Print

გაზ. № 43 (836)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი6 ოქტომბრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 წლის 6 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე განიხილეს: ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

- 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების თაობაზე;

- ზვიად გამსახურდიასთვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭების თაობაზე მომზადებული მასალის გასაჯარისებასთან დაკავშირებით.

ლასკარის წევრებმა ერთხმად მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

წლისთავზე გასახსნელი კვანძის არსობრივი მხარისათვის

დასაწყისი გაზ. №42 (835)

კიდევ ერთხელ მისტერიული არსის თაობაზე

ბოლო ჟამად სახელდებულ დროის მონაკვეთში, როგორც არაერთგზის აღგვინიშნავს, მისტერიულად სრულდება ყველაფერი ის, რაც ამ დრომდე [და ამ დროისთვის] დაიწერა - „ყოველივე ეს [ანუ - უკვე მომხდარი] მოიწია მათზე, ხოლო დაიწერა ჩვენდა დასამოძღვრად, რომელთაც მოვაღწიეთ ჟამთა აღსასრულს“ (1 კორ. 10,11)

ამ კუთხით, არავითარი რეალური [განსხეულებული], მისტიური - ანტიქრისტე, ანდა - ცრუწინასწარმეტყველი, ბუნებაში არ არსებობს. მათი ეს სახელდება - ბოლო ჟამში მომქმედ გარკვეულ პირთა საქმიანობიდან გამომდინარე, დროითი მინიშნების არსს ატარებს.

მაცხოვრისეული „ათი ქალწულის“ (იხ. მათე 25,1-12) იგავიდან გამომდინარე, ბოლო ჟამის, ორი - 1. სიძემ დაიგვიანამდე, და 2. სიძემ დაიგვიანასეული - დროითი მონაკვეთია გამოყოფილი.

ამათგან, ანტიქრისტე - „სიძემ დაიგვიანამდელ“ დროში, ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნების აცხადების ქვეყანაში, ანუ საქართველოში, სელისუფლების სათავეში მყოფის [ ედ. შევარდნაძის] საქმიანობის, კრებითი ბიბლიური სახელია;

სოლო - ცრუწინასწარმეტყველი, „სიძემ დაიგვიანასეულ“ დროის მონაკვეთში, ე.წ. ანტიქრისტეს [ანუ -ედ. შევარდნაძის] „შემცვლელის“ [მ. სააკაშვილის] საქმიანობის, კრებითი ბიბლიური სახელი გახლავთ.

ამდენად, ედ. შევარდნაძე - ანტიქრისტეს, ხოლო მ. სააკაშვილი - ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებლები არიან. ეს სახელდებები, მხოლოდ და მხოლოდ - მათი საქმიანობის შინა-არსიდან მომდინარე ეპითეტებია.

როგორც ადრეც გვითქვამს, წმ. წერილებში დაფიქსირებული ტერმინი - „მსოფლიო“, ბოლო ჟამში, იმ ქვეყნის [ანუ საქართველოს] კოდირებული სახელია, სადაც თავად ამ ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნები უნდა განვითარდეს.

პარალელურად ამისა, ეს  ე.წ. – „მსოფლიო“, ანუ - საქართველო, მისტერიულად, თავად - „ძე კაცისას“ არსის მატარებელიცაა. ამავე ნიშნის არსობრივი მხარის მატარებელია, თავად დამდგარი ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნების გამხმოვანებელი ის კრებითი ჯგუფი, რომელსაც - „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტი“, ანუ მოკლედ - „ლასკარი“ ჰქვია.  

ბუნებრივია, რომ ვერც - საქართველო, და ვერც - ლასკარი, ვერ იქნება - „ძე კაცისა“. ისინი, იმ ნიშნების თავის თავში  მატარებელ-განმახორციელებლები არიან, რომლითაც მისტერიულად ასაცხადებელი მოვლენების გამოვლენა ფიქსირდება.

მეორეს მხრივ, თავდ ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნები უნდა აცხადდეს იმ ქვეყანაში, სადაც რეინკარნირებულნი უნდა იქნენ ყველა ძირითადი ბიბლიური პერსონაჟები.

