Print

გაზ. № 40 (833)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი15 სექტემბრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 წლის 15სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე განიხილეს:

- ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია  1991 - 1992 წ.წ. მოვლენებში მონაწილე  პოლიტიკურ ძალთა და ცალკეულ პირთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით პროკურატურისადმი გაგზავნილი წერილის თაობაზე.

ლასკარის წევრებმა ერთხმად მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

„ამ თავმა დიდად დააშინა დედამიწა“-ს

კოდირებული არსის საკითხისათვის

 

წინასწარმჭვრეტი - უზენაესი ძალის ნებით, ბიბლიაში დეტალურადაა დაფიქსირებული ყველაფერი ის, რომელთა აცხადებითაც, ბოლო ჟამად სახელდებული დროის დადგომა გვეუწყება.

რუსეთის იმპერიის ბოლო ორი სახელცვლილი სახელმწიფო წარმონაქმნის თაობაზე, გამოცხადებაში - „ზღვიდან ამომავალი ათრქიანი“ [გამოცხ. 13,1] და „მიწიდან ამომავალი“, ანუ - „ორ რქიანი“ [იხ. გამოცხ. 13,11] მხეცის იგავით ნაუწყები, მესამე ეზრას ტექსტში უკვე შეჯამებული სახითაა მოცემული - „გამეფდება მასში თორმეტი მეფე [ვლ. ლენინიდან - ვლ. პუტინამდე] ერთი მეორეს მიყოლებით. მეორე მეფე [ი. სტალინი] დაიწყებს მეფობას და ამ თორმეტში ყველაზე მეტხანს ეპყრება ძალაუფლება. ეს არის განმარტება თორმეტი ფრთისა, რომლებიც იხილე“-ო (3 ეზრა 12,14-16).

აღნიშნული ფრთების თაობაზე, იქვე დაფიქსირებულ ხილვაში ვკითხულობთ - „ვიხილე სიზმარი: აჰა, ამოდის ზღვიდან არწივი, თორმეტფრთიანი, სამთავიანი“-ო (3 ეზრა 11,1).

როგორც არაერთგზის გვითქვამს, აქ მოცემული - „არწივი“, რუსეთის იმპერიის სახეა, მისი თორმეტი ფრთით კი, ვლ. ლენინიდან ათვლით ვლ. პუტინამდე, რუსეთის იმპერიის პირველ პირთა ერთობაა მოცემული.

ხელისუფლების სათავეში მყოფი თითოეული ეს „ფრთათაგანი“, ჯერ - საბჭოთა იმპერიის, ანუ კომუნისტური რეჟიმის დროს სცემდა შიშის ზარს მთელ მსოფლიოს, ხოლო მცირე ჩავარდნის შემდეგ, უკვე „დსთ“-ს მთავარი შემადგენელის, რუსეთის ფედერაციის სახით აგრძელებს „შიშზე“ დამყარებული იდეოლოგიის განმტკიცებას - „და მოქმედებს [„დსთ“, ანუ რუსეთის ფედერაცია] მის [კოდია] წინაშე პირველი მხეცის [საბჭოთა კავშირის] მთელი ხელმწიფებით და აიძულებს მთელს დედამიწას და მის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს [აქ - სსრკ-ს ბირთვული პოტენციალის სამართალმემკვიდრე - რუსეთს] ვისი სასიკვდილო [საბჭოთა იმპერიის დაშლით მიყენებული] წყლულებაც განიკურნა“ (გამოცხ. 13,12).    

უკვე ხსენებულ - „სამ თავზე“ კი, ბიბლია ასე გვაუწყებს - „ხოლო თავები უკანასკნელი ჟამისათვის იყო შემონახული“-ო [3 ეზრა 11,9].

როგორც ვიცით, ამ „სამი თავთ“, 2003 წლის მიწურულს ე.წ. ვარდების რევოლუციის შედეგად, საქართველოს სახელმწიფოს მმართველებად მოვლენილ - მ. სააკაშვილზე, ზ. ჟვანისა და ნ. ბურჯანაძეზე მიგვენიშნება. იქვე, მათი „ისტორიაცაა“ მოცემული - „ვიხილე ამის [აქ - 2003 წ.] შემდეგ და, აჰა, შუა თავი [ზ. ჟვანია], ფრთების მსგავსად, უეცრად [2005 წ. 3 თებერვალს] გაუჩინარდა. დარჩა ორი თავი [მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე], რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე [აქ - საქართველოში] და მის მკვიდრებზე. ვიხილე: აჰა [აქ - 2008 წ. აპრილ-ივნისი], შთანთქა მარჯვენა თავმა [მ. სააკაშვილმა] მარცხენა თავი [ნ. ბურჯანაზე]“ (3 ეზრა 11,33-25).

