Print

გაზ. № 39 (832)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი 8სექტემბრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 8 სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე განიხილეს:

- ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია ცესკოსა და პროკურატურისადმი გაგზავნილი წერილების თაობაზე, რომლებშიც ასახულია 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების არაკანონიერების თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები.

ლასკარის წევრებმა ერთხმად მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

სიზმარში - მაგიდასთან ვზივარ და კარნახით მომდინარე ასეთ ტექსტს ვიწერ:

„მოდის ახალი დროება... თაყვანისცემა - დიდება უფალს!..

ეჰე, ქართველნო - რად სდუმხართ?! უფლის გზა გიხმობთ - სადიდებლად უფლისა! თაყვანისცემა - დიდება უფალს!..“

2012 წ. 7 სექტემბერი

დინა (დიანა) ჯიქია

 

 

 „ორი გზა“, ანუ მისტერია ნორმით სრულდება

დასაწყისი გაზ. №38(831)

 

კოდირებული „ლომის“ მისტერია

ბოლო  ჟამად სახელდებული დროის მიწურულს ასაცხადებელი ერთ-ერთი მინიშნების თაობაზე, როგორც ითქვა, მაცხოვარი ასე გვაუწყებს - „...გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!“-ო (მათე 23,39).

როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკური კუთხით წარმოებული ჩვენი საქმიანობის მთავარი არსი და მიზანი, სწორედ ზემოთქმულის მისტერიული აცხადების პროცესში, ღმერთის ნებითა და ხელშეწყობით, მონაწილეობის მიღებაა.

გაზეთის წინა ნომრებიდან უკვე ვიცით, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სააჩევნო კოდექსის“ თანახმად, იმ პ/გ-ს, რომელთაც პარლამენტში არ ჰყავთ წარმომადგენელი, საარჩევნო პროცესში ჩართვისათვის განცხადების დაწერის ვადა, საარჩევნო წლის: 1 იანვრიდან - 1 აგვისტომდე აქვთ გამოყოფილი.

შექმნილი ობიექტური რეალობიდან გამომდინარე (წინა სამზადისს ვგულისხმობთ), ხსენებული განცხადება ცესკოს 2012 წ. 18 ივლისს ჩავაბარეთ; სადაც, ოფიციალურად პირველად დაფიქსირდა, ბიბლიურ მინიშნებათა მიხედვით განსაზღვრული, ჩვენი სახელდება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“.

როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევით, ანუ უკანონო საარჩევნო თარიღად - 1 ოქტომბრის გამოცხადებისა გამო, საარჩევნო პროცესებში ჩვენი აქტიურად ჩართვა, დაგეგმილი 25 აგვისტოს შემდგომი დროის ნაცვლად, გაცილებით ადრე - 2012 წ. 2 აგვისტოს მოხდა.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ - საარჩევნო პროცესების აქტიური ფაზა, დღეს მოქმედი „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, არ შეიძლება დაიწყოს, საარჩევნო წლის 25 ოქტომბრამდე; ანუ „კოდექსით“, საარჩევნო თარიღის 60 დღით ადრე გამოცხადების ქვედა მიჯნა - 25 აგვისტოა.

ამდენად, საარჩევნო თარიღად 1 ოქტომბრის დღის, კანონდარღვევით გამოცხადებამ, იძულებულნი გაგვხადა საარჩევნო პროცესებში 25 აგვისტოს შემდგომად, ანუ - ქალწულის ზოდიაქოში ჩართვის ნაცვლად, ჩვენი პირველი ღია განაცხადი - 2 აგვისტოს, ანუ - ლომის ზოდიაქოში გაგვეკეთებინა [იხ. გაზეთის წინა ნომრები].

ზემოთქმულის გახსენება კი, აი რატომ დაგვჭირდა.

ბოლო ჟამის ნიშნებს შორის, თავისებურად გამორჩეული ადგილი უკავია, მ. სააკაშვილის „მარტოდ“ დარჩენის თემატიკას. ბიბლიაში გვეუწყება:

„ვიხილე ამის შემდეგ და, აჰა [2005 წ. 3 თებერვალი], შუა თავი [ზ. ჟვანია], ფრთების მსგავსად, უეცრად გაუჩინარდა. დარჩა ორი თავი [მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე], რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე [აქ - საქართველო] და მის მკვიდრებზე. ვიხილე: აჰა [2008 წ. აპრილ-ივნისი] შთანთქა მარჯვენა თავმა [მ. სააკაშვილი] მარცხენა თავი [ნ. ბურჯანაძე]“ (3 ეზრა 11,33-35).

და აი, აღნიშნულის შემდეგ, იქვე ვკითხულობთ - „გავიგონე ხმა, რომელიც მეუბნებოდა: გაიხედე შენ წინ და გაიაზრე, რასაც ხედავ. ვიხილე: რაღაც ლომის მსგავსი ბრდღვინვით გამოვარდა ტყიდან; ვიხილე, რომ ადამიანის ხმით მიმართა არწივს, უთხრა: ისმინე, რასაც გეტყვი, რასაც გეუბნება უზენაესი“-ო (3 ეზრა 11,36-37).

აქ მოცემული კოდირებული „ლომი“, რომელიც „ადამიანის ხმით“ აკეთებს „მიმართვას“, ჩვენის აზრით, ლომის ზოდიაქოში დასაწყებ პროცესებზე უნდა გვანიშნებდეს.

ჩვენი პ/გ-ს სახელდების მეორე ნაწილის - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს თაობაზე, როგორც ვიცით, ბიბლია ასე იუწყება - „აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს; მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა; გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში... ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერ. 23,5-6).

ზემოხსენებული „ადამიანის ხმით“ მოლაპარაკე „ლომის“ თაობაზე, ბიბლიაშივე მოცემულ  განმარტებაში გვეუწყება - „ლომი რომ იხილე ტყიდან ბრდღვინვით გამოვარდნილი, არწივს რომ ელაპარაკებოდა და ამხილებდა მას უსამართლობაში და სიტყვებისათვის, რაც მოისმინე, ეს არის ცხებული, რომელიც შემოინახა უზენაესმა ჟამის დასასრულისთვის, რომელიც აღდგება დავითის მოდგმაში და მოვა რომ ელაპარაკოს მათ. ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს. ცოცხალთ დააყენებს მათ სამსჯავროში და, როცა ამხელს, გაანადგურებს მათ.

მოწყალებით დაიხსნის ჩემი ხალხის ნატამალს, ვინც ჩემს საზღვრებში გადარჩება და გაახარებს მათ, როცა მოვა დასასრული, განკითხვის დღე, რაზედაც თავდაპირველად გელაპარაკებოდი. ასეთია სიზმარი, რომელიც იხილე და მისი განმარტებანი“ (3 ეზრა 12,31-35).

მაშასადამე, ამ ორი მონაკვეთის შედარებით, აშკარად მიგვენიშნება, რომ - „...აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს... ეს იქნება მისი სახელი: უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერ. 23,5-6), სწორედ ის „ლომია“ – „რომელიც აღდგება დავითის მოდგმაში და მოვა რომ ელაპარაკოს მათ“ (3 ეზრა 12,32), იმ იარაღით შეიარაღებულმა, რასაც - „უფალია ჩვენი სიმართლე“ ჰქვია, ანუ - „...ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს“ (3 ეზრა 12,32).

ბიბლიური მინიშნების აცხადებად გვესახება, ლომის ზოდიაქოში, ანუ 2 და 3 აგვისტოს, ჩვენი პ/გ -ს მიერ ცესკოში მიწერილი ორი განცხადების შინაარსი, რომლებშიც 2012 წ. 1 ოქტომბრის თარიღის უკანონობის დასაბუთებაა მოცემული (იხ. გაზეთის წინა ნომრები). სწორედ ამაზე უნდა გვითითებდეს ბიბლია - „ლომი... ელაპარაკებოდა და ამხილებდა მას უსამართლობაში“ (3 ეზრა 12, 31).

აღნიშნულის გაგრძელებად გვესახება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს (ანუ იგავურად - „ლომის“) მიერ ცესკოსადმი, 2012 წ. 26 აგვისტოს გაკეთებული  განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

 

 

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

 

 

ბატონო ზურაბ!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“  113-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახად - „პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის სია...“,

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38-ე მუხლის შესაბამისად - „მუხლი 38. მხარდამჭერთა სიების შემოწმება: 1. პარტიისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ცესკო... 5. პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში...“.

ამდენად, კანონით, ასეთი პ/გ-ბების მიერ არა უგვიანეს 15 აგვისტომდე წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისათვის განკუთვნილი 10 დღიანი ვადა, არაუგვიანეს 25 აგვისტომდე დროის მონაკვეთს მოიცავს.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ამ, და სხვა მოთხოვნათა შესაბამისად, რადგანაც, საქართველოში, საპარლამენტო - „...არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 108,2], ამ თარიღის გამოცხადების ქვედა მიჯნა სწორედ ზემოთ მოცემული - 25 აგვისტო გახლდათ.

ბატონო ზურაბ!

2012 წლის 2 და 3 აგვისტოს ჩვენს მიერ ცესკოში წარმოდგენილ განცხადებაში უკვე მოგახსენეთ, რომ:

„... 2012 წლის 1 აგვისტოს გამოცხადებული საპარლამენტო არჩევნების - 1 ოქტომბერს დანიშვნა, „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა სრული დარღვევით განხორციელებული ქმედებაა.

შექმნილი იურიდიული გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენის აზრით ერთადერთი გამოსავალი არსებობს:

 - ცსკ-მ თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე მოუწოდოს საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან შეცვალოს საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, და „საარჩევნო კიდექსის“ მოთხოვნაზე დაყრდნობით დანიშნოს იგი, ზემოთ გაჟღერებული 25 აგვისტოს მომდევნო დღიდან ათვლით ნებისმიერ მისთვის სასურველ იურიდიულად გამართულ დროს...“.

დიახ - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების 1  ოქტომბერს დანიშვნის ფაქტი, წინააღმდეგობაში მოდის „საარჩევნო კოდქსის“ მოთხოვნებთან, რომლის თანახმადაც არჩევნები არ შეიძლება დაინიშნოს 2012 წლის 24 ოქტომბრამდე...

„საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით 113-ე მუხლის: 1-ბ, და მე-9 პუნქტებით გამოკვეთილი პ/გ საარჩევნო სუბიექტებად რეგისტრაცია არ შეიძლება მოხდეს 2012 წლის 3 აგვისტოს შემდგომ დროში.

ამით, ასეთ პ/გ აღარ ეძლევათ კანონიერი გზით საარჩევნო პროცესში ჩართვის საშუალება, ანუ ისინი ხელოვნურად რჩებიან არჩევნების პროცესს მიღმა.

აქედან გამომდინარე თუკი, „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად არ შეიცვლება საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, მაშინ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობის გამო იქნება - უკანონო!“.

ბატონო ზურაბ!

ჩვენგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო, სამწუხაროდ - საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი არ შეიცვალა, რამაც ცხადი გახადა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები გახლავთ - უკანონო!

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კანონსაწინააღმდეგო თარიღში დანიშვნამ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჯაჭვს დაუდო სათავე.

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია უნდა დამთავრდეს - „...არაუგვიანესარჩევნებისდღემდე 59-დღისა“;

შესაბამისად,

რადგანაც, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ასეთ პ/გ-თა რეგისტრაცია/ არრეგისტრაციის საკითხის განხილვის ზედა ზღვარი გახლავთ:  არა უგვიანეს - 2012 წლის 3 აგვისტო, ამ თარიღის შემდგომად ცესკოს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია/არრეგისტრაციის თაობაზე მიღებული ნებისმიერი სამართლებრივი აქტი, გახლვთ - კანონსაწინააღმდეგო [ანუ უკანონო].

 

ბატონო ზურაბ!

ჩვენი პ/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიმართ თქვენს მიერ 2012 წლის 20 აგვისტოს მიღებულ №51/2012 განკარგულებაში, თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულია - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტი [იხ. დანართი], რომელიც გვაუწყებს - „... ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს“.

აქ მითითებული - „...არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა“, კი გავიდა 2012 წლის 3 აგვისტოს.

შესაბამისად, თქვენს მიერ 2012 წლის 3 აგვისტოს შემდგომად, კერძოდ -  2012 წლის 20 აგვისტოს მიღებული № 51/2012 განკარგულება,  წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნებთან, ანუ არის - უკანონო!;

ხოლო თქვენი - ქმედება, არის უფლებამოსილების გადამეტებით ჩადენილი აქტი, ანუ - უკანონო.

 

ბატონო ზურაბ!

ამდაგვარი გზით, ანუ 2012 წლის 3 აგვისტოს შემდეგ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია/არრეგისტრაციის თაობაზე, თქვენს მიერ მიღებულია 21-ი განკარგულება [იხ. ცესკოს ელექტრონულ გვერდზე განთავსებული - „თავმჯდომარის განკარგულებები“], ამათგან:

- თერთმეტი განკარგულება ეხება: საქართველოსპარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრისარჩევნებისათვის, პარტიისადამისიწარმომადგენლისათვისსაარჩევნორეგისტრაციაზეუარისთქმისსაკითხს, ესენია:

განკარგულება №27/2012; . თბილისი 2012 წლის 9 აგვისტო, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სახალხო ფრონტი” ;

განკარგულება №35/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო, პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”;

განკარგულება №36/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო, პოლიტიკური პარტია „მთლიანი საქართველო”;

განკარგულება №37/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო,პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული)პარტია”;

განკარგულება №38/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა დასიღარიბის დაძლევის პარტია”,

განკარგულება №39/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი”;

განკარგულება №40/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული განახლება - ჩვენი საქართველოგაბრწყინდება” (ჩვენები);

განკარგულება №47/2012; . თბილისი 2012 წლის 20 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „განახლებული საქართველოსთვის”;

განკარგულება №48/2012, . თბილისი 2012 წლის 20 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „დედა სამშობლო”;

განკარგულება №49/2012; . თბილისი 2012 წლის 20 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „მამული”;

განკარგულება №51/2012; . თბილისი 2012 წლის 20 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე”;

ხოლო

- ათი განკარგულება ეხება: საქართველოსპარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრისარჩევნებისათვის, პარტიისადამისიწარმომადგენლისათვისსაარჩევნორეგისტრაციაზეთანხმობის მიცემისსაკითხს, ესენია:

განკარგულება №24/2012; . თბილისი 2012 წლის 8 აგვისტო, პოლიტიკური მოძრაობათავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა”;

განკარგულება №25/2012; . თბილისი 2012 წლის 8 აგვისტო, პოლიტიკური პარტია ჩვენი ქვეყანა”;

განკარგულება №26/2012; . თბილისი 2012 წლის 8 აგვისტო, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”;

განკარგულება №28/2012; . თბილისი 2012 წლის 11 აგვისტო, პარტია მომავალი საქართველო”;

განკარგულება №30/2012; . თბილისი 2012 წლის 13 აგვისტო,  საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”;

განკარგულება №33/2012; . თბილისი 2012 წლის 14 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება ხალხის პარტია”;

განკარგულება №43/2012; . თბილისი 2012 წლის 17 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანებასაქართველოს მშრომელთა საბჭო”;

განკარგულება №44/2012; . თბილისი 2012 წლის 17 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება სახალხო პარტია”;

განკარგულება №45/2012; . თბილისი 2012 წლის 18 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანებათეთრები”;

განკარგულება №46/2012; . თბილისი 2012 წლის 19 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანებამამულიშვილთა ორდენისამშობლო”; 

2012 წლის 3 აგვისტოს შემდგომად მიღებული აღნიშნული 21-ივე განკარგულება - წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნებთან, ანუ არის - უკანონო!;

 

ბატონო ზურაბ!

ცესკოს მიერ 2012 წლის 5 აგვისტოს მიღებული საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის თანახმად, არჩევნებამდე არა უგვიანეს37-ე დღისა, ანუ 25 აგვისტოს:

- „1. მთავრდება საარჩევნო ბლოკების საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა (114-ემუხლის მე-7 პუნქტი) (ბოლოვადა);

2. საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პარტიების მხარდამჭერთა სიას (მისიწარდგენიდან 10 დღეში) ამოწმებს ცესკოს შესაბამისი სამსახური საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით (113-ე მუხლის მე-9პუნქტი)...“.

ცესკოს შესაბამის ელექტრონულ გვერდზე გამოქვეყნებულ დარეგისტრიებულ საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალში ფიგურირებს, 2012 წლის 3 აგვისტოს შემდეგ, კანონდარღვევით დარეგისტრირებული ზემოთხსენებული პოლიტიკური გაერთიანებებიც.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების უკანონო თარიღიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული, ზემოთხენებული ათივე პ/გ-ის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გამო, ამ პ/გ-თა არჩევნებში მონაწილეობა არის - უკანონო!

 

ბატონო ზურაბ!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე პ/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ უფლებამოსილია განაცხადოს, რომ:

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები, კანონსაწინააღმდეგოდ განსაზღვრული არჩევნების თარიღისა გამო, გახლავთ - უკანონო;

2. ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია უნდა დამთავრდეს - „...არაუგვიანესარჩევნებისდღემდე 59-დღისა“;

შესაბამისად,

რადგანაც, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ასეთ პ/გ-თა რეგისტრაცია/ არრეგისტრაციის საკითხის განხილვის ზედა ზღვარი გახლავთ:  არა უგვიანეს - 2012 წლის 3 აგვისტო, ამ თარიღის შემდგომად ცესკოს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია/არრეგისტრაციის თაობაზე მიღებული, ზემოთმითითებული  21-ივე განკარგულება გახლვთ - უკანონო;

3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების უკანონო თარიღიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული, ზემოთხენებულ პ/გ-ის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გამო, 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებში 25 აგვისტოს მდგომარეობით დარეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებიდან ცხრა მათგანის, კერძოდ საარჩევნო ნომრით:

№ 2 პოლიტიკური გაერთიანებამამულიშვილთა ორდენისამშობლო”;

№ 9 მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”;

№ 19 პოლიტიკური მოძრაობათავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა”;

№ 20 პოლიტიკური პარტია ჩვენი ქვეყანა”;

№26 პოლიტიკური გაერთიანება სახალხო პარტია”;

№ 31 პოლიტიკური გაერთიანებათეთრები”;

№ 35 პარტია მომავალი საქართველო”;

№ 36 პოლიტიკური გაერთიანებასაქართველოს მშრომელთა საბჭო”;

№ 40საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”;

მონაწილეობა, არის - უკანონო!

4. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვიდრე 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაბამისობაში არ მოვა დღეს მომქმედი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნებთან, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები, მთლიანობაში იქნება - უკანონო,

ხოლო

ამ დღეს დაფიქსირებული ნებისმიერი შედეგი, დღეს მომქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ იქნება საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი, ხოლო ამ გზით არჩეული ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი - იქნება არალეგიტიმური, უკანონო სახელისუფლებო სტრუქტურა.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით:

 

 

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ხელმძღვანელი,

„სამართლიანობისაღდგენის კავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე“-ს

ლასკარისთავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი

 

ღმერთის ნებითა და შეწევნით, „ჟამის დასასრულისათვის“ (3 ეზრა 12,32) გასაკეთებელ სხვა ქმედებათა თაობაზე, უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ.