Print

გაზ. № 41 (834)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი22 სექტემბრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 22სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქიადა ნათელა მელქაძე.

სხდომაზე განიხილეს:

- ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია  ზვიად გამსახურდიასთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭების საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით;

- 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უკანონობის თაობაზე.

ლასკარის წევრებმა ერთხმად მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

ღია მიმართვა:

2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები

უკანონოა

დღეს მომქმედი - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა გათვალისწინებით: 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები უკანონოა [იხ. თანდართული დოკუმენტი];

შესაბამისად, დღეს მომქმედ კანონმდებლობათა დარღვევით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები წინასწარვე - ბათილია, ხოლო უკანონო არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი, წარმოადგენს - უკანონო, ანუ არალეგიტიმურ სახელისუფლო სტრუქტურას.

დანართი:

კრებული - „2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები: უკანონოა“, 1 ეგზ., 40 გვ.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

ტელ.: 5(91) 63-63-36;

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

თბილისი,

2012 წ. 24 სექტემბერი

მიმართვა გადაეცათ:

მიხეილ სააკაშვილს - საქართველოს პრეზიდენტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს;

დავით ბაქრაძეს - 2008 წ. მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს;

ივანე მერაბიშვილს - საქართველოს პრემიერ-მინისტრს;

ბიძინა ივანიშვილს - საარჩევნო ბლოკის: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“-ს ლიდერს;

შალვა ნათელაშვილს - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს;

გიორგი თარგამაძეს - საარჩევნო ბლოკის - გიორგითარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება”-ს ლიდერს.

 

 

2012 წლის 1 ოქტომბრის

უკანონო საპარლამენტო არჩევნების სტატისტიკა


2012 წლისპარლამენტის 1 ოქტომბრისარჩევნებისათვის რეგისტრირებულია14 პარტია

 

 1.  პ/კახაკუკავა - თავისუფალისაქართველო” № 1

2. ეროვნულ-დემოკრატიულიპარტია”  №4

3. ,,ერთიანინაციონალურიმოძრაობა-მეტისარგებელიხალხს” №5

4.  სამართლიანისაქართველოსთვის”  №9

5. სახალხომოძრაობა”  №17

6. თავისუფლება - ზვიადგამსახურდიასგზა”  №19

7. პ/ჯონდიბაღათურია - ქართულიდასი’’  № 23

8.  პ/ახალიმემარჯვენეები”  №24

9.  სახალხოპარტია”  №26

10. მერაბკოსტავასსაზოგადოება”  №30

11. მომავალისაქართველო”  №35

12. საქართველოსმშრომელთასაბჭო”  №36

13. შალვანათელაშვილი - საქართველოსლეიბორისტულიპარტია”  №38

14.  საქართველოსსპორტსმენთაკავშირი” №40

 

2012 წლის 1 ოქტომბრისპარლამენტისარჩევნებისათვისრეგისტრირებულია ორიბლოკი

 1. გიორგითარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება” - №10

      1. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”

      2. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები”

2 ბიძინაივანიშვილი - ქართულიოცნება” - №41

1. პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”

2. საქართველოს კონსერვატიული პარტია

3. პ/მ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”

4. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”

5. პ/გ „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”

6. პ/გ „ეროვნული ფორუმი”

 

საინიციატივოჯგუფებისმიერ წარდგენილირეგისტრირებულიკანდიდატები

 1. №17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისია: ალექსი შოშიკელაშვილი  №42

 2.  №48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია: გიორგი გლუნჩაძე №42

 3.  №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია:  ვლადიმერ ვახანია №42

 4. №84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია: გურამ ხოზრევანიძე №42

 

პარტიები, რომლებსაცუარიეთქვათ 2012 წლის 1 ოქტომბრისსაპარლამენტო

არჩევნებისათვისსაარჩევნორეგისტრაციაზე

 1.  „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის” [113-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტები, დოკუმენტაციის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა];

2.  „საქართველოს სახალხო ფრონტი” [113-ე მუხლის მე-2 პუნქტი, დოკუმენტაციის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა];

3.  დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო [113-ე მუხლის მე-10 პუნქტი, არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია];

4.  პ/გ „მთლიანი საქართველო” [113-ე მუხლის მე-10 პუნქტი, არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია];

5. საქართველოს კონსერვატიული(მონარქისტული) პარტია [113-ე მუხლის მე-10 პუნქტი არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია];

6.  საქართველოს ეკონომიური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტია [113-ე მუხლის მე-10 პუნქტი არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია];

7. პ/გ „საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი” [113-ე მუხლის მე-10 პუნქტი არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია];

8. პ/გ „დემოკრატიული განახლება - ჩვენი საქართველო გაბრწყინდება” (ჩვენები) 113-ე მუხლის მე-10 პუნქტი არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია];

