Print

გაზ. № 3 (848)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2013 წლი19 იანვრის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წლის 19 იანვრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს:

- ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

1. საქართველოს უკანონო პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის სახელზე გასაგზავნი ღია მიმართვების თაობაზე;

2. ღია მიმართვების კოალიცია „ერთსულოვნებისათვის“ წარდგენის შესახებ, მათი მხრიდან მიმართვათა შინაარსის გაზიარების მიზნით.

- კავშირის მთავარი ბუღალტრის - ნანული ერქვანიძის ინფორმაცია, კავშირის - 2012 წ. საფინანსო საქმიანობის შესახებ“;

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

201წლის 19 იანვრის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2013. 19 იანვრის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

საქართველოს უკანონო პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის სახელზე გასაგზავნი ღია მიმართვების თაობაზე

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს - საქართველოს უკანონო პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის სახელზე გასაგზავნი ღია მიმართვები.

 

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

201წლის 19 იანვრის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2013. 19 იანვრის სხდომაზე:

მოისმინეს:

კავშირის მთავარი ბუღალტრის ნანული ერქვანიძის მიერ ახსნა-განმარტებით ბარათში გადმოცემული ინფორმაცია.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს კავშირის მთავარი ბუღალტრის ნანული ერქვანიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში - „კავშირის 2012 წლის საფინანსო საქმიანობის თაობაზე“.

 

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

დე-ფაქტოდ  მოქმედი

„საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად,

საქართველოს - უკანონო პრეზიდენტი ჰყავს

1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი სამხედრო გადატრიალების გზით ქვეყნის სათავეში მოკალათებულმა დამნაშავეთა ჯგუფმა, 1992 წ. 2 იანვარს, ე.წ. „სამხედრო საბჭო“ და „დროებითი მთავრობა“ შექმნა, რომელთა ძალისხმევითაც: გაუქმებულად გამოცხადდა - „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია“, დამხობილად ცნეს - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი და დაითხოვეს, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - უზენაესი საბჭო.

შემდგომში მოვლენები ასე წარიმართა - „... შეიარაღებული ამბოხის გამო საქართველოდან იძულებით წასულმა ქვეყნის კანონიერმა სახელისუფლო სტრუქტურამ - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დევნილობაში, თავის პირველსავე შეკრებაზე, 1992 წლის 13 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გამართულ სესიაზესხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, მიიღო ორი უმნიშვნელოვანესი დადგენილება, სადაც კერძოდ ვკითხულობთ:

I. „... იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უთქვამს ხელისუფლებაზე უარი, ხოლო პარლამენტს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება თვითდაშლაზე და არც ახალი არჩევნების დანიშვნაზე, პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რესპუბლიკაში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს

1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების (სამხედრო საბჭო“, დროებითი მთავრობა“, სახელმწიფო საბჭო“ და ..) შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორც სამშობლოს ღალატი...;

და მეორე

II.. „... აქტების თაობაზე, რომლებიც მიიღო .. სამხედრო საბჭომ, დროებითმა მთავრობამ და სახელმწიფო საბჭომ:

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკაში, ხუნტის .. სამხედრო საბჭოს მიერ შექმნილი არაკანონიერი ორგანოები... უხეში ძალისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ მართონ სახელმწიფო. ამასთანავე, ისინი იღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მათი აზრით, სახელმწიფო კანონიერი ხელისუფლების აქტებისა და მართვის იურიდიული და ფაქტობრივი ძალის იგივეობას წარმოადგენს.

ხუნტის ასეთი ქმედება არაკანონიერი და მიუღებელია როგორც საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის აქტების თვალსაზრისით...

ხუნტა მიზნად ისახავს მისცეს ლეგიტიმური ხასიათი სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაციას. ამისათვის ხუნტა ცდილობს შეიმუშაოს კანონი არჩევნების შესახებ... და დანიშნოს პარლამენტის არჩევნები.

მომქმედი კანონმდებლობის... და მსოფლიო პრაქტიკის თვალსაზრისით, არჩევნების შესახებ კანონის (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კანონის) მიღების და არჩევნების თარიღის დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს, ანუ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, რომელიც არჩეულია 1990 წლის 28 ოქტომბრის საყოველთაო, მრავალპარტიული არჩევნებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. .. სამხედრო საბჭოს, დროებითი მთავრობის, სახელმწიფო საბჭოსა და მისი სამართალმემკვიდრე უკანონო სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიღებული აქტები ანულირებულია, ანუ ჩათვლილია გაუქმებულად და საქართველოს მოქალაქეებისათვის არ გააჩნიათ აუცილებელი იურიდიული ძალა.

2. საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებს - საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს რესპუბლიკის კანონები და სახელმწიფო ხელისუფლების და მართვის კანონიერი ორგანოს ის აქტები, რომლებიც დემოკრატიული წესითაა მიღებული, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის და კანონების მოთხოვნების შესაბამისად” (იხ. „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, მეორე ნაწილი, გვ. 471-472; და 479-480, თბ. 1996 .)...

1992 წლის აპრილში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი იღებს სპეციალურ დადგენილებას - საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო  სტრუქტურების მიერ დანიშნული სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების  არჩევნების შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

ვინაიდან სამხედრო ხუნტა, რომელიც თავის თავსსახელმწიფო საბჭოსუწოდებს და რომელმაც შეიარაღებული ძალადობის გზით მოახდინა სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია, ცდილობს დანაშაულებრივი რეჟიმის დაკანონებას არჩევნების ჩატარების გზით;

ვინაიდან არავის აქვს უფლება დანიშნოს არჩევნები ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გარდა;

ვინაიდან, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, პირველი სესიის 13 მარტის სხდომაზე მიღებულ მიმართვაში მოუწოდა საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობას სამხედრო ხუნტის გადაწყვეტილებათა ბოიკოტისა და სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ,

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკაში ხელისუფლების უკანონო სტრუქტურების მიერ მიღებული საარჩევნო კანონი და ნებისმიერი აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ იურიდიული ძალის არმქონედ, არჩევნები - უკანონოდ, არჩევნების შედეგები - ბათილად...“ (იხ. იქვე, გვ. 481-482).

ამდენად, საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ შექმნა ის სამართლებრივი ბაზისი, რომლის ძალითაც კანონიერი არსებობის საფუძველი მოუშალა არა მარტო ქვეყნის სათავეში სისხლიანი სამხედრო გადატრიალების გზით მოსულ ჯერ სამხედრო (1992 . 2 იანვარი) და სახელმწიფო (1992 . 10 მარტი) საბჭოებს, არამედ  ამ არალეგიტიმური ორგანოს მიერ დანიშნულ (1992 . 11 ოქტომბრის) უკანონო არჩევნებით მოსულ და მის სამართალმემკვიდრე ხელისუფალს...“ [იხ. მ. სალუაშვილი, „მემორანდუმი საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა - დამკვიდრების პრინციპების თაობაზე“, თბ. 2012 წ., გვ.4-6].

დე-ფაქტოდ მოქმედმა უკანონო ორგანომ, 1995 წ. 24 აგვისტოს  - „საქართველოს კონსტიტუციის“ ახალი რედაქცია მიიღო, რომლის საფუძველზე ჩატარებული ყოველი მომდევნო არჩევნები, საქართველოს კანონიერი ხელისუფალის მიერ - 1992 წლის მარტ-აპრილში მიღებული, ზემოთხსენებული დადგენილებებიდან გამომდინარე, არა მარტო - უკანონო იურიდიულ ბაზაზე, არამედ - ტოტალური გაყალბების ფონზე წარიმართა.

მოგვიანებით - „...საქართველოს 2003/2004 წლის მოწვევის უკანონო პარლამენტის მიერ 2005 წლის 11 მარტს მიღებულ საქართველოს პარლამენტის დადგენილება”-ში - 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ [№1104–Iს], ვკითხულობთ:

- „საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე [იხ. მ. სალუაშვილი, „მემორანდუმი საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა - დამკვიდრების პრინციპების თაობაზე“, თბ. 2012 წ., გვ.10-11].

ამდენად, 1992 წლიდან მოყოლებული უკანონო სახელისუფლო სტრუქტურის სამართალმემკვიდრე საკანონმდებლო ორგანომ, აღიარა რა, რომ - „...საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში...“, თავის მხრივ, ზემოთ აღნიშნული დადგენილებით, დაადასტურა [აღიარა] 1991 - 1992 წლების მოვლენების შემდგომად, ჩვენი ქვეყნის სათავეში მოსული ყველა ძალის არაკანონიერება.

2003-2004 წლების მოწვევის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ, დე-ფაქტოდ მომქმედ - „საქართველოს კონსტიტუციაში“, 2006 წ. 27 დეკემბერს შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილებებისა გამო, 2008 წ. 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებული“ მ. სააკაშვილი, 2013 წლის 20 იანვრიდან ათვლით, უკვე: დე-ფაქტოდ მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ მოთხოვნათა საფუძველზე, გახდა - თანამდებობაზე უკანონოდ მყოფი საქართველოს პრეზიდენტი.

დე-ფაქტო კონსტიტუციის მუხლი 71,2 -ის თანახმად - „... პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ დე-ფაქტო კონსტიტუციის მუხლი 70,1-ი ცალსახად აფიქსირებს, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე კანონიერად ყოფნის მხოლოდ 5 წლიან ვადას, რომელიც მ. სააკაშვილთან მიმართებაში - 2013 წ. 20 იანვარს ამოიწურა, ამ დღიდან მოყოლებული იმ დრომდე, ვიდრე, კანონით განსაზღვრული პროცედურების დაცვით, არ იქნება მიღებული - მ. სააკაშვილისათვის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი, მ. სააკაშვილს, დე-ფაქტო კონსტიტუციის მუხლი 5,3 -ისა და მუხლი 70,1 -ის დარღვევით, ანუ უკანონოდ აქვს აღნიშნული თანამდებობა დაკავებული, ანუ იგი - 2013 წლის 20 იანვრიდან ათვლით არის - საქართველოს უკანონო პრეზიდენტი.

დე-ფაქტოდ მომქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ 63-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მომქმედი კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე რეაგირების უფლება და ვალდებულება აქვს, მხოლოდ დე-ფაქტოდ მომქმედ საქართველოს პარლამენტს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2013 წ. 19 იანვარს გამართულ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის სხდომაზე, ერთხმად იქნა მიღებული, ქვემოთ წარმოდგენილი, გადაწყვეტილება - საქართველოს უკანონო პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის სახელზე სპეციალური ღია მიმართვის გაგზავნის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, თუ ადრესატთა მხრიდან რა რეაგირება მოჰყვება ჩვენს მიერ გაგზავნილ მიმართვებს, ცალსახად უნდა ითქვას, რომ 2013 წლის 20 იანვრიდან მოყოლებული მ. სააკაშვილი, დე-ფაქტოდ მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა თანახმად, არის - საქართველოს უკანონო პრეზიდენტი.  

.  

  

საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე

უკანონოდ მყოფ

ბატონ მიხეილ სააკაშვილს !

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

ღია მიმართვა:

დაემორჩილეთ კონსტიტუციურ მოთხოვნას!

 

ბატონ მიხეილ!

ვინაიდან, ქვეყნის უმაღლესი კანონის საქართველოს კონსტიტუციის უმთავრეს მოთხოვნის თანახმად - „.საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში [მუხლი 5,1],

ვინაიდან, დაქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდაა დაფიქსირებული საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა - „... საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“ [მუხლი 70,1];

ვინაიდან, 2008 წ. 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებულ შედეგებზე დაყრდნობით, კონსტიტუციის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, თქვენს მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღებიდან - 2008 წ. 20 იანვრიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წლის 20 იანვარს ამოიწურა;

ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ის თანახმად - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“ [მუხლი 5,3],

უფლებამოსილნი ვართ განგიცხადოთ, რომ - 2013 წლის 20 იანვრიდან მოყოლებული, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ისა და მუხლი 70,1-ის მოთხოვნათა თანახმად, თქვენ კონსტიტუციის დარღვევით, ანუ - უკანონოდ გიკავიათ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე მოვითხოვთ:

2013 წლის 20 იანვარს საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტისათვის მინიჭებული 5 წლიანი ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააკეთეთ განაცხადი - თქვენს მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების შეწყვეტასთან დაკავშირებით და გადადექით დაკავებული თანამდებობიდან!

წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენთვის - საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის მიღებამდე, 2013 წლის 20 იანვრიდან ათვლით, თქვენს მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე გატარებული პირველივე დღიდან - თქვენი, როგორც - საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3 -ისა და მუხლი 70,1-ის მოთხოვნის დამრღვევის წინააღმდეგ, კონსტიტუციის 63-ე და 75-ე მუხლის მეორე პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს 2012 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტს, სრული უფლება [და ვალდებულება] აქვს დააყენოს - იმპიჩმენტის წესით დაკავებული თანამდებობიდან თქვენი გადაყენების საკითხი.

დაემორჩილეთ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3 -ისა და მუხლი 70,1-ის მოთხოვნას, რომლის ძალითაც თქვენ 2013 წლის 20 იანვრიდან აღარ შეგიძლიათ კანონიერად გეკავოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა.

დასასრულს, იმედს ვიტოვებთ, რომ საკუთარ თავში იპოვით ძალას თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრების საქმეში.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

ტელ.: 5(91) 63-63-36;

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

თბილისი, 2013 წ. 21 იანვარი

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

დავით უსუფაშვილს

საქართველოს პარლამენტის

ღირსებისა და სამართლიანობის სადარაჯოზე მდგარ

თითოეულ დეპუტატს!


„ სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

 ღია  მიმართვა

აღასრულეთ თქვენი კონსტიტუციური ვალი

 

ბატონო დავით!

ბატონო პარლამენტის წევრებო!

ვითვალისწინებთ რა საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ისა და მუხლი 70,1-ის მოთხოვნებს, უფლებამოსილნი ვართ შეგახსენოთ:

- ვინაიდან, 2008 წ. 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებულ შედეგებზე დაყრდნობით, კონსტიტუციის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღებიდან - 2008 წ. 20 იანვრიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წლის 20 იანვარს ამოიწურა;

- ვინაიდან, მ. სააკაშვილისათვის, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების 5 წლიანი ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, არც - მ. სააკაშვილისა და არც საქართველოს პარლამენტის მიერ, დღეის მდგომარეობით, არანაირი სამართლებრივი აქტი არ არის მიღებული;

- ვინაიდან, 2013 წლის 20 იანვრიდან ათვლით, მ. სააკაშვილის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ ყოფნის თითოეული დღე ადასტურებს, რომ სახეზე გვაქვს მ. სააკაშვილის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ისა და მუხლი 70,1-ის დარღვევის ფაქტი;

- ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციით: „75-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს...“ (მუხლი 63,1);

ამიტომ, მოგმართავთ წინადადებით რათა საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 75,2-ით გათვალისწინებული გარემოების არსებობის გამო, გამოიყენოთ თქვენთვის საქართველოს  კონსტიტუციის მუხლი 63,1-ით მინიჭებული უფლება, და ღძრათ - იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან მ. სააკაშვილის გადაყენების საკითხი.

„ სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

თბილისი, 21 იანვარი

 

გარდასულ დღეთა მოკლე ქრონიკა

2013 წ. 19 იანვარს გამართულ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის სხდომაზე მიღებული მიმართვების შინაარსის კოალიცია „ერთსულოვნებისათვის“ გაზიარების შეთავაზების მიზნით,  „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ ოფისს [პეკინის ქ. №34]  ვეწვიეთ ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია.

ერთსაათამდე მიმდინარე მსჯელობა - განხილვას, ჩვენს გარდა  ესწრებოდნენ: „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავმჯდომარის მიხეილ ანდღულაძე, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ცნობილაძე, 1992-1995 წ.წ. მოწვევის პარლამენტარი, იურისტი ალექსანდრე კობაიძე და სხვები.

სამწუხაროდ სხდომის მონაწილეებმა ბოლომდე ვერ გაიაზრეს ჩვენი წინადადების მნიშვნელობა, და უარი განაცხადეს ამ საკითხის 20 იანვრისათვის, პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაგეგმილ - „ღისების შეკრების“ მონაწილეთა წინაშე გატანაზე.

წინა დღეების მსგავსად, ჩვენ, კიდევ ერთხელ ვურჩიეთ, რომ - 20 იანვრის შეკრება ერთდღიან რეჟიმში დაგეგმილიყო, სადაც პრეზიდენტისა და პარლამენტისადმი განკუთვნილი სამართლებრივი დოკუმენტების მიღების, შემდეგ სწორედ მათი მიმართულებით მომხდარიყო მუშაობის წარმართვა.

სხდომის მონაწილეებმა ჩვენი არც ეს წინადადება მიიღეს, და კვლავ მრავალდღიანი აქციის გამართვის იდეას დაუჭირეს მხარი. ამის შემდეგ, ჩვენ წარმატება ვუსურვეთ მათ და დავტოვეთ სხდომა.

20 იანვრის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა [აქციაზე დარჩენილ მონაწილეთა მცირე რაოდენობა] ყველას ნათლად დაანახა ჩვენი წინადადების მართებულობა.

21 იანვარს, ლასკარის მიმართვების - საქართველოს პარლამენტისადმი [საფოსტო გზავნილი] და პრეზიდენტის კანცელარიაში ჩაბარების შემდეგ, საპრეზიდენტო რეზიდენციასთან დადგმულ კარავში მყოფ კოალიციის წარმომადგენლებს [თ. შაშიაშვილსა და სხვ.] უშედეგოდ ვუხსნიდი ამ გზით სასურველი შედეგის მიღების უპერსპექტივობას...

22 იანვარს, მ. ანდღულაძემ ტელეფონით შემომთავაზა - პრეზიდენტის რეზიდენციასთან დადგმულ კარავში 16.00 სთ-ზე დანიშნულ სხდომაში მიმეღო მონაწილეობა.

სხდომაზე, რომელშიც კოალიცია „ერთსულოვნებაში“ შემავალი ორგანიზაციის ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას, მიმდინარე აქციის შემდგომი გაგრძელების გზებზე გაიმართა მსჯელობა.

ჩვენი მხრიდან მათ შევთავაზე, კვლავ განეხილათ არაერთგზის გამოთქმული თვალსაზრისი, რომ - კოალიციას მართებულად გამოეყენებინა ერთ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქის მიერ ხელმოწერებით გამოხატული ნება, და მზარდი ტემპით კლებადი მუხტის მქონე ეს საპროტესტო ფორმა, დროულად გადაეყვანა მუშა ჯგუფების მიერ პარლამენტთან და მთავრობასთან გასამართი დიალოგის რეჟიმში [რასაც თავიდანვე დაეთანხმნენ პაატა ცნობილაძე, კობა არაბული, ელგუჯა ბურდული, მამა ელიზბარი (დიაკონიძე) და სხვები].

ამასთანავე საჭირო იყო მთელი სიმწვავით გაგრძელებულიყო სამართლებრივი კუთხით გადასადგმელი ნაბიჯების კოორდინაცია. კერძოდ, იმ თვალსაზრისის განხილვა-გაზიარება, რომელიც გაზ. „ახალი თაობის“ 22 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილ ჩვენს ინტერვიუში იყო გადმოცემული [იხ. იქვე, გვ.7].

საქმისდა საზიანოდ, სხდომის მონაწილეთა უმრავლესობამ ხსენებული წინადადებები არ გაიზიარა, და დაწყებული აქციის კვლავ იმავე ფორმატში გაგრძელებას დაუჭირა მხარი...

სამწუხაროდ, დროში გაწელილი ქმედებებისა გამო, სასურველი შედეგის მიღწევის შანსი [უკვე მერამდენედ] ხელიდან იქნა გაშვებული...  

 

„ სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი