Print

გაზ. № 8 (853)

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

დავით უსუფაშვილთან

 

2013 წლის 25 თებერვალს, წინასწარი შეთანხმების შემდეგ, ქ. თბილისში, იუსტიციის სახლში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გაიმართა შეხვედრა.

მ. სააკაშვილისათვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვასთან დაკავშირებით, საქართველოს 1,5 მლნ. მოქალაქის ხელმოწერების შეგროვების ინიციატორი, კოალიცია „ერთსულოვნების“ მხრიდან, დ. უსუფაშვილთან 17.00 სთ-ზე დაწყებულ შეხვედრას, საქართველოს პარლამენტისათვის 2013 წ. 21 თებერვალს გაგზავნილი „საკანონმდებლო წინადადების“ [იხ. გაზეთის წინა ნომერი] „საინიციატივო ჯგუფის სახელით ესწრებოდნენ:

რეზო ჩხეიძე, მიხეილ ანდღულაძე, პაატა ცნობილაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, ელგუჯა ბურდული, ანზორ ბაბუხადია, ლექსო კობაიძე, ავთანდილ იოსელიანი, მარინა კაჟაშვილი, ნუგზარ კახნიაური, ნიკოლოზ მჟავანაძე, მამა ელიზბარი [დიაკონიძე] და მიხეილ [გელა] სალუაშვილი.

სამსაათიანი შეხვედრის მანძილზე „საკანონმდებლო წინადადების ავტორებმა - პაატა ცნობილაძემ, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და მიხეილ ანდღულაძემ, პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალურად ავუხსენით ჩვენი კანონპროექტის მოთხოვნის მთავარი არსი. დასასრულს ბატონ დავითს ვთხოვეთ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კანონით გაწერილი ვადების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად  დაეჩქარებინა, პარლამენტის შესაბამის კომიტეტში, მისი განხილვის დღის დანიშვნა.

კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართული დისკუსიის ბოლოს, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენს წინადადებას 26 თებერვალს დანიშნულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაიტანდა, და მას, შესაბამის კომიტეტს გადაუმისამართებდა.

შეხვედრის დარჩენილი დრო, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და მისგან მომდინარე პრობლემების განხილვას დაეთმო.

დამშვიდობების წინ, პირად საუბარში გავიხსენეთ ჩვენს შორის, თითქმის 20 წლის წინათ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერში, კონსტიტუციასთან დაკავშირებით გამართული პოლემიკის ცალკეული დეტალები, და უახლოეს დღეებში, „საკანონმდებლო წინადადების“ მოსალოდნელი განხილვის წარმატებით დამთავრების იმედი გამოვთქვით.

მინაწერი:

მითოსური კუთხიდან მომდინარე, კოდირებული - „უსუფაშვილის“ არსის თაობაზე, და მასთან შეხვედრის ბიბლიურ მნიშვნელობაზე, თუ ღმერთი ინებებს, სხვა დროს ვისაუბრებთ.

ბიბლიური ახალი წლის მარტის თვიდან ათვლით - თებერვლის, ანუ მე-12 თვის 25-ე რიცხვის თაობაზე, რომელიც - ნათლისღებიდან [19 იანვარი] ათვლით [20,21...] 37-ე დღე გახლავთ, წმიდა წერილში იგავურად ასე გვეუწყება - „იუდას მეფის იეჰოაქინის გადასახლების ოცდამეჩვიდმეტე წლის თავზე, მეთორმეტე თვის ოცდახუთში ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს [კოდია] თავი აუწია იეჰოაქინს, იუდას მეფეს, და გამოიყვანა ის სატუსაღოდან [კოდია]. კეთილად ელაპარაკა მას...“ [იერ. 52,31-32].

 

კორუფციის

[პირის კეთილგანწყობის უკანონო გზით მოპოვების]

თვალნათელი მაგალითი:

მ. სააკაშვილი - სახელმწიფო, ანუ საქართველოს მოქალაქეთა  ქონების გამნიავებელი

 

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის 28 თებერვლის ინფორმაციით - 9 წლის მანძილზე მ. სააკაშვილის განკარგულებით 27 000 სახელმწიფო ობიექტი, სიბოლურ ფასად, მხოლოდ - 1 ლარად იქნა გასხვისებული.

9 წელში - 27 000 სახელმწიფო, ანუ ხალხის საკუთრებაში მყოფი ობიექტის გასხვისება, ნიშნავს:  წელიწადში: 27000 : 9 = 3000, ხოლო ყოველ დღეში დაახლოებით - 8 ობიექტის გაჩუქებას  [ 3000 : 365 = 8,22].

 

 

27-დან 27-მდე, ანუ - „უფლის სახელით...“

 2013 წლის თებერვლის შუა რიცხვებში სომხეთში გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მწვავე დაპირისპირებას დაუდო სათავე.

პარალელურად, 2013 წლის 15 თებერვალს, ცესკომ - საქართველოს პარლამენტის სამი გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე პირთა ასარჩევად, შუალედური არჩევნების თარიღად - 2013 წლის 27 აპრილი გამოაცხადა.

2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრისას მიღწეული შეთანხმების შემდეგ, 26 თებერვალს - მამა ელიზბარი [დიაკონიძე] „ლასკარში“ გვეწვია.

პოზიციათა შეჯერების შემდეგ - შევთანხმდით, რომ. თუ ღმერთის ნება იქნებოდა, ჩვენი პარტიის სახელით, შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, ნაძალადევის ოლქში - მამა ელიზბარი მიიღებდა მონაწილეობას.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალიაჩვენი სიმართლე“-ს მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად [№18/07-1], 26 თებერვალს [ვადის - 1 მარტის, ამოწურვამდე ორი დღით ადრე] ცესკოს თავმჯდომარის სახელლზე, არჩევნებში მონაწილეობისათვის სარეგისტრაციო პირობების შესრულების მიზნით - განცხადება წარვადგინეთ.

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

 

სამართლიანობისაღდგენისკავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე”-

ლასკარისთავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

 

ბატონო ზურაბ!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წესდების 6,5 მუხლის თანახმად, უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - „ლასკარის“  მიერ მიღებულ იქნა ერთსულოვანი გადაწყვეტილება [№18/07-1] - 2013 წლის 27 აპრილს გასამართ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ:

- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“...

ბატონო ზურაბ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილება - 2013 წლის 27 აპრილსგასამართსაქართველოსპარლამენტისშუალედურარჩევნებში, ჩვენს მიერ მონაწილეობის მისაღებად საჭირო პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით.

გიგზავნითკანონითგანსაზღვრულდოკუმენტაციას...

 

25 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შესაგროვებელი ბლანკის მიღების შემდეგ, მეორე დღეს - 27 თებერვალს, „ლასკარის“ ღია სხდომა გაიმართა. გადაწყდა - ქვეყანაში მოსალოდნელი პოლიტიკური მოვლენების მიმდინარეობის ცალკეული მოსალოდნელი ნიუანსის გათვალისწინებით, საარჩევნო პროცესისათვის მზადება დაგვეწყო.

მინაწერი:

ქართული ისტორიული ხელნაწერის უძველესი ძეგლი - „მოქცევაი ქართლისაი“, სომხეთში მეფე თრდატის კარზე მომხდარი დაძაბული პროცესის აღწერის პარალელურად, წმ. ნინოს მიერ ნანახი ხილვის თაობაზე ასე იუწყება - „...ვიხილე ზეცით სამოსლის მსგავსად ჩამომავალი დიაკონი ოლარითა ნათლისაითა [აქ - „დიაკონიძე ელიზბარი“-ს კოდირებულ არსზეა მინიშნება] და ხელთა მისთა აქუნდა სასაკუმევლეი [კოდია და ხელმოწერების პროცესის თაობაზე იუწყება]...“ [იხ. მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი „მოქცევაი ქართლისაის რედაქციების პარალელური ტექსტები“, თბ. 2010 წ. გვ.61].

27 თებერვალთან მიმართებაში ბიბლიაში დაცული მინიშნებების თაობაზე, მკითხველს ვთავაზობთ, თავად გაეცნოს წმიდა წერილის შესბამის მონაკვეთს [იხ. დაბ 8,14 და 4 მეფ. 25,27-28].

ჩვენის მხრივ კი დავსძენთ, რომ - ახალი წლის იანვრიდან [საერო] და მარტის [ბიბლიური] თვიდან ათვლით: მე-2 თვის 27-ე დღე, ერთის მხრივ - არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 27 თებერვალი, ხოლო, მეორეს მხრივ ეს მიჯნა - 27 აპრილზე, ანუ მოსალოდნელი შუალედური არჩევნების დღეზე მოდის.

დასასრულს იმასაც დავსძენთ, რომ 2013 წლის 27 აპრილი - ლაზარეს შაბათი, და იოანე-ზოსიმეს „ქებაის“ ხსენების დღეა... თუმცა, იმის თაობაზე თუ როგორ განვითარდება - 27 თებერვლიდან 27 აპრილამდე დროის მონაკვეთში, საქართველოშო უკვე მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, დღეის გადმოსახედიდან ძნელია რაიმეს თქმა. მითუმეტეს, რომ ყოველივე ეს ხომ, ბიბლიური - „ორნი დასასრულამდე დარჩებიან“-ის ფონზე მიმდინარეობს.

 

 

მ. სააკაშვილს - საპრეზიდენტო დაცვა აღარ უნდა ემსახურებოდეს!

 2013 წლის 27 თებერვლის განცხადებიდან შევიტ-ყვეთ, რომ მ. სააკაშვილმა, მიზეზთა გამო, უარი განაცხადა საპრეზიდენტო დაცვით სარგებლობაზე.

კომენტარი:

საქართველოში დღეს დე-ფაქტოდ მოქმედი კონსტიტუციის 5,3 და 70,1 მუხლების თანახმად, 2013 წლის 20 იანვრიდან მ. სააკაშვილს აღარ შეიძლება კანონიერად ეკავოს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა.

შესაბამისად, 2013 წლის 20 იანვრიდან მოქალაქე მ. სააკაშვილი არ შეიძლება სარგებლობდეს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისათვის, კანონით განსაზღვრული  საპრეზიდენტო დაცვის მომსახურებით.

 

არაკომპეტენტური პასუხის ორი ნიმუში

 როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის 2013 წლის 21 და 28 იანვარს სპეციალური ღია მიმართვები გავუგზავნეთ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს [ აგრეთვე მთავარ პროკურატურას].

აღნიშნული მიმართვების ჩვენი გაზეთის წინა ნომრებში უკვე გამოქვეყნების შემდეგ, გვინდა შემოგთავაზოთ ამ ორი „კომპეტენტური“ სახელმწიფო დაწესებულების ყოვლად არაადექვატური, და შეიძლება ითქვას, შიშველი პოლიტიკური ნების გამომხატველი „არაკომპეტენტური“ ე.წ. პასუხი.

ჩვენი მოთხოვნებისა და ამ ე.წ. პასუხების ურთიერთშეჯერება და მათზე კომენტარი მკითხელისათვის მიგვინდია.

 

საქართველოს პარლამენტის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარეს

მიხეილ (გელა) სალუაშვილს

 

ბატონო მიხეილ!

განვიხილე თქვენი ღია მიმართვა [სარეგისტრაციო №17571], რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ შემდეგს: საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის შესაბამისად იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შეუძლია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის ქმედებაში გამოიკვეთა კონსტიტუციის დარღვევის ფაქტები, კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტს შეუძლია, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა.

„იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იმპიჩმენტის თაობაზე - „წერილობით მოთხოვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს - კონკრეტული ბრალდების სახე, ბრალდების შინაარში, აგრეთვე შესაბამისი არგუმენტები და არსებული მასალები“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღი განსაზღვრულია კონსტიტუციის 70,9 მუხლით. იმავე მუხლით არის დადგენილი, რომ - პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, კონსტიტუციის ნორმებს შორის იერარქიის დადგენა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, 5 წლიანი ვადის დამდგენ კონსტიტუციურ ნორმას არ აქვს უპირატესი ძალა კონსტიტუციის 70,9 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, მიმაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ვარაუდი.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, ამ საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დაწყება.

პატივისცემით,

ვახტანგ ხმალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე.

შემსრულებელი: თამარ მესხია.

წერ. № 12550/4-10  

  

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საქრთველოს მთავარი პროკურატურა

 

მიხეილ (გელა)  სალუაშვილს

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარეს

 

ბატონო მიხეილ!

თქვენს მიერ საქართველოს პროკურატურაში 2013 წ. 28 იანვარს შემოტანილ ღია მიმართვასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ წერილში მითითებული საკითხვის განხილვა სცილდება პროკურატურის განხილვის პრეროგატივას.

პატივისცემით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო,

უფროსი პროკურორი

თეონა გურგენიშვილი

წერ. № 13/21993

  

საქართველოში

კანონიერი სახელისუფლებო შტოს

სამართალმემკვიდრეობის

საკითხისათვის

 II. თავი

სახელისუფლო შტოების

უფლებამოსილებათა უწყვეტობის საკითხისათვის

 

2.1 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით“ - „საქართველოს სახელმწიფოს - საქართველოს რესპუბლიკის მეთაურია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი“ [მუხლი 1211], რომლის უფლებამოსილების ცნობის საკითხი ასეა დარეგულირებული:

- „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ცნობის შესახებ...“ [მუხლი 1071].

მთლიანობაში კი - „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კანონი“ [მუხლი 1212].

კონსტიტუციით განსაზღვრულია ის მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც შესაძლებელია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება:

- „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნეს დაბადებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, ოცდათხუთმეტიდან სამოცდახუთ წლამდე ასაკისა, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ უკანასკნელი ხუთი წლისა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით... საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები ნამდვილად ითვლება, თუ მასში მონაწილეობდა ამომრჩეველთა რაოდენობის ნახევარზე მეტი. არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მთლიანად საქართველოს რესპუბლიკაში ხმის მიცემის მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს...“ [მუხლი 1212].

კონსტიტუციით გათვალისწინებულია საგანგებო შემთხვევათა ალბათობისას [პრეზიდენტის გარდაცვალება, ავადმყოფობით გამოწვეული შრომის უუნარობა, თანამდებობიდან გადადგომა და სხვა], საპრეზიდენტო უფლებამოსილების უწყვეტობის მექანიზმი:

- „თუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ამა თუ იმ მიზეზის გამო აღარ შეუძლია თავისი მოვალეობების შესრულება, ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე მისი უფლებამოსილებანი ეკისრება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს. ასეთ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს სამი თვის ვადაში“ [მუხლი 1218].

 

2.2 დასკვნის მაგიერ

ამდენად, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარეს, ან - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, კონსტიტუციური მოთხოვნის თანახმად, როგორც მინიმუმ - სამი თვით შეუძლია იყოს ამ თანამდებობაზე, რამეთუ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, სწორედ - „სამი თვის ვადაში“ უნდა გაიმართოს;

შესაბამისად, რადგანაც - „...საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით და თავის უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის წინაშე“ [მუხლი 123], ძველი შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტის მოქმედების მაქსიმალური ვადა, მხოლოდ - საგანგებო მდგომარეობის დაფიქსირებიდან [პრეზიდენტის გადადგომა, ავადმყოფობა, გარდაცვალება]  ათვლით - სამი თვის ვადაში არჩეული საქართველოს რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა, და  საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ ახალი სამთავრობო გუნდის შერჩევა-დამტკიცებამდე გრძელდება.

  

3.1 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით“ – „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო...“ [მუხლი 104], რომლის - „...უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია“ [მუხლი 86].

აქვე მოცემულია, თუ ვინ შეიძლება გახდეს ამ ორგანოს წევრი - „...საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად [აირჩევა - გ.ს.] – 23 წელს მიღწეული საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში უცხოვრია არანაკლებ ათი წლისა...“ [მუხლი 92];

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო შედგება 250 წევრისაგან, რომელსაც ირჩევენ საარჩევნო ოლქების მიხედვით და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წარდგენილი პარტიული სიებით“ [მუხლი 105].

კონსტიტუციით - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო... ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოში დეპუტატთა არჩევნებს...“ [მუხლი 104,27], რომელიც - „... ინიშნება არა უგვიანეს ოთხი თვისა... უფლებამოსილების გასვლამდე...“ [მუხლი 86].

კონსტიტუციის 106-ე მუხლის თანახმად - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინა შემადგენლობის პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის ახლად არჩეულ უზენაეს საბჭოს იწვევს არჩევნებიდან არა უგვიანეს ორი თვისა“.

აქვე განმარტებულია, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დათხოვნის მექანიზმიც:

- „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს... აქვს უფლება საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან კონსულტაციების შემდეგ დაითხოვოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. საბჭოს ახალი არჩევნები უნდა გაიმართოს დათხოვნიდან არა უგვიანეს ორი თვისა“ [მუხლი 1214,12].

ქვეყნის უმაღლესი კანონის თანახმად განსაზღვრულია, ამა თუ იმ მიზეზით შექმნილი საგანგებო მდგომარეობისას, ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს [მუხლი 104] უფლებამოსილების უწყვეტობის დაცვის პრინციპი:

- „...საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე“ [მუხლი 112].

 

3.2 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი

კონსტიტუციის თანახმად - „...საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო... ირჩევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს; ირჩევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს“ [მუხლი 104,17-18].

მთლიანობაში - „... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციითა და საქართველოს რესპუბლიკის კანონებით გათვალისწინებულ ფარგლებში.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში შედიან თანამდებობის მიხედვით: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ორი მოადგილე - აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეები, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს სათავეში უდგას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე...“ [მუხლი 112].

თავის მხრივ - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთაგან ფარული კენჭისყრით ხუთი წლის ვადით და არა უმეტეს ზედიზედ ორი ვადისა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინაშე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება ნებისმიერ დროს ფარული კენჭისყრით გაიწვიოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ. გაწვევის საკითხს კენჭი ეყრება, თუ ამას მოითხოვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რიცხვის არანაკლებ ერთი მეხუთედისა.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში უზენაესი საბჭო ერთი თვის ვადაში ირჩევს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების ჩატარებამდე თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე, ხოლო თუ ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო მოადგილესაც არ შეუძლია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციების შესრულება, მაშინ უზენაესი საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან არჩეული დროებითი თავმჯდომარე“ [მუხლი 114].

 

3.3. დასკვნის მაგიერ

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, როგორც ვნახეთ, „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია“ -ში დეტალურადაა გაწერილი ორი სავარაუდო შემთხვევის ალბათობა, კერძოდ:

1. პროცესების შეუფერხებლად წარმართვის შემთხვევაში:

- „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო... ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნებს...“ [მუხლი 104,27];

-  მორიგი არჩევნები ინიშნება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე: „არა უგვიანეს ოთხი თვისა“ [მუხლი 86];

- და რადგანაც: „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინა შემადგენლობის პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის ახლად არჩეულ უზენაეს საბჭოს იწვევს არჩევნებიდან არა უგვიანეს ორი თვისა“ [მუხლი 106], მაშასადამე

- ეს ყველაფერი უნდა მოხდეს იმ გათვლით, რომ - ერთის მხრივ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს უფლებამოსილების გასვლამდე 4 თვით ადრე დანიშნული არჩევნების თარიღი, და - მეორეს მხრივ, არჩევნების დღიდან აღებული, ახლადარჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს პირველი შეკრების დღემდე, კონსტიტუციით განსაზღვრული 2 თვე, ხელისუფლების უფლებამოსილების უწყვეტობის პრინციპიდან გამომდინარე, უნდა თანხვდებოდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ ხუთწლიან ვადას [მუხლი 86].

2. საგანგებო შემთხვევისას, ანუ თუ რაიმე მიზეზის გამო - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ამოწურვის 5 წლის თავზე, კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში ვერ ხერხდება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მორიგი არჩევნების დანიშვნა [მუხლი 86 და მუხლი 106], მაშინ, ამ ხუთწლიანი ვადის, ანუ - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ“, სახელისუფლო ვაკუუმის შევსებისა და ხელისუფლების უფლებამოსილების უწყვეტობის პრინციპების დაკმაყოფილების მიზნით:

- „...საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე“ [მუხლი 112].

ამასთანავე, ბუნებრივია რომ, კონსტიტუციური ნორმა - არ აკონკრეტებს, რამეთუ შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს, ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეული საგანგებო შემთხვევისა გამო, დროის რა მონაკვეთი შეიძლება გავიდეს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადის გასვლიდან, კანონიერად დანიშნული და ახლადარჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე;

თუმცა, როგორც ვხედავთ, კონსტიტუცია იმპერატიულად უთითებს, რომ - „...საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე“ [მუხლი 112], ანუ მთელი ამ დროის მანძილზე - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს [მუხლი 104] უფლებამოსილებას, „ითავსებს“ - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.

[გაგრძელება იქნება]