9. „განახლებული საქართველოსთვის” [38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ,,დ” ქვეპუნქტი დოკუმენტაციის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა];

10.  „დედა სამშობლო” [38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ,,დ” ქვეპუნქტი, დოკუმენტაციის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა];

11. „მამული” [38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ,,დ” ქვეპუნქტი, დოკუმენტაციის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა];

12.  ,,ხალხის პარტია” [113-ე მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, საკუთარი განცხადების საფუძველზე];

13.  ,,უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე” [38-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტი, დოკუმენტაციის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა];

14.  ,,გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია” [113-ე მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, საკუთარი განცხადების საფუძველზე];

15.  ,,სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა” [113-ე მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, საკუთარი განცხადების საფუძველზე];

16. ,,მამულიშვილთა ორდენი სამშობლო” [113-ე მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, საკუთარი განცხადების საფუძველზე];

17.  „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი” [113-ე მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, საკუთარი განცხადების საფუძველზე];

18.  „თეთრები” [113-ე მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, საკუთარი განცხადების საფუძველზე];

19. „ჩვენი ქვეყანა” 117-ე მუხლის პირველი პუნქტი, პარტიული სიის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა].

 

განკარგულებები

საქართველოსპარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრისარჩევნებისათვის

პარტიულისიის საარჩევნორეგისტრაციაშიგატარებისშესახებ

 1. განკარგულება №62/2012, . თბილისი 2012 წლის 5 სექტემბერი

ერთიანინაციონალურიმოძრაობა - მეტისარგებელიხალხს№5;

2. განკარგულება №63/2012, . თბილისი 2012 წლის 5 სექტემბერი

ედპ - ეროვნულ-დემოკრატიულიპარტია№4;

3. განკარგულება №65/2012, . თბილისი 2012 წლის 6 სექტემბერი

საარჩევნო ბლოკი: ბიძინაივანიშვილი - ქართულიოცნება“;

4. განკარგულება №66/2012, . თბილისი 2012 წლის 6 სექტემბერი

საარჩევნო ბლოკი: „გიორგი თარგამაძე − ქრისტიან- დემოკრატიული გაერთიანება”;

5. განკარგულება №68/2012, . თბილისი 2012 წლის 6 სექტემბერი

ჯონდიბაღათურია - ქართულიდასი“;

6. განკარგულება №72/2012, . თბილისი 2012 წლის 6 სექტემბერი

მოძრაობასამართლიანისაქართველოსთვის“;

7. განკარგულება №76/2012, . თბილისი 2012 წლის 7 სექტემბერი

სახალხომოძრაობა“;

8. განკარგულება №81/2012, . თბილისი 2012 წლის 7 სექტემბერი

შალვანათელაშვილი - საქართველოსლეიბორისტულიპარტია“;

9. განკარგულება №83/2012, . თბილისი 2012 წლის 7 სექტემბერი

ახალიმემარჯვენეები“;

10. განკარგულება №85/2012, . თბილისი 2012 წლის 7 სექტემბერი

მერაბკოსტავასსაზოგადოება“;

11. განკარგულება №88/2012, . თბილისი 2012 წლის 7 სექტემბერი

სახალხოპარტია“;

12. განკარგულება №91/2012, . თბილისი 2012 წლის 7 სექტემბერი

საქართველოსმშრომელთასაბჭო“;

13. განკარგულება №95/2012, . თბილისი 2012 წლის 7 სექტემბერი

მომავალისაქართველო“;

14. განკარგულება №97/2012, . თბილისი 2012 წლის 7 სექტემბერი

თავისუფლება - ზვიადგამსახურდიასგზა“;

15. განკარგულება №99/2012, . თბილისი 2012 წლის 7 სექტემბერი

კახაკუკავა - თავისუფალისაქართველო“;

16. განკარგულება №107/2012, . თბილისი 2012 წლის 7 სექტემბერი

საქართველოსსპორტსმენთაკავშირი

  

პარტიული სიების მონაცემები

1.  პ/ კახაკუკავა - თავისუფალისაქართველო № 1

სულ 193 კანდიდატი, მათ შორის: ქალი - 59 [30,6 %], უმუშევარი - 142 [73,6 %], უპარტიო - 27 [14 %];

2. ეროვნულ-დემოკრატიულიპარტია  №4

სულ 150 კანდიდატი, მათ შორის: ქალი - 64 [42,7 %], უმუშევარი - 106 [70,7 %], უპარტიო - 20 [13,3  %];

3. ,,ერთიანინაციონალურიმოძრაობა-მეტისარგებელიხალხს №5

სულ 155 კანდიდატი, მათ შორის: ქალი - 17 [10,97 %], უმუშევარი - 47 [30,32 %], უპარტიო - 53 [34,2 %];

