Print

გაზ. № 16 (861)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2013 წლი20აპრილის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წლის 20 აპრილის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე მოისმინეს:

- ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გასაგზავნი ღია მიმართვის თაობაზე.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2013წლის 20 აპრილის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013. 20 აპრილის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გასაგზავნი ღია მიმართვის თაობაზე -   „საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს - საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გასაგზავნი ღია მიმართვა -   „საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

2013 წლის 20 და 22 აპრილის დღეთა ქრონიკების ორი ასპექტი

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

 

ა. „მედლის“ ერთი მხარე

ლასკარის ღია სხდომებზე, ჩვენს მიერ მომზადებული კვლევის - „საქართველოში კანონიერი სახელისუფლო შტოს სამართალმემკვიდრეობის საკითხისათვის“, 2013 წლის 9 თებერვლიდან დაწყებული, რამოდენიმე ნაწილიანი განხილვის ეტაპი - ზვიად გამსახურდიას დაბადების 74-ე წლისთავისათვის დასრულდა [იხ. 2013 წ. 30 მარტის ლასკარის გადაწყვეტილება, გაზ. №13(858), 6.04-2013 წ., გვ.1].

ზემოთქმული საკითხის მთლიანობაში ამოწურვის მიზნით, უშუალოდ - „საქართველოში კანონიერი სახელისუფლო შტოს სამართალმემკვიდრე: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი“-ს პერსონალური შემადგენლობის გამოკვეთისათვის დაწყებული კვლევის შედეგების განხილვას ლასკარის 20 აპრილის სხდომა დაეთმო [იხ. გაზ. 15(860), 20.04-2013 წ., გვ.3-8].

ხსენებული ორი თემისა და ჩვენს მიერ დეტალურად დამუშავებული - „საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები“-ს [თბ. 2012 წ.] ურთიერთმიმართებითი მხარის მთლიანობაში გააზრების შემდგომად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 1991-1992 წლების მოვლენებით, საქართველოში დარღვეული სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის აღდგენისათვის - თეორიული ბაზისის მომზადება დასრულდა.

ამის შემდგომად, დღის წესრიგში ბუნებრივად დადგა: ზემოთხსენებული პრობლემის გადაჭრის მიმართულებით - პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისათვის საჭირო ქმედითი ღონისძიებების გატარების საკითხი.

20 აპრილის დღის მეორე ნახევარში გამართული „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის სხდომაზე გამართული მსჯელობის შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე ლასკარის სპეციალური ღია მიმართვის გაგზავნის თაობაზე, რომელშიც:

1991-1992 წლების გასაყარიდან მომდინარე - სამართლიანობის აღდგენისათვის წარმართული საქმიანობის ბოლომდე მიყვანის მიზნით, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს ვთავაზობთ, მიიღოს გადაწყვეტილება - „საქართვლელოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით.

ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ლასკარის მიერ - 2013 წ. 20 აპრილს მიღებული ეს გადაწყვეტილება, ერთგვარი ათვლის წერტილია იმ საქმიანობისა, რასაც - საქართველოში დარღვეული სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის პრაქტიკული აღდგენა-დამკვიდრება უნდა მოჰყვეს.

შაბათს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მომზადებული ლასკარის „ღია მიმართვის“ ტექსტი, მთავრობის კანცელარიას - მესამე დღეს, ანუ 2013 წ. 22 აპრილის ორშაბათ დღეს ჩაბარდა [რეგ. №14326, იხ. ტექსტი].

 

ბ. „მედლის“ მეორე მხარე

2013 წ. 19 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია - „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ [„ერ-სა-უფლე“] თავმჯდომარის მიხეილ ანდღულაძის ინიციატივით გამართულ სატელეფონო საუბრისას მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2013 წ. 20 აპრილის 18.00 სთ-ზე, მათ შტაბ-ბინას [პეკინის ქ. №34], კოალიცია „ერთსულოვნების“ დანიშნულ სხდომაში მონაწილეობის მიზნით ვესტუმრე.

