Print

გაზ. № 12 (857)

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

ზვიად გამსახურდიას

გამოსვლიდან

უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე

1991 წლის 8 ოქტომბერს

 

„… მე მინდა ძალზე გულწრფელად საუბარი თქვენთან და ქართველ ერთადჩემი ეს გამოსვლა არ გეგონოთ ულტიმატუმი, ან რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანის განცხადება. ეს არის რეალობა, რასაც მე თქვენ ახლა მოგახსენებთ

მე მივცემ პირუთვნელ შეფასებას შექნილ სიტუაციას და იმ მოსალოდნელ შედეგებზე გესაუბრებით, რაც შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას, ვინაიდან გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, ვიდრე ყოველ თქვენგანს

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით:

ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.

აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ...

ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა.

აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში... მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები... საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას...

... ეს არ არის მუქარა... ეს არ არის გადაჭარბება და ეს არ არის ჩემი პიროვნების, ვთქვათ, თავზე მოხვევა თქვენთვის, ანდა სურვილი, რომ მაინც და მაინც მე დავრჩე ამ პოსტზე, ჩემო ბატონებო. ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას...”.

 

ზვიადობის დღესასწაული თბილისში:

31 მარტი 16 საათი

31 მარტსსრულდება 74 წელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული მოძრაობის ლიდერის, მკვლევარის, მთარგმნელის, პოეტის, მწერლის, ლიტერატორის ზვიადგამსახურდიას დაბადებიდან.

ამავე დღეს აღინიშნება 22 წელი 1991 წლის რეფერენდუმიდან, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, - მათ შორის დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებმა, აფხაზებისა და ოსების ჩათვლით, - ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

აღნიშნული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფომ გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა, რომელიც ცნო საერთაშორისო სტრუქტურებმა და სახელმწიფოებმა.

დღესაც ამ რეფერენდუმის შედეგებზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა.

 საინიციატივო ჯგუფი აპირებს 2013 წლის 31 მარტს 16 საათზე, თბილისში, სოფიკო ჭიაურელის სახელობის ბაღში (სიონისა და კოტე აფხაზის ქუჩებს შორის) აღნიშნოს ზვიადობის დღესასწაული. იმედი გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერის.

 

2013 წ. 19-20 და 21-25 მარტის დღეთა ქრონიკა

საქართველოში, ერთის მხრივ: 2011-2012 წლების გასაყარიდან, ხოლო მეორეს მხრივ: 2012 წ. 1-25 ოქტომბრიდან დაწყებული მოვლენები - ორი პოლიტიკური ძალის ურთიერთდაპირისპირების სხვადასხვა ფორმებით ხასიათდება.

ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ - საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბ. ივანიშვილის, როგორც პიროვნული, ასევე მათ პოლიტიკური გუნდებს შორის მიმდინარე დაპირისპირება, ბიბლიაში არსებული ნიშნების მიხედვით, ასეა განმარტებული - „... ორნი დასასრულამდე დარჩებიან... მაგრამ ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა 12,21; 30].

მაცხოვრისეული შეგონების თანახმად, მეორედ შობით მოსული ძე კაცისას უფალ იესუ ქრისტედ გაცხადების - „... ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ [მათე 24,36].

შესაბამისად, ბიბლიისეული - „ორის“ ურთიერთდაპირისპირების პროცესის, ხსენებულ - „დასასრულამდე“ გაგრძელება, თავად ამ „ორი“ სუბიექტის გამოკვეთის ფონზე, უაღრესად დიდ დატვირთვას აძლევს, ბოლო ჟამის „თითქმის“ უკვე გასრულების მიჯნასთან მიახლოებული მოვლენების ანალიზს.

მაშასადამე, თუკი ბიბლიური მინიშნების - „ორი“, ეს - მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი, და მათი მხარდამჭერი ის პოლიტიკური გუნდებია, რომელთა ურთიერთჭიდილი „დასასრულამდე“ უნდა შენარჩუნდეს, ბუნებრივია, რომ რომელიმე მათგანის, ამა თუ იმ მიზეზით, პროცესებიდან „გამოკლება“, თავად ამ „დასასრულის“ სახელით მოაზრებული დროითი ეტაპის ამოწურვას დააფიქსირებს.

2011-2012 წლების გასაყარიდან დაწყებული ჩვენი გააქტიურებული პოლიტიკური საქმიანობა, სწორედ ზემოთქმულით იქნა განპირობებული - გვსურდა, თუ ღმერთი ინებებდა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა ხსენებული „დასასრულისეული“ ეტაპის დროითი ნიშნების გამოკვეთაში.

2003-204 წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლების სათავეში მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის ერთპიროვნული ძალაუფლებით აღჭურვილი ყოფნის ცხრაწლიანი ეტაპის მიწურულს, მათ - პოლიტიკური მარცხი იწვნიეს.

2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, მომდევნო ოთხი წლის ვადით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სადავეებს - ბ. ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კოალიცია - „ქართული ოცნება“ დაეუფლა; ხოლო  ამავე ვადით, საპარლამენტო ოპოზიციის როლი „ნაცმოძრაობას“ განეკუთვნა.

მეორეს მხრივ, 2008 წ. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული, მ. სააკაშვილისათვის 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება.

ამდენად, ბიბლიური „დასასრულისეული“ ეტაპის კვლევის [შეცნობის] გზაზე, ხსენებული „ორის“ უკვე გამოკვეთის ფონზე, პოლიტიკური პროცესების შეუფერხებლად წარმართვის შემთხვევაში, შემდეგი მდგომარეობა ფიქსირდება:

- როგორც ბ. ივანიშვილს, ასევე მის პოლიტიკურ გუნდს: კოალიცია „ქართული ოცნება“-ს, ქვეყნის სათავეში ყოფნის მინიმუმ ოთხწლიანი ვადა აქვთ გამოყოფილი;

- მეორე ბანაკთან მიმართებაში საქმე სხვაგვარადაა:

ა) საპარლამენტო არჩევნების შედეგიდან გამომდინარე „ნაცმოძრაობას“ ასევე ოთხი წლის ვადით აქვს შანსი, საპარლამენტო უმცირესობის ბერკეტით ხელში, მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში;

ბ) მ. სააკაშვილისათვის, მისი საპრეზიდენტო ვადებიდან გამომდინარე, ქვეყნის პირველი პირის რანგში საქმიანობის დრო, მაქსიმუმ - 2013 წ. ოქტომბერში ჩასატარებელი მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე გრძელდება.

ამ „ორი“ ძალიდან რომელიმესთვის პოლიტიკური ბერკეტების ჩამორთმევა, ავტომატურად აფიქსირებს იმ ბიბლიისეული „დასასრულის“ ეტაპის ამოწურვას, რომელი დროითი მიჯნაც ამ „ორის“ ურთიერთდაპირისპირებითაა ნიშანდებული.

დღეს მოქმედი კონსტიტუციური ნორმებიდან გამომდინარე, არსებობდა ორი სახის იურუდიული ბერკეტი, რომელთა გამოყენების [ამოქმედების] შემთხვევაშიც, ხსენებული ორი ძალიდან ერთ-ერთი მაინც - 2013 წ. 20 იანვრიდან [მ. სააკაშვილი], ან - 2013 წ. აპრილიდან [ბ. ივანიშვილი], სხვადასხვა მიზეზით, შეიძლება გამოთიშოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.

2012 წ. 15 ოქტომბრიდან მოყოლებული ჩვენ, ინტენსიურად დავიწყეთ ხსენებული იურიდიული ბერკეტების განმარტება-გასაჯარისება [იხ. მ. სალუაშვილი, „საკონსტიტუციო განმარტებანი“, თბ. 2013 წ.]. კერძოდ, კონსტიტუციაზე დაყრდნობით:

1. არსებობდა იურიდიული საფუძველი, რომ - სააკაშვილსთვის, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ყოფნის 5 წლიანი ვადა 2013 წ. 20 იანვარს დამთავრებულიყო;

2. ამასთანავე არსებობდა იურიდიული საფუძველი, რომ მ. სააკაშვილს, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვის თავზე, შეეცვალა, როგორც - სამთავრობო, ასევე - საკანონმდებლო გუნდი, და ხელისუფლებაში ერთპიროვნული ძალაუფლების დაბრუნებისათვის დაეწყო აქტიური ქმედება.

მიზეზთა გამო, ორივე ამ საკითხის „გადაჭრის“ თანხვედრა 2013 წ. მარტის თვეში მოხდა.

მ. სააკაშვილისათვის 5 წლიანი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვასთან დაკავშირებით - 2012 წ. ოქტომბიდან დაწყებული „იურიდიული“ მხარის აქტიურობა, ნოემბრის თვიდან დაწყებული „მორალური“ ასპექტით გაგრძელდა; და უკვე, საქართველოს 1,5 მილიონამდე მოქალაქის მიერ ხელმოწერებით დაფიქსირებულ ნებაზე დაყრდნობით, კოალიცია „ერთსულოვნების“ სახელით - 2013 წ. 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტს წარედგინა „საკანონმდებლო წინადადება“ – „მ. სააკაშვილისათვის 2013 წ. 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“.

აღნიშნულ თემასთან მიმართებაში ორი შეხვედრა შედგა, რომელთაგან პირველი 2013 წ. 25 თებერვალს, თბილისის იუსტიციის სახლში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, კოალიცია „ერთსულოვნების“ სახელით „საკანონმდებლო წინადადების“ წარმდგენ საინიციატივო ჯგუფის წევრთა შორის გამართულ წინასწარ საუბარს დაეთმო;

2013 წ. 19 მარტს, ქუთაისში მდებარე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „საკანონმდებლო წინადადების“ ავტორთა მონაწილეობით გამართული „განხილვა“, სამწუხაროდ „უშედეგოდ“ დასრულდა. მეორე დღეს, ანუ 20 მარტს გამართული საკომიტეტო კენჭისყრის შედეგად გვაუწყეს, რომ - „...ჩვენი კანონპროექტისათვის - „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, საკანონმდებლო ინიციატივის სახის მიცემაზე, იურიდიულმა კომიტეტმა საბოლოოდ თქვა უარი“ [იხ. გაზ. №11 (856), 23/03-2013 წ., გვ.8].

მ. სააკაშვილისათვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეკვეცის მიზნით, 2012 წ. 28 დეკემბერს, ბ. ივანიშვილის მოთხოვნით, საპარლამენტო უმრავლესობამ, ინიცირება გაუკეთა შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის დაწყებას. მიზეზთა გამო, ამ საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაზე პირველი გატანა, მხოლოდ - 2013 წ. 21 მარტის საპარლამენტო სხდომაზე გახდა შესაძლებელი.

ზემოთაღნიშნული 1,5 მილიონამდე საქართველოს მოსახლეობის ნების გაუთვალისწინებლად,  საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მიღწეული პოლიტიკური „გარიგების“ შედეგად, 2013 წ. 21,22 და 25 მარტს გამართული კენჭისყრებით, საკონსტიტუციო ცვლილება საბოლოოდ იქნა მიღებული.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ასეთი სურათი მივიღეთ:

1. ჩვენს მიერ მომზადებული „საკანონმდებლო წინადადების“ – „მ. სააკაშვილისათვის 2013 წ. 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, 2013 წ. 19-20 მარტს გამართულ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „ჩავარდნის“ შემდეგ, მ. სააკაშვილს მიეცა გარანტია, რომ იგი 2013 წ. ოქტომბრამდე დარჩებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე; ხოლო

2. 2013 წ. 21, 22 და 25 მარტის საპარლამენტო სხდომებზე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ბ. ივანიშვილმა და მისმა სამთავრობო გუნდმა მიიღო გარანტია, რომ, როგორც მინიმუმ, 2013 წ. ოქტომბერში გასამართ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში;

3. ერთმანეთისათვის მიცემული ამ „გარანტიებიდან“ გამომდინარე, საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ 2013 წ. ოქტომბრამდე დარჩენილი დრო, ბიბლიაში ხსენებული - „ორის“, ხოლო ჩვენს რეალობაში გამოკვეთილი ორი პოლიტიკური ძალის, მ. სააკაშვილისა და ბ. ივანიშვილის  იმ ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართება, რომლის თაობაზეც ბიბლიაში ვკითხულობთ - „ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა 12,30].

ამ ეტაპზე, ჩვენი პოლიტიკური აქტიურობა, სწორედ ზემოთქმულში ჩვენი წვლილის შეტანით ამოიწურა.

 

მისტერიულ მინიშნებათა რამოდენიმე ასპექტი

 თხრობის დასასრულს, ბიბლიაში არსებულ იმ ნიშანთა ნაწილზე გვინდა ვისაუბროთ, რომლებშიც ჩვენს თვალწინ მომხდარის მისტერიული ანარეკლია მოცემული.

ჩვენი წინა გაზეთის ფურცლებზე უკვე ვისაუბრეთ ჩვენი, ანუ - ლასკარისა, და კოალიცია „ერთსულოვნების“ ლიდერის მიხეილ ანდღულაძის იმ თანამშრომლობის თაობაზე, რომელსაც ბიბლია ასე ეხმიანება - „და „... მე გაუწყებ ჭეშმარიტების წიგნში დაწერილს [„მიგითხრა შენ შორის დაწესებული წერილსა შორის ჭეშმარიტებისასა“]: მათ [აქ - მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის]  წინააღმდეგ არავინა მყავს შემწე [„და არა არს ერთიცა თანმოქმედი ჩემ თანა ამათთჳს“], მიქაელის, თქვენი მთავრის [აქ - კოალიცია „ერთსულოვნების“ ლიდერის მიხეილ ანდღულაძის] მეტი“ (დან. 10,21)...“ [გაზ. № 6 (851), 16/02-2013 წ., გვ. 4].

იქვე ვწერდით 2012 წ. ნოემბრის თვეში დადგმული კარვების თაობაზეც, რომელზეც ბიბლია ასე მიგვანიშნებს -  „...ეს მოხდა ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღეს... ზეიმობდნენ მას, როგორც კარვობის დღესასწაულს...“ [II მაკ. 10,5-6].

როგორც მკითხველმა უკვე იცის, შემდგომად განვითარებული პროცესები კვლავ მიხეილ ანდღულაძის აქტიური ხელშეწყობის ფონზე წარიმართა [იხ. გაზ. №11 (856), 23/03-2013 წ., გვ. 3-8].

სექტემბრიდან აღებული საეკლესიო ახალი წლიდან ათვლით მე-7, ანუ მარტის თვის თაობაზე, ბიბლიაში არსებული კარვობის თემატიკასთან დაკავშირებული ინფორმაცია 15-21 მარტის დროის შუალედს გამოყოფს - „ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: ამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან კარვობის დღესასწაულია - შვიდი საუფლო დღე“ [ლევ. 23,34].

ზემოთქმული უფლებას გვაძლევს დიდის ალბათობით დავასკვნათ, რომ აქ - მ. სააკაშვილისათვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების საკითხთან მიმართებაში: 2012 წ. ნოემბრის თვეში კარვების დადგმიდან დაწყებული, და 2013 წ. 19-20 მარტს [ანუ კარვობის დრესასწაულთან დაკავშირებულ შვიდ საუფლო დროში] დამთავრებული პროცესების თანხვედრაზეა მინიშნება.

ეზოთერული კუთხით, მათემატიკაში უდიდესი ციფრი - 9, უზენაესი ძალის - ღმერთის არსის მატარებელია [ღ(25) + მ(13) + ე(5) + რ(19) + თ(9) + ი(10) = 81 = 8 +1 = 9].

ამდენად, ის აზრი, რომ „ღმერთი“ [9] ყველაზე „მეტია“, ციფრთა არსობრივ მხარეზე დაყრდნობით ასე დაიწერება - „ცხრა“ მეტია... მათი „შერწყმით“ კი ვღებულობთ კონკრეტულ თარიღს - 19 [ცხრამეტი].

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვგონებთ გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი საკითხის პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე განხილვის თარიღად - 19 რიცხვის გამოკვეთა, უბრალო დამთხვევათა რიგს არ უნდა მივაკუთვნოთ.

2013 წ. 25 თებერვალსა და 19 მარტს საქართველოს პარლამენტის უმაღლეს იერარქთა [პარლამენტის თავმჯდომარისა და იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელობის] წინაშე ჩვენი „წარდგენის“ თაობაზე არსებული ბიბლიური მინიშნებებისა და აქედან დაწყებული პროცესების თაობაზე, თუ ღმერთი ინებებს, მოგვიანებით ვისაუბრებთ.

თხრობის დასასრულს კი დავსძენთ, რომ ზემოთხსენებულ „ორს“ შორის - 2013 წ. 19-20 და 21-25 მარტს მომხდარი პოლიტიკური გარიგების შედეგად, დიახაც დაგვიდასტურდა ის, რაზეც ბიბლია ცალსახად გვკარნახობს:

1. ...ორნი დასასრულამდე დარჩებიან...",

2. ...ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო..."

დე აღსრულდეს ნება ღვთისა. ამენ!

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

 

 საქართველოში

კანონიერი სახელისუფლებო შტოს

სამართალმემკვიდრეობის

საკითხისათვის

 

მეოთხე ნაწილი

კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრის საკითხისათვის

 

1. საქართველოში დე-ფაქტოდ არსებული

უკანონო ხელისუფალის მიერ გაკეთებული

იძულებითი აღიარება

1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის სამართალმემკვიდრეთა მიერ - „...1992, 1995, 1999, 2000 და 2003 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო ე.წ. „არჩევნები“, არ მარტო უკანონოდ, არამედ ტოტალური გაყალბებით იქნა ჩატარებული, და შესაბამისად ამ გზით ხელისუფლების სათავეში მოკალათებული ძალა ვერ (და არ) გამოხატავს საქართველოში მაცხოვრებელთა უმრავლესობის ნებას... 2003 წლის ნოემბერში, ე.წ. „ვარდების რევოლუციამ“, მხოლოდ ფორმალურ-იურიდიულად ჩაანაცვლა 1992-2003 წლების უკანონო ხელისუფლება, და  ქვეყნის სათავეში სახეცვლილი უკანონო ძალის მოსვლა განაპირობა...“ [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოში 1991 – 1992 წ.წ. მოვლენების შედეგას დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპების თაობაზე“, თბ. 2012 წ., გვ.39].

და აი, ასეთი სამართლებრივ-ისტორიული გზის სამართალმემკვიდრე - საქართველოს 2003/2004 წლის მოწვევი უკანონო პარლამენტის მიერ 2005 წლის 11 მარტს მიღებულსაქართველოს პარლამენტის დადგენილება”-ში: „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ(N 1104 - Iს), ვკითხულობთ:

- „საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე” [იხ. მ. სალუაშვილი, „მემორანდუმი საქართველოში 1991 – 1992 წ.წ. მოვლენების შედეგას დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპების თაობაზე“, თბ. 2012 წ., გვ.10-11].

როგორც ვხედავთ, საქართველოში დე-ფაქტოდ არსებული 2003/2004 წლის მოწვევის უკანონო პარლამენტი, მიზეზთა გამო, იძულებული გახდა დადგენილების სახით ეღიარებინა, რომ - „საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში...“

 

2. 1995 წლის 28 ოქტომბრის [14 ნოემბრის] შემდგომად

შექმნილი მდგომარეობის

სამართლებრივი ასპექტები

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსთვის, „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“  86-ე მუხლით განსაზღვრული 5 წლიანი ვადა - 1995 წლის 28 ოქტომბერს [უფრო ზუსტად: პირველი სხდომის ჩატარების 5 წლისთავზე - 14 ნოემბერს] ამოეწურა.

საქართველოში, უკანონო და არადემოკრატიული ე.წ. არჩევნებით ფორმირებული, 1992 წლის 11 ოქტომბრის მოწვევის დე-ფაქტოდ მოქმედი ხელისუფალის პირობებში, დევნილობაში მყოფ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს [მუხლი 104] - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, კონსტიტუციის 86-ე, 104,27-ე და 106-ე მუხლებით გაწერილი პროცედურების დაცვით, საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი არჩევნების დანიშვნისა და მისი პირველი სხდომის მოწვევის პრაქტიკული შესაძლებლობა არ გააჩნდა.

შესაბამისად, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსთვის, კონსტიტუციის 86-ე მუხლით განსაზღვრული ხუთწლიანი ვადის - 1995 წ, 28 ოქტომბერს [14 ნოემბერს] ამოწურვის შემდეგ, ავტომატურად ამოქმედდა, ანუ ძალაში შევიდა - „საქართველოს ესპუბლიკის კონსტიტუციის“ 112-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა - „...საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე“ [მუხლი 112].

ამდენად, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსთვის, 1995 წლისათვის, ხუთწლიანი ვადის, ანუ - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ“ [მუხლი 112], სახელისუფლო ვაკუუმის შევსებისა და ხელისუფლების უფლებამოსილების უწყვეტობის პრინციპების დაკმაყოფილების მიზნით, კონსტიტუცია იმპერატიულად უთითებს, რომ - „...საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე“ [მუხლი 112], ანუ:

1995 წლის 28 ოქტომბრიდან [14 ნოემბრიდან] მოყოლებული, ქვეყანაში კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენამდე, ანუ - კანონიერად დანიშნული და ახლადარჩეული საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომამდე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს [მუხლი 104] უფლებამოსილებას, კონსტიტუციის 112-ე მუხლის თანახმად, ასრულებს - 1990-1991 წლებში, აგრეთვე - 1992 წ. მარტში, 1993 წ. ივლის-ოქტომბერსა და 1994 წლის აპრილში გამართულ საქართველოს უზენაესი საბჭოს სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებებით ფორმირებული, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის მატარებელი ერთადერთი უმაღლესი სახელისუფლო სტრუქტურა  -  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.