ამ „სამეულის“ საქმიანობა, ბიბლიაში უკვე ხსენებულ - იმპერიული ცნობიერების მქონებელი „ფრთების“ „მოღვაწეობასთანაა“ შედარებული - „... უკანასკნელ ხანებში აღაზევებს {2003 წლიდან] უზენაესი სამ მეფეს და ბევრს შეყრის მათ სამეფოში და გაბატონდებიან დედამიწაზე [აქ - საქართველოში] და მის მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი, ამის გამო ეწოდათ მათ არწივის ფრთები“-ო (3 ეზრა 12,23-24).

ანტიქრისტეს [ედ. შევარდნაძის] „შემცვლელი“ ცრუწინასწარმეტყველის [მ. სააკაშვილის], ანუ ამ „სამი თავიდან“ ეულად დარჩენილი „თავის“ მიერ, ქვეყანაში შიშზე დამყარებული იდეოლოგიის მატარებელ სახელმწიფოსა და მის მკვიდრთა თაობაზე, ბიბლიაში ასე გვეუწყება - „ამ თავმა [მ. სააკაშვილმა] დიდად დააშინა მთელი დედამიწა [აქ - საქართველო]; ძალით დაიმორჩილა დედამიწის [საქართველოს] მკვიდრნი და უფრო ძლიერად ეპყრა სამყაროს [აქ - ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნების აცხადების ადგილი - საქართველო] ძალაუფლება, ვიდრე ყველა ადრინდელ [კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელ ყველა] ფრთას“-ო (3 ეზრა 11,32).

„შიშის ტახტზე“ მჯდომი ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის დროის მიწურულს, კერძოდ 2011–2012 წ.წ. დაწყებიდან მოსახდენის თაობაზე, წმიდა წერილში ვკითხულობთ - „... გამოუცხადე ხალხს და უთხარი: ვინც შეშინებული და კანკალებს, უკან გაბრუნდეს, წავიდეს გალაადის [კოდია] მთიდან... უთხრა უფალმა გედეონს [კოდია]: სამასი მსვლეპელით გიხსნით და ხელში ჩაგაგდებინებთ მიდიანს [კოდია], დანარჩენი ხალხი შინ წავიდეს“-ო (მსაჯ. 7,3; 7).

„შიშის“ იდეოლოგიის დამსხვრევის, ანუ ბოლო ჟამში იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებლის [ბ. ივანიშვილი] მიერ ე.წ. გზების მოსწორებისეული ეტაპის დასასრულის შემდგომად მოსახდენის თაობაზე, თუ ღმერთი ინებებს, მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ჩვენი წინამდებარე წერილი კი, ასე გვინდა დავასრულოთ - „... მოვა [აქ - ძე კაცისა], რომ ელაპარაკოს მათ; ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს. ცოცხლებს დააყენებს მათ სამსჯავროში და როცა ამხელს, გაანადგურებს მათ“-ო (3 ეზრა 12, 32-33).

ვისაც ყური აქვს სასმენლად - ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

  

პასუხი პასუხისათვის

ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის სახელზე გაკეთებული 2012 წ. 26 აგვისტოს განცხადების [იხ. გაზ. წინა ნომერი] საპასუხოდ, მათი მხრიდან 29 აგვისტოს მიღებულ წერილში, კერძოდ ვკითხულობთ:

„... რაც შეეხება თქვენს მიერ 2012 წლის 26 აგვისტოს №1/2667 განცხადებაში მითითებულ გარემოებებს გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 1 აგვისტოს №01/08/01  განკარგულებით დაინიშნა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები, ხოლო საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ რეგულირდება ცესკოს მიერ პარლამენტის არევნების მომზადებისა და ჩატარების წესი“.

სწორედ მათზეა ნათქვამი - „ერთი ალთას და მეორე ბალთასო“. მაგრამ, პრობლემის იგნორირება, განა საქმეს გამოასწორებს?!

 

 

საქართველოს მთავარ პროკურორს

ბატონ მურთაზ ზოდელავას!

 

სამართლიანობის აღდგენის

კავშირი  ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

მიმართვა

ბატონო მურთაზ!

ნებისმიერი არჩევნები სამართლიანი და კანონიერი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა კანონით მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებში იქნება წარმართული.

დღეს მომქმედი - საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ზუსტად განსაზღვრავს და არეგულირებს არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. კერძოდ 113-ე მუხლის  თანახმად:

„მუხლი 113. პარტიების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს:

ბ) საპარლამენტო არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე, თუ მას არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში ან არ იღებს დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“.