ბ-მა მიხეილმა სხდომის მონაწილეებს გაგვაცნო მისი ინიციატივა, რომელიც - სამაჩაბლოდან დევნილებისათვის, სააღდგომოდ, წინაპართა საფლავების მონახულებისათვის სამდღიანი დროითი მონაკვეთის გამოყოფის მიზნის რეალიზებისათვის, საჭირო ჩასატარებელ ღონისძიებათა გარკვეულ პაკეტს მოიცავდა.

კოალიცია „ერთსულოვნების“ სხდომის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს წინადადებას, რომ - 22 აპრილს, სამაჩაბლოდან დევნილთა კომპაქტურად დასახლება წეროვანში, „ერ-სა-უფლე“-ს მიერ წინასწარ უკვე დაგეგმილი შეხვედრა, კოალიცია „ერთსულოვნების“ სახელით ჩატარებულიყო.

კოალიციის წევრებს, ბ-ნებს: ომარ მხეიძესა და ფერდინანდ ლორთქიფანიძეს [„ქართულ-ოსური მისიის“ თანათავმჯდომარე] ეთხოვათ, 20 აპრილის საღამოსვე, საქართველოს საპატრიარქოში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან დაგეგმილ შეხვედრაზე, აღნიშნული საკითხის პატრიარქთან შეთანხმება.

22 აპრილს, პატრიარქის კურთხევა მიღებული, კოალიცია „ერთულოვნების“ სახელით წეროვანში ჩასული დელეგაციისა და დევნილთა ორასკაციანი წარმომადგენლობითი ჯგუფის შეხვედრა - 14.00 სთ-ზე დაიწყო.

წეროვანის სპორტულ კომპლექსში გამართული ორსაათიანი დისკუსიის ბოლოს, დევნილთა მხრიდან გამოიყო სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოალიცია „ერთსულოვნების“ ინიციატივით დაწყებული საქმიანობის პრაქტიკულად განხორციელებაში, მათი სახელით მიიღებდა მონაწილეობას.

 

გ. განვლილ დღეთა ბიბლიური ანარეკლი

2012 წელს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მომხდარი უდიდესი ცვლილებებისა და თავად ამ წლის თაობაზე, ეზოთერული კუთხით გამოკვეთილი მინიშნებების შესახებ - არაერთხელ გვისაუბრია. კერძოდ, ბოლო ჟამის მიმდინარეობისას - 2012 წელი მნიშვნელოვანია, რამეთუ იგი არის:

- იოანე-ზოსიმეს „ქებაი...“-ში დაფიქსირებული „ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“-ს არსის მატარებელი (1918 + 94 = 2012) [იხ. გაზ. №23(816), 26.05-2012 წ.];

- ბიბლიური „ორნი დასასრულამდე დარჩებიან“-ის ათვლის წელი და ა.შ.

შესაბამისად, 2013 წელი, 2012-დან ათვლით მე-2 წელია... თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბიბლიური ახალი წლის მარტის თვიდან ათვლით, აპრილი: მე-2 თვეა, მაშინ, ზემოთქმულის მთლიანობაში გააზრების შემდეგ, ვგონებთ ძნელი აღსაქმელი აღარ უნდა იყოს - ხსენებული 20 და 22 აპრილს მომხდარის თაობაზე, ბიბლიაში დაცული კოდირებული მინიშნების მთავარი არსი.

