Print

გაზ. № 42 (835)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი 29 სექტემბრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 29 სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, რეზო კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე განიხილეს:

- ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია   2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უკანონობის დამამტკიცებელი დოკუმენტაციის ერთიანი პაკეტის მომზადების თაობაზე.

ლასკარის წევრებმა ერთხმად მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

წლისთავზე გასახსნელი კვანძის არსობრივი მხარისათვის

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

როგორც დაინტერესებულ მკითხველს მოეხსენება - 2011 წლის ოქტომბრის დასაწყისისათვის ორი მნიშვნელოვანი პროცესის მომსწრენი შევიქენით. კერძოდ:

- „... ე.წ. „რვიანის“ დაშლის შემდეგ (2011 წ. 27 ივნისი) „ექვსიანად“  გადაკეთებული პოლიტიკური კოალიციის - „დემოკრატიული არჩევანის“ (2011 წ. 8 ივლისი) ერთობლივი გზასავალი, 2011 წლის 6-7 ოქტომბერს საბოლოოდ დასრულდა...

... ბიბლიაში დეტალურად აღწერილი, და ჩვენს თვალწინ მიმდინარე ე.წ. „რვიანის“, ჯერ - „ექვსიანად“, ხოლო მათ ბაზაზე „ოთხი მეფის“, ანუ ოთხი პოლიტიკური სუბიექტისაგან შემდგარი გაერთიანების წარმოქმნის პროცესი, თურმე - „შუა ხანის მოახლოებას“ გვაუწყებს...“ [იხ. გაზ. №13 (790), 2011 წ. , გვ.6-7].

- მეორეს მხრივ: „...თავისი საქმეებით ყველასათვის ცნობილი, მაგრამ მაინც უცნობი ბიძინა ივანიშვილის მიერ საჯაროდ - „ხმის ამოღებაზე“ უწყება 5 ოქტომბერს გავრცელდა, ხოლო 7 ოქტომბერს მისი პირველი განცხადების ტექსტი გამოქვეყნდა.

თავად კვლავაც უცნობის რანგში დარჩენილი ბიძინა ივანიშვილის „ხმა“ - მისი პოლიტიკაში ჩართვის ამბავს გვაუწყებდა.

და ერთიანად ამოძრავდა ცრუწინასწარმეტყველისა და მისი გუნდის მიერ დაჭაობებული ქართული პოლიტიკური გარემო - ბიძინა ივანიშვილისაგან მომდინარე „ხმა“, უახლოეს მომავალში, - მ. სააკაშვილის უცილობელი დამარცხების დროის მოახლოებაზე ქადაგებდა....“ [იხ. გაზ. № 14 (791), 2011 წ., გვ.6].

საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდგომად შექმნილი რეალობა, ნათლად მიგვანიშნებს იმაზე, თუ - ბიბლიური წინასწარნაუწყებითი მინიშნების რომელ ეტაპზე ვიმყოფებით.

ჩვენის აზრით, 2011 წლის 5-7 ოქტომბრიდან დაწყებული გზასავალის წლისთავზე, ბოლო ჟამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - „იოანე ნათლისმცემლისეული ეტაპის“ არსობრივი მხარის გახსნის დრომ ჩამოჰკრა.

მაცხოვარი გვაუწყებს - „მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება“-ო [მათე 24,40], ამიტომ, მოდით, თანამიმდევრულ თხრობას მივყვეთ.

(გაგრძელება იქნება)  

 

 

სცენარი-„აღიარება“, ანუ ჩემი პირველი შთაბეჭდილება

აქ რაც ხდება, ნამდვილად ვიცი, რომ - ცხოვრების რეალობაა...

რატომ დავარქვი ჩემს წერილს: სცენარი-„აღიარება“, მეც ვეღარ ვხსნი.

ცხოვრებაში დიდი განსაცდელის ჟამი მედგა, „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ კარები რომ შევაღე... უჩვეულო განცდა დამეუფლა, თითქოს ვგრძნობდი - მე, სხვა სამყარო არც მინატრია!

ვიფიქრე - ეს ალბათ ის პირობითი ადგილია, სადაც „ათი მართალი კაცის“ გამორჩევა რომ ძალუძს უფალს-მეთქი.

აქ - საქართველოს სულიერ მისიას სწავლობენ...

მეც ხომ ერთი იმ ქართველთაგანი ვარ, რომელსაც უფალმა გარკვეული მისია დააკისრა. აკი, ღვთის შეწევნით გავაცნობიერე და გავითავისე ჩემი სულიერი მისია... თუმცა, ყველაფერი, თქვენც კარგად იცით, რომ - არჩევანის უფლებით იყო...

ოთახში შესვლისთანავე, მზერამ იმ ხატისაკენ გადაინაცვლა, სადაც - უფალს, გარს, მოციქულები ჰყავს შემოკრებილი. ჩემს თვალწინ თითქოს გაცოცხლდა ხატი, და სულ სხვა სამყარო გადაიშალა, ჯერ კიდევ შეუცნობი.

ოთახში შემომსვლელებს ბიოველით ვცნობდი. თითოეული მათგანი თავის წილხვედრ ღვთიურ ენერგიას ასხივებდა.

ხანდახან საკუთარ თავთან ვდაობდი კიდევაც - „ნუთუ ასეთი სუფთა ენერგეტიკის ადამიანები დადიან დედამიწაზე?“ გულში უფალს ვმადლობდი, ამ ადგილზე ჩემი მოყვანისათვის.

მოგვიანებით დავასკვენი, რომ აქ მყოფებისათვის ზეცას - კარი გაუხსნია... თითოეული მათგანის თვალებიდან ვკითხულობდი მოციქულისეულ სიტყვებს:

- „...  ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე მართებს რომ იფიქროს, არამედ იფიქროს ზომიერად, ღმერთის მიერ თვითოეულისათვის მიგებული რწმენის თანახმად. რადგან, როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს ერთი და იგივე საქმე როდი აქვს, ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეს მიერ...“ [რომ. 12,3-5], აკი ამიტომაც: „ლასკარი“ – „ქრისტედ“ იწოდება.

სხომაზე მყოფს ხშირად წარმომიდგებოდა სურათი ქრისტესდროინდელი ქადაგებისა... რომ შემეკითხოთ, თუ რატომ ვავლებდი ასეთ პარალელს, - ვერ გიპასუხებთ... ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა - ჩემდა უნებურად ასე აღვიქვამდი. აღქმას კი, როდესაც ის ზეციდან მოდის, ვერ შეედავები...

[ამ დღის შემდეგ, უკვე მერამდენე უფლის შაბათმა ჩაიარა... ჩაიარა დრომ, რომელიც არ მეორდება].

ისე მოხდა, რომ „ლასკარში: ჩემი  მისვლის პირველი დღე - პოლიტიკაზე საუბარს დაემთხვა. თითქოსდა არ მომეწონა... გულში გავიფიქრე - თუ აქაც პოლიტიკაზე საუბარი დაიწყება, ცხოვრების ასეთი რიტმი ისევ თავის მორევში ჩამითრევს და მაშინ აქ რაღა მინდა, ნუთუ უფალმა ამისათვის დამაბრუნა დედამიწაზე-მეთქი?

[ის დრო მედგა, თითქოსდა შუალედური სიცოცხლე მქონდა - ზეცასა და დედამიწას შორის ვიყავი, და სული, არა - წუთისოფლიურს, არამედ - ზეციურს ითხოვდა...]

თავში პავლე მოციქულისეული სიტყვები ამომიტივტივდა - „... ჩვენ ამ ქვეყნის  სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღმრთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა“ [1 კორ. 3,12].

გვიან გავაცნობიერე, თურმე - „მისიონერთა“ შორის  აღმოვჩნდი.