ამავე მუხლის მე-9 პუნქტში ვკითხულობთ - „...9. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის სია...“,

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 38-მუხლისშესაბამისად - „მუხლი 38.მხარდამჭერთასიებისშემოწმება:

1. პარტიისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ცესკო... 5.პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდადასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში...“.

ამდენად, კანონით, არა უგვიანეს 15 აგვისტომდე წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისათვის განკუთვნილი 10 დღიანი ვადა, არაუგვიანეს 25 აგვისტომდე დროის მონაკვეთს მოიცავს.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ამ და სხვა მოთხოვნათა გათვალისწინებით, რადგანაც, საქართველოში, საპარლამენტო - „...არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 108,2],

შესაბამისად, კანონით განსაზღვრული 60 დღიანი მონაკვეთის ათვლის, ანუ  საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების ქვედა მიჯნა სწორედ ზემოთ მოცემული - 25 აგვისტო გახლავთ.

მეორეს მხრივ, დღეს მომქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად - „პარლამენტისმორიგიარჩევნებიტარდებაპარლამენტისუფლებამოსილებისვადისამოწურვისკალენდარულიწლისოქტომბერში...“ [მუხლი 50, პუნქტი 21].

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოში მომქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ - საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღად შეიძლება განისაზღვროს საარჩევნო წლის ოქტომბრის თვის მხოლოდ: 24 – 31 ოქტომბერს შორის არსებული, მისთვის მისაღები რიცხვი.

 

ბატონო მურთაზ!

ჩვენთვის აუხსნელი მიზეზისა გამო, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2012 წლის 1 აგვისტოს გამოცემული განკარგულებით [№01/08/01], საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღად 2012 წლის 1 ოქტომბერი გამოცხადდა.

აღნიშნული კანონდარღვევის დროულად აღმოფხვრის მიზნით, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის სახელით, მეორე დღესვე, ანუ 2012 წლის 2 აგვისტოს, სპეციალური განცხადებით მივმართეთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს [იხ. დანართი №1], სადაც კერძოდ ვწერდით:

- „...ბატონო ზურაბ!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2012 წლის 1 აგვისტოს გამოცხადებული საპარლამენტო არჩევნების - 1 ოქტომბერს დანიშვნა, „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა სრული დარღვევით განხორციელებული ქმედებაა.

შექმნილი იურიდიული გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენის აზრით ერთადერთი გამოსავალი არსებობს:

 - ცსკ-მ თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე მოუწოდოს საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან შეცვალოს საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, და „საარჩევნო კიდექსის“ მოთხოვნაზე დაყრდნობით დანიშნოს იგი, ზემოთ გაჟღერებული 25 აგვისტოს მომდევნო დღიდან ათვლით ნებისმიერ მისთვის სასურველ იურიდიულად გამართულ დროს...“ [იხ. დანართი №1].

 

ბატონო მურთაზ!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად - „.. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება, თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს...“ [მუხლი 113,10].

საპარლამენტო არჩევნების თარიღად 1 ოქტომბრის განსაზღვრისა გამო, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი - „არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა“, იწურებოდა 2012 წლის 3 აგვისტოს, და ეს მაშინ, როდესაც პარტიების საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო ხელმოწერების ჩაბარების ვადა - 15 აგვისტომდე გახლდათ, რომელთა შემოწმებისათვის საჭირო 10 დღიანი ვადა [იხ. მუხლი 38,5] კი 25 აგვისტოს იწურებოდა.

გამოკვეთილი გარემოებების გასათვალისწინებლად, და მოსალოდნელი კანონდარღვევის თავიდან აცილების მიზნით, 2012 წლის 3 აგვისტოს კიდევ ერთი განცხადებით მივმართეთ ცესკოს თავმჯდომარეს  [იხ. დანართი № 2], სადაც კერძოდ ვწერდით:

- „ბატონო ზურაბ!

„საარევნო კოდექსის“ მე-14 მუხლის შესაბამისად - „მუხლი 14. ცესკოს უფლებამოსილება - 1. ცესკო; ... ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს... [მუხლი 14, 1-],  

- „საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 აგვისტოს სხდომაზე,  

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა“ [იხცსკ-ს ვებ გვერდი], 

რომელშიც არაფერია ნათქვამი იმ პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირების ვადის თაობაზე

რომელთაც „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის: 1-და მე-9 პუნქტის შესაბამისად ევალებათ - „...არა უგვიანეს 15 აგვისტოსიცესკოს წარუდგინოს 

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტიამომრჩევლის სია“.