4.  სამართლიანისაქართველოსთვის  №9

სულ 129 კანდიდატი, მათ შორის: ქალი - 64 [49,61 %], უმუშევარი - 90 [69,77 %], უპარტიო - 117 [90,7 %];

5. სახალხომოძრაობა  №17

სულ 118 კანდიდატი, მათ შორის: ქალი - 29 [24,58 %], უმუშევარი - 92 [77,97 %], უპარტიო - 105 [89 %];

6. თავისუფლება - ზვიადგამსახურდიასგზა  №19

სულ 115 კანდიდატი, მათ შორის: ქალი - 52 [45,22 %], უმუშევარი - 86 [74,78 %],

უპარტიო - 0;

7. პ/ ჯონდიბაღათურია - ქართულიდასი’’  № 23

სულ 173 კანდიდატი, მათ შორის: ქალი - 65 [37,57 %], უმუშევარი - 144 [83,24 %], უპარტიო - 115 [66,5 %];

8.  პ/ ახალიმემარჯვენეები  №24

სულ 149 კანდიდატი, მათ შორის: ქალი - 41 [27,52 %], უმუშევარი - 103 [69,13 %], უპარტიო - 0;

9სახალხოპარტია  №26

სულ 105 კანდიდატი, მათ შორის: ქალი - 30 [28,57 %], უმუშევარი - 77 [73,33 %], უპარტიო - 44 [42 %];

10. მერაბკოსტავასსაზოგადოება  №30

სულ 122 კანდიდატი, მათ შორის: ქალი - 37 [30,33 %], უმუშევარი - 85 [69,67 %], უპარტიო - 21 [17,2 %];

11. მომავალისაქართველო  №35

სულ 108 კანდიდატი, მათ შორის: ქალი - 44 [40,74 %], უმუშევარი - 102 [94,44 %], უპარტიო - 0;

12. საქართველოსმშრომელთასაბჭო  №36

სულ 123 კანდიდატი, მათ შორის: ქალი - 36 [29,27 %], უმუშევარი - 102 [82,93 %],

უპარტიო - 98 [80 %];

13. შალვანათელაშვილი - საქართველოსლეიბორისტულიპარტია  №38

სულ 167 კანდიდატი, მათ შორის: ქალი - 36 [21,55 %], უმუშევარი - 99 [59,28 %], უპარტიო - 38 [22,75 %];

14.  საქართველოსსპორტსმენთაკავშირი №40

სულ 133 კანდიდატი, მათ შორის: ქალი - 37 [27,82 %], უმუშევარი - 56 [42,11 %], უპარტიო - 33 [24,81 %];

 

1. გიორგითარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება - №10

სულ 163 კანდიდატი, მათ შორის: ქალი - 47 [28,83 %], უმუშევარი - 31 [19,02 %], უპარტიო - 13 [8 %];

2 ბიძინაივანიშვილი - ქართულიოცნება - №41

სულ 200 კანდიდატი, მათ შორის: ქალი - 33 [16,5 %], უმუშევარი - 105 [52,5 %], უპარტიო - 3 [1,5 %];

 

სულ 16 პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებულია - 2303 კანდიდატი [საშუალოდ 2303 : 16 = 143,94];

მათ შორის:

ქალი - 691 კანდიდატი [30 %],

უმუშევარი - 1467 კანდიდატი [63,7 %],

უპარტიო - 687 [29,49 %].

 

პროცენტულად:

1. ყველაზე მეტი ქალი კანდიდატი ჰყავს -  სამართლიანისაქართველოსთვის  №9 - 49,61 % [129-დან 64];

ყველაზე ნაკლები ქალი კანდიდატი ჰყავს - ,,ერთიანინაციონალურიმოძრაობა-მეტისარგებელიხალხს №5 - 10,97 % [155-დან 17];

 

2. ყველაზე მეტი უმუშევარი კანდიდატი ჰყავს პ/გ - მომავალისაქართველო  №35 -  94,44 % [108-დან 102];

ყველაზე ნაკლები უმუშევარი კანდიდატი ჰყავს - გიორგითარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება - №10 - 19,02 % [163-დან 31] ;

 

 

 

საქართველოს მთავარ პროკურორს

ბატონ მურთაზ ზოდელავას!

„უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 ლასკარის

მიმართვა

ბატონო მურთაზ!

2012 წლის 7 თებერვალს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბატონ ზურაბ ადეიშვილის სახელზე გაკეთებულ მიმართვაში ვწერდით:

ოცი წლის წინ საქართველოში შეიარაღებული გამოსვლის გზით კანონიერი ხელისუფლების დამხობამ, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ სრულიად ეთანხმება 1992 წ. 13 მარტს, ქ. გროზნოში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლის ძალითაც:

“1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, დაკვალიფიცირებულ იქნეს, როგორც - სახელმწიფო გადატრიალება...

