Print

გაზ. № 7 (852)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2013 წლი16თებერვლის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წლის 16 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი, ჯემალ ჯიქიადა ნათელა მელქაძე.

სხდომაზე მოისმინეს:

- ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბ. ივანიშვილის სახელზე გაგზავნილი ღია მიმართვის თაობაზე;

2. კოალიცია „ერთსულოვნებისათვის“, პარლამენტის წინაშე საკანონმდებლო ინიციატივის/წინადადების წარდგენის შეთავაზების შესახებ, მათი მხრიდან ამ წინადადების გაზიარების მიზნით.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

2013წლის 16 თებერვლის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2013. 16 თებერვლის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბ. ივანიშვილის სახელზე 2013 წ. 13 თებერვალს გაგზავნილი ღია მიმართვის თაობაზე

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბ. ივანიშვილის სახელზე 2013 წ. 13 თებერვალს გაგზავნილი ღია მიმართვა: „ბოლო გაფრთხილება - ვიდრემდის ჯერ კიდევ არის დრო“.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

საქართველოს

"ჯვარცმისეული ისტორიის" ეტაპები

საქართველოს ტერიტორია 1918-1921 წლებში მოიცავდა 107 700 კვ. კმ.

ბოლშევიკების ოკუპაციის შემდეგ:

- რუსეთმა მიისაკუთრა საქართველოს 4 400 კვ. კმ. ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის ოლქი და აფაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი პილენკოვო, ახლანდელი განთიადი;

- აზერბაიჯანს აჩუქეს 6 000 კვ. კმ., – ზაქათალის ოლქი, გარეჯის ველი, ყარაიაზის სექტორი, ელდარი - 92 600 მცხოვრებით;

- სომხეთს გადაეცა 4 600 კვ. კმ. – ლორე-ალავერდის მხარე, 38 ათასი მცხოვრებით;

- თურქეთმა დაიპყრო 23 000 კვ. კმ. – 200 ათასამდის მცხოვრებით.

მთლიანობაში, 1921 წლიდან, საქართველომ დაკარგა: ტაოკლარჯეთი, სპერი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, ატოცი, ჭანეთი, ტაშირი, ჩრდილი, ჰერეთი, ბამბაკი, დვალეთი, რაც ჯამში: 38 000 კვ. კმ.-ია.

ეს ფართობი მეტია, ან თითქმის უტოლდება ევროპის სახელმწიფოების – სომხეთის [29 500 კვ. კმ.], ბელგიის [30 528 კვ. კმ.], მოლდავეთის [33 700 კვ. კმ.], შვეიცარიის (41 285 კვ. კმ.) და ნიდერლანდების (41 528 კვ. კმ.) ტერიტორიებს.

1992-2008 წ.წ. შევარდნაძე-სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი მოქმედებით რუსეთმა  აფხაზეთისა [8 600 კვ. კმ.] და შიდა ქართლის ტერიტორიების [3 885 კვ. კმ.] ოკუპაცია მოახდინა.

 

 

საქართველოში

კანონიერი სახელისუფლებო შტოს

სამართალმემკვიდრეობის საკითხისათვის

 

მორე ნაწილი:

II. თავი

სახელისუფლო შტოების

უფლებამოსილებათა უწყვეტობის საკითხისათვის

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ნათლადაა ჩამოყალიბებული - საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არამარტო არჩევის, არამედ მათი უფლებამოსილების უწყვეტობის დაცვის საკითხები. მოდით მივყვეთ მათ თანამიმდევრულ განხილვას. 

 

1.1 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

კონსტიტუციის თანახმად - „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის აღმასრულებელ - განმკარგულებელი ორგანოა და ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს“ [მუხლი 122].

თავის მხრივ - „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი შედგება საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მისი მოადგილეებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრებისაგან. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის წარდგინებით...“ [მუხლი 123].

კონსტიტუციაში გაწერილია - საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ფორმირების მექანიზმი. კერძოდ:

- „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი... საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით აყალიბებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს და შეაქვს მის შემადგენლობაში ცვლილებები, უზენაეს საბჭოს წარუდგენს კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით ათავისუფლებს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს...“ [მუხლი 1214,6];

- „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო... საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მის მიერ წარმოდგენილი საპროგრამო განცხადების განხილვის შემდეგ...

თანხმობას აძლევს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებაზე, მის შემადგენლობაში ცვლილებების, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების, კომიტეტებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების ან გადადგომის შესახებ“ [მუხლი 104,18; 22].

ქვეყნის უმაღლესი კანონის მიხედვით - „... საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით და თავის უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის წინაშე“ [მუხლი 123].

აქვე მოცემულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დათხოვნის მექანიზმიც, რომლის ამოქმედების ინიციატორი შეიძლება იყოს - თავად მინისტრთა კაბინეტი, პრეზიდენტი და უზენაესი საბჭო:

„...საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თხოვნით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა თუ მისი ცალკეული წევრებისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს. ნდობის გამოცხადების საკითხს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ერთი მეხუთედის მოთხოვნით.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ინიციატივით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა თუ მისი ცალკეული წევრებისათვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი უნდა დაუჭიროს უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რიცხვის ორმა მესამედმა მაინც, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტის ინიციატივით მინისტრთა კაბინეტის ნდობის საკითხს - უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რიცხვის ნახევარზე მეტმა“ [მუხლი 124].

 

1.2 დასკვნის მაგიერ

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების საკითხი უშუალოდაა დაკავშირებული საპრეზიდენტო ვადასთან, და გრძელდება, მისი კონსტიტუციურ ვადაში [ხუთი წელი] ამოწურვიდან [ან საგანგებო შემთვევით გამოწვეული მდგომარეობიდან ათვლით - სამ თვეში ჩასატარებელი ახალი საპრეზიდენტო არჩევნებიდან],   მაქსიმუმ - ახლადარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ცნობისა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ ახალი სამთავრობო გუნდის შერჩევა-დამტკიცებამდე.   

 [გაგრძელება იქნება]

 

 

 

ვნახე სიზმრად

- ზეცას კარავი იყო გაშლილი,

დედამიწაზე დასაშვებად ემზადებოდა.

კარვის წინ -  სვეტი, თეთრად მოჩანდა, და

ოქროსფერად მოელვარე სიტყვათა წყობა...

მსურდა წაკითხვა.

ამ დროს უეცრად, წინ ანგელოზი გადაგვეფარა

და თქვა: „საიდუმლოდ!...“

დავემორჩილე ზეციერ ნებას

და მოლოდინით გზა გავაგრძელე...

გზაზე მარტოკა მიმავალს, ხმა ანგელოზის მიმაცილებდა:

„სიტყვას გეტყვი ზეციერსა, ქართველების გასაგონად:

უფალი აკაკუნებს - გახსენით კარები!...“

მე მივდიოდი...

ბრაზმორეული ანგელოზის ხმა მომყვებოდა:

„რა დროს იბრძვიან მიწიერნი არჩევანისთვის,

როს ზეციური არჩევანი უკვე გაკეთდა,

არ გირჩევთ ქართველნო, უფალთან დავას,

ზეცა, ღვთის გზას ელოდება - დედამიწაზე“.

...

„ზეცას ურიცხვი ლაშქარი ვნახე,

დედამიწა კი ბრძოლის ველს ჰგავდა...

ზეცით ხმა ჰქუხდა: „მიჯაჭვული ამირანის გაწყდა ჯაჭვი!“

შიშით ჰკრთოდნენ ცხოველნიცა:

ლომი, ვეფხვი და აფთარი ერთმანეთსა ესეოდნენ.

ხოლო მოძმე ამირანთა აღმართ ველზე მიიწევდნენ“.

 

დინა [დიანა] ჯიქია

15 თებერვალი, 2013 წ.

 

„საკანონმდებლო წინადადება“ - პარლამენტს

 16 თებერვალს, ლასკარის სხდომის მიმდინარეობისას, იმ დროს, როდესაც ჩვენს გაზეთში დაბეჭდილ - ბიბლიურ მინიშნებაზე აგებულ თემას: „გმადლობთ ბატონო მიხეილ!“ ვიხილავდით, მიხეილ ანდღულაძისაგან მომდინარე სატელეფონო ზარი გაისმა. ბატონმა მიხეილმა გვაცნობა, რომ კვირას, 17 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, შტაბის საკონსულტაციო სხდომაში მიგვეღო მონაწილეობა.

ბ-მა პაატა ცნობილაძემ, კოალიცია „ერთსულოვნების“ ერთ-ერთ სხდომაზე, გამოთქვა მოსაზრება კოალიციის სახელით რეფერენდუმის ჩატარებისათვის საჭირო პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით.

„რეფერენდუმის შესახებ“ კანონის დეტალურად განხილვის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ეს პროცესი: მინიმუმ 70 დღეს, და მაქსიმუმ - 12 თვიან დროში შეიძლება გაიწელოს. ამიტომ, 16 თებერვალს ლასკარის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილეის შესაბამისად, 17 თებერვალს შეკრებილ კოალიციის შტაბის წევრებს შევთავაზე, რომ უმჯობესი იქნებოდა, რეფერენდუმის თემის მაგივრად განგვეხილა - პარლამენტის წინაშე საკანონმდებლო ფორმატში საკითხის დასმის ალბათობა.

კონსტიტუციის 67-ე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 143-ე მუხლების თანახმად - „საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთსაქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლე სწარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30000 ამომრჩეველს“; თუმცა, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, აღნიშნული რამოდენიმეთვიანი [განაცხადის გაკეთება, ხელმოწერების შეგროვება-შემოწმება და სხვა] პროცედურის მაგივრად, უმჯობესი იქნებოდა თუ ვიხელმძღვანელებდით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით და პარლამენტს - „საკანონმდებლო წინადადებით“ მივმართავდით. აღნიშნული კანონით

- „1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

2. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს 

(გარდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა),

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს და სხვა იურიდიულ პირებს [მუხლი 150,1-2].

17 თებერვალს შტაბის სხდომაზე გაირკვა, რომ ბ-ნი რეზო ჩხეიძის ავადმყოფობის გამო, დავით უსუფაშვილთან დაგეგმილი შეხვედრა, სავარაუდოდ მომდევნო შაბათი დღისათვის გადაიდო.

20 თებერვალს გამართულ კოალიციის შტაბის სხდომაზე, ლასკარის სახელით წარვადგინე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მომზადებული, პარლამენტისათვის წარსადგენი „საკანონმდებლო წინადადების“ სრული პაკეტი.

გამართული მსჯელობის შედეგად ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მომზადებული „საკანონმდებლო წინადადების“ საბოლოო ვარიანტი, მიხეილ ანდღულაძემ 21 თებერვალს ჩააბარა პარლამენტის კანცელარიაში.

მკითხველს გვინდა შევთავაზოთ ამ - „საკანონმდებლო წინადადების“ მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ადრე არ ყოფილა გამოქვეყნებული.

  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ დავით უსუფაშვილს!

კოალიცია  ერთსულოვნების“

„გაერთიანების მემორანდუმში“

წარმოდგენილი ორგანიზაციების

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ვითვალისწინებთ რა, რომ - ქვეყანაში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით მიმდინარე პოლიტიკური შეთანხმების პროცესი შევიდა ჩიხში და სახეზეა ამ მოლაპარაკებათა ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობა;

ვითვალისწინებთ რა, რომ - კონსტიტუციურ მოთხოვნათა თანახმად, ხელისუფლების მთავარი წყარო - ხალხი:

- „...თავის ძალაუფლებას ახორციელებ სრეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“  [მუხლი 5,2],

ხოლო ყოველგვარი - „...ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში[მუხლი 5,1], რომლის მოთხოვნების დაცვა - აუცილებელია,

ამიტომ, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“.

დანართი:

1. კანონპროექტი:მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“2 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  10გვ.

კოალიციაერთსულოვნების“ ინიციატივით და 1,5 მლნ. ხელმომწერის სახელით:

რეზო ჩხეიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ამაშუკელი, გიგა ლორთქიფანიძე, მარიკა ლორთქიფანიძე, ჯანო ბაგრატიონი, რეზო ესაძე, გურამ ფირცხალავა, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი, მამა გრიგოლ აბაშიძე, მამა როსტომ ლორთქიფანიძე, მამა ელიზბარ დიაკონიძე, მამა იოანე რევიშვილი, ელგუჯა ბურდული, გურამ საღარაძე, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, პაატა ცნობილაძე,

ზაზა ხატიაშვილი, რეზო ძოძუაშვილი, თამაზ ჭეიშვილი, ნათია ავსაჯანიშვილი, ვლადიმერ ბარქაია, მანუჩარ მაჩაიძე, ნუგზარ ბაგრატიონი, ომარ მხეიძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, ფრიდონ ინჯია, ვალერი კვარაცხელია, დიმა ჯაიანი, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ ცინცქილაძე, დავით ანდღულაძე, რამაზ ყურაშვილი, ჯუმბერ ლომინაძე, ოთარ ვარსიმაშვილი, იური ვაზაგაშვილი,

გიორგი კორკოტაშვილი, გია ბერძენაძე, როლანდ ჯალაღონია, გიორგი ჟორჟოლიანი, ანზორ ბაბუხადია, თეიმურაზ ანდღულაძე, რევაზ ბარამიძე, ალექსი კობაიძე, გურგენ მურცხვალაძე, მიხეილ ჯიბუტი, მირიან მურჯიკნელი, ავთანდილ იოსელიანი, კოტე ბურჯანაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, კობა არაბული, რომან რურუა, ლაშა კალანდაძე, ჯემალ ჯიქია, იური მეჩითოვი, მარინა კაჟაშვილი,

ნანა შარაშიძე, ნუგზარ კახნიაური, ნიკოლოზ მჟავანაძე, ტიტე ლეფსაია, ნინო ჩხობაძე, თეიმურაზ კჯვარაცხელია, გურამ ჩხაიძე, გიორგი ახმეტელი, ირაკლი გიორგაძე, ავთანდილ უნგიაძე, შოთა ჩხეიძე, თინათინ მაჭავარიანი, თამარ სამსონიძე, მარინე გოშაძე, გიზო შარვაშიძე, გურამ სოსელია, რევაზ ნაცარიშვილი, ინა ასანიძე, გიორგი შარვაშიძე,

ბორის ძაგანია, ომარ ცხვარაძე, ილია ბარაბიძე, ავთანდილ ბარამაშვილი, ვიქტორ კუსიანი, ოთარ მდივნიშვილი, დალილა ხორავა, დავით თელია, ბადურ მოსიძე, ოლეგ გოლოვაჩოვი, დავით ვირსალაძე, რამაზ კუტუბიძე, გიორგი ბოჭორიშვილი, გიორგი გაგლოევი, ვასილ კადენეცი, გიგლა ბახტაძე, ლელა ნაცვალაძე, ნიაზ ბოლქვაძე, გულიკო გაბაიძე,

ზაზა პატარავა, შოთა ზოიძე, ნოდარ ჩხეიძე, ამირან მამულაძე, დავით თედორაძე, გიმრი ბაწელაშვილი, ბეჟან ხურციძე, ლალი მიქავა-გორდელი, ხაჩატურ ვართანიანსი, ქეთევან ადამია, როინ ლიპარტელიანი, იანა ხუციშვილი, მიხეილ [გელა] სალუაშვილი...

 

მეორე დოკუმენტი გახლავთ:

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

„მიხეილ სააკაშვილისთვის

2013 წლის 20 იანვარს

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის

ამოწურვასთან დაკავშირებით“

აღნიშნული ტექსტის [იხ. გაზ წინა ნომრები] ბოლოს მითითებულია:

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, ავტორი:

- პაატა ცნობილაძე, დოქტორი, პროფესორი;

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის" თავმჯდომარე.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, ინიციატორია - კოალიცია „ერთსულოვნების“ სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

რეზო ჩხეიძე, მიხეილ ანდღულაძე [მომხსენებელი], თეიმურაზ შაშიაშვილი [მომხსენებელი], რეზო ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, პაატა ცნობილაძე [მომხსენებელი], ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, ელგუჯა ბურდული, იური ვაზაგაშვილი, ანზორ ბაბუხადია, ლექსო კობაიძე, ავთანდილ იოსელიანი, მარინა კაჟაშვილი, მიხეილ [გელა] სალუაშვილი [მომხსენებელი], ვახტანგ ტატიშვილი.

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

მესამე დოკუმენტი გახლავთ:

 

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი: „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“

განმარტებითი ბარათი

 

რომელიც შემდეგი თავებისაგანაა შედგენილი:

თავი 1. ხელისუფლების უწყვეტობის საკითხისათვის; 1.1  პრეზიდენტის უფლებამოსილების უწყვეტობა, პროცესების შეფერხების გარეშე განვითარების შემთხვევაში; 1.2  პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხი საგანგებო შემთხვევების დროისათვის; 1.3  პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევა; 1.4  პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევისას ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის სავარაუდო თარიღები;

თავი 2.  კანონპროექტის მიღების მიზეზი, ანუ დღევანდელი რეალობით გამოწვეული მდგომარეობის დარეგულირების მექანიზმი;

თავი 3.  გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სადეპუტატო ხმების რაოდენობა;

თავი 4. კანონპროექტის ავტორი;

თავი 5. კანონპროექტის ინიციატორი.

[იხ. გაზეთის წინა ნომრები].

 

კანონის - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“-ს თანახმად, სამოქმედო პროცედურა ასეა გაწერილი:

4. საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტის ბიურო ან პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში გადასცემს კომიტეტებს წამყვანი კომიტეტის მითითებით, რომელიც მას განიხილავს 20 დღეშითუ ეს ვერ მოხერხდა, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა მის ავტორთან შეთანხმებით

 შეიძლება გააგრძელოს პარლამენტის თავმჯდომარემ არაუმეტეს 10 დღით

კომიტეტი საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს ამ რეგლამენტის 152-და 153-ე მუხლების შესაბამისად. საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად.

5. კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილებას აცნობებს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას...

7. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტი სსახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.

8. საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს, გამოითხოვოს იგი საკომიტეტო განხილვამდე.

9. საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი [მუხლი 150,1-5; 7-9];

და კიდევ -

1. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს განსახილველად წარადგენს ინიციატორი პარლამენტის წევრი...

 ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტსამ კანონპროექტზე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრი“ [მუხლი 153,1].

ამდენად, როგორც ვხედავთ, კანონის თანახმად - საქართველოს პარლამენტი ვალდებულია „საკანონმდებლო წინადადებაზე“ თავისი პოზიცია, მაქსიმუმ - 35 დღის ვადაში დააფიქსიროს, რომელიც - 21 თებერვლიდან ათვლით 27 მარტზე მოდის.