Print

გაზ. № 48 (841)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი10ნოემბრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 წლის 10ნოემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე მოისმინეს  ლასკარის თავმჯდომარის - მიხეილ (გელა) სალუაშვილის  ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილისადმი გასაგზავნ მეორე ღია მიმართვასთან დაკავშირებით.  

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 10ნოემბრის

დადგენილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 . 10ნოემბრის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი გასაგზავნი - ღია მიმართის  [მესამე ნაწილი] თაობაზე;

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს:

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი გასაგზავნი - ღია მიმართვა [მესამე ნაწილი]: „გაფრთხილდით - ჯერ კიდევ არის დრო!“

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

საქართველოს  პრემიერ-მინისტრს

ბიძინა ივანიშვილს!

ღია მიმართვა:

გაფრთხილდით ჯერ კიდევ არის დრო!

[მესამე ნაწილი]

 

ბატონო ბიძინა!

2012 წ. 29 ოქტომბრისა [ჩაბ. № 5292] და 5 ნოემბრის [ჩაბ. № 6595] მომართვის შემდგომად, გვინდა რა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი, წარმოგიდგენთ - საქართველოს კონსტიტუციურ ნორმებზე დაყრდნობით გაკეთებულ პოლიტიკურ ანალიზს - საქართველოში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მექანიზმის შემუშავების თაობაზე.

 

დანართის სახით წარმოგიდგენთ საგაზეთო მასალას, რომელიც გაზ.  „... უფალია ჩვენი სიმართლე”-ს 2012 წ. 10 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

 

დანართი:

წერილი - „მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების დროითი საკითხისათვის”, 4 გვ.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

თბილისი,

2012 წლის 12 ნოემბერი,

ტელ.: 5 (91) 63-63-36

 

 

 

...

წუხელ სიზმრად სიდონიას.

გამოვთხოვე - უფლის კვართი...

ძლიერ მაგრად ჩავეჭიდე,

ჩახუტებულს - ჩამეძინა, და...

ბრძოლაში გამეღვიძა:

კვართს მართმევდა

თავზე მდგომი

რაღაც ძალა უჩინარი...

უცებ შევკრთი და შევძახე:

განვედ სატანავ, არ გამეკარო,

უფლის კვართს

ახლოს არ მიეკარო!

წამებს ითვლის - ქვეყნად უკვე

შენი ყოფნის დრო და ჟამი...

აიბარგე! რადგან უკვე

ეს ქვეყანა ჩვენია...

რომელიც უფალს ოდითგან

თავის სავანედ აურჩევია!

დინა [დიანა] ჯიქია

2 ნოემბერი, 2012 წ.

 

 

 

წლისთავზე გასახსნელი კვანძის არსობრივი მხარისათვის

დასაწყისი გაზ. № 47 (840)

 

„სამსჯავროსეული“ ეტაპის დროითი საკითხისათვის

 

ბიბლიური ნიშნების თანახმად ანტიქრისტეს არსობრივი მხარის გამგრძელებელ ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელ პიროვნებასთან მიმართებაში გამოკვეთილი 3,5 წლის ათვლა, როგორც არაერთგზის აღინიშნა - 2008 წლის აპრილ-ივნისისა [აქ - ნ. ბურჯანაძის ჩამოცილება] და 2008 წ. აგვისტო-სექტემბრიდან [აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „სხვათა ხელში გადასვლა“] მოყოლებული, ერთის მხრივ - 2011 წლის ოქტომბერ-დეკემბერსა, და მეორეს მხრივ - 2012 წლის თებერვალ-მარტის გასაყარზე დამთავრდა.

 ბიბლიაში ვკითხულობთ - „უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროებს. განიზრახავს [აქ - ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილი] მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი [აქ - 3,5 წ.]. შემდეგ [ანუ 2011-2012 წ.წ. ოქტომბერ-მარტისეული მიჯნიდან] დაჯდება სამსჯავრო...“ [დან. 7,25-26].

თავად ამ „სამსჯავროს“ არსის გახსნამდე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს დროითი მიჯნის მიმანიშნებელი პროცესი, პირდაპირ კავშირში უნდა იყოს - იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პირის: ბ. ივანიშვილის ე.წ. სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლასთან.

როგორც აღინიშნა - „ბოლო ჟამში იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების „სამოქმედო ასპარეზზე“ გამოჩენა და მისი „თავისკვეთა“, ერთ-ერთი ბოლო ნიშანია მეორედ შობით მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვისა და მისი - უფალ იესუ ქრისტედ გაცხადებამდე... „სამოქმედო ასპარეზზე“ გამოჩენის ეტაპს თავისი, ე.წ. - ქვედა და ზედა მიჯნები აქვს...“ [გაზ. № 43 (836), 13/10 – 2012 წ., გვ. 6].

ჩვენმა მკითხველმა უკვე ისიც იცის, რომ ამ „სამოქმედო ასპარეზის“:

- „ქვედა მიჯნა“ იწყება 2011 წლის 5-7 ოქტომბრიდან, და მთავრდება კოალიციის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ საარჩევნო სუბიექტად [ბლოკად] დარეგისტრირებით - 2012 წლის 16 აგვისტო [განკარგულება № 41/2012] [იხ. იქვე, გვ. 8];

- „ზედა მიჯნის“ დროითი მონაკვეთი კი, საპარლამენტო არჩევნების თარიღის, პარლამენტის პირველი სხდომისა და მათ მიერ ახალი მთავრობის დამტკიცების, ანუ 2012 წ. 1-25 ოქტომბრისეულ ეტაპს მოიცავს.

იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პირის: ბ. ივანიშვილის „სამოქმედო ასპარეზზე“ გამოსვლის უკვე გამოთვლილი თარიღები, ეს, იგივე, ხსენებული - „სამსჯავროსეული“ ეტაპის დასაწყისის გამომკვეთია, რომელიც: იმავე 2011 წ. 5-7 ოქტომბრიდან ათვლით 2012 წ. 1-25 ოქტომბრისეულ დროს მოიცავს.

 

ბიბლიური ნიშნების შედარებისათვის

ყოველივე  ზემოთქმულის შემდეგ, ვფიქრობთ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ერთგვარად შევაჯამოთ ის, რაც იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პირის: ბ. ივანიშვილის „სამოქმედო ასპარეზზე“ გამოსვლისეულ, თითქმის ერთწლიან დროით მონაკვეთში მოხდა. მათი პირობითი თანამიმდევრობა კი ასეთია:

- „შუა ხანის მოახლოებისთანავე [2012 წ. აგვისტო] ოთხი მეფე [საპარლამენტო არჩევნებში უფასო სარეკლამო საეთერო დროით მოსარგებლე ოთხი პ/გ] შემორჩება იმ დრომდე [აქ - 2012 წ. 1-19 ოქტომბერი, ანუ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე], როცა დაიწყებს მოახლოებას მისი [აქ - უფალ იესუ ქრისტეს გამოჩინების] ჟამი, რათა [ბოლო ჟამად სახელდებული დროითი მონაკვეთი] დასრულდეს. ორნი კი [აქ - დაწესებული მინიმალური საარჩევნო ბარიერის გადამლახავი ორი პ/გ] დასასრულამდე დარჩებიან“ (3 ეზრა 12,21).

როგორც ვხედავთ, ჩვენი დღევანდელობის ბიბლიური ახსნის მიხედვით გვეუწყება, რომ:

ა) „შუა ხანი“ მოახლოვდა [უკვე ასრულდა], და ესაა 2012 წ. აგვისტო-ოქტომბრის განვლილი მონაკვეთი;

ბ) „ორის“ გამოკვეთა იურიდიულად 2012 წ. 19-25 ოქტომბერს მომხდარით დაფიქსირდა, შესაბამისად - „დასასრულის დასაწყისი“, სწორედ - 2012 წ. 25 ოქტომბერია;

- „იმ დანარჩევ ორს კი [მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე] მახვილი [მხილება] შეჭამს. ერთის [მ. სააკაშვილის] მახვილი მეორეს [ნ. ბურჯანაძეს] შეჭამს [2008 წ. აპრილ-ივნისი], თუმცა ისიც [მ. სააკაშვილი] მახვილით [მხილება-არჩევნები] დაეცემა უკანასკნელ ხანებში“ (3 ეზრა 12,27-28).

2012 წ. საპარლამენტო შედეგებიდან გამომდინარე, 2012 წ. 1-25 ოქტომბერში მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის დამარცხების გაფორმებით, ვგებულობთ რომ, ბიბლიური მინიშნებით, ამას „უკანასკნელი ხანის“ დადგომა ჰქვია;

- „როცა ლომი [2012 წ. 2 აგვისტოდან, ანუ ლომის ზოდიაქოში დაწყებული წინასაარჩევნო 60 დღიანი დროიდან დაწყებული „მხილება“] არწივს ამ სიტყვებს ეუბნებოდა, ვიხილე: აჰა, თავი [მ. სააკაშვილი], რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა...“ (3 ეზრა 12,1-2].

ბიბლიური „სამი თავიდან“ [მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე], 2008 წ. აპრილ-ივნისიდან „მარტოდ“ დარჩენილი მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის 2012 წ. 1-25 ოქტომბერში „დამარცხების დაკანონებას“, ბიბლია მის [მათ] „გაუჩინარებას“ არქმევს;

- და ბოლოს, დანიელის წინასწარმეტყველების მიხედვით, ხსენებულ „სამოქმედო ასპარეზზე“ იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პირის: ბ. ივანიშვილის გამოჩენის ტოლფასი „სამსჯავროს“ არსობრივი მხარე „გვიმჟღავნებს“, რომ - „შემდეგ [აქ - 2011-2012 წ.წ. ოქტომბერ - მარტიდან] დაჯდება სამსჯავრო [2012 წ. 1-25 ოქტომბერი] და წაართმევს მას [მ. სააკაშვილს] ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“ (დან. 7,26).

მაშასადამე, თავად „სამსჯავროს“ ეტაპის დაწყებას, თურმე - ორი პირობითი მონაკვეთი აქვს:

ა) „სამსჯავროს“ ე.წ. დასაწყისი [რომელიც პირობითად: 2011 წ. 5-7 ოქტომბრიდან - 2012 წ. 1-25 ოქტომბრამდე „გრძელდება“]. როგორც ვხედავთ ამ დროში მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის იურიდიულად დაფიქსირებულ დამარცხებას, ბიბლია „წაართმევს მას ხელმწიფებას“ არქმევს.

ბ) „სამსჯავროს“ ე.წ. დასაწყისის ზედა მიჯნიდან, ანუ 2012 წ. 25 ოქტომბრიდან [ბ. ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად არჩევა და მისი სამთავრობო გუნდის დამტკიცება] დაწყებული პროცესის „საბოლოო შედეგი“ – „...რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“, იმ დიადი წამის მოახლოებაზე იუწყება, რასაც უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად მოსვლა ჰქვია, როდესაც - „მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო [აქ - სასუფევლისეულ ძეთა სამკვიდრებელი] იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება. აქ არის ამ სიტყვების დასასრული...“ (დან. 7,27-28).

 

„დაჭერა“ და „თავისკვეთა“, ანუ

„ხანმოკლე და შფოთით აღსავსე“ დროში მოსახდენი

ბიბლიური ნიშნების თანახმად, ჩვენს თვალწინ, 2012 წ. 1-25 ოქტომბრიდან დაიწყო - „დასასრული“ (3 ეზრა 12,21), იგივე - „უკანასკნელი ხანი“ (3 ეზრა 12,28), რასაც ერთის მხრივ - იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პირის: ბ. ივანიშვილის ე.წ. „სამოქმედო ასპარეზზე“ გამოსვლა; ხოლო მეორეს მხრივ - „სამსჯავროს“ ეტაპი ჰქვია.

როგორც უკვე აღინიშნა, აქედან მოყოლებით მოსახდენი პროცესები, ბიბლიური შეფასებით, მიმდინარეობს: დროითი თვალსაზრისით - „ხანმოკლე“, ხოლო შინაარსის მიხედვით - „შფოთით აღსავსე“ გარემოში - „... ხანმოკლე და შფოთით აღსავსე იყო მათი მეფობა“ (3 ეზრა 12,2}.

სხვადასხვა წყაროთა შეჯერებით გამოიკვეთა, რომ მინიშნება - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ (3 ეზრა 12,30), დროის მიხედვით 2012 წ. 25 ოქტომბრიდან ათვლით 2013 წლის აპრილ [მაქსიმუმ - ოქტომბრამდელ] მონაკვეთს მოიცავს [იხ. გაზ. № 46 839) - № 47 (840)].

ჩვენის აზრით, სწორედ ამ დროში უნდა ველოდოთ იმ პროცესების განვითარებას, რასაც ბიბლიური მინიშნებით, ერთის მხრივ - „ვიხილე: აჰა, თავად ისინიც გაუჩინარდნენ...“ (3 ეზრა 12,2), და მეორეს მხრივ - იოანე ნათლისმცემლის „დაჭერა“ და „თავისკვეთა“ ჰქვია. თუმცა, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა და თუ ღმერთი ინებებს მას მომავალში შევეხებით.

ჩვენი წინამდებარე თხრობა კი ასეთი მინიშნებით გვინდა დავასრულოთ:

„შენ კი, ურჯულო, ბოროტეულო მთავარო ისრაელისა [აქ - საქართველო], რომელსაც დაუდგა ჟამი [„ჟ“ = 18], როცა უნდა მოეღოს ბოლო დანაშაულს, ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე ჯიღა და მოიხადე გვირგვინი; ყოველთვის ასე არ იქნება: მდაბალი აღზევდება, აღზევებული დამდაბლდება.

დამხობას, დამხობას, დამხობას ვუწილხვედრებ და ესეც აღარ იქნება, სანამ ის [აქ -უფალ იესუ ქრისტეს გაცხადების ჟამი] არ მოვა, ვის ხელშიც არის სამართალი [კოდია], რომ მას ჩავაბარო“ (ეზეკ. 21,30-32).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

  

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

„ლასკარი“-ს

მოკლე ანგარიში

2011 წ. 23 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, სახელდებაში ცვლილებების დარეგისტრირების შემდეგ ჩვენი პ/გ-ის დასახელება ასე განისაზღვრა: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“.

2011 წ. 31 დეკემბერს, ზვიად გამსახურდიას მოკვდინების მე-18 წლისთავზე გამართულ „ლასკარი“-ს სხდომაზე, ერთხმად იქნა დამტკიცებული ჩვენი პ/გ-ის „პოლიტიკური პრიორიტეტების რამოდენიმე საკითხი“, კერძოდ:

1.    საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების - სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება;

2. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების (სამხედრო გზით მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება) ისტორიულ-სამართლებრივი შეფასება;

3. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების (სამხედრო გზით მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება) შემდგომად ქვეყანაში დარღვეული კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის მექანიზმის შემუშავება;

4. ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით აღდგენა-დამკვიდრება;

5.    საქართველო უნდა იყოს სამხარეო პრინციპებზე დაფუძნებული უნიტარული სახელმწიფო;

6.    საქართველო უნდა გახდეს მუდმივი აქტიური ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო;

7.    საქართველო არ უნდა იყოს რომელიმე სამხედრო, თუ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების წევრი ქვეყანა;

8.    საქართველოს ტერიტორიაზე არასოდეს არ უნდა განთავსდეს უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები;

9. საქართველოს შეიარაღებული კონტინგენტი არასოდეს არ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს რომელიმე კუთხეში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში;

10. საქართველოს საგარეო კურსი აგებული იქნება კეთილმეზობლურ პოლიტიკაზე, რაც დაეფუძნება საერთაშორისო პრინციპებზე დაყრდნობით შექმნილ ნებისმიერ გაერთიანებასა, თუ მისი ცალკეულ წევრ სახელმწიფოსთან ორმხრივად მისაღები ურთიერთობის ფუნდამენტურ დებულებებს;

11. საქართველო, როგორც კავკასიის რეგიონის ცენტრალური სახელმწიფო, ესწრაფვის - „კავკასიის მშვიდობიანი სახლის“ ჩამოყალიბებასა და მასში თავისი აქტიური როლის გამოკვეთის გზით მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში თავისი წვლილის შეტანას;

12.  ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის მხოლოდ მშვიდობიანი და არჩევნების გზით ცვლილების დამკვიდრებისათვის საჭირო იურიდიული, სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმების შემუშავებისათვის;

13.  საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის გზით უნდა მოხდეს ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი მძლავრი სისტემის ჩამოყალიბება;

14. საკანონმდებლო დონეზე შემუშავებული უნდა იქნეს მედია-ცენტრების ნორმალურად ფუნქციონირებისათვის საჭირო ის სამართლებრივი ჩარჩოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საინფორმაციო საშუალებათა ფართო სპექტრის რეალურ დამოუკიდებლობასა და მათი ე.წ. მეოთხე სახელისუფლო შტოდ ჩამოყალიბებას;

15. უნდა შემუშავდეს ქვეყანაში მომქმედი საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო სექტორის ნორმალური, ურთიერთმისაღები და თანამშრომლობისათვის საჭირო ძირითადი პრინციპები;

16. უნდა შეიქმნას სამართლებრივი ბაზა ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენციისათვის საჭირო გარემოს ჩამოყალიბებისათვის.