4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამშობლოს ღალატი.

გიგზავნით რა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 21 იანვრის სხდომაზე მიღებულ დოკუმენტს - “1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის”, იმედს ვიტოვებთ, რომ გაიზიარებთ მათში გადმოცემულ ჩვენს მოთხოვნებს, და შესაბამისი გამოხმაურებით მხარს დაუჭერთ მის - შემდგომ მსვლელობაში მიცემის საკითხს.

წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.

დანართი:

“1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის”, თბ., 2012 წ., გვ. 56.“

[წერილის ჩაბარების № 01/8311, 07.02.2012 წ.].

აღნიშნულ თანდართულ დოკუმენტში, კერძოდ ვკითხულობთ:

„...1991 წლის 22 დეკემბრიდან დაიწყო კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული გზით ქვეყნის მმართველობიდან ჩამოცილება, რაც 1992 წლის 2 იანვარს სამხედრო საბჭოსა (თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი) და დროებითი მთავრობის (თავმჯდომარე თენგიზ სიგუა) შექმნით დამთავრდა - ჩამოგდებულად გამოცხადდა პრეზიდენტი, გაუქმებულ იქნა უზენაესი საბჭო და ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია. ამავე დროს, პატიმრობიდან გაანთავისუფლეს და „დემოკრატიის მებრძოლთა არმიაში“ ჩართეს დაახლოებით 4000-მდე პატიმარი.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დაინახა რა, რომ ომის გაგრძელებას სისხლისღვრა და დედაქალაქის სრული ნგრევა მოჰყვებოდა, 1992 წლის 6 იანვრის გამთენიას დატოვა საქართველოს ტერიტორია.

1992 წლის 6 იანვრიდან, ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, ხუნტამ დაიწყო ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტის მომხრეთა რეპრესიები და სიკვდილით დასჯა. თბილისსა და საქართველოს ბევრ სხვა ქალაქში იმართებოდა მოსახლეობის მრავალათასიანი დემონსტრაციები და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები, საქართველოს პრეზიდენტისა და უზენაესი საბჭოს მხარდასაჭერად.

საქართველოს კანონიერი ხელისუფლება ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აგრძელებდა თავის მოღვაწეობას დევნილობაში. 1992 წლის 13 მარტს, ქ. გროზნოში გამართულ სესიაზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება - „1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალება;

2. არაკანონიერი ხელისუფლების სტრუქტურების „სამხედრო საბჭო“ და ა.შ. შექმნა კვალიფიცირებული იქნეს, როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3. ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფ-ლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიული ძალის არმქონედ;

4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამშობლოს ღალატი;

5. საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდებთ უკანონო ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისაკენ“ [იხ. იქვე, გვ. 39-40].

მეორეს მხრივ, საქართველოს 2003/2004 წლის მოწვევის პარლამენტის მიერ, 2005 წლის 11 მარტს მიღებულ „საქართველოს პარლამენტის დადგენილება”-ში: „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ”, ვკითხულობთ:

- „საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლო-ბისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე”.

ამდენად, სახეზე გვაქვს ორი უმაღლესი საკანონმდებლო სტრუქტურის მიერ მიღებული დადგენილება:

1. 1990-1995 წლების მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული  დადგენილება - „1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“, სადაც ნათლად ჩანს საკანონმდებლო ორგანოს პოზიცი:

- „1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალება...

4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამშობლოს ღალატი...“ [1992 წ. 13 მარტი]; და

2.  2003/2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ,  მიღებული დადგენილება  -  „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ”, სადაც ასევე ნათლად ჩანს საკანონმდებლო ორგანოს პოზიცია:

- „1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში....

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება...“ [2005 წ. 11 მარტი].

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარი,

მოგმართავთ თხოვნით, რათა:

1. 1990-1995 წლების მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული  დადგენილების - „1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“ [1992 წ. 13 მარტი], და - 2003/2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ,  მიღებული დადგენილების -  „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ” [2005 წ. 11 მარტი] საფუძველზე:

- აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა 1991/1992 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციურ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებას“;

2. ზემოხსენებული სისხლის სამართლის აღძვრის დღიდანვე გამოძიების დასასრულამდე, როგორც მინიმუმ, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციურ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე ყველა კერძო პირსა თუ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას, აეკრძალოს აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, მათ შორის 2012 წლის 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეჩერების ჩათვლით.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს პროკურატურა, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თავის წვლილს შეიტანს საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციურ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეთა კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლების საქმეში, რაც გახდება კიდეც  ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამყარების მტკიცე საფუძველი.

ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ხელმძღვანელი

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

ტელ.: 5(91) 63-63-36;

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

თბილისი,  2012 წ. 10 აგვისტო