Print

გაზ. № 13 (858)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2013 წლი30მარტის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წლის 30 მარტის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე მოისმინეს:

- ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: ზვიად გამსახურდიას დაბადების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, 2013 წ. 9 თებერვლიდან ლასკარის ღია სხდომებზე მიმდინარე -  „საქართველოში კანონიერი სახელისუფლებო შტოს  სამართალმემკვიდრეობის საკითხის“ განხილვის დასრულებასთან დაკავშირებით.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2013წლის 30მარტის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2013. 30 მარტის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

ზვიად გამსახურდიას დაბადების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, 2013 წ. 9 თებერვლიდან ლასკარის ღია სხდომებზე მიმდინარე -  „საქართველოში კანონიერი სახელისუფლებო შტოს  სამართალმემკვიდრეობის საკითხის“ განხილვის დასრულებასთან დაკავშირებით.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს - ზვიად გამსახურდიას დაბადების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ლასკარის მიერ შემუშავებული სამართლებრივი კონცეფცია - „საქართველოში კანონიერი სახელისუფლებო შტოს  სამართალმემკვიდრეობის საკითხისათვის“.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

დე-ფაქტოდ მოქმედ „საქართველოს კონსტიტუციაში“

2013 წ. 21-25 მარტს შეტანილი ცვლილებები

 

2012 წლის 28 დეკემბრიდან ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწევის საქართველოს პარლამენტმა საბოლოო გადაწყვეტილება 2013 წ. 21-25 მარტს მიიღო.

1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციაში“ 2013 წლის 25 მარტს განხორციელებული ცვლილების თანახმად - ბ. ივანიშვილის სამთავრობო გუნდმა კონსტიტუციური გარანტიის მიღება შეძლო, რომლის თანახმადაც - 2013 წ. 20 იანვრიდან, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე კონსტიტუციურ მოთხოვნათა დარღვევით „მომუშავე“ მ. სააკაშვილს შეეზღუდა უფლება - მოქმედი მთავრობის დათხოვნის შემდეგ მისთვის სასურველი სამთავრობო გუნდით ჩაეტარებინა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

ცვლილებები შევიდა დე-ფაქტოდ მოქმედი კონსტიტუციის - 511,დ; 73,1-დ,ს და 80,1;5  მუხლებში. განხორციელებულ ცვლილებათა არსის უკეთ აღქმისათვის პარალელურად შემოგთავაზებთ ყოფილ,  დღეს უკვე მოქმედ და 2013 წ. ოქტომბრის თვეში ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შესასვლელ ტექსტებს.

1. კონსტიტუციის მუხლი 511-ში ვკითხულობთ:

- „პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა: ...

დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში [ყოფილი ჩანაწერი];

დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე [ცვლილება: 25 მარტი, 2013 წ.];

[დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, თუ დათხოვნა არ ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე. [ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან].

როგორც ხედავთ, ცვლილების მთელი არსი დაყვანილია - ბოლო 6 თვის „კონკრეტიზაციაზე“ [„მაისიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე“], რაც ამ ცვლილების გარეშეც ნათელი გახლდათ;

2. კონსტიტუციის 73-ე მუხლთან მიმართებაში ასეთი სურათია:

„1. საქართველოს პრეზიდენტი:...

დ) იღებს მთავრობის, მთავრობის წევრისა და კანონით განსაზღვრულ სხვა თანამდებობის პირთა გადადგომას, უფლებამოსილიამთავრობას, მთავრობის წევრს დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მთავრობის ახალი წევრის დანიშვნამდე [ყოფილი ჩანაწერი];

„დ) იღებს მთავრობის, მთავრობის წევრისა და კანონით განსაზღვრულ სხვა თანამდებობის პირთა გადადგომას; მთავრობას, მთავრობის წევრს აკისრებს მოვალეობათა შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მთავრობის ახალი წევრის დანიშვნამდე;“ [ცვლილება: 25 მარტი, 2013 წ.];

დ) კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში მთავრობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე [ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან].

როგორც ვხედავთ აქ ამოღებულია სიტყვა - „უფლებამოსილია“, რამაც პრეზიდენტი ვალდებული გახადა, მხოლოდ ისე მოიქცეს როგორც ეს ჩანაწერშია განმარტებული.

რაც შეეხება ამავე მუხლის - „ს“ ქვეპუნქტთან მიმართებას:

„ს) 511 მუხლის “ა” – “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას პარლამენტის მიერ კონსტიტუციით დადგენილ ვადაში მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში უფლებამოსილია დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და თანხმობა მისცეს მას მინისტრების დანიშვნაზე. ზემოაღნიშნული გარემოებების ამოწურვიდან ერთი თვის განმავლობაში პრეზიდენტი ხელახლა წარუდგენს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად [ყოფილი ჩანაწერი];

 „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. [ცვლილება: 25 მარტი, 2013 წ.].

ეს ქვეპუნქტი ასევე გაუქმდებოდა - 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.

3. კონსტიტუციის მე-80-ე მუხლის 1 და 5 პუნქტებთან მიმართებაში ასეთი სურათია:

ა) პირველ პუნქტთან დაკავშირებით:

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღების შემდეგ მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. პრეზიდენტი იღებს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნას და მასვე შეუძლიადააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე [ყოფილი ჩანაწერი];

  1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღების შემდეგ მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. პრეზიდენტი იღებს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნას და მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე [ცვლილება: 25 მარტი, 2013 წ.];

1. ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება და საქართველოს პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე [ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან].

როგორც ხედავთ, აქაც ამ ცვლილების მთელი არსი მდგომარეობს სიტყვის - „შეუძლია“ ამოღებაში.

ბ) მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით:

5. თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე 5 დღის ვადაში, დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს [ყოფილი ჩანაწერი];

„5. თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 511 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოება. საქართველოს კონსტიტუციის 511 მუხლის“–„ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და 

რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს შესაბამისი გარემოების ამოწურვიდან 3 დღის ვადაში.“;

 ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

 „51. მთავრობის გადადგომის ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა და მისთვის ნდობის გამოცხადება ხდება ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების შესაბამისად. პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესი, იმ პირობით, რომ გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა განაგრძობს თავისი მოვალეობის შესრულებას რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე.“ [ცვლილება: 25 მარტი, 2013 წ.]

5. თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის თავდაპირველად წარდგენილი ან განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

6. თუ არ იქნება წარდგენილი პრემიერმინისტრობის კანდიდატი ან მთავრობის შემადგენლობას ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ ვადაში პარლამენტი ნდობას ვერ გამოუცხადებს, პრეზიდენტი 7 დღის ვადაში პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოაყენებს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მეხუთედის მიერ წარდგენილ კანდიდატურას. თუ პარლამენტის წევრთა სხვადასხვა შემადგენლობა 2 კანდიდატურას წარადგენს, პრეზიდენტი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოაყენებს იმ კანდიდატურას, რომელიც უფრო მეტმა პარლამენტის წევრმა წარადგინა, ხოლო წარმდგენთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში – ერთ-ერთ წარდგენილ კანდიდატურას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის წევრთა შერჩევა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით. თუ პარლამენტი ნდობას ვერ გამოუცხადებს მთავრობის შემადგენლობას, საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

8. მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში – მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება [ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან].

ამდენად, ცვლილებათა მთელი არსი დაყვანილია იქამდე, რომ - მ. სააკაშვილმა, 2013 წ. ოქტომბრის თვეში ჩასატარებელ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ვერ შეძლოს - ბ. ივანიშვილის სამთავრობო გუნდის გარეშე ჩაატაროს სავარაუდო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.


ვისაც ყური აქვს ისმინოს, ანუ - დასკვნის მაგიერ

 

ხსენებული ცვლილებების მთავარი მიზანი, როგორც ითქვა გარკვეული გარანტიის მიღება გახლავთ. ამის ფონზე, მართლაც რომ გაუგებარია, თუ რა მიზნით არ შეცვალა [შეკვეცა] მოქმედმა საპარლამენტო უმრავლესობამ დე-ფაქტოდ მოქმედი კონსტიტუციის მუხლი 73,1-გ -ით გაწერილი პრეზიდენტის შემდეგი უფლება:

„1. საქართველოს პრეზიდენტი:...

გ) უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები [მუხლი 73,1-გ].

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, ეს უფლება, ისედაც აღარ ექნება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.

ჩვენ, მხოლოდ ორი რიტორიკული კითხვის დასმის შესაძლებლობაღა გვრჩება, რომელიც ასე ჟღერს:

1. რა მიზნით არ შეცვალა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც მ. სააკაშვილს შესაძლებლობა აქვს, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით - „თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები“ - ?

 2. რა არის ერის - მორიგი არაკომპეტენტურობის მაგალითი, თუ - შესაძლო პოლიტიკური რყევების დაშვების [წახალისების] წინასწარ გამიზნული „ქმედება“ - ?

ამ კითხვებზე პასუხს, ალბათ მ/წ აპრილ-მაისში მივიღებთ. ვნახოთ...

 

 

საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული

სამართლებრივი ასპექტები

 

კონსტიტუციის ისტორიის საკითხისათვის

კაცობრიობის ცნობიერი ისტორიის ყოველი საფეხური ადამის მოდგმის უფლება-მოვალეობათა გარკვეული ერთობით ხასიათდება.

დღეისათვის, ერთ-ერთ უპირველეს სამართლებრივი ნიმუშის მაგალითად წიგნთა-წიგნ - ბიბლიაში დაცული „უფლება - მოვალეობანი“ უნდა მივიჩნიოთ. კერძოდ, სამოთხეში მყოფი ადამისა და მისი დედაკაცის უფლება-მოვალეობათა ჩამონათვალი ასეთია:

- „აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევათ ბაღში. მხოლოდ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ მოკვდებიო“ [დაბ. 2,15-17];

- ამის შემდგომად, ადამს, უზენაესი ძალისაგან, უფლება მიეცა თავად გახდეს ყველაფრის სახელმდებელი: „გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს...“ [დაბ. 2,19-20].

წარღვნის შემდგომი ადამის მოდგმის უფლება-მოვალეობათა ზოგადი ჩამონათვალი [იხ. გამ. 20,1-20; და სხვა], უკვე, ღმერთისგან ბოძებული - „ათი მცნების“ მიხედვით განისაზღვრა:

- „მისცა მოსეს უფალმა, როცა შეწყვიტა მასთან ლაპარაკი სინას მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქლები“ [გამ. 31,18];

- „პირი იბრუნა მოსემ და ჩამოვიდა მთიდან, ხელში აღთქმის ორი ფილა ეჭირა, ორსავე მხარეს ნაწერი ფიქლები. აქეთაც და იქითაც წარწერები იყო. ღვთის ნაკეთები იყო ეს ფიქლები, წარწერაც ღვთისა იყო, ფიქლებზე ამოკვეთილი... როცა კი მიუახლოვდა ბანაკს და დაინახა ხბო და როკვა, რისხვით აღინთო მოსე და ხელიდან გააგდო ფიქალები და მიამსხვრია მთის პირას“ [გამ. 32,15-16; 19];

- მოგვიანებით, კვლავ უფლის ნებით, ახალი ფიქალები ჩამოაქვს მოსეს ხალხისათვის: „უთხრა უფალმა მოსეს: ჩაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენ და ისრაელს. დარჩა იქ, უფალთან ორმოც დღეს და ორმოც ღამეს; პური არ უჭამია და წყალი არ შეუსვამს. დაწერა ფიქალებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა“ [გამ. 34,27-28].

ბიბლიაში დეტალურადაა აღწერილი - ათ მცნებაზე დაფუძნებული, ადამის მოდგმის უფლება-მოვალეობათა ფართო სპექტრი.

ბიბლიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები, პირდაპირ თუ ირიბად, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, საფუძვლად დაედო დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ქვეყნის შვილთა მთელ ისტორიულ საქმიანობას.

მოგვიანებით, ქვეყნის უმაღლეს კანონთა ერთობას - კონსტიტუცია ეწოდა.

როგორც ცნობილია - რომში, რესპუბლიკის პერიოდში ფრაზით - Rem publicam constituire, რაც ნიშნავს - საჯაროდ ვადგენ, ვაცხადებ, იწყებოდა უმაღლესი ხელისუფალი მიერ გამოცემული ზოგიერთი სამართლებრივი აქტი, ხოლო შუა საუკუნეებში იგი ეწოდა სამართლებრივ აქტებს - ფეოდალთა პრივილეგიების შესახებ. სახელმწიფოს ძირითადი კანონის მნიშვნელობით ეს სიტყვა, მხოლოდ მოგვიანებით, კერძოდ ე.წ. ბურჟუაზიული რევოლუციების პერიოდიდან დამკვიდრდა.

თავისთავად - „კონსტიტუცია [ლათ. Constitutio - დამყარება, დაწესება, წყობილება, აგებულება] სახელმწიფოს ძირითადი კანონი(ა), რომელსაც უმაღლესი იურიდიული ძალა აქვს, ასახავს ქვეყნის საზოგადოებრივ და სახელმწიფო წესწყობილებას, სახელმწიფო ორგანოთა სისტემას და კომპეტენციას, მოქალაქეთა უფლებრივ მდგომარეობას, საარჩევნო სისტემას და ა.შ...“ [იხ. ქ.ს.ე., ტ. 5, თბ. 1980 წ., გვ.645].

 კონსტიტუციის დღევანდელი შინაარსით აღქმის ისტორია მე-18 საუკუნიდან იწყება. ასეთთა რიგს მიეკუთვნება ამერიკის კონტინენტზე „მიღებული“, კერძოდ 1776 წლის ნიუ–ჰემფშირის, სამხრეთ კაროლინისა და ვირჯინიის, 1780 წლის მასაჩუსეტის შტატების კონსტიტუციები და ნიუ-იორკისა და ჯორჯიის შტატების „ძირითადი კანონები“.

თავის მხრივ - „...ფორმის მიხედვით არსებობს დაწერილი და დაუწერელი კონსტიტუციები... დაუწერელი კონსტიტუცია მოქმედებს ამჟამად დიდ ბრიტანეთსა და ახალ ზელანდიაში...“ [იხ. ქ.ს.ე., ტ. 5, თბ. 1980 წ., გვ.645].

უძველეს დაწერილ კონსტიტუციათა შორის, გარდა ზემოთქმულისა ასახელებენ - აშშ–ის (1787), ბელგიის (1831), ნორვეგიის (1814), შვეიცარიის (1874), ავსტრალიის (1900) და სხვა რამდენიმე კონსტიტუციას.

კონსტიუციის ისტორიაში მორიგი ტალღა - ბურჟუაზიულ სახელმწიფოებში XX საუკუნის 30-იან წლებში კაპიტალისტური ეკონომიკის კრიზისთან, მეორე მსოფლიო ომის შედეგებთან, სოციალისტური ბანაკის არარსებობასთან და ობიექტურ ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირდა. სწორედ ამით იქნა განპირობებული ისეთი ქვეყნების კონსტიტუციათა ხასიათი, როგორებიცაა კონსტიტუციები საფრანგეთში (1946 და 1958 წლები), იაპონიასა და იტალიაში (1947), გერმანიაში (1949), საბერძნეთში (1975), პორტუგალიაში (1976), ესპანეთში (1978) და სხვა.

კონსტიტუციურ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სოციალისტურ სახელმწიფოთა წარმოქმნისა, და შემდგომად კომუნიზმის იდეის კრახის შედეგად წარმოქმნილ სახელმწიფოთა მიერ მიღებულ კონსტიტუციებს.

სოციალისტიურ ქვეყანათა კონსტიტუციები, კლასიკური კონსტიტუციებისაგან გამოირჩეოდა მათში ხალხის სრული ძალაუფლების ფორმალური დეკლარირებით, კომუნისტური პარტიის წამყვანი როლის განმტკიცებით, სახელმწიფო ორგანიზაციაში ხელისუფლების დანაწილების არარსებობით, ცხოვრებისეულ სინამდვილესთან შეუსაბამობითა და ფიქტიურობის მაღალი ხარისხით.

კომუნიზმის იდეის კრახისა და სოციალისტური სახელმწიფოების (ჩეხოსლოვაკია, სსრკ, იუგოსლავია) დაშლის შემდგომად 20-ზე მეტი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიერ მიღებული კონსტიტუციები მართალია ე.წ. ლიბერალურ–დემოკრატიულ ფასეულობებს აღიარებს და განამტკიცებს, თუმცა, მიზეზთა გამო, მათი რეალური განხორციელება ყველგან არაა მიღწეული.

 

 [გაგრძელება იქნება]