ამავე მუხლის მე-10 პუნქტიზუსტად განსაზღვრავს ასეთ /-ათა რეგისტრაციის ვადას - „...ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზედასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში

მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისასაარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს...“ [მუხლი 113,10].

ზემოთქმულიდან გამომდინარე გთხოვთ განგვიმარტოთ

რამ გამოიწვია ცსკ- 2 აგვისტოს სხდომაზე დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში, „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის: 1-ბ; და 9 პუნქტებით განსაზღვრული პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირების ვადების მიუთითებლობა...

 „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადის გათვალისწინებით 113-ე მუხლის: 1-ბ, და მე-9 პუნქტებით გამოკვეთილი პ/გ საარჩევნო სუბიექტებად რეგისტრაცია არ შეიძლება მოხდეს 2012 წლის 3 აგვისტოს შემდგომ დროში.

ამით, ასეთ პ/გ აღარ ეძლევათ კანონიერი გზით საარჩევნო პროცესში ჩართვის საშუალება, ანუ ისინი ხელოვნურად რჩებიან არჩევნების პროცესს მიღმა.

აქედან გამომდინარე თუკი, „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად არ შეიცვლება საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, მაშინ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობის გამო იქნება - უკანონო!“ [იხ. დანართი № 2].

ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებისა გამო - საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ ბ-მა ზურაბ ხარატიშვილმა, კანონსაწინააღმდეგო პროცედურების არდაშვების მიზნით, სამწუხაროდ, ჩვენთვის ხელმისაწვდომ არცერთ ქმედებას არ მიმართა.

 

ბატონო მურთაზ!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევით, ანუ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კანონსაწინააღმდეგო თარიღში დანიშვნამ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჯაჭვს დაუდო სათავე.

საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ ბ-მა ზურაბ ხარატიშვილმა, 2012 წლის 6 - 20 აგვისტოს ფარგლებში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევით, მიიღო 21 [ოცდაერთი] განკარგულება, სადაც გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულია - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტი.

როგორც მოგახსენეთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია უნდა დამთავრდეს - „...არაუგვიანესარჩევნებისდღემდე 59-დღისა“;

შესაბამისად,

რადგანაც, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ასეთ პ/გ-თა რეგისტრაცია/ არრეგისტრაციის საკითხის განხილვის ზედა ზღვარი გახლავთ:  არა უგვიანეს - 2012 წლის 3 აგვისტო, ამ თარიღის შემდგომად ცესკოს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია/არრეგისტრაციის თაობაზე მიღებული ნებისმიერი სამართლებრივი აქტი, გახლვთ - კანონსაწინააღმდეგო [ანუ უკანონო].

აღნიშნულისა გამო, ჩვენ, 2012 წლის 26 აგვისტოს სპეციალური განცხადებით მივმართეთ ცესკოს თავმჯდომარეს [იხ. დანართი № 3], სადაც, კერძოდ ვწერდით, რომ მის მიერ მიღებული განკარგულებები:

- „...წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნებთან, ანუ არის - უკანონო!;

ხოლო თქვენი - ქმედება, არის უფლებამოსილების გადამეტებით ჩადენილი აქტი, ანუ - უკანონო.

ბატონო ზურაბ!

ამდაგვარი გზით, ანუ 2012 წლის 3 აგვისტოს შემდეგ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია/არრეგისტრაციის თაობაზე, თქვენს მიერ მიღებულია 21-ი განკარგულება [იხ. ცესკოს ელექტრონულ გვერდზე განთავსებული - „თავმჯდომარის განკარგულებები“], ამათგან:

- თერთმეტი განკარგულება ეხება: 

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვისპარტიისა და 

მისი წარმომადგენლისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის საკითხს, ესენია:

1. განკარგულება №27/2012; თბილისი 2012 წლის 9 აგვისტო, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სახალხო ფრონტი” ; 2. განკარგულება №35/2012; თბილისი 2012 წლის 16 აგვისტოპოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”; 3. განკარგულება №36/2012; თბილისი 2012 წლის 16 აგვისტოპოლიტიკური პარტია „მთლიანი საქართველო”; 4. განკარგულება №37/2012; თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია”; 5. განკარგულება №38/2012; თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო,პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტია”; 6. განკარგულება №39/2012; თბილისი 2012 წლის 16 აგვისტოპოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი”; 7. განკარგულება №40/2012; თბილისი 2012 წლის 16 აგვისტოპოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული განახლება - ჩვენი საქართველო გაბრწყინდება” (ჩვენები); 8. განკარგულება №47/2012; თბილისი 2012 წლის 20 აგვისტოპოლიტიკური გაერთიანება „განახლებული საქართველოსთვის”; 9. განკარგულება №48/2012, თბილისი 2012 წლის 20 აგვისტოპოლიტიკური გაერთიანება „დედა სამშობლო”; 10. განკარგულება №49/2012; თბილისი 2012 წლის 20 აგვისტოპოლიტიკური გაერთიანება „მამული”; 11. განკარგულება №51/2012; თბილისი 2012 წლის 20 აგვისტოპოლიტიკური გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე”;