[იხ. გაზ. № 3(796), 7/01-2012 წ., გვ. 1;3].

აქედან მოყოლებული, განვლილი ათი თვის მანძილზე - დამუშავებული, მომზადებული და გამოცემული იქნა, ჩვენი პ/გ-ის საარჩევნო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული თითოეული საკითხის ამსახველი კრებული. მათ ბაზაზე, გრიფით - „წინასაარჩევნო განაცხადი“, მომზადდა საერთო კრებული - „უფლის სახელით“.

მთლიანობაში, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ეგიდით, გამოცემულ იქნა 20 დასახელების კრებული. ესენია:

1. ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვის საკითხისათვის [2011 წ. 31 დეკემბერი];

2. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის [2012 წ. 7 იანვარი];

3. მემორანდუმი: მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის;

4. საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები;

5. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის;

6. საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა დამკვიდრების პრინციპები;

7. მემორანდუმი: საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად  დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპების თაობაზე;

8. საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები;

9. მემორანდუმი: საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული საკითხისათვის;

10. „საქართველოს პრეზიდენტი“ - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები;

11. მემორანდუმი: საქართველოს კონსტიტუციის მეოთხე თავში „საქართველოს პრეზიდენტი“ შესატანი ცვლილებების თაობაზე;

12. საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხისათვის;

13. მემორანდუმი: საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის თაობაზე;

14. საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია მშვიდობის სახლი“ („კავმშვისა“ );

15. აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების ზოგადი პრინციპები;

16. საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების საკითხისათვის: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ („ერთადა“);

17. უფლის სახელით [წინასაარჩევნო განაცხადი];

18. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები: უკანონოა;

19. ზვიად გამსახურდიასთვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭების საკითხისათვის;

20. კურთხეულია უფლის სახელით მომავალი.

ჩვენი პ/გ-ის სამოქმედო გეგმის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს თითოეული აქტიური წევრისა, თუ მხარდამჭერის გვერდში დგომის გარეშე.

გაწეული თანადგომისათვის, ღმერთმა დალოცოს:

ამაშუკელი თენგიზი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე კაკო, ვეშაგური ლიდა, ზურაბიშვილი ირინა, თავდგირიძე მერი, თანიაშვილი მანანა და მარგო, კობახიძე ლეილა,

კობიაშვილი რეზო, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა და გია, მეფარიძე ლეილა, ნეფარიძე გიმი, რაზმაძე შაზი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა,

ქამხაძე ლია, შათირიშვილი ციალა, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, წურწუმია ემა, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დიანა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი...

სათქმელი კი, ასეთი ბიბლიური მინიშნების გახსენებით გვინდა დავასრულოთ - „უფალმა მომცა ენა ჯილდოდ და მით შევაქებ მას.

მომიახლოვდით მე, უსწავლელნო, და სასწავლებელ სახლში დადექით, რადგან გჭირდებათ თქვენ იგი და თქვენს სულებსაც ძალზე სწყურიათ.

გავხსენი პირი და წარმოვთქვი: შეიძინეთ იგი უვერცხლოდ. ქედი მის უღელს მოუდრიკეთ და მიიღოს მოძღვრება თქვენმა სულმა. ახლოს არის იგი საძებარი.

საკუთარი თვალით იხილეთ, რომ მცირედ დავშვერი და სანაცვლოდ დიდი სიმშვიდე მოვიპოვე. ეზიარეთ სწავლას თუნდაც დიდძალი ვერცხლის ფასად და მისი წყალობით უამრავ ოქროს შეიძენთ.

გაიხაროს სულმა თქვენმა მისი მოწყალებით და ნუ შეგრცხვებათ მისი ქებისა. დროულად აკეთეთ თქვენი საქმე და თქვენს საზღაურს თავის დროზე გადაგიხდით“ [ზირ. 51,22-30].

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!