ამდენად, იქმნება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული „წრე“:

- ბოლო ჟამის დადგომის ნიშნები ცხადდება იმ ქვეყანაში, სადაც ხდება ძირითადი ბიბლიური პერსონაჟების რეინკარნაცია [განმეორებითი ხორცშესხმა]; და

- ყველა ძირითადი ბიბლიური პერსონაჟის რეინკარნაცია ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნები უნდა აცხადდეს.

ამ ორი „თეზის“ გაერთიანება ასეთ ფორმულირებას იძენს - ბიბლიასა და წმიდა წერილებში აღწერილი ბოლო ჟამში მოსახდენი მოვლენები, მისტერიულად გადმოგვცემს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გამოჩენამდელ დროში რეინკარნირებული ყველა ძირითადი პერსონაჟის - თავგადასავალს.

დიახ, ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი თითოეული ნიშანი, არის - ამ დროში რეინკარნირებული ყველა ძირითადი პერსონაჟის თავზე და მათ ირგვლივ მომხდარი მოვლენების მისტერიული არსის შემცველი, ანუ მათი ყოფისა და გარემოს ამსახველია.

მეორედ შობით მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვამდე, ანუ მისი უფალ იესუ ქრისტედ გაცხადებამდე, ანუ ბოლო ჟამის მიწურულს - „უფლის სახელით“ მავალი ჯგუფის საქმიანობის დაწყება, მჭიდროდაა დაკავშირებული რამოდენიმე მთავარ ასაცხადებელ [აცხადებულ] ნიშანთან. მოდით ზოგიერთი მათგანი გავიხსენოთ:

- ცრუწინასწარმეტყველი - მ.სააკაშვილისთვის „გამოყოფილი 3,5 წლის ამოწურვა (იხ. დან. 7,25), რომელიც: 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის თებრვალ-მარტამდელ მონაკვეთს მოიცავს;

- იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა;

- „უფალია ჩვენი სიმართლეს“ მისტერიულად ასრულების პროცესი და ა.შ.

ზოგადად, უნდა განვასხვავოთ - „არსის მატარებლობა“, და თავად ამა თუ იმ პერსონაჟის ერთიდაიგივეობა.

როგორც ითქვა - ანტიქრისტე და ცრუწინასწარმეტყველი, როგორც განსხეულებულ-მისტიური პირი - არ არსებობს; ესენი - ბოლო ჟამში საქართველოს მმართველთა საქმიანობის გადმომცემი კრებითი სახელებია მხოლოდ.

ასევე, „საქართველო“ და „ლასკარი“, დიახაც „ატარებს“ „ძე კაცისას“ დაწერილი ნიშნების ერთობლიობას, მაგრამ ამის პარალელურად თავად მეორედ შობით მომავალი ძე კაცისა, საქართველოში უნდა იყოს დაბადებული.

შესაბამისად, არსებობს - „იოანე ნათლისმცემლის არსის“ მატარებელი პირი, მაგრამ იქვე [მის გვერდითვე] მოღვაწეობს თავად იოანე ნათლისმცემლის სხეულგამოვლილი სულის რეინკარნირებული პიროვნება.

როგორც არაერთგზის გვითქვამს - „ჩვენის აზრით, ბოლო ჟამში მოღვაწე აკაკი ჯორჯაძე გახლავთ იოანე ნათლისმცემლის რეინკარნაცია“ [იხ. გაზ. №18 (811), გვ.2].

  ამის პარალელურად, ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილისთვის „გამოყოფილი“ 3,5 წლის მიწურულს, ანუ 2011 წლის ოქტომბრიდან პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული ბ. ივანიშვილი, ჩვენის აზრით არის - „იოანე ნათლისმცემლის არსის“ მატარებელი.

შეგახსენებთ - „...იოანე ნათლისმცემლის მამის - ზაქარიას სიტყვებით ღმერთმა ყრმის მისია განგვიცხადა - „და ზაქარია, მამა მისი, აღივსო სულით წმიდით, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა... და შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები, რადგანაც წინ წარუძღვები უფალს, რათა გაამზადო მისი გზა“-ო (ლუკა 1,67; 76)...“ [იხ. გაზ. №14 (791), გვ.5].

აქედან გამომდინარე - აკაკი ჯორჯაძე, რომელიც იოანე ნათლისმცემლის სხეულგამოვლილი სულის განმეორებითი რეინკარნაცია უნდა იყოს, სულიერ პლანში „ამზადებს“ უფლისმიერ გზებს;

ხოლო - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც „იოანე ნათლისმცემლის არსისმიერი“ კუთხის მატარებელია, ფიზიკურში, ანუ პოლიტიკური თვალსაზრისით „ასრულებს“ უფლისთვის გზების მომზადების მისტერიულ ნიშნებს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ, ჩვენის აზრით, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა, ანუ მისი - „სიკვდილისეული მისტერია აცხადდა აკაკი ელიავაზე“ [იხ. გაზ. №42 (149), 2003 წ., გვ.4].

 სულისმიერ პლანში აკ. ჯორჯაძის მიერ „გზების მოსწორების დამთავრება:: 2011-2012 წლების გასაყარზე აცხადდა [იხ. გაზ. №18(811), გვ. 2-8], როდესაც მისტერიულად შესრულდა აღნიშნული „თავისკვეთის“  ნიშანი.

პარალელურად ამისა, „ესტაფეტა“ - იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელმა ბ. ივანიშვილმა „აიღო“. პოლიტიკური კუთხით მიმდინარე მისი საქმიანობა, ანუ - უფლისმიერი გზების მოსწორების ეტაპი, ასევე - „თავისკვეთით“ უნდა დამთავრდეს. ჩვენი შემდგომი საუბარიც, სწორედ ამ კუთხით გვინდა წარვმართოთ. თუმცა მანამდე ერთი საკითხიც გვინდა გავიხსენოთ.

 

„მშენებლებისა“ და „ერისმიერი“ ტვირთის არსობრივი მხარე

 სახარებაში ვკითხულობთ - „ჰკითხა მათ პილატემ: კი მაგრამ, რა ვუყოთ იესუს, რომელსაც ჰქვია ქრისტე? ყველამ მიუგო მათ: ჯვარს ეცვას! ხოლო მთავარმა იკითხა: რა დააშავა მან? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს ეცვას!

და რაკი იხილა პილატემ, რომ ვერაფერს შველის, არამედ უფრო იზრდება შფოთი, მოითხოვა წყალი, ხალხის წინაშე დაიბანა ხელები და თქვა: მე უბრალო ვარ ამ მართლის სისხლში, თქვენ იკითხეთ.

და მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი“ (მათე 27,22-25).

სხვა მრავალ ნიშანს შორის ეს ერთ-ერთია, რომლითაც გვეუწყება, რომ მეორედ მოსვლისას ასევე შობით მოსვლა, ებრაელი ერის წიაღში აღარ ხდება - „ამიტომაც გეუბნებით თქვენ: წაგერთმევათ ღმერთის სასუფეველი, და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს ნაყოფს“ (მათე 21,43).

„ძე კაცისას“ არსის მატარებელი - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ვაიმშენებლების მიერ, ხელოვნური მიზეზების გამო, არ იქნა დაშვებული.

აღნიშნულით, ჩვენის აზრით, ორი მისტერიული პროცესის ასრულება მოხდა [იხ. გაზ. №38(831), 2012 წ.]. კერძოდ:

- „უფალ იესუ ქრისტეს მიერ გადმოცემული სახარებისეული მინიშნებაც, სწორედ ამაზე გვექარაგმება - „მე [აქ - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“] მოვედი მამის ჩემის [აქ - „უფლის...“] სახელით, და არ შემიწყნარებთ [უარით გამოგვისტუმრეს], სხვა [„ნაცები“, „ქართული ოცნება“, „ლეიბორისტები“, „ქართული დასი“, „თავისუფალი საქართველო“ და ა.შ.] თუ მოვა თავისივე [აქ - მ. სააკაშვილის, ბ. ივანიშვილის, შ. ნათელაშვილი, ჯ. ბაღათურიას, კ.კუკავას...] სახელით მას [ამ პ/გ-ს] შეიწყნარებთ“-ო (იოანე 5,43);

- „ამიტომ, მათდა გასაგონად, ვისაც ყური სასმენლად აქვს, კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ - „...წერილი იტყვის: აჰა, მე დავდებ სიონში საკიდურ ლოდს, რჩეულსა და ფასდაუდებელს, და მის მიმართ მორწმუნე თავს არ შეირცხვენს. ამრიგად, ის თქვენთვის, მორწმუნეთათვის, ფასადაუდებელია, ხოლო ურწმუნოთათვის - ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, მაგრამ რომელიც კუთხის თავად დაიდვა; ქვა ფეხწამოსაკრავი და კლდე საცდური“ (1 პეტრე 2,7).

