Print

გაზ. № 2 (847)

 

6[19]

6 – „ვინ“ [ვინ = 30 - ძე]

19 – „რაე“ [რაე = 25 - ღმერთი]

13 – „მან“ [მან = 28 - გამოჩინება]

 

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი

- „და როცა მოინათლა იესუ, მაშინვე ამოვიდა წყლიდან, და, აჰა, გაეხსნენ მას ცანი და იხილა სული ღმრთისა, დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე. და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე“ [მათე 3,16-17];

 

კოდი: „იბერია“ = ი - ბერი - ა

- ესაა: ი[ესო]

ბერი - [ღვთისთვის] თავშეწირული

- საწყისი [პირველი]

ე. ი. „იბერია“ კოდირებულად გვაუწყებს:

1. უფლისთვის შეწირული საწყისი;

2. იესუ პირველი თავშეწირული ბერია

 

 მაცხოვრის შობასთან დაკავშირებული საკითხისათვის

 

მაცხოვრის შობასთან, და მასთან თაყვანის საცემად მისულთა თაობაზე არსებული ინფორმაცია - მათესა [მოგვების თაყვანისცემა] და ლუკას [მწყემსების თაყვანისცემა] სახარებებშია მოცემული. თავიდანვე ვიტყვით, რომ ეს ორი პროცესი სხვადასხვა დროსა და ადგილას ხდება

 

1. მწყემსების თაყვანისცემა - ბაგაში

ლუკას სახარების მეორე თავში ვკითხულობთ, როგორ მივიდნენ მწყემსები ახალშობილი მაცხოვრის თაყვანისცემად - ბაგაში მწოლიარესთან:

„... 6. და იყო ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი. 7. და შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და შეხჳა იგი სახუევლითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას.

 8. და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყოსოსა მათსა. 9. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა მათ ზედა, და დიდებაჲ უფლისაჲ გამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა. 10. და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: 11. რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა. 12. და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა.

 13. და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: 14. დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ. 15. და იყო ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგი ზეცად, მწყემსთა მათ თქუეს ურთიერთას: განვიდეთ ჩუენ ვიდრე ბეთლემადმდე და ვიხილოთ სიტყუაჲ ესე, რომელი იყო ჩუენდა მომართ, რომელი-იგი უფალმან მაუწყა ჩუენ.

16. და მოვიდეს მსწრაფლ და პოვეს მარიამ და იოსებ და ყრმაჲ იგი, მწოლარე ბაგასა.

17. და ვითარცა იხილეს, გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ითქუა მათა მიმართ ყრმისა მისთჳს. 18. და ყოველთა, რომელთა ესმოდა, უკჳრდა სიტყუაჲ იგი მწყემსთაჲ მათ მათდა მიმართ. 19. ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თჳსსა. 20. და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათდა მიმართ.“

ამის შემდეგ ლუკას სახარება გვაუწყებს:

- მე-8 დღეს მომხდარ წინადაცვეთის ამბავს [ლუკა 2,21], ესაა - ახალი წლის ათვლა;

- განწმენდის დღეების [40 დღე] გასრულებას [ლუკა 2,22-24], ესაა - მირქმა;

- და ამის შემდეგ გვეუწყება: „და ვითარცა აღასრულეს მის ზედა ყოველივე მსგავსად შჯულისა უფლისა, მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქად თჳსა – ნაზარეთად.“ [ლუკა 2,39]...

 

2. მოგვების თაყვანისცემა - სახლში

მათეს სახარების მეორე თავი გვაუწყებს:

„1. ხოლო იესუჲს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: 2. სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა. 3. ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა.“

ამდენად, მოგვები მივიდნენ იერუსალემში, და ეძიებდნენ ბეთლემში დაბადებულ ყრმას.

შემდგომად - „7. მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ. 8. და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მოვედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს და რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას“.

მათეს სახარება არ აკონკრეტებს ადგილს სადაც მოგვებმა ყრმა იესუ ნახეს - „9. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა-უძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაჲ იგი.“

სამაგიეროდ, როგორც ლუკას სახარებიდან ვიცით - მირქმის შემდეგ წმიდა ოჯახი - „...მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქად თჳსა – ნაზარეთად.“ [ლუკა 2,39].

მათეს სახარებისეული მინიშნება ასეთია - „10. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად. 11. და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური.“

აქ მინიშნებაა, რომ მოგვები - „...შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა..“.

ამდენად:

- მათეს სახარება გვაუწყებს მოგვების - „სახლში“ შესვლაზე;

- ხოლო ლუკას სახარება - ბაგაში მისული მწყემსების ამბავს გადმოგვცემს: „და მოვიდეს მსწრაფლ და პოვეს მარიამ და იოსებ და ყრმაჲ იგი, მწოლარე ბაგასა“ [ლუკა 2,16].

და თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მათეს სახარებაში ჰეროდეს მიერ - ორ წლამდე ასაკის ყრმათა დახოცვის ამბავია მოთხრობილი: „მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად, წარავლინნა და მოსწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან“ [მათე 2,16].

მაშასადამე - ჰეროდეს მართალია ეუწყა ადგილი, სადაც დაიბადა მაცხოვარი, მაგრამ მან,  არ იცის რა თუ სად არის წმიდა ოჯახი  მოგვების მასთან მისვლის დროს, ბრძანებს ამოწყვიტონ - „...ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან“.

მათეს სახარება ხაზს უსვამს, რომ - დასახოცი ყრმების ასაკი: „ორით წლითგანი და უდარესი“, ჰეროდეს - მოგვების მხრიდან მოსმენილის ანალიზის შედეგად განუსაზღვრავს - „...ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან“.

ზემოთქმული ნათლად გვანიშნებს, რომ - მოგვებმა წმიდა ოჯახი მოინახულეს:

- არა: ბაგაში, არამედ - „სახლში“, რომელიც, ლუკას სახარებაზე დაყრდნობით („...მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქად თჳსა – ნაზარეთად.“ [ლუკა 2,39]), სავარაუდოდ ქ. ნაზარეთში მდებარეობდა;

- მოგვების თაყვანისცემად მისვლა მომხდარა შობიდან რამოდენიმე დროის შემდეგ, კერძოდ კი ეს დრო არ უნდა სცილდებოდეს - შობიდან ათვლილ ორ წელს...

 

3. დასკვნის მაგიერ

მათესა და ლუკას სახარებებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყრმა მაცხოვართან მწყემსებისა და მოგვების თაყვანისცემად მისვლა განხორციელდა - სხვადასხვა დროსა და ადგილზე. კერძოდ: 

- ხალშობილი მაცხოვრის თაყვანისცემად მწყემსების მისვლა ხდება შობის ღამეს, კერძოდ კი შობის ადგილზე - ბაგაში; ხოლო

- რმა იესუსთან თაყვანისცემად მოგვების მისვლა მომხდარა შობიდან არა უმეტეს ორი წლის შემდეგ, სავარაუდოდ - ქ. ნაზარეთში.

შესაბამისად, იმ ხატებზე სადაც ბაგაში მისული მოგვების თაყვანისცემაა ასახული, ეს უფრო სიმბოლური ხასიათისაა და სინამდვილისგან შორს დგას...

 

 

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარს,

კავშირის მთავარი ბუღალტრის

ნანული ერქვანიძის

 

ახსნა-განმარტებითი ბარათი

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

2012 წლის საფინანსო საქმიანობის შესახებ

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 23 დეკემბრის №22-რ ბრძანებით, რეგისტრირებული იქნა (რეგ. №052):

_ კავშირის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;

მოგვიანებით, კერძოდ - 2011 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის რაიონულ ცენტრში, 2012 წლის 9 იანვარს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე და გაიცა - „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა“ (სერია 11).

2012 წლის 9 იანვარს, თიბისი ბანკში გახსნილ იქნა _  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლარის ანგარიში:

საბანკო კოდი:TBCBGE 22,

ანგარიშსწორების ანგარიში - GE96 TB78 8493 6080 1000 02.

2012 წლის 9 იანვრიდან მოყოლებული კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:

-      კავშირის ლასკარის თავმჯდომარის მ. სალუაშვილის მიერ 2012 წლის 9 იანვარს ანგარიშზე შემოტანილი თანხა - 10 [ათი] ლარი, ი.წ. 10 იანვარს წარიმართა: იურიდიული პირების ანგარიშის გახსნის საკომისიო [რეალიზებური დასაბეგრი] გადასახადის დასაფარად;

-      13 იანვარს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა - 200 [ორასი] ლარი [იანვარ-თებერვლის თვის საწევრო გადასახადი];

-    13 იანვარს კაშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს ინვოისი №18 878 გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

-    16 იანვარს შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე გადაირიცხა - 20 [ოცი] ლარი, ბანკში გახსნილი ანგარიშის შესახებ ცნობის გაცემისათვის;

-    16 იანვარს, საბანკო მომსახურებისათვის, ბანკის ანგარიშზე წარიმართა გადარიცხვის საკომისიო - 0,90 ლარის ოდენობით;

-    16 იანვარს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა შემოწირულობა 166 [ასსამოცდაექვსი] ლარი და 08 თეთრი;

-    16 იანვარს შპს „როიალ აუდიტს“ გადაერიცხა - 200 [ორასი] ლარი, აუდიტორული მომსახურებისათვის;

-    16 იანვარს, საბანკო მომსახურებისათვის, ბანკის ანგარიშზე წარიმართა გადარიცხვის საკომისიო - 0,90 ლარის ოდენობით;

-    23 იანვარს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

-    8 თებერვალს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა შემოწირულობა 70 [სამოცდაათი] ლარი;

-    8 თებერვალს ი/მ „სირაძე ბეჟან“-ს გადაერიცხა „დროშის სადგამის საფასური“ – 65 [სამოცდახუთი] ლარი;

-    8 თებერვალს საბანკო მომსახურებისათვის, ბანკის ანგარიშზე წარიმართა გადარიცხვის საკომისიო - 0,90 ლარის ოდენობით;

-    4 დეკემბერს კავშირის ანგარიშზე მ. სალუაშვილის მიერ შემოტანილი იქნა - 100 [ასი] ლარი [დეკემბრის თვის საწევრო გადასახადი];

-    4 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

-    4 დეკემბერს კაშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის მომსახურების წლიური საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

2013 წლის 14 იანვრის მდგომარეობით:

-      კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 546 [ხუთას ორმოცდაექვსი] ლარი და 08 თეთრი;

-      კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 497 [ოთხას ოთხმოვდათექვსმეტი] ლარი და 70 თეთრი;

-      კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 48 [ორმოცდარვა] ლარს და 38 თეთრს.

ქ. თბილისი, 2013 წლის 14 იანვარი

 

 

გარდასულ დღეთა მოკლე ქრონიკა

 

11 იანვარს „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავმჯდომარის მ. ანდღულაძისაგან წამოსვლის [იხ. გაზ. №1(846), გვ. 7] მეორე დღეს, ბ-ნ ჯემალ ჯიქიას მეშვეობით გვთხოვეს - 13 იანვარს, 14.00 სთ-ზე დანიშნულ შეკრებაში მიგვეღო მონაწილეობა.

სხდომაზე მისვლისას შევიტყვეთ, რომ - ბ. ივანიშვილისადმი განკუთვნილი: „ღია მიმართვის“  [იხ. გაზ. №1(846), გვ. 6-7] პრემიერ-მინისტრისათვის გადაცემა ვერ მოუხერხებიათ.

შემდგომი სამოქმედო გეგმის თაობაზე მსჯელობისას, ჩვენ ვუთხარით, რომ - არ მიგვაჩნდა მართებულად, 2013 წ. 20 იანვარს, პრეზიდენტის რეზიდენციასთან - რამოდენიმედღიანი უწყვეტი [კარვებით, გათბობითა და კვებით უზრუნველყოფით] საპროტესტო აქციის გამართვა.

ჩვენის აზრით, ერთადერთი მართებული ნაბიჯი იქნებოდა, თუკი 20 იანვარს - ერთდღიანი დიდი აქცია გაიმართება, სადაც გაჟღერდება მთავარი მოთხოვნა, რომ - მ. სააკაშვილის მიერ თავისი საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს მიეღო, ჩვენს მიერ უკვე შემუშავებული, სპეციალური დადგენილება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აქციის მონაწილეთა და ორგანიზატორთა მთელი ძალისხმევა, არა - საპრეზიდენტო რეზიდენციის ხანგრძლივი და [სამართლებრივად არაფრისმომცემი] ბლოკირებისაკენ, არამედ - პარლამენტისაკენ მიგვემართა, რათა მათ მიერ, მილიონამდე საქართველოს მოქალაქის მიერ ხელმოწერით გამოხატული ნება - იურიდიულად გაეფორმებინა.

სამწუხაროდ, მ. ანდღულაძისა და თ. შაშიაშვილის [პოლიტიკურიპარტიათეთრების" თავმჯდომარე] მოსაზრებათა დომინირების ფონზე, სხდომის მონაწილეებმა, ჩვენი წინადადება არ მიიღეს.

უფრო მეტიც, სხდომის თავმჯდომარემ - მ. ანდღულაძემ, ჩვენს მიერ შეკრების დატოვების წინადადება კენჭისყრაზე დააყენა, თუმცა, შემდეგ, თავადვე აღმოჩნდა უმცირესობაში. ამ ფონზე წარმართული სხდომის დასასრულს, ჩვენ კიდევ ერთხელ შევთავაზეთ - ეფიქრათ ზემოთქმულზე და - დავემშვიდობეთ.

16 იანვარს, 17.00 სთ-ზე, ბ-მა მ. ანდღულაძემ სატელეფონო საუბარში შემატყობინა, რომ თუ თანახმა ვიქნებოდი, იქნებ - 17 იანვარს პრაიმტაიმის" პრესკლუბში გასამართ პრესკონფერენციაში მიმეღო მონაწილეობა; და დასძინა - თქვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ბ-ნ პაატა ცნობილაძეს გადავეცით განსახილველად, და დღეს 20.00 სთ-ზე გასამართ ყოველდღიურ სხდომაზე, თუ მობრძანდებით, ამ საკითხზე საბოლოოდ შევჯერდეთო. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე - დავეთანხმე.

სხდომაზე დამსწრეთ, პრესკონფერენციის გამართვის თაობაზე გაკეთებული განცხადების გავრცელებაზე თანხმობა განვუცხადეთ  [„ხვალ, 17 იანვარს, 12 საათზეპრაიმტაიმის" პრესკლუბის სტუმრები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციისერთსულოვნება საზოგადობის უფლებებისათვის" თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძეპოლიტიკური პარტიათეთრების" თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილიიურისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, პროფესორი პაატა ცნობილაძე, პოლიტიკური გაერთიანება - „სამართლიანობის აღდგენის კავშირის ხმაერისა - უფალია ჩვენი სიმართლე"-ს თავმჯდომარე გელა სალუაშვილი“] და, საკითხზე მსჯელობის დასასრულს, შევთავაზეთ: ეფიქრათ - ხსენებული ღია წერილის პარლამენტისათვის გადაგზავნაზე.

17 იანვარს, პრაიმტაიმის" პრესკლუბში 12.00 სთ-ზე ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ, მიუხედავად წინასწარი შეთანხმებისა, ტ/კ „მაესტროს“ პრესკლუბში, ამავე საკითხზე მონაწილეობის მიღება - ჩემის გამოკლებით გადაწყვიტეს. ბუნებრივია წინააღმდეგობა არ გამიწევია, და მათსავე ოფისში დაველოდე მათ დაბრუნებას.

„მაესტროდან“ მობრუნების შემდეგ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, „ლასკარის“ მიერ მომზადებული „ღია მიმართვის“ ტექსტის უცვლელი სახით [ფოსტის მეშვეობით] გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს [რასაც ბ-ნი პაატა ცნობილაძე დაეთანხმა].

„ღია მიმართვის“ ტექსტის „ხელმომწერთა“ 31 კაციან სიაში [„ღრმა პატივისცემით კოალიცია ,,ერთსულოვნება“ - რეზო ჩხეიძე, რეზო ამაშუკელი, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, რეზო ძოძუაშვილი, თამაზ ჭეიშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, პაატა ცნობილაძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, ოთარ ვარსიმაშვილი, ელგუჯა ბურდული, იური ვაზაგაშვილი, ნათია ავსაჯანიშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, ანზორ ბაბუხადია, ლექსო კობაიძე, ავთანდილ იოსელიანი, კობა არაბული, გოჩა არონიშიძე, რომან რურუა, ლაშა კალანდაძე, გელა სალუაშვილიჯემალ ჯიქიამარინა კაჟაშვილი, ნანა შარაშიძე, შოთა ჩხეიძე, ვასილ კადენეცი, გიორგი გაგლოევი.

საკონტაქტო პირი: ,,ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვისთავმჯდომარე: მიხეილ ანდღულაძე, ტელ. 577 41 42 41; თბილისი, 17 იანვარი 2013 წ.]:

25-ე და 26-ე ადგილები მე და ბ-ნ ჯემალ ჯიქიას „გვერგო“ [იგივე ტექსტი გადაეგზავნა გაზ. „ახალი თაობის“ რედაქციას, რომელმაც, მცირე შემოკლების სახით, 18 იანვრის ნომერში გამოაქვეყნა]... იმავე საღამოს 20.00 სთ-ზე გასამართ ყოველდღიურ შეკრებაზე დასასწრებლად აღარ დავრჩენილვარ...

გარდასულ დღეთა შესახებ საუბარს, მოციქულის სიტყვებით დავასრულებთ - „ან იქნებ ფიქრობთ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს? მაგრამ მით უფრო მეტ მადლს იძლევა. ამიტომ თქმულა: ქედმაღალს მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს. მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს; წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან... დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე, და აგამაღლებთ თქვენ“ [იაკ. 4,5-7; 10].

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

  

მინაწერი:

ინტერნეტ სივრცეში ასეთი მიმართვა გავავრცელეთ:

 

ღირსების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქის საყურადღებოთ:

 თუკი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - საქართველოს პარლამენტი, ნებისმიერი მიზეზის მოშველიებით, 2013 წლის 15 იანვრიდან ათვლით დაწყებულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ინიცირებას არ გაუკეთებს და არ შექმნის იურიდიულ დოკუმენტს, რომლის ძალითაც - 2013 წლის 20 იანვრიდან ათვლით, მ. სააკაშვილს აღარ ექნება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე კანონიერად ყოფნის უფლება, მაშინ 2012 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტის ყველა წევრი თავადვე გახდება პასუხისმგებელი და თანამონაწილე-თანამზრახველი -  მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ [აქამდე და ამის შემდეგ] ჩადენილ ყველა დანაშაულზე...

დე, აღსრულდეს - ხმაღვთისადახმაერისა. ამენ!

14 იანვარი, 2013 .

 

შეკითხვა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას:

 საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ „ორივე“ მხარე ერთმანეთთან გარიგებული არ ბრძანდებით?