Print

გაზ. №45 (838)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი20ოქტომბრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 წლის 20 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე მოისმინეს  ლასკარის საზოგადოებრივი მდივნის - ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია, ზვიად გამსახურდიასთვის გმირის წოდების მინიჭების მოთხოვნისეული ინფორმაციის ბეჭვდით მედიაში გავრცელებასთან დაკავშირებით.  

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

წლისთავზე გასახსნელი კვანძის არსობრივი მხარისათვის

დასაწყისი გაზ. №42 (835) - № 43 (836)

 

ბოლო ჟამის დროთა მდინარების თაობაზე ბიბლიაში არსებული მინიშნებების აცხადება, როგორც წესი, რამოდენიმე გამოვლინებით ხდება, კერძოდ მაცხოვარი გვაუწყებს - „მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება“-ო [მათე 24,40].

ინფორმირებულ მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ ბიბლიური - „...დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს [იერ. 23,6] სამოქმედო ასპარეზე გამოსვლა, სხვა მინიშნებათა პარალელურად, წინასწარნაუწყები: „8-6-4-2“ -ის ასრულების ფონზე მოხდა {იხ. გაზ. №13 (790), 15.10.2011 წ. და გაზ. № 16 (793), 17.12.2011 წ.].

იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელ პირთან მიმართებაში დაფიქსირებული საკითხი, „...დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე“-სთან ერთად, ჩვენის აზრით, წარმოადგენს - ბოლო ჟამის დამამთავრებელი ეტაპის ამსახველი პირობითი „მედლის“ მეორე მხარეს. შესაბამისად, იგიც, ასევე იმ ბიბლიური „8-6-4-2“ -ის ფონზე იხსნება, რომელსაც - „... აღზევდება სამეფოში რვა მეფე, რომელთა ჟამი ხანმოკლე იქნება და წლები წარმავალი...“ {3 ეზრა 12,20-21] - ჰქვია. მოდით მივყვეთ თანამიმდევრულ თხრობას.

 

2011 წლის ოქტომბრიდან - 2012 წლის ოქტომბრამდე

 იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი - ბ. ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენიდან, ანუ 2011 წლის 5-7 ოქტომბრიდან, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისადმი მზადება - თვისობრივად ახალ გარემოში წარიმართა.

ბ. ივანიშვილმა თავიდანვე „დაახარისხა“ საქართველოს სინამდვილეში დამკვიდრებული პოლიტიკური სუბიექტები.

ამ კუთხით, 2011-2012 წლებში წარმართული კრისტალიზაციის პროცესის შედეგად, სხვა პარტიათა ფონზე, კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერთან ასოცირებული - რვა გამორჩეული პ/გ დაფიქსირდა. ესენია:

1. მ. სააკაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა); 2. ბ. ივანიშვილი (კოალიცია „ქართული ოცნება“); 3. გ. თარგამაძე (ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა); 4. შ. ნათელაშვილი (საქართველოს ლეიბორისტული პარტია); 5. ჯ. ბაღათურია (ქართული დასი); 6. ბ.ქარდავა [გ. ჩახვაძე] (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია); 7. დ. გამყრელიძე (ახალი მემერჯვენეები) და 8. კ. კუკავა (თავისუფალი საქართველო).

ამ, ე.წ. „რვიანის“ სახით გამოკვეთილი პ/გ-დან ორი - „ედპ“ და „ახალი მემერჯვენეები“, თავისი პოლიტიკური სახისა გამო, ერთგვარად - გარიყულის როლში ფიქსირდებოდნენ.

განსახილველ კუთხესთან მისადაგებული, ყოველივე ზემოთქმულის ამსახველი ბიბლიური მინიშნება ასე იკითხება - „... აღზევდება სამეფოში რვა მეფე [იხ. ზემოთქმული], რომელთა ჟამი ხანმოკლე იქნება და წლები (2011-2012) წარმავალი. ორი მათგანი დაიღუპება“ {3 ეზრა 12,20-21].

პირობითი გადარჩევის პროცეესს, დარჩენილ „ექვსეულში“ შემავალი ორი პ/გ და მათი ლიდერი - ჯ. ბაღათურია და კ. კუკავა „ემსხვერპლა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღად 2012 წლის 1 ოქტომბრის გამოცხადების შემდეგ(1/08 – 2012 წ,), ცესკომ, მხოლოდ ოთხ პ/გ მიანიჭა უფასო საეთერო რეკლამის გამოყენების უფლება.

