Print

გაზ. № 9 (854)

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ბატონო ზურაბ!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ ცესკოში წარმოდგენილ 2013 წლის 26 თებერვლის განცხადებაში, საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის შესაბამისად გაცნობეთ, რომ:

- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, 2013 წლის 27 აპრილს დანიშნულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“;

„საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად, თქვენის მხრიდან იმავე დღეს გადმოგვეცა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარ-დამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისათვის განკუთვნილი ბლანკი.

2013 წლის 26 თებერვლიდან დავიწყეთ რა  შესაბამისი საქმიანობა, „საარჩევნო კო-დექსის“ 113-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად წარმოგიდგენთ - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონა-წილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიას, საერთო რაოდენობით:

26 277 [ოცდაექვსი ათას ორასსამოცდაჩვიდმეტი]

დანართი:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, სულ:   878 [რვაას სამოცდათვრამეტი] ფურცელი.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

თბილისი,  2012 წლის 8 მარტი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

 

ღია მიმართვა:

 

2013 წ. მაისიდან ოქტომბრამდე, ანუ

წინასწარ გაცხადებული ქრონიკები

 

ბატონო ბიძინა!

2012 წ. 5 და 12 ნოემბრის, 28 დეკემბრისა და 2013 წ. 13 თებერვლის ღია მიმართვების თქვენდამი წარმოდგენის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენის მხრიდან ჩვენს მიმართ არანაირი საპასუხო ნაბიჯი არ გადმოდგმულა, მაინც გვინდა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი, და წინამდებარე ღია მიმართვით კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ - ქვეყანაში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თაობაზე.

 

წინათქმა

საქართველოში დღეს მოქმედი - „საქართველოს კონსტიტუციის“ ნორმათა მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში დღეისათვის შექმნილი დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობა, მიმდინარე წლის მაისის თვიდან, შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს.

კონსტიტუციის თანახმად:  საქართველოს პარლამენტი - 4 წლით [იხ. მუხლი 49,1], ხოლო საქართველოს პრეზიდენტი - 5 წლის ვადით აირჩევა [იხ. მუხლი 70,1]. შესაბამისად, ამ ორი [საკანონმდებლო და აღმასრულებელი] სახელისუფლო სტრუქტურის ერთსა და იმავე წელს არჩევიდან 4 წლის თავზე, შეიქმნება სიტუაცია, როდესაც ახლად არჩეულ პარლამენტს, მინიმუმ, კიდევ ერთი წელი მოუწევს თანამშრომლობა პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფ პირთან.

როგორც ვიცით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, როგორც - პარლამენტის, ასევე - პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება - „... უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში...“ [იხ. მუხლი 50,21 და მუხლი 70,9].

საქართველოსკონსტიტუციის“ 1995 . 24 აგვისტოსრედაქციისმიხედვით, მიზეზთა გამო, - პარლამენტიშეიძლებადათხოვნილიქნესსაქართველოსპრეზიდენტისმიერმხოლოდკონსტიტუციითგანსაზღვრულშემთხვევებში, გარდა:

ა) პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში;

დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში“ [მუხლი 511, ა; დ].

პარლამენტის - ოქტომბერში არჩევიდან ათვლით აღებული ექვსი თვისა, და მომდევნო წლის ოქტომბერში ჩასატარებელ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ასათვლელი ექვსი თვის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს პარლამენტის შესაძლო დათხოვნის ერთადერთ თვედ - აპრილი შეიძლება იქცეს.

კონსტიტუციურ მოთხოვნებიდან გამომდინარე - „პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში“ შექმნილი მდგომარეობის ანალიზის შემდეგ [იხ. წინა ღია მიმართვები], რომელსაც შედეგად - მოქმედი პარლამენტის შესაძლო დათხოვნა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შეიძლება მოჰყვეს, მოდით ვნახოთ, თუ როგორ არეგულირებს [განსაზღვრავს] ქვეყნის უმაღლეს კანონთა კრებული იმ პროცესებს, რომელიც - „საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში“, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის სამთავრობო გუნდის დაკომპლექტებასთან [ანუ ქვეყნის მართვასთან] მიმართებაში, აზრთა შესაძლო სხვადასხვაობით შეიძლება იქნეს გამოწვეული.


დღევანდელი რეალობით გამოწვეული

 მდგომარეობის თავისებურებანი

 თავისთავად, სხვადასხვა პოლიტიკური თვალთახედვის ქონის შემთხვევაში, პოლიტიკური კრიზისის გამოწვევის ინიციატორი შეიძლება იყოს, როგორც - პრეზიდენტი, ასევე - პარლამენტი. განვიხილოთ ორივე მოსალოდნელი შემთხვევა, საქართველოში დღეისათვის შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ანუ იმ ფონზე, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტის წევრთა - უპრინციპო პოზიციისა და თანამდებობრივი გულგრილობისა, თუ საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო, მ. სააკაშვილი, 2013 წლის 20 იანვარს თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების 5 წლიანი ვადის ამოწურვის მიუხედავად, უკანონოდ აგრძელებს - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

კონსტიტუციური კანონის თანახმად - „...ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ“ [მუხლი 70,1]. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ მ. სააკაშვილი, 2008 წ. 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, უკვე მეორე ვადით იმყოფება თანამდებობაზე,  საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 70,9-ის გათვალისწინებით, ზემოთ აღწერილი მდგომარეობა - 2013 წლის ოქტომბერში ჩასატარებელი მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებიდან, მესამე კვირა დღეს, ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე [იხ. მუხლი 71,1-2] შეიძლება გაგრძელდეს.


მთავრობის დათხოვნის ინიციატორი -

საქართველოს პრეზიდენტი

2013 წლის ოქტომბერში - მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე აღებული ის ექვსი თვე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ მყოფ მ. სააკაშვილს არ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა, 2013 წლის 1 მაისიდან აითვლება.

როგორც ვიცით, მოქმედი კონსტიტუციის თანახმად - „საქართველოს პრეზიდენტი: ... უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები [მუხლი 73,1 - გ];

შესაბამისად, მ. სააკაშვილს - 2013 წ. 1 მაისს, შეუძლია დაითხოვოს 2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტის მიერ ნდობაგამოცხადებული საქართველოს მთავრობის სრული შემადგენლობა, და მისთვის სასურველ სამთავრობო გუნდს დააკისროს მოვალეობის შესრულება.

ამის შემდგომად, პოლიტიკური მოვლენები ასე შეიძლება განვითარდეს:

„...საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად.

3. პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა...“ [მუხლი 80,2-3].

ბუნებრივია, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრის ბ. ივანიშვილის მხარდამჭერი საპარლამენტო უმრავლესობა, მისთვის არასასურველ სამთავრობო გუნდს - ნდობას არ გამოუცხადებს.

ამდენად, 2013 წლის 1 მაისს - ბ. ივანიშვილის მეთაურობით მოქმედი მთავრობის დათხოვნისა და, სავარაუდოდ, იმავე დღეს დანიშნული, მ. სააკაშვილისათვის სასურველი სამთავრობო გუნდის წევრებისადმი, პარლამენტის საბოლოო პოზიცია, მაქსიმუმ - „ერთი კვირის ვადაში“ [იხ. მუხლი 80,3], ანუ 2013 წ. 8 მაისისათვის უკვე უნდა იყოს გარკვეული.

აღნიშნული გარემოების დაფიქსირებიდან, უკვე ამოქმედებას იწყებს საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 73-ე მუხლის 1-ი პუნქტის - „ს“ ქვეპუნქტი - „511 მუხლის “ა” – “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას [აქ - ზემოთ განხილულ ექვსთვიან ვადებზეა მინიშნება - გ.ს.] პარლამენტის მიერ კონსტიტუციით დადგენილ ვადაში მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში უფლებამოსილია დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და თანხმობა მისცეს მას მინისტრების დანიშვნაზე. ზემოაღნიშნული გარემოებების ამოწურვიდან ერთი თვის განმავლობაში პრეზიდენტი ხელახლა წარუდგენს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად“ [მუხლი 73,1 -ს]..

მაშასადამე, მიუხედავად საქართველოს პარლამენტის უარყოფითი პოზიციისა, მ. სააკაშვილის მიერ ერთპიროვნულად დაკომპლექტებულ სამთავრობო გუნდს 2013 წლის 8 მაისიდან შეუფერხებლად შეეძლება გააგრძელოს ქვეყნის მართვა.

მ. სააკაშვილი, კონსტიტუციის თანახმად, ვალდებულია, მის მიერ ერთპიროვნულად დაკომპლექტებული მთავრობა, კონსტიტუციის მუხლი 80,2-ის ვადების ფორმალურად [7 დღე + 10 დღე + 3 დღე, ანუ ჯამში - 20 დღის] ამოწურვის შემდეგ, ნდობის მისაღებად - „ერთი თვის განმავლობაში“  ხელახლა წარუდგინოს პარლამენტს. აქედან ათვლით, კონსტიტუციური - „ერთი კვირის ვადის“ [იხ. მუხლი 80,3] გათვალისწინებით, პარლამენტის მხრიდან საბოლოო პოზიციის დაფიქსირება შეიძლება მხოლოდ - 2013 წლის ივნის-ივლისის გასაყარზე მოხდეს.

აღნიშნული ვადისათვის დაფიქსირებული მდგომარეობის დადგომის შემდგომად:

- ვინაიდან კონსტიტუციის თანახმად - „...511 მუხლის „ა“ _ „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას [აქ - ზემოთ განხილულ ექვსთვიან ვადებზეა მინიშნება - გ.ს.] უნდობლობის გამოცხადების შესახებ განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს ამ გარემოებების [ანუ ხსენებული ექვსთვიანი ვადის - გ.ს.] ამოწურვიდან 15 დღეში“ [მუხლი 81,1];

- ვინაიდან მუხლი 81,1-ით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა, 2013 წლის ოქტომბრის თვეში ჩასატარებელი მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებისა გამო, მ. სააკაშვილს უკვე აღარ ხელეწიფება, რამეთუ ახლად არჩეული - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღების შემდეგ მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. პრეზიდენტი იღებს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნას და მასვე შეუძლია დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე“ [მუხლი 80,1],

შესაბამისად, კონსტიტუციურ მოთხოვნებზე დაყრდნობით - მ. სააკაშვილს, უფლება ეძლევა, მისთვის სასურველ სამთავრობო გუნდთან ერთად, 2013 წლის 1 მაისიდან მოყოლებული, ოქტომბერში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდელ დროში, ყოველგვარი სერიოზული შეფერხების გარეშე მართოს ქვეყანა.


მთავრობის დათხოვნის ინიციატორი - საქართველოს პარლამენტი

მოდით ვნახოთ, თუ რა უფლებები რჩება საქართველოს პარლამენტს ზეგავლენა მოახდინოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

საქართველოს კონსტიტუციაში ჩადებული მოთხოვნების გათვალისწინებით, 2013 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობას, ზემოთ მიღებული 2013 წლის ივნის-ივლისის გასაყარიდან, უფლება ეძლევა - უნდობლობის პროცედურა წამოიწყოს მ. სააკაშვილის მიერ ერთპიროვნულად დაკომპლექტებული სამთავრობო გუნდის წინააღმდეგ. კერძოდ, 81-ე მუხლში ვკითხულობთ:

„1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას სრული შემადგენლობის უმრავლესობით. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან არ იზიარებს პარლამენტის გადაწყვეტილებას. თუ პარლამენტი არა უადრეს 90 და არა უგვიანეს 100 დღისა კვლავ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. 511 მუხლის „ა“ _ „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას უნდობლობის გამოცხადების შესახებ განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს ამ გარემოებების ამოწურვიდან 15 დღეში.

2. პარლამენტი უფლებამოსილია დადგენილებით აღძრას მთავრობისთვის უპირობო უნდობლობის გამოცხადების საკითხი. თუ დადგენილების მიღებიდან არა უადრეს 15 და არა უგვიანეს 20 დღისა პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას. თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, მთავრობის უნდობლობის საკითხის დასმა შემდგომი 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით მთავრობის გადაყენების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი არ არის მთავრობის მომდევნო შემადგენლობაში დანიშნოს იგივე პირი პრემიერ-მინისტრად ან წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის იგივე კანდიდატურა“ [მუხლი 81,1-3].

ამდენად, მ. სააკაშვილი ვალდებული ხდება, პარლამენტის მიერ, კონსტიტუციურ მოთხოვნათა თანახმად - „სამი მეხუთედის“, ანუ 90 სადეპუტატო ხმით უნდობლობამიღებული მთავრობა გადააყენოს.

თუმცა, მ. სააკაშვილს, სრული უფლება რჩება - მისთვის სასურველი სხვა პირი დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, დააკომპლექტოს სამთავრობო გუნდის „განახლებული“ შემადგენლობა, და, ზემოთ უკვე აღწერილი პროცედურების დაცვით მისი პარლამენტში წარდგენის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუთვალისწინებლად, 2013 წლის ივლისის ბოლოდან ათვლით ორთვეზე მეტი ხნის მანძილზე, ანუ 2013 წ. ოქტომბრის თვის ჩათვლით, ერთპიროვნულად გააგრძელოს ქვეყნის მართვა.

აღნიშნული გარემოებების გამო, 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის დღევანდელი უმრავლესობა, უძლურია რა რეალური ზეგავლენა მოახდინოს სამთავრობო გუნდზე, იძულებული იქნება შეეგუოს მ. სააკაშვილის მიერ ქვეყნის ერთპიროვნულ მართვას, და ასეთ მდგომარეობაში შეხვდეს 2013 წლის ოქტომბრის თვეში ჩასატარებელ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებს.

  

დასკვნის მაგიერ

საქართველოში დღეს მომქმედი კონსტიტუციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2013 წლის მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე, ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება ასეთი სახე მიიღოს:

- ქუთაისში მდებარე პარლამენტში მყოფი 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალა, მოკლებული იქნება შესაძლებლობას - არჩევნებში, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გამოხატული ნების გათვალისწინებით დააკომპლექტოს მთავრობა და მათი მეშვეობით მართოს ქვეყანა;

- თბილისში მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში მოკალათებულ, ხუთწლიანი საპრეზიდენტო უფლებამოსილების 2013 წ. 20 იანვარს ამოწურვის დღიდან, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე უკანონოდ მყოფ მ. სააკაშვილს, უფლება ეძლევა დააკომპლექტოს საქართველოს მთავრობა, და 2013 წლის მაისიდან, ვიდრე ოქტომბრის თვეში ჩატარებული მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებიდან სამი კვირის თავზე გასამართი ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღებამდე [მუხლი 71,1-2], ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა.


ბატონო ბიძინა!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი უფლებამოსილია განგიცხადოთ, რომ:

 საქართველოში განვითარებულ მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე და მათგან მომდინარე შედეგებზე, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება - 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას, კოალიციას: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

თბილისი,  2012 წლის 6 მარტი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა - i This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

ნაძალადევი ნაბიჯი, ნაძალადევში განსავითარებელ

პროცესებში მონაწილეობისათვის

ლუკას სახარებაში დაცული ამ მინიშნების თაობაზე, გაზეთის წინა ნომრებში, არაერთხელ გვისაუბრია - „ერთმა თანამეინახემ უთხრა მას: ნეტარია ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში! ხოლო იესუმ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა [კოდია] და მრავალნი დაპატიჟა. და როცა პურობის დრომ მოაწია, გაგზავნა თავისი მონა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო [კოდია]“ (ლუკა 14,15-17).

აღნიშნულის მისტერიული აღსრულების ერთ-ერთი კუთხე, ჩვენის აზრით, „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-სთან დაკავშირებულ იმ თემატიკას უკავშირდება, არჩევნებში რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურისათვის  ხელმოწერების შეგროვება რომ ჰქვია. ეს პროცესი - 2013წლის მარტს ცესკოში ჩვენს მიერ შეტანილი განცხადებით დასრულდა.

წარმოგიდგენთ იმ თითოეულ „მონა“-თაგანს, რომელთა ძალისხმევითაც ზემოთქმულის, ჩვენს რეალობაში, განივთება მოხერხდა:

ლალი ბეგაშვილი, ეთერ ბუიძე,  კაკო გოგლიძე, ნანული ერქვანიძე, ლიდა ვეშაგური, იამზე თანიაშვილი, მანანა თანიაშვილი, მარგალიტა თანიაშვილი, ლეილა კობახიძე, მევლუდ მამადაშვილი,

ნელი მაძღარაშვილი, ნათელა მელქაძე,  ლეილა მეფარიძე, ლავრენტი ნაჭყებია, მამუკა ნაჭყებია, გელა პაპალაშვილი, შაზი რაზმაძე, საბა სალუაშვილი,  ლენა სისაური, მანანა სოსებაშვილი, ლევან ჩოხელი, ეთერ ჩხეტია, გივი ხეჩიკაშვილი, ეკატერინე ხრიკული...