ამიტომ, მოდით ვნახოთ თუ როგორი მინიშნებაა ბიბლიაში ყოველივე იმის შესახე, რასაც:

ერთის მხრივ - 2012 წლიდან ათვლით მე-2, ანუ 2013 წლის ხოლო მარტის თვიდან ათვლით მე-2, ანუ აპრილის 20 და 22 რიცხვებში; და

მეორეს მხრივ - ბ. ივანიშვილისადმი განკუთვნილი მიმართვისა, თუ „სამი დღის“ და წეროვანის კავშირი ჰქვია:

„მეორე წლის მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს (2013 წ. 20 აპრილი) ასცილდა ღრუბელი მოწმობის სავანეს“ [რიცხვ. 10,11]; და

„იარე უფლის მთიდან [კოდია] სამი დღის (20-21-22) სავალზე და უფლის აღთქმის კიდობანი მათ წინ მიდიოდა [კოდია] სამი დღის სავალზე [2013 წ. 22 აპრილი], რათა ეჩვენებინა მათთვის დასავანებელი ადგილი“ [რიცხვ. 10,33].

თხრობის დასასრულს დავსძენთ, რომ ხსენებული - „სავანე“ [რიცხვ. 10,11], და - „დასავანებელი“ [რიცხვ. 10,33], კოდირებულად: „ი-ვანი- შვილსა“ და „წერო-ვანი“-ს არსობრივ კავშირზე უნდა გვანიშნებდეს.    

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს სენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

 ღია მიმართვა:

ბატონო ბიძინა!

საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატულმა ხალხის ნებამ - თქვენ, და თქვენს პოლიტიკურ გუნდს, შესაძლებლობა [და ამავე დროს ერთგვარი ვალდებულაც] მოგცათ - მორიგ ახალ ეტაპზე აგეყვანათ, გასული საუკუნის 80-90 წლების გასაყარზე სამართლიანობის აღდგენის მიზნით  დაწყებული საქმიანობა.

ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქართველი ხალხი, თავისი გამორჩეული შვილების წინამძღოლობითა და გვერდში დგომით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, მეტ-ნაკლები წარმატებით, განუწყვეტლივ აწარმოებდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა-დამკვიდრებისაკენ მიმართულ თავგანწირულ ბრძოლას.

საქართველოს უახლოეს ისტორიაში, 1988 წლის ბოლოდან ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად აზვირთებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას - კონკრეტული შედეგი მოჰყვა:

ქართველი ხალხის ნდობის მანდატით აღჭურვილმა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთპიროვნულმა ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ, თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, თავდაპირველად შექმნა ისეთი პირობები, რამაც შესაძლებელი გახადა შესაბამისი პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება მისცემოდა - რუსეთის იმპერიის სახეცვლილ საბჭოთა კავშირში იძულებით მყოფი ჩვენი ქვეყნის 70 წლიანი ისტორიის მონაკვეთს;

სათანადო წინაპირობათა შესრულების შემდგომად, 1991 წ. 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებისა და აქედან მომდინარე სამართლებრივი ბაზის საფუძველზე, 1991 წ. 9 აპრილს მიღებულმა - „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტმა“, დე-იურე საფუძველი შეუქმნა, მოგვიანებით მიღწეულ საქართველოს დე-ფაქტო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

ქვეყნის აღმშენებლობისაკენ მიმართული სწორი გზასავალი 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ - ძირფესვიანად შეცვალა:

ანტიკონსტიტუციური გზით ქვეყნის სათავეში მოსულმა, ერთის მხრივ: იოსელიანი-კიტოვანი-სიგუას, ხოლო მეორეს მხრივ, მათი სამართალმემკვიდრე, ჯერ - ედ. შევარდნაძის, ხოლო შემდგომად - მ. სააკაშვილის მიერ დამყარებულმა, დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა რეჟიმმა, უმძიმესი შედეგი მოიტანა...

 

ბატონო ბიძინა!

თქვენი ძალისხმევით შექმნილი - 2012 წ. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომი მდგომარეობა, უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, თავის ლოგიკურ დასასრულამდე იქნეს მიყვანილი - 1992 წლიდან სამართლიანობის აღდგენისათვის დაწყებული ბრძოლა.

საქართველოს უახლესი ისტორიის ბოლო 20 წლიანი ტრაგიკული მონაკვეთი - უამრავ კითხვაზე ითხოვს პასუხის გაცემას... მათ შორის ერთ-ერთ უმთავრესად გვესახება ის საკითხიც, რამაც წინამდებარე ღია მიმართვის შინაარსი განაპირობა.

 

ბატონო ბიძინა!

განსახილველად გთავაზობთ წინადადებას, რათა, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შეიქმნას - „საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისია“, რომელსაც პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი ჩაუდგება სათავეში.

აღნიშნული კომისიის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წინადადებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობას მისცემს გამოკვეთოს აქცენტები ეროვნული თანხმობის მიღწევისათვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა:

- საქართველოში 1991-1992 წლების გასაყარიდან განვითარებული მოვლენების შეფასება;

- საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები...

ყოველივე ზემოთქმული საფუძვლად დაედება ისეთი სამართლებრივი წინაპირობების მომზადებას, რაც შესაძლებელს გახდის - თვისობრივად ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, ქვეყნის სათავეში მოვიდეს, არა - ანტიკონსტიტუციური გზით ძალაუფლების მომპოვებელი ხელისუფალის უბრალო გამგრძელებელი, არამედ - 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად დარღვეული კანონიერი სახელისუფლო შტოს სამართალმემკვიდრე ლეგიტიმაციის მატარებელი ძალა.

 

ბატონო ბიძინა!

თქვენი თანხმობის შემთხვევაში ფორმირებულმა: პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩევლის ხელმძღვანელობით მოქმედმა - „საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელმა კომისიამ“, უნდა მოგიმზადოთ წინადადებათა პაკეტი

- საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი აღსრულებიდან 20 [2013 წ. 31 დეკემბერი] და დაბადებიდან 75-ე [2014 წ. 31 მარტი] წლისთავთან დაკავშირებით ჩასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში

[ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში მისი სათანადო როლის გამოკვეთა; პოლიტიკური განცხადებების, მიმართვების, გამოსვლების, ინტერვიუების მოძიება-მოპოვება, მათი სისტემატიზაცია და გამოცემა; საიუბილეო კულტურული ღონისძიებების სათანადო დაგეგმვა და ა.შ.].

 

ბატონო ბიძინა!

გამოვხატავთ რა საქართველოს უახლეს ისტორიაში თქვენს მიერ გაწეული ღვაწლისადმი ჩვენს უდიდეს პატივისცემას, იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენთვის ჩვეული გულისხმიერებით მოეკიდებით ზემოთაღნიშნული საკითხის სათანადო გადაჭრის საქმეს.

ჩვენის მხრივ მზად ვართ, თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს გამართულ შეხვედაში მონაწილეობისათვის, რათა უშუალო საუბარში დაზუსტდეს ყველა ის საკითხი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ შეიმუშაოთ, ქვეყნის წინაშე მდგარი, აგერ უკვე 20 წლის მანძილზე გადაუჭრელი პრობლემის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო საბოლოო პოზიცია.    

 ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

თბილისი,  2012 წლის 22 აპრილი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

გამოანათებს სხივი რწმენისა!?

უფალი იმდენად ჩაახედებს ადამიანს თავის საიდუმლოებებში, რამდენადაც მას საჭიროდ მიაჩნია...

მე კიდევ ერთხელ განვმეორდები - ეშმაკის კლანჭებიდან დასახსნელო ერო:

თავის დროზე ნოეს შეგონებებიც არ ირწმუნა ხალხმა, მაგრამ უფლის დანაპირები ასრულდა...

 მაშ გავფრთხილდეთ - „ნოეს დღეების“ ათვლა დიდიხანია დაიწყო... ვირწმუნოთ - ჩვენს თვალწინ მიმდინარე ღვთის მისიონერული გზა საქართველოში, რამეთუ იგი -გადარჩენის გზაა.

მე მჯერა, რომ გამოანათებს ერის გონებაში რწმენის სხივი, სხივი სინათლისა და აღსრულდება საქართველოს სულიერი მისია...

დინა [დიანა] ჯიქია

 

 

საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული

სამართლებრივი ასპექტები

 

საქართველოს მეხუთე კონსტიტუციის

სამართლებრივი ისტორია

1978 წ. 15 აპრილს მიღებულმა საბჭოთა საქართველოს მეოთხე, ხოლო ზოგადად საქართველოს - მეხუთე კონსტიტუციამ მოგვიანებით, კერძოდ 1984 წ. 7 იანვრის, 1986 წ. 5 ივლისის, 1989 წ. 18 ნოემბრის, 1990 წ. 20 მარტის და 18 აგვისტოს მიღებული საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილებებით ცვლილებები განიცადა.

სწორედ ამდაგვარი კონსტიტუციის მოქმედების პირობებში, 1990 წ. 28 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მრავალპარტიული არჩევნები, რომელსაც თავისი წინაპირობები უძღოდა.

მეოცე საუკუნის 80-90 -იანი წლების გასაყარზე გაძლიერებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების მიერ ხალხის ნებაზე დაფუძნებულ ძალისხმევას, პირველი რეალური შედეგიც მალე მოჰყვა.

„... 1990 წლის დასაწყისისათვის ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ თითქმის უკვე შეძლო მთელი ერის გამოფხიზლება და მისი თავისუფლების აღდეგნის სულისკვეთებით გაჟღენთვა...

ბატონ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მოქმედი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ძალების ერთ-ერთი პირველი გამარჯვება იყო 1990 წლის 9 მარტს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელმაც შექმნა - მსოფლიო პრეცენდენტი, როდესაც - მმართველი რეჟიმი, თავისივე არსებული კანონების დაცვით, თავის თავს ფაქტობრივად უკანონოდ აცხადებს:

დადგენილება

საქართველოს სახელმწიფოს

სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ

 

„...საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო:

ადასტურებს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს კომისიის დასკვნას და აღიარებს, რომ 1921 წელს თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება, სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით _ ფაქტობრივ ანექსიას;

გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს და ესწრაფვის საქართველოსთვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებასა და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღიარებული საქართველოს უფლებების აღდგენას.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად:

1924 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხურ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის;

1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულებას ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა ფედერალური კავშირის შექმნის შესახებ“.

 

კიდევ ვიმეორებთ _ ეს იყო ქართველი ხალხისა და მისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველი, მსოფლიო პრეცენდენტის არმქონე გამარჯვება.

ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საგანგებო კონფერენციის (1990 წლის 13-16 მარტი) დადგენილებაში ჩაიწერება:

„პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას ეროვნული ფორუმი, რომელიც იქნება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კოორდინირებული ხელმძღვანელობის ცენტრი, რომელიც მოიწვევს საყოველთაო ეროვნულ ყრილობას და გარდამავალი კოალიციური ოპოზიციური ხელისუფლების საყოველთაო დემოკრატიულ არჩევნებს“.

ბატონი ზვიად გამსახურდია დარწმუნდა რა იმაში, რომ ოფიციოზის მიერ მართული კორუმპირებული მაფია, ეროვნული მოძრაობის განადგურების მიზნით, ცდილობდა ფორუმში შეღწევას, რაც - „საბოლოოდ მიზნად ისახავდა საქართველოში სამოქალაქო ომის პროვოცირებას და საგანგებო მდგომარეობის შემოღებას“, გადაწყდა: გადამჭრელი ზომების მიღებისათვის, მიეღწიათ ეროვნული მოძრაობის მთელი შინაგანი პოტენციალის მობილიზებისათვის. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროდ ჩათვალეს გამიჯნოდნენ - „გარდამავალი კოალიციური ოპოზიციური“ ხელისუფლების ფორმირების ყოველგვარ მცდელობას.

 

 [გაგრძელება იქნება]