აი, რას ვკითხულობთ ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებაში - კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალი უფასოსაეთერო სარეკლამო დროსთან მიმართებაში - საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსისაქართველოს ორგანული კანონის 51- მუხლის მიზნებისათვის კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტთა ჩამონათვალი:

1.„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია; 2.„ერთიანინაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს; 3.„გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება; 4.„ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება.

საქართველოს პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ძალთა ამდაგვარი გადანაწილების შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 16 პოლიტიკური სუბიექტიდან, მხოლოდ ამ ოთხმა პ/გ შესძლო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 1%-ზე მეტი ხმების მოპოვება. კერძოდ:

1. .„ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება: 1 181 862 ხმა, 54,97%;

2. .„ერთიანინაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს: 867 432 ხმა, 40,34%;

3.„გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება: 43 805, 2,04%;

4. შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია: 26 621 ხმა, 1,24%.

ამათგან, დაწესებული 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა, მხოლოდ ორმა საარჩევნო სუბიექტმა მოახერხა. საბოლოოდ, 2012 წლის 19 ოქტომბერს ცესკოს მიერ მიღებული შემაჯამებელი ოქმით, 150 საპარლამენტო მანდატი ასე გადანაწილდა:

1. .„ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება – 85 მანდატი,

2. .„ერთიანინაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს – 65 მანდატი.

ზემოთქმულის მსგავსად, განსახილველ კუთხესთან მისადაგებული ბიბლიური მინიშნება, ასეთ ორიენტირს განგვისაზღვრავს:

„შუა ხანის (2012 წ. აგვისტო) მოახლოებისთანავე ოთხი მეფე შემორჩება იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს. ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21].

მაშასადამე, ჩვენს თვალწინ მიმდინარე მოვლენების ანალიზი, შესაძლებლობას იძლევა ბიბლიაში წინასწარნაუწყები დროითი ეტაპების ზოგადი კონტურები გამოვსახოთ:

- 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ოთხი პოლიტიკური სუბიექტის [„მეფის“] გამოკვეთით, ბიბლიური „შუა ხანის“ მოახლოებაზე მიგვენიშნა;

- ხსენებული „ოთხი მეფის“ [საარჩევნო სუბიექტის] ასეთ გამორჩეულ რეჟიმში მოღვაწეობა: 2012 წლის სექტემბრიდან ათვლით 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნების დღემდე გაგრძელდა.

აღნიშნულთან მიმართებაში, ხსენებული ბიბლიური მინიშნება  [3 ეზრა 12,21] ასე შეიძლება განიმარტოს:

1. კოდირებული - „იმ დრომდე“, უნდა გამოკვეთდეს 2012 წლის 1 ოქტომბერს;

2. მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვის, ანუ მისი უფალ იესუ ქრისტეს რანგში გაცხადების მომლოდინეთ, გვიკონკრეტდება, რომ ეს - „იმ დრომდე“, ანუ 2012 წლის 1 ოქტომბერი, არის დროითი მიჯნის ის ზედა ზღვარი - „როცა დაიწყებს მოახლოებას მისი [უფალ იესუ ქრისტეს გამოჩენის] ჟამი, რათა [ბოლო ჟამად სახელდებული დრო] დასრულდეს“;

3. 2012 წლის 19 ოქტომბერს ცესკოს მიერ მიღებული 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმისა და 2012 წლის 21 ოქტომბერს გამართული 2012 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შედეგად, ორი საარჩევნო სუბიექტის [1. .„ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებადა 2. .„ერთიანინაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს] მიერ მოპოვებული საპარლამენტო უფლებამოსილების მიღების დადასტურებით, ე.წ. „დასასრულის“ დასაწყისი დაგვიფიქსირდა.

მეორეს მხრივ, 2012 წლის 25 ოქტომბერს ახლადარჩეული პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის დამტკიცებით, აღმასრულებელ სახელისუფლო შტოში, ერთმანეთთან იდეოლოგიურად დაპირისპირებული ორი პირი გამოიკვეთა:

1. საქართველოს პრეზიდენტი - მ. სააკაშვილი და

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ბ. ივანიშვილი.

