Print

გაზ. № 51 (844)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი 1 დეკემბრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 წლის 1 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე იმსჯელეს საქართველოში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი მიზეზისა და მისი თავიდან აცილების მექანიზმის შემუშავება-განხორციელებაში კავშირის როლის თაობაზე. მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ(გელა) სალუაშვილის ინფორმაცია ამ მიზნით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.   

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

1921 წლის 25 თებერვლიდან - 2013 წლის 4 იანვრამდე,

ანუ 33 551 დღის „ისტორია

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

წინამდებარე წერილით ჩვენ ვამთავრებთ ბოლო ჟამად სახელდებული იმ დროითი მონაკვეთის თაობაზე საუბარს, რომელიც საქართველოს გასაბჭოებიდან იღებს სათავეს და ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ. სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობისეული მიჯნითაა შემოფარგლული.

დაინტერესებულმა მკითხველმა კარგად იცის ამ დროის თაობაზე ბიბლიაში დაცული მინიშნებების არსებობა, ამიტომ, ამჯერად, მხოლოდ ჩვენი სიტყვებით გადმოცემული კომენტარით შემოვიფარგლებით, და, სათქმელის შეჯერების მიზნით, ძირითადად გავიმეორებთ უკვე არაერთგზის თქმულს.

ბიბლიიდან გვეუწყება - „.. სული და სასძლო ამბობენ: მოდი! და მსმენელმა თქვას: მოდი, და მწყურვალი მოვიდეს, და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი“ [გამოცხ. 22,17].

და კიდევ: გვახსოვდეს - „ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან, როგორც ტალღაა მეტი წვეთზე“ [3 ეზრა 9,15-16].

ჩვენ, მათდა გასაგონად გვინდა ვისაუბროთ, ვინაც - „წვეთში“ ყოფნის წილხვედრილია... ხოლო, ის თუ ვინ-ვინაა, ამაზე ყველამ თვითონ იფიქროს...

მაშ ასე, ვისაც ყური აქვს სასმენლად [კიდევ ერთხელ] ისმინოს:

 

რეინკარნაციის მისტერიული არსის თაობაზე

ბოლო ჟამად სახელდებულ დროის მონაკვეთში მისტერიულად სრულდება ყველაფერი ის, რაც ამ დრომდე [და ამ დროისთვის] დაიწერა:

 - „ყოველივე ეს [ანუ - უკვე მომხდარი] მოიწია მათზე, ხოლო დაიწერა ჩვენდა დასამოძღვრად, რომელთაც მოვაღწიეთ ჟამთა აღსასრულს“ (1 კორ. 10,11)...

ამიტომ, მოდით გავცეთ პასუხი კითხვაზე - ვინ ვართ ეს ჩვენ: „რომელთაც მოვაღწიეთ ჟამთა აღსასრულს“...

წინასწარვე აღვნიშნავთ, რომ აქ მინიშნებაა - რეინკარნაციის, ანუ - სულის განმეორებითი ხორცშესხმის [დაბადების] საიდუმლოზე.

პასუხის გაცემა ბიბლიური მინიშნებით დავიწყოთ:

89-ე ფსალმუნში ვკითხულობთ - „... უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი. კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის [აქ - უკვდავი სულის მიერ მოკვდავ (ხრწნად) სხეულში ყოფნის დროის გასვლის (ანუ სიკვდილის) შემდგომად, ამავე სულის ახალ მოკვდავ (ხრწნად) სხეულში დაბრუნებაზე, ანუ ხელახალ შობაზეა მინიშნება] და ეტყვი: დაბრუნდით [ანუ - ხელახლა იშვით] ძენო ადამისანნო“ [ფსალ. 89,2-3]...;

ეხლა ვნახოთ რას გვაუწყებს უკვდავი სულის ხელახალ განსხეულებაზე (შობაზე), ანუ რეინკარნაციაზე - უზენაესი, ეზრა წინასწარმეტყველის პირით:

„შენ ხომ ერთადერთი ხარ და ჩვენც შენს ხელთა ერთადერთი ქმნილება ვართ, როგორც ნათქვამი გაქვს. დედის საშოში ისახება სხეული და შენ ანიჭებ მას ნაკვთებს; ინახება ცეცხლსა და წყალში შენი ქმნილება და ცხრა თვეს უძლებს შენივე გამოსახული საშო შენს ქმნილებას, რომელიც მასში შეიქმნა.

[აი ამის შემდეგ უკვე რეინკარნაციის საიდუმლოს გახსნა იწყება:]

თავად ის რაც ინახავს [აქ - დედის სხეულის მატარებელი სული], და ისიც რაც ინახება [ანუ - ახალი სიცოცხლის მატარებელი სული], ორივენი  [ეს - სულები] შენახული იქნება  [გარდაცვალების შემდგომად], ხოლო შენახულს [ანუ მოკვდავ სხეულგაყრილ უკვდავ სულს] ოდესმე [როცა ღმერთი ინებებს] ხელახლა მიიღებს საშო [ანუ ხელახალ შობისთვის გაამზადებს სულს]...“ [3 ეზრა 8,7-9];

და ბოლოს მაცხოვრის სიტყვები გავიხსენოთ: „ხოლო იესუმ მიუგო მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ, რომელნიც გამომყევით მე, მეორედ შობისას [აქ - რეინკარნაციაზე მიგვენიშნება], როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე...“ [მათე 19,28]. ამდენად, ბიბლიური მინიშნებანი:

- „კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის“ [ფსალმუნი];

- „ხოლო შენახულს ოდესმე ხელახლა მიიღებს საშო“ [3 ეზრა] და

- „მეორედ შობისას“ [მათე]

მათთვის, ვისაც ყური სასმენლად აქვს, ცალსახად გვიდასტურებენ - უკვდავი სულის განმეორებით შობაზე, ანუ - რეინკარნაციაზე...

რეინკარნაციის არსის მართებული, ანუ - ბიბლიური კუთხით  გააზრების გარეშე, თავად ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე საუბარი ყოვლად ზედმეტი იქნება...

როგორც ადრეც გვითქვამს, წმ. წერილებში დაფიქსირებული ტერმინი - „მსოფლიო“, ბოლო ჟამში, იმ ქვეყნის [ანუ საქართველოს] კოდირებული სახელია, სადაც თავად ამ ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნები უნდა განვითარდეს.

ამ ქვეყანაში [საქართველოში] უნდა მოხდეს [და მოხდა კიდეც] ყველაზე უმთავრესი რამ - საქართველოში [მსგავსად პირველად შობისა] ასევე შობითაა მოსული მაცხოვარი...

ბიბლია გვაუწყებს - „...ვერავინ შეძლებს იხილოს დედამიწაზე [აქ - საქართველოში] ჩემი ძე [შობით მოსული - ძე კაცისა], ან ისინი, ვინც მას ახლავან, ვიდრე საამისო დღე არ დადგება“-ო [3 ეზრა 13,52].

ეს - „ვიდრე საამისო დღე არ დადგება“, არის

- ერთი მხრივ,  ზოგადად: ბოლო ჟამის მონაკვეთი; და

- მეორეს მხრივ: საქართველოში შობით მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვისა და მისი უფალ იესუ ქრისტედ გაცხადების დიადი წამი...

„ხოლო ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ძემ [იმიტომ რომ ამ დროს - ძე ღვთისა დედამიწაზეა შობით მოსული, როგორც ჩვეულებრივი - ძე კაცისა], არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36].

ზემოთქმულიდან გამომდინარე უნდა განვაცხადოთ, რომ:

დღევანდელ საქართველოში [ბოლო ჟამის შესაცნობი ნიშნების აცხადების ტერიტორიაზე] , მსგავსად პირველად შობით მოსვლისა, რეინკარნირებულნი არიან, როგორც თავად მაცხოვარი [ძე კაცისა] და პირველად შობით მოსვლისას მასთან მყოფი ყველა სული, არამედ საქართველოში არიან რეინკარნირებულნი, ბიბლიაში დაფიქსირებული, როგორც ყველა - დადებითი, ასევე ყველა - უარყოფითი სულები...

ხომ გვახსოვს - „ორ ზღვას შუა ძველთაგანვე, საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება - საქართველო“-ო. აი, ამ, სულიერ საომარ ველზე მიდის სწორედ, ბოლო ჟამში რეინკარნირებულ  - დადებით და უარყოფით სულთა ჭიდილი...

ბოლო ჟამის დადგომა, სწორედ - ამ სულიერი ჭიდილის ამსახველ ინფორმაციათა თაობაზე ნაწინასწარმეტყველებ ნიშანთა აცხადებით შეიცნობა...

პარალელურად ამისა, ეს  ე.წ. – „მსოფლიო“, ანუ - საქართველო, მისტერიულად, თავად - „ძე კაცისას“ [მეორედაც შობით მოსული ძე ღვთისას] არსის მატარებელიცაა.

ბუნებრივია, რომ  - საქართველო, ვერ იქნება - „ძე კაცისა“. იგი, იმ ნიშნების თავის თავში მატარებელ-განმახორციელებელია მხოლოდ, რომლითაც, მისტერიულად, ასაცხადებელი მოვლენების გამოვლენა ფიქსირდება.

მეორეს მხრივ, თავად ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნები უნდა აცხადდეს იმ ქვეყანაში, სადაც რეინკარნირებულნი უნდა იქნენ ყველა ძირითადი ბიბლიური პერსონაჟები.

ამდენად, იქმნება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული „წრე“:

- ბოლო ჟამის დადგომის ნიშნები ცხადდება იმ ქვეყანაში, სადაც ხდება ძირითადი ბიბლიური პერსონაჟების რეინკარნაცია [განმეორებითი ხორცშესხმა]; და

- ყველა ძირითადი ბიბლიური პერსონაჟის რეინკარნაცია ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნები უნდა აცხადდეს.

ამ ორი „თეზის“ გაერთიანება ასეთ ფორმულირებას იძენს:

- ბიბლიასა და წმიდა წერილებში აღწერილი ბოლო ჟამში მოსახდენი მოვლენები, მისტერიულად გადმოგვცემს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გამოჩენამდელ დროში რეინკარნირებული ყველა ძირითადი პერსონაჟის - თავგადასავალს.

დიახ, ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი თითოეული ნიშანი, არის - ამ დროში რეინკარნირებული ყველა ძირითადი პერსონაჟის თავზე და მათ ირგვლივ მომხდარი მოვლენების მისტერიული არსის შემცველი, ანუ მათი ყოფისა და გარემოს ამსახველია.

 

33 551 დღიანი „თავგადასავლის“

ზოგადი მონახაზი

ბიბლიურ წინასწარნაუწყებ მინიშნებათა თანახმად:

1. ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ასაცხადებელი ქვეყანა [საქართველო]  70 წელიწადი [1921 -1991 წ.წ.] უნდა იყოს ჩრდილოელი მეზობლის [რუსეთის იმპერიის] ტყვე;

2. 70-წლიანი დროის მიწურულს, ამ ქვეყანაში, მოდის „ცხებული მეფე“ [ზვიად გამსახურდია], რომლისთვისაც „შვიდი შვიდეული“ [1990 წ. 10.09 – 1990 წ. 28.10] და „სამოცდაორი შვიდეულია“ [1990 წ. 28.10 -1992 წ. 6.01] გამოყოფილი. ამის შემდეგ იგი განიდევნება სამშობლოდან [„გატიალების სიბილწის“ პირველი ეტაპის დასაწყისი], და ორწლიანი დევნის ბოლოს [1993 წ. 31.12] მოკვდინებულ იქნება;

3. „ცხებული მეფის“ [ზვიად გამსახურდიას] მოკვეთის [განდევნის] „შემდეგ“, ხელისუფლების სათავეში, ჯერ [1992 წ. 2.01] -  „სამი მეფე“ [თ. კიტოვანი, ჯ. იოსელიანი, თ. სიგუა] მოდის;

4. მოგვიანებით, „როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს [1991 წ. 22.12 – 1992 წ. 7.01] აღასრულებენ“, სამეულს უერთდება ანტიქრისტეს არსის მატარებელი: „მეოთხე მხეცი (მეფე)“ [ედ. შევარდნაძე], იქმნება ე.წ. -  „სახელმწიფო საბჭო“ [1992 წ. 10 მარტი],

5. 1992 წ. 11 ოქტომბერს, ე.წ. „სახელმწიფო საბჭოს“ ხელმძღვანელობით ტარდება საქართველოს პარლამენტის არჩევნები - ბიბლიური „გატიალების სიბილწის“ პირველი ეტაპი ახალ ფაზაში შედის;

 6. „მეოთხე მხეცი (მეფე)“ [ედ. შევარდნაძე] ნაწინასწარმეტყველები 3.5 წლის შემდეგ [1995 წ.], მის სამ „წინამორბედს“ გზიდან ჩამოიცილებს, საიდანაც ათვლას იწყებს ანტიქრისტეს მმართველობის ერთპიროვნული ეტაპი. 1995 წ. 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ:

ა) ედ შევარდნაძე - საქართველოს პრეზიდენტი ხდება;

ბ) ხოლო მისი დასაყრდენი პ/გ - „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, საპარლამენტო უმრავლესობას აყალიბებს;

იწყება - „გატიალების სიბილწის“ მეორე ეტაპი;

7. ნაწინასწარმეტყველები 10,5 წლის [1992 წ. 11.10 – 2003 წ. 11.04] შემდეგ [2003 წ. 23.11] , ანტიქრისტეს არსის მატარებელ ედ. შევარდნაძეს „ამხობს“ „მისი ერთ-ერთი მთავართაგანი“, და იწყება „გაპარტახების სიბილწის“ მესამე და დამამთავრებელი ეტაპი - ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ. სააკაშვილის მმართველობა;

8. „გაპარტახების სიბილწის“ მესამე ეტაპი „სამი მეფის“ [მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე] ერთდროული გამოჩენით იწყება. მოგვიანებით [2005 წ. 2-3 თებერვალი] „შუა თავის“ [ზ. ჟვანიას] „გაუჩინარება“ [მკვლელობა] ხდება;

9. მოგვიანებით, დარჩენილი „ორი თავიდან (მეფიდან)“ - „მარჯვენა თავი“ [მ. სააკაშვილი] „მარცხენა თავს“ [ნ. ბურჯანაძეს] იცილებს გზიდან [2008 წ. 21.05 – 7.06];

10. მარტოდ დარჩენილი „ბოროტეული თავი“ [მ. სააკაშვილი], აგრძელებს რა ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის გზასავალს, „წარმატებით“ აგვირგვინებს - „დაქუცმაცდება მისი სამეფო, და ამას გარდა სხვათა ხელში გადავა“-სეულ წინასწარმეტყველებას [2008 წ. აგვისტოს: საქართველო - რუსეთის ომი];

11. „ბოროტეული თავის“, ანუ ცრუწინასწარმეტყველი მ. სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობიდან ათვლით, ნაწინასწარმეტყველები 3,5 წლის თავზე [2011 წ. ოქტომბერ/დეკემბერი - 2012 წ. თებერვალ/მარტი] სამოქმედო ასპარეზზე გამოდის იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი ბ. ივანიშვილი;

12. 2011 წ. 23 დეკემბრიდან იწყება ბიბლიური - „დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე“-სეული ეტაპი, რომელიც, ბიბლიისეულ „წარღვნის“ თემატიკასთან დაკავშირებულ - „მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღის“ მეორე დღიდან, ანუ 2012 წ. 18 ივლისიდან, უკვე  მაცხოვრის მიერ ნაკარნახევ: „ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“, ასრულებით გაგრძელდა;  

13. „ტყიდან ბრდღვინვით გამოვარდნილი ლომის“ ეტაპიდან [2012 წ. 1 აგვისტოს  საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადება], ანუ ლომის ზოდიაქოში დაწყებული პროცესებით, გაცხადდა ამ დროის „ოთხი მეფის“ გამოკვეთით ნიშანდებული ბიბლიური „შუა ხანის“ მოახლოება;

14. ბიბლიურ წარღვნასთან დაკავშირებულის აცხადების ნიშნად, საქართველოში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების 1 ოქტომბერს ჩატარებით, დაგვიდასტურდა, ბიბლიური: „მეათე თვის პირველ დღეს, მთათა მწვერვალების გამოჩენის“ მისტერიული პროცესის მიმდინარეობა;

15. იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი ბ. ივანიშვილის ე.წ. „სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის“ ქვედა [2011 წ. 5-7 ოქტომბერი - 2012 წ. 16 აგვისტო] და ზედა [2012 წ. 1-25 ოქტომბერი] მიჯნების პარალელურად დაწყებული, ბიბლიური - „სამსჯავროს“ ეტაპისეული ნიშნებით გვეუწყა, რომ ათვლა დაიწყო „უკანასკნელმა ხანმა“;

16. მარტოდ დარჩენილი „ბოროტეული თავის“ [მ. სააკაშვილის] გუნდის [„ნაცების“] საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას, ბიბლია ამ თავის - „გაუჩინარებას“, ანდა იგივე - „ მახვილით დაცემას“ არქმევს;

17. 2012 წლის 1-25 ოქტომბრიდან ათვლა დაიწყო ბიბლიურმა - „ორნი დასასრულამდე დარჩებიანით“ სახელდებულმა ეტაპმა, რაც ჩვენს სინამდვილეში, საქართველოში ჩამოყალიბებული ორხელისუფლებიანობით [საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი და მისი გუნდი და პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი და მისი გუნდი]  შექმნილი რეალობის ბიბლიური შეფასებაა;

18. 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტში ოთხი უმაღლესი თანამდებობისა და სტრუქტურის მაფორმირებელი გამარჯვებული საპარლამენტო გუნდის ფონზე დაწყებული საქმიანობა, ბიბლიის მიხედვით ასეა შეფასებული - „მაგრამ ხანმოკლე და შფოთით სავსე იყო მათი მეფობაო“;

19. „შფოთით სავსე“ მმართველობითი დრო, მეორენაირად „დაჯდება სამსჯავროს“ ეტაპის დადგომასთანაც იგივდება, რომელიც ორი პირობითი მონაკვეთისაგანაა შემდგარი:

ა) 2012 წ. 1-25 ოქტომბრის ეტაპით  სახელდებული - „წაართმევს მას ხელმწიფებას“, რომლითაც - ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ. სააკაშვილის „პოლიტიკური ბედის“ არსია გადმოცემული; და

ბ) „რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“, რომელიც - „სამსჯავროს“ მიწიური ეტაპის დასრულებასთან კავშირდება;

20. ბიბლიაში ნათლადაა გადმოცემული „სამსჯავროს“ მიწიური ეტაპის დასრულების შემდგომად მოსახდენი - „მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება“;

21. ბიბლიურ წარღვნასთან დაკავშირებული, უკვე ნახსენები „მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღისა“ [17 ივლისი] და „მეათე თვის პირველი დღით“ [1 ოქტომბერი] მოცემული თხრობა, ამ უკანასკნელიდან ათვლილ [1,2...], რამოდენიმე კონკრეტულ თარიღს გამოკვეთს, ესენია:

ა) „ორმოცი დღის შემდეგ“, რაც 2012 წლის 9 ნოემბერზე მოდის და მკითხველისათვის კარგად ნაცნობ - ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა [ბ. ახალაია[ და გენერალური შტაბის მომქმედი თავმჯდომარისათვის [გ. კალანდაძე]  წინასწარი სასჯელის გამოტანას უკავშირდება;

ბ) ბიბლიური „შვიდ დღეს კიდევ იცადა“, 2012 წლის 16 ნოემბერზე მოდის და „კუდ“-ისა და „სოდ“-ის მაღალჩინოსნების დაკავების, ანუ ე.წ. „მოსმენების“ საკითხთან კავშირდება;

გ) წარღვნისეული ინფორმაციის განსახილველი მონაკვეთი, ასეთი ბიბლიური მინიშნებით მთავრდება - „შვიდ დღეს დაიცადა კიდევ და გაუშვა მტრედი, აღარ მობრუნებულა იგი მასთან“ (დაბ. 8,12), და  ჩვენს რეალობაში 2012 წლის 23 ნოემბერზე, ანუ ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მე-9 წლისთავზე მოდის.

მეორეს მხრივ, აღნიშნული ბიბლიური დროითი დამოწმება, 2012 წლის 23 ნოემბერს მომხდარ შემდეგ ფაქტს უნდა აფიქსირებდეს:

როგორც უკვე ითქვა - „ორნი დასასრულამდე დარჩებიანის“ დროითი მონაკვეთი, თავისი ხანგრძლივობით - „ხანმოკლე“, ხოლო შინა-აარსით „შფოთით აღსავსეა“.

საქართველოს სინამდვილეში გამოკვეთილი ორხელისუფლებიანობის არსობრივი მხარის წარმოჩენის მიზნით, ნოემბრის თვეში, ჩვენს მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში ორი სპეციალური წერილი იქნა ჩაბარებული. ამ წერილებში გაანალიზებული გახლდათ - დღეს მომქმედი კონსტიტუციის ბაზაზე, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის გამოწვევის საფუძვლები, და ამ კრიზისის დაძლევის მექანიზმი.

ყოველივე ზემთქმულის გასაჯარისებისათვის გადავწყვიტეთ, სხვა - საგაზეთო ფორმატიც გამოგვეყენებია.  ამ მიზნით დავუკავშირდით გაზეთ „ასავალ-დასავალი“-სა და გაზეთ „ახალი თაობის“ კორესპონდენტებს [შესაბამისად: ზაზა დავითაიასა და  გულიკო ბალაძეს]. სამწუხაროდ, ორივე მათგანმა, თავისი რედაქციის [ჩვენთვის გაუგებარი] პოზიციიდან გამომდინარე, უარი განაცხადა ასეთი მასალის დაბეჭვდისაგან.

მოგვიანებით, გაზ. „კვირის ქრონიკა“-ს კორესპონდენტის ბატონი დიტო ჩუბინიძის თანადგომით, ამ გაზეთის 2012 წ. 19 ნოემბრის ნომერში [გვ. 32], მოხერხდა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ინტერვიუს დაბეჭვდა.

იმავე დღეს დავუკავშირდით ტ/კ „კავკასია“-ს დამფუძნებელს დავით აქუბარდიას და „ნაცების“ მხრიდან მოსალოდნელი რევანშის თაობაზე მის გადაცემაში მონაწილეობა ვთხოვეთ. 20-21 ნოემბერს, ანალოგიური თხოვნით მივმართეთ ტელეჟურნალისტსა და ტ/კ „მაესტროს“ გადაცემა „სუბიექტური აზრი“-ს წამყვანს შალვა რამიშვილს.

სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, დავით აქუბარდიამაც და შალვა რამიშვილმაც უარი თქვეს ამ შინაარსის ინფორმაციის გავრცელებაში დაედოთ წილი.

2012 წლის 19 ნოემბერს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია, შევხვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძმას - ალეკო ივანიშვილს, რომელსაც, საკითხის დროულად გასაჯარისებაში წვლილის შეტანის მიზნით, ნოემბრის თვეში, პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში ჩაბარებული ჩვენი ორი წერილის ასლი გადავეცით.

იმავე დღეს, ვეწვიეთ მედია-კავშირ „ობიექტივის“ კოლექტივს და საკითხის მსმენელთა ყურამდე მიტანაში დახმარება ვთხოვეთ.

წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან ბატონ არჩილთან საუბარში გამოიკვეთა, რომ ამ საკითხის გაშუქება, მხოლოდ პარასკევ დღეს, საღამოს ექვსის ნახევრიდან შვიდის ნახევრამდელ დროში მიმდინარე გადაცემაში „იურისტების დრო“ [წამყვანი ელგუჯა ჩხაიძე] იყო შესაძლებელი.

გადაცემის წამყვან ბატონ ელგუჯა ჩხეიძესთან 20 ნოემბრის საღამოს გამართულ წინასწარ შეხვედრაზე, საბოლოოდ  გადაწყდა, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარი 2012 წლის 23 ნოემბერს, პარასკევ დღეს მოხდებოდა.

ზემოთგადმოცემული დეტალური შესავალი იმისათვის დაგვჭირდა, რომ მკითხველისათვის დაგვენახებინა, თუ როგორ შემზადდა ნიადაგი, ჩვენს მიერ უკვე ნახსენები, ორხელისუფლებიანობის გამო მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის გამოწვევისა და მისი შესაძლო დაძლევის გზების თაობაზე არსებული ინფორმაცია ტელეეთერითაც გაჟღერებულიყო;

22. 2012 წ. 27 ნოემბერს, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია, შევხვდით საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ ვახტანგ ხმალაძეს. სამწუხაროდ, ბატონმა ვახტანგმა ვერ გაიაზრა ჩვენს მიერ შემოთავაზებული საკითხის აქტულობა;

23. ამდენად, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან მოყოლებულ დროში, ორხელისუფლებიანოთ გამოწვეული, მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის გამოწვევის საფუძვლებისა და ამ კრიზისის დაძლევის მექანიზმის გახმოვანების მიზნით, ჩვენს მიერ, დღეისათვის, შემდეგი ნაბიჯები იქნა გადადგმული:

ა) 2012 წ. 5 [ჩაბ. №6595] და 12 ნოემბერს [ჩაბ. №7875] ორი გამაფრთხილებელი წერილი ჩაბარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანცელარიას;

ბ) 2012 წ. 19 ნოემბერს გაზ. „კვირის ქრონიკა“-ში გამოქვეყნდა ამ თემატიკისადმი მიძღვნილი სპეციალური ინტერვიუ;

გ) 2012 წ. 19 ნოემბერს აღნიშნული წერილების ასლები, საკითხის გასაჯარისების მიზნით გადავეცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძმას - ალეკო ივანიშვილს;

დ) 2012 წ. 23 ნოემბერს მედია-კავშირი „ობიექტივი“-ს ღია ეთერში ერთსაათიან გადაცემაში: „იურისტის საათი“ [წამყვანი ელგუჯა ჩხეიძე], სრულად გავაშუქეთ სათქმელი;

ე) 2012 წ. 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს პირადად გადავეცით პარლამენტისადმი განკუთვნილი ღია მიმართვა, და გავაცანით ჩვენი შეხედულება ქვეყანაში მოსალოდნელი პროცესების თაობაზე.

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, ღმერთისადმი აღვლენილი მადლიერების ფონზე, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენის მხრიდან [თითქმის] ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ქვეყნისათვის მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის აცილებაში შეგვეტანა წვლილი.   

24. 2012 წ. 23 ნოემბერს, ანუ ბიბლიაში წარღვნასთან დაკავშირებულ თხრობაში დაფიქსირებულის [„მტრედის საბოლოო გაშვება“] მისტერიულად ასრულების ნიშნად, მედია-კავშირი „ობიექტივის“ ტელე/რადიო ეთერით გაჟღერებული ერთსაათიანი გადაცემით, დაგვიფიქსირდა, ჩვენი - უახლოესი სამოქმედო გეგმის ზოგადი მონახაზი, რომლის არსიც ასეთია:

25. ერთის მხრივ, ბიბლიაში მოცემული წარღვნისეული ინფორმაცია - „... პირველი თვის დამდეგს დაშრა წყალი ქვეყნად...“ [დაბ. 8,13], ლასკარისეული ცნობიერებიდან გამომდინარე გვკარნახობს, რომ 2012 წ. 23 ნოემბერს მომხდარიდან, ხსენებულ დრომდე - ერთგვარი მოლოდინისეული ეტაპი იწყება;

26. მეორეს მხრივ, დანიელის წინასწარმეტყველების თანახმად 2013 წლის 4 იანვარს, ანუ საქართველოს პრეზიდენტად მ. სააკაშვილის პირველად არჩევის მეცხრე წლისთავზე, მთავრდება - „ნეტარია ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდათ დღე“-თი შემოფარგლული დროითი მიჯნა, რომელიც, თავის მხრივ,  2003 წლის 23 ნოემბერს მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ დღიდან იღებს სათავეს;

27. აქვე უნდა ითქვას, რომ ხსენებული - 2013 წლის 4 იანვრით გამოკვეთილი ეტაპი,  ბოლო ჟამში გასავლელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  დროითი მიჯნა გახლავთ, რამეთუ ბოლო ჟამში, იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების საძიებელი „თავისკვეთის“ მისტერიული ასრულება, სწორედ აღნიშნული დროითი ეტაპის შემდგომადაა მოსალოდნელი;

28. სხვადასხვა წყაროთა შეჯერებით გამოკვეთილია, რომ მინიშნება - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ (3 ეზრა 12,30), დროის მიხედვით 2012 წ. 25 ოქტომბრიდან ათვლით 2013 წლის აპრილ [მაქსიმუმ - ოქტომბრამდელ] მონაკვეთს უნდა მოიცავდეს.

აი ყოველივე ის, რისი თქმაც [შეხსენებაც] ამ დროისათვის გვინდოდა.

დამშვიდობების წინ, მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წინასწარნაუწყები:

- „შენ კი, ურჯულო, ბოროტეულო მთავარო [აქ - „ბოროტეული თავი“, ანუ ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ. სააკაშვილი] ისრაელისა [აქ - საქართველო], რომელსაც დაუდგა ჟამი [„ჟ“ = 18: 1995 -2013 წ.წ.], როცა უნდა მოეღოს ბოლო დანაშაულს, ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე ჯიღა და მოიხადე გვირგვინი; ყოველთვის ასე არ იქნება: მდაბალი აღზევდება, აღზევებული დამდაბლდება.

დამხობას, დამხობას, დამხობას ვუწილხვედრებ და ესეც აღარ იქნება [კოდია], სანამ ის [აქ -მეორედ ღმერთად მომავალი უფალ იესუ ქრისტე] არ მოვა [გაცხადდება], ვის ხელშიც არის სამართალი [კოდია], რომ მას ჩავაბარო [მამამ მთელი სამსჯავრო ძეს მისცა] (ეზეკ. 21,30-32).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!