Print

გაზ. № 49 (842)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი17 ნოემბრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 17 ნოემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე მოისმინეს  ლასკარის თავმჯდომარის - მიხეილ (გელა) სალუაშვილის  ინფორმაცია, საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილისადმი გასაგზავნ მიმართვასთან დაკავშირებით.  

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 17 ნოემბრის

დადგენილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 . 17 ნოემბრის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილისადმი გასაგზავნ მიმართვასთან დაკავშირებით;

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს:

საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილისადმი გასაგზავნი მიმართვა.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 


საქართველოს მთავარ პროკურორს

ბატონ არჩილ კბილაშვილს!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე"-ს

ლასკარის

მიმართვა

 

ბატონო არჩილ!

„საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად: საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი, ოთხი წლის ვადით აირჩევა [იხ. მუხლი 49,1].

2004 წლის 28 მარტის მოწვევის პარლამენტის მიერ 2006 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2006 წ. 27 დეკემბერს ხელმოწერილი იქნა საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიერ [№4133–რს, იხ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 11/01/2007; მუხლი 44.].

აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებაში, კერძოდ ვკითხულობთ:

„... 1. 50-ე მუხლის:) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.“;

2. 70-მუხლის:) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში

არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.“.

2004 წ. 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში 4 წლის ვადით არჩეული პარლამენტარების მიერ, მორიგი საპარლამენტო არჩევნების თვედ - პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის დადგენა, მათი მხრიდან განხორციელებული ანტიკონსტიტუციური ქმედება გახლდათ, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, სადაც ვკითხულობთ - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“.

2004 წლის 28 მარტის მოწვევის პარლამენტის მიერ, 2008 წლის მარტის თვეში მორიგი ანტიკონსტიტუციური ცვლილება განხორციელდა. 2008 წ. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებული“ მ. სააკაშვილის მიერ 2008 წ. 11 მარტს ხელმოწერილ [№5833–Iს] ამ ცვლილებაში ვკითხულობთ 

- „... 4. 1041 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2008 წელს საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მაისში.

არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.“.

აქედან გამომდინარე, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3 -ისა და მუხლი 49,1 -ის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები - 2008 წლის 21 მაისს ჩატარდა, ანუ 2004 წ. 28 მარტს 4 წლით არჩეულმა პარლამენტმა ორ თვეზე მეტი ხნით - მიითვისა ძალაუფლება.

 

ბატონო არჩილ!

ანტიკონსტიტუციური საქმიანობის აღკვეთის მიზნით, 2012 წ. 5 ივნისს, 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის ბ-ნ დავით ბაქრაძისადმი გაკეთებულ მიმართვაში [ჩაბ. №6359], კერძოდ ვწერდით:

„... კონსტიტუციური ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტს, რომლის პირველი სხდომაც 2008 წლის 7 ივნისს გაიმართა, თავისი - ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა - 2012 წლის 7 ივნისს ამოეწურება. მაშასადამე - 2012 წლის 7 ივნისიდან მოყოლებული, 2008 წ. 21 მაისის მოწვევის პარლამენტის საქმიანობა მომქმედ კანონმდებლობასთან მოვა წინააღმდეგობაში, ანუ - ანტიკონსტიტუციური იქნება.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი, ეყრდნობა რა ქვეყანაში მომქმედ კონსტიტუციურ მოთხოვნებს, მოგმართავთ თხოვნით, რათა:

1. საქართველოს პარლამენტის საქმიანობა, შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი „საქართველოს კონსტიტუციასთან“ [მუხლი 49-1];

2. უახლოესი 48 საათის განმავლობაში მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა [მუხლი 61-2], წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით [მუხლი 61-3]:

ა) პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტა [54-ე მუხლის 1 პუნქტი];

ბ) პარლამენტის წევრთა მხრიდან დადგენილ გასამრჯელოს მიღებაზე უარის თქმა [53-ე მუხლის 3 პუნქტი].

თუკი, მიზეზთა გამო, 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტი უარს იტყვის - თავისი საქმიანობის მომქმედ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაზე, ეს უდავოდ გახდება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი, რამეთუ სახეზე იქნება:

1. საქართველოს პარლამენტისა და მისი წევრების მიერ ხელისუფლების უზურპაცია;

2. საქართველოს პარლამენტისა და მისი წევრების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება;

3. საქართველოს პარლამენტისა და მისი წევრების მიერ საბიუჯეტო სახსრების უკანონო ხარჯვა.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს პარლამენტი - ზოგადად, და მისი თითოეული წევრი გამოიჩენს კეთილგონიერებას, და თავის საქმიანობას არ დააყენებს მომქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ფარგლებს მიღმა.

ჩვენის მხრივ მზად ვართ, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, თქვენთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის...“.

 

ბატონო არჩილ!

აღნიშნულის პარალელურად, 2012 წლის 5 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურორის ბ-ნ მურთაზ ზოდელავას სახელზე, პროკურატურაში წარდგენილ მიმართვაში [ჩაბ. № 01/03 - 34926], ჩვენ კერძოდ ვწერდით:

„... კონსტიტუციური ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტს, რომლის პირველი სხდომაც 2008 წლის 7 ივნისს გაიმართა, თავისი - ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა - 2012 წლის 7 ივნისს ამოეწურება. მაშასადამე - 2012 წლის 7 ივნისიდან მოყოლებული, 2008 წ. 21 მაისის მოწვევის პარლამენტის საქმიანობა მომქმედ კანონმდებლობასთან მოვა წინააღმდეგობაში, ანუ - ანტიკონსტიტუციური იქნება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუკი 2008 წლის 21 მაისის მოწვევის საქართველოს პარლამენტი „საქართველოს კონსტიტუციის“: 61-ე მუხლის 2 და 3 პუნქტების თანახმად, უახლოესი 24 საათის განმავლობაში - არ მოიწვევს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, კონკრეტული, წინასწარგანსაზღვრული დღის წესრიგით:

ა) პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტა [54-ე მუხლის 1 პუნქტი];

ბ) პარლამენტის წევრთა მხრიდან დადგენილ გასამრჯელოს მიღებაზე უარის თქმა [53-ე მუხლის 3 პუნქტი],

მაშინ კონსტიტუციურ ნორმათა მოთხოვნიდან გამომდინარე, სრულიად აშკარა იქნება, რომ 2008 წლის 21 მაისის მოწვევის საქართველოს პარლამენტი, მისთვის კონსტიტუციური ნორმით განსაზღვრული ოთხწლიანი ვადის ამოწურვის, ანუ 2012 წლის 7 ივნისიდან მოყოლებული:

1. ახდენს საკანონმდებლო ხელისუფლების უზურპაციას;

2. პარლამენტის წევრები ბოროტად იყენებენ თავის თანამდებობრივ მდგომარეობას;

3. კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის განხორციელებისას ახდენს საბიუჯეტო სახსრების უკანონო ხარჯვას.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი, ეყრდნობა რა ზემოთქმულს, უფლებამოსილი და ვალდებულია მოგმართოთ თხოვნით:

2008 წლის 21 მაისის მოწვევის საქართველოს პარლამენტისა - ზოგადად, და მისი თითოეული წევრის მიმართ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, მათი მხრიდან:

- ხელისუფლების უზურპაციის;

- თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და

- საბიუჯეტო სახსრების უკანონოდ ხარჯვის ფაქტთან დაკავშირებით.

იმედი გვაქვს თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებთ ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების დამყარებისათვის. ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის...“.

სამწუხაროდ, არც ერთი ზემოთხსენებული სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან, ჩვენს მიერ გაკეთებულ მიმართვებზე - პასუხი არ მიგვიღია.

 

ბატონო არჩილ!

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 50,4 -ის თანახმად - „პარლამენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე“.

შესაბამისად, 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტს, თავისი უფლებამოსილება - 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრების დღეს, ანუ - 2012 წლის 21 ოქტომბერს შეუწყდა;

რის გამოც, 2008 წ. 21 მაისის მოწვევის პარლამენტს, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5.3 -ისა და მუხლი 49,1 -ის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, თითქმის ხუთი თვის მანძილზე ჰქონდა მითვისებული ხელისუფლება., ანუ ადგილი ჰქონდა:

 1. საკანონმდებლო ხელისუფლების უზურპაციას;

2. პარლამენტის წევრები ბოროტად [უკანონოდ] იყენებდნენ თავის თანამდებობრივ მდგომარეობას;

3. კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის განხორციელებისას ახდენდნენ საბიუჯეტო სახსრების უკანონო ხარჯვას.

 

ბატონო არჩილ!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე:

- ვითვალისწინებთ რა, რომ 2004 წლის 28 მარტის მოწვევის პარლამენტისა და 2004 წლის 4 იანვარსა და 2008 წ. 5 იანვარს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2006 წ. 27 დეკემბერსა და 2008 წ. 11 მარტს განხორციელებული ანტიკონსტიტუციური საკონსტიტუციო ცვლილებების [მუხლი 50,21 და მუხლი 70,9] შედეგად, 2004 წ. 28 მარტის მოწვევის პარლამენტი - ორი თვის მანძილზე ახდენდა ხელისუფლების უზურპაციას;

-  ვითვალისწინებთ რა, რომ 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტისა და 2008 წლის 5 იანვარს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, მიუხედავად წინასწარი გაფრთხილებისა [იხ. ზემოთქმული], არ გადადგმულა კონსტიტუციურ ნორმათა [მუხლი 5,3; მუხლი 49,1 და მუხლი 50,21] ურთიერთშესაბამისობაში მოყვანისათვის საჭირო ქმედითი ნაბიჯები; და

- ვითვალისწინებთ რა, რომ 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5.3 -ისა და მუხლი 49,1 -ის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, თითქმის ხუთი თვის მანძილზე ჰქონდა მითვისებული ხელისუფლება,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო „ლასკარი“, უფლებამოსილია და ვალდებულია მოგმართოთ თხოვნით, რათა:

 

1. აღიძრას სისხლის სამართლის საქმე:

ა) 2004 წლის 28 მარტის მოწვევის პარლამენტის თითოეული იმ წევრის მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს 2006 წ. 27 დეკემბერსა და 2008 წ. 11 მარტს განხორციელებულ ანტიკონსტიტუციური საკონსტიტუციო ცვლილებების [მუხლი 50,21 და მუხლი 70,9] მიღებას; და

ბ) 2008 წლის 21 მაისის მოწვევის საქართველოს პარლამენტისუმრავლესობის მაფორმირებელი თითოეული წევრის მიმართ, რომლებმაც, მიუხედავად წინასწარი გაფრთხილებისა [იხ. ზემოთქმული], არაფერი გააკეთეს განხორციელებულ ანტიკონსტიტუციურ საკონსტიტუციო ნორმათა [მუხლი 50,21 და მუხლი 70,9], საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3 -ის მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოსაყვანად,

რამეთუ, 2004 წ. 28 მარტისა და 2008 წ. 21 მაისის მოწვევის პარლამენტის აღნიშნული წევრების ანტიკონსტიტუციური ქმედებების შედეგად,ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან:

- ხელისუფლების უზურპაცის;

- თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებსა და

- საბიუჯეტო სახსრების უკანონოდ ხარჯვის ფაქტებს.

 

2. აქვე გაცნობებთ, რომ:

2004 წ. 4 იანვრისა და 2008 წ. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გზით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიერ 2006 წ. 27 დეკემბერსა და 2008 წ. 11 მარტს განხორციელებული ანტიკონსტიტუციური საკონსტიტუციო ცვლილებების [მუხლი 50,21 და მუხლი 70,9] მიღება-დაკანონებით, სახეზე გვაქვს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის ფუნდამენტურ მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს;

აღნიშნულის გამო, 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტი, ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 75,2 -ის საფუძველზე ვალდებული იყო, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 63 -ის მოთხოვნათა დაცვით, პირველსავე საპარლამენტო სხდომაზე აღეძრა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუკი 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში არ დაიწყებს საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 63 -თ გათვალისწინებულ ქმედებას, და არ აღძრავს -  საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხს, მაშინ:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო „ლასკარი“, უფლებამოსილია და ვალდებულია მოგმართოთ თხოვნით, რათა:

 

აღიძრას სისხლის სამართლის საქმე - 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მაფორმირებელ წევრთა მიმართ, მათი მხრიდან დაკავებული თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტის გამო.

    

ბატონო არჩილ!

იმედი გვაქვს თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებთ ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების დამყარებისათვის. ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

“სამართლიანობის აღდგენისკავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე”-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

თბილისი,

 2012 წ. 19 ნოემბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36;  

ელ. ფოსტა - ინფო@უფალი.გე

[წერილის ჩაბარების № 01/13 – 72759]

 

მისტერია ნორმით სრულდება,

ანუ - „ნეტარია,ვინც ელის და მიაღწევს...“

 

ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში დასაფიქსირებელ მიჯნებს შორის, გამორჩეული ადგილი უკავია:

ერთის მხრივ, 1992 წელს განვითარებულ პროცესებს - „ცხებულის“ [დან. 9,26], იგივე - „პირველი მეფის“ [დან. 8,21], ანუ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან იძულებით ჩამოცილებისა და მის მაგივრად „პირქუში და იგავთა მცოდნე მეფის“ [დან. 8,23], იგივე „მეოთხე მხეცის (მეფის)“ [დან. 7,17], ანუ ედ. შევარდნაძის ქვეყნის სათავეში მოსვლას;

და, მეორეს მხრივ, ედ. შევარდნაძის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან „იძულებით“ გადადგომასა და მის მაგივრად მისი „ერთ-ერთი მთავართაგანის“ [დან. 11,5], ანუ მ. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისას განვითარებულ იმ მოვლენებს, რომლებიც - 2003 წლის 23 ნოემბრიდან (ედ. შევარდნაძის გადადგომიდან), ვიდრე - 2004 წლის 4 იანვრის (მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვების) დროითი მიჯნიდან იღებენ სათავეს.

ბიბლიურ მინიშნებათა თანახმად „მეოთხე მხეცის (მეფის)“ „ერთ-ერთი მთავართაგანის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროითი მიჯნები, უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს იმას, რასაც ასე ნანატრი - მეორედ მოსული უფალ იესუ ქრისტეს ძალმოსილებით აღჭურვილი გაცხადება ჰქვია.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მოდით დანიელის წინასწარმეტყველების შემდეგი მონაკვეთი გავიხსენოთ:

„... ვუთხარი: უფალო ჩემო, ეს რიღათი დამთავრდება-მეთქი? მითხრა: წადი დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე. მრავალი განიწმიდება, გასპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან.

მუდმივი შესაწირავის შეწყვეტისა და გატიალების სიბილწის დადგომის შემდეგ ორიათას ოთხმოცდაათი დღე გავა. ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ დღეს!“-ო [დან. 12,8-12].

აქ მოცემული - „2090“-ისა და „3330“-ის დღეების თაობაზე, სამების პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ, გაზეთის სხვადასხვა ნომრებში დაფიქსირებულის ფონზე, აი, რისი თქმა გვინდა.

„მეოთხე მხეცის (მეფის)“, იგივე „პირქუში და იგავთა მცოდნე მეფის“, ანუ ედ. შევარდნაძის „გადადგომიდან“ – 2003 წლის 23 ნოემბრიდან ათვლით (24, 25 ...), ზემოთქმული - „2090“-ე დღე გახლავთ - 2009 წლის 13 აგვისტო; რომელი თარიღიც - 2008 წლის 7/8-12/13 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის შედეგად, ბიბლიური - „დაქუცმაცდება მისი სამეფო და, ამას გარდა, სხვათა ხელში გადავა“-ს [დან. 11,4] ასრულების წლისთავი გახლავთ.

რაც შეეხება საძიებელ „3330“ დღიან მიჯნას, იგი - 2013 წლის 4 იანვრის თარიღითაა შემოფარგლული; რომელიც, მეორეს მხრივ, „მეოთხე მხეცის (მეფის)“ ე.წ. შემცვლელის, იგივე „ერთ-ერთი მისი მთავართაგანის“ [დან 11,5], ანუ მ. სააკაშვილი მიერ 2004 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მე-9 წლისთავთანაა თანხვედრილი.

მაშ, ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს: ჩვენს რეალობაში გამოკვეთილი დროითი მიჯნა - „...ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ დღეს!“, კონკრეტულ თარიღზე - 2013 წლის 4 იანვარზე მიგვანიშნებს.

 ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!