Print

გაზ. № 44 (837)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი 13ოქტომბრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 წლის 13 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე განიხილეს: ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი გასაგზავნი - ღია მიმართის  თაობაზე;

შესაბამისი გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 13 ოქტომბრის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 . 13 ოქტომბრის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ  სააკაშვილისადმი გასაგზავნი - ღია მიმართის  თაობაზე;

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს:

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი გასაგზავნი - ღია მიმართვა.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ მიხეილ სააკაშვილს !

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

 

ღია მიმართვა:

სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების ერთადერთი გზა:

პატივი ვცეთ კონსტიტუციას

 

ბატონ მიხეილ!

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის შესაბამისად:

„1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.

2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება...“ [მუხლი 5,1-3].

კონსტიტუციაში მკაფიოდაა დაფიქსირებული ქვეყნის უმაღლესი სახელისუფლებო სტრუქტურების არჩევის ვადები, რომელთა თანახმადაც:

საქართველოს პარლამენტი - 4 წლის [მუხლი 49,1], ხოლო

საქართველოს პრეზიდენტი - 5 წლის ვადით [მუხლი 70,1] ფლობს, ხალხის მიერ მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე - 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებული - საპრეზიდენტო, ხოლო ი/წ 21 მაისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად:

- საქართველოს პარლამენტს, კონსტიტუციით მინიჭებული 4-წლიანი არჩევის ვადა 2012 წლის 21 მაისს ამოეწურა; ხოლო

- საქართველოს პრეზიდენტის 5-წლიანი არჩევის დროის მონაკვეთი 2013 წლის 5 იანვარს იწურება.

ბატონო მიხეილ!

თქვენი და თქვენი მხარდამჭერი საპარლამენტო გუნდის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, კონსტიტუციაში დაფიქსირდა, რომ:

- „...პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში...“ [მუხლი 501];

- „...პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში...“ [მუხლი 70,9].

აღნიშნული, ანტიკონსტიტუციური, საკონსტიტუციო ცვლილებით, თქვენ - ხელისუფლებაში წინასწარ განსაზღვრული ვადით არჩეულმა [მყოფმა] ძალამ - საკუთარ თავს გაუხანგრძლივეთ, ქვეყნის მართვის სათავეში ყოფნის დრო, კერძოდ:

2008 წ. 21 მაისს 4 წლით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრები:

ვინაიდან მათი - „...უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე“ [მუხლი 50,4], ხოლო

2012 წლის 1 ოქტომბერს - „...საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში...“ [მუხლი 51], რაც 2012 წლის 21 ოქტომბრამდელ დროს მოიცავს,

მთელი 5 თვით უკანონოდ არიან რა ქვეყნის სათავეში, ახდენენ ხელისუფლების მითვისებას, ანუ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციურ ნორმას, რომლის ძალითაც

 - „...არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება...“ [მუხლი 5,3].

ბატონო მიხეილ!

თქვენი მხარდამჭერი საპარლამენტო გუნდის მიერ, ზემოხსენებული ანტიკონსტიტუციური შესწორების შედეგად [იხ. მუხლი 50,21 და მუხლი 70,9], თქვენ, როგორც 2008 წლის 5 იანვარს 5 წლით არჩეული საქართველოს პრეზიდენტი, ასევე დგეხართ - კონსტიტუციური მოთხოვნის [მუხლი 70,1 და მუხლი 5,3] დარღვევის საშიშროების წინაშე, კერძოდ:

ხსენებული ანტიკონსტიტუციური ცვლილების თანახმად [მუხლი 70,9], თუკი საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2013 წლის ოქტომბრის თვეში დაინიშნება, და ვინაიდან - „1. თანამდებობის დაკავების წინ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი წარმოთქვამს საპროგრამო სიტყვას და დებს ფიცს...  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცერემონიალი იმართება პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე[მუხლი 71,1-2], მაშინ თქვენ, რომელსაც 2013 წლის იანვარში გეწურებათ კონსტიტუციის 70-ე მუხლის 1 პუნქტით განსაზღვრული - საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წლიანი ვადა, როგორც მინიმუმ - 9 თვის მანძილზე უკანონოდ გექნებათ მითვისებული ხელისუფლება.

