Print

გაზ. № 17 (862)

ბოლო ჟამში გასავლელი კიდევ ერთი მიჯნა,

ანუ კოდი „მეცნიერთა“-ს თაობაზე

„მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა და თქუა:

აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო,

 რამეთუ დაჰფარე ესე

ბრძენთაგან და მეცნიერთა

და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა..

[ლუკა 10,21]

ბოლო ჟამის დროთა მდინარება სწორედ იმითაა გამორჩეული და ერთგვარად ნიშანდებული, რომ  ამ დროში, მისტერიული კუთხით, ხდება უკვე ნაწინასწარმეტყველებ მინიშნებათა აცხადება. ერთია მხოლოდ, ბოლო ჟამში, წმიდა წერილისეულ თხრობაში არსებული მინიშნებების მკაცრად გადმოცემული რიგითობის დაცვა აღარ ხდება, და - როდის რომელი ნიშანი უნდა აცხადდეს ეს არავინ არ იცის. წინამდებარე წერილში, სწორედ ერთ-ერთი ასეთი აცხადებული მინიშნების თაობაზე გვექნება საუბარი, რომელიც 2013 წ. 22 - 30 აპრილისეულ მონაკვეთში მიმდინარეობდა.

2013 წლის 22 აპრილს, კოდირებული „დასავანებელი ადგილის“ მისტერიულად ასრულების დღეს [იხ. გაზეთის წინა ნომერში დაბეჭდილი მასალა - „2013 წ. 20 და 22 აპრილის დღეთა ქრონიკების ორი ასპექტი“], „ფეისბუქის“ გვერდზე ე.წ. „მეგობრობის“ შემოთავაზება მომივიდა, რომელიც ქუთაისის . წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიის კვლევის სამეცნიერო საზოგადოება - „მეცნიერება უკეთესი მომავლისათვის"  ხელმძღვანელს  ბატონ ზაალ ლომსიანიძეს ეკუთვნოდა.

მისი ორგანიზაციის დასახელებისა და შემდგომად ბ-ონ ზაალთან წარმართული საუბრებიდან გამომდინარე აშკარა გახდა, რომ ჩვენს თვალწინ მორიგი ბიბლიური მინიშნებითი ეტაპი მიდიოდა, რომლის თაობაზეც სახარება ასე გვკარნახობს - მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა“ [მათე 11,25;  იხ. აგრეთვე - ლუკა 10,21].

მეცნიერება უკეთესი მომავლისათვის", ანუ სახარებისეულ - „ბრძენთა და მეცნიერთა“ წარმომადგენელთან სოციალურ ქსელში გამართული საუბრის გაცნობამდე, მოციქულის სიტყვები გავიხსენოთ - „ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმანიც, ხოლო ღმერთის ნებისმყოფელი წარუვალია უკუნისამდე“ [იოანე 2,17].

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

2013 წ. აპრილის თვეში "ფეისბუქის" გვერდებზე გამართული პოლემიკა

 ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ბიბლიის კვლევის სამეცნიერო საზოგადოება

„მეცნიერება უკეთესი მომავლისათვის"

ხელმძღვანელ  ბატონ ზაალ ლომსიანიძესთან

 

- „შორიდან გიცნობთ ბატონო გელა, ქუთაისში ბელა კუპრაშვილი ხომ იცით? თქვენ შრომებსაც ასე თუ ისე ვიცნობთ, რაზეც ხელი მიგვიწვვდება“


- დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის...


- „თუ გაეცანით ჩვენი ჯგუფის ნაშრომებს? მაგალითად ერთ-ერთი "ვენახი"


- „ძალიან საინტერესოა. 69 - კირჩხიბია. 6-ანის 9-ში გადასვლის არსის მატარებელი; 70 კი "უფალო"- ამბობს. ძველ აღთქმაში 51 წიგნია, ხოლო 51- კი:
[10+[5]+[20]+[16]=51... ახალ აღთქმაში 27 წიგნია, რაც გვანიშნებს - "შინ"-ზე... ე.. 51 და 27 ამბობს - იესოს შინ ყოფნას“


- „იესო შინ, მაგრამ ბიბლია 78 წიგნად ითვლება?“


- „დიახ, მართლმადიდებლური ბიბლია - 78 წიგნისაგან შედგება...“


- „ეგ რაც დღეს არის ასე მიღებული, ბიბლია რომ თვითონ ახსენებს 70 წიგნს? გარდა ამისა მოსეს 70 ხუცესი, 70 პალმის ხე, ყველაფერს თავი რომ დავანებოთვენაჴი" (70) რომელზედაც იესო (სიტყვა ანუ წმიდა წერილი) ამბობს "მე ვარო"? 204 დაწერილი წიგნიდანშენახული 70 წიგნი" რომელი უნდა იყოს?“


- „ბატონო ზაალ! ბიბლიური თემატიკა, ჩვენის აზრით, როგორც მინიმუმ - ორ შრეშია განსახილველი: 1. ესაა ის დიდი სიბრძნე რაც მასში დაცულ ტექსტებშია გადმოცემული; და 2. ესაა დაფარული - ეზოთერული, იგივე კოდირებული თხრობა იმისა რაც ბოლო ჟამს მომხდარი მოვლენების კვალობაზე უნდა გაიხსნას..“


- „იდეით პოლიტიკურ ასპექტში გეთანხმებით 100%-ით, ასევედაცული ტექსტების სიბრძნის" თაობაზე, მაგრამ.... აქ ერთი დიდი მაგრამ:

1. მსოფლიოს 430-ზე მეტი ბიბლია აქვს, აქედან სწორი რამდენი შეიძლება იყოს? (არა და სიმართლე ერთია).

2. საქართველოში გამოცემული ბიბლიებიდან რომელია სწორი? მითუმეტეს სხვაზე არ ვამბობ, საპატრიარქოს გამოცემები: ერთში წერია იესო, მეორეში იგივე ადგილზე იესუ. სიმართლე ერთია, ორივე სწორი არ შეიძლება იყოს ( ერთი არის 51, მეორე 57). ამდაგვარი შეცდომებით სავსეა "დაცული ტექსტების სიბრძნე".

დიდი სიამოვნებით შემოვიდოდი თქვენთან პოლემიკაში, იმიტომ რომ სხვასთან შედარებით რეალისტი ბრძანდებით, მაგრამ გთხოვ არ გეწყინოს. წინა კითხვები შემთხვევით არ დამისვამს. "ვან"-ის საჩვენებლად მოყვანილი ციტატა არასწორი წყაროდან არის მოყვანილი (რიცხ. 10-11-ში სიტყვა "სავანე" საერთოდ არ ფიგურირებს), მის ნაცვლად არის სიტყვა "კარვი-სა" რომელსაც ვერც წეროვანს და ვერც ივანიშვილს ვერ დავუკავშირებთ. შევნიშნე უფრო დიდი ცდომილებაც: იოანე ზოსიმე საერთოდ რომ არ დაბადებულიყო და ქებაი საერთოდ არ დაწერილიყო, წმიდა წერილიდან რომელი რიცხვი გამოჩნდებოდა?  რა თქმა უნდა 104 (თუ ჩვენ შევხვდებით ამ ციფრს დეტალურად დაგისაბუთებთ) წმიდა წერილს არა აქვს 94, და 1918-ზე 94-ის დამატება ცდომილებას იწვევს.

თქენს მიერ მითითებულ მისამართებზე წაკითხულიდან კიდევ ჩანს უზუსტობები, მაგრამ ჯერ ერთმანეთს არ ვიცნობთ და არ მინდა უხეში გამოვჩნდე. ძალიან თხოვთ: გვერდზე " მეცნიერება უკეთესი მომავლისათვის" (აკრიბეთ საძიებო ველში) არის თემა "სიტყვის ჯვარცმის საიდუმლო" 1 და 2 ნაწილი, წაიკითხეთ და თუ იქ თქვენ უზუსტობებს აღმომიჩენთ, მე ნაცვლად წყენისა მადლობას გეტყვი. ამ საქმეს სჭირდება ჯანსაღი კამათი და ანალიზი. დიდი ბოდიშის მოხდით ზაალი.

 

„ფეისბუქის“მკითხველთა საყურადღებოდ!

ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მასალის [„ვისაც ყური აქვს ისმინოს! ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები“] თაობაზე, ერთ-ერთი მკითხველის მხრიდან გარკვეული მოსაზრებების გამოთქმა მოჰყვა.

ვუშვებთ რა, რომ ხსენებულ მასალასთან დაკავშირებით ამდაგვარი ან მსგავსი კითხვების გაჩენის ალბათობას, გადავწყვიტეთ მათდა საპასუხოდ გაკეთებული კომენტარის გამოქვეყნება

კომენტარი 1. კითხვა:  „1. მსოფლიოს 430-ზე მეტი ბიბლია აქვს, აქედან სწორი რამდენი შეიძლება იყოს? (არა და სიმართლე ერთია)“...

ბიბლია არის ერთი და არა 430-ზე მეტი... ეს ერთი ბიბლია შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან... ახალ აღთქმაში ყველა ქრისტიანულ მიმდინარეობაში 27 წიგნია;

ძველ აღთქმაში სხვადასხვა მიმდინარეობებში არის წიგნთა განსხვავებული რაოდენობა, ასე მაგ.: - მართლმადიდებლური სამყარო აღიარებს 51 წიგნს [აქედან 39 კანონიკური და 12 არაკანონიკური წიგნია];  - კათოლიკურში არის 49 წიგნი; - პროტესტანტულში არის 39 წიგნი;   - ებრაული ბიბლია [ახალი აღთქმის გარეშეა და] შედგება 24 წიგნისაგან, რომელიც შეესაბამება პროტესტანტული ძველი აღთქმის 39 წიგნს].

კომენტარი 2. კითხვა: „2. საქართველოში გამოცემული ბიბლიებიდან რომელია სწორი? მითუმეტეს სხვაზე არ ვამბობ, საპატრიარქოს გამოცემები: ერთში წერია იესო, მეორეში იგივე ადგილზე იესუ. სიმართლე ერთია, ორივე სწორი არ შეიძლება იყოს ( ერთი არის 51, მეორე 57)....“

) საქართველოს საპატრიარქოს მიერ 1989 წელს თანამედროვე ქართულზენათარგმნიბიბლია, ისეთივეა, როგორსაც მართლმადიდებლური სამყარო აღიარებს... მე-20 საუკუნის 80-იან წლებში მეცნიერულად დამუშავდა და გამოიცა ქართული ხელნაწერების [მცხეთური და სხვა...] მიხედვით მომზადებული ბიბლიის სრული კრებულის რამოდენიმე წიგნი [მხოლოდ ახალი აღთქმაა არაა სრულად დაბეჭდილი]...

) მე18 საუკუნემდე ქართულ ხელნაწერებში ყველგან გამოიყენება - „იესუ“, ანდაამენ“... მხოლოდ ანტონ მეორის მიერ გატარებულირეფორმისშემდგომ ხელნაწერებში გვხვდება - „იესო“, „ამინ“... ეზოთერული კუთხით ეს ორივე ფორმასწორიამათთვის, ვისაც ყური სასმენლად აქვს...

კომენტარი 3. კითხვა: "ვან"-ის საჩვენებლად მოყვანილი ციტატა არასწორი წყაროდან არის მოყვანილი, (რიცხ 10-11-ში სიტყვა "სავანე" საერთოდ არ ფიგურირებს) მის ნაცვლად არის სიტყვა "კარვი-სა" რომელსაც ვერც წეროვანს და ვერც ივანიშვილს ვერ დავუკავშირებთ....“

ციტატა: „მეორე წლის მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს ასცილდა ღრუბელი მოწმობის სავანეს“ [რიცხვ. 10,11] - შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საპატრიარქოს მიერ 1989 წლის ბიბლიის გამოცემის 135- გვერდზე.

ძველქართულ ხელნაწერში მოყვანილია ასე: „11. და იყო, წელსა მას მეორესა და თთუესა მეორესა, ოცსა თთჳსასა, აღიმაღლა ღრუბელმან კარვისა მისგან წამებისა“... .. „კარვისა მისგან წამებისათანამედროვე თარგმანში მოცემულიამოწმობის სავანესსახით...

სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით: 1. „ვანი ... სადგომი ნ. დაივანა, სავანე... [.1, გვ.253]. 2. „დაივანა - დაისადგომა“ [. 1, გვ. 190], 3. „სავანე დასასადგურებელი“ [. 2, გვ.26].

ებრაელები ამ  „მოწმობის კარავში“, ანუ სადგომში, იგივე სავანეში, ინახავდნენ მოსეს მიერ მთიდან ჩამოტანილ ორი ფიქალის დაფას, რომლებზეც ათი მცნება იყო დატანილი [და არა მარტო მათ]. აი, როდესაც ამ - კარავს, ანუ - დასავანებელ ადგილს, იგივე - „მოწმობის სავანესასცილდებოდა ღრუბელი ებრაელთა სვლა სწორედ ამის შემდგომად გრძელდებოდა...

კომენტარი 4. კითხვა:შევნიშნე უფრო დიდი ცდომილებაც: იოანე ზოსიმე საერთოდ რომ არ დაბადებულიყო და ქებაი საერთოდ არ დაწერილიყო, წმიდა წერილიდან რომელი რიცხვი გამოჩნდებოდა?.. რა თქმა უნდა 104 (თუ ჩვენ შევხვდებით ამ ციფრს დეტალურად დაგისაბუთებთ) წმიდა წერილს არა აქვს 94, და 1918-ზე 94-ის დამატება ცდომილებას იწვევს....“

ბატონო ზაალ! არა მგონია ღირდეს იმაზე ხუმრობა, თუ რა მოხდებოდა მაშინ - „იოანე ზოსიმე საერთოდ რომ არ დაბადებულიყო და ქებაი საერთოდ არ დაწერილიყო“...

ქებაის...დღეისათვის არსებულ ოთხივე ხელნაწერში დაქარაგმებული ფორმით ფიგურირებს - „ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“... პავლე ინგოროყვამ შეცდომით ეს ქარაგმა გაშიფრა როგორცოთხმოცდაათი და თოთხმეტიდა ჯამი დაწერა: 90+14=104...

კომენტარი 5. კითხვა-მოსაზრება-ვარაუდი:თქვენს მიერ მითითებულ მისამართებზე წაკითხულიდან კიდევ ჩანს უზუსტობები, მაგრამ ჯერ ერთმანეთს არ ვიცნობთ და არ მინდა უხეში გამოვჩნდე....“

1. ვისამე ნაწერში არსებულიუზუსტობები“- გამოვლენა, არ შეიძლება მისგამომავლინებელსუხეშ პირად წარმოაჩენდეს; 2. ვისამე ნაწერში გადმოცემული შეხედულების, მავანის მიერ - არასწორად, ანდა - საერთოდ ვერ გაგება, ეს წამკითხველის პრობლემაა, და აქსიუხეშეგამოსავალი ვერ იქნება [უფრო პირიქით]...

დასკვნის მაგიერ: თუ თქვენს მიერ აღნიშნული - „წაკითხულიდან კიდევ ჩანს უზუსტობები“, იმდაგვარივე ხასიათისაა როგორც ზემოთგამოვლენილი“, მაშინ ვფიქრობთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება - არ ჩამოთვალოთ ისინი - მართებულია...

 

ზაალ ლომსიანიძე

მომწონს თქვენი პოზიცია, ნაცვლად გაღიზიანებისა პოლემიკა. ამ თემას დიდი გააზრება სჭირდება.

1. დაფიქსირდა 430 გამოცემა ერთი წიგნისა, ესე იგი ერთნაირი წიგნები უნდა იყოს მაგრამ სამწუხაროდ არ არის... უნდა დადგინდეს ორიგინალთან ახლოს მდგომი რომელია

2. საერთოდ მაინტერესებს რომელი დამწერლობის შემოქმედებაა წმიდა წერილი, როგორ ფიქრობთ? (რაც მიღებულია ვიცი და არც არის სწორი)

3. 1989 . საპატრიარქოს გამოცემა ბიბლია სიმახინჯეა (შეცდომათა ენციკლოპედიაა) ასეთ წიგნზეა ნათქვამი: „გამოეძიებდით წიგნთა და ჰგონებთ მასშია ცხორება"... მე თქვენს გვერდზე ვიყავი, თქვენ 1989 . ბიბლიას ეყრდნობით. მე ამ წიგნს მომაკვდინებელი ცოდვების წიგნს ვუწოდებ, ამ წიგნის ციტატები სარწმუნო წყარო არ არის. უფრო სარწმუნო წყაროა მეცნიერებათა აკადემიის, ისტორიის წყაროების კომისიისა და . კეკელიძის ინსტიტუტის ერთობლივი ნამუშევარიმცხეთური ხელნაწერები" (რატომ? ამაზე შეხვედრაა საჭირო)

ჩვენ თუ ვერ შევთანხმდით ეტალონზე, სარწმუნო წყარო რომელია, მაშინ დისკუსიას აზრი არ ექნება, მასე იეღოველებსაც ბიბლია უჭირავთ ხელში და ამბობენ ნახე აქ რა წერიაო! მეცნიერულ კვლევაში მთავარია წყარო, მერე ანალიზი!

მეცნიერება ანალიზის უნარზეა დაფუძნებული. დღეს როცა მეცნიერება და მოძღვრება ვერ მიმხვდარა რომელმა დამწერლობამ მოავლინა წმიდა წერილი, რომელი ბიბლიაა სწორი, არ იციანსამებით" სიტყვის მოწყობის მექანიზმი, არ ესმით სიტყვის ჯვარცმის კანონი, არ ესმით ძის სახელით როგორ უნდა ჰკითხონ მამას, როგორ უნდა მიიღონ სულიწმიდით მამისაგან სათქმელი და . . მრავალი, არ ცოდნით გმობენ ღმერთს. ელემენტარულს ვერ მიმხვდარან: იესო ნაზარეველი ეს წმიდა წერილია, ხოლო მისი ერთადრთი მეგობარი ლაზარე- ქართული ენაა. ხომ გესმით წმიდა წერილი მხოლოდ ქართულ ენასთან მეგობრობს. როგორ შეიძლება თქვათ, ვეთანხმები არსებულს მოწოდებულს საპატრიარქოდან. ისინი ხომ გვიმტკიცებენ ქართულს წმიდა წერილი არ დაუწერიაო, მაგრამ განკითხვა ქართულ ენაზე იქნებაო? რატომ? სადაა ანალიზის უნარი? მათი გამოცემული ბიბლია კი ანალიზის უნარს საერთოდ გვიკარგავს...

დარწმუნებული ვარ თქვენ არ იცითწინაწარმეტყუელი" რატომ იწერება "" ასონოშნის გარეშე? როცა სულიწმიდით გასწორებულ ამ სიტყვას ანაცვალებთ ასეთ სიტყვასწინასწარმეტყველი", მაშინ მე გამიჭირდება თქვენი ანალიზის სისწორის დაჯერება.

უამრავი მითითებაა ბიბლიაში სიტყვის მოვლინების მექანიზმზე და მაინც 1989 . ბიბლია? სამწუხაროა რა ფუჭად დაგიკარავთ შრომის 17 წელი. თუ მე ჩემს ნათქვამს დაგისაბუთებთ, იმედია ჩემზე განაწყენებული არ დარჩებით.

სიმართლის სადიდებლად ღმერთმა ხელი მოგვიმართოს თქვენც და მეც.

 

ბატონო ზაალ!

თავიდანვე მინდა ავღნიშნო რომ  - კამათი, რომელიც ჭეშმარიტებაში გარკვევას ისახავს მიზნად, ყოველგვარ გაღიზიანებას გამორიცხავს, რამეთუ ამ დროს მთავარი უნდა იყოს არა -ის, თუ - ვინ ამბობს, არამედ -ის, თუ - რას ამბობს.

შევეცდები ჩემი შეხედულება გაგაცნოთ:

კომენტარი 1. კითხვა: „1. დაფიქსირდა 430 გამოცემა ერთი წიგნისა, ესე იგი ერთნაირი წიგნები უნდა იყოს მაგრამ სამწუხაროდ არ არის... უნდა დადგინდეს ორიგინალთან ახლოს მდგომი რომელია

სიმართლე გითხრათ რომელ 430 გამოცემაზეა მითითება გაუგებარია. რაც შეეხებაორიგინალთანახლოს მდგომიწიგნისდადგენას... ეს საკითხი დღეისათვის ასეა გადაჭრილი:

ძველი აღთქმის ის წიგნები, რომელთა ებრაული დედანი არსებობს, მიჩნეულია კანონიკურად [მართლმადიდებლურ ბიბლიაში ასეთი - 39 წიგნია], ხოლო ასეთთა არ არსებობის შემთხვევაში ისინი - არაკანონიკურად მიიჩნევა [მართლმადიდებლურ ბიბლიაში ასეთი 12 წიგნია].

კომენტარი 2. კითხვა:საერთოდ მაინტერესებს რომელი დამწერლობის შემოქმედებაა წმიდა წერილი, როგორ ფიქრობთ? (რაც მიღებულია ვიცი და არც არის სწორი)“.

რაც მიღებულია [და დადგენილი] - მე ამ შეხედულებას ვიზიარებ... შესაბამისად - ამ თემაზე კამათში ჩაბმა [გაგრძელება] ჩემის მხრიდან აღარ მიმაჩნია მართებულად... თქვენ როგორც გენებოთ, ნება თქვენია...

კომენტარი 3. კითხვა: „1989 . საპატრიარქოს გამოცემა ბიბლია სიმახინჯეა (შეცდომათა ენციკლოპედიაა)... მე ამ წიგნს მომაკვდინებელი ცოდვების წიგნს ვუწოდებ, ამ წიგნის ციტატები სარწმუნო წყარო არ არის... "

ჩვენს გვერდზე გამოქვეყნებული მასალები, ბიბლიის ძველქართულ და თანამედროვე ქართულზე - საპატრიარქოს მიერ 1989 წლის გამოცემას ეყრდნობა, რომელთან მიმართებაშიც მე [თქვენგან] განსხვავებული შეხედულება მაქვს...

კომენტარი 4. კითხვა:ჩვენ თუ ვერ შევთანხმდით ეტალონზე, სარწმუნო წყარო რომელია, მაშინ დისკუსიას აზრი არ ექნება, მასე იეღოველებსაც ბიბლია უჭირავთ ხელში და ამბობენ ნახე აქ რა წერიაო! მეცნიერულ კვლევაში მთავარია წყარო, მერე ანალიზი!“

ეტალონისთაობაზე ზემოთქმულს მხოლოდ ერთს დავამატებ: თუ დრო და სურვილი გექნებათ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს გამოკვლევას - იეჰოვას მოწმეთა მიერ ბიბლიური აზრის დამახინჯებულად დაბეჭდილი 2006 წლის გამოცემის კრიტიკას...

კომენტარი 5. კითხვა:მეცნიერება ანალიზის უნარზეა დაფუძვნებული. დღეს როცა მეცნიერება და მოძღვრება ვერ მიმხვდარა რომელმა დამწერლობამ მოავლინა წმიდა წერილი, რომელი ბიბლიაა სწორი... „

ბატონო ზაალ! შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ გამოვთქვა ჩემი შეხედულება.

1. მაცხოვრის განკაცებამდე, მთელს დედამიწაზე ჭეშმარიტი ღმერთის მაღიარებელნი მხოლოდ ებრაელები იყვნენ...  დანარჩენი კაცობრიობა, გამონაკლისის გარეშე - კერპთაყვანისმცემელი იყო.

შესაბამისად - ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთიდან მომდინარე სიტყვის ჩამწერი, მხოლოდ ამ ერთი ღმერთის მაღიარებელი ერი შეიძლება იყოს, და სწორედ მათი შედგენილია ძველი აღთქმის წიგნები...

2. ახალი აღთქმის წიგნები მათი შედგენილია [სულიწმინდის კარნახით], რომლებიც თან ახლდნენ და ისმენდნენ განკაცებული უფლის მოძღვრებას...

კომენტარი 6. კითხვა:დარწმუნებული ვარ თქვენ არ იცით "წინაწარმეტყუელი" რატომ იწერება "" ასონოშნის გარეშე? როცა სულიწმიდით გასწორებულ ამ სიტყვას ანაცვალებთ ასეთ სიტყვას "წინასწარმეტყველი" მაშინ მე გამიჭირდება თქვენი ანალიზის სისწორის დაჯერება“...

ბატონო ზაალ: 1. მე მიჭირს შევაფასო [და არც ვაპირებ] მავანის [აქ - თქვენი] ქმედება [განზრახვა] - რომელიც, საქმის არსში გარკვევის გარეშე წინა--წარვეა რაიმეში დარწმუნებული...

2. გიორგი მთაწმინდელის [და არა მარტო მის] ნათარგმანებ ახალ აღთქმაში, თქვენს მიერ ხსენებული სიტყვის რამოდენიმე ვარიანტია მოცემული. კერძოდ:

) „წინაწარმეტყუელიდა ბ) „წინაჲსწარმეტყუელი“ [იხ. „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ პირითა წინაჲსწარმეტყუელისაჲთა თქუმული“ - მათე 1,22 და სხვ.]

ზოგადად, ბოლო ჟამის ცნობიერებაში ასო-ნიშანსან“-, რომელიც მეოცე რიგითი ნომრისაა, სადაც - „ოცი“, კოდირებულად იძახის: „ცისიერი უფალი“, უდიდესი დატვირთვა აქვს. ამიტომ, ჩვენის აზრით ორივე ხსენებული ფორმა განსახილველი სიტყვისა მართებულია, და კონტექსტის მიხედვით უნდა ვიხელმძღვანელოთ...

კომენტარი 7. კითხვა: „...თუ მე ჩემს ნათქვამს დაგისაბუთებთ, იმედია ჩემზე განაწყენებული არ დარჩებით“.

აკი დასაწყისშივე მოგახსენეთ, რომ ამა თუ იმ თემაზე მოსაუბრეს [წინასწარ აკვიატებულის ერთგულად დარჩენის მსურველს არ ვულსხმობ] - რა შეიძლება ჰქონდეს გასანაწყენებელი? „დასაბუთებასრაც შეეხება, იგი თავის თავშივე მოიცავს მითითებას, რომ საჭიროა: „საბუთის ნებადა არა ამსაბუთის ნებისგარეშე მსჯელობა... თუმცა არჩევანში ყველა თავისუფალია...

 

ზაალ ლომსიანიძე:

...პირადული საუბარი არასდროს მაღიზიანებს. უბრალოდ გაუგებარია "ვისთვის" დაპოსტეთ? ვინმესთან თავს იმართლებთ? თუ, იმის გამოქვეყნებით, რომ პავლე ინგოროყვა და შენც შემცდარი ხარო, ამით იმას გინდა გაუსვა ხაზირა მაგარი ვარო". იქნებ იმის ამბიციაც გაქვს 104-ის გამო თქვა წმიდა წერილიც ინგოროყვას მსგავსად შემცდარიაო? თქვენ ისევე როგორც მე, არავიზე მეტი არ ხართ. პირადულში იყავით ჩემზე მეტად დიდი, ამას მივესალმები კიდეც, მაგრამ დაპოსტვამ თქვენი ამბიციური ბუნება დამანახა, რომელიც ნამდვილად არ გალამაზებთ. სხვა თქვენთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თქვენ თვითონვე დაინახავთ ვჭირდებით თუ არა ერთმანეთს. მეცნიერებას სჭირდება პოლემიკა და კამათი, თუ ეს ვერ შევძელით ვერც თქვენ ივარგებთ და ვერც მე.

 

ბატონო ზაალ!

საკომენტაროდ გამოტანილი მასალა - ყოველგვარი სახელისა და გვარის მითითების გარეშეა გამოქვეყნებული. იქვე ახსნილია მისი განსაჯაროების მიზანიც. ვფიქრობ რომ გაუგებარი არაფერია!

წმიდა წერილი ბრძანებს - თავმდაბალს აღამაღლებს ღმერთი, ხოლო ამპარტავანს დაამდაბლებსო - ამ პრინციპის დარღვევას არ ვაპირებ და არც სხვისი ასეთი საქციელი იქნება ჩემთვის მოსაწონი...

მინაწერი: ამბიციურობა რატომაა იმ თემაზე მსჯელობა რასაც კომენტარები შეიცავს? პავლე მოციქული გვასწავლის - ფუჭ დავას მოერიდეთო, თორემ ჭეშმარიტების ძებნის სულისკვეთებით გამსჭვალული მსჯელობა დიახაც რომ მისაღები და სასურველია...

 

ზაალ ლომსიანიძე:

„ჩემთვის გაუგებრობა ამოწურულია, წყენას ნამდვილად არ ვიტოვებ. შეიძლება არც კი მიიღოთ მაგრამ ერთ დასაფიქრებელს მაინც დაგიტოვებთ: თქვენ შრომებში ხშირად ხმარობთ სიტყვას "კოდი"[(20) (70) (4) (10) სულ] 104. წერილი კოდირებულია ანბანური წილით (ასონიშანთა რაოდენობა 40). ლაზარეს ენა მთლიანობაში არის კოდირებული ენა და ამ ენის გასაღები არის ასონიშანთა (ინფორმაციული) წილი. ეს ტოლობაში ასე მოდის: „ლაზარე“= 144. ამ ენის ანბანური ნაწილი 40 ასონიშანია. . . 144 - 40 = 104.

ეს ენა აღმატებულია სხვა ენებზე 104- საიდუმლოთი: „დედა ენა“ = 34 +70 = 104. ამით ნათქვამია, რომ ის ყველა ენებისაგან განსხვავებითდედა"- ყოველთა ენათა, ასევე დედაა წმიდა წერილისა. ამ ენას ბიბლიური კოდირებითა და ქარაგმით ჰქვია დედა "მარიამი", მან შობა იესოდ წოდებულიწმიდა წერილი".

p. s. 104-თან დაკავშირებით რაც გითხარით ზღვაში წვეთია, თუ ღმერთმა ინება და შევხვდით დანარჩენი შემდეგ იყოს.

 

ბატონო ზაალ!

ჩვენს მიერ 1996 წლის მიწურულს დაარსებული - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი "ლაზარეს ინსტიტუტი"- სახელით 1997 წლის 4 იანვარს დაიბეჭდა გაზ. „დედანი ენის სასწაული"- პირველი ნომერი.

ჩვენი გაზეთის სარედაქციო ლასკარის წევრი გახლდათ - ნუგზარ ლატარია, იგივე მირიან ქართველი. რასაც თქვე ბრძანებთ ამის თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ მისი წიგნი "თეთრი ქვა", რომელიც 1997 წელს გამოვიდა. მისი ამ წიგნის გამოსვლიდან მცირე ხნის შემდეგ, ბატონმა ნუგზარმა, მიზეზთა გამო, დატოვა ჩვენი რიგები და ამის შემდეგ გააგრძელა თავისივე დაწყებული საქმე.

მიუხედავად ბატონი ნუგზარისადმი ჩვენი დიდი პატივისცემისა, მის მიერ გამოთქმულ შეხედულებათა უდიდესი ნაწილი - ჩვენის აზრით შორს დგას იმასთან, რასაც ბოლო ჟამის ცნობიერება ითხოვს ამ დროში მაცხოვრებელთაგან...

ყველა თავის წილ ჯვარს ეზიდება, და როგორც მოციქული ბრძანებს - ყველანი რბიან, მაგრამ ფინიშთან ერთი მიდის პირველი. თითოეული ჩვენთაგანი - ჩვენივე სიტყვებითა და ქმედებებით განვიკითხებით. კოდირებული - 104, ბოლო ჟამში სხვა დატვირთვასაც ატარებს [თუმცა ამის თაობაზე საუბარი არ მიმაჩნია დროული...].

 

[ამის შემდგომად `ფეისბუქის” გვერდზე გამოვაქვეყნე წერილი - „აღდგომის მომლოდინე ბოლო ჟამში მაცხოვრებელთ და ბოლო ჟამის თემატიკით დაინტერესებული მკითხველისათვის”, რომელსაც, თუ ღმერთი ინებებს გაზეთის მომდევნო ნომერში გამოვაქვეყნებთ.

აღნიშნულ წერილზე გაკეთებული გამოხმაურება ასეთია:]

 

ზაალ ლომსიანიძე:

ბატონო გელა, რატომ არ ანებებთ თავს ჩემს გვერდზე თქვენი აზრების განთავსებას? თუ, ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებთ, რომ მავანს დაანახოთ რაოდენდიადი აზრები"- პატრონი ხართ, რომ შემდეგ ლაიქებითა და კომენტარებით არქიფოსავით გიმღერონპოლოხრონიონ"-? ღირსება ბევრი ნაკითხობით არ იზომება, არამედ ქმედებებით და წაკითხულის გაანალიზების უნარით. რაღაც ამ ღირსებას თქვენში მე ვერ ვამჩნევ. ნუ გამხდი იძულებულს თქვენი ცოდნის ხარისხზე ვისაუბრო.

        

ბატონო ზაალ!

რასაც თქვენ ბრძანებთ - არცერთი ამდაგვარი რამ გულშიაც არ გამიფიქრებია. თუ ჩემგან გზავნილი გარკვეულ უხერხულობას გიქმნით - ბოდიშს გიხდით... ამის მეტს აღარ შეგაწუხებთ...

მინაწერი: ამა თუ იმ პირის, ან მისი საქმიანობის შესახებ მოსაზრების გამოთქმა მავანის სურვილსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ყველაფრის განმკითხავი კი მეორედ გაცხადებული უფალი იესუ ქრისტე იქნება. დაილოცოს მისი მობრძანების დიადი წამი.

 

ზაალ ლომსიანიძე:

ბოდიში ბევრ რამეს ცვლის... თქვენ იმდენად ბევრი გაქვთ ნამუშევარი (ვფიქრობ წრფელი გულით), საღამოსთვის პიდად sms-ით გამოგიგზავნით, იმედია წაკითხვის შემდეგ დააფასებ ჩემს ქმედებას. მაგრამ წინასწარ ერთს გეტყვი: რაოდენობა ხარისხს არ ნიშნავს, მიუხედავად თქვენი დაუღალავი შრომისა "ბიბლია" გახსნილი არ გაქვთ, ამას გამოცხადების მე-5 თავიც მოწმობს. ეს საიდუმლო ჩვენს ჯგუფს უკვე გარკვეული გვაქვს და ეს უაღრესად დიდი საიდუმლო ამბობსწმიდა წერილი ქართულმა დამწერლობამ დაწერაო". ეს ვერცერთ წიგნში ვერ გიპოვიათ და ვერც იპოვიდით, ეს მხოლოდ სულით ნაწერ წიგნში წერია. სამწუხაროდ საპატრიარქოს 1989 . გამოცემა ბიბლიას ეს სული არ გააჩნია.

 

ბატონო ზაალ! თქვენის ნებართვით ორიოდე სიტყვას შემოგაშველებთ:

კომენტარი 1. თქვენ ბრძანებთ: „თქვენ იმდენად ბევრი გაქვთ ნამუშევარი (ვფიქრობ წრფელი გულით)... მაგრამ წინასწარ ერთს გეტყვი: რაოდენობა ხარისხს არ ნიშნავს...“

თავისთავად, რა თქმა უნდა თქვენ მართალს ბრძანებთ [ასეთი დაშვება მიღებულია]. მაგრამ განა სადმე ვინმეს აზრად მოუვა ცალსახად გამორიცხოს [და თქვას], რომ - რადგანაც ნაშრომთა რაოდენობა ბევრია [ესეც საკითხავია ეს ბევრი ვისთვის რამდენია... ზოგჯერ, მავანისთვის ერთიც კი ბევრია...]  ამიტომ - უხარისხოაო [ვფიქრობ რომ თქვენ ასეთთა რიცხვს არ უნდა ეკუთვნოდეთ...]

კომენტარი 2. თქვენ ბრძანებთ: „...მიუხედავად თქვენი დაუღალავი შრომისა "ბიბლია" გახსნილი არ გაქვთ, ამას გამოცხადების მე-5 თავიც მოწმობს...“

ჩემთვის ძნელია იმის დაჯერება [გააზრება], რომ თქვენ, ასეთი დასკვნის გაკეთება, ჩვენს მიერ - „დაუღალავი შრომისყველაშედეგის“ [ანუ ნაშრომის] გაცნობის შემდეგ გამოიტანეთ. არადა ნაჩქარევი დასკვნის გაკეთება, არ მგონია თქვენი საქმიანობის ქვაკუთხედი იყოს. მაშ, რაშია საქმე? - თქვენს მაგიერ [გარეშე] ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს...

კომენტარი 3. თქვენ ბრძანებთ:მიუხედავად თქვენი დაუღალავი შრომისა "ბიბლია" გახსნილი არ გაქვთ, ამას გამოცხადების მე-5 თავიც მოწმობს. ეს საიდუმლო ჩვენ ჯგუფს უკვე გარკვეული გვაქვს....“

გამოცხადებისეული - 7 ბეჭდის, თასისა და საყვირის თაობაზე [და არა მარტო მათზე], თუ დრო გექნებათ იქნებ გადახედოთ შემდეგ მასალას: [ოქროს კვეთა]

კომენტარი 4. თქვენ ბრძანებთ: „უაღრესად დიდი საიდუმლო ამბობს "წმიდა წერილი ქართულმა დამწერლობამ დაწერაო" ეს ვერცერთ წიგნში ვერ გიპოვიათ და ვერც იპოვიდით, ეს მხოლოდ სულით ნაწერ წიგნში წერია....“

იოანე-ზოსიმესეულ კარნახზე დაყრდნობით, ვგონებ ახალი არ იქნება თქვენთვის თუ ვიტყვი, რომ - ყოველი საიდუმლოს გასაღები ქართული ენაა, ესაა - „დედა[ნი] ენა“... აღნიშნულთან მიმართებაში, თუ დრო და სურვილი გექნებათ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ 9 ნაწილიან მასალას [ბიბლია და ქართლის ცხოვრება]... ვგონებთ, რომ პასუხს [შესაძლო] კითხვაზე, თუ რატომაა [ჩვენის აზრით] - ყოველი საიდუმლოს გასაღები ქართული ენა, დასახელებულ კვლევაში მოიძიებთ...

 

ზაალ ლომსიანიძე:

„ქვეყნიერება მსოფლიო შეთქმულებითშეთხზულ" ტყუილის მოსასხამშია გახვეული. ტყუილის მოხელენი სიმართლის მანტიით არიან შემოსილი. კიდევ უფრო დასანანია, რომ ამ შეთქმულებით ყველაზე მეტად ქართული ცნობიერება ზარალდება.

მსოფლიოში გაბატონებულია აზრი: წმიდა წერილის ძველი აღთქმა ებრაელთაგან დაიწერაო, ახალი აღთქმა კი ბერძენთაგანო. საქართველოს დღევანდელი ცნობიერი ისტორიის მანძილზე ერთადერთი მეცნიერული ჯგუფი, რომელიც უარყოფს ამდიდ ტყუილს," არის ქუთაისის .წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიის კვლევის სამეცნიერო საზოგადოება - „მეცნიერება უკეთესი მომავლისათვის". ჯერ არ მომხდარა და ერთადერთი ჩვენ ვაცხადებთ: "წმიდა წერილი ქართული დამწერლობის შემოქმედებაა." ვაცხადებთ და ვამტკიცებთ კიდეც... ძალზე ბევრი სიმართლედ წოდებული დემაგოგიის წინააღმდეგ მხოლოდ ჩვენ ვიმაღლებთ ხმას და ვამბობთ: წმიდა წერილი ქართულმა დამწერლობამ დაწერა. ამ აზრს არ გამოვიცვლით, არც შევბღალავთ, არც ვუღალატებთ, ნამდვილად გქონდეთ ჩვენი იმედი.

ამ ფონზე მოვიყვან თქვენ შრომას (არ მიყვარს სიტყვა მავანი და შეგნებულად არ ვხმარობ) ბოლო ჟამის გადმოსახედიდან, ანუ მაცხოვრის სამი სამოსის საკითხისათვის. გიშრომიათ, გაგირჩევიათ და დასკვნა ასეთი გამოგიტანიათ:

1. ჯერ ჰეროდესთან შემოსავენ "ბრწყინვალე სამოსით". 2. შემდეგ პილატესთან მიყვანილს - "ტანთ გახადეს, და შემოსეს მეწამული ქლამიდით". 3. ხოლო - ".... როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძრცვეს ძოწეული და კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი". მერე ასე აგრძელებთ: მაშ ასე, ბოლო ჟამში მაცხოვრებელთათვის ამოსაცნობი ეს მინიშნება, რომელიც უდაოდ დროისმიერ ასპექტზე უნდა გვითითებდეს, ასეთი რიგითობით ხასიათდება:  „თავისი სამოსი"-„ბრწყინვალე სამოსი"- „მეწამული ქლამიდი"-„კვლავ თავისი სამოსი".

ასეთი სახის დასკვნა: „დროისმიერ ასპექტზე უნდა გვითითებდეს", მეცნიერებაში არ მოსულა. ან უნდა დაასკვნათ, რომდროისმიერ ასპექტს გვითითებს", ან საერთოდ არ უნდა გააკეთოთ დასკვნა. „უნდა გვითითებდეს" ასეთი რამ მეცნიერულ ღირსებას ვერ შეგძენთ. თან აგრძელებთ: სწორედთავის დროზე (გაცხადებისდა კვალობაზე), ვისაუბრებთ" (აქ ასე გულისხმობთ მომავალშიო!).

აი მეცნიერული დასკვნაც ასეთი გამოვიდა: ეს მინიშნება ბოლო ჟამის დროზე "უნდა" გვითითებდესო, რომელიც მე ვიციო და თავის დროზე ვისაუბრებთ-! 

ქართველო ერო რა უნდა გეშველოს ასეთი მეცნიერებით? როდემდე უნდა ისმენდნენ შენი შვილები ზღაპრებს და როდემდე უნდა უცქერდნენ ეს შვილები მეცნიერობანას თამაშს? ეს ზუსტად თქვენ განაცხადეთ: ჩვენ ქართველებს ბიბლია არ დაგვიწერია და მხოლოდ ებრაულიდან ნათარგმნი ბიბლია გვაქვსო, ამასთან ერთად 1989. საპატრიარქოს გამოცემა ბიბლია არის სწორიო!

ამით თქვენ "მსოფლიოს შეთქმულებით" შეთხზული ტყუილის თანამონაწილე გახდით, თან ისე გაკადნიერდით, რომ ქრისტეს სამოსს უდიერად ეხებით. მისი ნამდვილი არსიდან სხვა მიმართულებით წასულხართ, ესდროს გვკარნახობსო" და ტყუილში წაგიყვანიათ კვლევაგანა არ იცით, რომ სიტყვა ძე ღმერთია და მას ორი ბუნება აქვს? თქვენ მხოლოდამ ძე ღმერთის" ხორციელი (ვინ) ბუნებით ეძებთ სამოსის საიდუმლოს. ცალსახად ხორციელია თქვენი ცნობიერება. დიოფიზიტობა ნიშნავს ორივე ბუნების აღიარებას. თქვენამ ძე ღმერთის" სულიერი (რა) ბუნებით ვერ დაგინახავთ სამოსელის საიდუმლო. სულიერების წინგში მხოლოდ სულიერ სამოსელზე უნდა გეკეთებინათ კვლევა. სულიერ სამოსელზესულით ნაწერ წიგნში" წერია, თქვენ ეს წიგნი გახსნილი არ გაქვთ, რადგან თქვენი ცნობიერების ხარისხი ამ წიგნს ვერ სწვდება. სამაგეროდმელნით ნაწერი წიგნი" კარგად იცით, მაგრამ ეს წიგნი სასუფეველს ვერ იძლევა. იესოს (ვინ) ბუნება გესმით, ეს მისი კაცობრივი მხარეა. იესოს (რა) ბუნება ვერ გაგიგიათ, ის არის "წმიდა წერილი".
დიახ, იესო ქრისტე სულიერი გაგებით "წმიდა წერილია". აი! რომელ სამოსელზე უნდა გაგეწიათ კვლევა. არა ხორციელ ჩასაცმელზე, არამედ წერილის შესამოსელზე.

რადგან სულით ნაწერი წიგნის მოწყობა და წერის ტაქტიკა არ გესმით... ბატონო გელა, თქვენც ტყუილებით "შეთხზული" ზღაპრების თანამონაწილე ბრძანდებით. ნეტავ ვისი წყევლაა თქვენზე? "შენი არ იცოდე და სხვისი არ გეჯეროსო"?

...წმიდა წერილს ყველაზე დიდი საიდუმლო ასე აქვს: ამსიტყვის" ანუ ამ წერილის ჯვარცმით აღდგომა (თქვენ გულში მაინც აღიარეთ ეს თქვენ არ იცით). ეს საიდუმლო არის წმიდა წერილის გასაღები, რომელსაც ქართული ასომთავრული ანბანი ერგება და აღებს... ეს კანონია, მკაცრი კანონი, ვუყურებ ეს თქვენ არ იცით...

 როგორ შეიძლება მოაბრუნოთ ენა: მესმის და ვიციო! როცა, თქვენი ხარისხიანი ანალიზის საშუალებით ამბობთ: წმიდა წერილი ქართულს არ დაუწერიაო?! მე ამას თავზე ვერ შემომახვევთ თუნდაც მთელი საჯარო ბიბლიოთეკა თქვენ ნაშრომებს ვერ იტევდეს, თქვენ სულიერი ანალიზის უნარი არ გაქვთ, ამიტომ იშრომეთ ხორციელებაში, საშრომის მეტი რაა.

ინსტიტუტს ლაზარე დაარქვი, უფალიაო ჩვენი სიმართლე. ამ სახელებს დანა-ჩანგალივით ხმარობ უდიერად. უფლის სახელით "ხადი" და ლაზარე ქართული ენის სახელით კიდევ უფრო ჰკლავ და აუბრალოებ ისედაც მკვდარ და დაწუნებულ ენას. ნამდვილად დანაშაულია ღმერთის და ქართული ენის წინაშე იმის თქმა რომ: წმიდა წერილი არ არის ქართული წარმომავლობის. ზღაპრების დრო დამთავრდა. ამდენ მტერში უკვე ჩვენ ვყავართ წმიდა წერილისეულ სიმართლეს. ამიერიდან ჩვენ ვიქნებით ქართული ენისა და ქართული ღირსების სადარაჯოზე.

რატომ მიმეორებ ცინიკურად "ვისაც ყური აქვს ისმინოს"? თან ჩემ გვერდზე პოსტავთ, ნუთუ გგონიათ რომ ვერ ვხვდები მე რომ მიკაკუნებ. ამას სხვაც ამჩნევს და მათ თვალში სერიოზულობა გაკლდებათ (მეც მყავს მეგობრები). ამის საპასუხოდ მეც ცინიკურად მოგწეროთ : „უსმინეთ გელას, ქართული ენის ღირსეულ მკვლევარს"?! და ბოლოს თქვენივე სიტყვებით დავამთავრებ: " ყოველი ფუჭი სიტყვებისათვის რომელსაც იტყვიან კაცნი პასუხს აგებენ განკითხვის დღეს" (მათე 12,16 ). მაჩვენე როგორი "მართლ"-მადიდებელი ხარ, თუ შეგიძლია მართალზე თქვა მართალია-.

..

დაფიქრდი თუ ღირს ჩემთან კამათი და მტრობა, ეს ერთადერთი შენიშვნა არ არის რომელიც მე თქვენთან მაქვს. იქნებ ჯანსაღი მეგობრობა ჯობდეს.

 

ბატონო ზაალ! - როგორც ვატყობ თქვენ ვერ მოასწარით ჩემს მიერ შემოთავაზებული მასალების გაცნობა [ეს თქვენი კომენტარის შინარსიდან კარგად იკითხება] - თორემ ასეთი ტონითა და შინაარსით არ ისაუბრებდით... მაგრამ არა უშავს - თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ მათი გაცნობა...

მინაწერი: ზემოთქმულის შემდეგ იქნებ არც ღირდეს [დრომდე, ანუ თქვენს მიერ მასალების გაცნობამდე] ჩემის მხრიდან კომენტარის გაკეთება, მაგრამ ორიოდ სიტყვას მაინც შემოგაშველებთ [ვფიქრობ ჩვენი მასალების გაცნობაში დაგეხმარებათ]...

ჩვენი ნაწერები გაჯერებულია მხოლოდ იმ მასალათა ანალიზით, რომლებშიც - ბოლო ჟამის დადგომის ნიშნების ანარეკლია მოცემული და მათი მეშვეობით ამ ჟამის დადგომის დადასტურება შეგვიძლია. ბიბლია გვავალდებულებს - დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ მასალათა დამოწმებას, და მთელი სიმკაცრით მოითხოვს, რომ მათ შესახებ მხოლოდ მათი აცხადების შემდგომად განვაცხადოთ...

სხვა მრავალთა შორის, ერთ-ერთი ამდაგვარია - მაცხოვრისათვის სამოსლის სამჯერ გამოცვლის თემატიკაც... ჩვენის აზრით, მთელი ბიბლია და ყველა ასე თუ ისე ცნობილი ნაშრომი, რომელიც კი ბოლო ჟამის დადგომისათვის ქართულ ენაზე იქნება მოწოდებული, სწორედ ბოლო ჟამის ლაბირინთებში გზის გაკვალვას ემსახურება [ამ ნიშნებს შეიცავს]...

ყოველ მათგანში დაცული ესა თუ ის მინიშნება - დროითი ნიშანია იმის თაობაზე, თუ ბოლო ჟამის დროთა მდინარების რა ეტაპზე ვიმყოფებით... ბუნებრივია, რომ ამდაგვარ ნიშნებში მავანს, სხვა დიდი სიბრძნის ამოკითხვაც შეუძლია, ღმერთის სიტყვა ხომ მრავალშრიანია... აი, ამას ვეძახით ჩვენ - ყველას მიერ თავისი ჯვრის ტარებას... და რა არის აქ - ან სამტრო, ან გასაბრაზებელი? - არაფერი: ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს კეთილ საქმეში...

ჩვენს მიერ მითითებულ ნაშრომებში გადმოცემული მოსაზრებების უპირობო გაზიარებას არავის ვთხოვთ, რამეთუ ბოლო ჟამში ამის აუცილებლობა არ დგას, და აი რატომ: 1. მიუხედავად იმისა ვინმე მიხვდება თუ არა ბოლო ჟამის დადგომას, ეს საქმის არსს არ ცვლის; 2. მიუხედავად იმისა ვინმე დაიჯერებს თუ არა ბოლო ჟამის დადგმის დამადასტურებელი ნიშნების რეალობას, ეს საქმის არსს არ ცვლის; 3. ბოლო ჟამი, ეს ის დროა, რომელიც - უფალ იესუ ქრისტე მეორედ მოსვლით მთავრდება...

ეს დროის მონაკვეთი კი, არსებული ნიშნების კვალობაზე, ვფიქრობთ მალე უნდა დასრულდეს [პრინციპის - ის დრო და ის საათი არავინ იცის მამის გარდას - დაცვით]. სწორედ ამ კუთხითაა ჩვენთვის საინტერესო - ყველა ნიშანი, და მათ შორისსამოსელისთემატიკა...

ვერ გამიგია რამ გამოიწვია თქვენი გაღიზიანება - დიახ ყველაფერს თავისი დრო აქვს, და მის თაობაზე ეხლა არაფერს ვიტყვით... დრო მოვა და შემდეგ დავამოწმებთ მათზე... რა არის აქ - ან სამეცნიერო; ანდა - არამეცნიერული?

ყველა მეცნიერება განქარდება, რამეთუ მიწიური სიბრძნე ზეციურთან შედარებით - სიშლეგეა მხოლოდ და მეტი არაფერი... მავანს არ უნდა რომ დაიჯეროს - ნება მისია, ვინმე აძალებს განა?

ბატომო ზაალ! ჩემი თქვენდამი პატივისცემისდა მიუხედავად, მე - არც კამათს და მითუმეტეს არც მტრობას არავისთან არ ვაპირებ, და საიდან მოგაქვთ ასეთი აზრები?

კამათს არა, მაგრამ მსჯელობაზე თუ ვინმე გამოთქვამს სურვილს სიამოვნებით ავყვები ასეთ ურთიერთობაზე დამყარებულ ანალიზს... ხომ გაგიგიათ - ჩამდენმა ერთი ცოდვა ქნა და დამბრალებელმა ათასიო... მე რატომ მაწერთ იმ განზრახვებს, რაც ჩემგან არ მოდის? თქვენ რატომ აკეთებთ ჩემს მაგიერ დასკვნებს?

მე, ჩემი ცხოვრების 20 წელიწადი მოქმედი მოკრივის გზას ვადექი, და კარგად ვიცი რომ, ყველა თავის წონაში გამოდის და, რომ ყველა წონას თავისი ჩემპიონი ჰყავს... ყველამ თავისი წონა უნდა ვიცოდეთ - კამათშიც, მტრობასა და მეგობრობაშიც...

 

ზაალ ლომსიანიძე:

ბატონო გელა, მე სათქმელი გითხარით პირადი წერილით და ვფიქრობ ტონი და ემოცია ნაკლებ გასაღიზიანებელი უნდა იყოს. ყველაფერი მოდის სიმართლისათვის კამათში, ოღონდ არ უნდა იყოს უხამსობა...

მე მაქვს ერთი სიმართლე: წმიდა წერილი ჩვენი დამწერლობისაა. ჩემთვის ტყუილია ყველა აზრი, თუნდაც შუალედური ან საბოლოო, რომელიც ამ სიმართლესთან მოდის წინააღმდეგობაში. დადგება დრო და თქვენ იხილავთ, მე საპატრიარქოს არ მოვეფერები არ ცოდნისთვის. წმიდა წერილის წერას აქვს თავისი კანონი, მათ შორის ის კანონიც: ჰკითხე მამას სიტყვის სახელით და... ის რაც გგონია ბოლო დროის დროზე და ჟამზე, ჩვეულებრივი ამბავია: ჰკითხე მამას და გეტყვის, რა გიშლის ხელს? ეს შეიძლება დღემდე გვცოდნოდა! ნუ გაიკვირვებ ეს წერილის წერის ჩვეულებრივი კანონია!

მე მგონი შევრიგდით, მაგრამ ვერ ვეგუები შეცდომებს, რა ვქნა კიდევ გავიმეორებ: წერილის წერას აქვს თავისი კანონი, მე გაცილებით მეტი ვიცი ვიდრე გგონია, არ არის სწორი უფლის სახელი იესუ. არ მაინტერესებს რომელ წყაროში როგორ წერია, თუ დამიჯერებ სწორი არის იესო. არ გეგონოს მარტო ამ ერთი სახელის გამო გეკამათები. დამიჯერე ბევრი გაქვს შეცდომები (ალალად გეუბნები)... ისინი 1989 . ბიბლიის გავლენით გაქვს.

ნუგზარ ლატარიას ვიცნობ, (მას ჩემი გულის სიღრმით განსაკუთრებულად ვემადლიერები), მაგრამ საკუთარი ხალხის წინაშე უხარისხო ცოდნის სიმართლედ გასაღებისთვის შევარცხვინე.

მე მომიძებნე შეცდომა, დამისაბუთე და მადლობას გეტყვი, ჩემი პირველი მეგობარი იქნები. მაჯობე დასაბუთებაში, რომ წმიდა წერილი ( მას კოდირებულადიესო ნაზარეველი" ჰქვია) ქართულმა დამწერლობამ კი არა, ებრაულმა დაწერა. ოღონდ მსოფლიო ტყუილი არ მომახვიო თავს. მხოლოდ ნაღდი არგუმენტაცია.

ამბობ სულიწმიდა უცხადებდა წი-ნა-წარ-მეტყველებს იმას, რაც მათ არ იცოდნენ! ( ეს მსოფლიო ტყუილის ნაწილია) თუნდაც დავუშვათ მასეა. ღმერთმა არ იცოდა რას კარნახობდა? ნუთუ ღმერთის იდეის დანახვა არ შეგიძლია? ( ვფიქრობ რომ კი). თუ წინასწარმეტყველს ღმერთი აწერინებდა: ვენახის დანერგვას, გათოხვნას, გასხვლას, ღვინის მისაღებად ყურძნის დასრესას და მის სისხლზე, ასევე ღვინის დალევას დადათრობასაც" კი, რომელი ერის კუთვნილებას კარნახობდა? ამ კარნახში ღმერთის იდეა არ ჩანს? ისიც კარგად ჩანს, რომ არსთა სამყაროს კანონები და ინფორმაცია მხოლოდ ქართულ დამწერლობაშია ჩადებული. თუ ღმერთის იდეა მხოლოდ ჩვენ დამწერლობაშია, ღმერთი რომელი ენითა და დამწერლობითმოაზროვნეა"? მას ქართული კი არა ღმერთისა და სამყაროს ენა ჰქვია! უბრალოდ ჩვენ მემკვიდრეები რომ ვართ ამისა იმიტომ ვამბობთ ჩვენიაო.

ვერ შევეგუები ებრაულ-ბერძნულ ტყუილს. ან დამისაბუთებთ, რომ ვცდები, .... ან თქვენ მიიღეთ ის რომ წმიდა წერილს ქართული ფესვები აქვს. მეცნიერებაში სხვაგვარად ვერ ვიმეგობრებთ. პირადულში არაფერი მაქვს საპრობლემო.

 

ბატონო ზაალ!: აკი მოგახსენეთ იმის თაობაზე თუ რა განსხვავებაა უფალ იესუ ქრისტეს პირველ და მეორედ მოსვლას შორის... თქვენს კითხვაზე პასუხიც სწორედ აქაა.

 

ზაალ ლომსიანიძე:

ეს თქვენი პასუხია, აღარ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ..... უფალში თქვენ "სიტყვას" ვერ აღიქვამთსიტყვა სულ იყო, უბრალოდ ჩვენ აღვიქვამდით პირველად ხორციელად, აწი დგება დრო იგივეს სულიერად აღქმისა. ესაა პირველი და მეორე მოსვლა. აღარ მინდა გამიგრძელდეს. ჩვენ სხვადასხვა სიბრტყიდან აღვიქვამთ ერთი და იგივეს, მე ხორციელი აღქმა არ მაინტერესებს.

 

ბატონო ზაალ! ყველამ ვიცით იოანეს სახარების დასაწყისი - „1. პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. 2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. 3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა… 14. და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა...“

დიახ - უფალი, ანუ - „სიტყვა სულ იყო“, რამეთუ - „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“,

და შემდგომად - „...სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის...“

ფრაზა - „უფლის პირველი და მეორე მოსვლა“, ანუ თავად ამ სიტყვათა არსობრივი მხარე ნათლად გვაუწყებს, რომ აქ ერთი და იგივე პირის [უფლის, იგივესიტყვის“] ორ მოსვლაზეა მინიშნება... დიახ, მეორედ შეიძლება მხოლოდ ის მოვიდეს ვინაც პირველად უკვე იყო მოსული...