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ძე კაცისას არსის მატარებელი ჩვენი გუნდის არდაშვებით, ქართველს ერს - ასცილდა ე.წ. „უარმყოფლის“ ხვედრი, და მისგან მომდინარე მთელი სიმძიმე ცრუწინასწარმეტყველ - მ. სააკაშვილსა და მის გუნდზე გადანაწილდა.

სწორედ „ამდაგვარივე“ პროცესი განვითარდა იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელ ბ. ივანიშვილთან მიმართებაშიც, და აი, რატომ.

 

იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პირის

„თავისკვეთისეული“ მისტერიის საკითხისათვის

 აღნიშნულ საკითხზე საუბარი, პირველად - გაზ. №15(792) [10 დეკემბერი, 2012 წ.] ფურცლებზე დავიწყეთ. თუმცა, მიზეზთა გამო, უშუალოდ „თავისკვეთაზე“ არაფერი გვითქვამს, რამეთუ მაშინ, ამის დრო ჯერ არ იყო.

როგორც ვიცით, ყოველი წლის 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღინიშნება. მეორეს მხრივ, ბ. ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლიდან [2011 წ. 5-7 ოქტომბერი] ერთი წელი - 2012 წლის 5-7 ოქტომბერს შესრულდა.

ამ ორი დროითი მიჯნის გასვლის შემდეგ, უკვე თავად „თავისკვეთის“ არსის გახსნის ჟამმაც ჩამოჰკრა.

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ამბავს - მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებები იუწყება. მათში, ხაზგასმითაა მინიშნება, რომ იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა - ჰეროდე ანტიპას ბრძანებით ხდება [იხ. მათე 14,1-11; მარკ. 6,14-28; ლუკა 9,7-9].

თავად „თავისკვეთას“, წინ უსწრებს - იოანეს სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლა და მისი დაჭერა.

სახარებისეული სწავლების მიხედვით, არსად გვიკონკრეტდება ის დრო, რომელიც იოანე ნათლისმცემლის ქადაგების დაწყებიდან, მის მიერ მაცხოვრის ნათლისღებამდეა გასული.

ბოლო ჟამში იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების „სამოქმედო ასპარეზზე“ გამოჩენა და მისი „თავისკვეთა“, ერთ-ერთი ბოლო ნიშანია მეორედ შობით მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვისა და მისი - უფალ იესუ ქრისტედ გაცხადებამდე. და რადგანაც - „... იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“ (მარკ. 13,32), სწორედ ამიტომ - ბურუსითაა დაფარული იოანე ნათლისმცემლის სამოქმედო ასპარეზზე გამოჩენისა და მისი დაჭერა-თავისკვეთის დროითი ფაქტორები.

სახარებაში ასეთი მინიშნებაც გვხვდება - „ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს... გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს ზაქარიას ძის მიმართ უდაბნოში“ (ლუკა 3,1-2).

„სამოქმედო ასპარეზზე“ გამოჩენის ეტაპს თავისი, ე.წ. - ქვედა და ზედა მიჯნები აქვს. ქვედა მიჯნის თაობაზე ჩვენ უკვე ვწერდით - „...ბოლო ჟამში იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების საჯაროდ გამოჩინების მიჯნა, კოდირებულ 15 წელზე დაყრდნობით: 2011 წლის 14 სექტემბრიდან - 2011 წლის 5 ნოემბრამდე დროით მონაკვეთზე მოდის...“ [იხ. გაზ. №14(791), 19.11.2011 წ., გვ.9].

„ზედა მიჯნის“ გამოკვეთამდე, ერთიც უნდა აღინიშნოს.

სახარებაში, ღია მინიშნება იოანეს დაჭერის დროის თაობაზე მოცემული არა არის.

მათესა და მარკოზის სახარებათა მიხედვით, ეს ყოველივე, თითქოსდა, მაცხოვრის მიერ უდაბნოში განმარტოების დროის შემდეგ ხდება:

- „მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას. ხოლო როდესაც გაიგო იესუმ, იოანე შეუპყრიათო, გალილეას გაემართა“ (მათე 4,11-12);

- „და მაშინ სულმა გაიყვანა ის უდაბნოში, და დაჰყო იქ ორმოცი დღე და გამოიცდებოდა სატანისაგან; და ცხოვრობდა მხეცებს შორის, და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას. ხოლო იოანეს შეპყრობის შემდეგ მოვიდა გალილეაში, ქადაგებდა სახარებას ღმერთის სასუფევლისას (მარკ. 1,12-14).

მიზეზთა გამო, სახარება არ აკონკრეტებს, თუ რა დროა გასული მაცხოვრის მიერ უდაბნოში ყოფნის 40-დღიანი მონაკვეთის ამოწურვასა და იოანეს დაჭერას შორის.

როგორც აღინიშნა, სახარების მიხედვით, იოანეს თავისკვეთა - ჰეროდე ანტიპას მიერ ხდება.

„თავისკვეთის“ დროითი მიჯნის შეცნობის გზაზე, ერთ-ერთ ნიშნად, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც განიხილებოდა.

ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის რეჟიმის მიერ დამკვიდრებული არჩევნების მოსალოდნელი ტოტალური გაყალბების ფონზე, იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი ბ. ივანიშვილის „დამარცხება“ [თავისკვეთა], მოქმედი ხელისუფლების მიერ შეფასდებოდა, როგორც - ხალხის ჭეშმარიტი ნების გამოხატულება. დიახ, ასეთ შემთხვევაში „თავისკვეთის“ მისტერიული როლის შემსრულებლად - ქართველი ერი მოგვევლინებოდა.

არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე [2012 წ. 18 სექტემბრიდან მოყოლებული] ციხეში დამკვიდრებული უზნეობის მამხილებელი ვიდეოკადრების გამომზეურებამ, ერთგვარად წელში გატეხა მ. სააკაშვილის რეჟიმი. შედეგად, სულ სხვა სურათი მივიღეთ - მიუხედავად გაყალბებისა, მმართველი რეჟიმი - დამარცხდა.

ცესკოს საბოლოო შედეგების მიხედვით: კოალიციამ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, არჩევნებში მონაწილეთა ხმების - 54,91% მოაგროვა; ხოლო მ. სააკაშვილის გუნდმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“, ხმების მხოლოდ  - 40,38% „აღება“ მოახერხა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარად გამოიკვეთა, რომ - იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების „სამოქმედო ასპარეზზე“ გამოსვლის - ზედა მიჯნად - 2012 წლის 1 ოქტომბერი შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუმცა აქაც არის  ორი პირობითი ეტაპი.

დიახ, საძიებელი „ზედა მიჯნა“, თავის მხრივ გარკვეულ ეტაპს მოიცავს. კერძოდ, ესაა - უშუალოდ არჩევნებში გამარჯვების თარიღი, და გამარჯვებული გუნდის მიერ სახელისუფლებო ბერკეტების ხელში აღების დრო - პარლამენტის პირველი სხდომა [უფლებამოსილების ცნობა] და პარლამენტის მიერ მთავრობის გუნდის დამტკიცება.

ამდენად, დღევანდელი მდგომარეობით სახეზე გვაქვს - იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების „სამოქმედო ასპარეზზე“ გამოსვლის ასეთი დროითი საზღვრები:

- „ქვედა მიჯნა“ იწყება 2011 წლის 5-7 ოქტომბრიდან, და მთავრდება კოალიციის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ საარჩევნო სუბიექტად [ბლოკად] დარეგისტრირებით - 2012 წლის 16 აგვისტო [განკარგულება № 41/2012];

- „ზედა მიჯნის“ ათვლის წერტილია საპარლამენტო არჩევნების თარიღი - 2012 წლის 1 ოქტომბერი, ხოლო თავად ეს დროითი მონაკვეთი - პარლამენტის მიერ სამთავრობო გუნდის დამტკიცებით დასრულდება.

ბოლო ჟამში, იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების საძიებელი „თავისკვეთის“ მისტერიული ასრულება, სწორედ აღნიშნული დროითი ეტაპის შემდგომადაა მოსალოდნელი.

თავად ამ „თავისკვეთის“ არსის თაობაზე საუბრის გაგრძელებამდე, მოდით ის ბიბლიური ნიშნები განვიხილოთ, რომელთა შესახებ მსჯელობის საშუალებას 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგები იძლევა.

(გაგრძელება იქნება)