შესაბამისად, 2013 წლის 5[20] იანვრის შემდეგ, თქვენი, როგორც - კონსტიტუციის მუხლი 5,3 -ის მოთხოვნის დამრღვევის წინააღმდეგ, კონსტიტუციის 63-ე და 75-ე მუხლის მეორე პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს 2012 წლის მოწვევის პარლამენტს, სრული უფლება ექნება დააყენოს - იმპიჩმენტის წესით დაკავებული თანამდებობიდან თქვენი გადაყენების საკითხი.

 

ბატონო მიხეილ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თქვენი მხრიდან კონსტიტუციური მოთხოვნის [იხ. მუხლი 5,3] დარღვევის თავიდან აცილების მიზნით,  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი უფლებამოსილია განაცხადოს:

საპრეზიდენტო არჩევნების სამართალმემკვიდრეობის პრინციპის დაცვისა გამო, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა შენარჩუნებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არაუმეტეს 5-წლიანი ვადით ყოფნის საკონსტიტუციო მოთხოვნა [მუხლი 70,9]. შესაბამისად:

- ვინაიდან 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თქვენს მიერ, კონსტიტუციის 71,2 მუხლის თანახმად [საპრეზიდენტო ფიცის მიღება], საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ათვლა 2008 წლის 20 იანვრიდან დაიწყო;

- ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაცვა, მხოლოდ თქვენს მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შემთხვევაშია შესაძლებელი; და

ვინაიდან, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ:

პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის განმავლობაში და მის ჩატარებას უზრუნველყოფს პარლამენტი“  [მუხლი 76,2],

ამიტომ, მოგმართავთ წინადადებით, რომ

1. ან:

2013 წლის 5 იანვრამდე 60 დღით ადრე, ანუ - 2012 წლის 6 ნოემბერს დანიშნეთ საპრეზიდენტო არჩევნები;

2. ანდა:

არაუგვიანეს 2012 წლის 21 ნოემბრისა, საკუთარი ნებით გადადგეთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტს, თქვენი გადადგომიდან არა უმეტეს 45 დღისა, ანუ 2013 წლის 5 იანვარს დანიშნოს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

დასასრულს, იმედს ვიტოვებთ, რომ საკუთარ თავში იპოვით ძალას თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრების საქმეში.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

ტელ.: 5(91) 63-63-36;

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

თბილისი,

2012 წ. 15 ოქტომბერი

 

 

 

ფიქრები - ღვთისა და ადამიანის

სიყვარულის შესახებ

 

ინტერნეტ სივრცეში ბევრ საინტერესო მასალას იპოვის დაინტერესებული ადამიანი. წინამდებარე წერილი, სამწუხაროდ [ან იქნებ პირიქით, თავმდაბლობისა გამო] ავტორის მითითების გარეშე იყო წარმოდგენილი...

აღნიშნულ შეგონებას - უკომენტაროდ გთავაზობთ, რამეთუ ვფიქრობთ, რომ მასზე კომენტარი თითოეულმა ჩვენთაგანმა მხოლოდ თავის გულში უნდა გააკეთეს.

„ერთმა მწირმა წმინდა ადგილების მოლოცვის დროს გაიგო, რომ ერთ-ერთ უდაბნოში მოღვაწეობდა მაღალი სულიერებით გამორჩეული სქემოსანი ბერი

მან გადაწყვიტა სწვეოდა მას და აღსარება ჩაებარებინა.  სქემმონაზონმა ის სიყვარულით მიიღო და უთხრა, რომ აღსარება ფურცელზე დაეწერა.

მწირმა რამდენიმე დღე დაჰყო სავანეში, ღვთის წინაშე დიდი სინანულით ჩამოწერა თავისი ცოდვები და ბერს მისცა.

მან ყურადღებით წაიკითხა აღსარება და უთხრა: „შენ, ძმაო, ბევრი რამ ზედმეტი დაგიწერია:

შენ ინანიებ ერთსა და იმავე ცოდვებს, რომლებიც უფალმა უკვე მოგიტევა; არ გწამს აღსარების საიდუმლოსი, ამიტომ ხელახლა ამბობ მონანიებულ ცოდვებს. ნუთუ არ გჯერა, რომ შენთვის დაღვრილმა ქრისტეს სისხლმა წარხოცა შენი ცოდვები?  საკმარისია მათი ერთხელ მონანიება!

 გარდა ამისა, ყურადღებას ამახვილებ სხვადასხვა გარემოებებზე, რომელთაც სრულიად არა აქვთ კავშირი შენს ცოდვებთან; დაწვრილებით ყვები გონებრივ ცოდვებზე. ეს არ არის საჭირო, მათი განხილვისას შესაძლოა ხელმეორედ წაიბილწო სული მოგონებებით.

შე ასახელებ სხვადასხვა ადამიანებს; აღსარებაში სახელების დასახელება არ არის საჭირო, ილაპარაკე მხოლოდ საკუთარ თავზე.

და ბოლოს, არ გითქვამ სყველაზე მთავარი, რომ - შენ არ გიყვარს ღმერთი, და რომ - შენ არ გიყვარს ადამიანი“.

მწირმა უპასუხა: „მამაო, როგორ არ მიყვარს ღმერთი?! მე ხომ მისთვის დავტოვე ყველაფერი და დავეხეტები, როგორც გლახაკი?

როგორ არ მწამს სახარებისა, მისი წმინდა სიტყვებისა, მაშ, ვიღასი უნდა მჯეროდეს ამ ქვეყანაზე?!

როგორ არ მიყვარს ადამიანები?! მე ხომ მათი მოწყალებით ვცოცხლობ? ყოველი ადამიანი, რომელიც ერთ კაპიკს ან ერთ ლუკმა პურს მაწვდის, ჩემი კეთილისმყოფელია, შიმშილით სიკვდილისაგან მიცავს,  როგორ დავაყენო თავი მათზე მაღლა, როცა კონკების გარდა არა გამაჩნია რა?!“

სქემმონაზონმა ამაზე მიუგო: „ძმაო, შენ ჯერ კიდევ არ შეგიცვნია შინაგანი სულიერი ცხოვრება, ამიტომ კარგად არ იცნობ შენს გულს და ვერ გაიგე სრულიად, რის შესახებ გელაპარაკები მე. აი, წაიკითხე აღსარება, რომელიც ჩემმა სულიერმა შვილმა მომიტანა ახლახანს“.

მან მისცა მას ფურცელზე დაწერილი აღსარება.

მწირმა ხმამაღლა დაიწყო კითხვა:

ყურადღებით ვსწავლობდი რა ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ სრულიად არ მიყვარს ღმერთი.

ვინც მიყვარს, იმის სიყვარულსგულით ვატარებ და ტკბილად ვიხსენებ მის სახელს;

ვინც მიყვარს, ის ყოველთვის მახსოვს და ვფიქრობ მასზე, მაგრამ ბევრს ვფიქრობ მე ღმერთზე?

ჩემი ფიქრების უმრავლესობა ეხება წარმავალს, ამქვეყნიურ ამაოებას და ცოდვებს.

დღე-ღამეში, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ერთ საათს თუ დავუთმობ ხოლმე ფიქრებს ღმერთზე.

როდესაც ღმერთზე ვფიქრობ, ამას უხალისოდ და იძულებით ვაკეთებ; მაგრამ თუ ამ დროს ვინმე ახალ ამბავს მომიტანს, მაშინ ხარბად ვიწოვ თითოეულ სიტყვას.

როდესაც სახარებას და წმინდა მამათა წიგნებს ვკითხულობ, მაშინვე მავიწყდება წაკითხული; ახალი ამბები და ჭორები კი მრავალი წლის განმავლობაში მახსოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ მიყვარს!

ვინც მიყვარს, მასთან სიამოვნებით ვსაუბრობ. დიდი ხნით საუბარიც კი მოკლედ მეჩვენება და შეუმჩნევლად გადის დრო. ლოცვაზე კი გაჭირვებით ვდგები, ძალდატანებით და ლოცვის რამდენიმე წუთი წელიწადად მეჩვენება. სურვილი მიჩნდება სასწრაფოდ მივატოვო ლოცვა და ყოველდღიური საქმეების კეთებას მივყო ხელი. საბაბსაც კი ვეძებ, რომ ჩქარა დავამთავრო ლოცვა, ამიტომ მე ვხედავ, რომ ღმერთი არ მიყვარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სურვილი მექნებოდა ყოველთვის მესაუბრა მასთან, მეფიქრა მასზე.

ვინც მიყვარს, მასთან შეხვედრა მსურს. ტაძარში კი გულგრილად, უხალისოდ მივდივარ; ვერ ვგრძნობ ღვთის სახლში ყოფნას. ესე იგი მე ღმერთი არ მიყვარს.

თვით ლოცვის დროსაც კი არ ვფიქრობ ღმერთზე, არამედ რაღაც განყენებულზე და ზოგჯერ, ლოცვის დამთავრების შემდეგ, იმასაც ვეღარ ვხვდები, დილის ლოცვები წავიკითხე თუ საღამოსი. თვით ლოცვისთვის განკუთვნილ დროსაც კი არ ვუძღვნი ღმერთს.

თუ ვინმე გვიყვარს, მის ნება-სურვილს სიამოვნებით ვასრულებთ.

 უფალმა თქვა: „ვისაც მე ვუყვარვარ, ის ჩემს მცნებებს ასრულებს“.

მე რომ ღმერთი მყვარებოდა, მის მცნებებს, ზეპირად ვისწავლიდი დ აშევეცდებოდი შემესრულებინა ისინი. ახლა კი რომ მკითხო, ღვთის მცნებები რომელიაო, ვერაფერს გიპასუხებთ. ამიტომ მე ვხედავ, რომ ღმერთი არ მიყვარს.

როდესაც არჩევანის წინაშე ვდგები, ვიმოქმედო ღვთის ნების მიხედვით თუ ჩემი ავხორცი გულისთქმებით, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი ცოდვების მიხედვით ვმოქმედებ. მაშასადამე, მე ღმერთი არ მიყვარს.

რაც შეეხება ადამიანის სიყვარულსვსწავლობდი რა საკუთარ თავს და ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ მე, ჩემი თავის გარდა, არავინ მიყვარს.

როდესაც ადამიანი გვიყავრს, მასში მხოლოდ სიკეთეს ვხედავთ. მე კი ადამიანებში ვხედავ ცუდს, ბოროტებას, ვხედავ მათ ცოდვებს. მარტო საკუთარ თავში ვამჩნევ ღირსებას და სიკეთეს, ესე იგი, მე ადამიანები არ მიყვარს.

ვინც გვიყვარს, იმის საქციელს ვამართლებთ; მე კი პირიქით, განვიკითხავ ჩემს გარშემო ყველას, როგორც უღირსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ადამიანები არ მიყვარს.

ვინც გვიყავრს, მათ ხალისით ვპატიობთ; მე კი წყენას დიდხანს ვერ ვივიწყებ, შესაძლოა, მთელი ცხოვრებაც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემში არანაირი სიყვარული არ არის.

წმინდა წერილში ნათქვამია: „გიხაროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან“ (რომ. 12, 15). მაგრამ მე, ვიყურები რა ჩემს გულში, ვხედავ, რომ სრულებით არ მიხარია ადამიანთა კეთილდღეობა და ბედნიერება; მე გულგრილი ვარ მათ მიმართ. მაგრამ ამაზე საშინელ ვხედავ ჩემს თავში: ეს ბედნიერება გულის სიღრმეში მწყინს და პირიქით, როცა ადამიანებს უბედურება ეწევათ ხოლმე, მე გარეგნულად თანავუგრძნობ, შინაგანად კი ბოროტად მიხარია. ამიტომ მე მივხვდი, რომ ადამიანები არმიყვარს; ჩემში არაფერია წმინდა. ჩემი რწმენა მხოლოდ გარეგნულია.

მე რომ მჯეროდეს სახარების სიტყვებისა,

ძრწოლით ვიფიქრებდი ჯოჯოხეთზე,

ვიბრძოლებდი ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის.

ჩემს გაყინულ გულს კი სიკვდილზე და მომავალ ცხოვრებაზე ფიქრი არ ეკარება.

მე ვხედავ, როგორ კვდებიან ჩემს გარშემო ადამიანები, მაგრამ ისე ვცხოვრობ, თითქოს მუდამ ვიქნები აქ, ამ ქვეყანაზე. ესე იგი, მე ურწმუნო ვარ, ესე იგი მე არ მეშინია ღვთისა; ბნელი ძალებიც კი, ღვთის მოძულე ძალები ჯოჯოხეთისა, სახარების სიტყვებით, ძრწიან ღვთის წინაშე; მე კი ეს შიშიც არ გამაჩნია, რომელიც ეშმაკს ეძლევა!..

მე არ მაღელვებს ღვთის გაფრთხილება, რომლითაც მსოფლიოს და მე წინასწარმეტყველთა პირით მოგვმართავს უფალი.  მეს რულიად უგრძნობი ვარ.

თავი მორწმუნე მგონია, მაგრამ ვცხოვრობი სე, თითქოს ღმერთი არ არსებობდეს; უფრო მეტიც, როდესაც ცოდვის ჩადენა მწყურია და სინდისი მამხილებს,  ვცდილობ ჩავკლა,  ჩავახშო საკუთარი სინდისის ხმა.

ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, ღმერთი საერთოდ არ ყოფილიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მე შინაგანად ღვთისმკვლელი ვარ.

მე არ მწამს ღმერთი და არ მიყვარს იგი. წირვაზე დგომისას, იმ უწმინდეს წუთებში, როცა სულიწმინდის მადლი მოიცავს ხოლმე ტაძარში მდგომთ, ვხედავ, რომ ამ, თვით, ანგელოზთათვის, საშინელ დროს მე გართული ვარ მანკიერი, ბინძური გულისთქმებითა და მოგონებებით. ტაძარში ყოფნისას ჩემს გულს საღორედ ვაქცევ ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ღმერთი არ მიყვარს. ეს იმა სნიშნავს, რომ არაფერი მწამს წმინდა.

მე სავსე ვარ ამპარტავნებით. გულში ჩემს გარშემო მყოფ ყველა ადამიანზე მაღლა ვაყენებ თავს. რჩეული მგონია საკუთარი თავი. მე ჩემგან კერპი შევქმენი და მხოლოდ მას ვცემ თაყვანს.

იმისთვის კი არ ვკითხულობ წმინდა წერილს და წმინდა მამათა შრომებს, რომ აღვასრულო ისინი, არამედ იმისთვის, რომ წმინდა წიგნების შესახებ საუბრისას თავი გამოვიჩინო ადამიანთა წინაშე; ხოლო თუ ერისკაცს შევხვდი, მეშინია განვაცხადო, რომ მორწმუნე ვარ, რათა არ დამცინონ და ფანატიკოსი არ მიწოდონ.

პირჯვრის გამოსახვისაც კი მრცხვენია ერისკაცთა წინაშე.  ჯვრისა, რომლითაც გადარჩა ადამიანთა მოდგმა.

ამიტომ მიმაჩნია, რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ღმერთი არ უყვარს, სძულს ადამიანები, არა სწამს სიწმინდისა და აღსავსეა სატანური ამპარტევნებით“.

შეძრწუნებულმა მწირმა თქვა: „მამაო, ნამდვილად მოვინანიე ჩემი შეცოდებანი, მაგრამ ეს ცოდვები ვერ დავინახე საკუთარ გულში. რა გავაკეთო იმისთვის, რომ ღმერთი შევიყვარო?“

სქემმონაზონმა უპასუხა: „მთელი ჩემი ცხოვრება ვიღწვი იმისთვის, რომ ღმერთი შევიყვარო. ეს ნიჭი ღვთის მადლით ეძლევა კაცს; მე მხოლოდ რამდენიმე რჩევას მოგცემ: იცი რა არის გამადიდებელი შუშა? მას შეუძლია სინათლის კონცენტრაცია ერთ წერტილში... აიღე და მისი საშუალებით ერთად შეკრიბე მზის სხივები. თუ ამ კონცერნტრირებულ სინათლეს ხეს მიუშვერ, ის თანდათან გაცხელდება და აალდება.

ასე გააკეთე შენს გულშიც - იესო ქრისტეს სახელი გულით ატარე, შემდეგ ღვთის სახიერებაზე იფიქრე. იმის შესახებ, რომ შენ ღვთის წყალობის ქვეში მყოფები, რომ შენ სიცოცხლის ყოველი დღე - ეს არის ღვთის მიერ შენთვის მოძღვნილი საჩუქარი.

სიყვარული, მადლიერების გრძნობისაგან იბადება.

შემდეგ, ყოველდღე იკითხე სახარება: იკითხე იმისთვის, რომ აღასრულო. ყოველ საღამოს იფიქრე იმის შესახებ, როგორ მოიქეცი დღის განმავლობაში, რომელ ცოდვას სძლიე, რომელი მცნება შეასრულე.

თუ გინდა შეიყვაროა დამიანები, ნურასოდეს განიკითხავ მათ; შეეცადე გახსოვდეს, რომ ყოველ მათგანს დაფარული სათნოებები აქვს და თქვი: „ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი,  ჩემზე უკეთესია“.

შენს მტრებს ფარულად მიაგე წყალობა და ყოველთვის ასე ილოცე:

უფალო, მომეცი ძალა შეგიყვარო ისე, როგორც ადრე ცოდვა მიყვარდა“.