პირველი მოსვლისას განკაცებულმა უფალმა ჩვენი ცოდვილი სულები დაიხსნა ეშმაკის ტყვეობიდან; მეორედ მოსვლისას უფალი იესუ ქრისტე სასუფევლის შვილებად შესარაცხად ღირსქმნილ ადამის მოდგმის ნაწილს, ამ მოკვდავი სხეულის ტყვეობიდან დაიხსნის, რომლის შემდეგაც მარადიული სული მარადიულ ხორცს შეიძენს - და ასეთ არსში მყოფნი მარადიულად იქნებიან უფალ ღმერთთან...

თუკი აღნიშნულთან მიმართებაში ჩვენი შეხედულებები განსხვავებულია, მაშინ ამ თემაზე კამათს ნამდვილად აღარ აქვს აზრი [ჭეშმარიტების ძიებისკენ სწრაფვა ყოველთვის მისასალმებელია]...

მინაწერი: ბატონო ზაალ! თქვენ კითხვას სვამთ - „ღმერთი რომელი ენითა და დამწერლობითმოაზროვნეა"? მას ქართული კი არა ღმერთისა და სამყაროს ენა ჰქვია! უბრალოდ ჩვენ მემკვიდრეები რომ ვართ ამისა იმიტომ ვამბობთ ჩვენიაო“...

აღნიშნულთან მიმართებაში, ადრე ნათქვამს გაგიმეორებთ - თუ დრო და სურვილი გექნებათ გაეცანით ამ საკითხის თაობაზე ჩვენს მიერ უკვე წლების წინ დაბეჭდილს, კერძოდ: „ბიბლია დაქართლის ცხოვრებაანუ []ახსნილი საიდუმლო“ [სამოთხისეული ენა ქართული]... თქვენი კითხვის პასუხს იქ იპოვით...

 

ზაალ ლომსიანიძე:

წავიკითხე, დღევანდელი მეცნიერება ასე უნდა იხილავდეს. დამაჯერებელია და კარგია. ჩემთვის ეს გარჩევა ხორციელია.

არსებობს ერთი წიგნიბიბლია". ეს წერილი დანარჩენ წიგნებს ასე უწოდებს: "სხუა წიგნი". სარწმუნო, მხოლოდ წმიდა წერილია და ის სწორ ინფორმაციებს იძლევა მხოლოდ ამ კანონის შესრულებით: სიტყვის ჯვარცმით! მხოლოდ ასე მოიპოვება სულიერი ინფორმაციები! ძალიან რთული კანონია, მას ჰაგიოგრაფიაში ჰქვიასაიდუმლო საშინელი".

ქართულის მიმართ კარნახი ბიბლიაში უფრო მეტად სჩანს, კერძოდ: ნოეს აქვსწმიდა წერილი" ქართულად ნაწერი, ეს მისი ენა და დამწერლობაა, ის ამ წერილთან მუშაკობს! რაოდენაც არ უნდა გაგიკვირდეს მას განუყოფელი წერილი აქვსძველი და ახალი აღთქმა ერთად". ალბათ გიკვირს საიდან? ებრაულბერძნულმა ალიანსმა განუყოფელი წერილი გაყო! (თავიდან დაუძინებელი მტრები ამით დაზავდნენ და დამეგობრდნენ, ეს სიმართლედ უნდა გაესაღებინათ და...... ზღაპრები "შეთხზეს").

თუ ამ ტყუილს იჯერებ, რომ უცოდინარ ებრაელს ღმერთი კარნახით აწერინებდა, რატომ ის არ უნდა დაიჯერო, რომ ასეთი რამ, უფრო ადრე, მცოდნე ქართველთანაც გააკეთა! მითუმეტეს სულიერი არსთა კანონი ერთი სიმართლეა, რა მნიშვნელობა აქვს ამ ერთ სიმართლეს ვინ და როდის დაწერს? ორს რომ ორი მივუმატოთ როცა არ უნდა მივუმატოთ და ვინც არ უნდა მიუმატოს ხომ ერთი პასუხი აქვს?

ნოემდელ პერიოდში რატომ ვერ დაინახე მთელი ქვეყნიერების ერთი ქართული ენა და ერთი ქართული დამწერლობა? დაუკვირდი გამოცხადებას (1–8) "მე ვარ ანი და ჰოე, რომელი არს, იყო... და იქნება". აი ასე: არის, იყო და იქნება. როგორ შეიძლება ამის წინააღმდეგ წასვლა? მავანმა შეიძლება თქვას "ალფა და ომეგა", მაგრამ ჩვენ არა!

 ფიზიკურად ბევრი იცით, ბევრი გიმუშავიათ, მეც რომ თქვენსავით ასე ფართე მასალას ვფობდე, გაცილებით მაღალ ხარისხში ავიყვანდი ჩემს სულიერ ხედვას! ეს თქვენთვის კომპლიმენტია...

 

ბატონო ზაალ!

თქვენ ბრძანებთ: „ფიზიკურად ბევრი იცით, ბევრი გიმუშავიათ, მეც რომ თქვენსავით ასე ფართე მასალას ვფობდე, გაცილებით მაღალ ხარისხში ავიყვანდი ჩემს სულიერ ხედვას! ეს თქვენთვის კომპლიმენტია

თუ არ მიწყენთ, ერთი მოსაზრება მინდა გაგიზიაროთ - ჩვენი საუბრების განმავლობაში ყოველი თქვენს მიერ დასმული კითხვა, ჩვენს მიერ უკვე პასუხგაცემულია იმ გვერდზე რომელიც ადრე მიგითითეთ [უფალი.გე]...

ამიტომ, თუ დრო და სურვილი გექნებათ, გადახედეთ ამ მასალებს და თუ ამის შემდგომად კითხვები წამოიჭრება სიამოვნებით ჩავებმები საუბარში.

 

ზაალ ლომსიანიძე:

„მე გადავხედავ, თქვენ დაშვებით თუ მაინც შეგიძლია დაუშვა, რომ ბიბლია ქართული დამწერლობის შემოქმედებაა?“

 

ბატონო ზაალ!

1. როდესაც განსახილველ [შემოთავაზებულ] კრებულს ჰქვია - "... სამოთხისეული ენა ქართული..." ვფიქრობ ამდაგვარი კითხვა ზედმეტია...

2. ადრეც მოგახსენეთ იმის თაობაზე თუ რა განსხვავებაა უფალ იესუ ქრისტეს პირველ და მეორედ მოსვლას შორის... თქვენს კითხვაზე პასუხიც სწორედ აქაა.

ბიბლია დაიწერა იმ ერის ენაზე, რომლებიც მაცხოვრის განკაცებამდე - ერთი ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებლები იყვნენ...

განკითხვა კი მოხდება სამოთხისეულ, იგივე-  უფლისმიერ, ანუ - ქართულ ენაზე...

 

ზაალ ლომსიანიძე:

მაგ პასუხი არაა არც ღმერთის ნება და არც ლაზარეს სიმართლე. მითუმეტეს კვლავიესუ". წავიკითხე „33551 დღის ისტორიაც“. ბიბლია ქუდი კი არ არის თავზე რომ მოირგო! იქაური თქვენი სიტყვები: „დამშვიდობების წინ, მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წინასწარნაუწყები", თქვენ ცეცხლითა და სულიწმიდით მეტყველი არ ხართ, წმიდა წერილის წერის ფორმულა არ იცით, წერილი ვისი დაწერილია ვერ გაგირკვევიათ და.... აღარ მინდა გავაგრძელო. ეს ის შემთხვევაა, როცა ერთს გეტყვი: ყველა აზრს აქვს თავისი სიცოცხლის უფლება. მაგრამ აზრიც და ხარისხიც საკითხავი ესაა. კარგად ბრძანდებოდეთ, ღმერთმა გაპოვნინოს ის რასაც ეძებთ

 

ბატონო ზაალ!

გმადლობთ ამ დროის მანძილზე წარმართული საუბრებისათვის... რამეთუ, ღმერთის ნებით ბიბლიაში წინასწარნაუწყები მორიგი ეტაპის დაფიქსირების შესაძლებლობა მოგვეცა...

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს: სახარება გვკარნახობს

- „ მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა“ [მათე 11,25].


კეთილი სურვილებით


მიხეილ [გელა]

სალუაშვილი


2013 . 30 აპრილი