Print

გაზ. № 19 (864)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2013 წლი11 მაისის

სხდომის ანგარიში

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013 წლის 11 მაისის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე მოისმინეს:

- ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: საქართველოს მთავრობისათვის გასაგზავნი მიმართვის თაობაზე - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 და დაბადებიდან 75 წლისთავისათვის სპეციალური საიუბილეო კიმისიის შექმნასთან დაკავშირებით.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2013წლის 11 მაისის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2013. 11 მაისის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო კომისიის შექმნის მოთხოვნით საქართველოს მთავრობისადმი ღია მიმართვის გაგზავნის თაობაზე.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 და დაბადებიდან 75 წლისთავისათვის სპეციალური საიუბილეო კიმისიის შექმნასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ბ. ივანიშვილისათვის გასაგზავნი ღია მიმართვა

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

ღია მიმართვა:

ბატონო ბიძინა!

საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატულმა ხალხის ნებამ - შესაძლებელი გახადა საქართველოს მთავრობის წინაშე წინამდებარე საკითხის დაყენების თხოვნით მოგმართოთ.

ვფიქრობთ, ედ. შევარდნაძისა და მ. საკაშვილის რეჟიმებისაგან განსხვავებით, ამჟამად არ დგას იმის აუცილებლობა რათა შეგახსენოთ, თუ რაოდენ დიდია მეოცე საუკუნეში მოღვაწე - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთპიროვნული ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.

როგორც მოგეხსენებათ - 2013 წლის 31 დეკემბერს სრულდება ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი აღსრულებიდან გასული 20 წელი; ხოლო 2014 წ. 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 75 წელი შეუსრულდებოდა.

 

ბატონო ბიძინა!

ზემოთქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ წინადადებით, რათა, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შეიქმნას - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 და დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი სპეციალური საიუბილეო სამთავრობო კიმისია.

ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამთავრობო კომისია, მთავრობისადმი წარსადგენად, შეიმუშავებს წინადადებათა პაკეტს, მათ შორის:

- ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში ზვიად გამსახურდიას სათანადო როლის გამოკვეთა;

- ზვიად გამსახურდიასათვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭება;

- ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული [მისი] პოლიტიკური განცხადებების, მიმართვების, გამოსვლების, ინტერვიუების მოძიება-მოპოვება, მათი სისტემატიზაცია და გამოცემა;

- საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავსაყოფად ძეგლების დადგმა;

- სხვადასხვა დაწესებულებებისათვის [ქუჩა, სკვერი, სკოლა, აეროპორტი და ა.შ.] ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭება;

- საიუბილეო კულტურული ღონისძიებების სათანადო დაგეგმვა და ა.შ.

 

ბატონო ბიძინა!

გამოვხატავთ რა საქართველოს უახლეს ისტორიაში თქვენს მიერ გაწეული ღვაწლისადმი ჩვენს უდიდეს პატივისცემას, იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენთვის ჩვეული გულისხმიერებით მოეკიდებით ზემოთაღნიშნული საკითხის სათანადო გადაჭრის საქმეს.

ჩვენის მხრივ მზად ვართ, თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს დანიშნულ შეხვედაში მონაწილეობისათვის, რათა უშუალო საუბარში დაზუსტდეს ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამთავრობო კომისიის შექმნა-ამოქმედებასთან დაკავშირებული ყველა ის საკითხი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ შეიმუშაოთ, აღნიშნული წინადადების მიღებისათვის საჭირო საბოლოო პოზიცია.    

 ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

თბილისი, 

2012 წლის 13 მაისი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

დუმილიც - გარკვეული პოზიციის მაჩვენებელია

ჩვენი გაზეთის მკითხველმა იცის, რომ ლასკარის 2013 წ. 20 აპრილის სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ბიძინა ივანიშვილს  22 აპრილს გაეგზავნა „ღია წერილი“ [ჩაბ. №14 326, 22.04 -2013 წ.], რომელშიც, კერძოდ აღნიშნულია:

- „...ბატონო ბიძინა!