ხანდახან გულში, გარე სამყაროსადმი მიმართულ ფიქრს გავივლებ ხოლმე - „ხალხნო, მე მინდა რომ გადარჩეთ და ამიტომაც ვცდილობ გამოგაფხიზლოთ... ღვთის გზა ვისაც ვერ შეუცვნია, ეს იმას ნიშნავს, რომ - უფალს დაუსჯიხართ!“

ასეთი იყო სცენა რეალობისა - ლასკარის“ აღიარების!

სცენის მიღმა, კვლავ ახალი სცენარის საიდუმლოა, ამჯერად კი:

„სცენა იხურება, ფარდა ეშვება...

ზეცაში გახსნილი კარები იკეტება:

იჩქარეთ!... იჩქარეთ!... დრო იწურება!...

დროის ნიშნები აქ შეიცნობა...

 ხმა გვიხმობს ყველას, გადასარჩენად:

„ზეციდან ეშვება ქრისტეს ხელმწიფება,

ვინც მას გაჰყვება, ის - გადარჩება!“

 

დინა [დიანა] ჯიქია

2012 წლის 6 სექტემბერი

 

 

საქართველოს

რესპუბლიკის პრეზიდენტს

ბატონ მიხეილ სააკაშვილს!

 

სამართლიანობისაღდგენისკავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე-

ლასკარის

მ ი მ ა რ თ ვ ა

ბატონო მიხეილ!

მრავალათასწლოვანი საქართველოს ისტორია არაერთი ღირსეული მამულიშვილის სახელს ინახავს. ღმერთის ნებით, ყოველ დროსა და ეპოქაში, ქართველი ერის წიაღიდან მძლავრად ამოიზრდებოდა ესა თუ ის პიროვნება, რომელიც, თავისი საქმიანობით, ჩვენი ქვეყნის გზასავალზე განუმეორებელ კვალს ტოვებდა.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე მამულიშვილთა შორის, თავისი გამორჩეული ადგილი უკავია, რუსეთის კომუნისტური იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლსა და დისიდენტს, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს ბატონ - ზვიად გამსახურდიას.

მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს აზვირთებულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, თავისი გამორჩეული ლიდერის ზვიად გამსახურდიას. მეთაურობითა და ძალისხმევით, ღირსეულ წარმატებას მიაღწია, კერძოდ:

- ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მომქმედმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთმა ნაწილმა, საბჭოთა იმპერიაში შემავალი საქართველოს კომუნისტური მმართველი ძალა აიძულა მიეღო სპეციალური დადგენილებასაქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ, სადაც კერძოდ ვკითხულობთ:

„...საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო:

ადასტურებს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს კომისიის დასკვნას და აღიარებს, რომ 1921 წელს თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება, სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით - ფაქტობრივ ანექსიას;

გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს და ესწრაფვის საქართველოსთვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებასა და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღიარებული საქართველოს უფლებების აღდგენას.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად:

1924 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხურ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის;

1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულებას ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა ფედერალური კავშირის შექმნის შესახებ“ [1990 წ. 9 მარტი];

- მოგვიანებით, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მომქმედი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძალისხმევით, საბჭოთა იმპერიაში შემავალი საქართველოს კომუნისტური მმართველი ძალა იღებს, მორიგ აღიარებით დადგენილებას, კერძოდ:

„საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილება

საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტირების შესახებ საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 9 მარტის დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ:

1. დადგენილებას, მეათე აბზაცის შემდეგ, დაემატოს შემდეგი აბზაცი:

„აღნიშნავს რა, რომ ინტერვენციისა და ოკუპაციის შედეგად საქართველოში დამყარებული ხელისუფლება (რევოლუციური კომიტეტი), ხოლო შემდგომ შეზღუდული, ვიწრო კლასობრივ საწყისებზე აგებული საბჭოები... არ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ, თავისუფალ ნება-სურვილს,

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს:

უკანონოდ და ბათილად ყველა აქტს, რომელიც აუქმებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ და სხვა ინსტიტუტებს და ცვლიდა მათ გარეშე ძალაზე დამყარებული პოლიტიკური და სხვა სამართლებრივი დაწესებულებებით (ე.წ. საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 და 26 თებერვალს, 24 მარტის გადაწყვეტილებანი და სხვა)...“ [1990 წ. 20 ივნისი];

- ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მომქმედმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთმა ნაწილმა, საბჭოთა იმპერიაში შემავალი საქართველოს კომუნისტური მმართველი ძალა აიძულა მიეღო საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის პროექტი, რომელსაც საფუძვლად დაედო მრავალპარტიული არჩევნები მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით;

ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მომქმედი ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდა: ქართველმა ხალხმა და სრულიად საქართველოს მოსახლეობამ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ხმა მისცა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფლაგმანს, საარჩევნო ბლოკს „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“, რითაც პირველად, 70-წლიანი კომუნისტური მმართველობის ისტორიაში, ქვეყნის სათავეში მოვიდა - კანონიერი, ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით არჩეული, ეროვნული ხელისუფლება;

რუსეთის საბჭოთა იმპერიის მხრიდან განხორციელებული არნახული წნეხის მიუხედავად, ზვიად გამსახურდიამ, ჯერ

-  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე [1990 წ. 14 ნოემბერი - 1991 წ. 14 აპრილი],

- ხოლო შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში [1991 წ. 14 აპრილი, 26 მაისი - სიკვდილამდე],

ყველაფერი გააკეთა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება-განმტკიცებისა და

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იძულებით ყოფნის პერიოდში დანერგილი სისხლიანი სისტემის აღმოსაფხვრელად,

 კერძოდ - საბჭოთა საქართველოს სიმბოლიკის შეცვლის შემდეგ, შეიქმნა:

საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტის მოსამზადებელი კომისია (1990 წ. 15 ნოემბერი);

- საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჩერებულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის მოქმედება (1990 წ. 15 ნოემბერი);

- მიღებულ იქნა დადგენილება:  „შინაგან ჯარში - ეროვნულ გვარდიაში გაწვევის დროებითი დებულებების შესახებ“ (1991 წ. 29 იანვარი); კანონი - „რეფერენდუმის შესახებ“ (1991 წ. 29 იანვარი);

- 1991 წ. 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წ. 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი;

მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება -

საქართველოს კომუნისტური პარტიის შესახებ“რომელშიც ნათქვამია:

საბჭოთა კავშირის .. 19 - 21 აგვისტოს კომუნისტური პუტჩის დღეებში

საქართველოს კომპარტიამ მხარი დაუჭირა ..საგანგებო მდგომარეობის კომიტეტს

გარდა ამისამისი არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონს -

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“.

აქედან გამომდინარე ვადგენ:

შეჩერდეს საქართველოს კომუნისტური პარტიის ქმედება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“  [1991 წლის 26 აგვისტო];

დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება - „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ“ [1991 წლის 9 სექტემბერი], რომელსაც მოჰყვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

ვინაიდან 1921 წ. თებერვალ-მარტში საქართველოს ოკუპაცია და ანექსია განხორციელდა წითელი არმიის - შეიარაღებული აგრესიის ძალის მეოხებით, რომელიც დღემდე იმყოფება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ემორჩილება მხოლოდ სსრ კავშირის ხელმძღვანელობას, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესმა ორგანომ ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანი ნების საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1) საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები გამოცხადდეს საოკუპაციო შეიარაღებულ ძალად.

2) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ დაიწყოს მოლაპარაკება სსრ კავშირთან საქართველოს ტერიტორიიდან სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების გაყვანის თაობაზე.

3) საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სრულ გაყვანამდე სსრ კავშირის წინაშე დაისვას საკითხი აფხაზეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან საბჭოთა არმიის ნაწილების დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ, რადგან მათი ყოფნა და მოქმედება ხელს უშლის მდგომარეობის სტაბილიზაციას ამ რეგიონში“ (1991 წლის 15 სექტემბერი);

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით იქმნება: 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო (1991 წლის 21 სექტემბერი);

- უდიდესი მნიშვნელობის გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება:

საქართველოს რესპუბლიკაში დისლოცირებული 

სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების იარაღისსაბრძოლო მასალის

მიმოსვლის საშუალებებისსამხედრო ტექნიკისა და სხვა ქონების შესახებ“,

რომლის მიხედვითაც დგინდება:

„1)გამოცხადდეს საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად 

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული 

სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების იარაღისაბრძოლო მასალა,

მიმოსვლის საშუალებებისამხედრო ტექნიკა და სხვა ქონება.

2) საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს მოლაპარაკება 

სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 

ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ქონების 

საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოსაცემად“ (1991 წლის 17 ნოემბერი);

- ამდაგვარივე ხასიათისა გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის შემდეგი ბრძანებულებები:

საქართველოს ტერიტორიაზე დისლოციებული 

საბჭოთა არმიის კუთვნილი იარაღისსაბრძლო ტექნიკისსამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ქონების შესახებ“ (1991 წლის 10 ნოემბერი),

საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სსრ კავშირის სასაზღვრო ჯარების და 

სამხედრო-საზღვაო ფლოტის კუთვნილი იარაღისსაბრძოლო მასალისმიმოსვლის საშუალებების,

სამხედრო ტექნიკსსამხედრო ბაზების და სხვა სამხედრო ქონების შესახებ“ (1991 . 16 ნოემბერიდა სხვა.

საბჭოთა იმპერიის გარდაუვალი დაშლის გზაზე, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ახალი გაერთიანებისე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ შექმნაში მინაწილეობაზე საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან უარის მიღების [1991 წ. 21 დეკემბერი] შემდეგ, გარე და შიდა იმპერიული ძალების მცდელობა საქართველოში მოწყობილი შეიარაღებულ სამხედრო გადატრიალებით დამთავრდა.

1991 წლის 22 დეკემბრიდან დაიწყო კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული გზით ქვეყნის მმართველობიდან ჩამოცილება, რაც 1992 წლის 2 იანვარს სამხედრო საბჭოსა (თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი) და დროებითი მთავრობის (თავმჯდომარე თენგიზ სიგუა) შექმნით დამთავრდა - ჩამოგდებულად გამოცხადდა პრეზიდენტი, გაუქმებულ იქნა უზენაესი საბჭო და ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია. ამავე დროს, პატიმრობიდან გაანთავისუფლეს და „დემოკრატიის მებრძოლთა არმიაში“ ჩართეს დაახლოებით 4000-მდე პატიმარი.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დაინახა რა, რომ ომის გაგრძელებას სისხლისღვრა და დედაქალაქის სრული ნგრევა მოჰყვებოდა, 1992 წლის 6 იანვრის გამთენიას დატოვა საქართველოს ტერიტორია.

რუსეთის იმპერიული ძალებისა და საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოკალათებული კრიმინალური მმართველი გუნდის „ერთობლივი“ ქმედების შედეგად, 1993 წლის 31 დეკემბერს მოწამეობრივად აღსრულებულ ზვიად გამსახურდიას ნეშტს, თოთხმეტი წლის შემდეგ - 2007 წლის 1 აპრილს, ქართველმა ერმა მთაწმინდის მიწაზე მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი.

ბატონო მიხეილ!

მოგმართავთ წინადადებით, რათა:

საქართველოს წინაშე  გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის გამო - მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უპირობო ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის უშეღავათო ბრძოლაში საქართველოსთვის ზვარაკად შეწირულ ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მამულიშვილს -


ზვიად გამსახურდიას, მიენიჭოს:


საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, და სიკვდილის შემდეგ გადაეცეს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ეროვნულიგმირისორდენი.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

სპიკერი,

„სამართლიანობისაღდგენის კავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე“-ს

ლასკარისთავმჯდომარე

მიხეილ(გელასალუაშვილი

ტელ.: 5(91) 63-63-36;

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

თბილისი,  2012 წ. 17  სექტემბერი