ამდენად, ერთის მხრივ 2012 წლის 19-21 ოქტომბერს, და მეორეს მხრივ 2012 წლის 25 ოქტომბერს მომხდარით, ჩვენს თვალწინ ის დროითი ეტაპი დაიწყო, რომელსაც ბიბლია ასე გამოკვეთს - „ორნი კი [აქ - მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი, თავისი „გუნდებით“] დასასრულამდე დარჩებიან“.

 

„თავი გაუჩინარდას“ ასრულების საკითხისათვის

 საუბარი, ბიბლიური მინიშნებით გვინდა განვაგრძოთ - „ვიხილე სიზმარი: აჰა, ამოდის ზღვიდან არწივი, თორმეტფრთიანი და სამთავიანი (1)... ვიხილე: აჰა, აღიმართა არწივი თავის კლანჭებზე და დასძახა თავის ფრთებს, უთხრა (7): ნუ იფხიზლებთ ყველანი ერთად, თითოეულს თავ-თავის ადგილზე გეძინოთ და დროგამოშვებით იფხიზლეთ (8). ხოლო თავები უკანასკნელი ჟამისათვის იყოს შემონახული“ [3 ეზრა 11,1; 7-9].   

ამჟამად ჩვენთვის საინტერესო „სამი თავის“ ისტორია, როგორც ვიცით, 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციიდან“ იღებს სათავეს. მათ თაობაზე, ბიბლიაში არსებული ზოგადი მონათხრობი ასეთია:

- „სამი უძრავი თავი რომ იხილე, ასეთია ამის განმარტება: უკანასკნელ ხანებში  (აქ - 2003 წ. 21-23 ნოემბერი; 2004 წ. 4-25 იანვარი] აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს (მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე)...“ [3 ეზრა 12,22-23].

2005 წ. 3 თებერვალს, ამ „სამეულს“ - ზ. ჟვანია გამოაკლდა. ბიბლიაში ამაზე ვკითხულობთ - „...აჰა შუა თავი (ზ. ჟვანია)... უეცრად გაუჩინარდა“ [3 ეზრა 11,33]; აღნიშნულთან მიმართებაში კი - „... ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი (ამ ე.წ. „სამეულიდან“) თავის სარეცელზე მოკვდება (2005 წ. 3 თებერვალი), თუმცა წამებით“ [3 ეზრა 12,26].

„დუეტში“ დარჩენილთა თაობაზე ასე გვეუწყება - „დარჩა ორი თავი (მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე), რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე (აქ - საქართველოში) და მის მკვიდრებზე [3 ეზრა 11,34].

მიზეზთა გამო, ნ. ბურჯანაძემ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, და შესაბამისად, 2008 წლის 6 ივნისის საპარლამენტო სხდომაზე, მის მაგივრად საქართველოს ახალი პარლამენტის თავმჯდომარედ დ. ბაქრაძე აირჩიეს. წმიდა წერილი მომხდარ მოვლენაზე ასე მიგვანიშნებს - „ვიხილე: აჰა, შთანთქა მარჯვენა თავმა (მ. სააკაშვილმა) მარცხენა თავი (ნ. ბურჯანაძე)“ [3 ეზრა 11,35].

აღნიშნული დროიდან მოყოლებული 3,5 წლის [იხ. დან. 7,25] შემდეგ, იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნებისა, და - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სამოქმედო ასპარეზზე გამოჩენას, 2012 წლის 2 აგვისტოდან ათვლით, ჩვენს მიერ უკვე განხილული, „ლომისეული“ ეტაპის დაწყება მოჰყვა [იხ. გაზ. № 39 (832), 15.09.2012 წ.].

2012 წლის 2 აგვისტოდან, ანუ „ლომის ზოდიაქოში“ დაწყებული ე.წ. „უსამართლობაში მხილების“ ეტაპის მიმდინარეობასთან მიმართებაში, ბიბლია, ხსენებული „სამი თავიდან“ - ეულად დარჩენილი „თავის“ [მ. სააკაშვილის] შემდგომი ბედის თაობაზე ასე გვაუწყებს - „როცა (2012 წ. 2 აგვისტოდან ათვლით) ლომი არწივს ამ (მხილებისეულ) სიტყვებს ეუბნებოდა, ვიხილე: აჰა, თავი (აქ - მ. სააკაშვილი), რომელიც (აქ - ეულად) დარჩენილიყო, გაუჩინარდა...“ [3 ეზრა 12,1-2].

როგორც ითქვა, ბიბლიური „სამი თავიდან“ [3 ეზრა 12,22] დუეტში დარჩენილთაგან ერთ-ერთი, კერძოდ - ნ. ბურჯანაძე, მ. სააკაშვილმა, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მეშვეობით ჩამოიცილა გზიდან; ხოლო

2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგიდან გამომდინარე, თავად მ. სააკაშვილი გახდა იძულებული ეღიარებინა არჩევნებში მისი პოლიტიკური გუნდის მარცხი და ძალაუფლების „მშვიდობიანად გადაცემას“ დათანხმებოდა.

ამდენად, ნ. ბურჯანაძეცა და მ. სააკაშვილიც - ერთი და იმავე მიზეზით, ანუ საპარლამენტო არჩევნების მეშვეობით „დამარცხდნენ“. აი, როგორ იუწყება აღნიშნულზე ბიბლია - „იმ დანარჩენ ორს კი (მ. სააკაშვილსა და ნ. ბურჯანაძეს) მახვილი (აქ - მხილება) შეჭამს (დაამარცხებს). ერთის (მ. სააკაშვილის) მახვილი მეორეს (ნ. ბურჯანაძეს) შეჭამს (აქ - 2008 წ. 21 მაისი - 6 ივნისის შედეგი), თუმცა ისიც (აქ - მ. სააკაშვილი) მახვილით (ანუ მხილებით) დაეცემა (დამარცხდება) უკანასკნელ ხანებში“-ო [3 ეზრა 12,27-28].

მაშასადამე, ბიბლიური „სამი თავიდან“, 2008 წლიდან ათვლით ეულად დარჩენილი „თავის“ - მ. სააკაშვილის ბედის თაობაზე, ბიბლია ორ მინიშნებას იძლევა:

1. „როცა ლომი [2012 წ. 2 აგვისტოდან ათვლით] არწივს ამ სიტყვებს ეუბნებოდა [კოდია], ვიხილე: აჰა, თავი  [მ. სააკაშვილი], რომელიც [2008 წლიდან ეულად] დარჩენილიყო, გაუჩინარდა [აქ - არჩევნებში დამარცხდა]“ (3 ეზრა 12,1-2); და

2. „... ისიც [აქ - მ. სააკაშვილი] მახვილით [მხილებით] დაეცემა [დამარცხდება] უკანასკნელ ხანებში“-ო (3 ეზრა 12,26).

ამდენად, 2012 წ. 1-25 ოქტომბრის დროით მონაკვეთში განვითარებული მოვლენების - ბიბლიურ წყაროსთან შეჯერება, საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ჩვენს თვალწინ ათვლა დაიწყო ბოლო ჟამის - „უკანასკნელმა ხანმა“. ჩვენი შემდგომი თხრობაც სწორედ ამ მონაკვეთზე საუბრით გვინდა განვაგრძოთ.

 

„უკანასკნელი ხანის“ არსისმიერი საკითხისათვის

 ბიბლიაში, მოკლედ, მაგრამ - ღვთაებრივი სისადავითა და სიღრმითაა გადმოცემული, განსახილველ „უკანასკნელ ხანში“ განსავითარებელი პროცესების შემცველი მინიშნებანი. მივყვეთ თითოეული მათგანის განხილვას.

ზემოთ განხილულ ბიბლიურ თხრობაში მოცემული მინიშნება ასე გრძელდება - „აჰა, თავი [მ. სააკაშვილი] რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა [დამარცხდა], ის ოთხი ფრთა კი, რომლებიც მასთან იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად...“ (3 ეზრა, 12,2].

მოდით ვნახოთ, რა კოდირებულ არსს შეიცავს აქ მოცემული - „ოთხი ფრთა კი, რომლებიც მასთან იყვნენ“.   

აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო ჟამის „დასასრულამდე“ შემორჩენილი „ორი მეფე“ [იხ. 3 ეზრა 12,21] – 1. საქართველოს სპრეზიდენტი მ. სააკაშვილი და 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი, თავ-თავისი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი გუნდებით, ერთგვარად, ბიბლიისეული „ოთხეულით“ არიან „დაღდასხმულები“, და აი, როგორ:

1. საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოკვეთიდან რამოდენიმე დღეში, ხელისუფლების ე.წ. მშვიდობიანი გადაბარების პროცესის დაწყებისათვის, ორივე ძალის მხრიდან ოთხ-ოთხი პირი იქნა გამოყოფილი, კერძოდ:

მ. სააკაშვილის მხრიდან - დ. ბაქრაზე, გ. ბოკერია, გ. უგულავა და პ. კუბლაშვილი;

ბ. ივანიშვილის მხრიდან - ს. უსუფაშვილი, ი. ალასანია, ი. ღარიბაშვილი და ს. სუბარი.

2. 2012 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტის პირველსავე სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილმა ორივე ფრთამ, ოთხ-ოთხი ე.წ. ლიდერი გამოკვეთა:

ა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - დ. საგანელიძე, და „ოცნების“ სამი ფრაქციის თავმჯდომარეები - ზ.ქუცნაშვილი, ი. ჩიქოვანი და დ. ბერძენიშვილი;

ბ. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი - დ. ბაქრაზე, და „ნაცების“ სამი ფრაქციის ლიდერი - გ. გაბაშვილი, ა. ბობოხიძე და ტ. ლონდარიძე.

როგორც ითქვა, ამ - „ორი მეფის“ „ბედის“ თაობაზე, ასეთი ბიბლიური მინიშნებაა:

- ამათგან ერთ-ერთი, უნდა - „გაუჩინარდეს“, რაც ხელისუფლებაში მყოფი მ. სააკაშვილის მიერ ძალაუფლების ბერკეტების დათმობასა და მისი გუნდის ოპოზიციაში გადასვლაზე მიგვანიშნებს;

- ბ. ივანიშვილისა და მისი გუნდის - ოპოზიციიდან, სახელისუფლო ძალად „გარდაქმნის“ თაობაზე, ასე გვეუწყება - „ის ოთხი ფრთა კი , რომლებიც მასთან იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად“-ო [3 ეზრა 12,2].

მოცემული „ოთხი ფრთა“, ჩვენს რეალობაში ასე განივთდა - პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უმაღლესი საპარლამენტო პოსტები ასე ნაწილდება:

გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, თავისი რიგებიდან ირჩევს - პარლამენტის თავმჯდომარეს, მის ერთ პირველ და სამ რიგით მოადგილეს;

საპარლამენტო უმცირესობას ეკუთვნის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ერთი პოსტი;

საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირებული აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიებში არჩეული სადეპუტატო კორპუსი, თავისი რიგებიდან წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ასარჩევ - თითო კანდიდატს.

ამდენად, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ძალას, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, უფლება აქვს დაიკავოს 5 უმაღლესი არჩევითი პოსტი.  

მიზეზთა გამო, ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსულმა ძალამ, პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ხუთი უმაღლესი თანამდებობიდან, ერთის - გაუქმება მოითხოვა, და მხოლოდ ოთხი პოსტი დაიტოვა. კერძოდ:

პარლამენტის თავმჯდომარედ - დ. უსუფაშვილი აირჩიეს; მის პირველ მოადგილედ მანანა კობახიძე მოგვევლინა; ხოლო პარლამენტის თამჯდომარის მოსადგილეები - ზ. ძიძიგური და ზ. აბაშიძე გახდნენ.

მეორეს მხრივ, ზოგადად, საპარლამენტო საქმიანობა - ფრაქციების ხელმძღვანელობით წარიმართება. ფრაქციების წევრები, შესაბამისი ქვოტებით არიან წარმოდგენილნი საპარლამენტო კომიტეტებში.

როგორც ითქვა, არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ, საარჩევნო სუბიექტმა: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, პარლამენტში - სამი ფრაქცია, და მის ბაზაზე დაფუძნებული - „საპარლამენტო უმრავლესობა“ შექმნა, რითაც ჯამში - ოთხი პოლიტიკური თანამდებობა გამოკვეთა - „უმრავლესობის“ ლიდერი, და - სამი ფრაქციის თავმჯდომარე.

ზემოთქმულის გახსენების შემდეგ, მოდით ბიბლიის ასეთ მინიშნებას გავეცნოთ - „როცა ლომი არწივს ამ სიტყვებს ეუბნებოდა, ვიხილე: აჰა, თავი რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა; ის ოთხი ფრთა კი, რომლებიც მასთან იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად; მაგრამ ხანმოკლე და შფოთით სავსე იყო მათი მეფობა.

ვიხილე: აჰა, თავად ისინიც გაუჩინარდნენ და მთლიანად დაიწვა არწივის ტანი და ძლიერ შეძრწუნდა დედამიწა. ხოლო მე შეშფოთებისა და ძლიერი შიშისაგან გამოვფხიზლდი...“ [3 ეზრა 12,1-3].

აღნიშნული, ჩვენთვის საძიებელ-განსახილველი „უკანასკნელი ხანის“ რამოდენიმე ეტაპს გამოკვეთს:

- „როცა ლომი არწივს ამ სიტყვებს ეუბნებოდა“-თი მინიშნებაა იმაზე, რაც ჩვენს თვალწინ 2012 წლის 2 აგვისტოდან დაიწყო;

- „აჰა, თავი რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა“, გვითითებს 2012 წ. 1-25 ოქტომბრისეულ დროით მონაკვეთში მომხდარზე, რასაც სელისუფლებაში მყოფი მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის დამარცხება ჰქვია;

- „ის ოთხი ფრთა კი, რომლებიც მასთან იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად“ არჩევნებში გამარჯვებული ძალის, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - ოთხი უმაღლესი თანამდებობითა თუ ოთხი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით წარმომადგენლობაზე უსვამს ხაზს; რაც 2012 წ. 21-25 ოქტომბრიდან იწყება;

- „მაგრამ ხანმოკლე და შფოთით სავსე იყო მათი მეფობა“, კოდირებულად მიგვანიშნებს 2012 წლის 21-25 ოქტომბრიდან დაწყებული „უკანასკნელი ხანის“ მიმდინარეობის ხასიათზე. კერძოდ, იგი თურმე  - „ხანმოკლეა“, დროითი თვალსაზრისით; და - „შფოთით სავსეა“, ამ დროში განსავითარებელი მოვლენების ხასიათის თვალსაზრისით.

- 2012 წ. 1-25 ოქტომბერს განვითარებული პროცესების შედეგად, ქვეყნის სათავეში მოსულთა ხვედრზე ნათქვამი - „ვიხილე: აჰა, თავად ისინიც გაუჩინარდნენ და მთლიანად დაიწვა არწივის ტანი და ძლიერ შეძრწუნდა დედამიწა. ხოლო მე შეშფოთებისა და ძლიერი შიშისაგან გამოვფხიზლდი“, ერთის მხრივ მიანიშნებს - „ამ ოთხის“ არსის მატარებელი, არჩევნებში გამარჯებული, ძალის „გაუჩინარებით“ გამოწვეულ „შეძრწუნებაზე“; ხოლო მეორეს მხრივ გვანიშნებს მომხდარის პარალელურად [თუ მის „შემდგომად“] დამდგარ, თავად ამ კოდირებული - „უკანასკნელი ხანის“  ეტაპის დასასრულზე.

თავის მხრივ, ბიბლიისეული მინიშნება - „ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21], 2012 წლის 1-25 ოქტომბრიდან, ჩვენს თვალწინ დაწყებულ ე.წ. ორხელისუფლებიანობაზე უნდა გვანიშნებდეს.

ამ - „ორიდან“, ერთ-ერთი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მყოფი ბ. ივანიშვილი, სრულად აკონტროლებს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს; და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სამთავრობო გუნდის საქმიანობას; ხოლო

მეორე მხარეს წარმოადგენს - მ. სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობასთან ერთად, თავის გავლენას ინარჩუნებს, როგორც არჩევითი [საკრებულოები] და აღმასრულებელი შტოს ქვედა რგოლებზე [გუბერნატორები, მერები, გამგებლები], ასევე - სასამართლო ხელისუფლებაზე.

ამ „ორი მეფის“ მიერ დამყარებული რეალობა, ანუ ე.წ. ორხელისუფლებიანობა, თავისთავად წარმოადგენს საძიებელი - ბოლო ჟამის დროითი მონაკვეთის „გასრულებისეული“ ჟამის დადგომის დასტურს, რამეთუ - „ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე დაშფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა 12,30].

ჩვენი შემდგომი საუბარიც, სწორედ ბიბლიური - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსე“ სამეფოს არსისმიერი მხარის გახსნით გვინდა განვაგრძოთ.

(გაგრძელება იქნება)