განსახილველად გთავაზობთ წინადადებას, რათა, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შეიქმნას - „საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდ-რეობის საკითხების შემსწავლელი კომისია“, რომელსაც პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი ჩაუდგება სათავეში.

აღნიშნული კომისიის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წინადადებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობას მისცემს გამოკვეთოს აქცენტები ეროვნული თანხმობის მიღწევისათვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა:

- საქართველოში 1991-1992 წლების გასაყარიდან განვითარებული მოვლენების შეფასება;

- საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები...

ყოველივე ზემოთქმული საფუძვლად დაედება ისეთი სამართლებრივი წინაპირობების მომზადებას, რაც შესაძლებელს გახდის - თვისობრივად ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, ქვეყნის სათავეში მოვიდეს, არა - ანტიკონსტიტუციური გზით ძალაუფლების მომპოვებელი ხელისუფალის უბრალო გამგრძელებელი, არამედ - 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად დარღვეული კანონიერი სახელისუფლო შტოს სამართალმემკვიდრე ლეგიტიმაციის მატარებელი ძალა...“ [იხ. გაზ. №16(861), გვ. 4-6].

ოფიციალური მიმოწერისათვის კანონით დადგენილი ორი კვირა ისე მიიწურა, რომ მთავრობის კანცელარიიდან არავითარი პასუხი არ მოსულა.

ამიტომ, 2013 წ. 13-14 მაისს, რამოდენიმეჯერ, ჩვენ თვითონ დავუკავშირდით, წერილის ჩაბარებისას ჩვენთვის მითითებულ ტელეფონის ნომრით, შესაბამის სამსახურს [ტელ.: 2 990 900]. ოპერატორმა გოგონამ, პასუხის მოსაძიებლად საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსთან - ბადრი ორთოიძესთან დაკავშირება გვირჩია [ტელ.: 2 990 900 (21-22)].

14 მაისს ბადრი ორთოიძესთან საუბარში გაირკვა, რომ ჩვენი წერილი - მთავრობის კანცელარიის უფროსთან ქალბატონ მაია ცქიტიშვილთან იდო, ხოლო წერილის  შემდგომი მსვლელობის  თაობაზე მისთვის არაფერი იყო ცნობილი.

ბატონ ბადრის ვთხოვეთ ქ-ნი მაიას ტელეფონის ნომერი მოეცა... აღმოჩნდა, რომ არათუ მას არ ჰქონდა ჩვენთვის საჭირო ტელეფონის ნომერი, არამედ, საერთოდ - მთავრობის კანცელარიაში არ არსებობდა სამსახური, რომელიც მოქალაქეებს - საჭირო სამსახურის, საჭირო წარმომადგენელთა ტელეფონის ნომრებს მიაწვდიდა. ვერც  ე.წ. – 09-სთან დაკავშირებამ გამოიღო სასურველი შედეგი, რამეთუ მათ, მხოლოდ ხსენებული ნომერი [2 990 900] ჰქონდათ დაფიქსირებული; ამ უკანასკნელზე დარეკვით კი ასეთი ინფორმაციის მოძიება შეუძლებელი გახლავთ.

ბატონ ბადრის განვუმარტე, რომ - ამ შემთხვევაში დარღვეული გახლდათ კანონით განსაზღვრული 14 დღიანი ვადა... მან, საკმაოდ კორექტულად ამიხსნა, რომ - მათთან იმდენი წერილი შედიოდა, რომ ისინი მათზე პასუხის გაცემას ვერ ასწრებდნენ - „ხანდახან თვეობით პასუხგაუცემ შემთხვევებთან გვაქვს საქმეო“. ამიტომ მირჩია - იქნებ ამავე წერილის ხელმეორედ შემოტანა ცადოთო...