ხოლო

- ათი განკარგულება ეხება:

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვისპარტიისა და

 მისი წარმომადგენლისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე თანხმობის მიცემის საკითხს, ესენია:

1. განკარგულება №24/2012; თბილისი 2012 წლის 8 აგვისტო, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება -ზვიადგამსახურდიასგზა”; 2. განკარგულება №25/2012; თბილისი 2012 წლის 8 აგვისტოპოლიტიკური პარტიაჩვენი ქვეყანა”; 3. განკარგულება №26/2012; თბილისი 2012 წლის 8 აგვისტომოძრაობასამართლიანი საქართველოსთვის”; 4. განკარგულება №28/2012; თბილისი 2012 წლის 11 აგვისტოპარტიამომავალი საქართველო”; 5. განკარგულება №30/2012; თბილისი 2012 წლის 13 აგვისტო, საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”; 6. განკარგულება №33/2012; თბილისი 2012 წლის 14 აგვისტოპოლიტიკური გაერთიანება ხალხის პარტია”; 7. განკარგულება №43/2012; თბილისი 2012 წლის 17 აგვისტოპოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მშრომელთა საბჭო”; 8. განკარგულება №44/2012; თბილისი 2012 წლის 17 აგვისტო,პოლიტიკური გაერთიანება სახალხო პარტია”; 9. განკარგულება №45/2012; თბილისი 2012 წლის 18 აგვისტო,პოლიტიკური გაერთიანება „თეთრები”; 10. განკარგულება №46/2012; თბილისი 2012 წლის 19 აგვისტოპოლიტიკური გაერთიანება „მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო”; 

2012 წლის 3 აგვისტოს შემდგომად მიღებული აღნიშნული 21-ივე განკარგულება - წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნებთან, ანუ არის - უკანონო!;“ [იხ. დანართი № 3].

 

ბატონო მურთაზ!

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბ-ნ ზურაბ ხარატიშვილის მიერ 2012 წლის 8 - 19 აგვისტოს ფარგლებში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევითა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით მიღებული უკანონო გადაწყვეტილებებისა გამო, 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენო არჩევნებში მონაწილეობას იღებს, კანონდარღვევით დარეგისტრირებული ცხრა პ/გ-დან შვიდი პ/გ [ორმა პ/გ, (პოლიტიკური გაერთიანება „თეთრები” დ  „მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო”),  უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ წინადადებით, რათა:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბ-ნ ზურაბ ხარატიშვილის   წინააღმდეგ, - მის მიერ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა საწინააღმდეგო ქმედებებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო, - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე;

2. გამოძიების დასრულებამდე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბ-ნ ზურაბ ხარატიშვილის მიერ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მიღებული უკანონო განკარგულების საფუძველზე დარეგისტრირებულ შვიდ პ/გ-ს, კერძოდ:

№ 9 მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”;

№ 19 პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიასგზა”;

№ 20 პოლიტიკური პარტია ჩვენი ქვეყანა”;

№26 პოლიტიკური გაერთიანება სახალხო პარტია”;

№ 35 პარტია მომავალი საქართველო”;

№ 36 პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მშრომელთა საბჭო”;

№ 40საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”;

შეუჩერდეს საარჩევნო რეგისტრაცია.

 

ბატონო მურთაზ!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს პროკურატურა, ყველაფერს გააკეთებს, რათა 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები, ზემოთაღნიშნულ ქმედებათა გამო, თავიდანვე  არ გახდეს უკანონო, რაც უდავოდ გახდება მისი შედეგების წინასწარვე ბათილად გამოცხადების საფუძველი.

უკანონოდ დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგად  [მასში ასევე უკანონოდ დარეგისტრირებული პოლიტიკური საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობის გამო] არჩეული ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, იქნება - უკანონო, ანუ არალეგიტიმური სახელისუფლებო სტრუქტურა.

იმედი გვაქვს, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებთ ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების დამყარებისათვის. ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

ტელ.: 5(91) 63-63-36;

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

თბილისი, 2012 წ. 3 სექტემბერი

 

 

ღმერთის ნებითა და შეწევნით, „ჟამის დასასრულისათვის“ (3 ეზრა 12,32) გასაკეთებელ სხვა ქმედებათა თაობაზე, უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ.