Print

გაზ. № 50 (843)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი24ნოემბრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 წლის 24ნოემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს  ლასკარის თავმჯდომარის - მიხეილ (გელა) სალუაშვილის  ინფორმაცია  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის სახელზე  გასაგზავნ ღია მიმართვასთან დაკავშირებით. 

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 24 ნოემბრის

დადგენილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 . 24 ნოემბრის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის სახელზე  გასაგზავნ ღია მიმართვასთან დაკავშირებით; 

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის სახელზე გასაგზავნი მიმართვა.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

დავით უსუფაშვილს!

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს

ვახტანგ ხმალაძეს!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

ღია მიმართვა

 

ბატონო დავით!

ბატონო ვახტანგ!

2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციის გზით ქვეყნის სათავეში დამკვიდრებულმა პოლიტიკურმა გუნდმა, მოგვიანებით [2006 წ. 27 დეკემბერსა და 2008 წლის 11 მარტს] განხორციელებული - [ანტიკონსტიტუციური] საკონსტიტუციო ცვლილებებით, საკონსტიტუციო ნორმათა ურთიერთწინააღმდეგობის რეალური საფუძველი შექმნა. კერძოდ:

- ერთის მხრივ, 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუცია, მკაცრად განსაზღვრავს, რომ - „...საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“ [მუხლი 70,1]. შესაბამისად მ. სააკაშვილს - საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 5 წლიანი ვადა, 2008 წ. 5-20 იანვრიდან ათვლით, 2013 წ. 5-20 იანვარს ეწურება;

- მეორეს მხრივ, 2006 წ. 27 დეკემბერს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, კონსტიტუციაში დაფიქსირდა, რომ - „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში...“ [მუხლი 70,9]. რომლის ძალითაც, მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის დრო კიდევ 9 თვით უხანგრძლივდება.

ბატონო დავით!

ბატონო ვახტანგ!

ვითვალისწინებთ რა დღეს შექმილ რეალობას, გთავაზობთ კონკრეტულ მექანიზმს, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც შესაძლებელი ხდება  კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების გარეშე მოვახერხოთ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლა.

თავიდანვე მკაცრად უნდა განისაზღვროს, რომ კონსტიტუციის მუხლი 5,3-ის მოთხოვნიდან გამომდინარე [„არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“],  კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით განსაზღვრული 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ყოველი ვადაგადაცილებული დღე - ანტიკონსტიტუციურია.

მაშასადამე, 2013 წლის 5-20 იანვრის პირველივე დღიდან, იქმნება სიტუაცია, რომლის ძალითაც მ. სააკაშვილს აღარ ექნება - კანონიერად, თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუციაში შემდეგი მოთხოვნაა გათვალისწინებული:

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე..“ [მუხლი 76,1].

 ბატონო დავით!

ბატონო ვახტანგ!

კონსტიტუციის მუხლი 76,1-ი, როგორც ვხედავთ ორ შემთხვევას ითვალისწინებს:

- აშკარაა, რომ 2008 წ. 5-20 იანვრიდან ათვლით, მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წ. 5-20 იანვარს ამოეწურება. შესაბამისად, ამ დროიდან ათვლით მისი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოცილება, ვერ იქნება - „საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევა“;

- ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2013 წლის 5-20 იანვრიდან, ანუ მ. სააკაშვი-ლისათვის 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ძალაში შედის მუხლი 76,1-ის პირველი მოთხოვნა, ანუ სახეზე იქნება - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის“ მდგომარეობა.

მაშასადამე, 2013 წლის 5-20 იანვრამდე, მ. სააკაშვილს, კონსტიტუციის ნორმათა [მუხლი 70,1] სრული დაცვით ექნება საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა დაკავებული; და მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმის [მუხლი 5,3 და მუხლი 70,1] დარღვევა, მხოლოდ - 2013 წ. 20 იანვრის შემდგომად, პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში დაფიქსირდება.

 ბატონო დავით!

ბატონო ვახტანგ!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა, პრობლემის კონსტიტუციურ [მუხლი 5,3; მუხლი 70,1 და 9; მუხლი 71; მუხლი 76,1] მოთხოვნათა სრული დაცვით გადაჭრის მიზნით, 2012 წლის 21 დეკემბრამდე [საშემოდგომო სესიის ბოლო დღემდე] უნდა მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება - „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“.

