბარში გაირკვა, რომ მეორე დღეს, გარკვეულ პირებთან გასამართ შეხვედრაზე მე და გიორგი მივიღებდით მონაწილეობას.  

11 აგვისტოს, სამი საათისთვის „ლასკარში“ მოსულ ბატონ გიორგისთან ერთად, ამ შეხვედრის ადგილისაკენ გავემგზავრეთ. გზაში გაირკვა, რომ შეხვედრის ადგილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გახლდათ. მოულოდნელი ინფორმაციით გაოცებულს, დამგზავრებული ვინმე - ვერიკო (ფისო) თარგამაძისაგან, დამატებით, ისიც შევიტყვე, რომ - პარლამენტარ ვახტანგ ბალავაძეს უნდა შევხვედროდით.

ოცწუთიანი ლოდინის სემდეგ, ვახტანგ ბალავაძსთან ორმოცწუთიან საუბარში, მას, შეძლებისდაგვარად დეტალურად ავუხსენი არსებული ბიბლიისეული მინიშნებები , და ვუთხარი - ჩვენ [მე] თქვენი - ოპოზიცია ვართ და არა მტრები... და რომ, ბიბლიის მიხედვით, წინ ორი გზა იკვეთებოდა - თუ ჩვენ არ ჩავერთვებოდით საარჩევნო პროცესებში, მაშინ ქვეყანას დიდი არეულობა ელოდა; ჩვენი ჩართვის შემთხვევაში კი [ბუნებრივია იონას მინიშნება არ მიხსენებია], მოვლენების შედარებით მშვიდი განვითარება იყო მოსალოდნელი. თუმცა, ორივე სავარაუდო გზა, უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად მოსვლით დამთავრდება-მეთქი...

ამიტომ, მას ვთხოვე - ჩვენ, ხვალ [12 აგვისტოს] ვაპირებთ მხარდამჭერთა სიების ცესკოში წარდგენას, და ყველაფრის მშვიდობიანად წარმართვის შემთხვევაში, თქვენგან ველით ხელშეწყობას საეთერო დროის გამოყოფის თვალსაზრისით, რათა ჩვენი სათქმელი ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

მოსმენილით გაოცებული ბატონი ვახტანგი, პასუხის გაცემას უახლოეს დროში დაგვპირდა.

12 აგვისტოს, ცესკოში სიების ჩაბარების შემდგომად გამართული შეხვედრისას, გიორგი გოგლიძისაგან შევიტყვე, რომ ბატონ ვახტანგთან ჩვენი მორიგი შეხვედრა ორშაბათს, 13 აგვისტოს იყო დაგეგმილი. თუმცა, ამ დღეს იგი, მოულოდნელად ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა. სავარაუდო შეხვედრა ვერც 15 აგვისტოს მოხერხდა.

ბატონი გიორგი გოგლიძისთვის ხელთ არსებული ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტად ჩვენს დარეგისტრირებას, თითქისდა, ხელი არ უნდა შეშლოდა. ამ ინფორმაციის სიმცდარე 16 და 18 აგვისტოს, ცესკოში განვითარებული პროცესებით გამჟღავნდა [იხ. გაზ. №36(829), გვ. 1-8].

თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი გიორგი გოგლიძე [რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მ. სააკაშვილის ოჯახის ახლობელი - მისი ბებიის ნათლული ყოფილა], მთელი გულითა და ღვთისმოშიშისეული სისპეტაკით მიუდგა აღნიშნული პრობლემის მოგვარების საკითხს.

20 აგვისტოს, ცესკოდან მიღებული პასუხის შემდეგ, მისი და ქ-ნი ვერიკო (ფისო) თარგამაძის ინიციატივით, მორიგი შეხვედრა დაიგეგმა.

იმის გამო, რომ უკვე ენერგეტიკის მინისტრი ვახტანგ ბალავაძე, თბილისში არ იმყოფებოდა, 21 აგვისტოს საღამოს რვა საათზე, მათსავე შტაბ-ბინაში, შევხვდით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის თანაშემწეს - გიორგი ხახელიძეს.

სარეგისტრაციო პრობლემის მოგვარებისათვის, იგი შეგვპირდა მიხეილ მაჭავარიანისათვის ამ საკითხის იმ დღესვე გადაცემას.

22 აგვისტოს, დილით, გიორგი გოგლიძეს ჩემთვის გადმოსაცემად უთხრეს, რომ გიორგი ხახელიძის ინფორმაციით, მიხეილ მაჭავარიანი, ჩვენს საკითხზე, უკვე ელაპარაკა ხათუნა გოგორიშვილს, რომელთანაც შესახვედრად მათ ოფისში უნდა მივსულიყავი.

გზაში, ბატონმა გიორგიმ ტელეფონით ისიც მაცნობა, რომ თურმე ამ საკითხზე ვახტანგ ბალავაძესაც უსაუბრია ქ-ნ ხათუნასთან.

რაოდენ დიდი იყო ჩვენი გაოცება, როდესაც „ნაცების“ ცენტრალურ ოფისში მისულმა, ქ-ნი ხათუნას თანაშემწის, ვინმე - ქ-ნი ეკას პირით შევიტყვე, რომ თურმე ხათუნა გოგორიშვილისთვის არავის არაფერი უთხოვია. ეს ამბავი, ჩემი თხოვნით, ჩემს თვალწინ გამართულ სატელეფონო საუბარში ქ-ნ ეკას უთხრა ქ-მა ხათუნამ, თანაც დასძინა - შეხვედრაზე ვარ და დღეს ოფისში არ მოვალო.

 ამდენი ტყუილის მოსმენით გაოგნებული, უკან გამოვბრუნდი.

22 აგვისტოს, ვახტანგ ბალავაძისაგან გადმოცემულის მიხედვით, უნდა მივსულიყავით - ცესკოს თავმჯდომარის თანაშემწე, ვინმე ქ-ნ თამართან. ცესკოში მისვლისას, ჩემი და გიორგი გოგლიძისათვის ნათელი შეიქნა, რომ სიცრუეზე აგებული ვერც ეს გზა მოიტანდა სასურველ შედეგს.

ჩვენთვის წამოყენებული ყოვლად უსუსური „არგუმენტის“ გასაბათილებლად („17.08.12 წ,“ და „17.08.2012 წ.“-ის გამო), ბატონმა გიორგიმ გადაწყვიტა დახმარებისათვის დეპუტატ მერაბ სამადაშვილისათვის მიემართა. 22 აგვისტოს საღამოს, ნაძალადევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი მერაბ სამადაშვილი, მასთან ოფისში მისულ ბატონ გიორგის, ხათუნა გოგორიშვილთან შუამდგომლობას შეპირდა.

23 აგვისტოს დილით, ვერიკო (ფისო) თარგამაძის ინფორმაციით, იგი მიხეილ მაჭავარიანს შეხვედრია, რომელსაც მისთვის, როგორც მ. სააკაშვილის ერთგული მხარდამჭერისათვის, უკითხავს - იღებდა თუ არა იგი თავის თავზე პასუხისმგებლობას, ჩვენი პოლიტიკური ძალის მომავალ საქმიანობაზე. ქ-მა ვერიკომ (ფისომ), ასეთი პასუხისმგებლობის აღებაზე უარი განუცხადა. მათი შეხვედრაც ამით დამთავრებულა...

აგვისტო, ქართული ეკლესიის მიერ მიღებული, ახალი წლის სექტემბრიდან ათვლით - მეთორმეტე თვეა. ამ თვის 23-ში მოსახდენზე კი ბიბლიაში ვკითხულობთ - „... სპარსელ მეფეთა ნებით სრულ იქმნა წმიდა სახლი ადარის (აქ - აგვისტოს) თვის ოცდამესამე დღეს...“-ო (2 ეზრა 7,5).

ასე, რომ ჩვენს მომავალ „თანამშრომლობას“ 23 აგვისტოს - წერტილი დაესვა.

მიუხედავად ამისა, 24 აგვისტოს, საღამოს ხუთ საათზე მე და გიორგი გოგლიძე, შევხვდით მერაბ სამადაშვილს. მოგვიანებით, სატელეფონო საუბარში, მისგან შევიტყვეთ, რომ თურმე ქ-ნი ხათუნა მის სატელეფონო ზარს არ პასუხობდა, და გვითხრა მეორე დღეს დავკავშირებოდით.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად - 25 აგვისტო, ჩვენს თავს „დატეხილი“ უსამართლობის მოგვარების გზაზე, უკანასკნელი დღე გახლდათ. იმავე დღის 12.00 სთ-ზე გამართულ სატელეფონო საუბარში საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ბ-ნი მერაბის დახმარებით, ჩვენს წინ აღმართული კედლის დაძლევა შეუძლებელი ხდებოდა. აკი, ბიბლიაც ამას გვაუწყებს - „ელულის (აქ - აგვისტოს) თვის ოცდამეხუთე დღეს დასრულდა კედელი...“-ო [ნეემია 6,15].

ბ-ნ გიორგი გოგლიძეს მადლობა გადავუხადე, მთელი ამ დროის მანძილზე, მისი მხრიდან გამოჩენილი თანადგომისათვის, და - დავემშვიდობე...

26 აგვისტოს, ცესკოში ჩვენი მორიგი განცხადების შეტანისას, ცესკოდან გამომავალმა მერაბ სამადაშვილმა, კიდევ ერთხელ დამიფიქსირა მისი „გულისწუხილი“ – „ქ-ნი ხათუნა ჩემს ზარს არ პასუხობს, ალბათ იცის საქმე ამ ვადებს (აქ - 25 აგვისტოს) რომ ეხება და იმიტომო“.

ცხადი იყო, რომ ბ-ნი მერაბი იტყუებოდა - ქ-ნი ხათუნა, მასთან გამართული საუბრის გარეშე, როგორ უნდა მიმხვდარიყო, თუ რა საკითხზე ურეკავდა მას ბ-ნი მერაბი?. ამიტომაც, შევთავაზე: მოდით დღეს დაურეკეთ და ვნახოთ რა გამოვა მეთქი. შემპირდა, მაგრამ შემდეგ, მთელი დღის მანძილზე, ჩევნს არცერთ სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

მაშასადამე, ირკვეოდა რომ - ან, მერაბს ხათუნასთვის საერთოდ არ დაურეკავს; ანდა მან, ხათუნასაგან „დახმარებაზე“ უარი მიიღო. ნებისმიერ შემთხვევაში მერაბი, ჩვენ, არასწორ ინფორმაციას გვაწვდიდა.

აი, ამდაგვარად დასრულდა ჩვენი მცდელობა - „მეფისა და მის კარისკაცებამდე“ (იონა 3,7) მიგვეტანა ჩვენი სათქმელი.

ცესკოს თავმჯდომარის მიერ 20 აგვისტოს მიღებული, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ 24 აგვისტოს მოსული №51/2012 განკარგულების ძალით [„ი(10) + ე(5) + ს(20) + ო(16)“ = 51], ამ საკითხის გასაჩივრების ვადა - 22 აგვისტოს იწურებოდა. ამ განკარგულების ტექსტი ასეთია:

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

განკარგულება №51/2012

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის

პარტიისა და მისი წარმომადგენლისათვის საარჩევნო

რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ

 

ქ. თბილისი 2012 წლის 20 აგვისტო

პოლიტიკური გაერთიანების „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე” მიერ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, ცესკოში კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიები, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 38-ე მუხლით დადგენილი წესით შემოწმების შედეგად გაბათილდა და არ აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 38-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას,

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 78-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ვადგენ:

მუხლი 1. უარი ეთქვას საარჩევნო რეგისტრაციაზე, საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის, პოლიტიკურ გაერთიანებას „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე” და მის წარმომადგენელს ნათელა მელქაძეს.

მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე

ზურაბ  ხარატიშვილი

2012 წლის 22 აგვისტოდან ათვლით, არჩევნების თარიღი 1 ოქტომერი, ზუსტად მე-40 დღე გახლავთ.

თუმცა, როგორც ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, ჩვენს თავდაუზოგავ მცდელობას - „ნინეველთა მონანიების“ გზით წარგვემარტა პროცესები, სამწუხაროდ, შედეგი არ მოყოლია.

„ნინეველთა მონანიების“ გზა, ერთ-ერთი საბოლოო შანსია, როგორც დღეს მომქმედი ხელისუფლებისა და მასთან მოპაექრე თუ მოღუღუნე ოპოზიციისა, ასევე - ქვეყნისათვის, რომ მათ, მეტ-ნაკლებად გაეაზრებინათ ჩანადენი და საკუთარი სულის გადარჩენაზე ეზრუნათ.

სამწუხაროდ, მავანთა წინააღმდეგობა, ჩვენთვის - გადაულახავ ბარიერად იქცა...

თუ ღმერთი ინებებს, გაზეთის მომდევნო ნომერში, უკვე იმ სავარაუდო გზის თაობაზე ვისაუბრებთ, რომელიც ჩვენს წინაა გადაშლილი.