Print

გაზ. № 11 (856)

არაფერი პირადული, ანუ - მახვილი მხილებისა...

 

დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ 2012 წ. ოქტომბრიდან - 2013 წ. იანვარ თებერვალში, ჩვენს მიერ, ქვეყანაში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის თვალსაზრისით, არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული. 

კერძოდ, მ. სააკაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების კანონიერების საკითხთან მიმართებაში, ჩვენი მოთხოვნის მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში:

1. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად - მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 5 წლიანი ვადა 2013 წ. 20 იანვარს ამოეწურა [იხ. მუხლი 70,1 და 71,1-2];

2. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“ [მუხლი 5,3], შესაბამისად - 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მ. სააკაშვილს აღარ აქვს კონსტიტუციური, ანუ - კანონიერი შესაძლებლობა, კვლავ დარჩეს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე;

3. თეორიულად შესაძლო, და ჩვენს რეალობაში დამდგარი, ამდაგვარი შემთხვევის დასარეგულირებელი მექანიზმი, მოქმედი კონსტიტუციის თანახმად ასეთი სახისაა:

საქართველოსპრეზიდენტისმიერთავისიუფლებამოსილებისგანხორციელებისშეუძლებლობის... შემთხვევაშისაქართველოსპრეზიდენტისმოვალეობასასრულებსპარლამენტისთავმჯდომარე...“ [მუხლი 76,1].

ამდენად, რადგანაც 2013 წ. 20 იანვრის შემდეგ საქმე გვაქვს მ. სააკაშვილის მიერ, კანონიერად, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე, თავისი საპრეზიდენტო - „უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის“ შემთხვევასთან, ამიტომ, საქართველოს პარლამენტი, კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის თანახმად, ვალდებულია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება [დადგენილების სახით], რომლის მიხედვითაც: 2013 წლის 20 იანვრიდან - საქართველოსპრეზიდენტისმოვალეობისშესრულება პარლამენტისთავმჯდომარეს უნდა დაევალოს;

4. და ბოლოს: რადგანაც,  მოქმედი კონსტიტუციის თანახმად - პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში...“ [მუხლი 70,9], შესაბამისად - პარლამენტის მიერ მისაღებ დადგენილებაში უნდა დაფიქსირდეს: მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების კონკრეტული თარიღი.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მოდით გავიხსენოთ, თუ რა წერია ჩვენს მიერ საქართველოს პარლამენტისადმი გაგზავნილ ღია მიმართვასა [2013 წ. 11 იანვარი], და შემდგომად - „საკანონმდებლო წინადადებაში“ [2013 წ. 21 თებერვალი] დაფიქსირებულ - საქართველოს პარლამენტის მიერ მისაღებად განკუთვნილ დადგენილების კანონპროექტში - „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“.

დასაბუთებისათვის განკუთვნილი ე.წ. შესავლის შემდეგ ვკითხულობთ:

„... საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით, მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წლიანი ვადა ამოწურულად ჩაითვალოს - 2013 წ. 20 იანვარს;

2. კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით, ვინაიდან 2013 წლის 20 იანვრიდან, ადგილი აქვს კანონიერად - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის...“ შემთხვევას, კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის შესაბამისად - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;

3. კონსტიტუციის მუხლი 70,9-ის მოთხოვნის გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2013 წლის 6 ოქტომბერს“.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მუხლი 150,4 -ის თანახმად - „საკანონმდებლო  წინადადებას პარლამენტის ბიურო ან პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში გადასცემს კომიტეტებს წამყვანი კომიტეტის მითითებით, რომელიც მას განიხილავს 20 დღეში. თუ ეს ვერ მოხერხდა, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა მის ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გააგრძელოს პარლამენტის თავმჯდომარემ არა უმეტეს 10 დღით...“.

2013 წ. 25 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, თბილისში გამართული ჩვენი შეხვედრისას, ბატონი დავითი შეგვპირდა, რომ ჩვენს საკანონმდებლო წინადადებას, პარლამენტის 26 თებერვლისთვის დაგეგმილი ბიუროს სხდომაზე გატანის შემდეგ, იურიდიულ კომიტეტში გადაამისამართებდა.   

ჩვენს მიერ - 2013 წ. 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი - „საკანონმდებლო წინადადების“ [ჩაბ. №19 798] თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით, საქართველოს პარლამენტის კანცელარიაში 2013 წ. 13 მარტს დარეკვის შემდეგ, გაირკვა რომ ჩვენს „საკანონმდებლო წინადადებასთან“ დაკავშირებული მასალები - იურიდიული კომიტეტისათვის, არა 26 თებერვალს გამართული პარლამენტის ბიუროს სხდომის შემდგომად, არამედ,  პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ, ჯერ კიდევ, 22 თებერვალს გაკეთებული რეზოლუციის თანახმად ყოფილა გადაცემული.

გვინდა ვიფიქროთ, რომ არსებულ სინამდვილესთან მიმართებაში აქ მოყვანილ თარიღთა ერთგვარი „შეუსაბამობა, არა წინასწარ გამიზნული სიცრუით, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამოა გამოწვეული, რის გამოც 25 თებერვლისათვის ბატონ დ. უსუფაშვილს - „არ ახსოვდა“ მის მიერ ჯერ კიდევ სამი დღით ადრე, ანუ - 22 თებერვალს ჩვენს წერილზე რეზოლუციის უკვე დადების ფაქტი.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მუხლი 153,1-ის თანახმად - „კომიტეტის სხდომაზე...  ამომრჩეველთა მიერ ინიცირებულ კანონპროექტსამ კანონპროექტზე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრი“ წარადგენს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუკი - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მუხლი 150,4-ის მოთხოვნით გათვალისწინებული 20 დღიანი ვადის ათვლას 22 თებერვლიდან [23, 24...] დავიწყებთ, მაშინ ჩვენი სკანონმდებლო წინადადების იურიდიულ კომიტეტში განხილვისათვის კანონით განსაზღვრული ზედა დროითი მიჯნა [6 + 14 = 20] - 2013 წ. 14 მარტია.

ამ ვადის ამოწურვიდან რამოდენიმედღიანი დაყოვნების შემდეგ, 2013 წ. 18 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ჩვენ თვითონ დავუკავშირდით პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს [ტ. 228 - 90 – 34]. აპარატის თანამშრომელმა ქ-ნმა თამარ მესხიამ, საკითხის დაზუსტების შემდეგ, დღის ბოლოს გვაცნობა, რომ კომიტეტის თავმჯდომარესთან ბ-ნ ვახტანგ ხმალაძესთან კონსულტაციის შემდეგ, ჩვენი „საკანონმდებლო წინადადების“ განხილვა მეორე დღეს შედგებოდა, და გვთხოვა, რომ - 19 მარტის 12 საათისათვის ქუთაისში ვყოფილიყავით.

 მკითხველმა იცის რომ პარლამენტში ჩვენს მიერ წარდგენილ მასალებში,  „საკანონმდებლო წინადადების“ ავტორთა ჩამონათვალი, საერთო შეთანხმების შემდეგ, ასეა განსაზღვრული:

- პაატა ცნობილაძე, დოქტორი, პროფესორი;

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის" თავმჯდომარე.

ბ-ნი პაატა ცნობილაძის საქართველოში არყოფნის გამო, ქუთაისში მდებარე პარლამენტში, დათქმის თანახმად - მიხეილ [გელა] სალუაშვილი და მიხეილ ანდღულაძე ჩავედით [საკომიტეტო განხილვაზე მიმდინარე პროცესების დაფიქსირებას, ჩვენს მიერ თბილისიდან წაყვანილი, ინტერნეტ ტელევიზიის ჟურნალისტი - ხატია გვიმრაძე და ტელეოპერატორი - გოგა ზექალაშვილი აწარმოებდნენ].

   იურიდიული კომიტეტის 2013 წ. 19 მარტის სხდომის დღის წესრიგში, ჩვენი საკითხის განხილვა მე-3 პუნქტად იყო გაწერილი. პირველი ორი საკითხის - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“  - წარმართული მსჯელობის პირველი ეტაპის მიწურულს, ანუ 15.30 სთ-ზე ნახევარსაათიანი შესვენება გამოცხადდა, რომელიც სამწუხაროდ 1 სთ-მდე გაგრძელდა.

სხდომის განახლების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ ბ-მა ვახტანგ ხმალაძემ გვაცნობა, რომ 17.00 სთ-ზე ბიუროს სხდომა იყო დანიშნული. დაწყებულ კანონპროექტებზე მსჯელობის ამოწურვის შემდეგ 16.45 სთ-ზე, როგორც იქნა ჩვენი საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაიწყო.

ვახტანგ ხმალაძემ ხუთიოდე წუთი დაუთმო ჩვენი შეთავაზების არსის მიმოხილვას, რის შემდეგაც მიხეილ ანდღულაძემ მოკლედ ისაუბრა 2012 წლის ნოემბრიდან - მ. სააკაშვილისათვის კონსტიტუციით განსაზღვრული საპრეზიდენტო ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით დაწყებული ხელმოწერების შეგროვების თაობაზე, და „საკანონმდებლო წინადადების“ იურიდიულ ასპექტებზე მსჯელობის დაწყება მე შემომთავაზე.

ჩვენი საუბრის დასაწყისშივე, ბატონი ვახტანგის ჩართვის შემდეგ, გაირკვა, რომ იურიდიული კომიტეტის მიერ, 2012 წ. 11 იანვარს პარლამენტისადმი გაკეთებული ჩვენი ღია მიმართვის საპასუხოდ მომზადებული წერილის, მიზეზთა გამო, ჩვენთვის გამოგზავნა ვეღარ მოხერხებულა. იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროსმა სხდომის მიმდინარეობისასვე მოგვაწოდა ორ თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი წერილის ასლი.

სამწუხაროდ, ბიუროს სხდომის დაწყების დროის მოახლოების გამო, ვახტანგ ხმალაძესთან ერთად განხილვის გაგრძელების საშუალება აღარ იყო. ამიტომ „შევთანხმდით“, რომ ამ საკითხის თაობაზე მსჯელობას ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განვაგრძობდით [უფრო ზუსტად - დავიწყებდით].

ამ იძულებითი შესვენებისას, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბ-მა შალვა შავგულიძემ, პირად საუბარში გაგვაცნო ვახტანგ ხმალაძის მიერ მისთვის ნათქვამი - „ჩემს გარეშე ამ საკითხზე მსჯელობა არ დაიწყოთო“, რაც, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, სავსებით მისაღები გახლდათ.

18.00 სთ-ისათვის განახლებული იურიდიული კომიტეტის სხდომა, შეთანხმების მიუხედავად,  კვლავ, დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის თაობაზე მსჯელობით გაგრძელდა. 15-იოდე წუთში, მასზე მსჯელობის საბოლოოდ ამოწურვის შემდეგ, ჩვენდა გასაოცრად - ვახტანგ ხმალაძემ, კვლავ შესვენება გამოაცხადა [გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ქვორუმის არ არსებობის მიზეზით]... და თანაც დასძინა - 19.00 სთ-ზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გვეწყებაო.

18.40 სთ-ზე განახლებულ სხდომას, კომიტეტის 15 წევრიდან, მხოლოდ 5 მათგანი ესწრებოდა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მინიმუმ 8 წევრის არ არსებობის გამო, ვ. ხმალაძემ შემოგვთავაზა - ჩვენი საკითხის თაობაზე მსჯელობა დაგვეწყო, ოღონდ იმ დათქმით, რომ მის თაობაზე კენჭისყრა მხოლოდ 20 მარტის 11.00 სთ-ზე დანიშნულ სხდომაზე შემდგარიყო. ჩვენ, დათანხმების მეტი აღარაფერი დაგვრჩენოდა, და ვითხოვეთ, რომ შვიდ საათამდე დარჩენილი 15 წუთი მაქსიმალუად ეფექტურად გამოგვეყენებინა.

საუბრის დასაწყისში, ხაზი გავუსვით რომ მათი მხრიდან ჩვენთვის გადმოცემული ე.წ. პასუხი, უდავოდ დაგვეხმარებოდა უფრო გასაგებად აგვეხსნა მათთვის ჩვენი მოთხოვნის მთავარი არსი.

აქვე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ ე.წ. პასუხში დაცული არც ერთი საკითხი, შეხებაშიც კი არ არის ჩვენს მიერ მომზადებულ კანონპროექტთან. დიახ, ამ „პასუხის“ თითოეული აბზაცი, ნათლად გვიჩვენებს რომ მის შემდგენელს საერთოდ ვერ გაუგია ჩვენი შეთავაზების არსი. შესაბამისად, მასში გაშუქებული საკითხი, თავისთავად მართებულადაა წარმოჩენილი, მაგრამ იგი არავითარ კავშირში არაა განსახილველად შეთავაზებულ პრობლემასთან.

სხდომისათვის გამოყოფილ მცირე დროში წარმართული საუბრის შინაარსის გაცნობამდე, შემოგთავაზებთ ამ ე.წ. პასუხს:

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ დავით უსუფაშვილის

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კოალიცია „ერთსულოვნების“ „გაერთიანების მემორანდუმში“ წარმოდგენილი ორგანიზაციების ღია მიმართვა (სარეგისტრაციო №17 502), რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ შემდეგს:

საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის თანახმად „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“. აღნიშნული პრინციპი გულისხმობს ერთიანი სახელმწიფო ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად დაყოფას. კონსტიტუცია ერთმანეთისგან მკვეთრად მიჯნავს ხელისუფლების ყველა განშტოების კომპეტენციებს. ამიტომ ხაზგასმით არის მითითებული ის შემთხვევები, რა დროსაც საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს, გადააყენოს საქართველოს პრეზიდენტი. ამისათვის დეტალურად არის გაწერილი იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურები. ნებისმიერი სხვა სახით პრეზიდენტის გადაყენება პარლამენტის მიერ კონსტიტუციის და ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპის უხეში დარღვევა იქნება.

ღია მიმართვაში მითითებულია, რომ 2013 წლის 20 იანვრიდან გამოყენებული უნდა იყოს კონსტიტუციის 76-ე მუხლის პირველი პუნქტი და, შესაბამისად, დადგენილ იქნეს, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია თავისი უფლებამოსილების განხორციელება. კონსტიტუცია ერთმანეთისაგან მიჯნავს უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობასა და ვადამდე შეწყვეტის შემთხვევებს. უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა არ ნიშნავს უფლებამოსილების შეწყვეტას. ამ შემთხვევაში ხელისუფლების სრული ციკლის წყვეტილობა დროებითია და, შესაბამისად, მისი უფლებამოსილების სხვის მიერ განხორციელებაც დროებითი კონსტიტუციური ღონისძიებაა. პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის გამომწვევი ფაქტორების დაძლევის შემდეგ უბრუნდება თავის თანამდებობას. კოალიცია „ერთსულოვნების“ „გაერთიანების მემორანდუმში“ წარმოდგენილი ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული პარლამენტის დადგენილების პროექტის მიხედვით კი „2013 წლის ოქტომბრის პირველი კვირა დღისათვის დანიშნულ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას დროებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს“. აღნიშნული პროექტი არ ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის გამომწვევი ფაქტორების დაძლევის შემთხვევებს, რაც თავისი შინაარსით უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას უთანაბრდება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველია.

იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტის არჩევნები იმართება ფიქსირებულ პერიოდში [კონკრეტულ თვეში, დროის შუალედში], მაშინ რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოს ფაქტობრივი უფლებამოსილების ვადა თითქმის ყოველთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაზე ნაკლები ან მეტი იქნება, იმის მიხედვით, თუ როგორ განისაზღვრება არჩევნების თარიღი. მაგალითად, თუ თარიღად მითითებულია არჩევნებიდან მეხუთე წლის შესაბამისი პერიოდი, მაშინ უფლებამოსილების ფაქტობრივი ვადა გამოვა ხუთ წელზე ნაკლები, ხოლო თუ განისაზღვრა ისე, როგორც მოქმედ კონსტიტუციაშია, ანუ იმ კალენდარული წლის ოქტომბერი, რომელშიც იწურება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა, მაშინ თითქმის ყოველთვის გამოვა ხუთ წელზე მეტი. აქვე შევნიშნავთ, რომ კონსტიტუციონალიზმის დოქტრინა გულისხმობს იმას, რომ არჩევითი ორგანოს უფლებამოსილების ფაქტობრივი ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ ორგანოს უფლებამოსილების კანონით განსაზღვრულ ვადას. ამდენად, ჩვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს კონსტიტუციონალიზმის დოქტრინის და არა კონსტიტუციის დარღვევასთან.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ზემოაღნიშნულ მიმართვაში წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღებას.

პატივისცემით,

ვახტანგ ხმალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე“.

 

როგორც ხედავთ, ეს პასუხი პარლამენტის თავმჯდომარისათვისაა განკუთვნილი, რომელიც, მისი სავარაუდო დათანხმება-გაზიარების შემდეგ, ალბათ კოალიციისათვის უნდა გამოეგზავნათ, ოღონდ უკვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დ. უსუფაშვილის სახელით.

[კოალიციის მისამართზე ამდაგვარი პასუხის მოუსვლელობა, გვაფიქრებინებს ვივარაუდოდ რომ დ. უსუფაშვილმა არ გაიზიარა იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული პასუხი]

 კომიტეტის სხდომაზე, შევეცადეთ, ვახტანგ ხმალაძისთვის [და სხდომაზე დამსწრეთათვის], ძირითადად, ამ პასუხის შინაარსზე დაყრდნობით აგვეხსნა  ჩვენი შეთავაზების მთავარი არსი.  როგორც ხედავთ ეს „პასუხი“ სამი ძირითადი აბზაცისაგან შედგება. ჩვენს მიერ გაკეთებული კომენტარი, სწორედ ამ თანამიმდევრობით გვინდა შემოგთავაზოთ.

 1. საუბრის დასაწყისშივე ავუხსენით, რომ ჩვენ ვეყრდნობოდით კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც გვამცნობს, რომ - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“. ხოლო მათი „პასუხის“ პირველ აბზაცში მითითებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტი [„სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“], და შემდგომი მსჯელობაც სწორედ მასზე დაყრდნობითაა წარმართული.

მათ ავუხსენით, რომ ჩვენი საკითხი ეხებოდა არ - პრეზიდენტის თანამდებობიდან პირის [მ. სააკაშვილის] იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხს, არამედ 2013 წ. 20 იანვრიდან, კონსტიტუციით განსაზღვრული 5 წლიანი ვადის ამოწურვის გამო, მ. სააკაშვილისათვის საპრეზიდენტო თანამდებობაზე კანონიერად ყოფნის შეუძლებლობის ფაქტს. შესაბამისად, ამის თაობაზე დადგენილების მიღება ვერ იქნებოდა - „პარლამენტის მიერ კონსტიტუციის და ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპის უხეში დარღვევა“.

 2. „პასუხის“ მეორე პუნქტი, კიდევ უფრო ნათლად უსვამს ხაზს, რომ მის ავტორს [ვ. ხმალაძეს] არ ესმის [არ ესმოდა] ჩვენი შეთავაზების მთავარი არსი, და აი რატომ:

ჩვენს მიერ კონსტიტუციის 76-ე მუხლის 1-ი პუნქტის მოთხოვნის [„საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის... შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე...“]  გამოყენება, ითვალისწინებს ჩვენს რეალობაში მომხდარ ფაქტს,კერძოდ:

 - მ. სააკაშვილს 2013 წლის 20 იანვარს ამოეწურა რა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის კონსტიტუციით განსაზღვრული 5 წლიანი ვადა [მუხლი 70,1 და 71,1-2], კონსტიტუციის მუხლი 5,3 -ის თანახმად აღარ აქვს კანონიერი უფლება იყოს პრეზიდენტის პოსტზე. ამდენად, 2013 წ. 20 იანვრის შემდეგ საქმე გვაქვს მ. სააკაშვილის მიერ, კანონიერად, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე, თავისი საპრეზიდენტო - „უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის“ შემთხვევასთან, და სწორედ ამ მიზეზით, 2013 წლის 20 იანვრიდან - საქართველოსპრეზიდენტისმოვალეობისშესრულება პარლამენტისთავმჯდომარეს უნდა დაევალოს;

- შესაბამისად, ვახტანგ ხმალაძის „პასუხში“ დაფიქსირებული, რომ თურმე - „...უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა არ ნიშნავს უფლებამოსილების შეწყვეტას. ამ შემთხვევაში ხელისუფლების სრული ციკლის წყვეტილობა დროებითია და, შესაბამისად, მისი უფლებამოსილების სხვის მიერ განხორციელებაც დროებითი კონსტიტუციური ღონისძიებაა. პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის გამომწვევი ფაქტორების დაძლევის შემდეგ უბრუნდება თავის თანამდებობას...“-ო, თავისი არსით მართებულად მიესადაგება პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირის მიერ 5 წლიანი ვადის ამოწურვამდე შესაძლო შემთხვევის გამო [მაგ. ავადმყოფობა...] დამგარ რეალობას, მაგრამ არავითარი კავშირი არა აქვს ჩვენს მიერ განსახილველ იმ შემთხვევასთან, რომელიც 5 წლიანი ვადის ამოწურვის გამოა გამოწვეული.

სხდომაზე, ბ-ნ ვახტანგს დავუდასტურე მის „პასუხში“ მითითებული, რომ დიახაც, ჩვენი - „...პროექტი არ ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის გამომწვევი ფაქტორების დაძლევის შემთხვევებს“ [რასაც ამ სიტყვების დამწერი ერთგვარ „ნაკლად“ გვითვლის], რამეთუ 5 წლიანი ვადის გასვლის გამო გამოწვეული ფაქტორის „დაძლევა“ [დროის უკან დაბრუნება] ადამიანურ ძალებს აღემატება.

და კიდევ, 5 წლიანი ვადის ამოწურვის გამო დამდგარი რეალობა - „...თავისი შინაარსით უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას“, არ - „უთანაბრდება“, და იგი ვერ გახდება - „რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი“, რამეთუ ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს; და რომ ამგვარი შემთხვევა მხოლოდ კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის მოთხოვნათა მიხედვით უნდა გადაიჭრას [იხ. ზემოთქმული].

 3. ე.წ. „პასუხის“ მესამე აბზაცში დაფიქსირებულის თაობაზე ბ-ნ ვახტანგს ავუხსენით, რომ აქ მითითებულის თაობაზე, ჩვენი „საკანონმდებლო წინადადების“ თანდართულ „განმარტებით ბარათში“ დეტალურად გვაქვს საუბარი, სადაც ასეთ შემთხვევათა გამო შექმნილი რეალობით გამოწვეული მდგომარეობის დაძლევის გზებიც გვქონდა მითოთებული.

სხდომაზე დამსწრეთა წინაშე უხერხული მდგომარეობა შეიქმნა - ბატონი ვახტანგი ჩვენს მიერ წამოჭრილ ვერც ერთ საკითხზე [პრეზიდენტისათვის 5 წლიანი ვადის ამოწურვა, კანონიერად თანამდებობაზე ყოფნის შეუძლებლობა და სხვა...] არგუმენტირებულ პასუხს ვერ იძლეოდა... სამაგიეროდ განუწყვეტლივ [ყველაფრის პასუხად] აფიქსირებდა, რომ ამ საკითხზე მას ჩვენგან განსხვავებული აზრი ჰქონდა. ხოლო როდესაც მისი აზრის საფუძველზე მითითებას ვთხოვდით, პასუხად ვისმენდით - „კონსტიტუციის ჩემეული გააზრება ასეთიაო“.

„დასასრულს“, ბ-ი ვახტანგის შეთავაზების მიუხედავად, კომიტეტის არც ერთ წევრს - არც შეკითხვის დასმის და არც აზრის გამოთქმის სურვილი არ გასჩენია. ამ ფაქტით „შეწუხებული“ შალვა შავგულიძე იძულებული გახდა ფორმალურად მაინც დაესვა კითხვა, რომელზე გაცემული პასუხიც მისთვის დამაკმაყოფილებელი შეიქნა [საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს].

ირინე იმერლიშვილმა [რომელიც ამავე დროს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეც გახლავთ],  ე.წ. აზრის გამოთქმისას ისე დააფიქსირა - „ბ-ნო ვახტანგ რასაც თქვენ ბრძანებთ მეც ვეთანხმებიო“, რომ დამსწრეთაგან ვერავინ გაიგო მაინც რას ეთანხმებოდა ქ-ნი ირინე.

კამათის დასასრულს ბ-მა მიხეილ ანდღულაძემ ბ-ნ ვახტანგს შეახსენა ის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის სიმძიმე, რაც მის მიერ ჩვენი წინადადებისათვის მხარის არდაჭერის შემთხვევაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეიძლება მოჰყოლოდა. გაღმა შეედავეს პრინციპიდან გამომდინარე, ბ-მა ვახტანგმა გვირჩია არ დავმუქრებოდით მას, და რომ პასუხისმგებლობას იგი არ გაურბოდა.

საბოლოო პასუხად ვახტან ხმალაძემ განგვიცხადა - შესაბამისი ქვორუმის არ არსებობის გამო, ჩვენს საკითხზე კენჭისყრა 20 მარტის დილის 11 სთ-ზე შედგებოდა; და კომიტეტის წევრებს კიდევაც რომ დაეჭირათ მხარი ჩვენი წინადადებისათვის იგი მაინც წინააღმდეგი იქნებოდა. 

სხდომაზე დამსწრენი წამოიშალნენ... შემომატებული საპარლამენტო უმრავლესობის თანდასწრებით [თურმე მათი სხდომა ამავე დარბაზში უნდა გამართულიყო], ბატონ ვახტანგს [მიკროფონის გარეშე] ვკითხე - როდესაც თქვენ საპარლამენტო უმცირესობას [სავსებით სამართლიანად] უთითებთ, რომ თუ ისინი განსახორციელებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ ეს მათი პოლიტიკური მომავლის დასამარება იქნება, და ეს - არ არის მუქარა; მაშინ, ჩვენის მხრიდან, თქვენს მიმართ, ჩვენს საკითხთან მიმართებაში, გამოთქმული იგივე შინაარსის მოწოდება, რატომ უნდა აღიქვათ მუქარად-მეთქი... ხელების ფართოდ გაშლის მეტი ვერაფერი მიპასუხა.

დამშვიდობებისას, ყველას მადლობა გადავუხადეთ, და ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ წინამდებარე საკითხის განხილვაში ყოველგვარი პირადული შეხედულება გვერდზე გვქონდა გადაწეული, რამეთუ საქმე, არა - რომელიმე კონკრეტული პირის [ამ შემთხვევაში ჩვენი], არამედ - ქვეყნის წინაშე დღეისათვის მდგარ პრობლემას ეხებოდა; და რომ, აქედან გამომდინარე, ყველას დაუდგებოდა - თავის საქციელზე პასუხისგების დრო.

20 მარტს, იურუდიული კომიტეტის ზემოთხსენებულმა თანამშრომელმა ქ-მა თამარ მესხიამ ტელეფონით გვაცნობა შემდეგი:

იურიდიული კომიტეტის სხდომას შემდეგი 11 დეპუტატი ესწრებოდა - ვახტანგ ხმალაძე [თავმჯდომარე], შალვა შავგულიძე [თავმჯდომარის პირველი მოადგილე], თამაზ ავდალიანი [თავმჯდომარის მოადგილე], ზაქარია ქუცნაშვილი, ირინე იმერლიშვილი, კობა დავითაშვილი, გიგა ბუკია, ზურაბ აბაშიძე, დავით საყვარელიძე, ემზარ მკოიანი, დავით ჭავჭანიძე [აკაკ ბობოხიძის მონაცვლე].

ჩვენი წინადადების მიღებას მხარი დაუჭირა - ერთმა დეპუტატმა [კობა დავითაშვილი], სამი დეპუტატი [ვახტანგ ხმალაძე, შალვა შავგულიძე, ირინე იმერლიშვილი] წინააღმდეგი წავიდა, დანარჩენმა შვიდმა - თავი შეიკავა.

ამდენად, ჩვენი კანონპროექტისათვის - „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, საკანონმდებლო ინიციატივის სახის მიცემაზე, იურიდიულმა კომიტეტმა საბოლოოდ თქვა უარი.

 

მინაწერი:

20 მარტს „პრაიმ თაიმის“ პრესკლუბში გამართული ბრიფინგის მონაწილეებმა - მიხეილ ანდღულაძემ, თეიმურაზ შაშიაშვილმა, მამა ელიზბარმა [დიაკონიძე], ელგუჯა ბურდულმა, ფერდინანდ ლორთქიფანიძემ და მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, მემორანდუმზე ხელმომწერ 1,5 მილიონი საქართველოს მოქალაქის გასაგონად დეტალურად ვისაუბრეთ - 2013 წლის 19 მარტს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე მომხდარის თაობაზე.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს

 

2013 წლის:

- 19 მარტსა [იურიდიულ კომიტეტში - მ. სააკაშვილისათვის 2013 წ. 20 იანვრიდან უფლებამოსილების შეჩერების შესახებ" საკანონმდებლო წინადადების არ მიღება], და

- 21/22 მარტს [საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრის შედეგები] განვითარებული მოვლენების საპასუხოდ [21 მარტს მ. სააკაშვილის მიერ და 22 მარტს პრემიერის წინამდებარე განცხადებების ფონზე], გვინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ:

ბიბლია ცალსახად გვკარნახობს:

1. ...ორნი დასასრულამდე დარჩებიან...",

2. ...ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო..."

დე აღსრულდეს ნება ღვთისა. ამენ!