აღნიშნული გადაწყვეტილების პროექტი, სავარაუდოდ ასეთი სახის უნდა იყოს:

პროექტი

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

„მიხეილ სააკაშვილისთვის

2013 წლის 20 იანვარს

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის

ამოწურვასთან დაკავშირებით“

 

1. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით - „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“;

2. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ის თანახმად - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“;

3. ვითვალისწინებთ რა, რომ 2008 წ. 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებულ შედეგებზე დაყრდნობით, კონსტიტუციის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მ. სააკაშვილი მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღებიდან - 2008 წ. 20 იანვრიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წლის 20 იანვარს იწურება;

და

4. ვითვალისწინებთ რა, რომ კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით - 2013 წ. 20 იანვრიდან ათვლით, საქმე გვექნება მ. სააკაშვილის მხრიდან - „საქარ-თველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის...“ შემთხვევასთან,

ვადგენთ:

1. კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით, მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წლიანი ვადა ამოწურულად ჩაითვალოს - 2013 წ. 20 იანვარს;

2. კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით, ვინაიდან 2013 წლის 20 იანვრიდან, ადგილი ექნება - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის...“ შემთხვევას, კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის შესაბამისად - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;

3. კონსტიტუციის მუხლი 70,9-ის მოთხოვნის გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2013 წლის ოქტომბრის პირველ კვირა დღეს;

4. მიღებული გადაწყვეტილება ამოქმედდეს - 2013 წ. 20 იანვრიდან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

დ. უსუფაშვილი

ბატონო დავით!

ბატონო ვახტანგ!

როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის მუხლი 67,1-3 შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის დაფიქსირების შემდეგ, მისაღებ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს - „კანონის“, „ორგანული კანონის“ ან „კონსტიტუციური შეთანხმების“ სახე [იხ. მუხლი 66].

კონსტიტუციის 66-ე მუხლის თანახმად, ამდაგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, შემდეგი მოთხოვნის დაცვაა საჭირო:

„1. პარლამენტში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა [რაც - მინიმუმ 50 სადეპუტატო ხმის ტოლია - გ.ს.], თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესი.

11 კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი [რაც - მინიმუმ 90 სადეპუტატო ხმის ტოლია - გ.ს.].

2. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი... [რაც - მინიმუმ 76 სადეპუტატო ხმის ტოლია - გ.ს.]“ [მუხლი 66,1-2].

ჩვენის აზრით, სასურველია თუკი აღნიშნული დადგენილება - „კონსტიტუციური შეთანხმების” სახით, ანუ - 90 სადეპუტატო ხმით იქნება მიღებული, რამეთუ კონსტიტუციის მუხლი 68,4-ის თანახმად პრეზიდენტის მიერ დაწუნებული კანონპროექტის საბოლოო მისაღებად, სწორედ - 90 სადეპუტატო ხმაა საჭირო.

 ბატონო დავით!

ბატონო ვახტანგ!

დადგენილების საბოლოო მიღებიდან, კონსტიტუციით განსაზღვრული 7 დღის თავზე - „თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე“ [მუხლი 68,5], საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერის შემდეგ, გადაწყვეტილება ძალაში შესულად ჩაითვლება, ხოლო ამოქმედდება - 2013 წლის 20 იანვრიდან.

ყოველივე ზემოთქმულის განხორციელების შემთხვევაში, შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან  გამოსვლა, საქართველოს კონსტიტუციის ყველა მოთხოვნის [კერძოდ: მუხლი 5,3; მუხლი 70,1 და 9; მუხლი 71; მუხლი 76,1] დაცვით იქნება შესაძლებელი:

- 2013 წ. 20 იანვრიდან მ. სააკაშვილი დაამთავრებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 5 წლიან ვადას, ხოლო

- 2013 წლის ოქტომბრის პირველი კვირა დღისათვის დანიშნულ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას, დროებით [მუხლი 76.1] - საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე შეასრულებს.

დასასრულს, იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებთ ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების დამყარებისათვის. ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

თბილისი,

2012 წლის 24 ნოემბერი,

ტელ.: 5 (91) 63-63-36

 

შეხვედრა

საქართველოს პარლამენტის

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე

ბატონ ვახტანგ ხმალაძესთან

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 24 ნოემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის სახელზე მომზადებული ღია მიმართვის დანიშნულების ადგილზე ჩასაბარებლად, ქ. ქუთაისში მდებარე პარლამენტის კანცელარიაში მისვლა აღარ დაგვჭირდა.

წინასწარი სატელეფონო შეთანხმების შემდეგ, ავადმყოფობის [მწვავე ფილტვების ანთება] გამო, უკვე ათი დღის მანძილზე თბილისში იძულებით დაბრუნებულ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს, 2012 წ. 27 ნოემბრის პირველის ნახევრისთვის, ბინაში ვესტუმრეთ:

- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი და

ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია.

გამოჯანმრთელების კარიბჭესთან მყოფ ბატონ ვახტანგს ბოდიში მოვუხადეთ შეწუხებისათვის და, მცირე შესავლის შემდეგ, მოკლედ ავუხსენთ ჩვენი მასთან მისვლის მიზეზი.

თავიდანვე ხაზი გავუსვით, რომ მისი შეწუხება - ქვეყანაში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის სავარაუდო გამოწვევისა, და მისი გადაჭრის მექანიზმის წარდგენის, დროში შეზღუდულობის გამო გადავწყვიტეთ.

საუბრის დაწყებისთანავე, ბატონ ვახტანგს განვუმარტეთ, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, ჩვენს მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში, 2012 წლის 5 და 12 ნოემბერს ჩაბარებული იქნა ორი ღია მიმართვა:

1. „მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის დროითი საკითხისათვის“

[5/11 – 2012 წ., ჩაბ. № 6595]; და

2. „მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების დროითი საკითხისათვის“

[12/11 – 2012 წ., ჩაბ. №7875].

იქვე, ბატონ ვახტანგს, ორივე ამ „ღია მიმართვის“ ასლი გადავეცით.

ამდაგვარი შესავლის შემდეგ, უკვე უშუალოდ მათდამი განკუთვნილი „ღია მიმართვისა“ და, მასში გადმოცემული შეხედულების გაზიარების შემთხვევაში, პარლამენტის მიერ უახლეს სხდომაზე მისაღები გადაწყვეტილების თაობაზე, დეტალური ახსნა-განმარტება გავუკეთეთ.

თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად ნაავადმყოფრობის გამო ერთგვარი სისუსტისა, ბატონი ვახტანგი, დიდის გულისყურით მოეკიდა განსახილველ საკითხს.

მისი განცხადებით იგი, მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, მთლიანად იზიარებდა - პარლამენტის მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების ჩვენეულ შემოთავაზებას, მაგრამ, მისი აზრით, ჩვენს მიერ მომზადებულ დოკუმენტს, პარლამენტის მიერ მისი მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, გადაულახავი წინააღმდეგობა ელოდა. კერძოდ, მან ასეთი რამ ბრძანა:

„... საქართველოს პრეზიდენტი, მისთვის მიუღებელი კანონპროექტის პარლამენტის მიერ საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, ამ დოკუმენტს აუცილებლად გაასაჩივრებს მის მიერვე კონტროლირებულ საკონსტიტუციო სასამართლოში; და, დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, დიდის ალბათობით - საკონსტიტუციო სასამართლო - ანტიკონსტიტუციურად ჩათვლის პარლამენტის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას, რამეთუ მასში, ჩემის აზრით, დარღვეულია პრეზიდენტის უფლებამოსილების უწყვეტობის დაცვის პრინციპი“-ო.

ბატონ ვახტანგს, განმეორებით ავუხსენით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული მექანიზმის მიხედვით, ხსენებულ - „პრეზიდენტის უფლებამოსილების უწყვეტობას“ - არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა, რამეთუ:

ა) კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით - „...საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“, ანუ მისი უფლებამოსილება, კონსტიტუციის თანახმად, მკაცრადაა შემოზღუდული - 5 წლით;

ბ) იქვე,  კონსტიტუცია მართალია აკანონებს სახელისუფლებო შტოების უწყვეტობას:

- „პარლამენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე“ [მუხლი 50,4]; ანდა

- „...პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ [მუხლი 71,2]; მაგრამ

გ) კონსტიტუციაში იქვე გათვალისწინებულია ორი ისეთი შემთხვევის ალბათობაც, როდესაც პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელება, მიზეზთა გამო, შეუძლებელი ხდება:

საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან

საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში 

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე...“  [მუხლი 76,1].  კერძოდ:

1. ერთის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში [თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგომა; იმპიჩმენტის გამოცხადება და სხვა], კონსტიტუციის თანახმად:

პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის განმავლობაში და მის ჩატარებას უზრუნველყოფს პარლამენტი“  [მუხლი 76,3[;  და

2. მეორეს მხრივ, კონსტიტუცია წინასწარ განსაზღვრავს, ანუ უშვებს, რომ შეიძლება შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მყოფ პირს, მიზეზთა გამო, აღარ ეძლევა [აქვს] თავისი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა.

ამასთანავე, კონსტიტუცია არსად არ ითვალისწინებს [არ განსაზღვრავს, არ ჩამოთვლის...], თუ რა იგულისხმება - საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობაში“,  რამეთუ, ვფიქრობთ რომ, ამის აუცილებლობა არც დგას. და აი, რატომ

ზოგადად, არსებობს ადამიანის წინაშე მდგარი ორი რეალობა - 1. სურვილი [მიზანი], და 2. ამ სურვილის [მიზნის] რეალიზების შესაძლებლობა.

განვითარების ნებისმიერ საფეხურზე, საზოგადოება მკაცრად აყალიბებს [განსაზღვრავს] ადამიანის სურვილების [მიზნების] რეალიზების კანონიერი განხორციელების შესაძლებლობებს [ამდაგვარი მაგალითების მოყვანის აუცილებლობას ვერ ვხედავთ].

ასევეა განსახილველ შემთხვევაშიც - მავანს, შეიძლება სურდეს საქართველოს პრეზიდენტად ყოფნა, მაგრამ იგი, ამისათვის, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ასე მაგალითად, კონსტიტუციის თანახმად:

პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში“ [მუხლი 70,2]

ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემთხვევაში, შემდეგ უკვე საჭიროა - კონსტიტუციით განსაზღვრული პირობების დაცვით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა და მასში გამარჯვება [იხ. მუხლი 70,3-9].

ამდენად, მავანის სურვილს - გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, მხოლოდ ყველა ზემოთ მითითებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში უწერია ახდომა.   

ეხლა მეორე მხარე განვიხილოთ, ანუ შემთხვევა, როდესაც მავანი უკვე არის საქართველოს პრეზიდენტი.

როგორც ითქვა, კონსტიტუციის თანახმად - „...საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“, ამ 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის პოსტზე მყოფ პირს [განმეორებით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვების გარეშე], უკვე აღარ აქვს უფლება ეკავოს ეს თანამდებობა, ანუ ამ ვადის ამოწურვის დღიდან საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მისი ყოფნა უკანონო იქნება, და წინააღმდეგობაში მოვა - არა მარტო ამ: 70,1 მუხლთან, არამედ 5,3 მუხლთანაც, რომელიც გამოკვეთილად ამბობს - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“.

ამ მცირე განმარტების შემდეგ, თუ დავუბრუნდებით 76,1 მუხლის პირველ წინადადებას, ნათელი გახდება, რომ მასში განსაზღვრული - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობი...“-ს  შემთხვევა:

- ითვალისწინებს არა მარტო იმას, რომ ამ თანამდებობაზე მყოფი პირი, ვთქვათ - გარდაიცვალა; ან - მძიმედ არის ავად; ანდა, მიზეზთა გამო, ქვეყნის ფარგლებს გარეთაა გადახვეწილი; არამედ

- მუხლი 5,3-ის პრინციპიდან გამომდინარე [„არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“], განსახილველი მუხლი 76,1-ის მითითებული მოთხოვნა, წინასწარვე უშვებს [განსაზღვრავს] იმის ალბათობასაც, რომ ამ პირს ამ თანამდებობაზე ყოფნის კანონიერი საფუძველი აღარ აქვს.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როგორც ვიცით:

- მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ხუთწლიანი ვადა 2013 წ. 20 იანვარს ეწურება; და, შესაბამისად, ამ დღიდან მოყოლებული, მას აღარ აქვს დაკავებულ თანამდებობაზე დარჩენის - კანონიერი უფლება [იხ. მუხლი 5,3 და მუხლი 70,1].

ამდენად, კონსტიტუციით განსაზღვრული - თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების უწყვეტობა, მკაცრადაა შემოფარგლული 5 წლიანი ვადით [მუხლი 70,1], და არ არის დამოკიდებული - ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღების დროზე [იხ. მუხლი 71,2], ვინაიდან, კონსტიტუციის, განსახილველი 76,1 მუხლი, სწორედაც რომ, მხოლოდ, სავარაუდო - საგანგებო მდგომარეობის დასარეგულირებელ მექანიზმს წარმოადგენს.

მისდა [და არა მარტო მისდა] სამწუხაროდ, ბატონი ვახტანგ ხმალაძის დარწმუნებისათვის, მიზეზთა გამო [მისი ავადმყოფობა, დროის სიმცირე და სხვა...], ყოველივე ზემოთქმული არ აღმოჩნდა საკმარისი.

მან, ცნობილი - „კვერცხისა და ქათმის პირველადობის განმსაზღვრელი“ თეორია მოიშველია, რითაც ხატოვნად მიგვანიშნა, რომ მასთან, ამ თემაზე საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.

ჩვენც მეტი აღარაფერი დაგვრჩენოდა გარდა იმისა, რომ მადლობა გადაგვეხადა მისთვის, და უპირველესად ღმეთისათვის, რომ, თუნდაც ამ ფორმით, ვალის მოხდის შესაძლებლობა მოგვეცა.

და ასეც მოვიქეცით:

- „ბატონო ვახტანგ! ამჯერად, ჩვენი მიზანი იყო ამ საკითხის თქვენამდე მოტანა, რამეთუ - დღეს, გადაწყვეტილების მიღების იურიდიული მექანიზმი თქვენს ხელშია. ოღონდ გახსოვდეთ - არჩევანის უფლებას, შესაბამისი პასუხისმგებლობაც ახლავს თან, და უახლოეს ხანში მოსალოდნელი მოვლენების განვითარების ალბათობიდან გამომდინარე, ეს დროც მალე დადგება“ - მეთქი.

იქვე სინანული გამოვთქვით, რომ - დროის სიმცირის გამო, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა ჩვენსავით ღრმად ჩაკვირვებოდა ამ საკითხის არსს, და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიეღო.

ბოლოს დავსძინე:

- „ბატონო ვახტანგ! ჩვენც რომ დეპუტატები ვყოფილიყავით, ძალიან ადვილად შევძლებდით საზოგადოების [და მათ შორის თქვენს] დარწმუნებას, რომ მხოლოდ ამ ნაბიჯითაა შესაძლებელი, კარსმომდგარი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა“ - მეთქი.

მისი პასუხიდან - „თქვენ რა, ჩემზე ჭკვიანად მიგაჩნიათ თავი“-ო, აშკარად გამოჩნდა ბატონი ვახტანგის გაღიზიანება.

ბატონმა ჯემალ ჯიქიამ, მის დასამშვიდებლად [და სიტუაციის განსამუხტავად], საუბრის ბიბლიაზე გადატანა სცადა. შექმნილი მდგომარეობით ვისარგებლეთ და მოკლედ ავუხსენით, მკითხველისათვის კარგად ნაცნობი - „ორნი [აქ - მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ის არსი; და დავამატეთ:

- „ბატონო ვახტანგ! მართალია გული გვწყდება, მაგრამ არ გვიკვირს, რომ თქვენ, მიზეზთა გამო, ამჯერად  ვერ შეძელით ამ საკითხში სათანადოდ გარკვევა. ასეთ შემთხვევაში, ბიბლიური - „ორნი“-ს ერთ-ერთ წევრს - მ. სააკაშვილს, უფლებამოსილება ხომ  2012 წლის 20 იანვარს შეუწყდებოდა?

მაგრამ, ვინაიდან - ბიბლიური „დასასრული“-ს დროითი მიჯნის გამოცნობა მოკვდავთათვის შეუძლებელია, თქვენი ამდაგვარი უმოქმედობით, მ. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, და, შესაბამისად, ხსენებული „დასასრული“-ც, სამწუხაროდ გახანგრძლივდა.

ღმერთია მოწამე ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ის, რომ - წინასწარნაუწყების შეცვლა შეუძლებელია, ამაში - კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით“- მეთქი.

დასასრულს ბატონ ვახტანგს ისიც განვუმარტეთ, რომ დღეს, ჩვენ, ბიბლიის მიხედვით განსაზღვრულ - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსე დროში“ გვიხდება ცხოვრება, ამიტომ - „ყველაფრისათვის მზად უნდა [ვ]იყოთ“ - მეთქი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბატონ ვახტაგ ხმალაძეს ბიბლიური თემატიკის გაგება, იურიდიულ საკითხში გარკვევაზე უფრო მეტად გაუჭირდა. ჩვენც აღარ დავაყოვნეთ - სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა ვუსურვეთ, და - დავემშვიდობეთ.

ბატონი ვახტანგი შეგვპირდა, რომ მათდამი განკუთვნილ ჩვენს „ღია მიმართვას“, პარლამენტის კანცელარიაში დაარეგისტრირებდა...

მიუხედავად ზემოთქმულისა, ალბათ დიდად არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ დღეისათვის, საქართველოში, ბატონი ვახტანგ ხმალაძე: ერთ-ერთი უდიდესი „კონსტიტუციონალისტია“; მაგრამ, ქვეყნისდა სამწუხაროდ, ბოლო ჟამში მაცხოვრებელთათვის ეს ვერაფერი შეღავათია...

თუმცა რას ვიზამთ, ჩვენ ხომ - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსე სამეფოში“ გვიწევს ცხოვრება ?! ამიტომ:

- „ნეტარია ის, ვინც ამაებში გაიწაფება და, ვინც გულში ჩაიდებს მას, გაბრძენდება. თუ მათ აღასრულებს, ყოვლისშემძლებელი იქნება, რადგან უფლის ნათელია მისი გზა“ [ზირ. 50, 28-29].

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!