მე ავუხსენი, რომ საქმისადმი ამგვარი მიდგომის პირობებში, ყოველი მომდევნო წერილი ისევ სადღაც გაჩერდებოდა. ამიტომ, უახლოეს დღეებში დარეკვამდე იქნებ თავად მას მოეძიებია ჩვენი წერილის შემდგომი ბედის ამბავი, და ჩვენთვის წერილობითი პასუხი მოეწოდებინა.

ბუნებრივია ცალსახად იმის თქმა, თუ რატომ ჭიანურდება ჩვენს მიერ დასმულ საკითხთან მიმარტებაში მთავრობის თავმჯდომარის პოზიციის დაფიქსირება - ძნელია. თუმცა, როგორც ამბობენ, ხანდახან - დუმილიც ხომ გარკვეული პასუხია?.. ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება ამ საქმეს...

 

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად

2013 წ. 11 მაისს დასახელდა,

დღევანდელი მთავრობის

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

გიორგი მარგველაშვილი

იმავე დღეს ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა ფოტო წარწერით:

„ახალგაზრდა სოროსელები: მარცხნივ ბოკერია და მარჯვნივ სრულიად საქართველოს ტერიტორიის მომავალი პრეზიდენტი მარგველაშვილი“.

საერთო ფესვიდან, ანუ - სორო[სი]დან ამო-სული, ერთ-ერთი ამონაყარი: გიგა ბოკერია, დღევანდელი პრეზიდენტის ხელდასხმით - უშიშროების საბჭოს მდივნად მოღვაწეობს...

საერთო ფესვიდან, ანუ - სორო[სი]დან ამო-სულ მეორე ამონაყარს: გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრმა ჯერ განათლების სფეროს ხელმ-ძღვანელობა მიანდო; ხოლო მომავალში, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ქვეყნის მეთაურად დადგენას უპირებს...

კომენტარი - თქვენთვის მოგვინდია...

 

საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული

სამართლებრივი ასპექტები

საარჩევნო კაონის მიღების და საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარების შემდეგ, 1990 წლის 10 სექტემბრის „მრგვალი მაგიდის“, რიგით 44-ე შეხვედრის მონაწილეებმა, მხარი დაუჭირეს ბატონ ზვიად გამსახურდიას წინადადებას და სრულიად საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა „მრგვალი მაგიდის“ საარჩევნო ბლოკს უწოდეს: „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“.

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების საარჩევნო ბიულეტენში საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ მეთორმეტე ნომრად იყო წარმოდგენილი. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული იყო - ჰელსინკის კავშირი, წმ. ილია მართლის საზოგადოება, მერაბ კოსტავას საზოგადოება, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი, ლიბერალურ-დემოკრატიული კავშირი, ეროვნულ-ქრისტიანული პარტია.

ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდა: ქართველმა ხალხმა და სრულიად საქართველოს მოსახლეობამ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ხმა მისცა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფლაგმანს, საარჩევნო ბლოკს „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“, რითაც პირველად, 70-წლიანი კომუნისტური მმართველობის ისტორიაში, ქვეყნის სათავეში მოვიდა - კანონიერი, ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით არჩეული, ეროვნული ხელისუფლება.

„საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობა - 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ:

საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 444 002; საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 406 742 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის -  69,88 პროცენტს შეადენს; ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო 2 311 923 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 67,13 პროცენტს შეადგენს. ბათილად ცნობილია 84 798 ბიულტენი.

1. პროპორციული სისტემით არჩევნებისას პარტიების (საარჩევნო ბლოკების) სასარგებლოდ მიცემული ხმების რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდა:

3. საქართველოს კომუნისტური პარტია: 688. 382 - 29,58%

12. „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“: 1 248 111 - 53,99%.

„მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით არჩეულია 81 დეპუტატი; საქართველოს კომუნისტური პარტიის პარტიული სიით არჩეულია 44 დეპუტატი“ (გაზ. „კომუნისტი“, 1990 წ. 7 ნოემბერი) [იხ. მ. სალუაშვილი „საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები“, თ. 2012 წ., გვ.5-11].

1990 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში, მუშაობას შეუდგა რესპუბლიკის პირველი მოწვევის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს პირველი სესია. დეპუტატებმა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერი,  „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ სპიკერი ბატონი ზვიად გამსახურდია, რომელმაც შემდეგი სიტყვით მიმართა დარბაზში მსხდომთ და სრულიად საქართველოს:

- „... საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოს შეურიგებელი, დემოკრატიული ოპოზიციის ძალისხმევით მიმდინარე წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად გაიმართა მრავალპარტიული, დემოკრატიული, არასაბჭოური არჩევნები. ამ არჩევნებში ქართველმა ერმა გამოხატა თავისი ნება, მან თავისი ნდობის მანდატი გადასცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდს - გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“-მ!

... ქართველმა ერმა დაამტკიცა, რომ იგი მზად არის თავისუფლებისათვის!

... მაგრამ ამასთან, მეგობრებო, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე დასაწყისია ახალი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ომისა, რომელშიც უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ერმა და რომელსაც ჰქვია თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს მკვდრეთით აღდგომა...

ძვირფასო მეგობრებო!

ჩვენი სამართლიანი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია... ქართველი ერი არნახული წამებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე. იგი ზნეობისა და სამართლიანობის ქომაგი იყო მუდამჟამს, მან ხორცი გასწირა სულისათვის, მან ჭეშმარიტების მსახურება დაისახა თავის უზენაეს მიზნად, რისთვისაც მრავალგზის იგვემა და ეწამა ბარბაროსთაგან და წარმართთაგან.

მაგრამ მან გამოიარა ისტორიის გოლგოთა, რათა დამდგარიყო ჟამი მისი აღდგომისა და აღზევებისა, მისი გაბრწყინებისა მსოფლიო ხალხთა წინაშე, რათა კაცობრიობა ეზიაროს ნათელს საქართველოსას, ღვთის მომადლებულს.

არ არის შორს ის დრო, როდესაც საქართველო იქცევა ზნეობრივი სიდიდის მაგალითად მსოფლიო ხალხთათვის.

ძვირფასო მეგობრებო!... ჩვენ ვებრძვით უღმერთობისა და უსამართლობის უკუნეთ ღამეს. ჩვენ მართალ საქმეს განგება მფარველობს და ამიტომაც დავამარცხეთ მტერი.

ქართველი ერი არ წავა ბარაბას გზით. ქართველი ერის გზა - სათნოების გზაა,სიქველის გზაა, სიყვარულის გზაა, ქრისტეს გზაა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

კურთხეულ იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი! ამენ!“ [იხ. მ. სალუაშვილი „ზვიად გამსახურდიადან ზვიად გამსახურდიამდე: 1991 – 1995 წ.წ.“, თბ. 1995 წ., გვ. 135-136]. 

1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეობაზე ერთგვარ ხაზგასმას წარმოადგენდა, ახლადარჩეული ეროვნული ხელისუფლების პირველივე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებანი. ვინაიდან - 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ, მიღებული კონსტიტუციის აღდგენა, ახალ რეალობათა გათვალისწინებით, შეუძლებელი გახლდათ, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებანი:

- „1990 წ. 14 ნოემბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე მიღებულ იქნა, საქართველოს რესპუბლიკის კანონი:

- საქართველოს რესპუბლიკის სახელწოდების შეცვლის შესახე;

- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ;

- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ;

- საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნის შესახებ;

- საქართველოს რესუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ“ [იხ. მ. სალუაშვილი „ზვიად გამსახურდიადან ზვიად გამსახურდიამდე: 1991 – 1995 წ.წ.“, თბ. 1995 წ., გვ. 137].

მიღებული კანონის თანახმად - „საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკა“-ს ეწოდა: „საქართველოს რესპუბლიკა“; ხოლო საქართველოს რესპუბლიკის - გერბად, დროშად და ჰიმნად, აღებულ იქნა 1918-1921 წ.წ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ატრიბუტიკა.

[გაგრძელება იქნება]